გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7638-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - შპს ,,ბ-------------–-’’;
წარმომადგენელი - ნ-----–------------ე;
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
წარმომადგენელი - ხ-----------–--------–-;
მესამე პირი - ს-------- მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ------------------;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 29 ნოემბრის N2--- განკარგულება შპს ,,ბ-------------–-’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 25 აპრილს ს-------- მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა 1-------- ელექტრონული ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების (ჩ----------) შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2018 წლის 22 მაისის N- სხდომის ოქმით შპს „ბ-------------–-“ გამოვლინდა გამარჯვებულად და ამავე სხდომის ოქმით, იგი მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2018 წლის 28 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელს, სოფელ ხ---სა და კ---------–ში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა დაეწყო მისი გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში და უნდა დაესრულებინა 2018 წლის 27 ივლისისთვის. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 38 873,97 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2018 წლის 31 დეკემბერი. მიმწოდებელმა შპს ,,ბ---- კ-------–"-მა 2018 წლის 13 ივნისის წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ იგი ვერ ახერხებდა სამუშაოების შესრულებას ობიექტზე მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის გამო და სთხოვა ვალდებულებების შესრულების ვადის ერთი თვით გაზრდა. აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ მითითებულ გზას სხვა სამშენებლო კომპანია იყენებდა შემოვლით გზად, რომელსაც ასევე ჰქონდა ს-------- მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერით შესასრულებელი სამუშაოები აღებული. ამიტომ კომპანია ვერ ახერხებდა ობიექტზე მუშაობას, რამაც გამოიწვია სამუშაო ვადის გადაცილება. შემსყიდველის არგუმენტს, რომ სამუშაოები კომპანიას არ დაუწყია დროულად, არ ეთანხმება, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ს-------- მუნიციპალიტეტში ორი სოფლის გზის მოწყობა. კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმების დღიდან დაიწყო თუმცა სამუშაოების შესრულების პროცესში ადგილი იჩინა სხვადასხვა სახის ფაქტორმა, კერძოდ: სოფელ კ----------–ში სამუშაოების შესრულების დაწყების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ს-------- მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული სხვა გზის სამუშაოების ტენდერს ასრულებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია რომელიც სამუშაოების შესასრულებლად იყენებდა შემოვლით გზად კ----------–-- გზას. კომპანიამ მიმართა ს-------- მუნიციპალიტეტს და აღნიშნა, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო სამუშაოების განხორციელება თუ მეორე კომპანია არ დაასრულებდა სამუშაოებს. როგორც მათ აღნიშნეს კომპანია სამუშაოებს 10 დღეში დაასრულებდა. ამიტომ სოფელ კ----------–ში ძირითადი სამუშაოების შესრულება განხორციელდა 10 დღით დაგვიანებით, ხოლო შემსყიდველს მიწოდების ვადა არ გაუზრდია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების მეორე ობიექტზე სოფელ ხ---ში სამუშაოების შესრულების განხორციელების დაწყების შემდგომ მოსახლეობამ გააპროტესტა გზის იმ მიმართულებით დაგება რა მიმართულებითაც იყო პროექტში გათვალისწინებული, ისინი ითხოვდნენ პროექტის შეცვლას, ვინაიდან ზედა ქუჩაზე გზის დაგება მათთვის უფრო მისაღები და გამოყენებადი იყო. აღნიშნულ ფაქტს დაეთანხმა შემსყიდველი ორგანიზაციაც, თუმცა მას ეთხოვა წერილობით მოწერა პროექტის შეცვლასთან დაკავშირებით, რაზედაც გაურკვეველი მიზეზით თავი შეიკავა. აღნიშნული ინფორმაცია შემსყიდველის მიერ მიწოდებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის, რათა გათვალისწინებული ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს შეეძლო მხოლოდ გაფრთხილება გამოეყენებინა კომპანიის მიმართ, შავ სიაში დაარეგისტრირა.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირმა - ს-------- მუნიციპალიტეტის მერიამ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ბ-------------–-’’ (ს/ნ 4--------) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 10.08.2017წ. (ს.ფ. 39-40);
3.1.2. 2018 წლის 25 აპრილს ს-------- მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა NAT1-------- ელექტრონული ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების (C----------) შესყიდვის მიზნით.
სატენდერო კომისიის 2018 წლის 22 მაისის N- სხდომის ოქმით შპს „ბ-------------–-“ გამოვლინდა გამარჯვებულად და ამავე სხდომის ოქმით, იგი მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ.2-14);
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 29 ნოემბრის N2--- განკარგულება (ს.ფ. 66-69);
3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მაისს, ქ. ს-------ში, ერთის მხრივ სსიპ თვითმმართველი თემი ს-------- მუნიციპელიტეტსა (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ბ---- კ-------–ს’’ (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია კლასიფიკატორის დანაყოფის 4------- კოდით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ: სოფელ ხ---ში და კ----------–ში საუბნო გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. 5.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს - 38873.97 (ოცდათვრამეტიათასრვაასსამოცდაცამეტი ლარი და 97 თეთრი) ლარს. 8.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების კონტროლს განახორციელებს ს-------- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 იანვრის N------ ბრძანებით შექმნილი ჯგუფი. 9.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიწოდების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით. 9.2. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია სოფლები: ხ---ი და კ----------–ი. 17.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 28.05.2018 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N---ლ ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 23-30; 31-36);
3.1.4. 2018 წლის 13 ივნისის მოხსენებითი ბარათით შპს ,,ბ-------------–-ს’’ დირექტორმა შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ იგი ვერ ახერხებდა სამუშაოების შესრულებას ობიექტზე მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის გამო და სთხოვა ვალდებულებების შესრულების ვადის ერთი თვით გაზრდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ბ-------------–-ს’’ 2018 წლის 13 ივნისის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 77);
3.1.5. ს-------- მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 22 ივნისის N5------ წერილით მიმართა მიმწოდებელს და აცნობა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ირღვეოდა ხარჯთაღრიცხვის მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის N5------ წერილი (ს.ფ. 117);
3.1.6. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2018 წლის 26 ივნისის N5------ წერილით მიმწოდებელს აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა საკმარისი იყო სამუშაოების შესასრულებლად, რამდენადაც ობიექტზე მისასვლელი გზის მონაკვეთის რკინა-ბეტონით მოწყობის სამუშაოები დასრულებული იყო და შესაბამისად, მიმწოდებელს შეეძლო სოფ. კ----------–ში შესასრულებელი სამუშაოების დაწყება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 ივნისის N5------ წერილი (ს.ფ. 76);
3.1.7. 2018 წლის 4 ივლისს, შემსყიდველმა ორგანიზაციამ წერილით მიმართა მიმწოდებელს და აცნობა, რომ დარღვეული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი. ამავე წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ გატარდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 4 ივლისის N5------ წერილი (ს.ფ. 94);
3.1.8. 2018 წლის 4 ივლისს, შემსყიდველმა ორგანიზაციამ კვლავ წერილით მიმართა მიმწოდებელს, რომლითაც აცნობა, რომ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა არ დაუწყია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. ამავე წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი არ დაიწყებდა სამუშაოების შესრულებას, მის მიმართ გატარდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები და ცალმხრივად შეწყდებოდა ხელშეკრულების მოქმედება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 ივლისის N5------ წერილი (ს.ფ. 95);
3.1.9. საქმეში დაცული კ----------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში ს-------- მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 25 ივლისის N--- წერილის თანახმად, მოსარჩელე - შპს ,,ბ---- კ-------–ს" კ----------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ, „დ-----------სა“ და „კ---------ის“ უბნებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კ----------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში ს-------- მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 25 ივლისის N--- წერილი (ს.ფ. 83);
3.1.10. საქმეში დაცული ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ს-------- მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 25 ივლისის N2-- წერილის თანახმად, მოსარჩელე - შპს ,,ბ---- კ-------–ს" სოფელ ხ---ში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჭ--–-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში ს-------- მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2018 წლის 25 ივლისის N2-- წერილი (ს.ფ. 84);
3.1.11. საქმეში არსებული ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 26 ივლისის N-------- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ მიმწოდებელს სოფელ ხ---ში და კ----------–ში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 26 ივლისის N-------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 120);
3.1.12. შემსყიდველი ორგანიზაციის 2018 წლის 26 ივლისის აქტიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელმა სოფელ კ----------–ში არსებული სამი ობიექტიდან მხოლოდ ერთ ობიექტზე შეასრულა 672,88 ლარის ღირებულების ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 26 ივლისის აქტი, ფასების ცხრილი (ს.ფ. 80; 81-82);
3.1.13. 2018 წლის 27 ივლისს, შემსყიდველმა ორგანიზაციამ წერილით მიმართა მიმწოდებელს და აცნობა, რომ 2018 წლის 28 მაისს დადებული N--- ხელშეკრულების მოქმედებას ცალმხრივად წყვეტდა, ვინაიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა.
ამავე წერილით შპს ,,ბ---- კ-------–ს" ეცნობა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 20%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 7774,79 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 ივლისის N5------ წერილი (ს.ფ. 123);
3.1.14. 2018 წლის 27 ივლისის N5------ წერილის თანახმად, ს-------- მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და მოითხოვა შპს ,,ბ-------------–-ს" შავ სიაში რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებელმა 2018 წლის 28 მაისის N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა.
ამავე წერილში აღინიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2018 წლის 27 ივლისს შეწყვიტა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 ივლისის N5------ წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 70-71);
3.1.15. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 12 სექტემბრის N3--- წერილით, შპს ,,ბ-------------–-" ეთხოვა წარმოედგინა თავისი განმარტება, ეთანხმებოდა თუ არა ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს. ასევე, ეცნობა, რომ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 12.09. 2018 წლის N3--- წერილი (ს.ფ. 72);
3.1.16. შპს „ბ---- კ-------–მა“ სააგენტოში 2018 წლის 18 სექტემბერს წარადგინა განმარტება NAT1-------- ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2018 წლის 28 მაისის N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და აღნიშნა, რომ შავ სიაში რეგისტრაცია სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ბ-------------–-’’-ს მიმართვა (ს.ფ. 18-21);
3.1.17. დადგენილია, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობის დასადგენად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 ნოემბრის N2--- განკარგულებით, ერთი თვით გაგრძელდა ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბ-------------–-ს“ შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. 2018 წლის 13 ნოემბერს კი შემსყიდველმა ორგანიზაციამ წარადგინა დამატებითი ინფორმაცია შპს „ბ-------------–-ს“ შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 29 ნოემბრის N2--- განკარგულება (ს.ფ. 66-69);
3.1.18. ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის ა------------–----–----------------------–------------------------------–---–--------------–-------------ლის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 12 ნოემბრის N--- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ სოფ. ხ---ში შესასრულებელი სამუშაოების პროექტის შეცვლასთან დაკავშირებით მოსახლეობას პროტესტი არ განუცხადებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 12 ნოემბრის N--- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 78);
3.1.19. ს-------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი, - შპს ,,ბ-------------–-’’-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ს-------- მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ მიმწოდებელ კომპანიას პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 3438 ლარისა და 10 თეთრის გადახდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2019 წლის 16 იანვარს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე N2------- (ს.ფ. 147-158);
- 2019 წლის 16 იანვრის N2------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 146);
3.1.20. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 29 ნოემბრის N2--- განკარგულებით, შპს ,,ბ-------------–-’’ 2018 წლის 30 ნოემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 29 ნოემბრის N2--- განკარგულება (ს.ფ. 66-69);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,,ბ-------------–-’’-ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 29 ნოემბრის N2--- განკარგულება შპს ,,ბ-------------–-’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 28 მაისს, ქ. ს-------ში, ერთის მხრივ სსიპ თვითმმართველი თემი ს-------- მუნიციპელიტეტსა (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ბ---- კ-------–ს’’ (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია კლასიფიკატორის დანაყოფის 4------- კოდით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ: სოფელ ხ---ში და კ----------–ში საუბნო გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. 5.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს - 38873.97 (ოცდათვრამეტიათასრვაასსამოცდაცამეტი ლარი და 97 თეთრი) ლარს. 8.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების კონტროლს განახორციელებს ს-------- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 იანვრის N------ ბრძანებით შექმნილი ჯგუფი. 9.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიწოდების ვადა განისაზღვრება 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით. 9.2. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია სოფლები: ხ---ი და კ----------–ი. 17.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე () და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ)მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას): ა) შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ) ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ) კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს-------- მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და მოითხოვა მიმწოდებლის - შპს ,,ბ-------------–-’’-ს შავ სიაში რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ მიმწოდებელმა 2018 წლის 28 მაისის N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა.
6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12 მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ) თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ს-------- მუნიციპალიტეტის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ბ-------------–-"-ს მიერ 2018 წლის 28 მაისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს ,,ბ-------------–-’’-ს მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის N2--- განკარგულება შპს ,,ბ-------------–-’’-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ბ-------------–-’’-ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,ბ-------------–-’’-ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად -100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,ბ-------------–-’’-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ბ-------------–-’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი