განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
820100119002879899
დავის ტიპი
262 2 ა , 260 3 ა
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119002879899

№1-71/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28.05.2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კ----ხიძე

 

პროკურორი - ა---- მ------ია

 

ბრალდებული - ო-–-- ს--------–--ე

ადვოკატი - კ---- ჯ----ა

 

საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173280119001 საქმე

 

ბრალდებულ ო-–-- ს--------–--ის მიმართ

მამის სახელი: ნ---------

დაბადებული: 30.08.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ო-----------;

მოქალაქეობა: საქართველო

პირადი ნომერი: 3----------

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ო-----------ს რაიონი, სოფელი მ---------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ო-–-- ს--------–--ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით 0,024 გრამი, რაც 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 18:35 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა საქართველოში, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ო-–-- ს--------–--ის თანხმობით ჩატარებული ენდოსკოპიური მანიპულაციის შედეგად, ო-–-- ს--------–--ის სხეულიდან იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.

 

3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5. 2019 წლის 28 იანვრის სხეულის ენდოსკოპიური დათვალიერების ოქმის თანახმად

ო-–-- ს--------–--ისგან ამოღებული სამი ცალი წახნაგოვანი ფორმის თეთრი ფერის აბები.

 

6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 29 იანვრის ექსპერტიზის №ქ/71 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ო-–-- ს--------–--ისგან ამოღებული ერთ ცალად დაფასოებული, ლოგო ,,N8“ს მქონე 3 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 1,2 გრამი, შეიცავს 0,024 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.

 

7. ო-–-- ს--------–--ემ დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მისი კუთვნილია.

 

8. ო-–-- ს--------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე საქმეზე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მოწმეების: რუ--–---------------------------–------------–-----–------------–---–-----------–-------–--ის გამოკითხვის ოქმებით, სხეულის დათვალიერების ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით.

 

9.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

10. ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №10 რეგისტრაციით და 0,024 გრამი წარმოადგენს დიდ ოდენობას;

 

11.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

12.ო-–-- ს--------–--ეს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შეძენისა და შენახვის თაობაზე.

 

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო-–-- ს--------–--ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი.

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა.

 

14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტში დაცული ელექტრონული ბაზის თანახმად ო-–-- ს--------–--ემ სასაზღვრო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ გადმოკვეთა - შემოსვლა 28.01.2019 წელი 18:34 საათი.

 

15. 2019 წლის 28 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის სგპ ადმინისტრაციულ შენობაში 2019 წლის 28 იანვარს 18:40 საათზე დაიწყო ო-–-- ს--------–--ის პირადი ჩხრეკა.

 

16.2019 წლის 28 იანვრის სხეულის ენდოსკოპიური დათვალიერების ოქმის თანახმად

ო-–-- ს--------–--ისგან ამოღებული სამი ცალი წახნაგოვანი ფორმის თეთრი ფერის აბები.

 

17. ო-–-- ს--------–--ემ დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მან თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა საქართველოში.

 

18. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა.

 

19. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქვეპუნქტის თანახმად სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

 

20. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი საქართველოში შემოტანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

21. ო-–-- ს--------–--ეს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საქართველოში შემოსატანად.

 

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო-–-- ს--------–--ემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

23. სასამართლოს მიაჩნია, რომ ო-–-- ს--------–--ის მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

24. ო-–-- ს--------–--ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

25. ო-–-- ს--------–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

26. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ო-–-- ს--------–--ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის ფარგლებში.

 

27. ო-–-- ს--------–--ეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ო-–-- ს--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ო-–-- ს--------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

`ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ო-–-- ს--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

3. ო-–-- ს--------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 იანვრიდან.

 

4.ო-–-- ს--------–--ის მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოში საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი