განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
210100119002895555
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002895555

saqme #1/57-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ივნისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა

მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ ბ-------–---–---–--

ბრალდებულ _ ა-–-----------------–---–--

ადვოკატ- ნ-----–----–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034310119002

 

ბრალდებულ ა-–-----------------–---–-- მიმართ

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 4----------

დაბადების თარიღი: 24.06.1---–-

განათლება: ა---------–----–----–-- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა:დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)

რეგისტრირებული: სიღნაღის რაიონი სოფელი ქ-------------

ფატქობრივად მცხოვრები: სიღნაღის რაიონი სოფელი ქ-------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ა-–-----------------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული სიღნაღი რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც ა-–-----------------–---–-- გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი წელი, ამის შემდგომ 2019 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 17:30 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ქ-------------ში ქ-----–---–---ს საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ა-–-----------------–---–--, წარსულში პოლიციის ორგანოში დასმენის წარმოშობილი შურისძიების ნიადაგზე სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის და ფეხის დარტყმით ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - ნ------------------ მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ესე იგი, ა-–-----------------–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

 

ასევე, ა-–-----------------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული სიღნაღი რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც ა-–-----------------–---–-- გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი წელი, ამის შემდგომ 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ქ-------------ში ქ-----–---–---ს საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ა-–-----------------–---–--, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ხელი თავის არეში დარტყმით ძალადობა განახორციელა თავოსი მეუღლის - ნ------------------ მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ესე იგი, ა-–-----------------–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ა-–-----------------–---–-- თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ა-–-----------------–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ხოლო, ბრალდებულმა და მისმა დამცველმა ითხოვეს ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 03 ივნისს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, დაცვის მხარეს და ბრალდების მხარეს ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ა-–-----------------–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–-----------------–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტებს, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა-–-----------------–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

სასამართლო განხილვის ეტაპზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ------------------ ჩვენებით დგინდება, რომ იგი სიღნაღის რაიონის სოფელ ქ-------------ში ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან და დედამთილთან ერთად, იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა 13 წლის განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში მას მეუღლესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მეუღლე, ა-–-----------------–---–- ძალადობდა მასზე, სცემდა, აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით მას ძალადობის ფაქტებზე პოლიციისთვის წარსულში არ მიუმართვას, პირველად, რომ მიმართა პოლიციას თარიღი არ ახსოვს, პატრული მივიდა ა-–-----------------–---–- დააკავეს შემდგომ ციხეში იჯდა., ა-–----------ს მიმართ შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული, ციხიდან გამოსვლის შემდგომ კვლავ განაგრძო ა-–-----------------–---–-- მეუღლის, ნ------------------, მიმართ ძალადობა, მეორედ დაზარალებულმა პოლიციას მიმართა 2019 წლის 31 იანვარს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ სამუშაოდან დაბრუნებული ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა-–----------- ეჩხუბა მას, ძაღლი რატომ არ იყო დაბმული, და ოთხში ღუმელთან მყოფ ნ------------------ თავში ხელი ჩაარტყა ერთხელ ძლიერად, რის შემდგომაც მან იგრძნო ტკივილი და გახდა შეუძლოდ, გარეგნულად დაზიანება არ ჰქონია ამ ფაქტს შეესწრო მათი შვილიც, ამის შემდგომ ა-–-----------------–---–- გავიდა ოთახიდან და დაზარალებულმა დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება. პოლიცია რომ მივიდა იმ დროს ა-–---------- არ იყო სახლში. დაზარალებულმა 2019 წლის 27 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ა-–---------- სამუშაოდან დაბრუნდა სახლში, იგი იყო ფხიზელი, იგი ეჩხუბა ცოლს, ხოლო შემდგომ ძალადობა განახორციელა მის მიმართ, კერძოდ როდესაც ნ----------------- იატაკზე დაღვრილ ყავას წმენდდა, მან ფეხი ჩაარტყა რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა შვილი, 2019 წლის 27 იანვრის ფაქტზე არ შეუტყობინებია პოლიციისთვის რადგან არ სურდა მისი ქმარი დაეკავებინათ. ბოლოს ოჯახში ცხოვრობდნენ დაზარალებული, მისი მული და შვილი გოგონა, ა-–---------- ოჯახის დანაჩენ წევრებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მოწმემ განმარტა, რომ ყოველდღიურად ძალადობას და გინებას, რომ უყურებდა მათ შვილს, გოგოს ეშინოდა მამის, სტრესი ჰქონდა და განიცდიდა. მოწმემ განმარტა, რომ მას კონფლიქტი არასდროს არ გამოუწვევია, მას სურდა რომ ოჯახი ჰქონოდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებულის მიმართ სურს გატარდეს კანონით გათვალისწინებული ზომები. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული მას წასვლის საშუალებას არ აძლევდა, ეუბნებოდა, რომ მასთან უნდა ყოფილიყო და როგორც მოესურვებოდა ისე მოექცეოდა.

 

სასამართლო განხილვის ეტაპზე მოწმის სახით დაკითხული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გ--–--------–---–-- და ამავე სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა უ-----------–-–---–-- განმარტეს, რომ მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არავის შენიშვნა არ გამოუთქვამს.

 

ამასთან მოწმეების: ა---------–---–--- გ---------–---–-- ჩვენებებით, ა-–-----------------–---–-- ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით ბრალდებულ ა-–-----------------–---–-- გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ა-–-----------------–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი რომ, ა-–-----------------–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის. (ორი ეპიზოდი).

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა-–---------- ქ-----–---–- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა-–-----------------–---–-- მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ა-–-----------------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ა-–-----------------–---–-- შემამსუბუქებელი გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ა-–-----------------–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას, კერძოდ, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ა-–-----------------–---–-- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება. ამდენად, ამ შემთხვევაშიც შესატყვისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობა ვერ იქნება სასჯელის მიზნის მიღწევის წინაპირობა, რადგან, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამასთან, მხედველობაშია მისაღები ა-–-----------------–---–-- ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან. ამასთან ქმედება მოტივირებული იყო მასსა და დაზარალებულებს შორის საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოებით, რა დროსაც, ა-–-----------------–---–-- მოჭარბებული აგრესიული ქმედებების განხორციელებით და საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მიზნით განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედებანი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-–-----------------–---–- სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა ერთი წელი.

 

შესაბამისად ა-–-----------------–---–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (2019 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

 

ა-–-----------------–---–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს ა-–-----------------–---–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (2019 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ა-–-----------------–---–-- მიმართ - საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და ა-–---------- ქ-----–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, ა-–-----------------–---–-- მიმართ საბოლოოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა-–---------- ქ-----–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-–-----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (2019 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

 

2. ა-–-----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს ა-–-----------------–---–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (2019 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ა-–-----------------–---–-- მიმართ - საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და ა-–---------- ქ-----–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, ა-–-----------------–---–-- მიმართ საბოლოოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა-–---------- ქ-----–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

6. გაუქმდეს ა-–-----------------–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ა-–---------- ქ-----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.

 

8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ კომპაქტ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი