განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2019
საქმის ნომერი
330100118002788899
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ნ----- ნ------ის

ბრალდებულ – გ---- შ-------ის

ადვოკატ – ო-–--- გ-----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– გ---- დ-------ს ძე შ-------ის, დაბადებულის 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #------------, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ხ---------–--------------------–--–------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–----------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---- შ-------ეს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ---- შ-------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 201--–-–--------------ის განაჩენით, გ---- შ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 30 აგვისტოდან. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით დარჩა უცვლელი. მსჯავრდებული გ---- შ-------ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 29 აგვისტოს - სასჯელის მოხდით.

 

2018 წლის 17 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ------–--–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ---- შ-------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ქ------- ა------–----ს მიმართ, კერძოდ, მოკიდა თმებში ხელი და მოქაჩა ძლიერად, ასევე, ხელი მოუჭირა სახეზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, გ---- შ-------ე დაემუქრა ქ------- ა------–----ს, რომ სახეს დაუსისხლიანებდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. გ---- შ-------ეს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება – გ---- შ-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა გ---- შ-------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე დაბრუნდა სამსახურიდან ზ--- თ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში - ქ------–--–----------------------------ში, სადაც იმ დროისათვის დროებით ცხოვრობდა მეუღლესთან - ქ------- ა------–----სთან და შვილთან ერთად. მას ზ--- თ-----–---–ის დამ უთხრა, რომ სახლიდან წასულიყო, ხოლო მისი ცოლ-შვილი დარჩენილიყო, რაც მისთვის მიუღებელი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან მოუვიდა შელაპარაკება, ხოლო ზ--- თ-----–---–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ბრალდებულის განმარტებით, მისი მხრიდან მეუღლის - ქ------- ა------–----ს მიმართ არავითარ ძალადობას და მუქარას ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ქ------- ა------–----მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 19 ნოემბერს, მოქალაქე ქ------- ა------–----ს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

ხსენებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, გ---- შ-------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - მოქაჩა თმებში, ასევე, ხელი მოკიდა მარჯვენა ზემო კიდურზე და დასვა ძალით, ვინაიდან მასთან ლაპარაკი სურდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თ-------- ჩ-----, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს, ღამის საათებში, დედასთან - ანასტასია ჩ-----სთან და დასთან - ნ----- ჩ-----სთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა დეიდასთან - ზ--- თ-----–---–თან, ქ------–--–----------------------------ში, რა დროსაც ეზოში ყოფნის დროს შემოესმა კონფლიქტის ხმა. სიტუაციაში გარკვევის მიზნით მივიდა ახლოს და ნახა, რომ ცოლ-ქმარი - ქ------- ა------–---- და გ---- შ-------ე კამათობდნენ. ამასთან, ეს უკანასკნელი იყო ნასვამ მდგომარეობაში და აღელვებული, რის გამოც მოუწოდა სიმშვიდისაკენ, თუმცა დაუმორჩილებლობის გამო იგი ძალის გამოყენებით გაიყვანა გარეთ. მოწმის განმარტებით, მისი თანდასწრებით გ---- შ-------ის მხრიდან ქ------- ა------–----ს მიმართ ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტი არ ყოფილა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქ------- კ--------–--, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა მეგობრის - ზ--- თ-----–---–ის სანახავად, ქ------–--–----------------------------ში. აღნიშნულ სახლში იმყოფებოდნენ აგრეთვე ქ------- ა------–---- და მისი მეუღლე გ---- შ-------ე. ეს უკანასკნელი იყო ნასვამ მდგომარეობაში და მეუღლესთან ჰქონდა დაძაბული საუბარი, თუმცა მისი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ე-–--- ა---------, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ქ-------–--–--------–----------ზე მდებარე სილამაზის სალონ „---–--- 2018 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის აღნიშნულ სალონში შევარდა ქალბატონი, რომელიც იყო შეშინებული. მას გინებით მისდევდა მამაკაცი, რომელიც ეუბნებოდა „გამოდი, ჩემი ცოლი ხარ და ნუ მარცხვენო“. მან აღნიშნულ ქალბატონს უთხრა, რომ სალონი იკეტებოდა და გარეთ გაიყვანა. მამაკაცი იდგა იქვე, ქალბატონი კი გაიქცა და იქვე მდებარე მაღაზიაში შევარდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ზ--- თ-----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს ქ------–--–----------------------------ში. მის სახლში ასევე დროებით ცხოვრობდა ქ------- ა------–---- მეუღლესთან - გ---- შ-------ესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. 2018 წლის 17 ნოემბერს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სახლში, მწოლიარე მდგომარეობაში (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო), რა დროსაც სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ---- შ-------ე. მოულოდნელად ეზოში ატყდა ხმაური და იმის გამო, რომ გ---- შ-------ე აგინებდა მეუღლეს - ქ------- ა------–----ს, დარეკა საპატრულო პოლიციაში.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–-------- სამმართველოს, ს----------–---------------–------------–----–-- პატრულ-ინსპექტორები - ჯ---- გ--------- და ი-----–- ჩ---–---, რომელთაც განმარტეს, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ------–--–----------------------------ში, სადაც დახვდათ დაზარალებული - ქ------- ა------–----, რომელიც ამბობდა, რომ ქმარმა იძალადა მასზე. მათი მისვლის მომენტისათვის გ---- შ-------ე ადგილზე არ დახვდათ, ხოლო დაზარალებული სიტუაციაში გარკვევის მიზნით გადაიყვანეს ვ---------------–----------------–--------–-–-------- განყოფილებაში. მოგვიანებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულ იქნა გ---- შ-------ე. მოწმე ი-----–- ჩ---–---მ ასევე აღნიშნა, რომ დაზარალებულ ქ------- ა------–----ს ნათქვამს, რომ მეუღლემ მის მიმართ განახორციელა ძალადობა, ადასტურებდნენ იქვე მყოფი პირებიც.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–----------- ინსპექტორ-გამომძიებელი - დ-------- ს----–---–-, რომელმაც დაადასტურა მის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

ალკოტესტით შემოწმების შესახებ 2018 წლის 18 ნოემბრის ოქმის თანახმად, ალკოტესტის მეშვეობით შემოწმებულ იქნა მოქალაქე გ---- შ-------ე, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა - 2,130 პრომილი, რაც ნიშნავს მთვრალ მდგომარეობას.

 

2018 წლის 18 ნოემბერს გამოცემული #------ შემაკავებელი ორდერის და თანდართული ოქმის თანახმად, მსხვერპლის ქ------- ა------–----ს განმარტებით 2018 წლის 17 ნოემბერს მისმა მეუღლემ გ---- შ-------ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, თმებში წაავლო ხელი და მტკივნეულად მოქაჩა, ასევე, დაემუქრა, რომ დაულეწავდა და დაუსისხლიანებდა სახეს. აღნიშნულის გამო მოძალადე გ---- შ-------ეს აეკრძალა: 1. იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2. მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; 3. მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა გ---- შ-------ის მიერ ქ------- ა------–----ს მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ გ---- შ-------ემ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დადასტურებულად არ მიიჩნია გ---- შ-------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ქ------- ა------–----მ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე; ბრალდებულმა გ---- შ-------ემ უარყო მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის განხორციელება და განმარტა, რომ ზ--- თ-----–---–მა საპატრულო პოლიცია გამოიძახა მეუღლესთან სიტყვიერი კამათის გამო და არა იმის გამო, რომ მან მეუღლეზე იძალადა ან დაემუქრა მას, რაც თავის მხრივ დაადასტურა მოწმე ზ--- თ-----–---–მა.

 

ასეთ ვითარებაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: 1. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - ჯ---- გ---------ს და ი-----–- ჩ---–--ის ჩვენებები, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს დაზარალებულ ქ------- ა------–----საგან მიღებული ინფორმაცია მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. 2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი, სადაც საუბარია დაზარალებულ ქ------- ა------–----ს მიერ ექსპერტისათვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; 3. შემაკავებელი ორდერი და თანდართული ოქმი, რომელიც ასევე დაზარალებულ ქ------- ა------–----ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შეიცავს, მასზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შესახებ, - გ---- შ-------ის ბრალეულობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებებად ვერ განიხილება, რამდენადაც ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება არის ირიბი და ემყარება მხოლოდ ერთი წყაროდან - დაზარალებულისაგან მიწოდებულ ინფორმაციას, რაც გარდა იმისა, რომ ვერ გადამოწმდა თავად პირველწყაროსთან (დაზარალებულთან), ასევე, თავად დაზარალებულის ნათქვამის ნამდვილობა/სანდოობა ვერ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნეიტრალური მტკიცებულებებით, მაშინ, როცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ კონფლიქტის შემსწრე პირები, ზ--- თ-----–---–თან სტუმრად მყოფი თ-------- ჩ----- და ქ------- კ--------–--, რომელთაც დაადასტურეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ---- შ-------ის მხრიდან მეუღლის მიმართ დაძაბული საუბარი, თუმცა კატეგორიულად გამორიცხეს გ---- შ-------ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ან მუქარის განხორციელების ფაქტი. ზ--- თ-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი საერთოდ არ შესწრებია კონფლიქტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი არ გასულა ეზოში, ხოლო საპატრულო პოლიცია გამოიძახა მხოლოდ იმის გამო, რომ გაიგო ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ---- შ-------ის ლანძღვა-გინების ხმა. საქმის ირგვლივ დაიკითხა ასევე სილამაზის სალონის თანამშრომელი - ე-–--- ა---------, რომლის ჩვენებით ირკვევა, რომ ქ------- ა------–----ს და გ---- შ-------ეს ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონიათ, კერძოდ, მან დაინახა შეშინებული ქალბატონი, რომელსაც ლანძღვა-გინებით მისდევდა მამაკაცი. ქალბატონი ჯერ მათ სალონში შევარდა, ხოლო შემდეგ, ვინაიდან იკეტებოდნენ, იქვე მდებარე მაღაზიაში შევიდა. გამოკვლეულ იქნა აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირადი შემოწმებისას ქ------- ა------–----ს მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- შ-------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---- შ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. გ---- შ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------ს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და გ---- შ-------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. გ---- შ-------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი