გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
aსაქმე N52121001900-840618 (N2/9-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 მაისი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - ციცინო როხვაძე
მოსარჩელე - ს--------------------------------–------------------–-----–------------------------–--------–--–--
წარმომადგენელი - მ-------------–---–ი, გ----------------ძე
მოპასუხეები - გ-----------ძე, მ------------–-ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ-----------ძესა და მ------------–-ძეს სს მ-----------------------------–------------------–ის'' '' (შპს ,,იზ------- +" უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 2047.64 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1280.32 ლარი და სარგებელი - 767.32 ლარი.
სასარჩელო განცხადება ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2----–-–----------------–ს გ-----------ძესა და შპს ,,იზ-------+''-ის შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების, სესხისა და გირავნობის N2----------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი - 5000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით.
სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული იქნა გ-----------ძის საკუთრებაში არსებული ავტომობილი - სახელმწიფო ნომერი NL------, მარკა, მოდელი - M-------------------, ფერი - რუხი 7--, გამოშვების წელი - 2---, სარეგისტრაციო მოწმობა - L--------, შასის N W----------------.
2----–-–----------------–ს, მ------------–-ძესა და შპს ,,იზ-------+''-ის შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - გ-----------ძის მიერ შპს ,,იზ-------+''-თან დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებაზე, თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 21000 ლარით.
2--- წლის 0-----------ერს შპს ,,იზ-------+''-მა სს მ-----------------------------–------------------–ის'' დაუთმო მოთხოვნის უფლება მისი უზრუნველყოფის საშუალებებით და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები, მათ შორის გ-----------ძის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება, მოთხოვნის უფლება უზრუნველყოფის საგანთან დაკავშირებით და სხვა უფლებები.
2----–-–--------------რს, სს მ-----------------------------–------------------–მა'', სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პირდაპირი მიყიდვის წესით 3300 ლარად გაასხვისა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების უზრუნვესაყოფად დაგირავებული ავტომობილი, რომლის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხით დაიფარა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, სადგომზე დგომისა და ევაკუირების ხარჯი, გირავნობის მოწმობისა და რეგისტრაციის საფასური, ავტომანქანის შეფასების საფასური.
2----–-–------------ის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანების გამსესხებლის წინაშე შეადგენს - 2047.64 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 1280.32 ლარი და სარგებელი - 767.32 ლარი.
მსესხებელი და თავდები გაფრთხილებულნი იქნენ, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ზეპირად ვალდებულების შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ-----------ძე შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით არ ცნობს სარჩელს. მისი განმარტებით, 2----–-–----------------–ს შპს ,,იზ-------+''-სთან გააფორმა საკრედიტო ხაზით მომსახურების, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება 5000 ლარზე, ხოლო ფაქტობრივად მიიღო მხოლოდ - 4600 ლარი. მის მიერ ვალდებულება ნაკისრი იქნა არა სს მ-----------------------------–------------------–ის'', არამედ შპს ,,იზ-------+''-ის წინაშე, კრედიტორის შეცვლის თაობაზე ინფორმაცია მოპასუხეებმა მიიღეს მხოლოდ სმს შეტყობინების საშუალებით, წერილობითი ფორმით არ უცნობებიათ, არც უკითხავთ სურდა თუ არა სს მ-----------------------------–------------------–თან'' გაეგრძელებინა თანამშრომლობა, რასაც მიიჩნევს მისი და მისი თავდების უფლებების დარღვევად.
მოპასუხე არ დასწრებია არც საგირავნო ნივთის შეფასებას, არც მისი გაყიდვის თაობაზე უცნობებიათ, მიაჩნია, რომ ეს მიკერძოებული და მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. მოსარჩელე ცდილობს ის წარმოაჩინოს ურჩ გადამხდელად. სატელეფონო საუბრებისას არაერთხელ განუცხადა წაეყვანათ მანქანა, რათა ნაკლები ვადაგადცილებული დღეები ყოფილიყო და ნაკლები ჯარიმა დარიცხვოდა, თუმცა მოსარჩელე მხარემ მოსთხოვა, რომ ავტომანქანა მას ჩაეყვანა საჯარიმოზე. იმ დროისათვის ჰქონდა ჯანმრთლეობის პრობლემა და სთხოვა მოსარჩელეს, რომ ავტომანქანას სხვა მიუყვანდა, მაგრამ განუცხადეს უარი, რომ ასეთი რამ არ შეიძლებოდა. პროცენტისა და ძირითადი თანხის სახით გადახდილი აქვს - 22-9 ლარი, ავტომანქანის რეალიზაციიდან მოსარჩელემ მიიღო - 3300 ლარი, ჯამში მის მიერ გადახდილია - 5569 ლარი, ხოლო სესხი რეალურად მიიღო - 4600 ლარი, შესაბამისად მოთხოვნა უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. მოპასუხე მ------------–-ძეს შესაგებლი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–----------------–ს გ-----------ძესა და შპს ,,იზ-------+''-ის შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების N2----------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 07.0-.2--- წელს გაფორმებულ იქნა კრედიტის ხელშეკრულება N2----0--0--------, მსესხებელზე გაიცა სესხი - 5000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%, ყოველთვიური შენატანების ოდენობა - 327.93 ლარი, ხელშეკრულებით კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი განისაზღვრა - 150 ლარით, ავტომობილის დაგირავების ხარჯი - 250 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 0-----------–ის გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების N2----------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-32);
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები(ს.ფ. 33);
- კრედიტის ხელშეკრულება N2----------------- (ს.ფ. 34-45);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 46);
- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ.47-53)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2----–-–----------------–ს გ-----------ძესა და შპს ,,იზ-------+''-ს შორის გაფორმდა N2----------------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დაგირავებული იქნა გ-----------ძის საკუთრებაში არსებული ავტომობილი - სახელმწიფო ნომერი N L------, მარკა, მოდელი - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, სარეგისტრაციო მოწმობა - L--------, შასის N W----------------.
ხელშეკრულების თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 0-----------–ის გირავნობის ხელშეკრულება N2----------------- (ს.ფ. 47-52);
- დანართი N1 - ს.ფ. 53
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. N2----------------- კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად შპს ,,იზ-------+''-სსა და მ------------–-ძეს შორის 2----–-–----------------–ს დაიდო თავდებობის N2----------------- ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - გ-----------ძის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 21000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.55-58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ-----------ძის მიერ არ იქნა შესრულებული მასსა და შპს ,,იზ-------+''-ს შორის 2--- წლის 0-----------–ის გაფორმებული N2----------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესით, 2--- წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 6213,08 ლარს, საიდანა სესხის ძირი თანხა არის - 4138.12 ლარი, სარგებელი -767.32 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო -1307.64 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.46);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.89)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. 2--- წლის 0-----------ერს შპს ,,იზ-------+''-სსა და სს მ-----------------------------–------------------–ს'' შორის გაფორმებული იქნა მოთხოვნისა და მისი უზრუნველყოფის საშუალებების დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,იზ-------+''-მა სს მ-----------------------------–------------------–ს“ დაუთმო მოთხოვნის უფლება მისი უზრუნველყოფის საშუალებებით და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები, მსესხებლების შორის გ-----------ძის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება, მოთხოვნის უფლება უზრუნველყოფის საგანთან დაკავშირებით და სხვა ყველა უფლება გამომდინარე 2--- წლის 0-----------–ის საკრედიტო ხაზით მომსახურების, სესხისა და გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ.59-65);
- დანარათი N1 (ს.ფ.66-71)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2019 წლის სხდომის ოქმი).
3.2.3. სს მ-----------------------------–------------------–მა'', (შპს ,,იზ------- +" უფლებამონაცვლე) სოლიდარულ მოვალეებს გაუგზავნა შეტყობინებები, რომლითაც აცნობა უფლებამონაცვლეობისა და ბანკის მიმართ არსებული დავალიანების თაობაზე, მოპასუხეებს მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები 2 კვირის ვადაში, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ წარედგინა გირავნობის საგანი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები (იხ. ს.ფ 92-93).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2019 წლის სხდომის ოქმი).
3.2.4. 2--- წლის 21 დეკემბერს შედგენილი N2----------6 დასკვნის თანახმად, ავტომობილის - სახელმწიფო ნომერი N L------, მარკა, მოდელი - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, სარეგისტრაციო მოწმობა - L--------, შასის N W----------------, ლიკვიდური ღირებულება შეფასებულია - 3276 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N2----------6 დასკვნა (იხ. ს.ფ 73-87).
3.2.5. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2----–-–--------------რს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია, კერძოდ 2----–-–--------------რს სს მ-----------------------------–------------------–სა'' და გე-–----------–---–ს შორის გაფორმებული იქნა გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შესახებ N2-/1--2--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დამგირავებლის გ-----------ძის სახელზე რიცხული ავტომობილი - - სახელმწიფო ნომერი N L------, მარკა, მოდელი - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, სარეგისტრაციო მოწმობა - L--------, შასის N W----------------, პირდაპირი მიყიდვის გზით საკუთრებაში გადაეცა მყიდველს - 3300 ლარად, რომლითაც ნაწილობრივ გაიქვითა ბანკის მიმართ გ-----------ძის დავალიანება და რეალიზაციის შემდგომ დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 2047.64 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -1280.32 ლარი, სარგებელი - 767.32 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 2- დეკემბრის გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შესახებ N2-/1--2--- ხელშეკრულება (ს.ფ. 72)
- ცნობა დავალიანების თაობაზე (იხ. ს.ფ 89).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2019 წლის სხდომის ოქმი).
3.2.6. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შემდეგ დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით, 2019 წლის 9 იანვარს სს მ-----------------------------–------------------–მა“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა მოპასუხე მხარეს, თუმცა ვერ ჩაბარდა მ------------–-ძეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი შეტყობინება და უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 94-97);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2.7. სასამართლო ვერ გაიზირებს მოპასუხე გ-----------ძის განმარტებას მასზედ, რომ თითქოს 2----–-–----------------–ს შპს ,,იზ-------+''-თან დადებული საკრედიტო ხაზით მომსახურების, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაცვლად 5000 ლარისა მიიღო -4600 ლარი და შესაბამისად ძირი თანხის სახით -5000 ლარი არ უნდა დაეკისროს, აღნიშნულთან დაკავშიებით სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 33) თანამხად, ხელშეკრულებით კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი განისაზღვრა - 150 ლარით, ხოლო ავტომობილის დაგირავების ხარჯი - 250 ლარით, რაზეც მოპასუზე აწერს ხელს, შესაბამისად 5000 ლარის ნაცლად გ-----------ძეზე გაიცა 4600 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანამხად, კი მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის თანამხად, მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.
ამდენად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ კრედიტორის შეცვლის თაობაზე ინფორმაცია მოპასუხეებს წერილობითი ფორმით არ მიეწოდათ, რომ მოპასუხეთა აზრი არ იქნა გათვალისწინებული სურდა თუ არა სს მ-----------------------------–------------------–თან'' გაეგრძელებინა თანამშრომლობა, ზემოაღნიშნული მუხლი ასეთ თანხმობას არ ითვალისწინებს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს, რასაც განსახილველ შემთხვევაში არ ჰქნია ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხე მხარის მიერ 2--- წლის 0-----------–ის გაფორმებული N2----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არ არსებობის ფაქტს, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულის სრულად და ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა - სს მ-----------------------------–------------------–ი''-ს (შპს ,,იზ------- +" უფლებამონაცვლე) სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 463-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–----------------–ს გ-----------ძესა და შპს ,,იზ-------+''-ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების N2----------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 07.0-.2--- წელს გაფორმებულ იქნა კრედიტის ხელშეკრულება N2----0--0--------, მსესხებელზე გაიცა სესხი - 5000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%, ყოველთვიური შენატანების ოდენობა - 327.93 ლარი, ხელშეკრულებით კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი განისაზღვრა - 150 ლარით, ავტომობილის დაგირავების ხარჯი - 250 ლარით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა გ-----------ძის კუთვნილი ავტომობილი - სახელმწიფო ნომერი N L------, მარკა, მოდელი - M-------------------, გამოშვების წელი - 2---, სარეგისტრაციო მოწმობა - L--------, შასის N W----------------.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;
დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს ,,იზ------- +" შორის 2--- წლის 0-----------–ის გაფორმებული N2----------------- გაფორმებული საკრედიტო და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2----–-–--------------რს სს მ-----------------------------–------------------–მა'' (შპს ,,იზ------- +" უფლებამონაცვლე) უზრუნველყო გირავნობის საგნის ავტომანქანა - - M--------------------ის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა -3300 ლარად. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, სს მ-----------------------------–------------------–ის“ მიერ გაქვითულ იქნა 07.0-.2--- წ. საკრედიტო და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შემდეგი მოცულობით:
- 50 ლარი - გირავნობის მოწმობისა და რეალიზაციის ხარჯი;
- 342,2 ლარი - საჯარიმოზე დგომისა და ევაკუატორის საფასური;
- 1307.64 დოლარი - სრულად გაიქვითა სესხზე იმ დროისათვის არსებული პირგასამტეხლო
- 1280 ლარამდე - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
07.0-.2--- წლის ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის დროისათვის მოპასუხეს სს მ-----------------------------–------------------–ის'' (შპს ,,იზ------- +" უფლებამონაცვლე) მიმართ ძირი თანხის სახით, ერიცხებოდა დავალიანება 6213,08 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 4138.12 ლარი, სარგებელი -767.32 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო -1307.64 ლარი. შესაბამისად ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა შეადგდა 3300 ლარს, გაქვითვის შემდეგ მოპასუხეთა მხდიდან დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 2047.64 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -1280.32 ლარი, სარგებელი - 767.32 ლარი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისადმი სესხის ძირი თანხის სესხის ძირი თანხის -1280.32 ლარისა, სარგებელის სახით - 767.32 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში თავდებს მოვალესთან ერთად ეკისრება სოლიდარული ვალდებულება და ეს უკანასკნელები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს 463-ე მუხლის გაგებით. ასეთ დროს კრედიტორს შეუძლია თავისი არჩევანით მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება ერთ-ერთ ან ორივე სოლიდარულ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ყველა შემთხვევაში ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ N2----------------- კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად შპს ,,იზ-------+''-სსა და მ------------–-ძეს შორის 2----–-–----------------–ს დაიდო თავდებობის N2----------------- ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - გ-----------ძის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 21000 ლარით.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ------------–-ძე (თავდები პირები) ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულია სოლიდარულად გადაიხადოს სს მ-----------------------------–------------------–ის'' (შპს ,,იზ------- +" უფლებამონაცვლე) მიმართ არსებული დავალიანება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს გ-----------ძესა და მ------------–-ძეს მოსარჩელის სს მ-----------------------------–------------------–ის'' (შპს ,,იზ------- +" უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 2-3-ე, 2-8-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს მ-----------------------------–------------------–ი'' სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხეებს - გ-----------ძესა და მ------------–-ძეს სს მ-----------------------------–------------------–ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 2047.64 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1280.32 ლარი და სარგებელი - 767.32 ლარი;
1.2. მოპასუხეებს - გ-----------ძესა და მ------------–-ძეს სს მ-----------------------------–------------------–ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე