გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.06.2019
საქმის ნომერი
330210118002677830
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/29988-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,მ---------------------ი"

წარმომადგენელი - ნ---------------–-----------------------–---–ი

 

მოპასუხეები - ზ----------------ი, მ------------------, ბ----------ე

მოპასუხეების მ-----------------ისა და ბ----------ის წარმომადგენელი - შ---------------–--ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1. 1.1. მოპასუხეებს ზ----------------ს, მ------------------სა და ბ----------ეს სს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ დავალიანების გადახდა 38050.68 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 19008 ლარი, სარგებელი 17455.68 ლარი, პირგასამტეხლო 1587 ლარი;

 

1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2017 წლის 04 აპრილს შპს ,,მ---------------------ი"-სა და ზ----------------ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N---–---------, რომლის საფუძველზეც 04.04.2017 წლის სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ზ----------------ზე გაცემული იქნა სესხი 19008 ლარის ოდენობით, ყოველთიუიური 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, პირგასამტეხლო 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 ლარის ოდენობით, ხოლო მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 6 ლარი მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებამდე.

 

მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ტოიოტა CAMRI 2.4 HYBRID.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და მ------------------სა და ბ----------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, სადაც მ-----------------ისა და ბ----------ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 63000 ლარით თითოეულ თავდებზე ცალკ-ცალკე.

 

მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი სარჩელის წარმოდგენის დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით მსესხებელს გაუგზავნეს შეტყობინება და მოთხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ზ----------------ი სხვა ვალდებულების გამო რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, რის გამოც ვერ მოხდა ავტომანქანის მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისაგან გათავისუფლება და მოგირავნის უფლების გამოყენება.

 

სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეს შპს მ---------------------ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება:

 

ა. სესხის ძირი - 19008 ლარი;

ბ. სარგებელი - 17455.68 ლარი;

გ. პირგასამტეხლო - 1587 ლარი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია.

მოპასუხე ზ----------------მა შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო ბ----------ემ და მ------------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს ძირი თანხის ნაწილში, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით ზ----------------მა სარჩელი საერთოდ არ ცნო, მ------------------ სხდომებზე საერთოდ არ გამოცხადებულა. ამასთან მოპასუხეები დაეთანხმნენ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს. მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტისა და პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 04 აპრილს შპს ,,მ---------------------ი"-სა და ზ----------------ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N---–---------, რომლის საფუძველზეც 04.04.2017 წლის სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ზ----------------ზე გაცემული იქნა სესხი 19008 ლარის ოდენობით, ყოველთიუიური 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, პირგასამტეხლო 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12 ლარის ოდენობით, ხოლო მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 6 ლარი მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებამდე.

 

მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ტოიოტა CAMRI 2.4 HYBRID.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 04.04.2017 წლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება;

- 04.04.2017 წლის სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და მოპასუხეებს მ------------------სა და ბ----------ეს შორის ცალკ-ცალკე გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, სადაც მ-----------------ისა და ბ----------ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 63000 ლარით თითოეულ თავდებზე ცალკ-ცალკე.

 

თავდებობის ხელშეკრულებებით ბანკს მიენიჭა უფლება, წაუყენოს სოლიდარულ თავდებებს მოთხოვნა, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 04.04.2017 წლის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.

 

3.1.3. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი სარჩელის წარმოდგენის დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით მსესხებელს გაუგზავნეს შეტყობინება და მოთხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემა, თუმცა ზ----------------ი სხვა ვალდებულების გამო რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, რის გამოც ვერ მოხდა ავტომანქანის მოვალეთა რეესტრის შეზღუდვისაგან გათავისუფლება და მოგირავნის უფლების გამოყენება, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2018 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხეებს შპს მ---------------------ის მიმართ ერიცხებათ შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 19008 ლარი, სარგებელი - 17455.68 ლარი, პირგასამტეხლო - 1587 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით შპს ,,მ---------------------ი"-ს (ს/ნ 4--------) უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სს ,,მ---------------------ი"-ს (ს/ნ 4--------)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საოქმო განჩინება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 16.10.2018 წლის მდგომარეობით (სარჩელის აღძვრის თარიღი) 2017 წლის 04 აპრილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება არის სესხის ძირი თანხა 19008 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი - 17455.68 ლარი, პირგასამტეხლო 1587 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (გადახდების ისტორია, გაფრთხილების წერილები) საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც დავალიანების დაფარვის ფაქტს დაადასტურებდა, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- გადახდის გრაფიკი;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ სს ,,მ---------------------ი"-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4.1. ხელშეკრულებების თანახმად, თანხა უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც დარღვეულია მოპასუხის მიერ, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. მოპასუხეთათვის დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრება.

 

5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

5.1.2. დადგენილია, რომ შპს მ---------------------სა და ზ----------------ს შორის 2017 წლის 04 აპრილს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ჯეროვნად არ შესრულებულა.

 

5.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

5.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1587 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ ათმაგად შემცირებული ოდენობით - 158.7 ლარი.

 

5.1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში თავდებობის ხელშეკრულებებით მ-----------------ისა და ბ----------ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა თითოეულისათის ცალკ-ცალკე 63000 ლარით, ხოლო სოლიდარული თავდებების მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა არ აღემატება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამდენად, ვინაიდან 04.04.2017 წლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არც მსესხებელს და არც სოლიდარულ თავდებებს არ შეუსრულებიათ, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი ანიჭებს კრედიტორს უფლებას ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ მოვალეებს, შესაბამისად სს ,,მ---------------------ი"-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1141.52 ლარი და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის. მართალია საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა ბ----------ემ და მ------------------მ მოსარჩელის მოთხოვნა ცნეს ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, მაგრამ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არის სოლიდარულად დასაკისრებელი სამივე მოპასუხეზე და მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს მესამე მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა (მოპასუხე ზ----------------ი საერთოდ არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნებს), შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა - (დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში 36622.38 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი) - 1098.67+50=1148.67 ლარის ოდენობით სრულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად, მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში - 1428.3 ლარი - გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 42.84 ლარი უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლი აღსასრულებლად გადაცემის საკითხი.

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1-ე მუხლის სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ .......იმავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამ ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში (სასამართლოს შესაძლებლობა). ამასთან, ამ ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სასამართლოს ვალდებულება).

 

8.2. ხელშეკრულებების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებებით, შეათანხმეს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

2. სს ,,მ---------------------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3. მოპასუხეებს ზ----------------ს, მ------------------სა და ბ----------ეს სს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ დავალიანების გადახდა 36622.38 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 19008 ლარი, სარგებელი 17455.68 ლარი, პირგასამტეხლო 158.7 ლარი;

 

4. სოლიდარული თავდებების მ-----------------ისა და ბ----------ის თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვრული თანხის ოდენობა განსაზღვრულია 63000 ლარით თითოეულ თავდებზე ცალკ-ცალკე;

 

5. მოპასუხეებს ზ----------------ს, მ------------------სა და ბ----------ეს სს ,,მ---------------------ი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ (1098.67+50) 1148,67 ლარი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-5 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე