განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
330100119002874645
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--–- ლ-------- ძე ბ------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1--------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის ადგილი: თ---–---- ც----------------- ქუჩა, მე-2 მ/რ-ნი, კორპუსი #-- ბინა #--, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თ---–---- ზ--------------–-- კორპუსი #--, ბინა #4--–-.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, თ---–--–-- ზ--------------–-- კორპუსი #--, ბინა #4--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ--–- ბ------ემ ყოფილი მეუღლის - ა-----------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, გ--–- ბ------ემ ხელი ჰკრა ყოფილ მეუღლეს, რის შედეგადაც ა-----------ემ თავი დაარტყა კედელს და კარს, დაეცა იატაკზე, ხოლო შემდეგ მარჯვენა მკერდის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი. ძალადობის შედეგად ა-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2.2019 წლის 16 იანვარს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------ს სამმართველოს მე-9 განყოფილებაში გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0----- მოძალადის გ--–- ბ------ის მიმართ, რომელსაც 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან ა-----------ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. მიუხედავად აღნიშნულისა, გ--–- ბ------ე 2019 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე გამოცხადდა მისი ყოფილი მეუღლის - ა-----------ის საცხოვრებელ სახლში (თ---–---- ზ--------------–-- კორპუსი #--, ბინა #4--–-), მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა და ამასთანავე წაართვა მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედებებით გ--–- ბ------ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2.1.2019 წლის 26 იანვარს, ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო დაზარალებული ა-----------ე.

 

2.2.სასამართლო სხდომაზე დაიკითხა შეტყობინების ინიციატორი ა-----------ე. დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში განმარტა, 2009 წელს ოფიციალურად დაქორწინდა გ--–- ბ------ეზე. ჰყავთ 6 შვილი. დაქორწინებიდან მალევე გ--–- ბ------ემ სიმთვრალეში გამოავლინა პათოლოგიური ხასიათი და ოჯახის წევრების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე. ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი და გაგრძელდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც, სადაც ოჯახი რამდენიმე წელი ცხოვრობდა. დაზარალებულის განმარტებით, გერმანიის რესპუბლიკაში გ--–- ბ------ე გახდა ნარკოტიკზე დამოკიდებული, ოჯახის ისედაც მწირი შემოსავალი იხარჯებოდა ნარკოტიკულ ნივთიერებებში. 2018 წელს ოჯახი დაბრუნდა საქართველოში. გ--–- ბ------ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას ემატებოდა მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა, აღნიშნულის გამო ა-----------ე დაშორდა გ--–- ბ------ეს. დაზარალებულის ჩვენებით, 2018 წლის 24 აგვისტოს, თ---–--–-- ზ--------------–-- კორპუსი #--, ბინა #4--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნარკოტიკების მოხმარების გამო დაწყებული კონფლიქტის დროს გ--–- ბ------ემ ა----------ეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნულის გამო დაზარალებულის ჩვენებით მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელსაც დაუმალა ფიზიკური ძალადობის ფაქტი და მიუთითა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. საპატრულო პოლიციამ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის დეკემბრის თვეში გ--–- ბ------ე წავიდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საიდანაც დაბრუნდა 2019 წლის იანვრის თვეში. 2019 წლის 16 იანვარს გ--–- ბ------ის მიმართ კვლავ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, ამის მიუხედავად, 2019 წლის 26 იანვარს, გ--–- ბ------ე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა ა-----------ესთან სახლში. ა-----------ე შვილებთან ლ------- ბ------ესთან და ნ---- ბ------ესთან ერთად შიგნიდან ძალით იჭერდა კარებს, რათა გ--–- ბ------ე არ შემოსულიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა მათი წინააღმდეგობა დაძლია და შევიდა ბინაში. ურთიერთშელაპარაკების დროს, გ--–- ბ------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ძლიერად ჰკრა ხელი, შედეგად ა-----------ემ თავი მიარტყა კარებს და კედელს, დარტყმის სიძლიერის გამო დაეცა იატაკზე, ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ გ--–- ბ------ემ მკერდის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი და ძალის გამოყენებით შეათრია სამზარეულოში, ამ დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ჩვენებით, გ--–- ბ------ის ძალადობრივი ქმედებების გამო ბავშვები ძალიან შეშინდნენ, ნერვიულობდნენ და მამას სთხოვდნენ რომ წასულიყო. გ--–- ბ------ე გაიქცა სახლიდან, ხოლო ა-----------ემ დარეკა ,,112-ში“.

 

2.3. დაზარალებულის შვილის - არასრულწლოვანი - 7 წლის ლ------- ბ------ის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 26 იანვარს, იმყოფებოდა შინ დედასთან და და-ძმებთან ერთად, რა დროსაც სახლში მივიდა მთვრალი გ--–- ბ------ე. მოწმის ჩვენებით დედასთან და დასთან ნ---- ბ------ესთან ერთად იჭერდა კარებს მამა რომ არ შემოსულიყო სახლში, თუმცა გ--–- ბ------ე მაინც შევიდა და ბავშვების თანდასწრებით ა-----------ეს ხელი ჰკრა და წააქცია, ა-----------ემ თავი მიარტყა კედელს. მოწმის ჩვენებით, მამა არის მოძალადე, ხშირად სცემდა დედას, ხოლო ბავშვებს აგდებდა ქუჩაში. მოწმის ჩვენებით, ეს ფაქტები ძირითად ხდებოდა გერმანიაში. არასრულწლოვანმა მოწმემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც გ--–- ბ------ემ ა-----------ეს ყელზე დანა მიადო და ვიდეო გადაუღო.

 

2.4. დაზარალებულის შვილის - არასრულწლოვანი - 8 წლის ნ---- ბ------ის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 26 იანვარს, სახლში იმყოფებოდა დედასთან და და-ძმებთან ერთად. სახლში მივიდა მამა - გ--–- ბ------ე. მოწმის ჩვენებით დედასთან და ძმასთან ლ------- ბ------ესთან ერთად აწვებოდა კარებს მამა რომ არ შემოსულიყო სახლში, წინააღმდეგობის მიუხედავად გ--–- ბ------ე მაინც შევიდა სახლში, ბავშვების თანდასწრებით ა-----------ეს უყვირა, შემდეგ ხელი ჰკრა და წააქცია.

 

2.5.სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ლ---- თ------ა, რომელმაც საგამოძიებო ორგანოში გამოკითხა დაზარალებული ა-----------ე. მოწმის ჩვენებით, დაზარალებული მასზე განხორციელებული ძალადობის გამო პოლიციაში დაკითხვის დროს იტკიებდა თავს, რის გამოც აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

 

2.6. პაციენტის ა-----------ის #6-- სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ 2019 წლის 26 იანვარს, პოლიციის განყოფილებაში ა-----------ეს გაეწია სამედიცინო დახმარება. დაუდგინდა კლინიკური დიაგნოზი: თავის და მკერდის ზედაპირული ტრავმა. პაციენტის გადმოცემით, ქმარმა ნასვამ მდგომარეობაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი უბიძგა, რის შედეგადაც თავი დაარტყა კედელს. აღნიშნულის გამო თავზე აღენიშნებოდა მცირე ზომის ჰემატომა. ასევე მარჯვენა მკერდზე აღენიშნებოდა სიწითლე და ექსკორიაციები და მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოში ჰქონდა ტკივილის შეგრძნება.

 

2.7. სამედიცინო ექსპერტიზის #1--------- დასკვნით, ა-----------ეს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრების და სისხლნაჟღენთების სახით. ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა

 

2.8.2019 წლის 16 იანვარს, დაზარალებულის ა-----------ის მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0----- გ--–- ბ------ის მიმართ. ორდერის მიხედვით, გ--–- ბ------ეს 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან ა-----------ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. შემაკავებელ ორდერს ხელს აწერს გ--–- ბ------ე, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული ინფორმირებული იყო ორდერით დაწესებული შეზღუდვების და აკრძალვის შესახებ.

 

2.9.დაზარალებულ ა-----------ის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის 26 იანვარს, გ--–- ბ------ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, შეზღუდვის მიუხედავად, მთვრალ მდგომარეობაში მივიდა ა-----------ის სახლში, სადაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაიღო დაზარალებულის ტელეფონი და დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

2.10. არასრულწლოვანი მოწმეების ლ------- ბ------ის და ნ---- ბ------ის ჩვენებებით, გ--–- ბ------ე მთვრალ მდგმარეობაში მივიდა ა-----------ესთან სახლში და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ა-----------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ნ---- და ლ------- ბ------ეების ჩვენებებით, ა-----------ეს პოლიციაში რომ არ დაერეკა გ--–- ბ------ემ წაართვა მობილური ტელეფონი და გავიდა სახლიდან.

 

2.11.დაზარალებულის ა-----------ის შეტყობინების საფუძველზე 2019 წლის 26 იანვარს დაკავებულ იქნა გ--–- ბ------ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ის მობილური ტელეფონი, რომელიც დაზარალებულის და მოწმეების ნ---- ბ------ის და ლ------- ბ------ის ჩვენებებით, გ--–- ბ------ემ 26 იანვარს დაზარალებულის სახლში ყოფნისას წაართვა ამ უკანასკნელს. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა 26 იანვარს ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება დაზარალებულის მობილური ტელეფონი, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ--–- ბ------ე 2019 წლის 26 იანვარს ნამდვილად იმყოფებოდა დაზარალებულის სახლში, საიდანაც წამოიღო ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონი.

 

2.12.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.12.1. ბრალდებულმა გ--–- ბ------ემ შესავალ და დასვნით სიტყვაში გამორიცხა მისი მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა და მიუთითა დაზარალებულის ჩვენების არასანდოობაზე.

 

2.12.2.ბრალდებულის მითითება დაზარალებულ ა-----------ის ზეპირი ჩვენების ტენდენციურობაზე და არასანდოობაზე სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. ბრალდებულის არგუმენტი სასამართლოს მიერ შეფასდა არასათანადოდ დასაბუთებულად. სასამართლო განმარტავს, რომ სანდოობის ტესტი იზომება არა მხოლოდ ჩვენების შინაარსით, თანმიმდევრულობით და კატეგორიულობით, არამედ ჩვენების პროცესში მოწმის ვერბალურ და არავერბალურ დინამიკაზე დაკვირვებით. სასამართლო ხაზს უსვამს ზეპირობის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ დაზარალებული ა-----------ე ფაქტებს გულწრფელად გადმოსცემდა და მის გულწრფელობაზე მიუთითებდა ის გარემოებაც, რომ ჩვენება იყო თანხვედრაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების ბრალდებულის ოჯახის წევრების - შვილების: ლ------- ბ------ის და ნ---- ბ------ის ზეპირ ჩვენებებთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, პაციენტის სამედიცინო ბარათთან. ის რომ, დაზარალებული იმაზე მეტ ფაქტზე აკეთებს მითითებას, ვიდრე ეს გამოძიებაში ჰქონდა მითითებული, არ არის უცხო ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებისთვის. სწორედ ოჯახში ჩადენილი დანაშაულების სპეციფიკის გათვალისწინებით, როდესაც ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ხდება ერთგვარი რუტინა, ხშირ შემთხვევაში, გამოძიების ეტაპზე, მსხვერპლთა ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მყისიერად ვერ ხდება ყველა ფაქტის გახსენება და აღდგენა. გამოძიებიდან სასამართლო განხილვამდე განვლილი დრო, მსხვერპლს აძლევს გონივრულ შესაძლებლობას დაფიქრდეს და გაიხსენოს ფაქტები, სწორედ ამ დროს ხდება მეხსიერებაში დალექილი მოვლენების აღდგენა.

 

2.12.3. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსაზრება, რომ არასრულწლოვანი მოწმეები ლ------- ბ------ე და ნ---- ბ------ე არიან დედის გავლენის ქვეშ და აქედან გამომდინარე ცრუდ ამხელენ მამას დანაშაულის ჩადენაში. სასამართლომ, კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც არ იყო არასრულწლოვანი მოწმეების მშობელი და არ შესწრებია ოჯახში ძალადობას, მოისმინა მათი ზეპირი ჩვენებები, ბრალდებულის ადვოკატმა (გ--–- ბ------ეს არასრულწლოვნების დაკითხვის დროს იცავდა სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატი) ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დასვა კითხვები, ბავშვებისთვის წინასწარ განუჭვრეტელი იყო ამ კითხვების შინაარსი, მათ არცერთ კითხვაზე თავი არ აურიდებიათ, მოწადინებული იყვნენ ეთქვათ სიმართლე, ნათლად და დამაჯერებლად გადმოსცემდნენ ფაქტებს. ხაზგასასმელია არასრულწლოვანი მოწმეების ლ------- ბ------ის და ნ---- ბ------ის განწყობა მამის ქმედებებზე, ზეპირ ჩვენებებში ნათლად გამოიკვეთა ბავშვების პროტესტი და მიუღებლობა მოძალადე მამის მიმართ. არასრულწლოვნების ჩვენებებით, მათ არ გაუხარდათ 26 იანვარს მამის მისვლა სახლში, კარებს აწვებოდნენ შიგნით რომ არ შეეშვათ. ლ------- ბ------ემ მამა დაახასიათა უკიდურესად მოძალადე ადამიანად, მოწმემ გაიხსენა სხვა ფაქტებიც, რომელსაც ადგილი ჰქონდა გერმანიაში რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების პერიოდში, ამონარიდები ზეპირი ჩვენებიდან...დედას ყელზე დანა მიადო და ვიდეო გადაიღო, ის ტელეფონი დაამტვრია და ბევრს ცემდა დედას..., ,,დედას მამა ურტყამდა და ჩვენ კიდე ქუჩაში გვაგდებდა, ეს ქუჩაში გამოგდებები ხშირად გერმანიაში ხდებოდა“. რომ არა არასრულწლოვნების მიერ საკუთარი თვალით აღქმული ძალადობის ფაქტები სასამართლოს შეფასებით შეუძლებელია ბავშვებში მსგავსი ემოცია და პროტესტი სხვა ფაქტორს გამოეწვია. ბავშვების განწყობა, პროტესტი და მამის ქმედებების მიუღებლობა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ისინი თვითმხილველი არიან ძალადობის ფაქტების, რაც მათ ჩვენებებს უფრო მეტ გულწრფელობასა და სანდოობას მატებს.

 

2.13.სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობაში მიმოხილვით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ გ--–- ბ------ემ 2019 წლის 26 იანვარს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ა-----------ეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით და დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 26 იანვარს, გ--–- ბ------ემ ა-----------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. ძალადობა იყო იმდენად მასშტაბური, რომ მსხვერპლს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთების და ნაკაწრების სახით. მსხვერპლის ჩვენებით ფიზიკური ძალადობის დროს მან განიცადა ტკივილი.

 

3.4.კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, შემაკავებელი ორდერი კი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ფსიქოლოგიურ ძალადობას დიდი ზიანი მოაქვს მსხვერპლისთვის და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას, მთლიანად პიროვნებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ--–- ბ------ემ 2019 წლის 26 იანვარს დაარღვია 2019 წლის 16 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, და აკრძალვის მიუხედავად მივიდა მსხვერპლის სახლში და ფიზიკურად იძალადა მასზე.

 

3.5. რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2009 წელს გ--–- ბ------ე და ა-----------ე ოფიციალურად დაქორწინდნენ, წლების შემდეგ ქორწინება შეწყდა და დანაშაულის ჩადენის დროს, ა-----------ე წარმოადგენდა გ--–- ბ------ის ყოფილ მეუღლეს, ამდენად, სახეზეა ოჯახური დანაშაული.

 

3.6. სასამართლო განმარტავს რომ, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.7.სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ გ--–- ბ------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული ბრალეული ქმედებები, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ--–- ბ------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის და მსხვერპლის სხეულზე არსებულ დაზიანებათა სიმრავლე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ძალადობის მასშტაბს, ეპიზოდთა სიმრავლეს (ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი), რაც მიუთითებს ძალადობის განმეორების რისკზე. გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ ძალადობა ჩადენილი იქნა 6 არასრულწლოვანის თანდასწრებით (8 წლამდე ასაკის ბავშვები), რაც განსაკუთრებით ამძიმებს დამნაშავის პასუხისმგებლობას. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ ასაკში ბავშვის ფსიქიკა ადრეული ჩამოყალიბების სტადიაზეა და გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით, ძალადობის ჩადენამ არასრულწლოვნის თანდასწრებით შესაძლოა სავალალო ზემოქმედება იქონიოს მის ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, დაურღვიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდა, რაც გამოიკვეთა კიდევაც არასრულწლოვანი მოწმეების ლ------- ბ------ის და ნ---- ბ------ის ზეპირი ჩვენებებით.

 

5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, სწორედ დანაშაულის მასშტაბის, რაოდენობის, ხერხის და საქმის ფაქტობრივი გარემოებების (დანაშაულის ჩადენა 6 არასრულწლოვნის თანდასწრებით) მხედველობაში მიღებით დამნაშავეს უნდა დაენიშნოს ზომიერად მკაცრი სასჯელი. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა გ--–- ბ------ემ მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება, თვითშეგნების ამაღლება და რესოციალიზაცია.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ--–- ბ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2.გ--–- ბ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--–- ბ------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

4.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით გ--–- ბ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 26 იანვრიდან.

 

5.ნივთიერი მტკიცებულება

 

მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა