განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
330100118002702310
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/-----18

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

03 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–- გა------–-ძე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თო------ ზა--–ის ძე გა--–--–ი (დაბადებული - 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------- უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, ფ---------ის ქუჩა #---–-;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატი - ი---------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ.

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. 2018 წლის 1------------იდან 2018 წლის 1-------------ამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში, წ------ ბა------ეს უბანი #---, ბინაN#--–- ყოფნის დროს ორსულ ალ--- გა--–--–ს ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა საკუთარი მეუღლე თო------ გა--–--–ი და გამუდმებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კერძოდ, თუ არ დაუჯერებდა და ბავშვს წაიყვანდა მისგან ორივეს მოკლავდა, ჯერ მათ შვილს მოაჭრიდა ხელ-ფეხსა და თავს და ნაწილებს დაუყრიდა წინ, რათა დატანჯულიყო, ხოლო შემდეგ ალ--- გა--–--–საც იგივენაირად მოკლავდა. აღნიშნულის შედეგად ალ--- გა--–--–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თო------ გა--–--–ის ქმედებით ალ--- გა--–--–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 1------------იდან 2018 წლის 1-------------ამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში, წ------ ბა------ეს უბანი #---, ბინაN#--–- ყოფნის დროს ორსულ ალ--- გა--–--–ს ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა საკუთარი მეუღლე თო------ გა--–--–ი და გამუდმებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კერძოდ, თუ არ დაუჯერებდა და ბავშვს წაიყვანდა მისგან ორივეს მოკლავდა, ჯერ მათ შვილს მოაჭრიდა ხელ-ფეხსა და თავს და ნაწილებს დაუყრიდა წინ, რათა დატანჯულიყო, ხოლო შემდეგ ალ--- გა--–--–საც იგივენაირად მოკლავდა. აღნიშნულის შედეგად ალ--- გა--–--–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. თო------ გა--–--–ის ქმედებით ალ--- გა--–--–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ ალ--- გა--–--–ის და მოწმეების: მა----- ტა------–---–ის, ბ----ის ვა---------ის, თა----- ჩი-–-----ის, ნა---- ჩი-–-----ის, თი------ კა---ის, მა----- გი------–---–ის, რო-–---- გი-------ის, ლ---- კვ------ის, გი-----ი რო-------ის, თა---- გო----–--ის, ქე------ თუ–-------–---–ის და ზ----- გა--–--–-–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, ასევე გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და თო------ გა--–--–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია თო------ გა--–--–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. დაზარალებულმა ალ--- გა--–--–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის და თო------ გა--–--–ი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილი - ორწლინახევრის ქე------ გა--–--–ი. თო------ გა--–--–ი სისტემატურად იღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ალკოჰოლს, რა დროსაც იგი ხდებოდა უკიდურესად აგრესიული და არაადექვატური. თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლესთან - თო------ გა--–--–თან ერთად გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო სუროგატი დედა და ამ გზით მიღებული შემოსავალი მოხმარებოდა ოჯახს. იგი გახდა ტყუპების სუროგატი დედა, რომელთა ბიოლოგიური მშობლები იყვნენ ისრაელის მოქალაქეები. იქნებოდა დაახლოებით 30 კვირის ორსული, როდესაც გაირკვა რომ ერთ-ერთ ბავშვს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა სამშობიაროდ მისი ისრაელში წასვლა. ამასთან, შეთანხმებისამებრ, ბავშვების ბიოლოგიური მშობლები უზრუნველყოფდნენ როგორც მისი, ასევე მისი მეუღლის - თო------ გა--–--–ის და შვილის - ქე------ გა--–--–ის წაყვანას, თუმცა მან არ იცოდა, რომ მის მეუღლეს ჰქონდა პირობითი მსჯავრი, რაც მისთვის ხელისშემშლელი იქნებოდა საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. მან აღნიშნულის შესახებ გაიგო მოგვიანებით, რის გამოც 2018 წლის 1-------------- დაურეკა მეუღლეს - თო------ გა--–--–ს და სთხოვა მიეცა მათი საერთო შვილის წაყვანის ნებართვა, რაზეც მიიღო უარი და „სასტიკი მუქარა“, კერძოდ, აგრესიული ფორმით - ყვირილითა და გინებით, დაემუქრა, რომ ჯერ მის თვალწინ, რათა დატანჯულიყო, მათ შვილს - მცირეწლოვან ქე------ გა--–--–ს დაანაწევრებდა - ხელს, ფეხს, თავს მოაჭრიდა და მოკლავდა, ხოლო მას შემდეგ, რაც შვილის აღნიშნული ხერხით მკვლელობას აყურებინებდა, მასაც იგივენაირად მოკლავდა - მოაჭრიდა ხელს, ფეხს, თავს. აღნიშნული მუქარა მისთვის იყო მოულოდნელი და შემზარავი, იმდენად შეეშინდა, რომ ხმას ვეღარ იღებდა, რის გამოც გაუთიშა მობილური ტელეფონი, თუმცა, თო------ გა--–--–მა დაუწყო განუწყვეტელი რეკვა და იგივე ტექსტებით მუქარა. იგი ურეკავდა პირადი ნომრიდან - 57----------, ასევე, სხვადასხვა ნომრებიდანაც. ვინაიდან მისი მხრიდან მუქარა იყო შემზარავი, იგი აღარ პასუხობდა მას, რის გამოც თო------ გა--–--–მა მისწერა შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება: „მათ ოჯახში ძალიან დიდი უბედურება დატრიალდებოდა და საკუთარი თავისათვის დაებრალებინა, რაც მათ შვილს დაემართებოდა“. შემდეგ მას დაურეკა თო------ გა--–--–ის ნათესავმა - ქე------ თუ–-------–---–მა, რომელთან დასალაპარაკებლადაც იგი წავიდა ბავშვთან ერთად. ადგილზე მისვლისას იქ დახვდა მისი მეუღლე - თო------ გა--–--–ი, რომელიც გარდაცვლილ დედას იგინებოდა, რომ შეუსრულებდა, რასაც ემუქრებოდა, კერძოდ, რომ ჯერ მათ შვილს დაანაწევრებდა და მოკლავდა, ხოლო შემდეგ მასაც იგივენაირად მოკლავდა. შემდეგ, იმის გამო, რომ მას და ქე------ თუ–-------–---–ს მისცემოდათ საუბრის შესაძლებლობა, ამ უკანასკნელმა თო------ გა--–--–ს ბავშვი წააყვანინა გასასეირნებლად, თუმცა, იმის გამო, რომ ეშინოდა მის მეუღლეს ბავშვისთვის არაფერი დაეშავებინა, იგი მალევე ჩავიდა ბავშვთან. როდესაც ტაქსი გააჩარე და ის და ბავშვი სხდებოდნენ ტაქსში, თო------ გა--–--–მა უთხრა: „ხომ იცი როგორც უნდა მოიქცე, ხოლო თუ შენ ისე არ მოიქცევი, ძალიან კარგად იცი, როგორც მოვიქცევი მე, რა უბედურებაც დატრიალდება ჩვენს ოჯახში“, რაც ასევე მიიღო მუქარად. აღნიშნულის შემდეგ თო------ გა--–--–ი ყოველდღე ურეკავდა და აგრძელებდა როგორც მათი შვილის დანაწევრებისა და მოკვლის მუქარას, ასევე მისი მოკვლის მუქარას. მას აღნიშნული მუქარის ძალიან ეშინოდა, რადგან მას თო------ გა--–--–ი არაერთხელ ჰყავს ნანახი არაადექვატურ მდგომარეობაში. 2018 წლის 1-------------ს, მობილური ტელეფონის საშუალებით კვლავ ესაუბრა თო------ გა--–--–ს და კვლავ სთხოვა შვილის წაყვანის ნებართვა, რაზეც კიდევ უფრო აგრესიული ფორმით დაემუქრა მათი შვილისა და მისი მოკვლით, რის გამოც ძალიან შეეშინდა და მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ალ--- გა--–--–მა, ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის 8------------ს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თო------ გა--–--–ი, ღამის 03:00 საათზე ყვიროდა, ჩაქუჩს ურტყამდა ბეტონს და მის მოხუც პაპას უყვიროდა, რომ ყველას დახოცავდა. ბებიამ უთხრა, რომ თუ არ დაწყნარდებოდა, საპატრულო პოლიციაში დარეკავდა. აღნიშნულზე თავად დარეკა საპატრულო პოლიციაში - „ვნახავთ რას ეტყვით და თუ რამეს ეტყვით, მერე ნახავთ თქვენ“-ო. საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ იგი წავიდა მეგობართან, რადგან მასაც და ბავშვსაც ძალიან შეეშინდათ. ამ ფაქტის შემდეგ, თო------ გა--–--–ი მათთან აღარ ცხოვრობდა.

 

4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ალ--- გა--–--–ის მეგობარმა - მა----- ტა------–---–მა განმარტა, რომ ალ--- გა--–--–ი იყო ტყუპი ნაყოფის სუროგატი დედა. ვინაიდან მის მუცლად მყოფი ტყუპებიდან ერთ-ერთს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, აუცილებელი იყო ალ--- გა--–--–ის ისრაელში წასვლა, სადაც მასთან ერთად უნდა წასულიყვნენ მისი მეუღლე - თო------ გა--–--–ი და მათი საერთო შვილი - ქე------ გა--–--–ი. 2018 წლის 1--------------, იგი იმყოფებოდა ალ--- გა--–--–თან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მის ქმარს - თო------ გა--–--–ს ჰქონდა პირობითი მსჯავრი და მას საზღვრის დატოვებისას პრობლემები შეექმნებოდა. ამასთან, ალ--- გა--–--–მა არ იცოდა როდის უმთავრდებოდა თო------ გა--–--–ს პირობითის მსჯავრის გამოსაცდელი ვადა, რის გამოც მან ურჩია, რომ დაერეკა მეუღლისთვის და მასთან გაერკვია აღნიშნული საკითხი. ალ--- გა--–--–მა მისი თანდასწრებით დაურეკა მეუღლეს - თო------ გა--–--–ს, რომელთანაც ჰქონდა დაძაბული საუბარი. საუბრის დასრულების შემდეგ ალ--- ანერვიულდა, ატირდა და უთხრა, რომ თო------ გა--–--–ი დაემუქრა მათი საერთო შვილის - ქე------ გა--–--–ის დანაწევრებით - ხელის, ფეხის და თავის მოჭრით და სიცოცხლის მოსპობით. ამ ყველაფერს აყურებინებდა ალ---ს, რომელსაც შემდეგ, იგივენაირად დაანაწევრებდა და მოკლავდა. მან ალ--- გა--–--–ს ურჩია, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, თუმცა, მან არ გაითვალისწინა მისი რჩევა, რადგან თო------ გა--–--–ი იყო მისი შვილის მამა და პასუხისგებაში მისაცემად ეცოდებოდა, ამასთან, ეშინოდა მისი. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 1------------ის ჩათვლით, ალ--- გა--–--–ი ყოველდღე ეუბნებოდა, რომ თო------ გა--–--–ის მხრიდან ზემოაღნიშნული შინაარსის სატელეფონო მუქარებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი, ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც უშუალოდ მოისმინა თო------ გა--–--–ის მხრიდან ალ--- გა--–--–ის მიმართ განხორციელებული სატელეფონო მუქარა, კერძოდ, თო------ გა--–--–მა ალ--- გა--–--–ს დაურეკა იმ დროს, როდესაც ის და ალ--- გა--–--–ი ერთად იმყოფებოდნენ და ამ უკანასკნელმა მოასმენინა მას თო------ გა--–--–ის მხრიდან განხორციელებული შემდეგი შინაარსის მუქარა - რომ მის თვალწინ მათ საერთო შვილს დაანაწევრებდა - მოაჭრიდა ხელს, ფეხს, თავს და ისე მოკლავდა, ხოლო შემდეგ იგივენაირად დაანაწევრებდა და მოკლავდა ალ--- გა--–--–საც. 2018 წლის 1-------------ს, დღის მეორე ნახევარში, აღელვებული და ატირებული ალ--- გა--–--–ი მივიდა მასთან და სთხოვა პოლიციის განყოფილებაში გაყოლა, რათა დახმარება ეთხოვა მათთვის.

 

4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ალ--- გა--–--–ის პაპა - ბ----ის ვა---------ი, რომელმაც განმარტა, რომ ალ--- გა--–--–ი და მისი მეუღლე - თო------ გა--–--–ი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ მასთან. 2018 წლის 8------------ს, ღამის 03:00 საათზე ეზოდან გაიგო ხმაური, როდესაც გავიდა, ნახა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თო------ გა--–--–ს ჩაქუჩი ეჭირა ხელში და ცემენტს იატაკზე ურტყამდა. აღნიშნულზე მან მისცა შენიშვნა, უთხრა, რომ იყო ღამის საათები და უხერხული იყო მეზობლებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც თო------ გა--–--–ი დაემუქრა, რომ ყველას დახოცავდა. მას შეეშინდა მისი მუქარის, რადგან იყო ნასვამი და არ იცოდა რას მოიმოქმედებდა. შემდეგ მისმა მეუღლემ უთხრა, რომ თუ არ დამშვიდდებოდა საპატრულო პოლიციაში დარეკავდა, რაზეც თო------ გა--–--–მა უთხრა, რომ საპატრულო პოლიციის არ ეშინოდა, მათ თვითონ გამოიძახებდა და თუ რამეს იტყოდნენ, ნახავდნენ რაც მოხდებოდა. ამის შემდეგ, თო------ გა--–--–ის გამოძახების საფუძველზე მოვიდა საპატრულო პოლიცია, რომლებიც გაესაუბრნენ, თუმცა, თო------ გა--–--–ი შეიცოდა და მათთვის არ უთქვამს, რომ იგი ყველას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. იმის გამო, რომ მის შვილიშვილს ალ--- გა--–--–ს ძალიან შეეშინდა მისი მეუღლის, იგი ბავშვთან ერთად ღამის გასათევად წავიდა მეგობრებთან. მოწმის განმარტებით, მისი შვილიშვილისგან - ალ--- გა--–--–ისგან ასევე ცნობილია, რომ აღნიშნულის შემდეგ თო------ გა--–--–ი უკავშირდებოდა მას და ემუქრებოდა, რომ მოკლავდა როგორც მათ საერთო შვილს - ქე------ გ---–-–ს, ასევე, ალ--- გა--–--–ს.

 

4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნა---- ჩი-–-----მა განმარტა, რომ ალ--- გა--–--–თან და თო------ გა--–--–თან აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის 8------------ს, ღამის საათებში, მათთან სახლში, სადაც მის გარდა ცხოვრობს მისი და - თა----- ჩი-–-----ი, ბავშვთან - ქე------ გა--–--–თან ერთად მივიდა ალ--- გა--–--–ი, რომელიც იყო აღელვებული და შეშინებული და ითხოვდა ღამის მათთან გათენებას, კერძოდ, ალ--- გა--–--–მა მათ მოუყვა, რომ მის მეუღლეს - თო------ გა--–--–ს, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, პაპამისთან - ბ----ის ვა---------თან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც იგი (თო------ გა--–--–ი) ბეტონს უბრახუნებდა ჩაქუჩს და უყვიროდა, რომ „ყველას დახოცავდა“. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 1--------------, მას დაურეკა თო------ გა--–--–მა, რომელიც იყო გაღიზიანებული და უთხრა, რომ თუ ალ---ზე გული შესტკიოდა, გონს მოეყვანა, თორემ ალ---საც მოკლავდა და არც მათ შვილს დაინდობდა და მასაც მოკლავდა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაუკავშირდა ალ--- გა--–--–ს, რომელმაც უთხრა, რომ იმ დღით უშუალოდაც დაემუქრა, რომ მათ საერთო შვილს - ქე------ გა--–--–ს დაანაწევრებდა და მოკლავდა - მის თვალწინ მოაჭრიდა ხელ-ფეხს და თავს, ხოლო შემდეგ მასაც იგივენაირად მოკლავდა.

