განაჩენი

სისხლის სამართლის 22.06.2019
საქმის ნომერი
030100119002947152
თარიღი
22.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100119002947152

№1/112-2019

განაჩენი

საქართველოს სახელით

22 მაისი 2019 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

ბრალდების მხარე:

პროკურორი ე---–---- ბ------

დაცვის მხარე:

ადვოკატი დ----- გ------

ბრალდებული: გ---- წ---–---

მამის სახელი: ა-------

დაბადებული: 1--------- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგო----ეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 4----------

ნასამართლეობა: ნასამართლევი

მცხოვრები: საქართველო, ქ.ფ------ მ--–-----–--ს ქ.N-----

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის შედგენილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 13 მარტს გ---- წ---–---მ ქ.ფ----–-- ზ---------------ს ქუჩა N----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ო----- პ--------------ს, რის გამოც იმავე დღეს, მის მიმართ შ-- ფ------ ს----–---- ს-----------–--ს მუშაკების მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი და მას ერთი თვით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, 2019 წლის 28 მარტს, დაახლოებით 21 საათზე და 10 წუთზე გ---- წ---–---მ არ შეასრულა რა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა და ესაუბრა ო----- პ--------------ს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის შედგენილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ გ---- წ---–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. რაც საფუძვლად უნდა დაედოს დასკვნას, ჩადენილია თუ არა დანაშაულებრივი ქმედება, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, მიზანი და შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ ან უარყოფენ ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ ყოველი მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, უნდა შეფასდეს მისი რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ჩვენების, როგორც მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანა და მისი უარყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის დაინტერესებულ მოწმეს ეკუთვნის იქნება ეს ბრალდების თუ დაცვის მხარე.

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.

 

ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გულისხმობს შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დაზარალებული ო----- პ-------------- არის ბრალდებულ გ---- წ---–---ს მეუღლე.

 

ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ: ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

2019 წლის 22 აპრილს წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარის მიერ განცხადებული მოცულობით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაშვებულ იქნა, მაგრამ მიჩნეულ იქნა სადავოდ.

 

3.1. დაზარალებულმა ო----- პ--------------მ მოწმის წესით დაკითხვისას განმარტა, რომ გ---- წ---–--- არის მისი მეუღლე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო პატიმრობაში. საპატიმროდან უგზავნიდა წერილებს, თხოვდა შერიგებას, პირდებოდა, რომ დალევას მიატოვებდა, ოღონდ ბავშვების ხათრით ერთი შანსი მიეცა. მას სასამართლოში შეტანილი ქონდა სარჩელი გ---- წ---–---ს მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მზად იყო გაეხმო სარჩელი და მიეცა ერთი შანსი თუ დალევას მიატოვებდა და ხუთწლიან ნემს გაიკეთებდა. ციხიდან, რომ გამოვიდა მასთან მივიდა და მანაც შემოუშვა სახლში. ციხიდან გამოსვლიდან მე-3 დღეს წავიდნენ ექიმთან რათა გაეგოთ, თუ რა ღირდა ალკოჰოლის წინააღმდეგ ნემსის გაკეთება, ექიმმა მათ უთხრა, რომ კეთდებოდა სამწლიანი ნემსი და ღირდა 400 აშშ დოლარი. გ----მ ფასის გაგების შემდეგ განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა საშუალება ეყიდა ნემსი, რაზედაც მან უპასუხა, რომ ემუშავა, მოეგროვებინა ნემსის საფასური, გაეკეთებინა ნემსი და მერე მისულიყო ოჯახში, მან კი ეს არ გაითვალისწინა და დაიწყო ალკოჰოლური სასმელების მიღება, ღამით 01:30 საათი იქნებოდა მთვრალ მდგო----ეობაში მყოფმა გ---- წ---–---მ დაურეკა, ცოტა ხნის შემდეგ კი მოვიდა. მან როგორც კი დაინახა ეზოში შემოსული მაშინვე დარეკა 112-ში და პოლიცია გამოიძახა, პოლიციელმა შეადგინა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის შედგენის შემდეგ ღამით დაურეკა გ---- წ---–---ს ნათესავმა ე-–---მ, გვარი არ იცის, რომელიც გ----ს დავალებით რეკავდა, რომელსაც ტელეფონი გ----მ გამოართვა და დაუწყო რუსულად საუბარი, ამის დადასტურება შეუძლია შვილს ა-–--–- წ---–---ს, რომელსაც ესმოდა მამის ხმა. მისი განმარტებით, ზოგადად გ---- წ---–--- ფხიზელ მდგო----ეობაში კარგი ადმიანია, ხოლო თუ ალკოჰოლი მიიღო პირიქით, მთვრალი როცაა მისი ბავშვებსაც ეშინია, არც ნემს იკეთებს და არც იმას ცდილობს, რომ დალევას თავი დაანებოს. აქედან გამომდინარე მასთან ცხოვრება არ შეუძლია.

 

3.2. მოწმე ა-–--–- წ---–---ს განმარტებით, გ---- წ---–--- არის მისი მამა. იმ საღამოს ნათესავმა ე-–---მ რომ დარეკა, დედას ტელეფონი თვითონ მიაწოდა, ტელეფონის ნომერი 4----- მთავრდებოდა, თავიდან ტელეფონში ქალის ხმა ისმოდა, შემდგომ კი მამაკაცის ხმა მოესმა და იცნო მამის ხმა. დედამ უთხრა, გაეკეთებინა ნემსი, თავი დაენებებინა დალევისთვის და მერე დაბრუნებულიყო ოჯახში, რის შემდეგაც ტელეფონი გაუთიშა. აღნიშნული ნომრიდან ზარი ო-----ს ტელეფონზე იმ საღამოს კიდევ რამდენჯერმე დაფიქსირდა, მაგრამ, ო-----მ არ უპასუხა, საერთოდ გათიშა ტელეფონი. ქალი დედას ქართულად ელაპარაკებოდა, მამა კი რუსულად, ოღონდ არ იცის რას ეუბნებოდა. მისი განმარტებით, მამა ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაახლოებით სამი დღე ცხოვრობდა მათთან. სამშაბათი დღე იყო, სკოლიდან რომ დაბრუნდა, მამას თავისი ნივთები ჩალაგებული ქონდა და სახლიდან მიდიოდა, მიზეზი არ იცის.

 

3.3. მოწმე ე-–--- ნ-------–---–ის განმარტებით, გ---- წ---–--- არის მისი ბიძა. მან მისი თხოვნით დაურეკა ო----- პ--------------ს, რომ მისი სახელით ბოდიში მოეხადა ძმის მკლავის გახსნაზე, რომ ვერ წაიყვანა, ისინი რომ ლაპარაკობდნენ გ----ც მის გვერდით იდგა, მაგრამ ის არ დალაპარაკებია, არც ტელეფონი გამოურთმევია მისთვის, ო-----მ რომ აიჩემა თვითონ რატომ არ მელაპარაკება ალბათ მთვრალიაო, მაშინ ვერ მოითმინა გ----მ და დაილაპარაკა მთვრალი არ ვარო, ეს გაიგო ო-----მ და ტელეფონი გათიშა, რის შემდეგაც მან კიდევ სცადა დარეკვა, მაგრამ მან არ უპასუხა. ისინი ქართულად საუბრობდნენ, გ----მაც ქართულად დაილაპარაკა, რათა დაერწმუნებინა ო-----, რომ მთვრალი არ იყო. გ---- წ---–---ს ტელეფონი ხელში არ დაუკავებია, მაგრამ მის გვერდით იდგა და კარნახობდა მას თუ რა ეთქვა ო-----სთვის.

 

3.4. ბრალდებულის მოწმის წესით დაკითხვისას გ---- წ---–---მ განმარტა, რომ 2019 წლის 01 მარტს განთავისუფლდა პატიმრობიდან, ხოლო ამავე წლის 13 მარტს შედგენილ იქნა მის მიმართ შემაკავებელი ორდერი. მას მარტის თვეში გარდაეცვალა ძმა და უნდოდა მისი ცოლ-შვილი წაეყვანა გასვენებაში, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან მის მიმართ შედგენილი იყო შემაკავებელი ორდერი. მან სთხოვა დის შვილს ე-–--- ნ-------–---–ს, რომ დაერეკა მეუღლესთან და მის ნაცვლად მოეხადა ბოდიში, ძმის დასაფლავებაზე რომ ვერ წამოიყვანა. ე-–--- ტელეფონით ო-----ს რომ ელაპარაკებოდა თვითონაც იმ ოთახში იყო, მან გადაულაპარაკა ე-–---ს რუსულად, რომ მის ნაცვლად მოეხადა ბოდიში ო-----სთვის, ეტყობა ეს გაიგო ო-----მ, თორემ თვითონ რაც მის მიმართ, შემაკავებელი ორდერი იქნა შედგენილი პირადად არ ულაპარაკია.

 

3.5. მოწმე გ------- მ---–-----ს განმარტებით, მუშაობს ფ------ ს----–---- ს-----------–--ში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაკითხა მოწმეები, შეადგინა გ---- წ---–---ს დაკავების ოქმი, რომელიც ასევე გამოკითხულ იქნა მის მიერ ბრალდებულის სახით, მოახდინა დათვალიერება ო----- პ--------------ს და ე-–--- ნ-------–---–ის მობილურ ტელეფონებში არსებული ინფორმაციების, მოახდინა აღნიშნულ ტელეფონებში შემავალი და გამავალი ზარების შემოწმება და ამ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მობილური ტელეფონები დაუბრუნა მეპატრონეებს, ანუ ო----- პ--------------ს და ე-–--- ნ-------–---–ს. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა რა მიუღია.

 

3.6. მოწმე ო---- ს------ს განმარტებით, მუშაობს ფ------ ს----–---- ს-----------–--ში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან მოწმის სახით გამოკითხა გ---- წ---–---ს არასრულწლოვანი შვილი ა-–--–- წ---–--- მის მიერ არჩეული საპროცესო წარმომადგენლის ე-–--- ხ------–---–-ს თანდასწრებით, რომელმაც ა-–--–- წ---–---ს გადაულაპარაკა რუსულად, რამაც დააეჭვა და კითხა მას ქართულად საუბარი და წერა-კითხვა თუ იცოდა ან თარჯიმანი ხომ არ სჭირდებოდა, რაზეც მან განაცხადა, რომ ქართულად წერა კითხვაც იცოდა და საუბარიც, გამოკითხვის დამთავრების შემდეგ კი მშვენივრად მოაწერა ხელი ა-–--–- წ---–---ს გამოკითხვის ოქმს. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.

 

3.7. 2019 წლის 13 მარტს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ------– ი------ს მიერ შედგენილ იქნა N007320 შემაკავებელი ორდერი, რომლის შესაბამისად, მოძალადე გ---- წ---–---ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ო----- პ-------------- ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებებში.

 

4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის შეჯიბრებითობა, თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

 

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

 

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში შეკრებილია ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას.

 

მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ გ---- წ---–---ს მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ დგინდება გ---- წ---–---ს მიერ დანაშაულის ჩადენა:

 

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში. ქმედების სუბიექტურ ნიშნებს (მოტივსა და მიზანს) ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

შემაკავებელი ორდერის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ გ---- წ---–---მ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. ამასთან, დადგენილია, რომ დაზარალებული არის ბრალდებულის მეუღლე, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

2019 წლის 13 მარტს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯ------– ი------ს მიერ შედგენილ იქნა N007320 შემაკავებელი ორდერი, რომლის შესაბამისად, მოძალადე გ---- წ---–---ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ო----- პ-------------- ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

დაზარალებულმა ო----- პ--------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის წესით დაკითხვისას განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის შედგენის შემდეგ ღამით დაურეკა გ---- წ---–---ს ნათესავმა ე-–---მ, გვარი არ იცის, რომელიც გ----ს დავალებით რეკავდა, რომელსაც ტელეფონი გ----მ გამოართვა და დაუწყო რუსულად საუბარი, ამის დადასტურება შეუძლია შვილს ა-–--–- წ---–---ს, რომელსაც ესმოდა და გაიგონა მამის ხმა, რომელიც მას რუსულად ესაუბრებოდა.

 

ო----- პ--------------მ აღნიშნა, რომ გ-–---–--- ფხიზელ მდგომარეობაში კარგი ადამიანია, ოღონდ ალკოჰოლის მიღების შემდეგ აგრესიულია, ბავშვებს ეშინია, მისი მოთხოვნა იყო და არის არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელი, ამისათვის რომ გარანტირებული იყვნენ ითხოვდა ალკოჰოლის წინააღმდეგ ნემსის გაკეთებას, მაგრამ ის არცერთ პირობას არ ასრულებს.

 

სასამართლო სხდომაზე ო----- პ--------------ს დაკითვისას გ---- წ---–--- რამდენჯერმე დაემუქრა მას მოკვლით და შემდეგ თავის მოკვლით.

 

ბრალდებულ გ---- წ---–---ს შვილმა ა-–--–- წ---–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იმ საღამოს ნათესავმა ე-–---მ რომ დარეკა, დედას ტელეფონი თვითონ მიაწოდა, ტელეფონის ნომერი 4----- მთავრდებოდა, თავიდან ტელეფონში ქალის ხმა ისმოდა, შემდგომ კი მამაკაცის ხმა მოესმა და იცნო მამის ხმა. დედამ უთხრა, გაეკეთებინა ნემსი, თავი დაენებებინა დალევისთვის და მერე დაბრუნებულიყო ოჯახში, რის შემდეგაც ტელეფონი გაუთიშა. აღნიშნული ნომრიდან ზარი დედის ო-----ს ტელეფონზე იმ საღამოს კიდევ რამდენჯერმე დაფიქსირდა, მაგრამ, ო-----მ არ უპასუხა, საერთოდ გათიშა ტელეფონი. ქალი დედას ქართულად ელაპარაკებოდა, მამა კი რუსულად, ოღონდ არ იცის რას ეუბნებოდა. მისი განმარტებით, მამა ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაახლოებით სამი დღე ცხოვრობდა მათთან.

 

ნიშანდობლივია, რომ გ-–---–--- ფაქტობრივად არ უარყოფს ო----------------სთან გასაუბრებას, სასამართლო სხდომაზე თავს დამნაშავედაც ცნობდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამოხატავს რეალობის შეგრძნებას კომუნიკაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

 

მიაჩნია, თუ ხელში არ აუღია მობილური ტელეფონი და ისე ესაუბრა, არ არის კომუნიკაცია, რაც უბრალოდ უსაფუძვლოა. მისი სამომავლო ხედვა მეუღლის მიმართ მოკვლის მუქარაზეა აგებული, რაც მუდმივ გაკონტროლებას მოითხოვს.

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ---- წ---–---ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც გ---- წ---–--- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ---- წ---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

გ---- წ---–---ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, ძალადობრივი დანაშაულისათვის სასჯელის მოხდის შემდეგ კოკლე ვადაში კვლავ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება და ბრალდებულს უნდა შეეფარდოს უმკაცრესი სახის სასჯელი - ვადიანი თავისუფლების აღკვეთა მუხლის სანქციით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა მაქსიმალური ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 -ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად შეადგენს 5 (ხუთ) წელს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:

 

გ---- წ---–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით (5 წლის ვადით).

 

მსჯავრდებულ გ---- წ---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 მარტის 11:50 საათიდან.

 

მსჯავრდებულ გ---- წ---–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე