გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.10.2018
საქმის ნომერი
330310017001952001
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4000-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - დ----- ვ--------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–-

 

მესამე პირი - ე--------------–----–-------ს თვითმმართველი ერთეულის ე-------ს ტერიტორიული ორგანო

წარმომადგენელი - ა-–----------------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 2- აპრილის №7-- ბრძანება.

 

1.2. მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირის ე--------------–----–-------ს თვითმმართველი ერთეულის ე-------ს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს და დაადასტურა დ----- ვ--------–---–ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე, ე--------------–----–-------ს სოფელ ბ------–აში.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ე--------------–----–-------ს ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2013 წლის 12 ნოემბრის დასკვნით დადგენილია, რომ ე--------------–----–-------ს საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №-7 განკარგულების საფუძველზე შექმნილმა „ე--------------–----–-------ს ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენმა კომისიამ“ შეისწავლა მოქ. დ----- ვ--------–---–ის (დ--------------, პ/ნ: 0----------) განცხადება №---, თარიღით: 09.10.2013 წ. სადაც ითხოვდა დევნილის სტატუსის მინიჭებას და დაასკვნა:

 

მოქალაქე - დ----- ვ--------–---–ი (დ--------------, პ/ნ: 0----------), 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე, მუდმივად ცხოვრობდა გ---------------ს სოფელ ბ------–აში, პაპასთან - ს------ ვ--------–---–თან (დ--------------, პ/ნ: 5----------) და ბებოსთან - ც---–- ვ--------–---–თან (დ-------------- წ, პ/ნ: 5----------) ერთად, მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში.

 

ოჯახი ამჟამად ცხოვრობს მ–---------------ს სოფელ წ--------ის დევნილთა ჩასახლებაში, კ-------------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ე--------------–----–-------ს ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2013 წლის 12 ნოემბრის დასკვნა (ს.ფ. 45);

 

3.2. ე--------------–----–-------ს თვითმმართველი ერთეულის ე-------ს ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 2- იანვრის №5- ცნობით დგინდება, რომ დ----- ვ--------–---–ი (დ-------------- წ. პ/ნ: 0----------) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ე--------------–----–-------ს სოფელ ბ------–აში. მისი ოჯახი შედგებოდა 3 (სამი) წევრისაგან: 1. თვითონ - დ----- ვ--------–---–ი (დ-------------- წ. პ/ნ: 0----------); 2. ბებო - ც---–- ვ--------–---–ი (დ-------------- წ. პ/ნ: 5----------); 3. პაპა აწ. გარდაცვლილი - ს------ ვ--------–---–ი (დ-------------- წ. პ/ნ: 5----------). ოჯახი ჩასახლებულია: მ–-----------–----–-------, სოფელი წ--------ის დევნილთა ჩასახლება, კ-------------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ე--------------–----–-------ს თვითმმართველი ერთეულის ე-------ს ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 2- იანვრის №5- ცნობა (ს.ფ. 44).

 

3.3. 2017 წლის 8 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგ-----ს სამმართველოს 1-ლი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა - უ-------–---–მა შეადგინა ოქმი მასზედ, რომ 2017 წლის 8 თებერვალს გამოცხადდა ქ. თბილისში, კ--–---------------------------------------ში, სადაც დახვდა დ----- ვ--------–---–ის დედა - მ-------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისი ვაჟი - დ----- ვ--------–---–ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე.

 

2017 წლის 8 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგ-----ს სამმართველოს 1-ლი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა - უ-------–---–მა შეადგინა ოქმი მასზედ, რომ 2017 წლის 8 თებერვალს გამოცხადდა ქ. თბილისში, კ--–---------------------------------------ში, სადაც დახვდა ნ----------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ დ----- ვ--------–---–ი 2008 წლამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში, კ--–---------------------------------------ში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგ-----ს სამმართველოს 2017 წლის 11 თებერვლის MIA 4------------ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 15 თებერვლის MIA 2------------ მიმართვების თანახმად, დ----- ვ--------–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-----------------------------ში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგ-----ს სამმართველოს 1-ლი განყოფილების 2008 წლის 8 თებერვლის ოქმები (ს.ფ. 85-86);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 15 თებერვლის MIA 2---------- მიმართვა (ს.ფ. 80);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგ-----ს სამმართველოს MIA 4---------- მიმართვა (ს.ფ. 84);

 

3.5. 2017 წლის 26 იანვარს, დ----- ვ--------–---–მა, №4------ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.

 

,,იძულებით გადაადგილებულ პირად დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულების და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის 17-ე პუნქტის შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 2017 წლის 26 იანვარს გასაუბრება ჩაუტარდა დ----- ვ--------–---–ს.

 

გასაუბრებისას განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დაიბადა 1--- წელს ქ. თბილისში. 2001 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №--- საშუალო სკოლის 9 კლასი. 2003 წელს დაამთავრა თ---–----------–---–-–----- ,,ჰ-----------“. 2005-2007 წლებში მუშაობდა სოფ. ე-------ში გაზის ბალონების დატვირთვაზე, პარალელურად მუშაობდა ე-------ის ბაზრობაზე გადაზიდვებზე 2008 წლამდე.

 

2003 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა საცხოვრებლად ბ------–აში ბებიასთან და პაპასთან, მშობლები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, პაპას ჰქონდა გადატანილი ინსულტი და ეხმარებოდა სახლის საქმეებში, ქ. თბილისში ჩამოდიოდა იშვიათად, თვეში სამი-ოთხი დღით, რადგან ვერ ტოვებდა მოხუცებს, თან მუშაობდა ე-------ის ბაზარში. ომის დაწყების დროს იყო სოფელში, წამოვიდა ბებიასთან და მეზობელთან ერთად ქ. გ----–-. ბ------–ა დატოვა 2008 წლის 12 აგვისტოს. 2009 წელს დაოჯახდა ქ. თბილისში. ომის შემდეგ ცხოვრობს ხან წ--------ში ბებიის და პაპის დაკანონებულ კოტეჯში, ხან ქ. თბილისში.

 

აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაიცა დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №7------ საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ დ----- ვ--------–---–ი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-------------------------. ასევე, დ----- ვ--------–---–ს საცხოვრებელ მისამართად (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით) 2005 წელს აღებულ პირადობის მოწმობაში საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდება მისამართი: ქ. თბილისი, კ--–-----------------------, ხოლო 2014 წელს აღებულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში გ-----, სოფ. ბ------–ა.

 

დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ დ----- ვ--------–---–ის 2008 წლის აგვისტოს ომამდე საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. თბილისი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია. შესაბამისად მიჩნეული იქნა, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, დ----- ვ--------–---–ისათვის (პ/ნ: 0----------) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 26 იანვრის განცხადება (ს.ფ. 42).

- 2017 წლის 26 იანვრის დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 50-55);

- პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ.43 );

- დ----- ვ--------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნა (ს.ფ. 39-40).

 

3.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილს №7-- ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287-ე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-14 და მე-20 პუნქტების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 აპრილის №0------------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა დ----- ვ--------–---–ს (პ/ნ: 0----------).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №7-- ბრძანება (ს.ფ. 14).

 

3.7. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმემ - ნ----------–--ემ განმარტა, რომ დ----- ვ--------–---–თან ხშირი მეზობლური ურთიერთობა არ აქვს და მას არ იცნობს კარგად. მითითებულ პერიოდში იგი იყო პატარა, მეზობლობაში ხშირად ვერ ხედავდა. თუმცა, როგორც იცის დ----- ვ--------–---–ი სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა ბებიასთან და ბაბუასთან საცხოვრებლად. ამ ბოლო დროსაც ხედავს ხოლმე იშვიათად დედასთან მოსულს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმემ - მ-------–-–---–მა (დედა) განმარტა, რომ დ----- ვ--------–---–ი სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად წავიდა ბებია-ბაბუასთან, რომლებიც ცუდად იყვნენ და სჭირდებოდათ დახმარება. ხანდახან მასთანაც ჩამოდიოდა ქ. თბილისში. ასევე, მისი შვილი მუშაობდა ცოტახნით ცხინვალში. 2017 წლის 8 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგ-----ს სამმართველოს 1-ლი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელისათვის მიცემულ განმარტებაზე მიუთითა, რომ ვინაიდან დ----- ვ--------–---–ი ჩაწერილია მასთან, ამიტომ უთხრა გამომძიებელს, რომ მისი შვილი მუდმივად ცხოვრობდა ქალაქ თბილისში, რადგან შეეშინდა რამე პრობლემები არ შექმნოდა ჩაწერასთან დაკავშირებით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 17 სექტემბრის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- ვ--------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ გამხდარი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №7-- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - დ----- ვ--------–---–ის მოთხოვნა მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე, დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ამდენად, კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

6.3. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი). საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

 

ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზოგადად, საცხოვრებელი ადგილი პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საცხოვრებელ ადგილზე მრავალი უფლება ან ინსტიტუტია დამოკიდებული. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა გამოცემული დასკვნით მიზანშეუწონლად მიიჩნია დ----- ვ--------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. აღნიშნულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ დ----- ვ--------–---–ი დაიბადა 1--- წელს ქ. თბილისში, 2001 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №--- საშუალო სკოლის 9 კლასი, 2003 წელს დაამთავრა ქ. თ---–----------–---–-–----- ,,ჰ-----------“. 2005-2007 წლებში მუშაობდა ე-------ში გაზის ბალონების დატვირთვაზე, პარალელურად მუშაობდა ე-------ის ბაზრობაზე გადაზიდვებზე 2008 წლამდე.

 

2003 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა საცხოვრებლად ბ------–აში ბებიასთან და პაპასთან, მშობლები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში. პაპას ჰქონდა გადატანილი ინსულტი და ეხმარებოდა სახლის საქმეებში, ქ. თბილისში ჩამოდიოდა იშვიათად, თვეში სამი-ოთხი დღით, რადგან ვერ ტოვებდა მოხუცებს, თან მუშაობდა ე-------ის ბაზარში. ომის დაწყების დროს იყო სოფელში, წამოვიდა ბებიასთან და მეზობელთან ერთად გ----–-. ბ------–ა დატოვა 2008 წლის 12 აგვისტოს. 2009 წელს დაოჯახდა ქ. თბილისში. ომის შემდეგ ცხოვრობს ხან წ--------ში ბებიის და პაპის დაკანონებულ კოტეჯში, ხან ქ. თბილისში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი აღნიშნული დასკვნის მიღებისას დაეყრდნო თავად განმცხადებლის ახსნა-განმარტებას, დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დ----- ვ--------–---–ს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით) 2005 წელს აღებულ პირადობის მოწმობაში საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდება მისამართი: ქ. თბილისი, კ--–-------------------------. ასევე, ყურადღება მიექცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 15 თებერვლის წერილს, სადაც მითითებულია, რომ დ----- ვ--------–---–ი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე: ქ. თბილისი, კ--–-------------------------.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე მხარის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის გამოყენებას, სადაც დ----- ვ--------–---–ს, საცხოვრებელ მისამართად, 2005 წელს აღებულ პირადობის მოწმობის მიხედვით უფიქსირდება: ქ. თბილისი, კ--–-------------------------. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 15 თებერვლის წერილს, სადაც ფაქტი, რომ დ----- ვ--------–---–ი მუდმივად ცხოვრობს ქ. თბილისში დადგენილია მოსარჩელის დედის და მეზობლის მიერ მიცემული განმარტებით. აღნიშნული პირები - მ-------–-–---–ი და ნ----------–--ე მოწვეული იყვნენ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით, რომლებმაც არ დაადასტურეს 2017 წლის 8 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგ-----ს სამმართველოს 1-ლი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის მიერ შედგენილ ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტეს, რომ დ----- ვ--------–---–ი სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა საცხოვრებლად ბებია-ბაბუასთან სოფელში.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ე--------------–----–-------ს თვითმმართველი ერთეულის ე-------ს ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 2- აპრილის №5- ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ დ----- ვ--------–---–ი, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ე--------------–----–-------ს სოფ. ბ------–აში, რაც ასევე დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე მესამე პირმა - ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა. ასევე, ე--------------–----–-------ს ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2013 წლის 12 ნოემბრის დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ მოქალაქე - დ----- ვ--------–---–ი (დ-------------- წ. პ/ნ: 0----------), 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა გ-----ს რაიონ, სოფ. ბ------–აში, პაპასთან - ს------ ვ--------–---–თან (დ-------------- წ. პ/ნ: 5----------) და ბებოსთან - ც---–- ვ--------–---–თან (დ-------------- წ, პ/ნ: 5----------) ერთად, მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში.

 

ამდენად, მოწმეების ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება 2008 წლის აგვისტოს ომამდე დ----- ვ--------–---–ის ე--------------–----–-------ს სოფელ ბ------–აში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე - „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. მითითებული ბრძანების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულია დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს; ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; გ) პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი საფუძველი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №7-- ბრძანება უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი და მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ----- ვ--------–---–ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-24-ე, 32-33 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- ვ--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 2- აპრილის №7-- ბრძანება.

 

3. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ----- ვ--------–---–ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

4.მოსარჩელე - დ----- ვ--------–---–ს დაუბრუნდეს სს ,,თ----------ში“, 2017 წლის 2 ივნისს (საგადასახადო დავალება №-, გადამხდელის ანგარიში G---------------------, სახაზინო კოდი №300773150, ბანკის კოდი TRESGE22), მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი