გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/277-18
გადაწყვეტილება
ს----------–ოს სახელით
02 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შ-- „ს----------–ოს დ----------–ია და ლ---------ი“
წარმომადგენელი - ე---------ე გ-------–ი
მოპასუხეები - შ-- „ქ--------–ი რ------–ი“, ბ---- მ----ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ძირითადი დავალიანების 6 837.51 ლარის გადახდის დაკისრება;
1.2. მოპასუხეებისათვის სოლიდარულად პირგასამტეხლოს 1568 ლარის (დაანგარიშებულია 2--- წლის 21 აგვისტოდან 2--- წლის 11 დეკემბრის ჩათვლით) გადახდის დაკისრება.
მოსარჩელემ მოითხოვა ასევე სააღსრულებო ხარჯის 150 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ ერიცხებათ 7 271.68 ლარის დავალიანება, რომელიც უნდა გადაეხადათ ნაწილ-ნაწილ გაწერილი გრაფიკის შესაბამისად, ყოველ კვირაში ერთხელ, ტრანშებად. მოპასუხეებმა მხოლოდ 434.17 ლარი გადაიხადეს. 2--- წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით (როდესაც ფიქსირდება ბოლო გადახდა), მოპასუხეთა სოლიდარული დავალიანება შეადგენს 6 837.51 ლარს.
მოპასუხე ბ---- მ----ამ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მოპასუხესთან ერთად, მოსარჩელისა და შ-- „ქ--------– რ------–ს შორის 2--- წლის 12 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებზე.
მხარეები წერილობითი ფორმით შეთანხმდნენ, რომ მოპასუხის მიერ დავალიანების ვადის გადაცილების შემთხვევაში, იგი გადაიხდიდა დავალიანებული თანხის 0.2%-ს თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელეს მიადგა 150 ლარის (სააპლიკაციო საფასური-100 ლარი და ყადაღის რეგისტრაციის საფასური 50 ლარი) ოდენობის ქონებრივი ზიანი, რაც გამოიხატება მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურსის სასარგებლოდ საფასურის გადახდაში; იმის გამო, რომ მოპასუხეებმა პროტესტი გამოთქვეს მოსარჩელის სააპლიკაციო მოთხოვნაზე, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ბ---- მ----ამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს; მხარეებს შორის არსებულ ურთიერთობაში ბ---- მ----ა მონაწილეობდა როგორც შ-- „ქ--------–ი რ------–ის“ დირექტორი და არა როგორც ფიზიკური პირი. ბ---- მ----ას დირექტორობის დროს შემცირდა კომპანიის დავალიანება. ბ---- მ----ა არ წარმოადგენს თავდებს, მასთან თავდებობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 12 ივლისს შ-- „თ--–---ი თ---------სა“ (გამყიდველი) და შ-- „ქ--------–ი რ------–ს“ (მყიდველი) შორის გაფორმდა „ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება“, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად მყიდველი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობდა გამყიდველის მიერ მიწოდებულ ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ პროდუქციას - ღ---ოს სავაჭრო ნიშნით „T------ V-----“, ჭ--ას სავაჭრო ნიშნით „T------ V-----“ ც------–ა ღ---ოს სავაჭრო ნიშნით „T------ V-----“, ა----ს სავაჭრო ნიშნებით “M-----”, “S-------”, “M------”, “S--- L------”, კ----იას სავაჭრო ნიშნით „L--------”, ლ----ს სავაჭრო ნიშნებით „მ--------ი“, წვენს „კ---ა“ და „G------“, „ბ------ის” სავაჭრო ნიშნებით „A-------”, “C-------”, “C-----”, „G------“; ვისკის სასაქონლო ნიშნით „T-- F----- G-----", „C---- S---“, „M-------“, „H------- P---“, ენერგეტიკულ სასმელს ,,E----“, ლიქიორს/სიროფს „M---- B------“, ყავას ,,M-------“, „G-------“, „ლ---–ა“, „მ-----ო“ და სხვ. შემდგომში („პროდუქცია”).
მხარეები შეთანხმდნენ გადახდის პირობებზე: პროდუქციის ღირებულების გადახდა წარმოებდა ეროვნულ ვალუტაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შემდეგი წესით: ლ----ი „მ--------ის“ ღირებულების გადახდა მოხდებოდა არაუგვიანეს მომდევნო შეკვეთისა, დანარჩენი რეალიზებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისად, ყოველ კვირაში ერთხელ გადახდით (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი);
რეალიზებული პროდუქციის ღირებულების დადგენის მიზნით, მყიდველი ვალდებული იყო წარედგინა გამყიდველისათვის პროდუქციის ნაშთები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: g-------------------------------, ყოველთვიურად თვის ბოლოს. სხვა შემთხვევაში, ანგარიშსწორება არ ჩაითვლებოდა დადგენილი წესით შესრულებულად (ხელშეკრულების 2.3 პუნქტი);
მყიდველი აღიარებდა, რომ გამყიდველის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 7 271.68 ლარი და იღებდა ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირის მანძილზე, თითოეულ კვირაში, გამყიდველს გადაუხდიდა 732.87 ლარს, ხოლო მომდევნო კვირებში (თითოეულ კვირაში) გადაუხდის 500 ლარს. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი 2--- წლის 25 სექტემბრამდე გამყიდველის წინაშე არსებულ დავალიანებას შეამცირებდა 1 202,47 ლარამდე, გამყიდველი მას ქეშბექის სახით გადაუხდიდა 1 202,47 ლარს.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მყიდველი დაარღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის პირობებს გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებული იქნებოდა ვადაგადაცილებულ დღეზე გადაეხადა პირგასამტეხლო დავალიანებული თანხის 0,2%.
სასამართლო ემყარება მტკიცებულებას:
ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-20).
3.1.2. შ-- „თ--–---ი თ---------მა“ 2018 წლის 20 ივლისიდან შეიცვალა სახელწოდება და ეწოდება შ-- „ს----------–ოს დ----------–ია და ლ---------ა“.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
შ-- „ს----------–ოს დ----------–ია და ლ---------ის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 108-109).
შ-- „თ--–---ი თ---------ის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 22-23).
3.1.3. შ-- „ქ--------–ი რ------–ის“ დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 6837,51 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-6).
მოძრაობის დოკუმენტი (რეგისტრატორი) (ს.ფ. 16).
ბ---- მ----ას ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ს.ფ. 37-39; იხ. 2019 წლის 04 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:21:44 - 17:33:38)
3.1.4. 2--- წლის 12 ივლისის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ-- „ქ--------–ი რ------–ისათვის“ დარიცხული პირგასამტეხლო 2--- წლის 21 აგვისტოდან 2--- წლის 11 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 1568 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-6).
ბ---- მ----ას ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ს.ფ. 37-39; იხ. 2019 წლის 04 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:21:44 - 17:33:38).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბ---- მ----ას, როგორც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობის საფუძველი.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2--- წლის 12 ივლისის „თავდების განცხადება“, რომელსაც ხელს აწერს ბ---- მ----ა, განცხადების თანახმად, ბ---- მ----ამ შ-- „ქ--------– რ------–ისთან“ ერთად იკისრა სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული პასუხისმგებლობა შეესრულებინა 2--- წლის 12 ივლისს შ-- „თ--–---ი თ---------სა“ (გამყიდველი) და შ-- „ქ--------–ი რ------–ს“ (მყიდველი) შორის გაფორმებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი შეთანხმებით მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები გამყიდველის წინაშე.
სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობის დადგენა ხდება კრედიტორსა და თავდებს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით (სსკ-ის 891-892 მუხლები).
თავდებობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულებაა და, შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება გარიგებისა და ხელშეკრულების დადების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმები (50-71, 327-340 მუხლები).
თავდებობის ხელშეკრულება თავდებობის დადგენის ძირითადი დოკუმენტია, თავდების განცხადება თავდებობის კისრების შესახებ (892 I), რაც ცალმხრივი ნების გამოვლენაა (და როგორც წესი ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით), წარმოადგენს კანონის დამატებით ფორმალურ მოთხოვნას.
თავდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე (ანუ გამომდინარე იქედან, რომ თავდებობის შემთხვევაში ადგილი აქვს სხვა პირის ვალდებულებისათვის სუბსიდიალური ან სოლიდარული პასუხისმგებლობის (როგორც წესი — უსასყიდლო) კისრებას), კანონი თავდების ინტერესებში მკაცრად ადგენს თავდებობის ნამდვილობის წინაპირობებს. თუ ეს წინაპირობები თავიდანვე არ არსებობს ან ისპობა შემდგომში, აღნიშნული ავტომატურად იწვევს თავდებობის არარსებობას (ბათილობასაც): უპირველეს ყოვლისა, თავდებობის დადგენისათვის აუცილებელი წინაპირობაა გარიგების წერილობითი ფორმის დაცვა, პრაქტიკაში ეს უკანასკნელი ხშირად მოიცავს როგორც თავდებობის ხელშეკრულებას, ისე თავდების განცხადებას თავდებობის კისრების შესახებ; თავდებობა აქცესორული უფლებაა (153 I) და მისი აქცესორულობიდან გამომდინარე აუცილებელია უზრუნველყოფილი ვალდებულების არსებობა, შესაბამისად, მისი არსებობა და ფარგლები სრულად დამოკიდებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნის (ძირითადი უფლება) არსებობასა და ფარგლებზე (893 1); თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის მითითება (რაც თავდების დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტია) აუცილებელია თავდებობის ხელშეკრულებისათვის.
ამდენად, თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია მისი წერილობითი განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება, რაც უნდა აკმაყოფილებდეს გარიგებისათვის დადგენილ მოთხოვნებს (ამ შემთხვევაში გარიგების წერილობითი ფორმა) და მისი შინაარსიდან გამომდინარე შესაბამის არსებით პირობას (დამატებით), როგორიცაა მხარეთა შეთანხმების არსებობა თავდებობის მაქსიმალური ოდენობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში კი, მხოლოდ თავდებობის განცხადება ვერ იქნება მიჩნეული ბ---- მ----ას, როგორც თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად, იმ პირობებში, როცა კრედიტორსა (შ-- „ს----------–ოს დ----------–ია და ლ---------ა“) და ბ---- მ----ას შორის არ გაფორმებულა თავდებობის წერილობითი ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - შ-- ,,ქ--------–ი რ------–ის’’ მიმართ მოთხოვნის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 417-ე, 418-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს 2--- წლის 12 ივლისს შ-- „თ--–---ი თ---------სა“ და შ-- „ქ--------–ი რ------–ს“ შორის გაფორმებული „ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებიდან“, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებს, ასევე ითვალისწინებს პირობებს შ-- „ქ--------–ი რ------–ის“ მიერ ძველი ვალდებულებების აღიარებისა და მისი შესრულების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რაც თავის თავში ძირითადად ორ კომპონენტს მოიცავს: ხელშეკრულების დადება და ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. კანონის ამგვარი დათქმიდან გამომდინარე, ყოველი ნების გამომვლენი პირი, მიუხედავად გარიგების დადების მოტივისა, ამ გარიგებიდან გამომდინარე რისკებზე პასუხისმგებელი თავად ხდება. ამასთანავე, არც თუ იშვიათია შერეული ხელშეკრულების დადების ფაქტი და სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, ამგვარი ხელშეკრულების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. სადავოობისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძვლით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 12 ივლისის „ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება“ თავისი შინაარსით წარმოადგენს შერეული ტიპის ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს როგორც სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგულირებას, ასევე სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ურთიერთობას, რამდენადაც მხარეები სსკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმდნენ ორივე ტიპის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ არსებით პირობებზე.
აღნიშნული ხელშეკრულების 2.4 პუნქტი თავისი შინაარსით წარმოადენს მხარეთა შეთანხმებას სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება ნების თავისუფალი გამოვლენის ერთ-ერთი გამოხატულებაა და თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი ელემენტია. ვალის არსებობის აღიარება გულისხმობს მოვალის ნებასა და მზაობას ვალდებულების შესრულების თაობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარება კანონით მოწესრიგებული სამართალურთიერთობაა, კერძოდ, მას ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი აწესრიგებს. ასეთ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა ნება ახალი სამართალურთიერთობის ჩამოყალიბების თაობაზე. ვალის აღიარება კონსტიტუციურია, ანუ ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, თუ ვალის აღიარება ისეთი შინაარსისა, საიდაც მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა დგინდება.
ამდენად, შ-- „ქ--------–ი რ------–ს“ სსკ-ის 341-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 6837,51 ლარის ანაზღაურება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მყიდველმა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს, რის გამოც შ-- „ქ--------–ი რ------–ს“ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 1568 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.3. ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არ არსებობს ბ---- მ----ას, როგორც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობის საფუძველი (იხ. 3.2.1. პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 891-892-ე მუხლების შესაბამისად, მხოლოდ თავდებობის განცხადება ვერ იქნება მიჩნეული ბ---- მ----ას, როგორც თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად, იმ პირობებში, როდესაც კრედიტორსა (შ--„ს----------–ოს დ----------–ია და ლ---------ა“) და ბ---- მ----ას შორის არ გაფორმებულა თავდებობის წერილობითი ხელშეკრულება.
ამდენად, მოსარჩელე ვერ განახორციელებს მოთხოვნას ბ---- მ----ას მიმართ, შ-- „თ--–---ი თ---------თან“ ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობის თაობაზე, რა ნაწილშიც სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხე შ-- „ქ--------– რ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 257 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის მიერ აღსრულების ბიუროს სასარგებლოდ გადახდილია 150 ლარი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის მიზნით (იხ, გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების მიზნით ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 29); საგადახდო დავალებები (ს.ფ. 30-31). მოპასუხე შ-- „ქ--------– რ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გამარტივებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 150 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შ-- „ს----------–ოს დ----------–ია და ლ---------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შ-- „ქ--------– რ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 6837,51 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შ-- „ქ--------– რ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 1568 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე შ-- „ქ--------– რ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 150 ლარის ანაზღაურება.
5. სარჩელი ბ---- მ----ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
6. მოპასუხე შ-- „ქ--------– რ------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 257 ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე