განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240100119003005009 №1/64
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06.06.2019 წელი ქ.სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე
სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ვ------------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: მ--------–--–--
დაბადებული: 13.0-.1--- წ.
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
პირადი ნომერი: 6----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: მარტვილის რაიონი სოფელი ბ----
ადვოკატი - ნ-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები.
სხდომის სახე -ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 5 მარტს, შემაკავებელი ორდერით მ--------–--–--ს ერთი თვის ვადით აეკრძალა, იმ სახლთან მიახლოება სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი მისი დედა ს---–-----–--–--, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, ს---–-----–--–--სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და სახლში მისვლა. 2019 წლის 6 მარტს, მ--------–--–--მ დაარღვია 2019 წლის 5 მარტის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, მივიდა მარტვილის რაიონის სოფელ ბ----ში, შემაკავებელი ორდერით მსხვერპლად ცნობილ ს---–-----–--–--ს საცხოვრებელ სახლში და მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა.
2019 წლის 06 მარტს, დაახლოებით 22:15 საათზე, მარტვილის რაიონი სოფელ ბ----ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლში, მ--------–--–--მ დედას ს---–-----–--–--ს, რომელსაც ღრმად მოხუცებულობის, ამასთან მძიმე ავადმყოფობის გამო შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება, რის გამოც იყო უმწეო მდგომარეობაში და მამას ხ------–--–--ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არაერთხელ, ძლიერად ტანის, სახის და თავის არეში დაარტყა ხელი ჯერ ს---–-----–--–--ს, შემდეგ ხ------–--–--ს, რის შედეგადაც ხ----- და ს---–---- შ--–-ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. ბრალდებულმა მ--------–--–--მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
3. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, კერძოდ წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი პირის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სამართლებრივი შეფასება:
5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--------–--–--მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, კერძოდ წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი პირის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ--------–--–--ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მ--------–--–--ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6. მ--------–--–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და არ არის ნასამართლევი.
7. მ--------–--–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეზე დაზარალებულებმა, ხ------–--–--მ და ს---–-----–--–--მ განცხადებით მომართეს სასამართლოს, სადაც განმარტავენ, რომ ბრალდებულს აპატიეს ჩადენილი დანაშაული და მას შეეფარდოს მსუბუქი სასჯელი.
10. ბრალდებულ მ--------–--–--ს მიერ სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11. მ--------–--–--ს მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.
12. საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N003260319 დასკვნით დასტურდება, რომ მ--------–--–--ს აღენიშნება შეზღუდული შერაცხადობა.
13. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
14. სასჯელის დანიშვნისას მ--------–--–--ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს კანონის აღნიშნული დანაწესი და სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე, 59-ე, 63-64-ე, მუხლით, სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ--------–--–-- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ--------–--–--ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 0- (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ მ--------–--–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა.
3. მ--------–--–-- დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს დაკავებიდან, სხდომის დარბაზიდან.
4. მსჯავრდებულ მ--------–--–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 07 მარტიდან 2019 წლის 06 ივნისის ჩათვლით.
5. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში მ--------–--–--ს ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს.
დაევალოს მსჯავრდებულ მ--------–--–--ს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
6.1 თხევადი აირის ბალონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქ.№247) მეშვეობით.
მოსამართლე ლევან ნუცუბიძე