 

4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თა----- ჩი-–-----მა განმარტა, რომ თო------ გა--–--–თან და ალ--- გა--–--–თან აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის 8------------ს, შუაღამისას, მათთან სახლში მივიდა ალ--- გა--–--–ი, ბავშვთან - პატარა ქე------ გა--–--–თან ერთად. იგი იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული და ითხოვდა ღამის მათთან გათენებას. როგორც ალ--- გა--–--–მა მოუყვა, მისი მეუღლე - თო------ გა--–--–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ჩაქუჩს აბრახუნებდა, რაზეც პაპამისმა მისცა შენიშვნა, რადგან იყო გვიანი და აღნიშნულის გამო მოუვიდათ კონფლიქტი. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 1--------------, მას დაურეკა დამ - ნა---- ჩი-–-----მა და უთხრა, რომ იმ დღით მისთვის დაურეკავს თო------ გა--–--–ს, რომელიც ეძებდა ალ--- გა--–--–ს, ასევე, თო------ გა--–--–ს მისი დისთვის - ნა---- ჩი-–-----ისთვის უთქვამს, რომ თუ გული შესტკიოდა მეგობრის - ალ---ს გამო, გონს მოეყვანა, თორემ ორივეს - ბავშვსაც და ალ---საც - მოკლავდა.

 

4.6. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6----------ს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ალ--- გა--–--–მა თო------ გა--–--–ის ქმედებებით განიცადა მორალური დამცირება და მორალური ტანჯვა.

4.7. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა თი------ კა---ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

4.8. საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მა----- გი------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ალ--- გა--–--–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღნიშნულ დანაშაულში მხილებული პირი - თო------ გა--–--–ი უნდა ყოფილიყო თავის საცხოვრებელ სახლში, მისამართზე ქ. თბილისი, ფ---------ის ქუჩა #---–-;

 

4.9. საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--ის თანამშრომლებმა - რო-–---- გი-------ემ, გი-----ი რუ-------ემ და ლ---- კვ------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 1-------------ს, მათ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება თო------ გა--–--–ის მხრიდან წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის ალ--- გა--–--–ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე. 2018 წლის 1-------------ს, მათმა თანამშრომელმა - მა----- გი------–---–მა მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, აღნიშნულ დანაშაულში მხილებული თო------ გა--–--–ი უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, ფ---------ის ქუჩა #---–-. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ისინი გავიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც რო-–---- გი-------ის მიერ, გი-----ი რუ-------ის და ლ---- კვ------ის მონაწილეობით, საპროცესო ნორმების დაცვით, მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მოხდა თო------ გა--–--–ის დაკავება. რო-–---- გი-------ის მიერ თო------ გა--–--–ს განემარტა ბრალდებულის უფლება-მოვალეობები, მის მიერ, ასევე, ადგილზე შეივსო დაკავების ოქმი, რის შემდეგაც ბრალდებული გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულმა დაკავების ოქმის სისწორე დაადასტურა ხელმოწერით, რის შემდეგაც გადაეცა მას ოქმის ასლი. მოწმეებმა რო-–---- გი-------ემ, გი-----ი რუ-------ემ და ლ---- კვ------ემ დაადასტურეს რო-–---- გი-------ის მიერ, გი-----ი რუ-------ის და ლ---- კვ------ის მონაწილეობით ჩატარებული დაკავების ოქმის სისწორე.

 

4.10. საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თა---- გო----–--ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1-------------ს, მის მიერ დაწყებულ იქნა გამოძიება წინასწარი შეცნობით ორსული ალ--- გა--–--–ის მიმართ, მეუღლის თო------ გა--–--–ის მხრიდან განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხულ იქნენ მოწმეები და ბრალდებული, დათვალიერებულ იქნა ალ--- გა--–--–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ბრალდებულ თო------ გა--–--–ის მიმართ დანიშნა ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზა, ხოლო ალ--- გა--–--–ის მიმართ დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ასევე, სხვადასხვა უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია თო------ გა--–--–ის მიმართ და სხვა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

4.11. ბრალდებულმა თო------ გა--–--–მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას უარყო ალ--- გა--–--–ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი.

 

4.12. დაცვის მხარის მოწმე ქე------ თუ–-------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1--------------, თო------ გა--–--–ი იმყოფებოდა მათთან სახლში, ქ თბილისში, ფ---------ის ქუჩა #---–-, რა დროსაც გაიგო მისი ბავშვთან დაკავშირებით არასასიამოვნო სატელეფონო საუბარი. მის კითხვაზე - რა ხდებოდა, თო------ გა--–--–მა უთხრა, რომ მის მეუღლეს ალ--- გა--–--–ს მათი საერთო შვილის - ქე------ გა--–--–ის ისრაელში წაყვანა უნდოდა, რაზეც იგი იყო კატეგორიული წინააღმდეგი, ვინაიდან არ იცოდა ალ--- საერთოდ ჩამოვიდოდა თუ არა ისრაელიდან. ამასთან, თო------ გა--–--–მა სთხოვა რომ დაერეკა ალ---სთან, რათა დასალაპარაკებლად მათთან მისულიყო. მან თო------ გა--–--–ის თხოვნის საფუძველზე დაურეკა ალ--- გა--–--–ს და უთხრა, რომ თო------ გა--–--–ი მასთან იყო, ისიც მისულიყო და ურთიერთობის მოსაგვარებლად. ალ--- გა--–--–ი დაახლოებით შუადღეს მივიდა მათთან ბავშვთან ერთად და საღამომდე გაჩერდა. საუბრისას ალ--- ამბობდა რომ თო------ გა--–--–ს პირობითი მსჯავრი ჰქონდა და ვერ შეძლებდა ისრაელში მათთან ერთად წასვლას. აღნიშნულზე თო------ გა--–--–მა უთხრა, რომ თანხის გადახდის სანაცვლოდ შეიძლებოდა პირობით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ წასვლა. თავის მხრივ, ალ--- გა--–--–ს თავადაც შესთავაზა, რომ დალოდებოდა თო------ გა--–--–ს, იქნებ რამე გაერკვია და შესძლებოდა წასვლა, თუმცა, ალ---სგან უარი მიიღო. მოწმის განმარტებით, ალ--- გა--–--–ისა და ბავშვის იქ ყოფნის დროს მათ მიმართ თო------ გა--–--–ის მხრიდან არავითარ მუქარას არ ჰქონია ადგილი, ასევე, თო------ გა--–--–ის მხრიდან მუქარას არ ჰქონია ადგილი სატელეფონო საუბრისას, იგი უბრალოდ ეუბნებოდა, რომ ბავშვის წაყვანის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერდა. მან თო------ გა--–--–ისგან იცის, რომ ალ--- გა--–--–ი აქეთ ემუქრებოდა, რომ თუ ბავშვის წაყვანის ნებართვას არ მისცემდა, მის თავს დააჭერინებდა ან აცემინებდა.

 

4.13. დაცვის მხარის მოწმე ზ----- გა--–--–-–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1--------------, რამდენიმე დღით დასთან ერთად წავიდა რაჭაში, საიდანაც ჩამოვიდნენ 2018 წლის 1-------------ს - დღის მეორე ნახევარში. თო------ გა--–--–ი დახვდათ სახლში და აპირებდნენ სადილობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს ვიღაცამ დაურეკა ტელეფონზე, რომელსაც ეუბნებოდა „რას ჰქვია მიჩივლებ“, „რატომ მიჩივლებ?“. როდესაც დაასრულა საუბარი, თო------მ უთხრა, რომ ალ--- გა--–--–ი აიძულებდა მათი საერთო შვილის - ქე------ გა--–--–ის ისრაელში წასაყვანად თანხმობის დოკუმენტზე მოეწერა ხელი. მანამდე მათ იცოდნენ რომ სამივე - ალ--- გა--–--–ი, თო------ გა--–--–ი და მათი შვილი - ერთად უნდა წასულიყვნენ. აღნიშნულის შემდეგ მან დაურეკა ალ--- გა--–--–ს და სთხოვა ბავშვთან ერთად მისულიყო მათთან, ცოლ-ქმარს ერთმანეთში გაერკვიათ საკითხი და საჭიროების შემთხვევაში, ისინიც ჩაერეოდნენ. იგი დასთანხმდა, თუმცა, არ მივიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალ--- გა--–--–მა კვლავ დაურეკა თო------ გა--–--–ს. ამ უკანასკნელმა ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო ტელეფონი, რა დროსაც გაიგო თუ როგორ ემუქრებოდა ალ--- გა--–--–ი თო------ გა--–--–ს, რომ თუ ხელს არ მოუწერდა ბავშვის წაყვანის ნებართვაზე ან უჩივლებდა, ან მის თავს ძმას და მამას აცემინებდა. მეორე დღეს - 2018 წლის 1-------------ს, ის და მისი და გასულები იყვნენ სახლიდან, როდესაც მეზობელმა დაურეკა და შეატყობინა თო------ გა--–--–ის დაკავების შესახებ. როგორც შემდეგ გაარკვიეს, იგი ალ--- გა--–--–ის განცხადების საფუძველზე იყო დაკავებული. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 1-------------ს, მათი რაჭიდან ჩამოსვლის შემდეგ, თო------ გა--–--–ი სახლიდან არ გასულა, ხოლო ცოლ-ქმარს შორის სატელეფონო საუბრისას თო------ გა--–--–ის მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია.

 

4.14. ქ--------–-----------–ი რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის მიერ 2018 წლის 0-------------ის ცნობით დადგენილია, რომ ალ--- გა--–--–ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი ნომრით - 0----------, არის 32 კვირის ორსული და იმყოფება შპს ქ--------–-----------–ი რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტში მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

4.15. 2018 წლის 1------------ის შემაკავებელი ორდერის #0----- ოქმით დადგენილია, რომ თო------ გა--–--–მა (დაბადებული 1----–-–------------–ს, პირადი ნომრით - 3----------) ალ--- გა--–--–ს (დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი ნომრით - 0----------) სატელეფონო საუბრისას დაემუქრა მისი და მათი საერთო შვილის - ქე------ გა--–--–ის სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის გამო მოძალადე თო------ გა--–--–ს აეკრძალა: 1. იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2. მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; 3. მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

4.16. მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 0--------------ს, 18:30 საათიდან - 19:02 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თა---- გო----–--ის მიერ დაზარალებულ ალ--- გა--–--–ის თანხმობითა და მონაწილეობით, ასევე მისი ადვოკატის ლა-------- სუ--–---–ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ალ--- გა--–--–ის კუთვნილი „HUAWEI“-ს ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი, კერძოდ, გახსნილ იქნა კონტაქტების სია, სადაც ლათინური ასო „T“ - თი ჩაწერილია ტელეფონის ნომერი +995 5 7----------. აღნიშნულის შემდეგ გახსნილი იქნა ფოტო გალერეა, სადაც გახსნილ იქნა ე.წ „სქრინ შოტების“ ალბომი, რომლის პირველ „სქრინ შოტზე“, აღბეჭდილია მობილური ტელეფონის ზედა მარცხენა კუთხეში დატანილი ლათინური ასო „T“, რის შემდეგაც არის თარიღი - 1---- და დრო 16:07 საათი, რის შემდეგაც იწყება ლათინური ასოებით შესრულებული, ქართული სიტყვების ტექსტი, რომელიც ალ--- გა--–--–ის განმარტებით არის თო------ გა--–--–ის მიწერილი. აღნიშნული ტექსტი არის შემდეგი შინაარსის - „სანამ შეგიძლია ყველაფრის გამოსწორება, გირჩევნია აზრზე მოხვიდე და დამირეკო, მნახო და ერთად მოვაგვარებთ ყველაფერს რამდენიმე საათში. თუ არადა, რა უბედურებაც დატრიალდება ჩვენს ოჯახში და ჩვენი შვილის თავზე, ყველაფერი შენი ბრალი იქნება.“ აღნიშნულის შემდეგ კვლავ ასახულია თარიღი - 1---- და დრო - 19:26. აღნიშნულ „სქრინ შოტზე“ დათვალიერებისას გადაღებულ იქნა ფოტოსურათი და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. დათვალიერების შემდეგ, ალ--- გა--–--–ს დაუბრუნდა ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონი.

4.17. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 1------------ის #7------ დასკვნის მიხედვით, თო------ გა--–--–ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების ფაქტი.

4.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2---------ოს #1------18 განაჩენით თო------ გა--–--–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

4.19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.21. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.22. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.23. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

5.6. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).

5.7. რაც შეეხება განსახილველი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას მუქარის ჩადენას „დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ“, ამ შემთხვევაში ქმედება დამძიმებულია ობიექტური ნიშნით - სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტით. ამასთან, აუცილებელია, რომ დაზარალებული ნამდვილად იყოს ორსული, ასევე, დამნაშავემ ზუსტად იცოდეს ქალის ორსულობის შესახებ, ვინაიდან „შეცნობა“ ნიშნავს რეალურად არსებული ფაქტისა და თუ მოვლენის გაცნობიერებას და არა იმას, თუ რას ფიქრობდა პირი, რა ეგონა მას მოცემულ ვითარებაში.

5.8. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

5.9. სასამართლო ბრალდებულ თო------ გა--–--–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ:

 

5.9.1. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ თო------ გა--–--–ი და ალ--- გა--–--–ი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში იყვნენ მეუღლეები, ცხოვრობდნენ ერთად და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი საერთო შვილი, შესაბამისად, თო------ გა--–--–ი წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს.

 

5.9.2. დაზარალებულ - ალ--- გა--–--–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1------------ის მდგომარეობით იგი იყო ტყუპი ნაყოფის სუროგატი დედა, რაც იცოდა თო------ გა--–--–მა (ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება). მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 1-------------იდან 2018 წლის 1------------ის ჩათვლით, მეუღლე - თო------ გა--–--–ი სატელეფონო საუბრისას სისტემატურად ემუქრებოდა მათი მცირეწლოვანი შვილის - ქე------ გა--–--–ის დანაწევრებითა - ხელ-ფეხისა და თავის მოჭრით და სიცოცხლის მოსპობით, ხოლო მას შემდეგ, რაც აღნიშნულს აყურებინებდა და დატანჯავდა, შემდეგ, მასაც იგივენაირად - მოუსპობდა სიცოცხლეს. ალ--- გა--–--–ის განმარტებით, თო------ გა--–--–ი სისტემატურად იღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ალკოჰოლს, რა დროსაც იგი ხდებოდა უკიდურესად აგრესიული და არაადექვატური. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მას გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების შიში, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

5.9.3. დაზარალებულ ალ--- გა--–--–ის ჩვენების სისწორე და მუქარის ფაქტი დადასტურებულია მოწმე მა----- ტა------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რომლის თანახმადაც, დადგენილია, რომ 2018 წლის 1------------ის მდგომარეობით ალ--- გა--–--–ი იყო ტყუპი ნაყოფის სუროგატი დედა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 1--------------, იგი იმყოფებოდა ალ--- გა--–--–თან, რა დროსაც იგი შეესწრო ალ--- გა--–--–სა და თო------ გა--–--–ს შორის დაძაბულ სატელეფონო საუბარს, რომლის დასრულების შემდეგ ალ--- ანერვიულდა, ატირდა და უთხრა, რომ თო------ გა--–--–ი დაემუქრა მათი საერთო შვილის - ქე------ გა--–--–ის დანაწევრებით - ხელ-ფეხისა და თავის მოჭრით და სიცოცხლის მოსპობით, რასაც ჯერ აყურებინებდა, ხოლო შემდეგ მასაც იგივენაირად მოკლავდა. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 1------------ის ჩათვლით, ალ--- გა--–--–ი ყოველდღე ეუბნებოდა, რომ თო------ გა--–--–ის მხრიდან ზემოაღნიშნული შინაარსის სატელეფონო მუქარებს ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მა----- ტა------–---–ის თქმით, იყო აგრეთვე შემთხვევა, როდესაც უშუალოდ მოისმინა თო------ გა--–--–ის მხრიდან ალ--- გა--–--–ის მიმართ განხორციელებული სატელეფონო მუქარა, კერძოდ, ერთ-ერთი სატელეფონო მუქარის დროს ის და ალ--- გა--–--–ი იყვნენ ერთად, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მოასმენინა მას თო------ გა--–--–ის მხრიდან განხორციელებული მუქარა, რომ მის თვალწინ მათ საერთო შვილს დაანაწევრებდა - მოაჭრიდა ხელ-ფეხს და თავს და ისე მოკლავდა, ხოლო შემდეგ იგივენაირად მოკლავდა ალ--- გა--–--–საც.

 

5.9.4. დაზარალებულ ალ--- გა--–--–ის ჩვენების სისწორე დადასტურებულია, ასევე, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ალ--- გა--–--–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონში ე.წ.„სქრინ შოტის“ სახით ნანახი იქნა თო------ გა--–--–ის მხრიდან, 1------------ით დათარიღებული, შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება - „სანამ შეგიძლია ყველაფრის გამოსწორება, გირჩევნია აზრზე მოხვიდე .... თუ არადა, რა უბედურებაც დატრიალდება ჩვენს ოჯახში და ჩვენი შვილის თავზე, ყველაფერი შენი ბრალი იქნება.“

 

5.9.5. დაზარალებულ ალ--- გა--–--–ის ჩვენებას ადასტურებს აგრეთვე მოწმე ბ----ის ვა---------ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ შვილიშვილისგან - ალ--- გა--–--–ისგან იცის, რომ თო------ გა--–--–ი უკავშირდებოდა მას და ემუქრებოდა როგორც მათი საერთო შვილის - ქე------ გა--–--–ის, ასევე, მისი - ალ--- გა--–--–ის სიცოცხლის მოსპობით.

 

5.9.6. თო------ გ---–-–ის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტი დადასტურებულია ასევე ნეიტრალური მოწმის - ნა---- ჩი-–-----ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით, რომელიც არის როგორც დაზარალებულის, ასევე, ბრალდებულის მეგობარი. მისი ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1--------------, მას დაურეკა თო------ გა--–--–მა, რომელიც იყო გაღიზიანებული და უთხრა, რომ თუ ალ---ზე გული შესტკიოდა, გონს მოეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში „ალ---საც მოკლავდა და არც მათ საერთო შვილს დაინდობდა და მასაც მოკლავდა“. მისი ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ იმავე დღეს თავად ალ--- გა--–--–მაც უთხრა მის მიმართ თო------ გა--–--–ის მხრიდან განხორციელებული მუქარის შესახებ.

 

5.9.7. თავის მხრივ, ნა---- ჩი-–-----ის ჩვენების სისწორე დადასტურებულია თა----- ჩი-–-----ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1--------------, დაურეკა დამ - ნა---- ჩი-–-----მა, რომელმაც უთხრა, რომ იმ დღით მისთვის დაურეკავს თო------ გა--–--–ს, რომელსაც უთქვამს, რომ თუ გული შესტკიოდა მეგობრის - ალ---ს გამო, გონს მოეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივეს - ბავშვსაც და ალ---საც - სიცოცხლეს მოუსპობდა.

 

5.10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება, რომ თო------ გა--–--–ის მხრიდან ალ--- გა--–--–ის მიმართ ნამდვილად განხორციელდა მისი და მისი შვილის სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

5.11. აღნიშნული შემდეგ, დაზარალებულის, მოწმეების ჩვენებებისა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (რომლის თანახმად, ალ--- გა--–--–მა თო------ გა--–--–ის ქმედებებით განიცადა მორალური დამცირება და მორალური ტანჯვა) საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ თო------ გა--–--–ის მხრიდან, რომელიც არის ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის მოხმარებისაკენ მიდრეკილი, ალ--- გა--–--–ისა და მისი შვილის მიმართ უკიდურესად აგრესიული და დაუნდობელი ფორმით გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის არაერთგზისი მუქარა, დაზარალებულის მხრიდან აღქმულ იქნა რეალურ მუქარად, გაუჩნდა შიში, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ვითარება (აგრესიული ბრალდებულის მხრიდან სასტიკი/შემზარავი ფორმით გამოხატული სიცოცხლის მოსპობის მუქარა), ბრალდებულის პიროვნება (ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში). ყოველივე აღნიშნულმა კი, ერთობლიობაში დაზარალებულში სუბიექტურად წარმოშვა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

5.12. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას - აღნიშნული მუქარის ჩადენას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ - დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ თო------ გა--–--–ის მხრიდან განხორციელებული მუქარის დროს ალ--- გა--–--–ი იყო 30 კვირის ორსული, რაც ნამდვილად იცოდა თო------ გა--–--–მა (გარდა იმისა, რომ 30 კვირის ორსულის ფიზიკური მდგომარეობა იძლევა ორსულობის აღქმის შესაძლებლობას, ასევე, მეუღლეებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ალ--- გა--–--–ი სუროგატი დედა გამხდარიყო). ალ--- გა--–--–ის ორსულობის ფაქტი კი დადასტურებულია 2018 წლის 0-------------ის ცნობით, რომლის თანახმადაც, ალ--- გა--–--–ი არის 32 კვირის ორსული.

 

5.13. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

5.14. ამდენად, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენება სრულ თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.

 

5.15. სწორედ ზემოთ მითითებული გარემოებოებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას თო------ გა--–--–ის უდანაშაულობის შესახებ, რამდენადაც იგი არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. დაცვის მხარის მოწმეებმა - ბრალდებულის ახლო ნათესავებმა - განმარტეს, რომ ესმოდათ თო------ გა--–--–ის სატელეფონო საუბარი და მას ალ--- გა--–--–ის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია, პირიქით, მათი თქმით, მუქარა ალ---მ განახორციელა თო------ გა--–--–ის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ აღნიშნული მოწმეები დაინტერესებულნი არიან საქმის შედეგით, იმავდროულად, სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თო------ გა--–--–მა მის მიერ განხორციელებული ყველა სატელეფონო საუბარი მოასმენინა თავის ნათესავებს. რაც შეეხება მათ განმარტებას, რომ პირიქით - ალ--- გა--–--–მა განახორციელა მუქარა თო------ გა--–--–ის მიმართ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე გამოყოფილია ცალკე წარმოებისათვის და მიმდინარეობს გამოძიება.

 

5.16. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის პრეტენზიაზე, რომ გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად და გამომძიებელმა არ ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს, ორივე - როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის უფლებას მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, თუკი დაცვის მხარე თვლიდა, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა ისეთი საგამოძიებო მოქმედება და არ მოიპოვა ისეთი მტკიცებულება, რაც დაცვის მხარის პოზიციას დაადასტურებდა, მას თავად შეეძლო მოეპოვებინა და სასამართლოსთვის წარედგინა ასეთი მტკიცებულება.

 

5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თო------ გა--–--–მა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. თო------ გა--–--–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და ნასამართლობა.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (დაზარალებულის დაშინება), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მისწრაფება დაზარალებულს დაურღვიოს მყუდრო, მშვიდი ცხოვრება), მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე (აგრესიული და დაუნდობელი ხასიათი), ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (ნასამართლევია და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ), პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

7.5. თო------ გა--–--–ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს ხაზგასასმელია, ის გარემოება, რომ მას ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩადენილი აქვს გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც ცხადყოფს იმას, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენებითაც კი მისი სათანადო ქცევა ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა თავიდან ვერ იქნა აცილებული, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თო------ გა--–--–ის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების მაღალი რისკი.

 

7.6. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2---------ოს #1------18 განაჩენით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დრო - თო------ გა--–--–ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ თო------ გა--–--–ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმადაც, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. გამომდინარე აქედან, სასამართლო თო------ გა--–--–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრისას გაავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით კანონმდებლის მიერ იმპერატიულად გამოხატულ დანაწესს.

 

7.7. აღსანიშნავია, ასევე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ..... არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ თო------ გა--–--–ის მხრიდან მუქარა განხორციელებულია ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს აღნიშნული დამამძიმებელი გარემოება. ამასთან, 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 28 დეკემბერს) ზემოაღნიშნულ მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები და მოხდა სასჯელის დანიშვნისას გამოსაყენებელი კანონის გამკაცრება, თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და თო------ გა--–--–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია.

 

7.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის უფლებების დარღვევის კომპენსირება.

7.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და დანაშაულის ჩამდენის მიმართ ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი გზა, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.10. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალიწინებით რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მყოფი თო------ გა--–--–ის მხრიდან ორსული ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ადგილი ჰქონდა დაუნდობელი ხასიათის მუქარას, სასამართლო თვლის, რომ სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, გარდა თავისუფლების აღკვეთისა, ზემოთ მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

7.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თო------ გა--–--–ს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

7.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2---------ოს #1------18 განაჩენით თო------ გა--–--–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თო------ გა--–--–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და თო------ გა--–--–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თო------ გა--–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2---------ოს #1------18 განაჩენით თო------ გა--–--–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თო------ გა--–--–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

3. მსჯავრდებულ თო------ გა--–--–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ თო------ გა--–--–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1------------იდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე