განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2019
საქმის ნომერი
330100118002636407
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – თ------- ჭ---------–--ს

ბრალდებულ – ი---- ს--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ი---- ა--–--ის ძე ს--------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ქ-------–--–--------–-–-----------–-------------ზე, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი---- ს--------მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი---- ს--------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

ი---- ს--------ი და ი----- ა---------ი დაქორწინდნენ 2014 წელს. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი – მ------- და ბ-------- ს--------ები. 2017 წლის დეკემბრიდან - 2018 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ი---- ს--------ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ი----- ა---------ს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად სცემდა, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. კერძოდ:

 

2018 წლის 5 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ------–--–--------–-–-----–-----------–-------------ში, ურთიერთშელაპარაკებისას, ი---- ს--------მა ი----- ა---------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახისა და თავის არეში, რა დროსაც ი----- ა---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდნენ ი----- ა---------ის არასრულწლოვანი შვილები - ორწლინახევრის მ------ და წლინახევრის ბ-------- ს--------ები.

 

2018 წლის 15 ივლისს, ქ------–--–---------------------ში, დაახლოებით 21:00 საათზე, ი---- ს--------მა ი----- ა---------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახისა და თავის არეში, რა დროსაც ი----- ა---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდნენ ი----- ა---------ის არასრულწლოვანი შვილები - მ------ და ბ-------- ს--------ები.

 

2018 წლის 18 ივლისს, ქ------–--–---------------------ში, 11:30 საათზე, ი---- ს--------მა ი----- ა---------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახისა და თავის არეში, რა დროსაც ი----- ა---------ს გაუსკდა ტუჩი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდნენ ი----- ა----------ის არასრულწლოვანი შვილები - მ------ და ბ-------- ს--------ები.

 

2018 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ------–--–---------------ზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი---- ს--------მა ი----- ა---------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახისა და თავის არეში, რა დროსაც ი----- ა---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდნენ ი----- ა---------ის არასრულწლოვანი შვილები - მ------ და ბ-------- ს--------ები.

 

ამასთან ერთად, თანაცხოვრების პერიოდში, ი---- ს--------ი ი----- ა---------ს უზღუდავდა და უკრძალავდა მეგობრებთან, მშობლებთან და პირველი ქორწინებიდან შეძენილ მცირეწლოვან 4 წლის ნ-----–---- ა---------თან ურთიერთობას, მუშაობას და როგორც ქალს, სთხოვდა მონურ მორჩილებას.

 

აღნიშნული ქმედებების შედეგად ი----- ა---------ი განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი---- ს--------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტით.

 

2018 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ------–--–---------------ზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი---- ს--------ი ნაჯახის გამოყენებით ი----- ა---------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი---- ს--------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა პროცესზე დაკითხულ პირთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება – ი---- ს--------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას, რის გამოც ი---- ს--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ი---- ს--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით მეუღლესთან – ი----- ა---------თან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, შესაბამისად, მისი მხრიდან არც იმ დღეს და არც მანამდე ფიზიკურ ძალადობას ი----- ა---------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია. კამათის შემდეგ ი----- ა---------ი ბავშვთან ერთად წავიდა სახლიდან. იგი ი-----სგან მოითხოვდა ბავშვის უკან დაბრუნებას, თუმცა მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს. ბრალდებულის განმარტებით, მას მეუღლის მიმართ არასდროს უძალადია და არც სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია. რაც შეეხება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, იგი ყოველთვის აგინებდა ი-----ს, თუმცა ეს არ ხდებოდა ბავშვების თანდასწრებით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ი----- ა---------მა განმარტა, რომ 2014-2018 წლებში ის და მისი მეუღლე – ი---- ს--------ი ცხოვრობდნენ ერთად. თანაცხოვრების პერიოდში ი---- ს--------ი სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ: 2018 წლის 5 მაისს, ი---- ს--------მა სახეში რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი; 2018 წლის 15 ივლისს, ასევე სახეში დაარტყა ხელი; 2018 წლის 18 ივლისს, ისევ სახეში დაარტყა ხელი, რა დროსაც გაუსკდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი, ხოლო 2018 წლის 10 აგვისტოს რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა თავში ხელი. მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად იგი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. ამასთან, მის მიმართ განხორციელებული ზემოაღნიშნული ძალადობის ყველა ეპიზოდს ესწრებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები. დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის 10 აგვისტოს ი---- ს--------ი ასევე დაემუქრა მას ნაჯახის ჩარტყმითა და მოკვლით, რის გამოც ძალიან შეეშინდა და მიმართა პოლიციას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულ ი----- ა---------ის და ა--- ა---------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს ი----- ა---------ი მათთან მივიდა ატირებული და უთხრა, რომ მეუღლემ სცემა. ასევე უთხრა, რომ ბოლო პერიოდში ქმარი ხშირად ძალადობდა მასზე და ითხოვდა დახმარებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა რ------- ა------–---- (დაზარალებულის დედინაცვალი), რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს ი----- ა---------მა დაურეკა მამას - ე--------- ა---------ს და სთხოვა დახმარება. როდესაც ე---------ი და ი----- სახლში დაბრუნდნენ, ე---------მა უთხრა მას, რომ ი---- ს--------ს ი----- უცემია. მოწმის განმარტებით, ი----- იყო აღელვებული, თავს იტკიებდა და ამბობდა, რომ მეუღლემ თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი. ამასთან, ი---- ს--------ს თავისთან დატოვებული ჰყავდა უფროსი შვილი – მ-------, რომლის წამოსაყვანად წასვლა ი-----ს ფიზიკურად არ შეეძლო, რადგან იყო შეშინებული და ტიროდა. აღნიშნულის გამო, მან ურჩია ი-----ს – პოლიცია ჩაეყენებინა საქმის კურსში და მათ მიეღოთ შესაბამისი ზომები. აღნიშნულის შემდეგ ი----- ა---------მა დახმარებისათვის მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ი----- ა---------ისა და ი---- ს--------ის მეზობელი ნ---- ც----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ისინი ორი თვის განმავლობაში ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. ამ ხნის მანძილზე იგი არ შესწრებია ცოლ–ქმარს შორის რაიმე კონფლიქტს, თუმცა ი---- ს--------ი ხშირად ხმამაღლა ეკამათებოდა ი----- ა---------ს.

დაზარალებულ ი----- ა---------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანებების ფაქტი დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------ის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლის თანახმად, 2018 წლის 14 აგვისტოს, მოქალაქე ი----- ა---------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ, მარცხენა წინამხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღინიშნება: მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, წინა ზედაპირზე; მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში, უკანა ზედაპირზე და მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ხსენებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმების მომენტში ი----- ა---------ი უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში და გულისრევის შეგრძნებას.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–----------------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ი----- ა---------ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ი----- ა---------მა ი---- ს--------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა მ----- ბ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების თანამშრომლები - გ------- ბ------–---–ი და ლ---- კ---------–---–ი, რომელთაც განმარტეს, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, დაზარალებულის განცხადებისა და მისი გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ქ-------–--–---------------ზე არსებულ მისსავე საცხოვრებელ სახლში, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს ი---- ს--------ი. მოწმეებმა დაადასტურეს დაკავების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

2018 წლის 10 აგვისტოს გამოცემული #------ შემაკავებელი ორდერით და თანდართული ოქმით ირკვევა, რომ ი----- ა---------ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ – ი---- ს--------მა, ასევე ეს უკანასკნელი, ი----- ა---------ზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. აღნიშნულის გამო მოძალადე ი---- ს--------ს აეკრძალა: 1. იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2. მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; 3. იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება და მსხვერპლთან ყველანაირი სახის კომუნიკაცია. აღნიშნულ შემაკავებელი ორდერსა და მის ოქმს გაეცნენ და ხელმოწერით დაადასტურეს როგორც მოძალადე - ი---- ს--------მა, ასევე მსხვერპლმა - ი----- ა---------მა.

 

2018 წლის 11 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების გამომძიებლის მ------ გ--–--–---–ის მიერ, ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ი-----–- ჯ----ის, მოწმე ი----- ა---------ის და სა---------------------–---------------------------ის ექსპერტების - ლ-–- მ------ეს და ნ--- ნ---------ის მონაწილეობით, ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, კერძოდ ი----- ა---------ის მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილენი გავიდნენ რ---------ის ბოლოში, ხელმარჯვნივ მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებულ ბეტონის კონსტრუქციის ფარდულთან, სადაც ი----- ა---------ის განმარტებით ცხოვრობდნენ ის და მისი მეუღლე ბავშვებთან ერთად და სადაც 2018 წლის 10 აგვისტოს, ი---- ს--------მა მის მიმართ განახორციელა ძალადობა - თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სა---------------------–---------------------------ის ექსპერტი ნ--- ნ---------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, მისი მონაწილეობით, მოწმე ი----- ა---------ი გაყვანილ იქნა შემთხვევის ადგილზე. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების თანამშრომელი - ი-----–- ჯ----ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო გამომძიებლის - მ------ გ--–--–---–ის მიერ, მოწმე ი----- ა---------ის და სა---------------------–---------------------------ის ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ი----- ა---------ის მითითებით საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილენი გავიდნენ ქ. თბილისში, რ---------ის ბოლოში, ხელმარჯვნივ მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებულ ბეტონის კონსტრუქციის ფარდულთან. ი----- ა---------ის განმარტებით, ის და მისი მეუღლე, ბავშვებთან ერთად ცხოვრობდნენ აღნიშნულ ფარდულში, სადაც 2018 წლის 10 აგვისტოს, ი---- ს--------მა მის მიმართ განახორციელა ძალადობა - თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილების გამომძიებლები - მ------ გ--–--–---–ი, თ-- ბ-------ე და თ----- რ------ი, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ი---- ს--------ის მხრიდან 2018 წლის 5 მაისს, 2018 წლის 15 ივლისს და 2018 წლის 18 ივლისს ი----- ა---------ის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ძალადობის განხორციელების, ასევე, 2018 წლის 10 აგვისტოს ი---- ს--------ის მხრიდან ი----- ა---------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ ი---- ს--------მა ნამდვილად ჩაიდინა ზემოაღნიშნული ქმედებები, კერძოდ, ოჯახში ძალადობის საქმეების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ძალადობის ფაქტებს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება უმეტესად შეუძლიათ მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე პირებს - დაზარალებულს და ბრალდებულს, რომელთაგან მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ი----- ა---------ი აცხადებს, რომ მის მიმართ 2018 წლის 5 მაისს, 2018 წლის 15 ივლისს და 2018 წლის 18 ივლისს ი---- ს--------ის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე, 2018 წლის 10 აგვისტოს, ნაჯახის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, ხოლო ბრალდებული - ი---- ს--------ი აცხადებს, რომ მას არასდროს უძალადია მეუღლეზე და არც არასდროს დამუქრებია მას სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. ამ ფონზე ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ან ბრალდებულის პოზიციის სისწორეს დაადასტურებდა, შესაბამისად, არსებობს მხოლოდ ეჭვი, რომ ბრალდებულმა ი---- ს--------მა 2018 წლის 5 მაისს, 2018 წლის 15 ივლისს და 2018 წლის 18 ივლისს მეუღლის - ი----- ა---------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, ხოლო 2018 წლის 10 აგვისტოს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---- ს--------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი 2018 წლის 5 მაისს, 2018 წლის 15 ივლისს და 2018 წლის 18 ივლისს მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის წარდგენილ ბრალდებაში და ასევე მის მიმართ 2018 წლის 10 აგვისტოს მუქარის განხორციელების ბრალდებაში.

 

რაც შეეხება ი---- ს--------ის მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს მეუღლის - ი----- ა---------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, აღნიშნული ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რამდენადაც ბრალდების ამ ნაწილში, გარდა დაზარალებულ ი----- ა---------ის ჩვენებისა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, მეუღლემ - ი---- ს--------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი თავის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი; წარმოდგენილია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი 2018 წლის 10 აგვისტოს განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს, კერძოდ: დაზარალებულ ი----- ა---------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიღებული ფიზიკური დაზიანებების ფაქტი დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 14 აგვისტოს, მოქალაქე ი----- ა---------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 10 აგვისტოს. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ შემოწმების მომენტში ი----- ა---------ი უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში და გულისრევის შეგრძნებას, რაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის განმარტებასთან დაზიანებების ლოკალიზაციასთან მიმართებით; ასევე, დაზარალებულის დის - მოწმე ა--- ა---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ცოლ–ქმარს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ი----- ა---------ი მათთან მივიდა ატირებული და თქვა, რომ მეუღლემ სცემა და ითხოვდა დახმარებას, ხოლო მოწმე რ------- ა------–----ს (დაზარალებულის დედინაცვლის) ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს ი----- ა---------მა დაურეკა მამას - ე--------- ა---------ს და ითხოვა დახმარება, ხოლო როდესაც ეს უკანასკნელი და ი----- ა---------ი დაბრუნდნენ სახლში, ე---------მა უთხრა, რომ ი---- ს--------ს ი----- ა---------ი უცემიაო. მისივე განმარტებით, ი----- იტკიებდა თავს და ამბობდა, რომ მეუღლემ თავში ჩაარტყა ხელი, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც დაზარალებულის მიერ აღწერილი დაზიანებების ლოკალიზაციასთან, ასევე დაზიანებების წარმომავლობასთან.

 

სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს ი---- ს--------ის მხრიდან ი----- ა---------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის განხორციელებას, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია, კერძოდ: დაზარალებულ ი----- ა---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი---- ს--------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულს არც თავად ბრალდებული უარყოფს და აღნიშნავს, რომ იგი სისტემატურად აგინებდა მეუღლეს (მაგრამ არა ბავშვების თანდასწრებით), ხოლო აღნიშნული სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად დაზარალებული ი----- ა---------ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რაც დასტურდება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად დგინდება, რომ ი----- ა---------მა ი---- ს--------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, თუმცა ფიზიკური ძალადობის პარალელურად სისტემატური შეურაცხყოფის მიყენება ცალ-ცალკე კვალიფიკაციას არ იწვევს, რადგან ფიზიკური ძალადობაც და სისტემატური შეურაცხყოფაც ერთი დანაშაულის (ოჯახში ძალადობის) ალტერნატიული ქმედებებია და მათი ერთდროულად ჩადენა ერთი კვალიფიკაციით უნდა შეფასდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---- ს--------მა 2018 წლის 10 აგვისტოს, ი----- ა---------ის მიმართ ნამდვილად განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ი---- ს--------ის მხრიდან მეუღლის მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც ამ უკანასკნელის ტანჯვა გამოიწვია. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას - არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ზემოაღნიშნული ფიზიკური ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის ჩადენა მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებას ი----- ა---------ის გარდა არავინ ადასტურებს და მხოლოდ მისი ნათქვამი კი საკმარისი ვერ იქნება ამ დამამძიმებელი გარემოების უტყუარად მიჩნევისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ი---- ს--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ი---- ს--------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და მან ამ დანაშაულის ჩადენისათვის უნდა აგოს პასუხი.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას (იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის), მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ, მას ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა აღზრდაშიც იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას, ასევე, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულის ჩადენას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით (როგორც ეს ბრალდების დადგენილებაშია მითითებული), სასამართლოს აღნიშნული მოტივის არსებობა დადასტურებულად არ მიაჩნია, რამდენადაც 2018 წლის 10 აგვისტოს ეპიზოდთან მიმართებაში დაზარალებულმა და ბრალდებულმა განმარტეს, რომ კონფლიქტი მოუვიდათ ოჯახურ საკითხებში უთანხმოების გამო, რაც დაკავშირებული არ იყო ქალისა და მამაკაცის როლების არასწორ გაგებასთან. ამ ფონზე სასამართლოში არ არის წარმოდგენილი სხვა დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ძალადობა განხორციელდა ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების ან ქალის უფლებრივი შეზღუდვის სურვილით, რის გამოც არ არსებობს საკმარისი საფუძველი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამძიმებისათვის.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში, ი---- ს--------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ვადას, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განზრახი მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით) ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია დამძიმდა (თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა 1 წლიდან გაიზარდა 2 წლამდე) და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა ი---- ს--------მა პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5-ე, 92-ე, 258-260-ე, 268-270-ე, 274-ე და 276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი---- ს--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ი---- ს--------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”კ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ი---- ს--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ი---- ს--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 აგვისტოდან.

 

4. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ელექტრონულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი