გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.06.2019
საქმის ნომერი
330310019002912438
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/2174-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ------ ნ-------

 

მოპასუხე - შპს ,,ზ---------–-"

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს "ზ---------–-" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისთვის საფასურის გადახდა 2017 წლის 28 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 474 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, წ---–-------- ქუჩა N---ის მიმდებარედ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ამ უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ 1281 კვ.მ ფართით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს შპს "ზ---------–-". სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, წ---–-------- ქუჩა N---ის მიმდებარედ არსეული N 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი 3406კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1281 კვ.მ მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 28 თებერვლიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენს 474 ლარს.

 

შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ითხოვს მოპასუხისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - შპს "ზ---------–-" სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს "ზ---------–-" 28.02.2017 წელს დარეგისტრირდა მეწარმე სუბიექტად, რომლის სამართლებრივი ფორმა არის - შ------------–---------------–---------------------, ს.კ. 4--------- იურ. მის - საქართველო, ქ.თბილისი, გ-–---------------------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (ს.ფ. 43-44);

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, წ---–-------- ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი - 3406.00კვ.მ; ს.კ. 0---------------; 2016 წლის 26 თებერვლიდან საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 11.03.2016 (ს.ფ. 14-15);

 

3.1.3 სსიპ სახლემწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის ადგილზე დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 31 ივლისის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აქტით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, წ---–-------- ქ.N---ის მიმდებარედ არსებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებით ს.კ 0--------------- არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს შპს"ზ---------–-".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 31 ივლისის ადგილზე დათვალიერების ოქმი; (ს.ფ.18-19)

- ფოტომასალა ( 31.07.2018 წელი) (ს.ფ 20-25);

- სსიპ სახელმწიო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 ივლისის აქტი (ს.ფ 17);

 

3.1.4. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2018 წლის 03 ოქტომბრის №5--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, წ---–-------- ქ.N---ის მიმდებარედ არსებული, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი 3406 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1281 კვ.მ მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 28 თებერვლიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენს 474 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს’’ 2018 წლის 03 ოქტომბრის №5--------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 26-33);

ფოტოილუსტრაცია (ს.ფ. 34-37);

 

3.1.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №7------ წერილით შპს "ზ---------–-" ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, წ---–-------- ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება (ს.კ 0---------------) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. შპს "ზ---------–-" ეთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 28 თებერვლიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის №7------ წერილით შპს "ზ---------–-" ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, წ---–-------- ქუჩა N---ის მიმდებარედ (ს.კ. 0---------------) წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც (1281 კვ.მ) ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. შპს "ზ---------–-" ეთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 28 თებერვლიდან თვეში 474 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 დეკემბრის №7------ წერილით შპს"ზ---------–-" განმეორებით ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, წ---–-------- ქუჩა N-- -ის მიმდებარედ (ს.კ. 0---------------) წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც (1281 კვ.მ) ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. შპს"ზ---------–-" ეთხოვა წინამდებარე შეტყობინების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 28 თებერვლიდან თვეში 474 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №7------ წერილი (ს.ფ. 38);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის №7------ წერილი (ს.ფ. 39-40);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 დეკემბრის №7------ წერილი (ს.ფ. 41-42);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს - შპს"ზ---------–-" სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2018 წლის 31 ივლისიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 474 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს: მოპასუხე შპს"ზ---------–-" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისთვის საფასურის გადახდა 2017 წლის 28 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 474 ლარის ოდენობით. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს "ზ---------–-" წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისში, წ---–-------- ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი - 3406.00კვ.მ; ს.კ. 0---------------; 2016 წლის 26 თებერვლიდან საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2018 წლის 03 ოქტომბრის №5--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, წ---–-------- ქ.N---ის მიმდებარედ არსებული, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მთლიანი 3406 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1281 კვ.მ მიწის ნაკვეთის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 28 თებერვლიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენს 474 ლარს. ამასთან, ზემოაღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელემ სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------ს მიმართა 2018 წლის 19 სექტემბერს (რეგისტრაციის N1---------), წარმოდგენილ სარჩელს ერთვის 2018 წლის 31 ივლისს გადაღებული ფოტო მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ქ.თბილისში, წ---–-------- ქ.N---ის მიმდებარედ არსებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებით ს.კ 0--------------- არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს შპს"ზ---------–-", ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას კი წარმოადგენს მოპასუხე შპს"ზ---------–-" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისთვის საფასურის გადახდა 2017 წლის 28 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილში, კერძოდ მოპასუხე შპს"ზ---------–-" სსიპ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 28 თებერვლიდან თვეში 474 ლარის ოდენობით არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე - შპს"ზ---------–-", სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2018 წლის 31 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე - თვეში 474 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რის გამოც სახეზეა მოპასუხე შპს"ზ---------–-სათვის" სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეს - შპს"ზ---------–-" , სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2018 წლის 31 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 474 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი