განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
330100119002940257
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: გ------- შ---------

ადვოკატი: ზ---- ნ-------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: გ------- ჯ-----–---–ი

მამის სახელი: ა-–----------

დაბადებული: 2---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------–---–-------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 10.03.2019წ. 01:15 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ------- ჯ-----–---–ის მიმართ, საქრთველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: გ------- ჯ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის, ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 10 მარტს, ქ. თბილისში, ვ----–-----------------------------ში მდებარე რესტორან ,,ს----------“ ,,მ------–--“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი გ------- ჯ-----–---–ი, დაცვის და ს----------–-------–-–----------–------–--- აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული შსს-ს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–-----------------------------------------–--------------------------–------------–----–-- პატრულ-ინსპექტორების გ------- ც-------ის და დ----- კ--–----–-–--ის კანონიერ მოთხოვნაზე, დამშვიდებულიყო და დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, პატრულ-ინსპექტორ გ------- ც-------ეს მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ უკბინა მარცხენა ფეხზე, რა დროსაც გ------- ც-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ჯ-----–---–მა ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის, ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა.

სასამართლოსLOმიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გ------- ჯ-----–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ------- ჯ-----–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით გ------- ჯ-----–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს - ჯარიმას 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით გ------- ჯ-----–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 03(სამი) წელი და 06(ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილობრივ დაემატოს 01(ერთი) წელი და 06(ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5-8 ნაწილების საფუძველზე, სრულად დაემატოს დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ჯ-----–---–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- ჯ-----–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 10 მარტის 01 საათი და 15 წუთიდან.

გ------- ჯ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე