განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
010100113289490
დავის ტიპი
238 (1) 1 , 151
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010100113289490

საქმე N1- 647/13

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - დ--------------–ი

ადვოკატი - მ-------------ე

 

ბრალდებული: მ-----------–----ე

მამის სახელი: თ-------

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 27.01.1--- წელი

მოქალაქეობა: ს----------–-----------–--ე

განათლება: უ-----–-----------–--ის მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

მცხოვრები: ქ------------------------–--------------------7

ნასამართლობა: ნ----------–------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი; საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ-----------–----ემ ჩაიდინა მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 18 ივნისს, ღამის საათებში, ქ---------–---------------–---------ში მ-----------–----ე დანის გამოყენებით დაემუქრა შ----------–--–-----ეს მისი და მისი შვილის ა-----–----–--ის სიცოცხლის მოსპობით, რაზეც შ----------–--–-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

1.2 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ-----------–----ემ ჩაიდინა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2013 წლის 18 ივნისს, ქ---------–---------------–------------ის მიმდებარედ, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი მ-----------–----ე ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

1.3 სასამართლო სხდომაზე მ-----------–----ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

1.4 მ-----------–----ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

1.5 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, შ----------–--–-----ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ქ---------–----------–---------ს, ეხლანდელი გ-------–----------------------ში. 2013 წლის ივნისის ბოლო რიცხვები იყო, გვიან, ღამის საათებში მოესმა თავის საცხოვრებელი ბინის კარებზე ძლიერი ბრახუნის ხმა. მოიკითხა ვინ იყო, ვინ აბრახუნებდა. პასუხი მიიღო, რომ მ-----------–----ე იყო და ა-----–----–--ეს ეძებდა. მისთვის ცნობილია, რომ მ-----------–----ე არის მისი შვილის ა-----–----–--ის მეუღლის, მ-------–----ს ყოფილი მეუღლე, რომელთანაც განქორწინებულია 9 წელი. იცის, რომ მ-----ა თავისი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ციხეში იჯდა, შემდეგ შეიწყალეს და სულ რამდენიმე დღის გამოსული იყო ციხიდან. მ-----ას უთხრა, რომ ა-----–ი არ იყო სახლში და კარებს ვერ გააღებდა. ამის შემდეგ მოუმატა ბრახუნს, ყვირილს, გინებას და იძახდა კ--–----ბს ყველას ამოხოცავდა. ცოტა ხნის შემდეგ ჩავიდა ეზოში, გვიან ღამე იყო და მანქანები არ მოძრაობდა. მ-----------–----ე შუა ქუჩაში იდგა, ხელში დანას ატრიალებდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, იგინებოდა, იმუქრებოდა რომ დახოცავდათ და არ აცოცხლებდათ, თან ა-----–ს ეძახდა გამოდიო. ძალიან შეეშინდა. გაუჩნდა რეალური შიში იმისა, რომ მ-----------–----ე მის შვილს მართლა რამეს დაუშავებდა, რაც შემდგომში გააკეთა კიდეც. ამიტომ თავის რძალს მ-------–----ს დაურეკა და უთხრა, რომ მ-----------–----ე იყო მათთან ეზოში, ყვიროდა, იგინებოდა და სთხოვა დაერეკა მ-----ას მამისთვის, რათა ის მოსულიყო და წაეყვანა. მ-----ას მამისგან პასუხი იყო, რომ თავისი საქმე მან კარგად იცოდა და მათ თავი დაენებებინათ. ამის შემდეგ მ-----ა ამობრუნდა უკან, ბინის კარებთან და გააგრძელა კარებზე ბრახუნი, დანასაც ურტყამდა კარებს. დაზიანება ეტყობა. იგინებოდა და იმუქრებოდა, რომ ა-----–საც არ აცოცხლებდა და კ--–----ბსაც ყველას ამოხოცავდა. ეს ყველაფერი დაახლოებით 7-8 წუთი გრძელდებოდა. შემდეგ მ-----ა ისევ ეზოში ჩავიდა და იქ გააგრძელა ყვირილი, გინება და მუქარა, ერთი და იგივეს იმეორებდა, რომ ყველას დახოცავდა და არ აცოცხლებდა. მერე აივნიდან დაინახა როგორ მოვიდა საპატრულო პოლიცია, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს.

 

1.6 მოწმე დ---------–--ის ჩვენების თანახმად, 2013 წლის ივნისის თვე იყო. ღამის საათებში იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, ქ---------–---------------–-----------, ბინა N30 ში, დედასთან - შ----------–--–-----ე----- და ბებიასთან - მ------------------ ერთად. დაახლოებით 12-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც კარებზე დააკაკუნეს. მივიდა დედა და იკითხა ვინ იყო. ა-----ს ამხანაგი ვარ მისი ნახვა მინდაო. დედამ უთხრა, რომ ა----- სახლში არ იყო, ამის მერე თქვა, რომ მ-----------–----ე ვარო, კარები გამიხსენითო. კარები რომ არ გახსნეს დაიწყო ბრახუნი, რაღაც წვეტიან საგანს ურტყამდა კარებს, თან ყვიროდა, იგინებოდა და იმუქრებოდა ყელის გამოჭრით, სახლში ვინც ხართ ყველას დაგხოცავთო. ცოტა ხნის შემდეგ მინდია ჩავიდა ეზოში. აივნიდან გადაიხედა და დაინახა, რომ ხელში ეჭირა დანისმაგვარი საგანი, რასაც კარებზე ურტყამდა. დაახლოებით 7 წუთის შემდეგ, ისევ ამობრუნდა. გააგრძელა გინება, ბრახუნი, ყვირილი და მუქარა. ამ ყველაფერმა მათში შიში გამოიწვია. შემდეგ ისევ ჩავიდა ეზოში და გადავიდა სამხედრო პოლიციის შენობასთან, სადაც მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი. დაინახა, რომ მათაც უწევდა წინააღმდეგობას. ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს.

 

1.7 მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მ--–------------ს ჩვენების თანახმად, 2013 წლის 18 ივნისს, დილის 10 საათიდან ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მეწყვილეებთან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა ქ---------–---------------–---ს ქუჩაზე, რა დროსაც სამორიგეოდან მიიღეს შეტყობინება, ამავე ქუჩაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თაობაზე. გააგრძელეს გზა გორგილაძის ქუჩის მიმართულებით და სამხედრო პოლიციის შენობის გვერდით, აფთიაქთან შენიშნეს 4 ახალგაზრდა, მათ შორის ერთ-ერთი გამოირჩეოდა აქტიურობით. ამ ადგილას გაჩერდნენ. გადმოვიდა ავტომანქანიდან და იცნო მ-----------–----ე, რომელიც იგინებოდა უცენზურო სიტყვებით, იმუქრებოდა კ--–----ბთან მიმართებით და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მ-----ა არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნებს, რის გამოც დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ადმინისტრაციული გასინჯვის დროს შარვლის ჯიბეში აღმოაჩნდა საკეცი დანა.

 

1.8 მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ზ----------–--–---–ის ჩვენების თანახმად, 2013 წლის 18 ივნისს ღამის საათებში, ოპერატიული ჯგუფის მიერ პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ იქნა მ-----------–----ე, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში. იგინებოდა, ილანძღებოდა და იყო ძალიან აგრესიული. ადმინისტრაციული წესით შედგენილ იქნა მ-----------–----ის დაკავების ოქმი. პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა საკეცი, ე.წ ფიქსატორიანი დანა, რომელზეც მის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა. შემდეგ მ-----------–----ე გადაიყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორში.

1.9 ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2013 წლის 30 ივნისის Nტ------ დასკვნის თანახმად, ქ---------–---------------–-----------, ბინა N30-ში მცხოვრები შ----------–--–-----ის ბინის შესასვლელი რკინის კონსტრუქციის კარს აღენიშნება დაზიანება ნაკაწრებისა და ჭყლეტის სახით, მიყენებული ლითონის რაიმე მყარი წვეტიანი დეტალით, როგორიც შესაძლოა იყოს სადგისი, დანა, სახრახნისი ან სხვა საგანი.

 

1.10 სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, 2013 წლის 18 ივნისს, მ-----------–----ე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (იხ. ბათუმის საქალაქო სამართლოს 2010 წლის 09 ივლისის განაჩენი), ხოლო N------------ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს მ-----------–----ისაგან ამოღებული დანა.

 

1.11 კრიმინალისტიკური ექსპერტიზის 2013 წლის 22 ივნისის N–----- დასკვნის თანახმად, სს N------------ საქმეზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი, ფიქსირებული მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

2. სამართლებრივი შეფასება

 

2.1 სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (მუქარა) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამინის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.

 

ობიექტური მხრივ მუქარა მატერიალურ (შედეგიან) დანაშულს წარმოადგენს და გამოიხატება მოქმედებაში ანუ მუქარაში, შედეგში (შიში) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-მუხლში მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია და გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. ამასთან, აუცილებელი არაა, რომ მუქარა იყოს რეალური. დამნაშავეს შესაძლოა არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს პირის დაშინება.

 

დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების რეალური შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ხდება ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

 

ობიექტური კრიტერიუმი ნიშნავს იმას, რომ მუქარის საფუძვლიანობის შესაფასებლად უნდა წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი (და არა ძალიან მშიშარა ან პირიქით ძალიან გულადი) და ისე განვსაზღვროთ ჩათვლიდა თუ არა ასეთი ადამიანი მუქარას რეალურად. მხედველობაშია მისაღები დამმუქრებლის პიროვნება (აგრესიული, წარსულში ნასამართლევი), ურთიერთდამოკიდებულება მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის, მუქარის გამოხატვის დრო და ადგილი, მისი შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას.

 

სუბიექტური კრიტერიუმი ნიშნავს, რომ დადგინდეს გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის შედეგად საფუძლიანი შიში. თუ შიში არ გაუჩნდა, მუქარა საზოგადოდ საფუძვლიანი შიშის მომგველიც, რომ იყოს, დანაშაულის შემადგენლობა არ გვექნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დამმუქრებელი არის მ-----------–----ე, რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის მუქარისათვის. მუქარა განხორციელდა დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილზე მისვლით, ღამის საათებში. მ-----------–----ე შეიარაღებული იყო ცივი იარაღით. დაზარალებულ შ----------–--–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

2.2 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა, დამთავრებულია ცივი იარაღის ტარების დაწყების მომენტიდან და არ არის აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა (აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტებს 21 წლის ასაკს მიუღწეველი, ნ----------–------------ ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირები წარმოადგენენ, ხოლო აღნიშნული დანაშაულის საგანს - ცივი იარაღი წარმოადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----------–----ეს ცივი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა. იგი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. მ-----------–----ისაგან ამოღებული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ამდენად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

3.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (2013 წლის 18 ივნისს მოქმედი რედაქცია) თანახმად, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე

 

ამავე კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, (2013 წლის 18 ივნისს მოქმედი რედაქცია) 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნ----------–------------ ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, – ისჯება ჯარიმით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

3.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

მ-----------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდება, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელად ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 02 ივნისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთა - 08 (რვა) წლის ვადით უნდა შთანთქოს ამ განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და 2381 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელი.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე,271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ-----------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (2013 წლის 18 ივნისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2. მ-----------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით (2013 წლის 18 ივნისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ-----------–----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 02 ივნისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა -

თავისუფლების აღკვეთა - 08 (რვა) წლის ვადით შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და მ-----------–----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 08 (რვა) წლის ვადით.

 

5. მ-----------–----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 24 ივნისიდან 2013 წლის 03 ივლისის ჩათვლით და 2013 წლის 30 სექტემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან.

 

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განჩინებით, მ-----------–----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 02 ივლისის განჩინებით დაყადაღებულ თ-----------–----ის (პ--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მდებარე: ოზ----------------–----–------ი, სოფელი ნ-------ი (ზ-----–--------–ი, ზონა ოზურგეთი 26, სექტორი - ნ-------ი - 0------------–------, ნაკვეთი-2--, საკადასტრო კოდი - N26.01.6-.2--) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის – 2 000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

7. ნივთმტკიცებები: მ-----------–----ის დაკავების დროს ამოღებული დანა, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან გელოვანი