გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1850-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03.06.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - სი---- ბე------–---–-
მოპასუხე - ზუ---- სე----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დაევალოს მოპასუხე ზუ---- სე----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის (სახელმწიფო პენსიის), ანაზღაურება 540 (ხუთას ორმოცი) ლარის ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარე, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი არ წარმოუდგენია, მისთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით (საჯარო შეტყობინების გზით);
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოპასუხე ზუ---- სე----ს ოჯახის წევრი (მამა) მუ----- სე---- გარდაიცვალა 2016 წლის 25 თებერვალს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მაისის №0------- წერილის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებს ელექტრონული ვერსიის სახით გაეგზავნათ 2017 წლის მაისის თვის უკან დასაბრუნებლად მოთხოვნილ თანხებზე სს „ლიბერთი ბანკი“-დან მიღებული ინფორმაცია.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილების ბენეფიციარს წარმოადგენდა გარდაცვლილი მუ----- სე---- (პ/ნ 3----------), რომლის ოჯახის წევრმა (შვილი) - მოპასუხე ზუ---- სე----მ (პ/ნ 0----------) ბენეფიციარის გარდაცვალების შემდგომ გარდაცვლილის სოციალური ანგარიშიდან გაიტანა (2016 წლის დეკემბერი, 2017 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი) უსაფუძვლოდ ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) 540 ლარი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილების 2017 წლის 29 მაისის №0------------ წერილით ზუ---- სე----ს ეცნობა, რომ სსიპ მომსახურების სააგენტოში დაფიქსირდა ინფორმაცია ბენეფიციარ მუ----- სე----ს გარდაცვალების ფაქტზე. სახელმწიფო გასაცემლებთან დაკავშირებულ კანონმდებლობით სახელმწიფო პენსია სოციალური პაკეტი წყდება ბენეფიციარის გარდაცვალების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და გარდაცვალების შემდგომ ჩარიცხული თანხები ექვემდებარება ბიუჯეტში აღდგენას ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადელობის გამო ადგილი აქვს სახელმწიფო გასაცემლის არასწორად გაცემას. დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 540 ლარს. ამავე წერილით ზუ---- სე----ს ეცნობა, რომ იგი ერთი თვის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილებაში და ამ ვალდებულების შესრულებისთვის მისთვის მისაღები ოპტიმალური პირობების განსაზღვრაში დაეხმარებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილება და ზუ---- სე----ს გაუწევდა საჭირო კონსულტაციას.
ზუ---- სე----მ ფულადი დავალიანების არსებობის აღიარების შესახებ განცხადებით მიმართა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილებას. აღიარა, რომ მას გააჩნდა ფულადი სახის დავალიანება 540 ლარი ოდენობით და ითხოვა აღნიშნული თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილების 2017 წლის 05 ივლისის №0------------ წერილით კვლავ ეცნობა ზუ---- სე----ს დავალიანების შესახებ, მაგრამ ზუ---- სე----ს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.
2017 წლის 5 ივლისის №5-- მოხსენებითი ბარათის მიხედვით გარდაცვლილი მუ----- სე----ს ოჯახის წევრები დადგენილ ვადაში (1 თვე) არ გამოცხადდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის №0------- წერილი (ს.ფ.18);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილების 2017 წლის 24 მაისის №0------- წერილი (ს.ფ. 20);
- განცხადება ფულადი დავალიანების არსებობის აღიარების შესახებ (ს.ფ. 21);
- გარდაცვალების მოწმობის ამონაწერი საინფორმაციო პორტალიდან (ს.ფ. 28-30);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილების 2017 წლის 05 ივლისის №0------------ წერილი (ს.ფ. 27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ზუ---- სე----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 540 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განმარტებულია პენსიის ცნება. კერძოდ, პენსია არის პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებელი.
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ქვეპუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს ერთ-ერთი უფლება-მოვალეობაა პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.
პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს, ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, სადაც განმარტებულია, რომ პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
"სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერი არის პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია; ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარდაცვალება არის პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული პენსიონერის გარდაცვალებისას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ზუ---- სე----ს ოჯახის წევრი (მამა) მუ----- სე---- გარდაიცვალა 2016 წლის 25 თებერვალს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 24 მაისის №0------- წერილის თანახმად სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებს ელექტრონული ვერსიის სახით გაეგზავნათ 2017 წლის მაისის თვის უკან დასაბრუნებლად მოთხოვნილ თანხებზე სს „ლიბერთი ბანკი“-დან მიღებული ინფორმაცია.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილების ბენეფიციარს წარმოადგენდა გარდაცვლილი მუ----- სე---- (პ/ნ 3----------), რომლის ოჯახის წევრმა (შვილი) ზუ---- სე----მ (პ/ნ 0----------) ბენეფიციარის გარდაცვალების შემდგომ გარდაცვლილის სოციალური ანგარიშიდან გაიტანა (2016 წლის დეკემბერი, 2017 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი) უსაფუძვლოდ ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) 540 ლარი.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარში, და თებერვალში მოპასუხე ზუ---- სე----ს მამას საბანკო ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაირიცხა სახელმწიფო პენსია თვითოეულ თვეს 180 ლარის ოდენობით, შესაბამისად მოპასუხე ზუ---- სე----ს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიღებული 540 ლარი.
სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების (დანართი №1) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ზურა სე----ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, უსაფუძვლოდ ჩაერიცხა საარსებო შემწეობით გათვალისწინებული თანხა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 540 ლარი, რის გამოც - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ზუ---- სე----ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული და გამოყენებული თანხის ანაზღაურება უნდა დაევალოს 540 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ზუ---- სე----ს დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის 2016 წლის დეკემბერში, 2017 წლის იანვარში, თებერვალში უსაფუძვლოდ ჩარიცხული სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება 540 ლარის ოდენობით.
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი