განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
330100115785228
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------- (№0------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ

თამარ შუბითიძის მდივნობით

 

პროკურორ - გ-------– ბ----–-–---–ის,ადვოკატების – მ---–---- ჯ---------სა და თ----- გ------–--ის მონაწილეობით,განსასჯელ – ლ------ მ---ის დაუსწრებლად,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ------ მ-----–ის ასული მ---ის (დაბადებული 1----–-–------------------ს, რეგისტრირებული: თ---–--ი, ვ--------------------------------------–----------------------ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ლ------ მ---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

წლის 23 სექტემბერს, ქ.თ---–--ში, ვ--------ნის მ------------------------–------- კორპუსი, ბინა №-1-ში, თავისსავე საცხოვრბელ ბინაში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერშელაპარაკების დროს, ლ------ მ---მა ფიზიკური ძალის გამოყენებით, განზრახ მოკლა დედამთილი მ------–---ა ბ-------–---–ი. მანვე ჩადენილი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, დაანაწევრა მ---------–---–ის გვამი და გადაყარა ისინი რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში, კერძოდ, ზ----------ის, ქ.თ---–--ის ი---სა და ჩ-----------ის რაიონებში.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნის თანახმად, ლ------ მ---მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია).

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 1995 წლის 1 ოქტომბერს, ზ----------ის რ-ნის, სოფ. ი-–--ის ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ნ-----------ისკი-თ---–--ის გზის 690-ე კოლომეტრზე, ზ----------ი-თ---–--ის მიმართულებით გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე აღმოჩენილი იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ქალის მოკვეთილი თავი და იდაყვში მოკვეთილი ხელები, აგრეთვე ქსოვილის ტომარა და თოკები. გვამის ნაწილები გადატანილი იქნა ცენტრალური საავადმყოფოს პროზექტურაში. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირმა ნ-----------იძემ განაცხადა, რომ პოლიეთილენის პარკი გვამის ნაწილებით მან ნახა 1995 წლის 1 ოქტომბერს ფეხით გადაადგილებისას, რაც შეატყობინა ვ----ის ავტოინსპექციის საგუშაგოს.

 

1995 წლის 18 ოქტომბრის ოქმის თანახმად, ზ----------ის რაიონულ პროკურატურაში მოქ. ბ------ გ--–-----ოვმა განაცხადა, რომ ნაპოვნი ქალის თავი და ხელის კიდურები ეკუთვნის დედამისს, მ------–---ა ბ-------–---–ს.

 

1995 წლის 11ოქტომბრის ოქმის თანახმად, მოქ. ლ---ი ბ-------–---–მა და მოქ. ლ------ მ---მა გამოძიებას წარუდგინეს მოქ. მ------–---ა ბ-------–---–ის პასპორტი და განაცხადეს, რომ 25 სექტემბრიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული მ---------–---–ის მოკვეთილი თავის ქალა ნახეს და ამოიცნეს ქ.თ---–--ის პროზექტურაში.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №7-- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მოკვეთილი თავი განეკუთვნება მდედრობით სქესს. თავის ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით, იგი უნდა მიეკუთვნებოდეს ასაკით დაახლოებით 60-70 წლის ქალს. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს 48-72 საათზე მეტი. თავის ქალა და ორივე წინამხარი მოცილებული-მოკვეთილი უნდა იყოს რაიმე მჭრელი, შესაძლებელია ბასრი ზედაპირის მქონე მჩეხავი საგნითაც. ვინაიდან ქსოვილებში აღინიშნება შორს წასული ლპობა, ვიზუალურად და ლაბორატორიულად ვერ დადგინდა სიცოცხლისდორინდელია თუ არა დანაწევრება.

 

1995 წლის 22 ოქტომბრის ოქმის თანახმად, მოქ. ლ---ი ბ-------–---–მა მისსავე საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–--ი, ზ-------–----------------------------------ში გამომძიებელს წარუდგინა მისი რძლის, ლ------ მ---ის საცხოვრებელი სახლიდან 4-5 ოქტომბერს (მას შემდეგ, რაც დედამისი მ------–---ა ბ-------–---–ი უგზო-უკვლოდ იყო დაახლოებით 10 დღის დაკარგული) წამოღებული ლეიბი, რომლის გარეთა მატერიის სხვადასხვა ადგილზე შეინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. ამოღებული ნივთი დაერთო სს საქმეს ნივთმტკიცების სახით.

 

1995 წლის 22 ოქტომბრის ოქმის თანახმად, მოქ. ბ------ გ--–-----ოვმა გამომძიებელს წარუდგინა საწერი რვეული მწვანე ყდით. ბ----–-----ოვის განმარტებით, აღნიშნული რვეული მისმა ძმამ თ------ ბ-------–---–მა აღმოაჩინა სახლში. რვეული, რომელშიც ლ------ მ---ი მეუღლეს თ------ ბ-------–---–ს უამბობს, თუ როგორ მოკლა დედამთილი მ------–---ა ბ-------–---–ი. რვეული ლ-----ს დაუტოვებია სახლში და წასულა. ზ/აღნიშნულ რვეულში აღწერილია, თუ როგორ მოკლა ლ------ მ---მა დედამთილი მ------–---ა ბ-------–---–ი, დაანაწევრა გვამი და გადაყარა სხვადასხვა ადგილას, როგორ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს ოჯახის წევრებისაგან პატიებას და სამუდამოდ ემშვიდობება მათ (ჩანაწერზე არ ფიქსირდება ავტორი და თარიღი).

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 1995 წლის 25 სექტემბერს, ქ.თ---–--ში, თ----- მ----ს გ------- (ნ----–---–ის ქუჩის მიმდებარედ) საცხოვრებელი სახლის თაღში ასფალტზე ნაგვის გროვაში აღმოჩენილი იქნა მდედრობითი სქესის ადამიანის სხეულის ნაწილი - მენჯის სარტყელი რბილ ქსოვილებთან ერთად.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №7-- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილია მდედრობითი სქესის გვამის ნაწილი - მენჯის სარტყელი რბილ ქსოვილებთან ერთად და მისი ასაკი უნდა განისაზღვროს დაახლოებით 40-50 წლით. სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათიდან გამომდინარე, ისინი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით. კანისა და რბილი ქსოვილების შესაბამისად სისხლჩაქცევების არარსებობა მიუთითებს, რომ გვამის დანაწევრება მოხდა სიკვდილის შემდგომ. გვამიდან აღებული იქნა კუნთის ამონაჭერი ჯგუფის დასადგენად, ხოლო საშოდან ნაცხი სპერმის აღმოსაჩენად. გვამიდან აღებული კუნთის სასამართლო ქიმიური გამოკვლევით მასში ეთილის ალკოჰოლი ან რაიმე ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოჩნდა, გვამის სასამართლო სამედიცინო გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით, სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 24 საათისა. საქალწულე აპკი ძველი დარღვეულია, მისი ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან დარღვევის მომენტიდან გასულია ორ კვირაზე მეტი დრო.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად, უცნობი ქალის საშოდან აღებულ ნაცხში სპერმატოზოიდები არ აღმოჩნდა, ხოლო სხეულის ნაწილიდან აღებულ კუნთში აღმოჩენილია ანტიგენი 0 აგლუტინები, აგლუტინები მასში ნანახი ვერ იქნა. სავარაუდოა, რომ უცნობი მდედრობითი სქესის ადამიანის სისხლი შეიძლება მიეკუთვნებოდეს 0(1) ჯგუფს. პოლიეთილენის პარკებიდან აღებულ სითხეში აღმოჩენილია ადამიანის სისხლი, ჯგუფის დადგენა ვერ მოხერხდა მაში მიმდინარე ჰემოლიზური პროცესების გამო.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 1995 წლის 22 ოქტომბერს, ქ.თ---–--ში, ვ---------–ის მ------------------------------------------- სადარბაზოს წინ არსებული ნაგვის ურნის მიმდებარედ, ბეტონის ზედაპირზე აღმოჩენილი იქნა ქვედა კიდურის მუხლის სახსარი გაშიშვლებული რბილი ქსოვილებისაგან, წვივი და ტერფი.

 

1995 წლის 24 ოქტომბრის ოქმის თანახმად, მოქ. თ---------- ბ-------–---–მა განაცხადა, რომ ქ.თ---–--ში, ვ---------–ის მ------------------------------------------- სადარბაზოს წინ ნაპოვნი ფეხის წვივი ეკუთვნის დედამისს, მ------–---ა ბ-------–---–ს.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი წარმოადგენს თავისი ანატომიური აღნაგობით და მოყვანილობით ადამიანის მდედრობითი სქესის მარცხენა ქვედა კიდურს, რომელიც მოცილებულია სხეულიდან ბარძაყის ქვედა მესამედის დონეზე. ბარძაყის არეში არსებული მოტეხილობა გამოწვეულია რაიმე მექანიკური ბლაგვი ძალის ზემოქმედებით, ვინაიდან ამ მიდამოში რბილი ქსოვილები იმყოფება ლპობით პროცესში და დაფარულია ჭიებით და ზედა კიდეები განადგურებულია, მიმყენებლი საგნის ხასიათის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. ზ/აღნიშნული დაზიანება ქვედა კიდურის მოცილების სახით მიყენებულია სიკვდილის შემდგომ პერიოდში.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 1995 წლის 29 ოქტომბერს დათვალიერდა ქ.თ---–--ში, ვ---------–ის მ------------------------------------------- №-1, რა დროსაც ნანახი და ამოღებული იქნა ნაჯახი, ხისტარიანი ცული, სკამის საჯდომის ქვედა ზედაპირზე აღინიშნება წერტილოვანი ზომის მოწითალო-მორუხო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რაც ამოღებული იქნა, ოთახის პარკეტიან ზედაპირზე აღინიშნება სიგრძივი ზედაპირული დაზიანებები, მიყენებული რაიმე მჭრელი-ბლაგვი საგნით, ლაქი ალაგ-ალაგი ამოტეხილია და მოჩანს პარკეტი, ცულზე და ნაჯახზე აღინიშნება მუქი ფერის ლაქები.

 

1995 წლის 7 ნოემბრის ოქმის თანახმად, მოქ. თ---------- ბ-------–---–მა გამომძიებელს გადასცა მისი მეუღლის ლ------ მ---ის ორი ცალი ფოტოსურათი და სკოლის პერიოდის რვეული ქართული ლიტერატურისათვის, მისივე ხელით შესრულებული ჩანაწერებით.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №---ის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ კუნთების ნაჭრებში აღმოჩენილია ანტიგენი 0 (II), აგლუტინები მათში ნანახი ვერ იქნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ უცნობი მდედრობითი სქესის პიროვნების სისხლი შეიძლება მიეკუთვნებოდეს 0(I)ჯგუფს. ბიოლოგიური გამოკვლევის №- აქტში აღნიშნულია, რომ უცნობი მდედრობიი სქესის ადამიანის სისხლი შეიძლება მიეკუთვნებოდეს 0(I)ჯგუფს. ამრიგად, ქ.თ---–--ში, თ----- მ----ს გ------- სახლის შესახვევ კარიბჭესთან ნაგვის გროვაში ნაპოვნი მენჯის კუნთები და ქალის თავის, ზედა კიდურების და წვივის კუნთებში აღმოჩენილი ანტიგენი 0 (II) შეიძლება მიეკუთვნებოდეს ერთი და იგივე პიროვნებას.

 

გრაფიკული ექსპერტიზის №1------ დასკვნის თანახმად, წერილი, რომელიც იწყება სიტყვებით: „ჩემო თემო...“ და მთავრდება სიტყვებით: „...მშვიდობით ღამის 3 საათია“, შესრულებულია ლ------ მ-----–ის ას მ---ის მიერ (აღსანიშნავია, რომ გამოძიების მიერ გამოსაკვლევად წარდგენილი იყო ლ-----ის გამოძიებისათვის მიცემული ახსნა-განმარტება და მოსწავლის რვეული).

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ ნივთმტკიცებებზე - ნაჯახსა და ცულზე სისხლი არ აღმოჩნდა; სკამსა და ცელოფანზე სისხლი არ აღმოჩნდა. სკამზე აღმოჩენილია ადამიანის სისხლი, რომლის ჯგუფი არ დადგინდა, ვინაიდან ლაქები მთლიანად დაიხარჯა სისხლის არსებობისა და სახეობის დასადგენად. ლეიბის პირზე აღმოჩენილია ადამიანის სისხლი, ჯგუფი ვერ დადგინდა გამონაწვლილებში ერითროციტების ჰემოლიზის გამო.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ო---- ნ------ის 8.10.1995წ დაკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობდა ვ----ის ავტოინსპექციის საგუშაგოზე და 1995 წლის 1 ოქტომბერს მორიგეობდა თანამშრომლებთან: შ--–-- შ---–--ესთან, ო-–--ი გ-----ესთან, ტ------– კ------ესა და გ--–- ა---–--–თან ერთად. სოფ. ი-–--ში გამავალ საავტომობილო ტრასაზე გაჩერებული ჰყავდა ა/მანქანა და ამოწმებდა მძღოლის საბუთებს, რა დროსაც დაიძახა შ-–---–--ემ და მასთან მისულმა დაინახა პოლიეთილენის პარკი და ადამიანის მოკვეთილი ხელები. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ ზ----------ის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც პარკიდან ამოიღეს ქალის მოჭრილი თავი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა: შ--–-- შ---–--ემ, ო-–--ი გ------–--ემ და გ--–- ა---–--–მა დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1995 წლის მდგომარეობით მუშაობდნენ შსს ს------- პოლიციის №- განყოფილებაში. 1995 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, საგუშაგოზე გამოცხადდა ატირებული ქალბატონი და პოლიციას შეატყობინა, რომ ზ----------ის რ-ნში, სოფ. ვ----სა და სოფ. ი-–--ს შორის არსებულ პატარა არხთან ნახა ტომარა, რომელშიც მოთავსებული იყო ადამიანის მოკვეთილი თავი და ხელები. შ-–---–--ე ქალბატონთან ერთად გაემართა შემთხვევის ადგილზე (გ-----–--–ი კი დარჩა საგუშაგოზე), სადაც ასევე იმყოფებებოდნენ მათივე თანამშრომლები: ო--------ე და ტ--------ე. საგუშაგოზე დაბრუნებული შ-–---–--ისაგან გ-----–--–მა შეიტყო, რომ აღმოჩენილი იყო მოხუცი ქალის მოკვეთილი თავი და ხელები.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ტ------– მ------–---–ის 02.10.1995წ დაკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობდა საგაზაო პოლიციის მე-7 განყოფილების ინსპექტორად. 1995 წლის 1 ოქტომბერს, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა თანამშრომელ კ--- ფ----–---–თან ერთად. პატრულირებდნენ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 150-200 მეტრში. მათი პატრულირების პერიოდში, რაც დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, რაიმე საეჭვო მანქანა გაჩერებული ან გავლილი იმ ტერიტორიაზე არ შეუნიშნავთ.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ნ-----–ა ლ-----ის 27.09.1995წ დაკითხვის ოქმის თანახმად, ცხოვრობს ქ.თ---–--ში, თ----- მ----ს გ--------ში. 1995 წლის 25 სექტემბერს, მასთან მყოფმა მეზობელმა ი----- უ----–--ემ აივნიდან დაინახა ქუჩაში შეკრებილი ხალხი და შეიტყო, რომ ქალის სხეულის ნაწილი ეგდო ნაგავში. ნ-----–ა და ი----- ჩავიდნენ ეზოში და მართლაც ნახეს ნაგვის გროვაში მენჯის ძვალი და დუნდულო, რის თაობაზეც შეატყობინეს პოლიციას.

მოწმე ჯ---–----ა ა---------ის (ბ--–---–ი) ჩვენებით, მუშაობდა ქ.თ---–--ში, თ----- მ----ს ქუჩა №---ისა და ნ----–---–ის ქუჩის კუთხეში არსებულ ჯიხურში. 1995 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე, ხსენებულ ჯიხურში მისულს, იქვე დახვდა ნაგავსაყრელთან შეკრებილი ხალხი და პოლიციის მუშაკები. ხალხთან გასაუბრებისას გაიგო, რომ ნაგვის გროვაში აღმოჩენილი იყო ქალის სხეულის ნაწილები.

 

მოწმე ქ------- ა--–------–---–ის ჩვენებით, საკუთრებში ჰქონდა ფართი ნ----–---–ის №----ში, რომელიც ასევე გადის თ----- მ----ს გამზირზე და ეწეოდი კომერციულ საქმიანობას. 1995 წლის 27 სექტემბერს, 11:00 საათზე სამსახურში მისვლისას ნახა, რომ თ----- მ----ს გამზირზე არსებულ თაღში, ნაგვის ურნებთან ხალხი იყო შეგროვებული და პოლიცია მობილიზებული. მოწმის განცხადებით, ადგილზე მყოფი ადამიანებისაგან გაიგო, რომ ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს ქალის სხეულის მოკვეთილი ნაწილი.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულ თ---------- ბ-------–---–ის 27.10.1995წ დაკითხვის ოქმის თანახმად, 1995 წლის 19 სექტემბერს გაემგზავრა ქ.მ-------ში სამუშაოდ, თ---–--ში კი დარჩნენ მისი ოაჯხის წევრები: მეუღლე ლ------ მ---ი, შვილი მ--- და დედა მ------–---ა ბ-------–---–ი, მეორე შვილი თ------ი მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო 3 წელია იმყოფება მიმალვაში. მ-------ში ყოფნისას, ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას იღებდა პერიოდულად მათთან სატელეფონო კავშირით. 1995 წლის 29 სექტემბერს დაურეკა მეუღლემ ლ------ მ---მა და შეატყობინა, რომ დედა - მ------–---ა ბ-------–---–ი 25 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ლ------მ უთხრა, რომ 1-2 დღე დაეცადა და თუ დედამთილი არ გამოჩნდებოდა, მერე ჩასულიყო თ---–--ში. აღნიშნულის შემდეგ, თ----------ს 2-ჯერ დაურეკეს მეუღლემ და ძმამ და სთხოვეს თ---–--ში დაბრუნება, ვინაიდან მ---------–---–ი არ გამოჩნდა. 10 ოქტომბერს თ----------ი ჩამოვიდა თ---–--ში და შეიტყო, რომ მისი მეუღლე და ძმები ეძებდნენ მ---------–---–ს საავადმყოფოებში, მორგში და ტელევიზიითაც განუცხადებიათ, თუმცა ამაოდ. 1995 წლის 11 ოქტომბერს, №- კლინიკური საავადმყოფოს მორგში ამოიცნო დედის თავის ქალა და ხელის კიდურები. 15 ოქტომბერს, მ---------–---–ი დაკრძალეს. 1995 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, თ----------ი და მისი ქალიშვილი მ--- სახლიდან გავიდნენ და შინ დარჩა მარტო ლ------. დაახლოებით 22 საათისათვის უკან დაბრუნებულს, სახლში მხოლოდ მ--- დახვდა, რომლისგანაც შეიტყო, რომ 15 საათისთვის დაბრუნდა შინ და დედა აღარ დახვდა, თუმცა დაუტოვებია წერილი სამზარეულოს მაგიდაზე. დაზარალებულის ჩვენებით, წერილი იყო 4-5 გვერდიანი და შესრულებული მისი მეუღლის ხელით, სადაც ლ-----ი აღწერდა თუ როგორ მოკლა მ---------–---–ი 1995 წლის 23 სექტემბერს, როგორ დაანაწევრა და რომელი ნაწილი სად გადააგდო. წერილის თაობაზე თ----------მა აცნობა ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, შემდეგ კი გადასცა ზ----------ის პროკურატრის გამომძიებელს. დაზარალებულის ჩვენებით, მ-------იდან ჩამოსვლის შემდეგ, მას, ნათესავებსა და მეზობლებს მკვლელობის ჩადენაში ეჭვი ჰქონდათ მის ძმაზე ბ------ გ--–-----ოვზე, ვინაიდან ბ------სა და მ---------–---–ს წლების მანძილზე ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, კონფლიქტები, რამდენიმე წლის წინ კი ბ------მ დანით დაჭრა ძმა ლ---ი და დედა მ------–---ა, გარდა ამისა, ბ------ იყო მკვლელობაზე ნასამართლევი. ბ------ს მიმართ უნდობლობას გამოხატავდა ლ-----იც, დაახლოებით 12-13 ოქტომბერს, ლ------მ თ----------ს შესთავაზა ბ------ს თავიდან მოშორება და როდესაც მეუღლემ უთხრა, რომ ძმას ვერ მოკლავდა, ქალბატონმა შესთავაზა, რომ თავად მოიყვანდა განზრახვას სისრულეში. ამის შემდეგ თ----------ს ბ------ს მიმართ ეჭვი თანდათან უქრებოდა, ბოლოს კი, დედის სასახლესთან ბ------ს ნათქვამმა სიტყვებმა „დედა შენი მკვლელი თითქმის ნაპოვნი მყავსო“ დაარწმუნა, რომ მას არავითარი ბრალი არ მიუძღოდა. თ----------ი ცდილობდა ბ------სგან გაერკვია თუ ვისზე ჰქონდა ეჭვი, მაგრამ იგი თავს არიდებდა ძმასთან ამ თემაზე საუბარს. ის გარემოება, რომ ბ------ს ლ------ზე ჰქონდა ეჭვი, ძმისაგან შეიტყო მას შემდეგ, რაც ლ------ს წერილი აჩვენა ოჯახის წევრებს. დაზარალებულის ჩვენებით, მ-------იდან ჩამოსულს მეუღლე ძალიან შეცვლილი დახვდა: საკმაოდ გამხდარი იყო, საჭმელს არ ჭამდა, ნერვიულობდა, თვალებში ვერ უყურებდა, ღამე ცუდად ეძინა და ამცივნებდა. დაზარალებულის ჩვენებით, სახლიდან წასვლის წინა ღამეს, გაღვიძებულ თ----------ს მეუღლე გვერდზე არ დახვდა, კორიდორში კი ლამფის სინათლე ენთო. თ----------მა ჰკითხა, რომელი საათი იყო, ლ------მ კი უპასუხა, რომ 02:30 საათი. მეუღლის ხმა თ----------ს მოესმა სამზარეულოდან, რის გამოც იფიქრა, რომ საოჯახო საქმეს აკეთებდა. თ----------მა უთხრა, რომ გვიანი იყო და დაწოლილიყო, თუმცა რა უპასუხა ლ------მ აღარ ახსოვს. დაზარალებულის ჩვენებით, ლ------ს შეეძლო მ---------–---–ის მოკვლა, ვინაიდან ჰქონდა მტკიცე და გაბედული ხასიათი. ლ------ს გაუჩინარების შემდეგ სახლის დათვალიერებისას ოჯახის წევრებმა ვერ იპოვეს ლ------ს შავი ქვედაბოლო, შავი მაისური და ფეხსაცმელი, სხვა ტანსაცმელი ადგილზე იყო, არანაირი ძვირფასი სამკაული არ წაუღია, პასპორტი კი სახლში ვერ იპოვეს.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, არასრულწლოვანი მოწმის მ--- ბ-------–---–ის 27.10.1995წ დაკითხვის ოქმის თანახმად, ცხოვრობდა დედასთან - ლ------ მ---თან და ბებიასთან - მ------–---ა ბ-------–---–თან ერთად, რომელთა შორისაც იყო შეკამათებები, თუმცა მიუხედავად ამისა, ნორმალური ურთერთობა ჰქონდათ. 1995 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე დედასთან და ბებიასთან ერთად გავიდა სახლიდან რ---------–ზე, ხაჭაპურების საყიდლად, შემდეგ წავიდნენ ი---ს ბაზრობაზე, სადაც ლ------მ მისცა 50 აშშ დოლარი ფეხსაცმელის საყიდლად, რაზეც ბებიამ მიიღო უცნაური სახე, თუმცა არაფერი უთქვამს, მ---მ ი---ს ბაზრობაზე იყიდა ფეხსაცმელი, შემდეგ რ---------–ზე- ლექსიკონი და წავიდა მეგობართან ლ--–- ქ-------სთან ვ----------ში, სადაც დარჩა 19 საათამდე. სახლში დაბრუნებულს დახვდა დედა, რომელმაც უთხრა, რომ ბებიას ეძინა, რის შემდეგაც მ---ც დაწვა. 24 სექტემბერს დილით გაღვიძებულ მ---ს, სამზარეულოში მაგიდაზე დახვდა დედის წერილი „მე და ბებია წავედით ბაზარში, არ ინერვიულოო.“ მ--- მთელი დღეს სახლში იყო და აკეთებდა საოჯახო საქმეებს, თუმცა საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. დაახლოებით 18 საათზე შინ დაბრუნებულმა ლ------მ შვილს უთხრა, რომ ბებია აპირებდა ამხანაგთან გავლას და შემდეგ ძმასთან დარჩენას ღამით. დაახლოებით 21 საათზე დაიძინეს მ---მ და ლ------მ, დილით გაღვიძებულს კი დედა გვერდით დახვდა, თუმცა არ იცის ღამე შინ იყო თუ არა. მოწმის ჩვენებით, იმ დღეებში ლ------ ძალიან აღელვებული იყო და როდესაც მ--- მიზეზს ეკითხებოდა, ამბობდა რომ მ------–---ას დაკარგვას განიცდიდა. 25 სექტებერს მ------–---ა რომ აღარ გამოჩნდა, ლ------მ და მ---მ დაურეკეს მის შვილს ლ---ის, რომელმაც დაამშვიდა ისინი, რომ დედა გ---სთან (ძმასთან) დარჩებოდაო. მეორე დღესაც რომ აღარ გამოჩნდა ბებია, დაიწყეს საავადმყოფოებში ძებნა. 19 ოქტომბერს დილით სახლიდან გავიდა მამასთან ერთად და ლ------ შინ დატოვა, 15 საათისთვის დაბრუნებულს კი დედა შინ აღარ დახვდა, მას სამზარეულოს მაგიდაზე დაეტოვებინა წერილი, რომელიც წარუდგინეს გამოძიებას. მოწმის ჩვებებით, 23 სექტემბერს მისი საძინებლის აივანზე იყო თუ არა ბებიის დანაწევრებული სხეული პოლიეთილენის პარკებში, არ შეუმჩნევია. აივანზე გადაიხედა და რომ ყოფილიყო, აუცილებლად შეამჩნევდა. 23 სექტემბერს ღამით არავითარი ხმაური არ გაუგია და არც ის იცის დედა ღამით გავიდა თუ არა სახლიდან. მოწმის განმარტებით, ბებიის მკვლელობის ამბავი გაიგო დედის წერილიდან.

 

მოწმე ბ------ გ--–-----ოვის ჩვენებით, გარდაცვლილი მ------–---ა ბ-------–---–ი მისი დედაა. საერთო ბინის გაყიდვის შემდეგ მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სიდედრთან, ხოლო დედა - მ------–---ა ბ-------–---–ი ცხოვრობდა მის ძმასთან, თ---------- ბ-------–---–თან. მოწმის განცხადებით, მისი ძმა ცხოვრობდა ვ--------ნის მ---------------------------------------–------------------------------ში, მეუღლესთან ლ------ მ---თან, ორ შვილთან და დედასთან ერთად. ბ------ გ--–-----ოვის ჩვენებით, მ------–---ა ბ-------–---–ს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა როგორც მასთან, ისე რძალთან - ლ------ მ---თან. მოწმის ჩვენებით, მან და მისმა ძმამ ლ---იმ ლ------ მ---ისაგან შეიტყვეს 1995 წლის 25 სექტემბერს, რომ მ------–---ა ბ-------–---–ი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, დაიწყეს მისი ძებნა, მაგრამ უშედეგოდ. დაახლოებით 3-4 ოქტომბერს, ტელევიზიის საშუალებით ბ------მ შეიტყო, რომ ზ----------ის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო უცნობი ქალის თავი და ხელის კიდურები. თ---–--ში, ექსპერტიზის ბიუროში გადმოგზავნის და ამოცნობის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ აღნიშნული სხეულის ნაწილები ეკუთვნოდა მ------–---ა ბ-------–---–ს. ბ------ გ--–-----ოვის განმარტებით, დედის სხეულის ნაწილები მოგვიანებით აღმოჩენილი იქნა თ---–--ის სხვადასხვა უბანში. პანაშვიდების და შემდგომ პერიოდში, ბ------ გ--–-----ოვი ამჩნევდა რძლის - ლ------ მ---ის განსხვავებულ ქცევას და თავიდანვე ეჭვი გაუჩნდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო მკვლელობის ჩადენა, აღნიშნული ეჭვის თაობაზე ესაუბრა ძმას თ---------- ბ-------–---–საც. მოწმის განმარტებით, ხსენებული საუბრიდან რამდენიმე დღეში, თ---------- ბ-------–---–მა მას გადასცა რვეული, სადაც ლ------ მ---ი აღწერდა, თუ როგორ მოკლა მ------–---ა ბ-------–ილი და მეუღლეს პატიებას თხოვდა ჩადენილის გამო. ბ------ გ--–-----ოვმა დაადასტურა, რომ აღნიშნული რვეული წარუდგინეს გამომძიებელს.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ლ---ი ბ-------–---–ის 28.10.1995წ დაკითხვის ოქმის თანახმად, ცხოვრობს ქ. თ---–--ში, ვ---------–ის მასივი, ზ-------–----------------------------------ში, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. თ---------- ბ-------–---–ი და ბ------ გ--–-----ოვი მისი ძმები არიან. სამივე ძმა ცალ-ცალკე ცხოვრობს საკუთარ ოჯახებთან ერთად. დედა მ------–---ა ბ-------–---–ი ცხოვრობდა უფროსი ძმის თ---------- ბ-------–---–ის ოჯახთან - რძალ ლ------ მ---თან და ორ შვილიშვილთან ერთად. ოჯახის წევრებს შორის ხშირი იყო კონფლიქტური სიტუაციები, რის მიზეზიც იყო მ---------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი მძიმე ხასიათი, აგრეთვე მატერიალური საკითხები. მოწმის ჩვენებით, 1995 წლის 21-22 სექტემბერს დარჩა ძმის სახლში, რა დროსაც შეესწრო დედისა და რძლის კონფლიქტს, რის გამოც 23 სექტემბერს, საღამოს საათებში, კვლავ დაუბრუნდა საკუთარ ოჯახში. ლ---ი ბ-------–---–ის ჩვენებით, 25 სექტემბერს, დაახლოებით 20-დან 22 სთ-მდე დროის ინტერვალში, მის ოჯახში დარეკა ლ------ მ---მა და აცნობა, რომ დაახლოებით 10:30 საათზე მ------–---ა ბ-------–---–ი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ლ------ მ---ის განმარტებით, დედამთილი გეგმავდა ძველ სამსახურში წნევის აპარატის წამოსაღებად წასვლას, რაღაც წამლის შეძენას და შემდეგ ძმის ოჯახში დარჩენას. მოწმის ჩვენებით, აღნიშნულიდან რამდენიმე დღე ეძებდნენ მ------–---ა ბ-------–---–ს უშედეგოდ, ოქტომბრის თვეში კი ტელევიზიით შეიტყვეს, რომ ნაპოვნი იყო უცნობი ქალის მოჭრილი თავი და ხელები. 1995 წლის 10 ოქტომბერს ლ---ი ბ-------–---–მა, ლ------ მ---მა და ბ------ გ--–-----ოვმა პროზექტურაში ამოიცნეს მ------–---ა ბ-------–---–ის სხეულის ნაწილები. მოწმის ჩვენებით, დედის დაკრძალვის შემდეგ, 1995 წლის 20 ოქტომბერს, იმყოფებოდა ბ------ გ--–-----ოვის ბინაში, სადაც მივიდა ასევე თ---------- ბ-------–---–ი და ძმებს აჩვენა რვეული, რომელშიც ლ------ მ---ს დაწვრილებით ჰქონდა აღწერილი, თუ როგორ მოკლა მ------–---ა ბ-------–---–ი. აღნიშნული რვეული შემდეგში გადასცეს გამომძიებელს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული მტკიცებულებებიდან (სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები, საჯაროდ წაკითხული ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები) მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება - რვეული, მიუთითებს ლ-----ის მიერ საქართაველოს სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდო ჩადენაზე, შესაბამისად, სახეზე არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, მხოლოდ ეჭვები და ვარაუდები კი საფუძვლად ვერ დაედება ლ-----ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას.

 

ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან - რვეულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ორ გარემოებას:

· მართალია, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ რვეულში არსებული ხელნაწერი ეკუთვნის ლ------ მ---ს, მაგრამ დაუდგენელია, როდის და რა ვითარებაშია შედგენილი, აცნობიერებდა თუ არა ლ-----ი თავის ქმედებას და რამდენად ნებაყოფლობითი იყო მის მიერ უმძიმესი დანაშაულის აღიარება, ხომ არ იყო აღნიშნული ვინმეს მხრიდან რაიმე სახის მუქარის, ზეწოლის ან სხვა უკანონო ზემოქმედების შედეგი;

· საქართველოს სსსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, თუ განსასჯელი წინააღმდეგია, წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების ხმის ჩანაწერის საჯაროდ მოსმენა, ასევე მისი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რვეულში დაფიქსირებული ინფორმაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს განსასჯელის აღიარებით ჩვენებას და მისი ბრალდებულის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან აღნიშნული ხელყოფს ბრალდებულის ისეთ ძირითად უფლებას, როგორიცაა უფლება არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და ნებისმიერ დროს შეცვალოს პოზიცია ბრალეულობასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით _ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლით, რომლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №-/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ------ მ---ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც ლ------ მ---ი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 498-ე, 504-ე, 510-ე, 511-ე, 512-ე, 513-ე, 523-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ------ მ---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა~ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ლ------ მ---ის მიმართ 1995 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ლ------ მ---ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ნაჭყებია