განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002689455
საქმე N1-957/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05.06.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოლ-----------–--ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: გე-–-------ძე
მამის სახელი: ნო------
დაბადებული: 2--11.1976 წელი
პირადი ნომერი: 33---------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: სა–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ოზურგეთის რაიონი სოფელი შრ--------------------
ადვოკატი - ირ---–-----–-ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171090918011
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების თანახმად:
11.2018 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქ. ბათუმში, ბათუმის ზღვისპირა პარკში მდებარე კაფე-ბარ ,,თ---ს’’ ტერიტორიაზე ყოფნისას გე-–-------ძემ სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მეუღლეს ირ------–--–--ლს, რამაც ირ------–--–--ლს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის
მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა
მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
2.1. არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარის სადავო მტკიცებულებებზე მხარეები შეთანხმდნენ, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და დაცვის მხარე სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი)
2.2 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.4 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (ირ------–--–--ლის, და-–-------–---------–--------------------------–--------------------------------------------------------------------------------ის გამოკითხვის ოქმები, გე-–-------ძის დაკავების და ჩხრეკის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და ორდერი ოქმი, გე-–-------ძის და ირ------–--–--ლის ქორწინების მოწმობის ასლი, ამოღებული მობილური ტელეფონი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გე-–-------ძემ, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ გე-–-------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. გე-–-------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;
4.2. გე-–-------ძის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გე-–-------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციათა ფარგლებში. საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულმა გე-–-------ძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულთან ურთიერთობას ადვოკატის განმარტებით დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან; შემთხვევიდან გასულია საკმაო დრო და მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა; დაზარალებულს რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ გე-–-------ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ შესაძლებელია განისაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, სანქციით გათვალისწინებული ზომით. გე-–-------ძის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; მატერიალური მდგომარეობა აქვს მძიმე, ამჟამად არ საქმიანობს; სასამართლო ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მსჯავრდებულ გე-–-------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა უნდა მოეხსნას - ზა----------------ის (პ/ნ: 6---------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, ლე-----ის ქუჩა 6-, ბინა N--- (ზონა - ბათუმის 05, სექტორი - 25, კვარტალი - 11, ნაკვეთი - 375, კოდი - 01/0--, საკადასტრო კოდი №05.2--11.375.01.0--) - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - შსს სსიპ 112-დან მოწოდებული ირ------–--–--ლის შეტყობინების აუდიოფაილი, ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გე-–-------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 (ასსამოცდათხუთმეტი) საათის ვადით;
საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გე-–-------ძეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 09 სექტემბრიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 25 (ოცდახუთი ) საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
მსჯავრდებულ გე-–-------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას - ზა----------------ის (პ/ნ: 6---------7) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, ლე-----ის ქუჩა 6-, ბინა N-- - (ზონა - ბათუმის 05, სექტორი - 25, კვარტალი - 11, ნაკვეთი - 375, კოდი - 01/0--, საკადასტრო კოდი №05.2--11.375.01.0--) - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთიერი მტკიცებულება - შსს სსიპ 112-დან მოწოდებული ირ------–--–--ლის შეტყობინების აუდიოფაილი, ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს და შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე