გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12003-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შ-- „ე----- კ-------- +-
წარმომადგენელი - ნ---- ბ------–---–ი
მოპასუხეები - ა-–---------- ც-–--–---–ი, დ----- ბ------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- ც-–--–---–სა და დ----- ბ------ეს სოლიდარულად შ-- "ე----- კ-------- +--ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 4952 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- ც-–--–---–სა და დ----- ბ------ეს სოლიდარულად შ-- "ე----- კ-------- +--ის სასარგებლოდ სარგებლის 2583.29 აშშ დოლარის გადახდა.
1.3. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- ც-–--–---–სა და დ----- ბ------ეს სოლიდარულად ჯარიმის 30 აშშ დოლარის შ-- "ე----- კ-------- +--ის სასარგებლოდ გადახდა;
1.4. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- ც-–--–---–სა და დ----- ბ------ეს სოლიდარულად შ-- ე----- კ-------- +--ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 1415.7 აშშ დოლარის გადახდა;
1.5. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- ც-–--–---–სა და დ----- ბ------ეს სოლიდარულად შ-- "ე----- კ-------- +--ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის, ჯამში 50 ლარის გადახდა;
1.6. დაეკისროთ მოპასუხეებს ა-–---------- ც-–--–---–სა და დ----- ბ------ეს სოლიდარულად შ-- "ე----- კ-------- +--ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100 ლარის გადახდა;
მოსარჩელემ მოითხოვა გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის 50,00 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის 200,00 ლარის ანაზღაურება, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
2017 წლის 10 იანვარს შ-- "ე----- კ-------- +--სა და ა-–---------- ც-–--–---–ს შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №---------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5654 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს, 410 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველი თვის 10 რიცხვში.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - „ჰ------ რ------–---ი“.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით აგრეთვე უზრუნველყოფილია დ----- ბ------ის სოლიდარული თავდებობით. აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ზღვრული თანხით - 18 000 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარის ოდენობით: გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2-------– შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზე 2-------– დაიწყო სააღსრულებო წარმოება (იძებნებოდა ავტომობილი), თუმცა ვერ მოხერხდა მისი მოძიება.
სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეებს შ-- "ე----- კ-------- +--ის სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ სესხის ძირითადი თანხა 4952 აშშ დოლარი; ვინაიდან სესხი 2017 წლის 10 ივლისიდან ვადაგადაცილებაშია, მოპასუხეებს შ-- "ე----- კ-------- +--ის სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ (2017 წლის 10 ივლისის და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვისათვის) სესხის დარჩენილი ნაწილის 5%, რაც შეადგენს 247.6 აშშ დოლარს. შესაბამისად, ვინაიდან ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 10 თვე (1-------------------- და 13 კალენდარული დღე), დარიცხული სარგებელი შეადგენს 2583.29 აშ დოლარს (247.6X10 +13 დღის სარგებელი 107.29 აშშ დოლარი); მოპასუხეებს შ-- "ე----- კ-------- +--ის სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ - 30 აშშ დოლარის გადახდა ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით გადაცილებისთვის; სესხი მოპასუხეებს შ-- "ე----- კ--------+--ის სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი სესხის 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 495 აშშ დოლარს და რაც 5-ჯერ შემცირებულია ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესი მოითხოვს). ვინაიდან 2017 წლის 11 ივლისიდან სარჩელის წარდგენამდე გასულია 285 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 1415.7 აშშ დოლარს (286X4.95).
ხელშეკრულების 8.12 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დ----- ბ------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სესხის სარგებლის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ასევე არაგონივრულია პირგასამტეხლო. მოპასუხე არ დაეთანხმა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
მოპასუხე ა-–---------- ც-–--–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. მას სარჩელისა და სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-ე - 78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 10 იანვარს შ-- "ე----- კ-------- +--სა და ა-–---------- ც-–--–---–ს შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №--------, რომლის საფუძველზე გაფორმებული შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ (№--------) ა-–---------- ც-–--–---–ს სესხად გადაეცა 5654 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.
მსესხებელს 24 თვის ვადაში ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა სესხის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 19-24, 25-27).
3.1.2. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მესამე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 21-დან 30 კალენდარული დღის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ჯარიმის 30 აშშ დოლარის გადახდა.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, აღნიშნულ ჯარიმასთან ერთად მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0,5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 19-24, 25-27).
3.1.3. ა-–---------- ც-–--–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად დ----- ბ------ესა და შ-- „ე----- კ-------- +--ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა დ----- ბ------ემ იკისრა მსესხებელსა და კ--------ორს შორის გაფორმებული №-------- საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გადახდა. თავდებობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 18000 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 33-34).
3.1.4. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგასამტეხლო, ჯარიმა, გირავნობის საგნის მოვლა-შენახვის (როცა აღნიშნული ხორციელდება მაგირავნის მიერ), დაზღვევის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, გამსესხებლის იურიდიულ მომსახურების ხარჯები და სხვა ხარჯების ანაზღაურების (შემდგომში „უზრუნველყოფილი მოთხოვნა“) უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალება, მახასიათებლებით: სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი: მარკა-მოდელი - “ჰ------ R--------”, სარეგისტრაციო ნომერი C------, რეგისტრაციის მოწმობა A--------, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: 2----------------.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენდა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნეელყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
ხელშეკრულების 6.9. პუნქტის თანახმად, მოგირავნისათვის გირავნობის, საგნის იძულებით წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრებოდა მსესხებელს/დამგირავებელს.
2017 წლის 10 იანვარს გაფორმებული საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №-------- ხელშეკრულების ფარგლებში, გირავნობის საგანზე გირავნობის მოწმობის საფასურად 2017 წლის 28 დეკემბერს შ-- „ე----- კ--------ის +--ის მიერ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ გადახდილია 50,00 ლარი.
გირავნობის მოწმობის საფუძველზე, შ-- „ე----- კ-------- +--მა კერძო აღმასრულებელ ნ---- ნ-–--–-–---–თან 2017 წლის 01 ივლისს გააფორმა სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კერძო აღმასრულებლის სასარგებლოდ მოსარჩელემ 2018 წლის 12 იანვარს გადაიხადა 100,00 ლარი.
კ--------ორმა ვერ მოიძია ავტომობილი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
გირავნობის მოწმობა №------ (ს.ფ. 35); საგადახდო დავალება №---------- (ს.ფ. 39).
განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ. 40); 2017 წლის 01 ივლისის ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ (ს.ფ. 41-45); საგადახდო დავალება №---------- (ს.ფ. 46).
3.1.5. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.12 პუნქტისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების 3.8 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 19-24, 25-27).
სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 33-34).
3.1.6. 2018 წლის 23 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის ა-–---------- ც-–--–---–ის დავალიანება №-------- საკ--------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 4 952 აშშ დოლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 101).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 48).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 23 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის ა-–---------- ც-–--–---–ის დავალიანება №-------- საკ--------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის საპროცენტო სარგებლის სახით შეადგენს 2583,29 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 1445,7 აშშ დოლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 48).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შ-- „ე----- კ-------- +--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველო სამოქალაქო კოდექსის მე-10, 54-ე, 325-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ შ-- შ-- „ე----- კ-------- +--სა და ა-–---------- ც-–--–---–ს შორის 2017 წლის 10 იანვარს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა 5654 აშშ დოლარი. სესხით სარგებლობისათის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 5%-ით. ასევე, დადგენილია, რომ მსესხებელს ვალდებულება არ შეუსრულებია.
ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული სესხის ძირი თანხის 4 952 აშშ დოლარის დაბრუნება. აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი, რაც სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
მოცემულ შემთხვევაში, შ-- „ე----- კ-------- +- ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა, რომლის მიერ განისაზღვრა სესხის სარგებელი ყოველთვიური 5%, რაც წლიური 60 პროცენტია.
მართალია, ა-–---------- ც-–--–---–ი ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა ამ პირობებს, მაგრამ გამსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობები იმთავითვე განესაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გამსესხებელს არ გაუთვალისწინებია. გამსესხებელმა უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი (წლიური 60%) დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში.
სასამართლო საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა, რაც ცხადჰყოფს, რომ სარგებლის მიმღები, შ-- „ე----- კ-------- +- მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რამდენადაც მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები, რითაც მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ამგვარი ვითარების შეფასების კრიტერიუმად საქართველოს უზენაესი სასამართლო იყენებს კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანის მიერ ვითარების გონივრულად განსჯას, რის შემდეგაც სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას, ყველა კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა (იხ, სუსგ, ა--------------, 2015 წლის 28 ივლისი).
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმების მე-3 პუნქტი, რომლითაც გამსესხებელმა სესხით სარგებლობისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, რამდენადაც გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილების გარეშეც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შ-- „ე----- კ-------- +--სა და ა-–---------- ც-–--–---–ს შორის 2017 წლის 10 იანვარს გაფორმებული №-------- საკ--------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადაცემის შესახებ მხარეთა შეთანხმების მე-3 პუნქტი; სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გონივრულობის ფარგლებში, საპროცენტო სარგებლის ოდენობა აღნიშნული შეთანხმებებიდან გამომდინარე განისაზღვროს თვეში 2%-ით (წლიური 24%).
მოსარჩელე ითხოვს 10 თვისა და 13 კალენდარული დღის საპროცენტო სარგებლის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრებას. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ 2017 წლის 10 იანვარს გაფორმებული №-------- საკ--------ო ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული სესხის გადაცემის შესახებ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის ოდენობა განსაზღვრა თვეში 2%-ით, შ-- „ე----- კ-------- +--ის სასარჩელო მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: აღნიშნულ პერიოდში დარიცხული სარგებლის ოდენობა სასამართლოს მიერ განსაზღვრული პროცენტის ოდენობის მიხედვით შეადგენს 99,04 აშშ დოლარს თვეში, ჯამში 10 თვესა და 13 კალენდარულ დღეზე - 1033,3 აშშ დოლარს. მოპასუხე ა-–---------- ც-–--–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის თანხის 1033,3 აშშ დოლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კ--------ის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კ--------ორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კ--------ორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კ--------ორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1445,7 აშშ დოლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებით და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 500 აშშ დოლარით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კ--------ორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კ--------ორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ-- „ე----- კ-------- +--სა და დ----- ბ------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებმა კ--------ორის წინაშე იკისრა მსესხებლის ა-–---------- ც-–--–---–ის მიერ კ--------ორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
თავდების თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 18000 აშშ დოლარით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება. მსესხებლის დავალიანება შ-- „ე----- კ-------- +--ის წინაშე შეადგენს 6485,3 აშშ დოლარს. მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს 6485,3 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის (18000 აშშ დოლარის) ფარგლებში.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.12 პუნქტისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების 3.8 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ შ-- „ე----- კ--------+--ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის 50,00 ლარის გადახდა, ასევე გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100,00 ლარის გადახდა.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილის 126,15 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 399,62 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შ-- „ე----- კ--------ი +--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ა-–---------- ც-–--–---–სა და დ----- ბ------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა 4952 აშშ დოლარი; სარგებელი - 1033,3 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი და ჯარიმა - 30 აშშ დოლარი.
3. მოპასუხეებს დაეკისროთ გირავნობის მოწმობის საფასურის 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 126,15 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.
5. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2--------- წელს საგადახდო დავალება #---------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 661.96 ლარიდან - 399,69 ლარი.
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე