განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2019
საქმის ნომერი
330100118002739475
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე №1/5----18

(0----------2)

02 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა--------ა;

დაცვის მხარე:

ბრალდებული ვ----–-------ე (პ/ნ 4---------9) - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ყ-----–--------------------–-–--–---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ----------–--------------–--------------–-------------------------–--- მიმდებარე ტერიტორია;

ადვოკატი - ბ--------------–-ა,კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 3--------------ს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თბილისში, მ----------–--------------–--------------–-------------------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, ვ----–-------ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ი------------ის მიმართ, განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ი------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მისივე არასრულწლოვანი შვილის - დ-------------ს თანდასწრებით. (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

2018 წლის 3--------------ს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თბილისში, მ----------–--------------–--------------–-------------------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ----–-------ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ი------------ის მიმართ, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც ი------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

სასამართლომ დაადგინა:

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა ვ----–-------ის ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ვ.ჩ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ვ----–-------ე საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენას.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

შეტყობინების რეგისტრაციის N2------ ბარათის თანახმად, 2018 წლის 3--------------ს, 20:59 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს - „112“-ს, დაუკავშირდა ი------------ი, რომელმაც განაცხადა მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.

შეტყობინების რეგისტრაციის N2------ ბარათის თანახმად, 2018 წლის 3--------------ს, 22:57 საათზე, შეტყობინება შევიდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილებაში, რომლის თანახმადაც ქ. თბილსში, ს--------------–-----------–---–- ი------------ს მეუღლემ ვ----–-------ემ გუშინ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო დღეს - სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობას.

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25----------ს ინსპექტორ-გამომძიებელ ვ--–-----------–---–-ს მიერ დათვალიერდა შსს სსიპ „112“-ის სამსახურის მიერ გამოგზავნილი, ი------------ის შეტყობინების ამსახველი აუდიოფაილი, რომლის თანახმადაც შეტყობინების ინიციატორმა, ი------------მა განაცხადა მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტის თაობაზე და ითხოვა სადგურ „---–--------------- ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელთა გამოცხადება.

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 0---------რს ინსპექტორ-გამომძიებელ ვ--–-----------–---–-ს მიერ დათვალიერდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ ი------------ის სახელზე 2018 წლის 3--------------ს გაცემული N1--- სამედიცინო ბარათი, რომლის თანახმადაც შემოწმებისას პაციენტი იყო აფორიაქებული და უჩიოდა თავის ტკივილს. ი------------ის გადმოცემით, მას მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოწმე ვ---------–----–---–მა, სსიპ „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ უფროსმა ექიმმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ „112“-დან მიიღეს შეტყობინება, რომლის თანახმადაც ოჯახური კონფლიქტის მონაწილე ქალბატონი საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას. ადგილზე მისვლისას, გამოძახების ინიციატორი დახვდათ მეზობლის ბინაში. ქალბატონი იყო აფორიაქებული და განერვიულებული. მან განაცხადა, რომ მეუღლესთან მოუვიდა სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი. პაციენტი თავს იტკიებდა, თუმცა, გარეგნულად დაზიანება არსად ეტყობოდა. ქალბატონის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა, მას დამამშვიდებელი მედიკამენტები დაალევინა.

მოწმე ლ---–-------–-–---–-ა, ბრალდებულისა და დაზარალებულის მეზობელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბევრჯერ შესწრებია ვ. ჩ-----ისა და ი. ნ-------ს კონფლიქტს და მათ გასაშველებლად არაერთხელ ჩარეულა კიდეც. 2019 წლის 3--------------ს, საღამოს, ი------------ი, ბავშვებთან ერთად მივიდა მასთან სახლში და სთხოვა მეუღლისგან დაემალა, რადგან წინა ღამეს ამ უკანასკნელს სახეში ხელი გაურტყამს, ცოტა ხნის წინ კი მთვრალი შეხვედრია სადგურზე და კვლავ უცემია იგი. რამდენიმე ხანში მთვრალმა ვ----–-------ემ მართლაც მიაკითხა ი------------ს მასთან სახლში. ბრალდებულს, დაზარალებულის თხოვნით, მოატყუა, რომ მისი ცოლ-შვილის ადგილსამყოფელი არ იცოდა. აღნიშნულის გამო, ვ----–-------ემ, რომელიც ილანძღებოდა და ყვიროდა - სახლში არ მოვიდეს, თორემ მოვკლავო, - სხვა მეზობლებთან განაგრძო მეუღლის ძებნა.

არასრულწლოვანმა დ----- ჩ-----ემ, დაზარალებულისა და ბრალდებულის შვილმა, სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მამის მიერ დედის ცემის ფაქტი არ დაუნახავს, ეძინა.

ბრალდებულმა ვ----–-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის ვ----–-------ის მიერ ი------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტების დასადგენად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათაგან ვ----–-------ის მიერ ი------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას იძლევა მტკიცებულებები (მოწმეების - ლ---–-------–-–---–-ს და ვ---------–----–---–ის ჩვენებები), რომლებიც ირიბ ჩვენებათა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან მათში ასახული ინფორმაციის წყაროდ დაზარალებულ ი------------ს მიუთითებენ, რომელმაც, თავის მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისარგებლა კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა დანაშაულში მეუღლის მამხილებელი ჩვენება.

ლ---–-------–-–---–-ს და ვ---------–----–---–ის ჩვენებათა შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი პირები, ლ---–-------–-–---–- და ვ---------–----–---–ი, უშუალოდ არ არიან ვ----–-------ის მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის - ფიზიკური ძალადობის ჩადენის შემსწრენი, ამასთან, მათ მიერ გაცხადებული ინფორმაციის უტყუარობა არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა რაიმე მტკიცებულებით (აღნიშნულ მტკიცებულებად სასამართლო ვერ მიიჩნევს ვერც შეტყობინების რეგისტრაციის ბარათს და ვერც ამ შეტყობინების ამსახველი აუდიოფაილისა და სამედიცინო ბარათის დათვალიერების ოქმებს, ვინაიდან მათში ასახული ინფორმაციის პირველწყარო ისევდაისევ დაზარალებული ი. ნ-------ა), - სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ პირთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ვ----–-------ის მიერ მისი მეუღლის - ი------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა.

რაც შეეხება ვ----–-------ის მიერ ი------------ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს, სასამართლო თვლის, რომ მოწმე ლ---–-------–-–---–-ს ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულის მხრიდან ცოლის მიმართ მუქარის გაჟღერებას ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა, ის გარემოება, რომ ვ----–-------ემ იცოდა, რომ მის მუქარას ი------------ი გაიგონებდა ან იგი აცნობიერებდა, რომ მეზობელი მის მეუღლეს შეატყობინებდა მისი განზრახვის შესახებ, იმავე მოწმის ჩვენებით და საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება. მოწმე ლ---–-------–-–---–-ს ჩვენების თანახმად, მან ვ----–-------ეს დაუმალა, რომ ი------------ი იმყოფებოდა მასთან, რის გამოც ბრალდებულმა, რომელმაც დაიმუქრა, რომ სახლში დაბრუნებულ დაზარალებულს მოკლავდა, მეუღლის ძებნა სხვა მეზობლებთან განაგრძო. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---–-------–-–---–-ს ზემოაღნიშნული ჩვენება ადასტურებს, რომ ვ----–-------ემ დაიჯერა, რომ მისი მეუღლე არ იმყოფებოდა ლ---–-------–-–---–-ს სახლში, - შესაბამისად, არც იმის მოლოდინი უნდა ჰქონოდა, რომ ი------------ი მის მუქარას გაიგონებდა. აღნიშნულის გამო, სასამართლო თვლის, რომ ვ----–-------ისათვის ზემოაღნიშნული მუქარის ბრალად შერაცხვის სამართლებრივი საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. ჩ-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.

სამართლებრივი შეფასება:

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ვ----–-------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ----–-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდეს ვ----–-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

გამართლებულ ვ----–-------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი