გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310017001966048
N3/106-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი ელენე თაგაური
მოსარჩელე - მახ------------ვა;
წარმომადგენელი - გო----------------–--ლი; მა------------–--ვა;
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - კახ---------------–იძე;
მესამე პირები - ზო-------–----ვი, თა------------–ოვი;
მესამე პირის თამ----------–--ვის წარმომადგენელი - ნო------–---–--ლი;
მესამე პირის ზო-------–----ვას წარმომადგენელი - დიმ---------–--–-–-ილი;
თარჯიმანი - ევგ----------------ნი; სუს------------–-ილი; ნაი-–------------ვა;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 30 ივნისის N882010658015-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 29 თებერვლის N882012075627-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
მოსარჩელის განმარტებით, ფა----------–--------–ისგან შეიძინა ქ. მა-------–ში, ფირ------ის ქ.N11-ში მდებარე 1087 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომელიც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხული იყო 1968 წლიდან.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, მოხდა უძრავი ნივთის ელექტრონული წესით საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ფა----------–--------–ის საკუთრებაში, ხოლო შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1087 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით შეიძინა შემოღობილ მდგომარეობაში და სწორედ ასეთ ფარგლებში ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2016 წელს მასთან მივიდა მა-------–ის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი და აცნობა მას, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, რომელიც წარმოადგენდა მახ------------ვას საკუთრებას, გადადიოდა გზაზე. მოსარჩელის განმარტებით, მან შეადგინა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა საჯარო რეესტრის მიერ შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება იმ საფუძვლით, რომ დაფიქსირა ზედდება 83.02.01.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა 83.02.01.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - თამ----------–--ვს და შეთანხმდნენ საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესწორებაზე, თუმცა თამ----------–--ვმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთს ფლობს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც შეიძინა და მიიჩნევს, რომ 83.02.01.7-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაცია არასწორია, ვინაიდან საკადასტრო გეგმა მოიცავს მისი მიწის ნაკვეთის ნაწილს და მოითხოვს 83.02.01.7-- უძრავ ნივთზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო - 2010 წლის 30 ივნისის N882010658015-03 და 2012 წლის 29 თებერვლის N882012075627-03 გადაწყვეტილებების მიღებისას სრულად და ყოველმხრივ იქნა გამოკვლეული ყველა არსებითი გარემოება და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2010 წლის 16 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მა-------–ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ზო-------–----ვამ და მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო ქ.მა-------–ის გამგეობის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი ზონარგაყრილი წიგნიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზო-------–----ვას განცხადება 16.06.2010;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობა 15.06.2010;
- მიწის განაწილების შესახებ ზონარგაყრილი წიგნის ამონაწერი;
4.1.2. დადგენილია, რომ 30 ივნისს, N882010658015-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 580 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე - ს.კ 83.02.01.7-- დარეგისტრირდა ზო-------–----ვას საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო გეგმა და მომზადდა ამონაწერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (30.06.2010);
- საკადასტრო გეგმა;
4.1.3. დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 580 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე - ს.კ 83.02.01.7-- ზო-------–----ვას საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეული იქნა N4267 მიწის განაწილების ზონარგაყრილი წიგნი, რომელსაც არ ახლდა მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (30.06.2010);
- საკადასტრო გეგმა;
4.1.4. დადგენილია, რომ 2012 წლის 23 თებერვალს ზო-------–----ვასა და თამ----------–--ვს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად, 2012 წლის 29 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882012075627-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ. 83.02.01.7-- დარეგისტრირდა თა------------–ოვის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე მომზადდა ამონაწერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N882012075627-03 გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 29.02.2012;
4.1.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 7 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მახ------------ვმა და მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ს.კ. 83.02.01.9-- წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. ვინაიდან მახ------------ვის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ს.კ. 83.02.01.7-- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდა ზედდება საჯარო რეესტრის N882016353594-03 გადაწყვეტილებით, შეჩერდა, ხოლო N882016353594-04 გადაწყვეტილების შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N882016353594-03 გადაწყვეტილება;
- N882016353594-04 გადაწყვეტილება;
- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ფაქტობრივი საფუძვლების ამსახველი ნახაზი;
4.1.6. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი ს.კ. 83.02.01.9-- წარმოადგენს მახ------------ვას საკუთრებას, რომელმაც 2012 წლის 9 აგვისტოს, ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ფაირან ზილფი ოღლისგან. ნასყიდობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2012 წლის 16 აგვისტოს და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება 09.08.2012;
- N882012468357-03 გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 16.08.2012;
4.1.7. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი ს.კ. 83.02.01.9-- მახ------------ვას მიერ შეძენამდე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში 1997 წლის 10 მარტის N1ნ-19 ხელშეკრულების შესაბამისად რეგისტრირებული იყო ფა----------–--------–ის საკუთრებაში, ხოლო 2012 წლის 6 აგვისტოს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება N22012409889-03;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 06.02.1012;
- ხელშეკრულება 10.03.1997;
- საინვენტარიზაციო გეგმა;
- ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემები;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთის 83.02.01.7-- და 83.02.01.9-- რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემები სრულად არ შეესაბამება მათ ნამდვილ ადგილმდებარეობას. ამასთან 83.02.01.7-- რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემები და ადგილზე დათვალიერების შედეგად აზომილი საზღვრები სცდება ტექბიუროში დაცულ საკადასტრო მონაცემებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სიტუაციური ნახაზები;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მახ------------ვას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 30 ივნისის N882010658015-03 და 2012 წლის 29 თებერვლის N882012075627-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები; დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი;
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი;
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 96-ე, მე-601 მუხლი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წესს, კერძოდ, მითითებული კოდექსის 60 I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იცნოს, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან არსებითად უნდა იყოს დარღვეული მისი მომზადების გამოცემის წესი.
საჯარო რეესტრის წარმოების წესი დადგენილია საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონით. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი კი მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილებების, მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 7 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მახ------------ვამ და მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ს.კ. 83.02.01.9--, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. იმ საფუძვლით, რომ მახ------------ვას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ს.კ. 83.02.01.7-- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდა ზედდება, მახ------------ვას განცხადება არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, აღნიშნული გარემოებებიდან ირკვევა, რომ მახ------------ვამ საჯარო რეესტრს მიმართა იმ მიზნით, რომ დაეზუსტებინა მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები და ისინი შესაბამისობაში მოეყვანა ფაქტობრივ მდებარეობასთან.
მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის წესს ადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის რომლის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა და სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის რეგისტრაცია. იმავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ხოლო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, განმარტებულია როგორც მიწის ნაკვეთის საზღვრების, კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე განთავსებული ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, რომლის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში, დასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
დადგენილია, რომ ს.კ. 83.02.01.9-- მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემები სრულად არ შეესაბამება მის ნამდვილ ადგილმდებარეობას, ასევე დადგენილია, რომ 83.02.01.7-- რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემები და ადგილზე დათვალიერების შედეგად აზომილი საზღვრები სცდება ტექბიუროში დაცულ საკადასტრო მონაცემებს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების 83.02.01.9-- და 83.02.01.7-- საკადასტრო მონაცემები არ ასახავს ზუსტ ინფორმაციას მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან დაკავშირებით.
საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმაში ასახული მითითება იმის შესახებ, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ნამდვილობაზე, არ გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ყველა შემთხვევაში უნდა დაეყრდნოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, მათ შორის საკადასტრო აზომვით ნახაზს და არ არის ვალდებული წარმოდგენილი და მასთან არსებული ინფორმაციის გადამოწმების გზით შეამოწმოს მოთხოვნილი რეგისტრაციის მართლზომიერება. როგორც აღინიშნა 83.02.01.9-- და 83.02.01.7-- საკადასტრო მონაცემები არ ასახავს ზუსტ ინფორმაციას მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან დაკავშირებით და ამასთანავე 83.02.01.7-- რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემები და ადგილზე დათვალიერების შედეგად აზომილი საზღვრები სცდება ტექბიუროში დაცულ მიწის ნაკვეთის 83.02.01.9-- საკადასტრო მონაცემებს, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრმა არ გამოიკვლია და არ შეაფასა მათთან დაცული რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისობა წარმოდგენილ დოკუმენტებთან. ადმინისტრაციული ორგანო გარდა იმისა, რომ ვალდებული იყო დაეცვა მასთან რეგისტრირებული მონაცემების უსაფრთხოება, მას იმავდროულად საქმის გარემოებები სრულყოფილად უნდა გამოეკვლია. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მითითებული კანონის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურის მიერ სადავო აქტის გამოცემა არსებითად ეწინააღმდეგება კანონს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის მახ------------ვას შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მა-------–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 30 ივნისის N882010658015-03 და 2012 წლის 29 თებერვლის N882012075627-03 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა)მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას და ბ)სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.
ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 10-ე, მე-12, 22-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
g a d a w y v i t a ;
1. მოსარჩელე მახ------------ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
_ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 30 ივნისის N882010658015-03 და 2012 წლის 29 თებერვლის N882012075627-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები;
2. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დაეკისროთ მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის მახ------------ვას სასარგებლოდ.
4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე