გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/31709-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ა-----–ი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს „ტ--------ი“
წარმომადგენელი - ლ---- ჩ------ე
მოპასუხეები - ი---- ჯ--------ა, ზ---- მ----–--ა
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი---- ჯ--------ასა და ზ---- მ----–--ას სს "ტ--------ის“ სასარგებლოდ №------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 9043 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 7711,82 ლარი, პროცენტი - 658,92 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 672,26 ლარი;
1.2. ი---- ჯ--------ასა და ზ---- მ----–--ას სს "ტ--------ის“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროთ 2--- წლის 16 ოქტომბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) საბ---ო კრედიტის №------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ძირ თანხაზე - 7711,82 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 109,25 ლარს (არაუმეტეს 1311 ლარი).
სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს სს "ტ--------სა" (ყოფ. სს "კ---------------- ბ---ი") და ი---- ჯ--------ას შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8670 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 17%-ს, მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, კერძოდ, ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 10 ლარს, ასევე 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 14 ნოემბერს სს "ტ--------სა" და ზ---- მ----–--ას შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებება, რომლის საფუძველზე თავდებმა, სსკ-ის 895-ე მუხლის შესაბამისად, იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხად განისაზღვრა 11127,94 ლარი.
2--- წლის 16 ოქტომბრის (დავალიანების ცნობის თარიღი) მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 9043 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 7711,82 ლარი, პროცენტი - 658,92 ლარი, ჯარიმა - 672,26 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში (იხ, შესაგებელი, ს.ფ. 75; იხ, 2--- წლის 03 ა-----–ის სასამართლო სხდომის ოქმი, 1-------).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ტ--------სა“ და ი---- ჯ--------ას შორის 2017 წლის 14 ნოემბერს დაიდო საბ---ო კრედიტის №-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8670 ლარის ოდენობით.
წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.00 %-ით, კრედიტის ვადა 1--------- წელი. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 21-34).
3.1.2. საბ---ო კრედიტით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 ნოემბერს სს “ტ--------სა“ და ზ---- მ----–--ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბ---სა და მსესხებელს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე.
თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 11 127,94 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 38-43).
3.1.3. 2--- წლის 16 ოქტომბრის (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) მდგომარეობით საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 7711,82 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2--- წლის 03 ა-----–ის სასამართლო სხდომის ოქმი, 1-------).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 36).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 37).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2--- წლის 16 ოქტომბრის (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) მდგომარეობით საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება სესხის პროცენტის სახით შეადგენს 658,92 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 672,26 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 36).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “ტ--------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს “ტ--------სა“ და ი---- ჯ--------ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 8670 ოდენობით, რაც მსესხებელმა ი---- ჯ--------ამ აითვისა.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატ---იალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა გამოიყენეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნეს სს „ტ--------ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის 7711,82 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ი---- ჯ--------ას სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 658,92 ლარის გადახდა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტ---ესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტებით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება.
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის წლიური 17%-ის ოდენობით. სს „ტ--------მა“ კრედიტით გაცემული ძირითადი თანხიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ კრედიტით გაცემით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე ლეგიტიმურია და მოვალე ი---- ჯ--------ას კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2--- წლის 16 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე კრედიტის გადაუხდელ ძირითად თანხაზე 7711,82 ლარზე წლიური 17%, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა და არაუმეტეს 1311 ლარისა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ ი---- ჯ--------ამ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს და მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 672,26 ლარის გადახდა.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული პირგასამტეხლო 672,26 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ტ--------სა“ და ზ---- მ----–--ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებმა კრედიტორის წინაშე იკისრა მსესხებლის ი---- ჯ--------ას მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თავდების თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 11127,94 ლარით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა ი---- ჯ--------ამ არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება 9043 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სს „ტ--------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9043 ლარის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის, 11127,94 ლარის ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ სარჩელის 7711,82 ლარის ნაწილში ცნობის გამო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი - 231,35 ლარი; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 79,27 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „ტ---ა ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ი---- ჯ--------ასა და ზ---- მ----–--ას სს "ტ---ა ბ---ის“ სასარგებლოდ №------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროთ 9043 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 7711,82 ლარი, პროცენტი - 658,92 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 672,26 ლარი;
3. ი---- ჯ--------ასა და ზ---- მ----–--ას სს "ტ---ა ბ---ის“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 2--- წლის 16 ოქტომბრიდან დაეკისროთ ძირ თანხაზე - 7711,82 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 17% სარგებლის გადახდა.
4. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 79,27 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
5. დაუბრუნდეს მოსარჩელეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 310,62 ლარიდან 231,35 ლარი (გადამხდელი სს „ტ---ა ბ---ი“; თარიღი 2-----2---; საკრედიტო საგადახდო დავალება №--).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე