განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119002983907
№1/30-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ივნისი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – არმენ ქოსიან
ბრალდების მხარე
პროკურორი - გურამ ჭყონიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული კ-- ო---------ი (დაბადებული 1----–-–-------------ს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 0----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ახალქალაქი, ტ--------------);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
ბრალდებული ს-----– ო---------ი (დაბადებული 1----–-–------------ს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 0----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ახალქალაქი, ტ--------------);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
ბრალდებული ა----- ო---------ი (დაბადებული 1----–-–--------------ს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 0----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ახალქალაქი, ტ--------------);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
ადვოკატი: ვასილ ბალახაძე;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ახალქალაქში თ---------–--ის ქუჩაზე, კ-- ო---------მა ურთიერთშელაპარაკებისას რ----- პ----------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, კერძოდ კ-- ო---------მა ხელი, ფეხი და ჯოხი დაარტყა რ----- პ----------ს თავზე და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც რ----- პ----------ს მოტყდა სახის ძვლები, რაც განეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო.
1.2. ასევე 2019 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ახალქალაქში თ---------–--ის ქუჩაზე, ს-----–, კ-- და ა----- ო---------ებმა ურთიერთშელაპარაკებისას რ----- და ს-----– პ----------ებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი, ფეხი და ჯოხი დაარტყეს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის გამოც რ----- და ს-----– პ----------ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. 2019 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ახალქალაქში თ---------–--ის ქუჩაზე, ს-----–, კ-- და ა----- ო---------ებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ რ----- და ს-----– პ----------ებთან.
მტკიცებულებები: დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულების აღიარება.
2.1.2. კ-- ო---------მა აღნიშნული ურთიერთშელაპარაკებისას რ----- პ----------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, კერძოდ, კ-- ო---------მა ხელი, ფეხი და ჯოხი დაარტყა რ----- პ----------ს თავზე და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც რ----- პ----------ს მოტყდა სახის ძვლები.
მტკიცებულებები: დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები, რ----- პ----------ის სამედიცინო ბარათი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N---------- რ----- პ----------ის მიმართ, ბრალდებულის აღიარება.
2.1.3. ს-----–, კ-- და ა----- ო---------ებმა ურთიერთშელაპარაკებისას რ----- და ს-----– პ----------ებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი, ფეხი და ჯოხი დაარტყეს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის გამოც რ----- და ს-----– პ----------ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.
მტკიცებულებები: დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულების აღიარება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N----------.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ:
ბრალდებულმა კ-- ო---------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
ბრალდებულებმა ს-----– და ა----- ო---------ებმა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, ისინი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნან დამნაშავედ და მათ მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: რ----- პ----------ის, ს-----– პ----------ის, ვ------ ხ-------ის, რ----- ჩ---------ის, ა------ ჩ---------ის, ტ------ მ------ის, ს-----– ო---------ის, კ-- ო---------ის და ა----- ო---------ის ჩვენებები, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N---------- რ----- პ----------ის მიმართ, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ--, ს-----– და ა----- ო---------ების ბრალეულობას.
დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ--, ს-----– და ა----- ო---------ების ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების კ--, ს-----– და ა----- ო---------ების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ :
2019 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ახალქალაქში თ---------–--ის ქუჩაზე, ს-----–, კ-- და ა----- ო---------ებმა ურთიერთშელაპარაკებისას რ----- და ს-----– პ----------ებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი, ფეხი და ჯოხი დაარტყეს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის გამოც რ----- და ს-----– პ----------ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.
ასევე 2019 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ახალქალაქში თ---------–--ის ქუჩაზე, კ-- ო---------მა ურთიერთშელაპარაკებისას რ----- პ----------ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, კერძოდ, კ-- ო---------მა ხელი, ფეხი და ჯოხი დაარტყა რ----- პ----------ს თავზე და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რის შედეგადაც რ----- პ----------ს მოტყდა სახის ძვლები.
შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ კ--, ს-----– და ა----- ო---------ების მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილს, ინანიებენ, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და სასამართლოსთან, ითხოვეს პატიება, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.2. ს-----– და ა----- ო---------ები არ არიან ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვთ პირველად.
4.3. კ-- ო---------ი მართალია არ არის ნასამართლევი, თუმცა წარსულში (2014 წელს, როდესაც იყო არასრულწლოვანი) იგი მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქ. სსკ-ის 187.1 მულით, თუმცა მის მიმართ დევნა შეწყდა (ვინაიდან იყო არასრულწლოვანი).
4.4. ბრალდებულები დაზარალებულებთან შერიგებული არ არიან, დაზარალებულებს გააჩნიათ მატერიალური პრეტენზია, ითხოვენ 10000 ლარს ზიანის ასანაზღაურებლად, ამასთან ბრალდებულების მიმართ არ ითხოვენ მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
თუმცა სასამართლო სხდომაზე დადგენილია, რომ ბრალდებულები თავიდან არ იცილებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ცდილობენ ზიანის ანაზღაურებას, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ანაზღაურების ოდენობაზე.
4.5. გასათვალისწინებელია რომ ბრალდებულები ცხოვრობენ ერთ ოჯახად.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულ კ-- ო---------ს განესაზღვროს 1 წლის თავისუფლების აღკვეთა პირობითად, ბრალდებულ ს-----– ო---------ს განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითად, ხოლო ბრალდებულ ა----- ო---------ს განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ადვოკატის განმარტებით, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და სასამართლოსთან, დანაშაული ჩაიდინეს პირველად; გასათვალისწინებელია მათი მატერიალური მდგომარეობა.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს კ-- ოკსუზიანის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით, ს-----– და ა----- ოკსუზიანების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.
დადგენილი 4.1., 4.2., 4.3., 4.4. და 4.5. გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, გარდა კ-- ო---------ის შემთხვევისა, ვისაც 4.3. გარემოების გათვალისწინებით დამატებითი სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. კერძოდ:
1) კ-- ო---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თ---------–--ის აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ასევე მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თ---------–--ის აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენსათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლით თ---------–--ის აღკვეთამ მთლიანად შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენსათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი 6 (ექვსი) თვით თ---------–--ის აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით კ-- ო---------ს უნდა განესაზღვროს თ---------–--ის აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2) ს-----– ო---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თ---------–--ის აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3) ა----- ო---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ასავე სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად, ამიტომ გასათვალისწინებელია 4.5. გარემოება.
სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277- 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ-- ო---------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
კ-- ო---------ი (პ/ნ 0----------) ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენსათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენსათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით კ-- ო---------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
კ-- ო---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; (განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა);
კ-- ო---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 28 მარტიდან - 2019 წლის 01 აპრილის ჩათვლით.
2. ს-----– ო---------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
3. ა----- ო---------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
ს-----– ო---------ის და ა----- ო---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით ბრალდებულ ს-----– ო---------ის და ა----- ო---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ს-----– ო---------ის (პირადი № 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 63.18.31.818.0----- წინა ნომერი 63.18.04.025.0-----) დადებული ყადაღა მოიხსნას;
4. პირობით სასჯელზე მსჯავრდებულების ს-----– ო---------ის და კ-- ო---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ შესაბამის პრობაციის ბიუროს;
5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან