გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2019
საქმის ნომერი
330310117001874673
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/2416-17

15 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მ--------------–--

მოპასუხეები - შპს “M-----”, შპს „მ-------------------------“, შპს „მ--------------------“, შპს „ბ-----------------“, შპს „ფ-------------ი“, შპს “G-----------”, შპს „ფ------------ი“, შპს „ს------------------------ი“, დ--------------ე, ნ-----–-------------ი, ბ-------------ე, ნ-----–-----–----–----ე, პ-------------–--ე, ნ----------–--–--–---–ი

წარმომადგენლები - ფ------------–--ე, გ----–--–--ე

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს “M-----”, შპს „მ-------------------------“, შპს „მ--------------------“, შპს „ბ-----------------“, შპს „ფ-------------ი“, შპს “G-----------”, შპს „ფ------------ი“, შპს „ს------------------------ი“, დ--------------ე, ნ-----–-------------ი, ბ-------------ე, ნ-----–-----–----–----ე, პ-------------–--ე და ნ----------–--–--–---–ი ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2009 წლის 15 მაისს დარეგისტრირდა შპს „ს------------------------ი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა ბ-------------ე, ხოლო ხელმძღვანელად ერთპიროვნულად ნ-----–-----–----–----ე. იურიდიულ მისამართად მითითებულია თბ--–-------------------------------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.59-60);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 იანვრის №3---- წერილი (ს.ფ.81).

 

3.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 15 მაისს დარეგისტრირდა შპს “M-----”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად განისაზღვრა დ--------------ე. იურიდიულ მისამართად მითითებულია თბ--–--------------------------------------------------------------- და ელ.ფოსტა - n---------------------@gmail.com.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.26-27).

 

3.3. საჯარო რეესტრის მიერ 2012 წლის 24 ოქტომბერს დარეგისტრირდა შპს “G------------”, რომლის 60%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა გ--------–-----–--ე, 20%-იანი წილის მფლობელად ბ-------------ე და 20%-იანი წილის მფლობელად დ--------------ე, ხოლო დირექტორად გ--------–-----–--ე. იურიდიულ მისამართად მითითებულია თბ--–--------------------------------------------------------------- და ელ.ფოსტა - b---------------@yahoo.com.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.75-76).

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 იანვრის №3---- წერილი (ს.ფ.81).

 

3.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 10 მაისს დარეგისტრირდა შპს “G-----------”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად განისაზღვრა პ-------------–--ე. იურიდიულ მისამართად მითითებულია ჩო-------------------–---ი და ელ.ფოსტა - n---------------------@gmail.com.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.50-51).

 

3.5. საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 21 იანვარს დარეგისტრირდა შპს „მ--------------------“, რომლის დირექტორად და 100%-იანი წილის მფლობელად განისაზღვრა ბ-------------ე. იურიდიულ მისამართად მითითებულია თბ--–--------------------------------------------------------------- და ელ.ფოსტა - b---------------@yahoo.com.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.42-43).

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 იანვრის №3---- წერილი (ს.ფ.81).

 

3.6. საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 31 იანვარს დარეგისტრირდა შპს „მ-------------------------“, რომლის 100%-იან წილის მფლობელად და დირექტორად განისაზღვრა ნ-----–-------------ი. იურიდიულ მისამართად მითითებულია თბ--–---------------------–-------------------------------–-------------------------- და ელ.ფოსტა - n-----------@gmail.com.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.36-37);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 იანვრის №2---- წერილი (ს.ფ.78).

 

3.7. საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 24 აპრილს დარეგისტრირდა შპს „ბ-----------------“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად განისაზღვრა ნ-----–-----–----–----ე. იურიდიულ მისამართად მითითებულია თბ--–---------–-------–-----------------------–-----–-------------- და ელ.ფოსტა - b------------@gmail.com.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.47-48);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 იანვრის №2---- წერილი (ს.ფ.84).

 

3.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 18 დეკემბერს დარეგისტრირდა შპს „ფ-------------ი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად განისაზღვრა ნ-----–-----–----–----ე. იურიდიულ მისამართად მითითებულია თბ--–------------------------------------------------–-----–-------------- და ელ.ფოსტა - n---------------------@gmail.com.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.55-56);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 იანვრის №2---- წერილი (ს.ფ.84).

 

3.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 17 მარტს დარეგისტრირდა შპს „ფ------------ი“, რომლის 100%-იან წილის მფლობელად და დირექტორად განისაზღვრა პ-------------–--ე. იურიდიულ მისამართად მითითებულია ჩო-------------------–---ი და ელ.ფოსტა - n---------------------@gmail.com.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.67-68);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 იანვრის №6--- წერილი (ს.ფ.89).

 

3.10. შპს “M-----”-ის იმპორტის გადასახადში პირადი აღრიცხვის ბარათის თანახმად, შპს “M-----”-ს 2013 წლის 20 ივნისს დაერიცხა 11291 ლარი (2013 წლის 13 ივნისის იმპორტის საფუძველზე), რომელიც სრულად იქნა გადახდილი 2013 წლის 21 ივნისის მდგომარეობით;

 

2013 წლის 3 ივლისს დაერიცხა 3651 ლარი (2013 წლის 26 ივნისის იმპორტის საფუძველზე), რომელიც სრულად იქნა გადახდილი 2013 წლის 5 ივლისის მდგომარეობით;

 

2013 წლის 11 ოქტომბერს დაერიცხა 15560 ლარი (2013 წლის 24 სექტემბრის იმპორტის საფუძველზე), 2013 წლის 9 ნოემბერს დაერიცხა 14641 ლარი (2013 წლის 29 ოქტომბრის იმპორტის საფუძველზე), 2013 წლის 11 ნოემბერს დაერიცხა 3556 ლარი (2013 წლის 29 ოქტომბრის იმპორტის საფუძველზე), აღნიშნული დავალიანება დაფარულ იქნა სრულად 2013 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით;

 

2013 წლის 20 ნოემბერს დაერიცხა 4712 ლარი (13.11.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), 2013 წლის 22 ნოემბერს დაერიცხა 3577 ლარი (15.11.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), 2013 წლის 26 ნოემბერს დაერიცხა 3546 ლარი (09.11.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), აღნიშნული დავალიანება დაფარულ იქნა სრულად 2013 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით;

 

2013 წლის 29 ნოემბერს დაერიცხა 3564 ლარი (12.11.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), 2013 წლის 3 დეკემბერს დაერიცხა 3546 ლარი (16.11.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), აღნიშნული დავალიანება დაფარულ იქნა სრულად 2013 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით;

 

2013 წლის 18 დეკემბერს დაერიცხა 14432 ლარი (01.12.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), 2013 წლის 19 დეკემბერს დაერიცხა 7332 ლარი (12.12.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), 2013 წლის 22 დეკემბერს დაერიცხა 10929 ლარი (15.12.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის პირველ იანვარს დაერიცხა 4750 ლარი (15.12.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 16 იანვარს დაერიცხა 4902 ლარი (09.01.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 25 იანვარს დაერიცხა 15464 ლარი (18.01.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 29 იანვარს დაერიცხა 10024 ლარი (12.01.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 5 თებერვალს დაერიცხა 10680 ლარი (05.02.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 26 თებერვალს დაერიცხა 15134 ლარი (19.02.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 28 თებერვალს დაერიცხა 30317 ლარი (21.02.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 8 მარტს დაერიცხა 10108 ლარი (01.03.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 22 აპრილს დაერიცხა 10011 ლარი (05.04.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 24 აპრილს დაერიცხა 6645 ლარი (17.04.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 25 აპრილს დაერიცხა 6645 ლარი (18.04.2014 წლის იმპორტის საფუძველზე). აღნიშნული საგადასახადო დავალიანების დაფარვა განხორციელდა ნაწილობრივ, ეტაპობრივად - 2013 წლის 23 დეკემბრიდან 2014 წლის 22 აპრილის დროის მონაკვეთში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №6---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.398);

- იმპორტის გადასახადში გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართი (ს.ფ.399-401).

 

3.11. შპს “M-----”-ის მოგების გადასახადში პირადი აღრიცხვის ბარათის თანახმად, შპს “M-----”-ს მოგების გადასახადში 2013 წლის პირველ აპრილს დაერიცხა 1181 ლარი (მოგების წლიური დეკლარაციის საფუძველზე), რომელიც 2013 წლის 10 აპრილის მდგომარეობით სრულად არის გადახდილი.

 

2014 წლის 31 მარტს დაერიცხა 28631 ლარი (მოგების წლიური დეკლარაციის საფუძველზე), 2015 წლის 31 მარტს შემცირებული აქვს მოგების გადასახადი 29813 ლარით (მოგების წლიური დეკლარაციის საფუძველზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №6---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.398);

- გადამხდელის პირად აღრიცხვის ბარათი მოგების გადასახადში (ს.ფ.402-403).

 

3.12. შპს “M-----”-ის დღგ გადასახადში პირადი აღრიცხვის ბარათის თანახმად, შპს “M-----”-ს დამატებული ღირებულების გადასახადში 2013 წლის 19 დეკემბერს დაერიცხა 13858 ლარი (12.12.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), 2013 წლის 22 დეკემბერს დაერიცხა 41316 ლარი (15.12.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), 2013 წლის 31 დეკემბერს დაერიცხა 13316 ლარი (24.12.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის პირველ იანვარს დაერიცხა 7981 ლარი (15.12.2013 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 15 იანვარს დაერიცხა 44749 ლარი (15.01.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 16 იანვარს დაერიცხა 8236 ლარი (09.01.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 22 იანვარს დაერიცხა 15890 ლარი (15.01.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 25 იანვარს დაერიცხა 25980 ლარი (18.01.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 29 იანვარს დაერიცხა 16841 ლარი (12.01.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 5 თებერვალს დაერიცხა 17943 ლარი (05.02.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 17 თებერვალს დაერიცხა 26426 ლარი (15.02.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 26 თებერვალს დაერიცხა 25426 ლარი (19.02.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 28 თებერვალს დაერიცხა 50932 ლარი (21.02.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 8 მარტს დაერიცხა 16982 ლარი (01.03.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 14 აპრილის დაერიცხა 26133 ლარი (14.04.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 22 აპრილს დაერიცხა 16818 ლარი (05.04.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 24 აპრილს დაერიცხა 25123 ლარი (17.04.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 25 აპრილს დაერიცხა 11164 ლარი (18.04.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2014 წლის 16 ივნისს დაერიცხა 53901 ლარი (16.06.2014 წლის იმპორტის საფუძველზე), 2015 წლის 7 აპრილს დაერიცხა 62.24 ლარი (დეკლარაციის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით), 2015 წლის 7 აპრილს დაერიცხა 877.12 ლარი (დეკლარაციის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით). აღნიშნული საგადასახადო დავალიანების დაფარვა განხორციელდა ნაწილობრივ, ეტაპობრივად - 2013 წლის 23 დეკემბრიდან 2015 წლის 19 ივნისის დროის მონაკვეთში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №6---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.398);

- გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი დამატებული ღირებულების გადასახადში (ს.ფ.404-408).

 

3.13. შპს “M-----”-ის საშემოსავლო გადასახადში პირადი აღრიცხვის ბარათის თანახმად, შპს “M-----”-ს საშემოსავლო გადასახადში 2014 წლის 15 იანვარს დაერიცხა 12643.01 ლარი (დეკემბრის საანგარიშო თვის დეკლარაციის საფუძველზე), 2014 წლის 17 თებერვალს დაერიცხა 12472.11 ლარი (იანვრის საანგარიშო თვის დეკლარაციის საფუძველზე), 2014 წლის 17 მარტს დაერიცხა 1670.91 ლარი (თებერვლის საანგარიშო თვის დეკლარაციის საფუძველზე), 2014 წლის 15 აპრილს დაერიცხა 2985.5 ლარი (მარტის საანგარიშო თვის დეკლარაციის საფუძველზე), 2014 წლის 15 მაისს დაერიცხა 12214.81 ლარი (აპრილის საანგარიშო თვის დეკლარაციის საფუძველზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ივნისის №6---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.398);

- გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი საშემოსავლო გადასახადში (ს.ფ.409-410).

 

3.14. 2014 წლის 11 ნოემბრის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს “M-----”-მა შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა სექტემბრის თვის იჯარის თანხა 2000 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 2 სექტემბრის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს “M-----”-მა შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა აგვისტოს თვის იჯარის თანხა 2000 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 8 აგვისტოს №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს “M-----”-მა შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა ივლისის თვის იჯარის თანხა 2000 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 8 ივლისის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს “M-----”-მა შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა ივნისის თვის იჯარის თანხა 2000 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 13 ივნისის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს “M-----”-მა შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა მაისის თვის იჯარის თანხა 2000 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 7 მაისის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს “M-----”-მა შპს „ა---–-------------ს“ აპრილის თვეში გადაუხადა იჯარის ღირებულება 61981.5 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 12 აპრილის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს “M-----”-მა შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა მარტის თვის იჯარის თანხა 61169.5 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 11 მარტის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს “M-----”-მა შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა თებერვლის თვის იჯარის თანხა 61232.5 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის პირველი თებერვლის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს “M-----”-მა შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა იანვრის თვის იჯარის თანხა 60584.6 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 6 იანვრის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს “M-----”-მა შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა დეკემბრის თვის იჯარის თანხა 59034.2 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ.299-308).

3.15. შპს “M-----”-ის ქონებაზე 2013 წლის 20 დეკემბერს რეგისტრირებულია გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №2---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.19-24).

 

3.16. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 აპრილის №0------ ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს “M-----”-ის ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს).

 

„ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 მაისის აქტით ყადაღა დაედო შპს “M-----”-ის შემდეგ ქონებას - ავტომანქანა ფო----------------- (სახელმწიფო ნომრით B-----), ავტომანქანა ო---–-------ას (სახელმწიფო ნომრით H-----), ავტომანქანა ფ---––----------–---- (სახელმწიფო ნომრით Z-----), გაყინული ღორის ხორცი 3580.55კგ., ხორცის კატლეტი 2749.15კგ., ხიზილალა 1კგ-იანი 37 ცალი, ხიზილალა 100გრ-იანი 104 ცალი, ხიზილალა 140გრ-იანი 1342 ცალი, ორაგული 466.7კგ., კეტა 1373.5კგ., ციმბირული პელმენი თეფშზე 700გრ-იანი 672 ცალი, იტალიური პელმენი თეფშზე 600გრ-იანი 480 ცალი, 10-ცალიანი ხინკალი თეფშზე 176 ცალი, 11-ცალიანი ბლინი თეფშზე - 240 ცალი, 7 სალარო აპარატი.

 

ყადაღადადებული ქონება შეფასდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 13710 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 აპრილის №0------ ბრძანება (ს.ფ.25).

- „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 2 მაისის აქტი (ს.ფ.29-30);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №2---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.19-24).

 

3.17. 2017 წლის 27 თებერვლის შედარების აქტის თანახმად, შპს “M-----”-ის საგადასახადო დავალიანებას წარმოადგენს ძირითად გადასახადში 469401.9 ლარი, ჯარიმა 279 ლარი და საურავი 290769.49 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 27 თებერვლის შედარების აქტი (ს.ფ.28).

 

3.18. 2017 წლის 26 ივნისის შედარების აქტის თანხმად, შპს “M-----”-ის საგადასახადო დავალიანებას წარმოადგენს ძირითადი თანხა 469401.97 ლარი, ჯარიმა 279 ლარი, საურავი 318698.91 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 26 ივნისის შედარების აქტი (ს.ფ.309).

 

3.19. 2014 წლის 22 აპრილს შპს „მ-------------------------“-ის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №2---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.19-24).

 

3.20. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 14 ივლისის №0-----2 ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „მ-------------------------“-ის ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 14 ივლისის №0-----2 ბრძანება (ს.ფ.35).

 

3.21. 2017 წლის 27 თებერვლის შედარების აქტის თანახმად, შპს „მ-------------------------“-ის საგადასახადო დავალიანებას წარმოადგენს ძირითადი თანხა - 21907.95 ლარი, ჯარიმა 400 ლარი, საურავი 40710.84 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 27 თებერვლის შედარების აქტი (ს.ფ.38).

 

3.22. 2014 წლის 4 აპრილს შპს „მ--------------------“-ის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2014 წლის 8 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №2---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.19-24).

 

3.23. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 14 ივლისის №0------ ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „მ--------------------“-ის ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 14 ივლისის №0------ ბრძანება (ს.ფ.41).

 

3.24. 2017 წლის 27 თებერვლის შედარების აქტის თანახმად, შპს „მ--------------------“-ის საგადასახადო დავალიანებას წარმოადგენს ძირითადი თანხა 127354.11 ლარი, ჯარიმა 400 ლარი, საურავი 87796.42 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 27 თებერვლის შედარების აქტი (ს.ფ.44).

 

3.25. 2016 წლის 27 იანვარს შპს „ფ-------------ის“ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 29 იანვარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №2---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.19-24).

 

3.26. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 24 იანვრის №0------ ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს „ფ-------------ის“ ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 24 იანვრის №0------ ბრძანება (ს.ფ.54).

 

3.27. 2017 წლის 22 თებერვლის შედარების აქტის თანახმად შპს „ფ-------------ის“ საგადასახადო დავალიანებას შეადგენდა ძირითადი თანხა - 21906.16 ლარი, საურავი - 5379.21 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 22 თებერვლის შედარების აქტი (ს.ფ.57).

 

3.28. 2016 წლის პირველ ივლისს შპს “G-----------”-ის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 12 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №2---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.19-24).

 

3.29. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 24 იანვრის №0------ ბრძანებით ყადაღა დაედო შპს “G-----------”-ის ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 24 იანვრის №0------ ბრძანება (ს.ფ.62).

 

3.30. 2017 წლის 27 თებერვლის შედარების აქტის თანახმად, შპს “G-----------”-ის საგადასახადო დავალიანებაა ძირითადი თანხა 37966.42 ლარი და საურავი 6134.25 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 27 თებერვლის შედარების აქტი (ს.ფ.65).

 

3.31. 2017 წლის 23 ივნისის შედარების აქტის თანახმად, შპს „ბ----------------ს“ აქვს ზედმეტობა 653.86 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 23 ივნისის შედარების აქტი (ს.ფ.279).

 

3.32. 2015 წლის პირველი ივლისის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ ივნისის თვეში გადაუხადა იჯარის თანხა 1000 ლარის ოდენობით.

 

2015 წლის 6 ივნისის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა მაისის თვის იჯარის თანხა 2000 ლარის ოდენობით.

 

2015 წლის 12 მაისის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა აპრილის თვის იჯარის თანხა 4000 ლარის ოდენობით.

 

2015 წლის 9 აპრილის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა მარტის თვის იჯარის თანხა 4084 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 13 ოქტომბრის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა სექტემბრის თვის იჯარის თანხა 5000 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 8 სექტემბრის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა აგვისტოს თვის იჯარის თანხა 5000 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის პირველი აგვისტოს №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა ივლისის თვის იჯარის თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 7 ივლისის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა ივნისის თვის იჯარის თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

2014 წლის 16 ივნისის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა მაისის თვის იჯარის თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 2 სექტემბრის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა აგვისტოს თვის იჯარის თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 12 აგვისტოს №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა ივლისის თვის იჯარის თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 12 ივლისს №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა ივნისის თვის იჯარის თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 9 ივნისის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა მაისის თვის იჯარის თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 10 მაისის №ე----------- საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანახმად, შპს „ბ----------------მა“ შპს „ა---–-------------ს“ გადაუხადა აპრილის თვის იჯარის თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ.280-293).

 

3.33. დ--------------ეს შპს “M-----”-ისაგან 2013 წლის 15 ნოემბერს ხელფასის სახით აღებული აქვს 468.75 ლარი, 14 დეკემბერს 1862.5 ლარი, 2014 წლის 15 იანვარს 8644.13 ლარი, 15 თებერვალს 1985 ლარი, 16 მარტს 18.75 ლარი, 2 ივნისს 8903.13 ლარი, ამასთან დივიდენდის სახით აღებული აქვს 2014 წლის 15 თებერვალს 190000 ლარი; შპს „ა---–--------------ისაგან“ ხელფასის სახით აღებული აქვს 2012 წლის 16 ივლისს 1562.5 ლარი; შპს “G-----------”-ისაგან ხელფასის სახით აღებული აქვს 2014 წლის 16 ივნისს 6339.9 ლარი, 14 იანვარს 625 ლარი, 12 თებერვალს 1125 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.34);

- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.52-53).

 

3.34. ნ-----–-------------ის შპს „მ-------------------------“-ისგან 2014 წლის 16 ივნისს აღებული აქვს ხელფასი 338750 ლარის ოდენობით; შპს „ა---–--------------ისაგან“ ხელფასის სახით აღებული აქვს 2011 წლის 28 იანვარს 750 ლარი, 2012 წლის 30 იანვარს 3412.5 ლარი, 16 ივლისს 473.75 ლარი; შპს “M-----”-ისაგან ხელფასის სახით აღებული აქვს 2013 წლის 14 დეკემბერს 1233.59 ლარი, 2014 წლის 15 იანვარს 459.46 ლარი, 15 თებერვალს 502.73 ლარი, 2 ივნისს 786.79 ლარი; შპს „ო-------ისაგან“ ხელფასის სახით აღებული აქვს 2017 წლის 19 იანვარს 625 ლარი, 16 თებერვალს 625 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.39-40).

 

3.35. ბ-------------ეს შპს „მ--------------------“-ისაგან აღებული აქვს ხელფასის სახით 2014 წლის 16 ივნისს 393375 ლარი; შპს „ა---–--------------ისაგან“ ხელფასის სახით აღებული აქვს 2012 წლის 16 ივლისს 1810 ლარი, 9 ნოემბერს 335 ლარი; შპს “M-----”-ისაგან ხელფასის სახით აღებული აქვს 2013 წლის 14 დეკემბერს 187.5 ლარი, 2014 წლის 15 იანვარს 1500 ლარი, 15 თებერვალს 1086.25 ლარი, 16 მარტს 937.5 ლარი, 14 აპრილს 1187.5 ლარი, 2 ივნისს 3297.06 ლარი, შპს „ო-------ასაგან“ 2017 წლის 23 თებერვალს 875 და 1750 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.45-46).

 

3.36. ნ-----–-----–----–----ეს შპს „ბ-----------------საგან“ ხელფასის სახით აღებული აქვს 2015 წლის 14 ნოემბერს 187.5 ლარი, 12 დეკემბერს 625 ლარი, 2016 წლის 15 იანვარს 250 ლარი, 2016 წლის 13 თებერვალს 625 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.49);

 

3.37. ლ-–--------მ შპს „ფ------------ისაგან“ 2015 წლის 14 მაისს ხელფასის სახით აიღო 125 ლარი, 10 ივნისს 250 ლარი, ა-–------------------ემ 2016 წლის 15 ივნისს ხელფასის სახით აიღო 375 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.58).

 

3.38. ნ----------–--–--–---–ს შპს „ა---–--------------ისაგან“ 2012 წლის 30 იანვარს ხელფასის სახით აღებული აქვს 4681.25 ლარი, 16 ივლისს 3500 ლარი, 9 ნოემბერს 125 ლარი, 2013 წლის 10 იანვარს 1000 ლარი, 15 თებერვალს 500 ლარი. შპს “M-----”-ისაგან ხელფასის სახით აღებული აქვს 2012 წლის 14 სექტემბერს 187.5 ლარი, 13 ოქტომბერს 187.5 ლარი, 12 ნოემბერს 187.5 ლარი, 12 დეკემბერს 187.5 ლარი, 2013 წლის 10 იანვარს 187.5 ლარი, 13 თებერვალს 187.5 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.69).

 

3.39. შპს „ს------------------------ის“ მიერ 2011 წლის 23 იანვარს ხელფასის სახით განხორციელდა თანხების გაცემა შემდეგ პირებზე - ხ--------------–ი 230 ლარი, თ---------–-----–--ე 420 ლარი, გ-------------ა 230 ლარი, ი-----–------------–---–ი 300 ლარი, ლ---------–--ე 120 ლარი, თ------------ა 310 ლარი, ნ-----–-----–----–----ე 580 ლარი, ნ------------–--ე 270 ლარი, ნ-----------ე 310 ლარი, მ--------–-–---–ი 230 ლარი. სულ ხელფასის სახით გაიცა 3000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.61).

 

3.40. შპს “G-----------”-ის მიერ გაცემულია - თ------------აზე ხელფასის სახით 2014 წლის 14 იანვარს 625 ლარი, 12 თებერვალს 625 ლარი; ნ-----------–-–---–ზე 2014 წლის 12 თებერვალს 500 ლარი; ა-----------------–---–ზე 2014 წლის 16 ივნისს 625 ლარი, დ--------------ეზე 2014 წლის 16 ივნისს 1500 ლარი; ტ--------------–---–ზე 2014 წლის 16 ივნისს 237.5 ლარი; თ--------------–-------ზე 2014 წლის 16 ივნისს 638.75 ლარი; ე--------------------ზე 2014 წლის 16 ივნისს 250 ლარი; ნ-----–-----–----–----ეზე 2014 წლის 16 ივნისს 1088.65 ლარი; ე----------–---–ზე 2014 წლის 16 ივნისს 1000 ლარი, ნ----------–--–--–---–ზე 2014 წლის 16 ივნისს 1000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.66).

 

3.41. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის 2015 წლის 18 მარტის „რევიზიის ჩატარების შესახებ“ დადგენილებით, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე დაინიშნა რევიზია შპს “M-----”-ის, შპს „მ-------------------------“-ის, შპს „მ--------------------“-ის, შპს „ბ-----------------ს“ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხების შემოწმების მიზნით.

 

დადგენილების თანახმად, შპს “M-----”-ს 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით იმპორტირებული ჰქონდა 4022984 ლარის ღირებულების ქათმის, ღორის და თევზის სხვადასხვა სახის ნაწარმი. აღნიშნული ოპერაციების შედეგად დარიცხული იმპორტის გადასახდელები (იმპორტის გადასახადი და დღგ) შეადგენდა 989636 ლარს. იმპორტირებული საქონელი საწარმოს რეალიზებული ჰქონდა საქართველოში სხვადასხვა მეწარმეებზე, ასევე, საქონლის მცირე ნაწილი ექსპორტირებული ჰქონდა სომხეთში. შპს „M----“ (ს/ნ 4--------) 2014 წლის აპრილიდან საბაჟო ოპერაციებს აღარ ახორციელებს.

 

დადგენილების მიხედვით, 2014 წლის აპრილიდან იგივე პროდუქტი (ღორის ხორცის ნაწარმი) ბრაზილიიდან შემოჰქონდა შპს „მ-------------------------“-ს. სულ აღნიშნულ კომპანიას 2014 წლის აპრილის თვეში იმპორტირებული ჰქონდა 222801 ლარის ღირებულების ღორის ხორცის ნაწარმი. აღნიშნული ოპერაციების შედეგად დარიცხული იმპორტის გადასახდელები (იმპორტის გადასახადი და დღგ) შეადგენდა 53247 ლარს. შპს „მ-------------------------“ ღორის ხორცის ნაწარმის შეძენას ახორციელებდა იგივე ბრაზილიური კომპანიისგან, საიდანაც შპს “M-----”.

 

დადგენილების თანახმად, 2014 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით ღორისა და ქათმის ხორცის სხვადასხვა საქონელი იმპორტირებული ჰქონდა შპს „მ--------------------“-ს. აღნიშნულ კომპანიას სულ იმპორტირებული აქვს 409678 ლარის ღირებულების ღორის და ქათმის ხორცის ნაწარმი. შპს „მ--------------------“ ღორის ხორცის ნაწარმის შეძენას ახორციელებდა იგივე ბრაზილიური კომპანიისგან, საიდანაც შპს “M-----”. შპს „მ--------------------“-ს 2014 წლის ივნისის შემდეგ საბაჟო ოპერაცია არ განუხორციელებია.

 

დადგენილების მიხედვით, 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით ღორის, ქათმის და თევზის ნაწარმი იმპორტირებული აქვს შპს „ბ----------------ს“. სულ აღნიშნულ კომპანიას იმპორტირებული აქვს 1118253 ლარი ღირებულების საქონელი. ასევე ქათმის ღვიძლის შეძენა უფიქსირდება იმ ბრაზილიური კომპანიიდან, საიდანაც საქონელს ყიდულობს შპს „მ--------------------“-ს.

 

დადგენილების თანახმად, შპს “M-----”-ს და შპს „ბ----------------ს“ ჰყავთ ერთი და იგივე ბუღალტერი ნ----------–--–--–---–ი და მათ სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულია ერთი და იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართი. ასევე შპს „მ-------------------------“-ს და შპს „მ--------------------“-ს სარეგისტრაციო მონაცემებშიც მითითებულია ერთი და იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც ეკუთვნის ბ-------------ეს.

 

დადგენილების მიხედვით, შპს “M-----”-ის, შპს „მ-------------------------“-ის, შპს „მ--------------------“-ის და შპს „ბ-----------------ს“ საბაჟო დეკლარაციებს ხშირ შემთხვევაში წარადგენს ერთი და იგივე პიროვნება შპს შპს “M-----”-ის თანამშრომელი ლ-–--------. ასევე ზემოჩამოთვლილი ოთხივე კომპანია იმპორტირებული საქონლის გადაწერას ახორციელებენ ერთმანეთში და ასევე საერთო კლიენტებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის 2015 წლის 18 მარტის „რევიზიის ჩატარების შესახებ“ დადგენილება (ს.ფ.31-33).

 

3.42. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 აპრილის №1----- წერილის თანახმად, დ--------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 აპრილის №1----- წერილი (ს.ფ.70).

 

3.43. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2016 წლის 11 მაისის №M------------- წერილის თანხმად, დ--------------ის სახელზე ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.

 

ამავე წერილის მიხედვით, დ--------------ის სახელზე რეგისტრირებულია ავტომობილი ნ--------------- 3.0--E, სახელმწიფო ნომრით M-----S.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2016 წლის 11 მაისის №M------------- წერილი (ს.ფ.72-74).

 

3.44. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის №2---- წერილის თანახმად, ნ-----–-------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის №2---- წერილი (ს.ფ.77).

 

3.45. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის 18 იანვრის №M------------- წერილის თანახმად, ნ-----–-------------ის სახელზე ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.

 

ამავე წერილის მიხედვით, ნ-----–-------------ის სახელზე რეგისტრირებულია В--------, სახელმწიფო ნომრით A-----; F---------- 1.8 K--, სახელმწიფო ნომრით M-----; V---------------- 1.8, სახელმწიფო ნომრით J-----; V------, სახელმწიფო ნომრით A-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის 18 იანვრის №M------------- წერილი (ს.ფ.79-80).

 

3.46. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის №21350 წერილის თანახმად, ბ-------------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის №21350 წერილი (ს.ფ.82).

 

3.47. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის 18 იანვრის №M------------- წერილის თანახმად, ბ-------------ის საკუთრებაში რაიმე სახის სატრანსპორტო საშუალება ან/და იარაღი რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის 18 იანვრის №M------------- წერილი (ს.ფ.83).

 

3.48. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 იანვრის №2---- წერილის თანახმად, ნ-----–-----–----–----ე რეგისტრირებულია შპს „დ---------ის“ 25%-იანი წილის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 იანვრის №2---- წერილი (ს.ფ.84).

 

3.49. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 იანვრის №1---- წერილის თანახმად, ნ-----–-----–----–----ის თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ.თ---–------------------–-----–-------------------–------------------, ს/კ01.16.05.014.002.01.541.

 

ამავე წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებათა რეესტრის ძალაში მყოფი მონაცემების ერთიანი ბანკის საფუძველზე ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის ნ-----–-----–----–----ის სახელზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ არის რეგისტრირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 იანვრის №1---- წერილი (ს.ფ.85).

 

3.50. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის 18 იანვრის №MIA01700141461 წერილის თანახმად, ნ-----–-----–----–----ის სახელზე რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებები - MITSUBISHI PAJERO 3500 V6/24V სახ. ნომრით NSX777; MITSUBISHI PAJERO 1.8 IO სახ. ნომრით ANO977; NISSAN XTERRA სახ. ნომრით AA654MM. ცეცხლსასროლი იარაღი - კარაბინი MOSIN KO-44, ნომერი HM 5637.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის 18 იანვრის №MIA01700141461 წერილი (ს.ფ.86-88).

 

3.51. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 იანვრის №6761 წერილის თანახმად, პ-------------–--ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 იანვრის №6761 წერილი (ს.ფ.90).

 

3.52. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის 6 იანვრის №MIA41700043068 წერილის თანახმად, პ-------------–--ის სახელზე რეგისტრირებულია ავტომანქანა NISSAN X-TRAIL სახ. ნომრით BB281FF; ცეცხლსასროლი იარაღი - თოფი TOZ63, ნომერი 55250.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის 6 იანვრის №MIA41700043068 წერილი (ს.ფ.91-93).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 94-ე მუხლები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5, მე-6, მე-19, 43-ე, 49-ე, 238-ე, 246-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე, 1991 მუხლები, ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების მოვალეობაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის უმთავრეს ფუნქციას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენებას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

„საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96(კ-13)). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09)).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).

 

ამდენად, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული, ასევე, დაკავშირებული არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, გამოიყენება დირექტორის ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოს დამოუკიდებლობის ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

6.2. მოსარჩელე ითხოვს შპს “M-----”, შპს „მ-------------------------“, შპს „მ--------------------“, შპს „ბ-----------------“, შპს „ფ-------------ი“, შპს “G-----------”, შპს „ფ------------ი“, შპს „ს------------------------ი“, დ--------------ე, ნ-----–-------------ი, ბ-------------ე, ნ-----–-----–----–----ე, პ-------------–--ე და ნ----------–--–--–---–ი ცნობილ იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. მოსარჩელე აპელირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის 2015 წლის 18 მარტის „რევიზიის ჩატარების შესახებ“ დადგენილებაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომპანიები შექმნილია დანაშაულებრივი განზრახვით და გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო მოიხმობს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლს, რომლის თანახმად 1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. 2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. 3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის № 2/5/309,310,311 გადაწყვეტილებაზე (საქმე: ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; მოქალაქე სერგო გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; მოქალაქე როსტომ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომლის თანახმად, „უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია წარმოადგენს სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც მათ შორის გულისხმობს, ყველას მოექცნენ იმ დაშვებით, რომ იგი უდანაშაულოა მანამ, ვიდრე ჯეროვანი პროცედურის დაცვით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა. შესაბამისად, ჯეროვანი პროცედურის გარეშე დაუშვებელია პირის აღიარება დამნაშავედ.“

 

აღნიშნულის გათვალისწინებით და სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხეების მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, მხოლოდ მითითება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის 2015 წლის 18 მარტის „რევიზიის ჩატარების შესახებ“ დადგენილებაზე ვერ გახდება საფუძველი მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო, ასევე, ვერ გაზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ შპს “M-----”-ის მიმართ დავალიანების წარმოშობის შემდეგ შპს “M-----”-ის თანამშრომლების მიერ დაფუძნდა შპს „მ-------------------------“, შპს „მ--------------------“, შპს „ბ-----------------“, შპს „ფ-------------ი“, შპს “G-----------”, შპს „ფ------------ი“, შპს „ს------------------------ი“, რომელსაც იგივე საქმიანობის სფერო გააჩნიათ, ჰყავთ იგივე მომწოდებლები და საქონლის რეალიზაციას ახორციელებენ იგივე პირებზე.

 

დადგენილია, რომ შპს „ს------------------------ი“ დარეგისტრირდა თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2009 წლის 15 მაისს. შპს “M-----” დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 15 მაისს. შპს “G-----------” დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 10 მაისს. შპს „მ--------------------“ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 21 იანვარს. შპს „მ-------------------------“ საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 31 იანვარს. შპს „ბ-----------------“ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის მიერ 2014 წლის 24 აპრილს. შპს „ფ-------------ი“ დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 18 დეკემბერს. შპს „ფ------------ი“ დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 17 მარტს.

 

დადგენილია, ასევე, რომ შპს “M-----”-ის იმპორტის გადასახადში დამატებითი თანხები დეკლარაციის საფუძველზე დაერიცხა 2013 წლის 18 დეკემბრიდან 2014 წლის 25 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ამასთან, აღნიშნული საგადასახადო დავალიანების დაფარვა განხორციელდა ნაწილობრივ, ეტაპობრივად - 2013 წლის 23 დეკემბრიდან 2014 წლის 22 აპრილის დროის მონაკვეთში (იხ. 3.10 ფაქტობრივი გარემოება).

 

შპს “M-----”-ის მოგების გადასახადში 2014 წლის 31 მარტს დაერიცხა 28631 ლარი (მოგების წლიური დეკლარაციის საფუძველზე), 2015 წლის 31 მარტს შემცირებული აქვს მოგების გადასახადი 29813 ლარით (მოგების წლიური დეკლარაციის საფუძველზე).

 

შპს “M-----”-ის დღგ გადასახადში დამატებითი თანხები დეკლარაციის საფუძველზე დაერიცხა 2013 წლის 19 დეკემბრიდან 2015 წლის 7 აპრილის ჩათვლით დროის მონაკვეთში, აღნიშნული საგადასახადო დავალიანების დაფარვა განხორციელდა ნაწილობრივ, ეტაპობრივად - 2013 წლის 23 დეკემბრიდან 2015 წლის 19 ივნისის დროის მონაკვეთში. (იხ. 3.12 ფაქტობრივი გარემოება)

 

შპს “M-----”-ის საშემოსავლო გადასახადში დამატებითი თანხები დეკლარაციის საფუძველზე დაერიცხა 2014 წლის 15 იანვარიდან 2014 წლის 15 მაისის დროის მონაკვეთში. (იხ.3.13 ფაქტობრივი გარემოება).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს------------------------ი“ და შპს “G-----------” დარეგისტრირდნენ შპს “M-----”-ის დავალიანების წარმოშობამდე, შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის არგუმენტაცია დაუსაბუთებელია, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ იურიდიულ პირებს და იმ ფაქტს, რომ ისინი დარეგისტრირებული არიან შპს “M-----”-ის თანამშრომლების მიერ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. მოცემული კი გულისხმობს, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დააარსოს იურიდიული პირი და დამოუკიდებლად განსაზღვროს იურიდიული პირის საქმიანობის სფერო. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ შპს “M-----”-ის თანამშრომლების მიერ მოხდა იურიდიული პირების დაარსება, არ გულისხმობს ავტომატურად აღნიშნულ პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც შპს „ბ----------------ს“ აქვს ზედმეტობა 653.86 ლარის ოდენობით. კანონის ამგვარად გაგება გამოიწვევდა თავისუფალი მეწარმეობის უფლებაში ჩარევას, რომელიც, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უკრძალავს პირს, რომ დააარსოს რამდენიმე იურიდიული პირი, იყოს საწარმოს დირექტორი. ამდენად, აღნიშნული დამოუკიდებლად, საკანონმდებლო ნორმით დადგენილი მიზნის დამამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის გარეშე, არ ქმნის საწარმოთა ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საფუძველს.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ერთი და იგივე საქმიანობის სფეროს არჩევა და მისი განხორციელება ერთსა და იმავე ადგილას, არ გულისხმობს ავტომატურად აღნიშნულ პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას. აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხეების პოზიციას, რომ ვინაიდან მათ საქმიანობას წარმოადგენს ძირითადად გაყინული ხორც-პროდუქტების იმპორტი და მისი რეალიზაცია, მათ ესაჭიროებათ სპეციალური შენახვის პირობები, შესაბამისად, შესაძლებელია მოცემული კომპანიები იყენებდნენ ერთი და იგივე „სამაცივრე მეურნეობას“ პროდუქტის შესანახად.

 

ერთი და იმავე მიმწოდებლებისაგან საქონლის შეძენასა და მათ ერთსა და იმავე პირებზე მიწოდებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართალში აღიარებულია ნების ავტონომია, რაც გულისხმობს, რომ პირს შეუძლია მისი ინდივიდუალური მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, თავად აირჩიოს ხელშეკრულების მხარე, ხელშეკრულების სახე და შინაარსი და ამგვარად გადაანაწილოს უფლება-მოვალეობანი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ გახდება მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველი.

 

სასამართლო ასევე, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას, რომ მოპასუხეების მიერ ერთმანეთისთვის საქონლის მიწოდება ემსახურება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისგან თავის არიდებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად ცნობის ნორმატიული რეგულირების საბოლოო მიზანს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, ცრუმაგიერი პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა, რასაც საგადასახადო ორგანო ვერ ადასტურებს განსახილველ შემთხვევაში.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის, მათ შორის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, საქონლის გადაწერა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ასეთი მიწოდების ოპერაცია განხორციელებულია ფორმალურად და რეალურად მიზნად არ ისახავს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი გარიგების ფორმა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს, საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების დადასტურების გარეშე, არ ქმნის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქონლის გადაცემა სადავო არ არის, ასევე, საგადასახადო ორგანოს სადავოდ არ გაუხდია ნასყიდობის საგნის ღირებულება და მისი გადახდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს, ასევე, მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ ბუღალტერ ნ----------–--–--–---–ის ელექტრონული მეილის მითითება შპს “M-----”-ის, შპს “G-----------”-ის, შპს „ფ-------------ის“ და შპს „ფ------------ის“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერებში, არის ნ----------–--–--–---–ის სხვა მოპასუხეებთან ერთად ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ასევე, არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს “M-----”-ის, შპს „მ-------------------------“-ის, შპს „მ--------------------“-ის და შპს „ბ-----------------ს“ საბაჟო დეკლარაციებს ხშირ შემთხვევაში წარადგენდა ერთი და იგივე პიროვნება შპს შპს “M-----”-ის თანამშრომელი ლ-–--------, აღნიშნულის ქმედება თავის მხრივ ემსახურებოდა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომა თავისუფალია, რაც გულისხმობს პროფესიისა და საქმიანობის თავისუფალ არჩევას. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი რამდენიმე საწარმოში მუშაობდა არ გულისხმობს ავტომატურად აღნიშნულ პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას. აღნიშნული გარემოება, დამოუკიდებლად, საკანონმდებლო ნორმით დადგენილი მიზნის დამამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის გარეშე, არ ქმნის საწარმოთა ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საფუძველს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა არ ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის და საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ერთობლიობა და უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც გააჩენდა გონივრულ ეჭვს კონკრეტული ოპერაციის გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო გამოყენებისაგან ქონების გარიდების მიზნით განხორციელების შესახებ, ასევე, არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე. შესაბამისად, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

6.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს, ასევე, მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ ნ-----–-------------ის მიერ შპს „მ-------------------------“-ისგან 2014 წლის 16 ივნისს აღებული ხელფასი 338750 ლარის ოდენობით და ბ-------------ის მიერ შპს „მ--------------------“-ისაგან აღებული ხელფასის სახით 2014 წლის 16 ივნისს 393375 ლარი, ემსახურებოდა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით განმტკიცებულია შრომის თავისუფლება, რომელიც შრომის უფლების კომპონენტია. აღნიშნული მუხლის მიხედვით, შრომის თავისუფლება მოიცავს პროფესიისა და საქმიანობის არჩევანს, იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს უარყოფას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების სახელმწიფოებრივ ხელშეწყობას, მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვას, შრომითი უფლებების უზრუნველყოფას, შრომის სამართლიან ანაზღაურებას და უსაფრთხო, ჯანსაღ პირობებს. შესაბამისად, საზოგადოების დირექტორი, ასევე, სარგებლობს ზემოაღნიშნული სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას ნ-----–-------------ისა და ბ-------------ის მიერ ხელფასის სახით თანხის აღება გულისხმობს ავტომატურად აღნიშნულ პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს, ასევე, მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ დ--------------ის მიერ შპს “M-----”-ისაგან დივიდენდის სახით აღებული 2014 წლის 15 თებერვალს 190000 ლარი, ემსახურებოდა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დივიდენდის ბუნებისა და გაცემის წესის განსაზღვრასა და სადავო შემთხვევაში მისი გაცემის მიზნის დადგენას, რამეთუ ცრუმაგიერი პირების მიერ განხორციელებული ოპერაცია ემსახურება საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ასეთი მიზანი უნდა დასტურდებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სრულად და ყოველმხრივ შესწავლის შედეგების გონივრული განსჯიდან და მხოლოდ ეჭვი, რომელიც არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით ან არ გამომდინარეობს პირთა ქმედებების უწყვეტი ჯაჭვის შეფასებიდან, არ შეიძლება გახდეს პირის უფლებების შეზღუდვის კანონიერი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განმარტებული იყო, რომ დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება: ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს; ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოების მიერ დივიდენდის გაცემის წესს და პირობებს აწესრიგებს საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლი ადგენდა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დივიდენდი წარმოადგენს იურიდიული პირის მოგების ისეთი განაწილებით მიღებულ შემოსავალს, რომელზე უფლებაც მოპოვებულია ამ იურიდიულ პირში წილის/აქციის ფლობით. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ერთპიროვნულ პარტნიორსა და დირექტორს ანიჭებდა უფლებამოსილებას განესაზღვრა დივიდენდის მიღება/არ მიღების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, რომელიც ცალსახად ადგენს, რომ მიზანი კონკრეტული ოპერაციის განხორციელებისა უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდება. ასეთი მიზანი კი კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

რაც შეეხება დირექტორის მიერ ფიდუციური მოვალეობების დარღვევას, სასამართლო განმარტავს, რომ დირექტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კრედიტორისადმი პირადი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის განხილვის საგანს და არ აქვს კავშირი ცრუმაგიერ მფლობელობასთან, რადგან, მართალია, ორივე შემთხვევაში წარმოიშვება მოთხოვნის უფლება არა უშუალოდ მოვალის, არამედ სხვა პირის მიმართ, თუმცაღა მოთხოვნის საფუძვლები ორივე შემთხვევაში განსხვავებულია და არ უნდა მოხდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამჭოლი პასუხისმგებლობის ცრუმაგიერ მფლობელობასთან გაიგივება.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე, დადგენილია დირექტორისა და საზოგადოების პარტნიორთა პასუხისმგებლობის საკითხი კრედიტორთა წინაშე, როდესაც მიუხედავად საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობისა, კანონით დადგენილი კონკრეტული საფუძვლების არსებობისას პასუხისმგებლობა სწორედ პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ, თუმცაღა აღნიშნული საკითხის შესწავლა წარმოადგენს სამოქალაქო წესით განსახილველი დამოუკიდებელი მოთხოვნის საგანს.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის თაობაზე (საქმე №ას-1307-1245-2014 და საქმე №ას-1158-1104-2014). კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო, ეკისრებათ თუ არა კომპანიის პარტნიორებსა და დირექტორს პირდაპირ და უშუალოდ, მთელი მათი ქონებით პასუხისმგებლობა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ დადასტურებულია, რომ კომპანიას აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია; უფლებამოსილია თუ არ სსიპ შემოსავლების სამსახური მოითხოვოს მათგან კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების ანაზღაურება და რა სამართლებრივი საფუძვლით. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი მოთხოვნა კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის მიმართ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან და მიიჩნია, რომ განსახილველი შემთხვევა უნდა დარეგულირდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის სხვადასხვა სამართლებრივი მდგომარეობის გამო განსხვავებულია კომპანიის ვალდებულებებისათვის მათი პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ფართოდ განიმარტება და თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორატიული ფორმის ბოროტად გამოყენებას (მაგ., კორპორაციის, როგორც მხოლოდ პარტნიორის მიზნის მისაღწევი „ინსტრუმენტის“ დანიშნულებით გამოყენება; „კორპორაციული ფორმალობების დაუცველობა“; კორპორაციის, როგორც პარტნიორის „ალტერ ეგოს“ არსებობა), არამედ თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის, ბოროტად გამოყენებას, რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებას კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენება სახეზეა, როცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საზოგადოებაში უშუალოდ ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადებისაგან თავის არიდებას, ანუ როცა საზოგადოება პარტნიორის მიერ გამოიყენება არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით. საკასაციო პალატის განმარტებით, კომპანიის პარტნიორის მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

ამასთან, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპანიის პარტნიორებსა და დირექტორს ეკისრებათ პასუხისმგებლობა როგორც გადაუხდელი გადასახადის ძირითადი თანხის, ისე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავის ნაწილში. მათი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე კომპანიის ვალდებულებების მიმართ სუბსიდიურია, ხოლო ერთმანეთის მიმართ სოლიდარული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით. რაც შეეხება ზოგადად დივიდენდის გაცემის წესის კანონიერების თუ პარტნიორისა და დირექტორის პირადი პასუხისმგებლობის საკითხების განხილვას აღნიშნული გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და სცდება განსახილველი ადმინისტრაციული დავის ფარგლებს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობა წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს შესაბამისი საკანონმდებლო და ფაქტობრივი საფუძვლებიდან და იგი ვერ დაეფუძნება სხვა საკანონმდებლო და ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლო სამართლებრივ საფუძვლებს.

 

6.5. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლო, ასევე, მოიხმობს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლს, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით (№3ბ/1024-17 საქმეზე) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 1991, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით (№3ბ/1024-17 საქმეზე) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე