გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
330210118002256412
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/997-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - ის----–-----–-----------–-

წარმომადგენელი - ი-----–------------

მოპასუხეები - 1 - მ-------------

წარმომადგენელი - ნ----------------–---

2 - ნ----------------

წარმომადგენელი - მზ-------------

3 - ეი----------------

დავის საგანი - 1-.0--1--- წლის მოსარჩელის მამას შ--------------–-----------–-სა და ტა----------------------- შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დადებულად იქნეს ცნობილი 1-.0--1--- წლის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელის მამას შ--------------–-----------–-სა და ტა----------------------- შორის ქ. თბილისში, შა------------------ში მდებარე N0--1--13.----096

 

საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან შენობა N1-ის 130,60 კვ.მ. საცხოვრებელ სადგომზე (პირველ სართულზე 65,30 კვ.მ. ფართი და მეორე 65,30 კვ.მ. ფართი) და საცხოვრებელი სადგომი საკუთრებაში გადაეცეს ი-----–-----–-----------–-ს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეი---------------მა როგორც წარმოდგენილ შესაგებელში, ისე სასამართლოს სხდომაზე არ ცნო სარჩელი.

 

მისი განმარტებით, საქმეში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. ის----–-----–-----------–- მის ფართში არ ცხოვრობს, მის მიმართ პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს, საკუთრება გამიჯნულია სხვა მესაკუთრეებისგან. ხელწერილის დედანი მოსარჩელეს არ გააჩნია, ითხოვს დედნის წარმოდგენას.

 

2.2. მოპასუხე მ-------------ა და მისმა წარმომადგენელმა როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლოს სხდომაზე არ ცნო სარჩელი.

 

2.3. მოპასუხე ნ----------------ს წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუ---–---------------–------------------–-----------–-- 133,93 კვ.მ., I-----------–- 131,74 კვ.მ. წარმოადგენს ეი----------------ს საკუთრებას, ხოლო შ----------------------–-- 65,30 კვ.მ. I-----------–- 65,30 კვ.მ. არის მოპასუხე მ-------------ს საკუთრება, ს/კ N0--1--13.----096.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 74)

 

3.2.2. 2----–-–----------------ის საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, შ----------------, მესაკუთრეებს წარმოადგენენ ეი----------------, მ------------- და ფე-----------–--------------------ი.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 76)

 

3.2.3. 2017 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით უძრავი ქონების, მდებარე შ----------------, საკადასტრო კოდი N0--1--13.----096 მესაკუთრეებს წარმოადგენენ ეი----------------, მ------------- პირველ სართულზე, შენობა N1-ის 65,30 კვ.მ.-ის და ნ---------------- შენობა N1, I-----------–-, 65,30 კვ.მ.-ის.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 78)

 

3.2.4. უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისი, შა------------------, საჯარო რეესტრის ამონაწერით, 2018 წლის 3 იანვრის მდგომარეობით მესაკუთრეებს წარმოადგენენ ეი----------------, მ-------------, ნ----------------.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 80)

 

3.2.5. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებით და საჯარო რეესტრის ინფორმაციით, შა---------------ში არსებული ფართის 1/3 წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ნა---------–------------ი, ხოლო თანამოსარგებლეებს წარმოადგენენ ტ------------–------------–----------------------–-- რომელთა წილი ინდივიდუალურ საკუთრებაში გაურკვეველია.

 

(მტკიცებულება: ცნობა-დახასიათება, ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან,ს.ფ. 32-33)

 

3.2.6. საქმეზე წარმოდგენილია 1----–-–------------–ს შედგენილი შინაურული ხელწერილის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომლის თანახმად, ნა---------------------იმ თავისი საკუთარი სახლის ნახევარი - ერთი ოთახი 16 კვ.მ. სამზარეულოთი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ა------------ შ--------------–-----------–-ს მიყიდა ოცდახუთი ათასად, ფული მიიღო სრულად, რაც დადასტურებული აქვთ მეზობლებს ხელმოწერებით, მაგრამ საქმეზე მხარეთა მოთხოვნის მიუხედავად დედანი ხელწერილი არ იქნა წარმოდგენილი.

 

(მტკიცებულება: ხელწერილი, ს.ფ. 23)

 

3.2.7. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ მოსარჩელის მამა შ--------------–-----------–- გარდაიცვალა 1964 წლის 2 ივნისს.

 

(მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 25)

 

3.2.8. მოსარჩელე ი-----–-----–-----------–- დაბადებულია 1935 წლის 10 ივნისს, მისი მშობლები არიან მამა - შ--------------–-----------–- და დედა ბ-----------–-.

 

(მტკიცებულება: დაბადების მოწმობა, ს.ფ. 26)

 

3.2.9. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ის----–-----–-----------–- 1959 წლის 10 ნოემბრიდან რეგისტრირებულია თბილისი, შ----------------ა-ში, ხოლო მისი მოთხოვნა ეხება ქ. თბილისში, შა---------------ში არსებულ უძრავ ქონებას. ასევე მითითებულია, რომ იგი თავდაპირველად რეგისტრირებული იყო ა------------ში, ხოლო საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ინფორმაციით არქივში არსებული მონაცემებით ყოფილ მისამართად მითითებულია ა----------- და ა-------------

 

(მტკიცებულება: ინფორმაცია, საინფორმაციო ბარათი, ს.ფ. 28-31)

 

3.2.10. 2016 წლის 13 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით ნ---------------- არის მამკვიდრებლის, 1978 წლის 24 ნოემბერს გარდაცვლილი ბე---------------–-ს პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი. მას, როგორც პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, მემკვიდრეობით საკუთრებაში გადაეცა ბე---------------–-ს კუთვნილი ქონებრივი უფლებებისა (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა სრულად.

 

(მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 35-37)

 

3.2.11. მოპასუხე ეი---------------მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. 2009 წლის 30 ივლისს მისი განცხადება დაკმაყოფილდა და სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ სააღრიცხვო ბარათი N------- რომლითაც შესაბამისი ქონება 1940 წელს აღრიცხულია ტა-----------–------------–ზე, ნამდვილად ეკუთვნის 1984 წლის 27 თებერვალს გარდაცვლილ ტა--------------------–ს, ხოლო 2008 წლის 18 აპრილს კი ეი---------------მა სამკვიდრო მოწმობით მიიღო ტა--------------------–ის სამკვიდრო, მათ შორის, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, შ-------------------------

 

(მტკიცებულება: გადაწყვეტილება, სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 38-41)

 

3.2.12 დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ნა--------------მა და ეი---------------მა 2----–-–------------–ს შეადგინეს უძრავი ქონების ურთიერთგამიჯვნის ხელშეკრულება, რომლითაც ნაკვეთი I, ფართი 338 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა N01/2-ში I----------–- 133,93 კვ.მ. I-----------–- 131,74 კვ.მ. - ეი----------------ს საკუთრებაა, ხოლო შენობა-ნაგებობა N01/2-ში - ნ----------------ს საკუთრება, წილი გაურკვეველია, ხოლო ნაკვეთი II მთლიანად შეადგენს ეი----------------ს საკუთრებას. ცნობა-დახასიათებაში მითითებული მესაკუთრეების ნა---------–------------ის და ტა-----------–------------–ის საკუთრებას დაეუფლა ეი----------------.

 

(მტკიცებულება: ურთიერთგამიჯვნის ხელშეკრულება, ცნობა-დახასიათება, ს.ფ. 33, 45)

 

3.2.13. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნა--------------მა მ------------ს 2----–-–---------–--ს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, შა------------------, არასასოფლო-სამეურნეო ფართობი 338.00 კვ.მ. შ/ნ N1 (სამოცდათვრამეტი კვ.მ.) - აქედან ნ----------------ს კუთვნილი წილიდან საკ. კოდი N0--1--13.----096 მხოლოდ შენობა N1: პირველი სართული 65,30 კვ.მ. (პირველი სართული სამოცდახუთი მთელი ოცდაათი მეასედი კვ.მ.), ხოლო მე-2 სართული 65,30 კვ.მ. რჩება ნ----------------ს საკუთრებაში.

 

(მტკიცებულება: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 47-48)

 

3.2.14. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნა--------------მა მ------------ს 20---–-–-----------------ს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, შა------------------, ფართი 338.00 კვ.მ. (სამას ოცდათვრამეტი) - აქედან ნ----------------ს კუთვნილი, შენობა N1 მ----------------–- 65,30 კვ.მ. (სამოცდახუთი მთელი ოცდაათი კვ.მ.) ს/კ 0--1--13.----096.

 

(მტკიცებულება: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 49-50)

 

3.2.15. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით მ-------------ა ფე-----------–--------------------ს 2----–-–-----------------ს აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, შა------------------, შენობა N1, I-----------–-, ფართი 65,30 კვ.მ. (სამოცდახუთი, ოცდაათი) არასასოფლო-სამეურნეო ს/კ N0--1--13.----096. ჩუქების საგანს წარმოადგენდა მ-------------ს კუთვნილი წილიდან მხოლოდ მ----------------–- 65.30 კვ.მ.

 

(მტკიცებულება: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, ს.ფ. 51-52)

 

3.2.16. დადგენილია, რომ 2011 წლის 5 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერით უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, შა--------------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, დაზუსტებული ფართობის 255,0 კვ.მ. მესაკუთრეები არიან მა-----------–--------ი, ის----–-----–-----------–-.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 189)

 

3.2.17. სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, მომზადებული 2----–-–-------------, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ი-----–-----–-----------–- აღარ წარმოადგენს მესაკუთრეს და უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ შ----------–--------ა (მოსარჩელის შვილიშვილი) და მა-----------–--------ი, ს/კ N01.--------------

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 191)

 

3.2.18. 2----–-–--------------- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან შა---------------ში არსებული ფართი, რომელიც ეკუთვნოდა მა-----------–--------ს და შ----------–--------ას, საკ. კ. N0--1--13.----064, გამოეყო შ----------–--------ას ფართი 138 კვ.მ., შენობა-ნაგებობები N1 და N2 და ცალკე ერთეულად აღირიცხა, ს/კ N0--1--13.----105.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 193)

 

3.2.19. მოპასუხე მ-------------, რომელიც არის მოსარჩელის შვილის ჯა---–-----–--------ის მეუღლე, გახდა მესაკუთრე უძრავი ქონების ნა--------------თან და ეი---------------თან ერთად.

 

(მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა, ს.ფ. 196)

 

3.2.20. სასამართლოს სადავოდ არ მიაჩნია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციით და მხარეთა განმარტებებით, ი-----–-----–-----------–- ცხოვრობს შა------------------ში, რაც შეეხება ნა--------------ს, იგი არის პირველი რიგის მემკვიდრე და მშობლის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილი წესით მიიღო სამკვიდრო.

 

(მტკიცებულება: განცხადებები, ფაქტების კონსტატაცია, ს.ფ. 200-205)

 

3.2.21. სასამართლოს გადაწყვეტილებით მა-----------–--------მა საქმეში წარმოდგენილი იგივე ხელწერილის საფუძველზე მიიღო უძრავი ქონება და მიმართა საჯარო რეესტრს უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის, მაგრამ 20---–-–------------ს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან წარმოსადგენი იყო სასამართლოდან განმარტებითი გადაწყვეტილება, რადგან გადაწყვეტილების ნაწილში გაურკვეველია 85,66 კვ.მ. (საკ. კ. 0--1--13.----096) მოიცავს ამ კოდზე უკვე რეგისტრირებულ ფართს და უნდა გადანაწილდეს რეგისტრირებული ფართებიდან თუ უნდა დარეგისტრირდეს პირველადად. 20---–-–-------------ს ხელახლა შეჩერდა წარმოება, რადგან არ იქნა წარდგენილი განმარტება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მა-----------–--------ი წარმოადგენს მოსარჩელის ძმისშვილს.

 

(მტკიცებულება: საჯარო რეესტრის მასალები, ს.ფ. 250-261)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოსარგებლე არის – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი), ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია.

 

მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს სადავოდ არ მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ფაქტების კონსტატაციით და მხარეთა განმარტებებით, მოსარჩელე ი-----–-----–-----------–- ცხოვრობს შა------------------ში და წარმოადგენს უძრავი ნივთის მოსარგებლეს. თუმცა, საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, შ---------------- (ს/კ 0--1--13.----0--- 2011 წლის 05 მაისის მდგომარეობით მა-----------–--------თან ერთად საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელე ი-----–-----–-----------–-ს სახელზე, ხოლო ამ უკანასკნელის კუთვნილი წილი 20---–-–-------------ს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მისი შვილიშვილის შ----------–--------ას სახელზე. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ხელწერილის დედანი არ წარმოუდგენია, გარკვეულია, რომ თვითონ მოსარჩელის ძმისშვილმა ამავე ხელწერილით დაიდასტურა საკუთრების უფლება, მოსარჩელის მამამ იყიდა ერთი ოთახი 16 კვ. მ. სამზარეულოთი, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება ფართის გაუმჯობესებაზე, ასევე ვერ იქნა დადგენილი ფართების იდენტიფიცირება, რომელი ფართიდან უნდა გადაეცეს საკუთრება, რაც დადგენილია საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ინფორმაციით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით კი გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–-----–-----------–-ს მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნული კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები − „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც, მოპასუხე მ------------ს აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, მდებარე: თბილისი, შ----------------, ს/კ:0--1--13.----096, შენობა N1, სართული I, 65,30 კვ.მ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, მოპასუხე ნა--------------ს აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, მდებარე: თბილისი, შ----------------, ს/კ:0--1--13.----096, შენობა N1, სართული II, 65,30 კვ.მ. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, რადგან მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ი-----–-----–-----------–-ს მოთხოვნა 1----–-–------------–ის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო

 

ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი