განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100118002708514
saqme #1/212-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივნისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა
მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ ბ-------–---–-ილის
ბრალდებულ _ ილ---- ა-–------ის
ადვოკატ- ნ-----–----–-ძის
თარჯიმან- ნელი სიფრაშვილის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033100918002
ბრალდებულ ილ---- ა-–------ის მიმართ
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 36001------
დაბადების თარიღი: 12.02.1---წ.
განათლება: საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა:დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)
რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ქვემო ლ-----–--
ფატქობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ქვემო ლ-----–--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ილ---- ა-–------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ილ---- ა-–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 4 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, საგარეჯოს რაიონი სოფელ მანავში, თაღლითობისთვის ნასამართლევი ილ---- ა-–------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლა გ--------------ს კუთვნილ 53 სულ ცხვარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 7400 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ზიანი. ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის ოქტომბრის თვეში, საგარეჯოს რაიონი სოფელ მანავში, წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი ილ---- ა-–------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლა გ--------------ს კუთვნილ 53 სულ ცხვარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 7400 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ზიანი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
3.1.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ--------------ს ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი ეწევა სოფლის მეურნეობას, ასევე ჰყავს საქონელი, კერძოდ ცხვარი. 2017 წლის ოქტომბერში მას დაუკავშირდა ვინმე შ--–-ა გვარი არ ახსოვს, უთხრა, რომ უნდოდა მისი ცხვრის ნახვა, გ----მ უთხრათ იგი არ იმყოფებოდა სოფელში და მიუთითათ სად შეეძლო მისულიყო და ენახა ცხვარი. მისული იყვნენ შ--–-ა, ილ----ი და მ----, ნახეს მისი ცხვარი, მერე მას დაუკავშირდნენ ტელეფონზე თვითონ შ--–-ა და ილ---- ა-–------ი, მან 1 ცხვარი დაუფასა 150 ლარად, ფასზე ვერ მორიგდნენ და წავიდნენ. წასვლიდან იმავე დღეს დაახლოებით ერთ საათში დაურეკა ილ---- ა-–------მა და უთხრა, რომ 1 სულ ცხვარზე გადაიხდიდა 140 ლარს, და გ--------------ც დათანხმდა. შემდგომ გ--------------ს სახლში სოფელ მანავში მივიდნენ ილ----ი და მ----, ნახეს ცხვარი და შემდგომ მოიყვანეს მანქანა. გ----მ ცხვარი მირეკა დაითვალა და 103 სული ცხვარი დასვეს მანქანაზე. მანქანას გაყვა მ----, ილ---- ა-–------ი კი დარჩა მასთან. თითოეული ცხვირს ღირებულება შეადგენდა 140 ლარს, ჯამში სულ იყო 14400 ლარის, ილ----მა გადასცა გ----ს 7000 ლარი და სთხოვა, რომ დარჩენილი თანხის ნაწილს 7400 ლარს კვირას გადასცემდა მანამდე მიეცა დრო. მოწმემ განმარტა, რომ ცხვარი მანქანაზე, რომ აიყვანეს მაშინაც არ იცოდა, რომ ილ----ი მას მხოლოდ თანხის ნაწილს გადაუხდიდა. თავიდან თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე არ შეთანხმებულან და მას მოლოდინი ჰქონდა, რომ სრულად გადაუხდიდა თანხას. გ---- გ-------მა ცოტა იფიქრა და დათანხმდა, თანხის გადაცემას არავინ არ დასწრებია. კვირას ილ----მა გ----ს თანხა არ მიუტანა, გ----მ მოიცადა რამდენიმე დღე და ოთხშაბათს დაუკავშირდა იმ ნომერზე საიდანაც თავდაპირველად დაურეკა ილ----მა, ილ----ი შეპირდა, რომ რამდენიმე დღეში მისცემდა თანხას. შემდგომ დაზარალებულმა გაიკითხა თუ რა პიროვნება იყო ილ----ი და გაიგო, რომ ილ----ი იყო თაღლითი. იგი პერიოდულად უკავშირდებოდა ილ----ს, ასევე ილ----თან სახლშიც ჩავიდა, მაგრამ სახლში არ დახვდა სახლში მისი მეუღლე და შვილი იყვნენ, მათაც აუხსნა მდგომარეობა. ილ----ი ხან ტელეფონის ნომერს ცვლიდა და ხან არ პასუხობდა, ამის შემდგომ ვერ შეძლო ილ----თან შეხვედრა. შემდგომ თავის ნაცნობს ვ---ლ ვ----–---ს სთხოვა დახმარება, მან ილ----ი და მ---- მიიყვანა სახლში გ----სთან, საუბრისას მ----მ თქვა, რომ ილ----მა გაყიდა ცხვარი, მათ უთხრეს გ----ს, რომ ცხვარი უკვე გაყიდული იყო და უკან ვერ დააბრუნებდნენ. საბოლოოდ ვერ მოილაპარაკეს, თანაც მ---- უარს ამბობდა ამ საქმეში ილ----ის თავდებობაზე, ამის შემდგომ გ-------------- მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაარკვია, რომ ილ----ი ადრე თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი. პოლიციიდან წამოსვლის შემდგომ, კვლავ სცადა დაკავშირება და ილ----ი ხან პასუხობდა ხან არა, გ---- მას თხოვდა თანხა ნაწილ-ნაწილ გადაეხადა, რისი საშუალებაც ჰქონდა იმ ოდენობებით. ილ----ი თვეში რამდენჯერმე პირდებოდა, რომ თანხას დაუბრუნებდა, ილ----ი სხვადასხვა მიზეზს იგონებდა თუ რატომ ვერ აბრუნებდა თანხას, ერთხელ შეპირდა, რომ მისი ბიჭი, რომელიც დაჭერილი იყო გამართლდა და გირაოს თანხის აღების შემდეგ თანხის დაბრუნებას პირდებოდა, ამასობაში გავიდა ერთი წელი. სულ ილ----ს მისთვის მისაცემი აქვს 7400 ლარი, 53 სული ცხვრის ღირებულება. როცა ფაქტი მოხდა თავიდან არ დაწერა განცხადება პოლიციაში ვინაიდან ფიქრობდა რა გაეკეთებინა, შემდგომ დაწერა განცხადება თელავში, თელავიდან პასუხი მიიღო, რომ ილ----ი დამნაშავე არ იყო, შემდგომ განცხადება შეიტანა თბილისში გენერალურ პროკურატურაში.
იხ. 11.01.19 წლის სხდომის ოქმი.
3.1.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--–- წ---–-----ის ჩვენებიდან დგინდება, რომ მას დაუძახა გ----მ და სთხოვა ცხვრის დათვლაში და მანქანაზე აყვანაში დახმარებოდა, როდის იყო არ ახსოვს, არ იცის იქ ვინ იყვნენ და არც ის ახსოვს რამდენი სული გაყიდა, არც ფასი არის მისთვის ცნობილი თუ რა ფასში გაიყიდა ცხვარი.
იხ. 11.01.19 წლის სხდომის ოქმი.
3.1.3 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ცი-------------–--ლის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2017 წელს გ----მ გაყიდა ცხვარი და იგი მიეხმარა ცხვრის მანქანაზე დასმაში, იქ იყო ვიღაც აზერბაიჯანელი ვინ იყო არ იცის და არც არანაირ მოლაპარაკებას არ შესწრებია, გაიყიდა სულ 103 სული როგორც ახსოვს, მგონი 140 ლარად გაყიდა სული, ერთი თვის მერე იგი შეხვდა გ----ს რომელისგანაც გაიგო, რომ თანხის ნაწილი არ მიუციათ მისთვის.
იხ. 11.01.19 წლის სხდომის ოქმი.
3.1.4 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ შ--–-ა გ-----–---–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი შუამდგომლობს ცხვრის გაყიდვებზე, მან გაიგო რომ 2017 წლის ოქტომბერში გ----ს უნდოდა ცხვრის გაყიდვა, ხოლო ილ---- ა-–------ს ცხვრის ყიდვა, მისთვის ერთ ნაყიდ ცხვარზე უნდა გადაეხადათ ერთი ლარი. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს ცხვარი ილ----მა ცხვარი, რომ ნახა დაიწუნა, რომ გამხდარი იყო და არ იყიდიდა. იქედან, რომ წამოვიდნენ იგი მარშუტკით წამოვიდა სახლში, ვინაიდან მას უთხრეს, რომ მარშუტკით წასულიყო მანავიდან, რადგან უკან, რომ წაეყვანათ ზედმეტი ხარჯი იქნებოდა მათთვის. მოწმემ განმარტა, რომ გ----ს ცხვარი საშუალოდ 160-150 ლარი ეღირებოდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მას გ----მ დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას შემდგომ რაც ის წავიდა ილ----ი დაბრუნებულა და შეუძენია გ----სგან ცხვარი და თანხა მთლიანად არ გადაუხდია, გ---- ვერ უკავშირდებოდა ილ----ას და სთხოვა შ--–-ას, რომ დაერეკა ილ----ისთვის, რომ დახმარებოდა. მოწმემ განმარტა, რომ ისიც ვერ დაუკავშირდა ილ----ს. ბრალდებულის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ილ----ს მისთვის თანხა არ გადაუხდია.
იხ. 29.01.19 წლის სხდომის ოქმი.
3.1.5 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ----ლ ე----------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ ილ----ი მისი ნათესავია. ვ----ლი აპირებდა ცხვრის ყიდვას და მას შ--–-ამ დაურეკა და უთხრა, რომ მანავში ცხვარი იყო გასაყიდი და წასულიყვნენ სანახავად. შ--–-ა არის ცხვრების ვაჭრობაში შუამავალი, მომსახურებაში ცხვარზე 1-2 ლარს აძლევენ. მოწმე და ილ----ი ერთად წავიდნენ ცხვრის სანახავად, შ--–-ას შეხვდნენ მანავის შესასვლელში, მათ ნახეს ცხვარი და ვ----ლმა უთხრა, რომ ცხვარი არ მოწონდა. ამის შემდეგ ვ----ლი და ილ----ი წავიდნენ იორმუღანლოში „ნივით“, ხოლო შ--–-ა წავიდა თავის სახლში. მას იმავე დღეს ილ----მა დაურეკა და სთხოვა მანქანა ეთხოვებინა მისთვის. ვ----ლისთვის არ უთქვამს რათ უნდოდა მანქანა, ხოლო ცოტა ხანში დაურეკა და უთხრა, რომ ცხვრები შეიძინა და დიდი მანქანა ჭირდებოდა, ილ----მა ასევე უთხრა, რომ სახლში ფული ჰქონდა 8000 თუ 7000 ლარი და მიეტანა მისთვის. მან იქირავა მწვანე დიდი მანქანა, სოფელში აიღო ფული და წავიდა, მანქანა ვისგანაც იქირავა სახელი არ ახსოვს. მანავში, რომ მივიდა ფული მისცა პირადად ილ----ს, ცხვართან იყო თავად გ---- და სხვა ქართველები. რაზე შეთანხმდნენ გ---- და ილ----ი ამაზე ინფორმაცია არ აქვს, უბრალოდ იცოდა, რომ ცხვრები იყიდა და იგი დასახმარებლად მივიდა, მან ფული გადასცა ილ----ს, მაგრამ ილ----მა მისცა თუ არა გ----ს ფული არ იცის, ილ----ს რამდენად მიყიდა ცხვარი არ იცის, სულ წამოიყვანა 100 თუ 107 სული ცხვარი, ზუსტად არ იცის. იგი მანავიდან, რომ წამოვიდა შემდგომ ილ----მა ამ ცხვარს რა უქნა არ იცის, ასევე რისთვის იყიდა ეს ცხვარი ილ----მა არც ის იცის. ფული 7000 ლარი რომელიც ილ----ს მიუტანა არ იყო მისი წილი, ეს ფული ილ----ის ოჯახიდან აიღო. შემდგომ მას შეხვდნენ გ----, ვ----ლი, ვ---ლი და ილ----ი მანავში, სადაც საუბარი იყო ფულზე, ილ----ისგან გ---- ითხოვდა ფულს, 7400 ლარს, ილ----მა უთხრა, რომ მას ფული არ ჰქონდა და სხვა ვალებიც ჰქონდა, მას გ---- სთხოვა თავდებში ჩაუდექიო რაზედაც მან უარი თქვა. იმ საუბრისას ილ----მა და გ----მ განსაზღვრეს დრო როცა ილ----ს ვალი უნდა დაებრუნებინა, მაგრამ მას ეს დრო არ ახსოვს.
იხ. 12.03.19 წლის სხდომის ოქმი.
3.1.6 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე ვ---ლ ვ----–---ის ჩვენებიდან დგინდება, რომ მას დაუკავშირდა გ---- და სთხოვა დახმარება, რომ მისთვის ილ----ს ფული ჰქონდა მისაცემი ნაწილი და არ აძლევდა, წაიყვანა თან ვ----ლა და ილ----ი, მან ურჩია ილ----ს დაებრუნებინა ფული გ----სთვის, ილ----მა უთხრა რომ 10 დღეში გ----ს ფულს მიცემდა. 10 დღეს მერე ილ----ს დაურეკა ვ---ლმა, მაგრამ გათიშული ჰქონდა ტელეფონი. მოწმემ განმარტა, რომ მან შეიტყო რომ გ----სგან ილ----მა წაიყვანა ცხვრები, თანხის ნაწილი გადაიხადა და ნაწილი 7000 ლარი მისაცემი ჰქონდა.
იხ. 12.03.19 წლის სხდომის ოქმი.
3.1.7 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე ს---- ა--------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებულ ილ---- ა-–------ის შვილი ალი ა-–------ი, რომ დაიჭირეს გირაო გადაიხადეს 4500 ლარი და იგი გათავისუფლდა ამის შემდეგ. ნათესაობამ გადაწყვიტა, რომ ეს თანხა შეეგროვებინათ და გადაეხადათ, რადგან ილ----ს საშუალება არ ჰქონდა. მას 4500 ლარიდან დაუბრუნდა 2500 ლარი, დარჩენილი თანხა 2000 ლარის ნათესავებმა შეუგროვეს. დაბრუნებული 4500 ლარიდან ილ----ს არ ეკუთვნოდა არაფერი. იმ პერიოდში ილ----ი კონკრეტულად რას საქმიანობდა არ იცის. ილ----ი ხშირად ესესხებოდა ხოლმე მას თანხა და ყოველთვის უბრუნებდა, ამ კონკრეტული შემთხვევისთვის ჭირდებოდა თუ არა თანხა ეს არ იცის.
იხ. 01.04.19 წლის სხდომის ოქმი.
3.1.8 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ ილ---- ა-–------ის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი ვ----ლ ე----------თან ერთად მივიდა გ---- გ-------თან ცხვრის შესაძენად. ცხვრების შეძენის შემდეგ ფასები შეიცვალა, და მან იზარალა, შემდგომ ვერ შეძლო მუშაობა და ასე მოხდა, რომ ამ პერიოდში მისი შვილიც დაიჭირეს. ბრალდებულმა განმარტა, რომ იგი აუცილებლად დაუბრუნებს ფულს, განმარტა რომ მან პოლიციასაც აუხსნა სიტუაცია და სოფლის გამგებელსაც აუხსნათ რა მდგომარეობაში იყო, და რომ იგი არ ატყუებდათ. იგი სულ თანახმა იყო თანხის გადახდაზე, მაგრამ ვერ მოახერხა. მას არ მოუტყუებია გ--------------, 7000 ლარი მიცემული ჰქონდა და მისაცემი დარჩა 7400 ლარი. მან ცხვარი, რომ გაყიდა იზარალა, ნახევარი ცხვარი ბოინზე გაყიდა, მერე შეატრიალა სავაჭროდ და იზარალა. პირველად, რომ მივიდნენ ცხვრის საყიდლად გ----მ ვ----ლა ე----------ს 1 სული ცხვარი145 ლარი დაუფასა, ხოლო შემდგე მეორე მისვლაზე ილ----მა უთხრა, რომ სუსტი ცხვარი იყო და ცოტა დაეკლო. ილ----მა იმ დღესვე მოიფიქრა, რომ ეყიდა ცხვარი, ამ დროს იგი შ--–-ასთან ერთად აღარ მისულა გ----სთან, იგი გ----ს შეუთანხმდა, რომ თანხის ნაწილს გადაუხდიდა და ნაწილს შემდგომ მისცემდა, ეს მოლაპარაკება ცხვრის დატვირთვამდე მოხდა, იგი გ----ს შეპირდა, რომ თანხის მეორე ნახევარს 10 დღეში მისცემდა. ილ----მა მარნეულის ბაზარში ცხვარი გაყიდა დაახლოებით წაყვანიდან ერთ კვირაში. ბრალდებულმა განმარტა, რომ იგი გ----ს ოჯახში იყო მოსული ვ---ლ ვ----–---თან ერთად და სთხოვა ცოტა ხანს ედროვებინა რადგან იზარალა, მას გ----სთვის არ უთქვამს რომ მისთვის მისაცემი თანხა შვილის გირაოში ჰქონდა გადახდილი. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ მას გ----სთვის მისაცემი აქვს 7400 ლარი. მას ვ----ლას ხელით აქვს მაკლერისთვის შ--–-ასთვის 100 ლარი მიცემული. ამ ცხვრის ყიდვაში და გაყიდვაში ვ----ლას წილი არ ჰქონია, მანქანის ფულიც ილ----მა გადაიხადა, ხოლო მანქანას ფულზე ვ----ლა შეუთახმდა.
იხ. 02.05.19 წლის სხდომის ოქმი.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობის ჩადენისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულებს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.
თაღლითობის დროს დამნაშავის მიერ მიწოდებული ტყუილი ინფორმაცია სხვადასხვაგვარია ზოგჯერ იგი ეხება დამნაშავის პიროვნებას, მის უფლებებს და უფლებამოსილებებს, მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც წერილობით ისე ზეპირი ფორმით.
ასევე თაღლითობის, მოტყუების ხერხებს ასევე წარმოადგენს ნდობის ბოროტად გამოყენება, ნდობის ბოროტად გამოყენება, როგორც თაღლითობის ჩადენის ხერხი, ჩვეულებრივ გამოიხატება დამნაშავის მიერ სპეციალური უფლებამოსილების ან პირადი ნდობის ბოროტად გამოყენებაში.
აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ილ---- ა-–------ი თაღლითურად, მოტყუებით (დაზარალებულისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების გზით) დაეუფლა გ--------------ს კუთვნილ 53 სულ ცხვარს, რის შედეგადაც მას მიადგა 7400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანის 150 ლარიან ზღვარს). ის გარემოება, რომ ილ---- ა-–------მა გ--------------სგან წაიყვანა 103 სული ცხვარი და თითოეული 140 ლარად და გადაუხადა მას თანხის ნაწილი 7000 ლარი, ხოლო ნაწილი 7400 ლარის გადახდას დაპირდა მოგვიანებით დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და ბრალდებულმა აღნიშნული დაადასტურა თავის ჩვენებაში და ასევე განმარტა, რომ მას გ--------------ს ვალი აქვს. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებულს დაზარალებულთან ურთიერთობის დაწყების საწყის ეტაპზე უკვე ჰქონდა მისი მოტყუების განზრახვა, აღნიშნული დასტურდება საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ვ----ლ ე----------ის ჩვენებით, სადაც იგი მიუთითებს რომ მას ილ---- ა-–------ი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი ოჯახიდან აეღო თანხა 7000 ლარის ოდენობით და მიეტანა მისთვის, ილ----მა ასევე განუმარტა ვ----ლ ე----------ს, რომ ეს თანხა მას ცხვრის შესაძენად სჭირდებოდა და ასე სთხოვა დახმარებოდა მას და მიეყვანა მანქანა ცხვრის გადასაყვანად. სასამართლო განმარტავს რომ ბრალდებული ილ---- ა-–------ს თავიდანვე ჰქონდა განზრახული, რომ გ--------------სთვის არ გადაეხადა 7000 ლარზე მეტი, აღნიშნული ასევე დასტურდება დაზარალებულის ჩვენებით, სადაც იგი მიუთითებს, რომ ილ----მა მას ცხვრის მანქანაზე დასმის შემდგომ გადაუხადა თანხის ნაწილი და მაშინ უთხრა, რომ მეორე ნაწილს ერთ კვირაში გადაუხდიდა, მანამდე დაზარალებული განმარტავს, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ილ----ი მთლიან თანხას გადაუხდიდა. შესაბამისად დაზარალებული ცხვრის მანქანაზე დატვირთვის შემდგომ მოტყუებული იყო და როდესაც იგი დადგა ფაქტის წინაშე, რომ ცხვარი დატვირთული იყო ავტომანქანაზე ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება დათანხმებოდა ილ---- ა-–------ის წინადადებას ნაწილი თანხის შემდგომ გადახდაზე. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება მოწმეების ცი-------------–--ლი და გ--–- წ---–-----ის ჩვენებით, სადაც მიუთითებენ რომ ისინი ეხმარებოდნენ გ----ს ცხვრის დასმაში და მათ თანხის გადაცემის პროცესი არ დაუნახავთ, და არც მოლაპარაკების შესახებ გაუგიათ იქ ყოფნის დროს რაიმე. ამასთან სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ იგი გ---- გ-------ს თავიდანვე მოელაპარაკა, რომ გადაუხდიდა თანხის ნაწილს და მეორე ნაწილს გადაიხდიდა მოგვიანებთ, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული ურთიერთობის ყველა ეტაპზე ატყუებდა დაზარალებულს, როგორც დასაწყისში ასევე შემდგომ თანხის დაბრუნების მოთხოვნის დროს, აღნიშნული ასევე დასტურდება საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ნათესავის ს---- ა--------ის ჩვენებით, რომელიც განმარტავს რომ მან ბრალდებულის შვილის ალი ა-–------ის გირაოს თანხა გადაიხადა პირადად, ეს თანხა იყო მისი და ნაწილი ნათესავებმა შეაგროვეს, ილ----ს არ ჰქონდა ფული და ასე დაეხმარნენ, ხოლო დაზარლებულ გ--------------ს ჩვენებიდან დგინდება, რომ ილ----ი მას თანხის დაბრუნებას პირდებოდა შვილისათვს გადახდილი გირაოს თანხის დაბრუნების შემდგომ, ხოლო შემდგომ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებულმა განმარტა, რომ მას გ--------------სთვის მსგავსი არაფერი უთქვამს. ამდენად სასამართლო ამ ნაწილში ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაშია, როგორც მოწმე ს---- ა--------ის ასევე დაზარალებულის ჩვენებასთან. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული ცხვრის შეძენის შემდგომაც სისტემატურად ატყუებდა დაზარალებულს სხვადასხვა მიზეზებით და ხშირად მასთან კონტაქტს ერიდებოდა, ამასთან ბრალდებულს ცხვრის შეძენიდან დარჩენილი 7400 ლარიდან არცერთი ლარი არ გადაუხდია დაზარალებულისათვის, რის გამოც დაზარალებულმა საერთო ნაცნობები მონახა და სთხოვა თანხის დაბრუნებაში დახმარება. აღნიშნული დასტურება საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ვ---ლ ვ----–---ის და ვ----ლ ე----------ის ჩვენებით. ასევე ბრალდებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მოწმის სახით დაკითხულ შ--–-ა გ-----–---–ის ჩვენებასთან, როდესაც ბრალდებული ამბობს, რომ მას გადაუხადა 100 ლარი შუამავლობისათვის, ხოლო თავად მოწმე შ--–-ა გ-----–---–ი აღნიშნულს არ ადასტურებს და მკაცრად უარყოფს მომხდარ ფაქტს.
ამასთან დგინდება, რომ დაცვის მხარის მიერ კონკრეტულ გარემოებებთან მიმართებით მითითებული პოზიციები (მოცემული შემთხვევების დროს ბრალდებულს მიერ განხორციელებული ქმედებების - მოტივთან, მიზანთან, განზრახვასთან და ა.შ.) არ არის დადასტურებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ მტკიცებულებად სანდოობის თვალსაზრისით, რომლითაც შესაძლებელია ესა თუ ის გარემოება უტყუარად დადგენილად იქნეს მიჩნეული, რადგან დაცვის მხარის მიერ საქმის არსებით სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საწმუნოობის კუთხით აკმაყოფილებენ კანონმდებლის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. ასევე ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილი მოწმეების ს---- ა--------ის, შ--–-ა გ-----–---–ის და დაზარალებულ გ--------------ს ჩვენებებს.
ამასთანავე, სასამართლოს აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს აღნიშნული, დაზარალებულის და მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ ბრალდებულის მამხილებელი ჩვენებები. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. დაზარალებულისა, და ბრალდების მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს დაზარალებულის, და მოწმეთა ჩვენებების მიმართ უნდობლობის საფუძველი. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის. ამასთან თავად ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება არადამაჯერებელია და იგი ეწინააღდმეგება საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამასთან სასამართლო დადგენილ ფაქტად იღებს იმ გარემოებას ილ---- ა-–------ის მიერ მოტყუებით დაუფლებული 53 სული ცხვარის ღირებულება შეადგენს 7000 ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი მნიშვნელოვანი ზიანის 150 ლარიან ზღვარს).
ასევე დადგენილია, რომ საქმეზე წარმოდგენილი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დგინდება, რომ ილ---- ა-–------ს და სიღნაღის რაიონულ პროკურატურას შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ილ---- ა-–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელსაღსრულების დაწესებულაბაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით, ხოლო დარჩენილი სასჯელის თავისუფლების აღკვეთა 4 წლის 6 თვის ვადით ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64- ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადა დაუდგინდა 4 წელი და 06 თვე.
ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის განაჩენით ილ---- ა-–------ი ს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, გაუქმდა ილ---- ა-–------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენი და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-სი 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, თუმცა აღნიშნული განაჩენი არ არის საბოლოო.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასტურდება ილ---- ააზოვის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. შესაბამისად, ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში ილ---- ა-–------ის მიმართ არსებობს პერსონალური ნიშანიც, რაც გულისხმობს სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან მოიცავს თაღლითობას ჩადენილს არაერთგზის.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი და აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება - მნიშვნელოვანი ზიანი და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება არაერთგიზოსობა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ილ---- ა-–------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის - ჩაიდინა - თაღლითობა, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ილ---- ა-–------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. ამდენად სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა არის დამაჯერებელი, თანხვედრი და აშკარად უთითებს ილ---- ა-–------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
11.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11.1. ილ---- ა-–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
11.2 სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სახეზეა არაძალადობრივი დანაშაულებრივი ქმედება.
12. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
12.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, იგი წარსულში არის ნასამართლევი, ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითო მსჯავრის ქვეშ მყოფმა.
12.2. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულთა მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და მათ შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა. შესაბამისად ილ---- ა-–------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, ილ---- ა-–------ის მიმართ საბოლოოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ილ---- ა-–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით და,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ილ---- ა-–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, ილ---- ა-–------ის მიმართ საბოლოოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ილ---- ა-–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
4. გაუქმდეს ილ---- ა-–------ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ილ---- ა-–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 სექტემბრიდან.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი