გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3597-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - სს ,,თ--–---’’;
წარმომადგენელი - ზ---- ბ------;
მოპასუხე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო;
წარმომადგენელი - ი---- ფ---------–---–-;
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - გ------- ა----------;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-8 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ე------------ ქუჩაზე გვირაბული მეთოდით ხაზობრივი ნაგებობის განთავსება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის მოწყობა.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N--- ბრძანება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,თ--–---ს” წერილობითი მოთხოვნა და გაიცა თანხმობა ქ. თბილისში, ლ----–------------------ ქუჩის მიმდებარედ, ელ. მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებისათვის, N1 დანართში მონიშნული სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით და N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. აღნიშნული N2 დანართის მე-8 პუნქტის თანახმად, დადგინდა პროექტით და სააგენტოს გადაწყვეტილების N1 დანართში განსაზღვრულ მონაკვეთში ქსელის მოწყობის განხორციელება გვირაბული მეთოდით. სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება მიღებულია ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის (ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები) პირველი ნაწილის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ქუჩის გადაკვეთა შესაძლებელია მოხდეს გვირაბული მეთოდით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. მითითებული ნორმებიდან ცხადია, რომ კანონის თანახმად, გვირაბული მეთოდით ქსელის მოწყობა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ქუჩის გადაკვეთისას და არა მთლიან სამუშაო მონაკვეთზე. მოცემულ შემთხვევაში, საერთო სიგრძე შეადგენს 336 მეტრს და ტექნიკურადაც შეუძლებელია გვირაბული მეთოდით სამუშაოების ჩატარება, ხოლო იმისათვის, რომ პირს დაეკისროს კანონით განსაზღვრულზე განსხვავებული სამუშაოს შესრულების პირობა (გვირაბული მეთოდით ქსელის მოწყობა მთელ სიგრძეზე), კანონის თანახმად დასაბუთებული უნდა იყოს აღნიშნული პირობის დაწესების აუცილებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და დასაბუთების გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად ლახავს სს „თ--–---ს”, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის ინტერესს და ზიანს აყენებს მას. აღნიშნული იმაში გამოიხატება, რომ ხაზობრივი ნაგებობის მთელ სიგრძეზე გვირაბული მეთოდით განთავსებისას, გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რასაც გასწევდა კომპანია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოები შესრულდებოდა ხელით თხრილის გათხრით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით. სადავო აქტი გასაჩივრებული იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2017 წლის 29 მარტს, სს „თ--–--მა” Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებ: ქ-----------------ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 03 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „თ--–---ს” წერილობითი მოთხოვნა და გაიცა თანხმობა ქ. თბილისში, ქ-----------------ის მიმდებარედ, ელ. მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების განხორციელებისათვის, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით და N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. აღნიშნული N2 დანართის მე-10 პუნქტი თანახმად, მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე უნდა მოეწყოს ახალ 3სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილი იქნას არსებულ ბორდიულის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლიანი ქვიშა-ხრეშოვანი დამუშავებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილების N2 დანართი მიღებულია სააგენტოს მიერ „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომ რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის (ხაზობრივი ნაგებობის განთავსების პირობები დ შეზღუდვები) პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში (სხვა შესაბამისი პირობებით), ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელ დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა. მითითებული ნორმებიდან ცხადია, რომ კანონის თანახმად, გათხრითი სამუშაოების წარმოებისას ტროტუარი აღდგენილ უნდა იქნეს თხრილის ფარგლებში, ხოლო იმისათვის, რომ პირს დაეკისროს კანონით განსაზღვრულ განსხვავებული სამუშაოს შესრულების პირობა (ტროტუარის მთლიან ფართზე მოეწყოს ახალი ასფალტის საფარი), კანონის თანახმად, დასაბუთებული უნდა იყოს აღნიშნული პირობის დაწესების აუცილებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და დასაბუთების გარეშე მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად ლახავს სს ,,თ--–---ს”, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის ინტერესს და ზიანს აყენებს მას. აღნიშნული გამოიხატება მასში, რომ ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობით, გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რასაც გასწევდ კომპანია იმ შემთხვევაში, თუ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ტროტუარი აღდგებოდა თხრილის ფარგლებში. სადავო აქტი გასაჩივრებული იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N--- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,თ--–---’’ (ს/ნ 2--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. სამართლებრივი ფორმა - სააქციო საზოგადოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 14.07.2015 წ. (ს.ფ. 49-50, ტ. I);
3.1.2. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 14 ნოემბრის N Q-------- გადაწყვეტილებით, განმცხადებელ სს ,,თ--–--ს’’ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელთა მიერ ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება ხდება ე------------ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე, რაც არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად. გამოსაყენებელ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა / ასფალტის საფარი როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე, არის ახალი მოწყობილი. შესაბამისად, ალტერნატიული პროექტის და დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, რომლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება მხოლოდ გვირაბული მეთოდის გამოყენებით, (როგორც ო------ გასწვრივ, ისე განივი კვეთისას, ასევე ლ----–----- ქუჩის განივი კვეთისას) ან სხვა ტრაექტორიით, ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, საკითხი განხილულ იქნება ხელახლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 14.11.2016 წ.ს NQ-------- გადაწყვეტილება. (ს.ფ. 25, ტ. I);
3.1.3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 20 იანვრის N Q-------- გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა განმცხადებელ სს ,,თ--–--ს’’ განცხადების განხილვაზე, ვინაიდან არ ამოიფხვრა სააგენტოს მიერ დადგენილი ხარვეზი და არ არის წარმოდგენილი ალტერნატიული პროექტის (საბურღი დანადგარის განთავსების ადგილების დატანით) და შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია, რომლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟი განხორციელდება მხოლოდ გვირაბული მეთოდის გამოყენებით (ეტაპებად, როგორც ო------ გასწვრივ, ისე განივი კვეთისას, ასევე ლ----–----- ქუჩის განივი კვეთისას), ახალმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 20.01.2017 წ. N Q-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 28, ტ I);
3.1.4. სს ,,თ--–--მა’’ 2017 წლის 5 ივნისს N Q-------- ელ. განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა მის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე (ქ. თბილისში, ლ----–------------------ ქუჩების მიმდებარედ) ელ. კაბელის მონტაჟისთვის მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებასთან (განივი კვეთა გვირაბული მეთოდით) დაკავშირებით თანხმობის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,თ--–--მა’’ 2017 წლის 5 ივნისს N Q-------- ელ. განცხადება. (ს.ფ.29 ტ. I);
3.1.5. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებელ სს ,,თ--–---ს’’ მოთხოვნა და მას მიეცა თანხმობა, განახორციელოს ქ. თბილისში, ლ----–------------------ ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით, საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. აქტი ძალაშია მისი გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილება და დანართები N1, N2 და N3 (ს.ფ. 30-34, ტ. I);
3.1.6. ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის წამყვანი ინჟინერის - ნ-----–--–----–---–ის 2017 წლის 14 ივლისის N0------- წერილის თანახმად, ლ----–-----ა და ო----------------------- საფუძველზე (თხრილის ფარგლებში) 109,6 კვ.მ ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებაა 6 926,81 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით თხრილის დამუშავება გვრიაბული მეთოდით (ე.წ. კროტით) ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 40 738,60 ლარი, დღგ-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა შეადგენს 33 811,80 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის წამყვანი ინჟინერის - ნ-----–--–----–---–ის 2017 წლის 14 ივლისის N0------- წერილი. (ს.ფ. 43-45 ტ. I);
3.1.7. 2017 წლის 10 ივლისს სს ,,თ--–---ს’’ წარმომადგენელმა N1---------------- და N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-8 პუნქტის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც დადგინდა ე------------ ქუჩაზე გვირაბული მეთოდით ხაზობრივი ნაგებობის განთავსება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 07.07.17 წ. ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 133-140, ტ. I);
- თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 132, ტ. I);
- 07.07.17 წ. ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 167-176, ტ. I);
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 166, ტ. I);
3.1.8. 2017 წლის 27 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა სს ,,თ--–---ს’’ N1---------------- და N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრებთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 27.07.2017 წ. სხდომის ოქმი (ს.ფ. 232-233, ტ.I);
3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–---ს’’ 2017 წლის 10 ივლისის N1---------------- და N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრები. ძალაში დარჩა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-8 პუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 09.2018 წ. N4-- ბრძანება (ს.ფ. 125-131, ტ. I);
3.1.10. 2017 წლის 29 მარტს სს ,,თ--–--მა’’ N Q-------- ელ. განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე,- ქ. თბილისში, ქ------- ქ----ის მიმდებარედ ელექტრო მომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 29 მარტს სს ,,თ--–--მა’’ N Q-------- ელ. განცხადება.( ს.ფ. 251. ტ I);
3.1.11. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებელ სს ,,თ--–---ს’’ მოთხოვნა და მიეცა თანხმობა, განახორციელოს ქ. თბილისში, ქ------- ქ----ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. აქტი ძალაშია მისი გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილება; დანართი N1, N2 და N3 (ს.ფ. 2511-255, ტ. I);
3.1.12. ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ტექნიკური დირექტორის მოადგილის - ზ---------–----ის 25.04.2017 წ. N0------- წერილის თანახმად, პროექტში გათვალსიწინებულია გ--------- ქ------- ქუჩებზე ტროტუარზე საკაბელო არხის მომზადება (სიგანე 0.4 მეტრი, ტროტუარის სიგანე - 1.5-2 მეტრი). ტროტუარებზე არსებული ასფალტის საფარი არ არის კარგ მდგომარეობაში ასფალტის საფარზე არის ნაკერები), რაც ნათლად ჩანს თანდართულ ფოტომასალაში. ხოლო N Q-------- გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის თანახმად მოთხოვნილია ტროტუარზე არსებული ასფალტის საფარის სრულ აღდგენა, რაც საგრძნობლად ზრდის პროექტის შესრულების ფინანსურ ხარჯებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ტექნიკური დირექტორის მოადგილის - ზ---------–----ის 25.04.2017 წ. N0------- მიმართვა (ს.ფ. 256, ტ. I);
3.1.13. ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის წამყვანი ინჟინერის - ნ-----–--–----–---–ის 2017 წლის 1 ივნისის N0------- წერილის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილებისთვის, ქ------- ქ----ში მდებარე კომერციული ფართის ელ. მომარაგებისთვის 100,85 სიგრძეზე ტროტუარზე 55 კვ.მ ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებაა 1738,02 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნით 100,85 კვ.მ ტროტუარის მთლიან ფართზე 125,34 კვ.მ ასფალტის საფარის მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4383,87 ლარს დღგ-ს ჩათვლით და მათ შორის სხვაობა შეადგენს 2645,85 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტექნიკური და საინვესტიციო საქმიანობის სამმართველოს ინვესტიციების სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის 2017 წლის 1 ივნისის N0------- წერილი. (ს.ფ. 266-268, ტ. I);
3.1.14. 2018 წლის 17 იანვარს სს ,,თ--–---ს’’ წარმომადგენელმა N2---------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-10 პუნქტის ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის მიღების ბარათი (ს.ფ. 244, ტომი I)
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 245-249, ტ. I);
3.1.15. 2018 წლის 5 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სს ,,თ--–---ს’’ N2---------------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 5 თებერვლის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ს.ფ. 290-291, ტ. I);
3.1.16. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის N--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–---ს’’ წარმომადგენლის ზ---- ბ------ს 2018 წლის 17 იანვრის N2---------------- ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-10 პუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 09.10.2018 წლის N--- ბრძანება (ს.ფ. 237-243, ტ. I);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სს ,,თ--–---ს” მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი”; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილება, 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანება და 2017 წლის 9 ოქტომბრის N--- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება)’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულება)’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) 2.1. მუხლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემა; ,,შ’’ ქვეპუნქტის თანახმად - მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
6.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესი’’, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია: ა) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), იმ ხაზობრივი ნაგებობის განთავსება, რომელიც საჭიროებს ტრანშეის მოწყობას; ბ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოება (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზისმოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). მე-4 პუნქტის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას, სააგენტო უფლებამოსილია ყველა საჭირო დოკუმენტაციის შექმნა/გაცემა განახორციელოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ასევე მოითხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს ინტერნეტ-საიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ იურიდიული ძალა ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ამ დადგენილებით გათვალისწინებული აქტების გამოცემისას, განმცხადებელს კანონმდებლობის ან/და ამ წესის შესაბამისად, დაუწესოს შეზღუდვები ან/და სხვა პირობები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით განსაზღვრულია ხაზოვანი ნაგებობის განთავსების პირობები და შეზღუდვები. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ 3.1. მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების / დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშა პროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა, დაადგენს ოქმს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას. დადგენილია ასევე, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. თუმცა, ამავე დროს კანონმდებლობა სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმცხადებელს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა დაუწესოს, თუმცა არა ყოველ ჯერზე, ნებისმიერ დროს, არამედ, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში და ისიც აუცილებლობიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მარტს სს,, თ--–--მა’’ №Q-------- ელექტრონული განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ქ------- ქ-----ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით, საჭირო გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე შესაბამისი თანხმობის გაცემა.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებელ სს ,,თ--–---ს’’ მოთხოვნა და მას მიეცა თანხმობა, განახორციელოს ქ. თბილისში, ქ------- ქ----ის მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტით (სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილებით) არ არის დასაბუთებული ქ. თბილისში, ქ------- ქ---ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგებისათვის საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების წარმოების მიზნით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვისას სრულყოფილად იქნა თუ არა შესწავლილი და გამოკვლეული საქმის გარემოებები. კერძოდ, როგორც აღინიშნა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ ტროტუარი უნდა აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაუწესოს სამუშაოთა წარმოების სხვა შეზღუდვა ან პირობა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ისე დაუწესა განმცხადებელს (სს ,,თ--–--ს’’) კანონისაგან განსხვავებული პირობა (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს ,,თ--–---’’) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება. აღნიშნულის დასაბუთებას კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ ასეთ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა სახეზეა გარემოება, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია - შესაბამისობაში არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მოთხოვნებთან, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნულის დასაბუთება ასევე არსებითი მნიშვნელობის მქონეა იმ თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, ასეთი სახით სამუშაოს შესრულების განსხვავებული პირობის დაწესება ხომ არ გამოიწვევს განმცხადებლის (სს ,,თ--–---’’) კანონიერი უფლებების არსებით ხელყოფას, რაც გამოიხატება განმცხადებლისათვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენებაში.
6.5. სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნია უფლებამოსილება ქ. თბილისში, ქ------- ქ----ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე სს ,,თ--–--ს’’ მისცეს შესაბამისი თანხმობა, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ კუთხით არ არის დასაბუთებული. კერძოდ, როგორც აღინიშნა იგი არ შეიცავს რაიმე სახის დასაბუთებას, თუ რა ისეთი სახის აუცილებლობა არსებობდა, რამაც გამოიწვია განმცხადებლისათვის (სს ,,თ--–---’’) კანონისაგან განსხვავებული პირობის დაწესება (მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა), არ არის მსჯელობა იმაზე, რომ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე რატომ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და რომ აღნიშნული შეზღუდვა გამოიწვევდა თუ არა პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვას. მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მიერ სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით (ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობა) გაწეული ხარჯის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ ხარჯს, რაც მათ მიერ გასაწევი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუკი ელექტრომამარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა იქნებოდა დადგენილი.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ხოლო ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქ.თბილისში, ქ------- ქ----ის მიმდებარედ მიუხედავად თხრილის ზომისა ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის მოწყობა,- როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღნიშნულ ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სს ,,თ--–---ს’’ მიერ ქ.თბილისში, ქ. თბილისში, ქ------- ქ----ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები ნაწარმოები იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილების შესაბამისად და აღნიშნული სამუშაოები დღეის მდგომარეობით უკვე დასრულებულია,- ბათილად ცნობილ ნაწილში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა განისაზღვროს მისი ბათილად ცნობის დღიდან.
ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც დადგენილი იქნა, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესისა’’ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების მოთხოვნათა დარღვევით და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, - შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N--- ბრძანება.
6.7. მოსარჩელე სს ,,თ--–---ს’’ სასარჩელო მოთხოვნას ასევე, წარმოადგენს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-8 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც დადგინდა ე------------ ქუჩაზე გვირაბული მეთოდით ხაზობრივი ნაგებობის განთავსება და ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–---ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი, 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების N2 დანართის მე-8 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
სასამრთლო მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ 3.1. მუხლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ თანხმობის მიღებისთვის დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მომსახურების / დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მუშა პროექტი, შეთანხმებული მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელებთან; გ) საპროექტო ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი (ბეჭდვითი და ელექტრონული ფორმით); დ) გამოსაყენებელი ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/მასალის წარმოდგენა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად განიხილავს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხსა და თანხმობის გაცემის შემთხვევაში, იმ პირობების/შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელიც უნდა შეასრულოს განმცხადებელმა, და ადგენს ოქმს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმით განსაზღვრული პირობების მხედველობაში მიღებით სააგენტო გამოსცემს აქტს: ა) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის შესახებ; ბ) ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზნით საჭირო სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემაზე უარის შესახებ.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ მე-4 მუხლით კონკრეტულად არის განსაზღვრული ის პირობები და შეზღუდვები, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ხაზოვანი ნაგებობის განთავსებისას.
მითითებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსებაზე თანხმობის გასაცემად უფლებამოსილ ადმინსიტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად გააჩნია შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხაზობრივ ნაგებობიეს მონტაჟთან დაკავშირებულ სამუშაოთა თვისებურებებისა და მახასიათებლის მხედველობაში მიღებით შეაფასოს ხაზობრივი ნაგებობის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი, რა მიზნითაც მან ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წრამომადგენელთან ერთად უნდა შეისწავლოს როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის დათვალიერების შედეგები.
დადგენილია, რომ სს ,,თ--–--მა’’ 2017 წლის 5 ივნისს N Q-------- ელ. განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა მის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე (ქ. თბილისში, ლ----–------------------ ქუჩების მიმდებარედ) ელ. კაბელის მონტაჟისთვის მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებასთან (განივი კვეთა გვირაბული მეთოდით) დაკავშირებით თანხმობის გაცემა.
დადგენილია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებელ სს ,,თ--–---ს’’ მოთხოვნა და მას მიეცა თანხმობა, განახორციელოს ქ. თბილისში, ლ----–------------------ ქუჩის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით, საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
6.8. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებაზე (მშენებლობისთვის განკუთვნილი დროებითი ღობის მოწყობა, შენობის ფასადის სამუშაოებისთვის დროებითი ხარაჩოს მოწყობა, გზის მოწყობა, ტროტუარის მოპირკეთება) ან/და სხვა სახის თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შემოწმების შედეგად, მას გააჩნია უფლებამოსილება ქ. თბილისში, ლ----–------------------ ქუჩების მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების განხორციელებაზე სს ,,თ--–--ს’’ მისცეს შესაბამისი თანხმობა.
6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამათლებრივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისში, ლ----–------------------ ქუჩების მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გადათხრითი სამუშაოების წარმოების საშუალებად განისაზღვრა გვირაბული მეთოდი, ეფუძნება დამკვეთის მიერ წარდგენილ განცხადებას. მოსარჩელე მხარე განცხადებაში თანხმობის მოპოვებას ითხოვდა ხაზობრივი ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებით, ხოლო საპროექტო მონაკვეთში ქსელის მოწყობის საშუალებად უთითებდა გვირაბულ მეთოდს. შესაბამისად, ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სს ,,თ--–---ს’’ მოთხოვნის ფარგლებში. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით შეაფასა, თუ რამდენად დასაშვები იყო ხაზობრივი ნაგებობის განთავსება გვირაბული მეთოდით და ამის შემდეგ მისცა მოსარჩელე მხარეს თანხმობა წარდგენილი პროექტით და გადაწყვეტილების N1 დანართში მითითებულ მონაკვეთში გვირაბული მეთოდით ქსელის მოწყობაზე.
6.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ხოლო ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სახეზე არ არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, არ არის სახეზე კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და პირის კანონიერი ინტერესის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო გადაწყვეტილებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,თ--–---ს’’ სასარჩელო განცხადება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არის უსაფუძვლო და არ არსებობს ამ მიმართებით მოსარჩელის არგუმენტების გაზიარებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილება, ასევე კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს ,,თ--–---ს’’ ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 08 ივნისის N Q-------- გადაწყვეტილების დანართი N2-ის მე-8 პუნქტი, რამდენადაც სახეზე არ არის სადავო ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 ოქტომბრის N4-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გაერთიანებულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ჯამში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სს ,,თ--–---ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე - სს ,,თ--–---ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ--–---ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 17 წლის 3 აპრილის N Q-------- გადაწყვეტილების №2 დანართის მე-10 პუნქტი, ქ. თბილისში, ქ------- ქ----ის მიმდებარედ მიუხედავად თხრილის ზომისა, ტროტუარის მთლიან ფართზე ახალი ასფალტის საფარის მოწყობის ნაწილში. ბათილად ცნობილ ნაწილში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა განისაზღვროს მისი ბათილად ცნობის დღიდან;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 ოქტომბრის N--- ბრძანება სს ,,თ--–---ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
4. სს ,,თ--–---ს’’ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. მოპასუხეებს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე - სს ,,თ--–---ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი