გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002481445
საქმე №2/1846-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.05.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ნა---–---------–----ე;
წარმომადგენელი- მა-----------ე-კო--–----ე;
მოპასუხე - ალ---------ე ხ------–--ე;
წარმომადგენელი- ნო-----------–------ე;
დავის საგანი - მეუღლეთა საერთო საკუთრების რეალიზაციით მიღებული თანხიდან წილის კომპენსაციის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნა---–---------–----ის სასარგებლოდ მოპასუხე ალ---------ე ხ------–--ეს დაეკისროს 5000 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1993 წლის 24 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ალ---------ე ხ------–--ესთან. თანაცხოვრების პერიოდში 2014 წლის 17 ივლისს ალ---------ე ხ------–--ესა და ხვ-------------ეს შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად გამსესხებელს/იპოთეკარს წარმოადგენს ალ---------ე ხ------–--ე, ხოლო მესაკუთრე/მსესხებელს ხვ-------------ე. ხელშეკრულების საფუძველზე ალ---------ე ხ------–--ემ სესხი 10000 აშშ დოლარის ოდენობით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად 17 580 ლარი გადასცა ხვ-------------ეს. ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად 2014 წლის 17 ივლისს გაცემული სესხის ვადა გაგრძელდება ორი წლით, 2018 წლის 17 ივლისის ჩათვლით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ალ---------ე ხ------–--ის მიერ მსესხებლისათვის გაცემული სესხი 10 000 აშშ დოლარის ოდენობით წარმოადგენს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში აშენებული სახლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხას. საიდანაც მისი წილი შეადგენს 5000 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ალ---------ე ხ------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, და განმარტა, რომ მოსარჩელე ნა---–---------–----ესთან იმყოფებოდა ქორწილებაში 1993 წლიდან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი და---- ხ------–--ე და კო----------- ხ------–--ე. 2005 წლიდან ნა---–---------–----ესთან თანაცხოვრება შეწყვეტილი აქვს და რეგისტრირებულ ქორწინებაში აღარ იმყოფებიან. შექმნა მეორე ოჯახი.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხა 10000 აშშ დოლარი წარმოადგენდა პირად კუთვნილ თანხას. თანაცხოვრების პერიოდში აშენებული საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ. ქუთაისი, წე------–----------- ა-ში შეთანხმების საფუძველზე გაყიდეს 2014 წელს 51000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხიდან 24000 აშშ დოლარით დაიფარა სს „ჯე----------–-ს“ სესხი, ხოლო 2000 აშშ დოლარით დაიფარა კერძო პირის ან-------------–--ის სესხი, რაც მეუღლეთა მიერ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ვალს წარმოადგენდა. დარჩენილი 25000 აშშ დოლარიდან მოსარჩელეს გადასცა თავისი წილი 13000 აშშ დოლარი, დედის-მა-----------ე-კო--–----ის თანდასწრებით, რითაც ნა---–---------–----ემ მიიღო თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან კუთვნილი წილი. აღნიშნული თანხით მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ახ--–-------------------------. 10000 აშშ დოლარი წარმოადგენს მის საკუთრებას და აღნიშნული თანხიდან ნა---–---------–----ეს წილი არ ეკუთვნის.
2005-2012 და 2015-2017 წლებში ნა---–---------–----ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, აღნიშნული დროიდან ისინი ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე პერიოდულად აგზავნიდა თანხებს, რაც ხმარდებოდა მათი შვილების სწავლას. გარკვეული პერიოდი ნა---–---------–----ე არ მუშაობდა და ბინის ქირავნობის თანხას 300-400 ევროს ოდენობით თავად უგზავნიდა. აღნიშნული თანხა 1400 აშშ დოლარი ისესხა ან-------------–--ისაგან. ნა---–---------–----ე საქართველოში დაბრუნდა ნერვული დაავადებით და ესაჭიროებოდა მკურნალობა, რის გამოც 2017 წელს სს „მისო კრისტალიდან“ გამოიტანა სესხი 11000 ლარი, რის გადახდაც თავად უზრუნველყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნა---–---------–----ე 1993 წლის 24 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ალ---------ე ხ------–--ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების მოწმობა #6----------;
3.1.2. ნა---–---------–----ეს და ალ---------ე ხ------–--ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 1994 წლის 09 იანვარს დაბადებული და---- ხ------–--ე და 1998 წლის 06 თებერვალს დაბადებული კო----------- ხ------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, 2019 წლის 15 იანვარს მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით. მოპასუხე ალ---------ე ხ------–--ემ შექმნა მეორე ოჯახი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- განქორწინების მოწმობა 6----------;
3.1.4. მოსარჩელე ნა---–---------–----ე ამჟამად არ მუშაობს და ცხოვრობს დედასთან ერთად ქ. ქუთაისში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.5. 2014 წლის 01 ივლისის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად ალ---------ე ხ------–--ემ ხვ-------------ეს გადასცა 10 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2014 წლის 01 ივლისის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მტკიცებით, ალ---------ე ხ------–--ის მიერ ხვ-------------ისათვის გადაცემული სესხის თანხა 10 000 აშშ დოლარი წარმოადგენს ნა---–---------–----ის და ალ---------ე ხ------–--ის მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას. ასევე 2015-2017 წლებში მოსარჩელე იმყოფებოდა საზღვარგარეთ და სისტემატიურად აგზავნიდა თანხას მეუღლის ალ---------ე ხ------–--ის სასარგებლოდ.
ნა---–---------–----ის სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გასხვისებით მიღებული თანხიდან -10000 აშშ დოლარიდან, რომელიც მოპასუხემ სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მსესხებელს ხვ-------------ეს, წარმოდგენს მეუღლეთა თანასაკუთებას და თანხის ½ ნაწილი - 5000 აშშ დოლარი ეკუთვნის მოსარჩელე ნა---–---------–----ეს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2.2. მოსარჩელე მხარის აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და განმარტავს, რომ ქორწინების პერიოდში აშენებული საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ. ქუთაისში, წე------–-------------ში შეთანხმების საფუძველზე გაყიდეს 2014 წელს, 51000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხიდან 24000 აშშ დოლარით დაიფარა სს „ჯე----------–-ს“ სესხი, ხოლო 2000 აშშ დოლარით დაიფარა კერძო პირის ან-------------–--ის სესხი, რაც მეუღლეთა მიერ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ვალს წარმოადგენდა. დარჩენილი 25000 აშშ დოლარიდან მოსარჩელეს გადასცა თავისი წილი 13000 აშშ დოლარი, დედის-მა-----------ე-კო--–----ის თანდასწრებით, რითაც ნა---–---------–----ემ მიიღო თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონებიდან კუთვნილი წილი. აღნიშნული თანხით მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, ახ--–-------------------------. 10000 აშშ დოლარი წარმოადგენს მის საკუთრებას და აღნიშნული თანხიდან ნა---–---------–----ეს წილი არ ეკუთვნის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნა---–---------–----ემ ვერ შეძლო მტკიცების საგანში (სადავო ნაწილი) შემავალი გარემოებების დადასტურება. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს, 10000 აშშ დოლარიდან 5000 აშშ დოლარის ნა---–---------–----ისადმი კუთვნილებას, უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელეს. ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გასხვისებით მიღებული თანხიდან -10000 აშშ დოლარიდან, რომელიც მოპასუხემ სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მსესხებელს ხვ-------------ეს, წარმოდგენს მეუღლეთა თანასაკუთებას და თანხის ½ ნაწილი - 5000 აშშ დოლარი ეკუთვნის მოსარჩელე ნა---–---------–----ეს არ დგინდება. მოპასუხე მხარემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნა---–---------–----ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (რუიზ ტორიჰა ესპანეთის წინააღმდეგ RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158.1. მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159.1. მუხლის თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოსარჩელემ მოითხოვა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გასხვისებით მიღებული თანხიდან -10000 აშშ დოლარიდან ½ ნაწილის - 5000 აშშ დოლარის მოპასუხეზე დაკისრება.
6.3. საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს.
მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით. მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნა---–---------–----ე და ალ---------ე ხ------–--ე 1993 წლის 24 აპრილიდან 2019 წლის 15 იანვრამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი და---- ხ------–--ე და კო----------- ხ------–--ე. მხარეები 2005 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ.
უდავოა, რომ ქორწინების პერიოდში შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისში, წე------–-----------ა, რომლის რეალიზაცია განხორციელდა 2014 წელს, 51000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხიდან მოპასუხე ალ---------ე ხ------–--ემ მოსარჩელე ნა---–---------–----ეს გადასცა 13000 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხით მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, ახ--–-------------------------. ნა---–---------–----ის კუთვნილის წილის - 13000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი სასამართლოს სხდომაზე დადასტურებულ იქნა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას და პოზიციას, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრებას იმაზე მითითებით, რომ 2014 წლის 01 ივლისის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ხვ-------------ეზე გადაცემული თანხა 10000 აშშ დოლარი წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას. ეს გარემოება მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, შესაბამისად არ შეიძლება განხილულ იქნეს მეუღლეთა საერთო საკუთრებად და შესაბამისად მისი ½ წილის მოსარჩელე ნა---–---------–----ისათვის მიკუთვნების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოსარჩელემ ვერ შეძლო სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დაედასტურებინა მეუღლეთა საერთო საკუთრების რეალიზაცით მიღებული თანხიდან კუთვნილი წილის მიუღებლობის ფაქტი, უფრო მეტიც მოსარჩელის წარმომადგენმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საერთო უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხიდან 13000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. ასევე მოსარჩელის მიერ დადასტურებულ ვერ იქნა, რომ მოპასუხის მიერ 2014 წლის 01 ივლისის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელ ხვ-------------ეზე გაცემული 10000 აშშ დოლარი წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად კი სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სსკ 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნა---–---------–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნა---–---------–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე