განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ვ---- ა-–-----–---–-
ადვოკატი: მ------ ქ-----
ს/ს საქმე №1-----------
ბრალდებული: თ----- გ--–--–---–ი
მამის სახელი: ე-------
დაბადებული: 2---------–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის დროისათვის)
რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ვ--------------------------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ--–-----------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, თ----- გ--–--–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: თ----- გ--–--–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წელს, ს-------–------------–---–------------------ ,,ვ-----“ რექტორმა თ----- გ--–--–---–მა, გააჩნდა რა ხსენებული უნივერსიტეტის ცარიელი ბლანკები და შესაბამისი ბეჭედი, გარკვეული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ზ------ ა-----ის სახელზე შედგენილი ყალბი დიპლომი, რომელშიც მიუთითა თითქოსდა ს--–---–------------------ ,,ვ-----“ იურიდიული ფაკულტეტის 2----–-–---------–---- გადაწყვეტილებით, ზ------ ა-----ს მიენიჭა იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ამასთან, თ----- გ--–--–---–მა სასწავლებლის იმჟამინდელი დ------ - ნ--- ჭ----ის მაგივრად, პირადად მოაწერა ხელი გაყალბებულ დიპლომს და იმავე პერიოდში გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაასაღა ზ------ ა-----ზე. 2016 წელს, თ----- გ--–--–---–მა იმავე ხერხით დაამზადა და გ---- ქ-------ზე გაასაღა ყალბი დიპლომი, რომელიც თითქოსდა ადასტურებდა, რომ გ---- ქ-------ს მინიჭებული ქონდა უნივერსიტეტ ,,ვ-----“ სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მანვე, 2017 წლის ივნისის თვეში ანალოგიურად დაამზადა და ლ---- ხ----–--–--აზე და ა-–---------- ა------ზე გაასაღა უნივერსიტეტ ,,ვ-----“ ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დამთავრების შესახებ. თ----- გ--–--–---–ის მიერ დამზადებული ყალბი დიპლომები ხსენებულმა პირებმა 2016 და 2017 წლებში წარადგინეს ს----------–-----------–------------------ დაქვემდებარებულ შესაბამის ს-------------–--–--–-.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით და ამოღებული დოკუმენტებით, მიმართვის წერილებით ს----------–----–-------------–-----–-------------–------–----------–---–-------------–---------–--------------- და მიღებული პასუხებით, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით და დოკუმენტის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ თ----- გ--–--–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 03 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არსებობს ბრალდებულ თ----- გ--–--–---–ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენი, რომლის თანახმად, თ----- გ--–--–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000(ათიათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში თ----- გ--–--–---–ს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენის გამოტანამდე. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2-4 ნაწილებით სასჯელის დანიშვნის საფუძველი.
სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, თ----- გ--–--–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 10.000(ათიათასი) ლარი, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ----- გ--–--–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 და 2017 წლის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 2-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით თ----- გ--–--–---–ის მიმართ დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - ჯარიმამ 10.000(ათიათასი) ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით მის მიერ სრულად არის მოხდილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ----- გ--–--–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10.000(ათიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც დღეის მდგომარეობით მის მიერ სრულად არის მოხდილი.
თ----- გ--–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე გირაო გაუქმდეს.
თ----- გ--–--–---–ის სახელზე გირაოს შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ლ---- ხ----–--–--ას დიპლომის დედნის ასლი, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ა-–---------- ა-----ის დიპლომის დედნის ასლი, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული გ---- ქ-------ის დიპლომისა და №5--–------ დედნების ასლები, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ზ------ ა-----ის დიპლომისა და №4--–------ დედნების ასლები, ა-–---------- ა-----ის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ლ---- ხ----–--–--ას დიპლომის დამოწმებული ასლი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული შპს უნივერიტეტ ,,ვ-----“ დოკუმენტების ასლები, თ----- გ--–--–---–ის, ი. ს---------ის და ნ. ჭ----ის ხელნაწერისა და ხელმოწერის ნიმუშები, დალუქული შსს-ს ს----------------------–----------------------------- სპეციალურ პაკეტში №F--------, შპს ს--–---–------------------ ,,ვ-----“ მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდის ნიმუშები, დალუქული შსს-ს ს----------------------–----------------------------- სპეციალურ პაკეტში №F--------, ხელწერილისა და ხელმოწერის ნიმუშები, დალუქული შსს-ს ს----------------------–----------------------------- სპეციალურ პაკეტებში №F--------, №F-------- და №F--------, ს---------------–-–------------------------- ლუქით დალუქული ორი პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლები და საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული შპს უნივერსიტეტ ,,ვ-----“ დოკუმენტების ასლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
ოთხი ცალი დიპლომი: №0-----, №0-----, №0-----, №0----- და ც----------------, რომელიც დალუქულია შსს-ს ს----------------------–----------------------------- სპეციალურ პაკეტში №F--------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე