გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7900-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
8 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - ხ------- ლ-----ა
წარმომადგენლები - რ---------------–- და თ-----------------
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - ს--–-------------–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანება.
1.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხ------- ლ-----ას სამსახურში აღდგენის შესახებ.
1.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალოს ხ------- ლ-----ას სასარგებლოდ განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის 24 მარტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. ასევე, განაცდური თანხის გაცემის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის 2014 წლის 12 მარტის MCLA4----------- ბრძანებით, კადრების განყოფილებაში მყოფი, იუსტიციის რიგითი - ხ------- თ----------ის ასული ლ-----ა (პ/ნ: 6----------), დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების ს--------–-----------–---------------–--------------------------------–------- თანამდებობაზე 2014 წლის 4 მარტიდან.
3.1.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის 2014 წლის 12 მარტის MCLA4----------- ბრძანებით, ხ------- ლ-----ას, 2014 წლის 7 მაისის თანხმობის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების ს--------–-----------–---------------–-------------------------------–-------, იუსტიციის რიგითი - ხ------- თ----------ის ასული ლ-----ა (პ/ნ: 6----------) მიემაგრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების ს--–---–------------–--ის განყოფილებას 2014 წლის 7 მაისიდან.
3.1.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 31 აგვისტოს MOC9----------- ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების ს--------–-----------–---------------–-------------------------------–-------, იუსტიციის რიგითი - ხ------- ლ-----ა (პ/ნ: 6----------) გადაყვანილი იქნა და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-----------–-------–-----------------------–--------------–--ის ი-----------------------–------ს თანამდებობაზე 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
მითითებულ თანამდებობაზე გადაყვანასა და დანიშვნასთან დაკავშირებით 2015 წლის 29 აგვისტოს თანხმობა განაცხადა ხ------- ლ-----ამ.
3.1.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 18 სექტემბრის MOC 1------------ ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-----------–-------–-----------------------–--------------–--ის ი-----------------------–-----ს, იუსტიციის რიგით - ხ------- ლ-----ას (პ/ნ 6----------), კეთილსინდისიერი სამსახურისათვის გამოეცხადა „მადლობა“.
3.1.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 25 იანვრის MOC6---------- ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-----------–-------–-----------------------–--------------–--ის ი-----------------------–------, იუსტიციის რიგითი - ხ------- ლ-----ა (პ/ნ: 6----------), ამავე დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 14 იანვრის MOC0---------- მოხსენებითი ბარათისა და ხ------- ლ-----ას 2016 წლის 15 იანვრის MOC5---------- პატაკის (თანხმობის) გათვალისწინებით მიემაგრა №- პენიტენციური დაწესებულების ს--–---–------------–--ის განყოფილებას.
3.1.6. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებულია ამავე დაწესებულების ს--–---–------------–--ის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობანი, რომლის მიხედვითაც ხ------- თ----------ის ასული ლ-----ას უფლებამოსილება განისაზღვრა შემდეგნაირად: დაწესებულებაში შესული ბრალდებულთა პირადი საქმეების შედგენა; განთავისუფლებულ ბრალდებულთა და მსჯავდებულთა პირადი საქმეების დაარქივება; დაწესებულებაში მიღებულ ბრალდებულთა ფორმა №1 შევსება, პატიმრის ანკეტის შედგენა; ფოსტა კორესპოდენციის, სხვადასხვა ბრძანებების, განკარგულებების პირად საქმეზე მიკუთვნება. პირად საქმეში არსებული ფურცლების დანომვრა. წერილების დაბეჭდვა და ამოღება კომპიუტერიდან. საგამოძიებო, სასამართლო და მისჯილ მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დალაგება კატეგორიების მიხედვით; დაარქივებული პირადი საქმეების მოძიება და სათანადო ცნობების, განაჩენებისა და სხვა მასალების ქსეროასლების მომზადება და მიწოდება საჭიროებისამებრ; სასამართლო განაჩენებისა და განჩინებების პირად საქმეში მოთავსება ბ---- ს------ესთან ერთად; კონტროლის გაწევა სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხულ მსჯავრდებულთა პირადი საქმეების განკუთვნილ ადგილზე მოთავსებასა და მასში ბრძანებების მიკუთვნებაზე; შეწყალების ანკეტების მომზადება; ხანმოკლე პაემნებზე ცნობების გადამოწმება.
3.1.7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 26 იანვრის MOC 7------------ ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-----------–-------–-----------------------–--------------–--ის ი-----------------------–-----ს, იუსტიციის რიგით - ხ------- ლ-----ას (პ/ნ: 6----------) მიენიჭა საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება - „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“.
3.1.8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის/ დირექტორის მოადგილის - ბ--------------ს 2016 წლის 10 მარტის MOC 6------------ წერილის საფუძველზე, ამავე სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრის №- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - გ--- გ-----ის, სპეციალური გ---------–--------------ის - ს------ ნ----–---–ისა და ა---------––-–-------- განყოფილების ი-----------------------–------ს - ხ------- ლ-----ას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - გ--- გ-----ის 2015 წლის 10 მარტის ახსნა-განმარტების თანახმად, დაწესებულებაში შესული პროკურატურის წერილი ან სასამართლოს განაჩენი ან პატიმრის გათავისუფლების შესახებ განჩინება მასთან მიდის ელექტრონულად, რომელსაც ასევე ელექტრონულად აწერს გ---------–--------------ს - ს------ ნ----–---–ს, ხოლო ეს უკანასკნელი თანამშრომლებს - უშუალოდ შემსრულებლებს. მისთვის უცნობია, გ---------–--------------ი რა პრინციპით ანაწილებს თანამშრომლებზე საქმეებს, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომელთა შორის კვალიფიკაცია განსხვავებულია, ფაქტობრივად ს--–---–------------–--ის განყოფილების ყველა, მათ შორის მიმაგრებული თანამშრომლები ასეთ დოკუმენტებს ადგენენ. მისივე განმარტებით, დოკუმენტის შედგენის შემდეგ ყველა გათავისუფლების ცნობა მოწმდება გ---------–--------------ის - ს------ ნ----–---–ის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსი ი-----------ების - ბ---- ს------ისა და ფ-------- ხ-------ის მიერ. გ---------–--------------ს, გადამოწმების შემდეგ პროკურატურის წერილი ან სასამართლოს განჩინება და მის საფუძველზე მომზადებული ცნობა შეაქვს მასთან. წერილში/განჩინებაში მითითებული პიროვნების მონაცემებისა და გათავისუფლების ცნობაში აღნიშნული პიროვნების მონაცემების იდენტურობის შემთხვევაში, გ--- გ-----ე ხელს აწერს გათავისუფლების ცნობას. უშუალოდ 2015 წლის 10 მარტის ფაქტთან დაკავშირებით, გ--- გ-----ემ განმარტა, რომ დაახლოებით 12.15 სთ-ზე, ს------ ნ----–---–ის მიერ შეტანილ სხვა სასწრაფო დოკუმენტებთან ერთად ხელი მოაწერა ბ--- ბ--------ის გათავისუფლების ცნობასაც ისე, რომ ამ უკანასკნელს თან არ ახლდა შესაბამისი საფუძველი. მან ს------ ნ----–---–ისაგან ზეპირსიტყვიერად გაიგო, რომ პატიმარს გირაოთი უშვებდნენ, რითაც იგი აღიარებს მისი მხრიდან უყურადღებობის გამოჩენის ფაქტს. მანვე აღნიშნა, რომ დაახლოებით 15.00 სთ-ზე მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული შეცდომის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება და შეცდომით გათავისუფლებული პატიმარი დაბრუნდა №- დაწესებულებაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-------- ს--–---–------------–--ის განყოფილების ი----------------------–-----მა - თ----- ჩ------ემ, რომელიც მინისტრის ბრძანებით დროებით იყო მიმაგრებული ს--–---–------------–--ის განყოფილებაზე, განმარტა, რომ 2016 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12:00 სთ-ზე, გ---------–--------------მა - ს------ ნ----–---–მა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან მიიღო წერილი თ------ ბ-------ის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების შესახებ. ვინაიდან იგი დაკავებული იყო და თან მორიგეობიდან დაბრუნებული, თანამშრომლებს მიმართა ხსენებული პატიმრის გათავისუფლების ცნობის მომზადებასთან დაკავშირებით. ხ------- ლ-----ამ, რომელიც ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა განყოფილებაში, თავისი ინიციატივით გამოართვა უფროსს წერილი და ცნობის მომზადების მიზნით მოიძია ბრალდებულის პირადი საქმე. ხ------- ლ-----ას ფორმა „ა“-ს შევსებაში დახმარება გაუწიეს ვ------- მ----–--------ემ და ბ---- ს------ემ ისე, რომ პროკურატურის წერილი არ უნახავთ. თ----- ჩ------ის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ უცნობია, შესვენებაზე გასვლის გამო. მისივე განმარტებით, მის უშუალო ფუნქციებში არ შედიოდა ფორმა „ა“-სა და ფორმა „ბ“-ს შევსება, თუმცა ხელმძღვანელის დავალებით შეუვსია და უმეტეს შემთხვევაში ფორმა - „ბ“.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-------- ს--–---–------------–--ის განყოფილების ი----------------------–-----მა - ლ--–- დ--------მა, რომელიც მინისტრის ბრძანებით დროებით იყო მიმაგრებული ს--–---–------------–--ის განყოფილებაზე, განმარტა, რომ ბრალდებულ - ბ--- ბ--------ის პირადი საქმე ხ------- ლ-----ას მან გადასცა ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე და დოკუმენტები, რომელიც ხ------- ლ-----ას გააჩნდა, მას არ უნახავს. მისივე განმარტებით, სხვა დეტალების შესახებ მისთვის არ არის ცნობილი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ს--–---–------------–--ის განყოფილების ი----------- - ვ------- მ----–--------ის 2016 წლის 10 მარტის ახსნა-განმატების თანახმად, ხ------- ლ-----ა, რომელიც როგორც ყველა თანამშრომელი ავსებს ყველა სახის დოკუმენტაციას, კარგად მუშაობდა სამსახურებრივ ქსელში და კარგად ავსებდა სხვადასხვა ფორმებს, რასაც ხელმძღვანელი ავალებდა. რაც შეეხება 2016 წლის 10 მარტის ფაქტს, დაახლოებით 12-13 საათზე, საერთო სამუშაო ოთახში შესულმა ხ------- ლ-----ამ ლ--–- დ--------ს გამოართვა ბ--- ბ--------ის პირადი საქმე და ვინაიდან ბ---- ს------ემ ხ------- ლ-----ას უთხრა, რომ 2-3 წუთი დაკავებული იყო, ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლად დაიწყო დოკუმენტების შევსება. ამასთან, ხ------- ლ-----ამ ვ------- მ----–--------ეს შეეკითხა მხოლოდ ცნობაში შესატანი დაპატიმრების თარიღის შესახებ და ცნობის შევსების შემდეგ, გათავისუფლების ცნობა, განჩინების, პატიმრის საქმისა და პროკურორის წერილთან ერთად მიუტანა გ---------–--------------ს - ს------ ნ----–---–ს. მანვე აღნიშნა, რომ შესვენებაზე გასვლის გამო, იგი სხვა დეტალებს არ შესწრებია.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების უ-------------ის გ---------–--------------ის - პ----- პ----ას 2016 წლის 10 მარტის ახსნა-განმარტების თანახმად, 2016 წლის 10 მარტს, 14:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე მასთან ოთახში შევიდა ბ---- ს------ე, რომლისგანაც შეიტყო შეცდომით სხვა პატიმრის გათავისუფლების თაობაზე. ამის შემდეგ, პ----- პ----ა, 3 თანამშრომელთან ერთად გავიდა ჭ---------------ზე სამი ავტოსადგურის ტერიტორიაზე ბრალდებულის სანახავად, თუმცა დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ დირექტორის ბრძანებით გ-------------ისგან შეიტყო ბრალდებულის უკან დაბრუნების შესახებ, დანარჩენი დეტალების შესახებ კი მისთვის უცნობია.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მორიგის თ---–--–ის - ლ-–--------–--ის 2016 წლის 10 მარტის ახსნა-განმარტების თანახმად, 2016 წლის 10 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ს--–---–------------–--ის განყოფილებიდან გადაეცათ ინფორმაცია ბრალდებულ - ბ--- ბ--------ის გირაოთი გათავისუფლების შესახებ. პატიმარს, პირადი მონაცემები გამოკითხა ჯერ თავად, ხოლო შემდეგ ბ---- ს------ემ და ამის შემდეგ თვითონ მიაციალა იგი გარე დაცვის სამსახურამდე. მანვე განმატა, რომ გათავისუფლების ცნობის შევსების შესახებ დეტალები მისთვის უცნობია.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-------- განყოფილების ი-----------------------–------ს - ხ------- ლ-----ას განმარტების თანახმად, მისი ფუნქციები, ისევე როგორც სხვა თანამშრომლების ფუნქციები, განსაზღვრულია დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული უფლება-მოვალეობების ნუსხით. 2016 წლის 10 მარტს, დაახლოებით 12 სთ-დან 13 სთ-მდე გ---------–--------------მა - ს------ ნ----–---–მა გადასცა რაღაც დოკუმენტი და პატიმრის გათავისუფლების ფორმა და უთხრა, რომ ლ--–- დ--------ს, გათავისუფლების მიზნით მიეტანა ბ--- ბ--------ის პირადი საქმე. ხ------- ლ-----ას განმარტებით, გადაცემული დოკუმენტის ნახვის გარეშე, ლ--–- დ--------ს გამოართვა ბ--- ბ--------ის პირადი საქმე და ვინაიდან დაკავებული იყო ბ---- ს------ე, თავად დაიწყო გათავისუფლების ცნობის შევსება. მან ვ--------ა მ----–--------ის მიერ გაწეული დახმარებისა და სხვა პატიმრის გათავისუფლების ცნობის ნიმუშის გათვალისწინებით შეავსო ბ--- ბ--------ის გათავისუფლების ცნობა, რომელიც პროკურატურის წერილთან და პატიმრის პირად საქმესთან ერთად გადასცა ს------ ნ----–---–ს. ხ------- ლ-----ამ განმარტა, რომ ს------ ნ----–---–ის მითითებით, გათავისუფლების ფურცელზე დაამატა დირექტორის სახელი და გვარი, რის შემდეგაც გავიდა შესვენებაზე. ამის შემდეგ ის ფლობს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომ ბ---- ს------ემ აღმოაჩინა შეცდომით სხვა პატიმრის გათავისუფლების შესახებ, რომელიც მოგვიანებით დააბრუნეს დაწესებულებაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ს--–---–------------–--ის გ---------–--------------ის - ს------ ნ----–---–ის 2016 წლის 10 მარტის ახსნა-განმარტების თანახმად, 12.00 სთ-დან 13.00 სთ-მდე შესასრულებლად დაეწერა პროკურორის წერილი ბრალდებულ - თ------ ზ------ის ძე ბ-------ის გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული წერილი გათავისუფლების ბლანკებთან ერთად ბ---- ს------ისათვის გადასაცემად გაატანა ხ------- ლ-----ას, ვინაიდან თავად სხვა საქმით იყო დაკავებული. დაახლოებით ნახევარ საათში ხ------- ლ-----ამ ოთახში შეუტანა ბ--- ბ--------ის სახელზე შეცდომით შევსებული გათავისუფლების ცნობა, რომელსაც უყურადღებოდ გადახედა და მცირე შენიშვნების გასწორების შემდეგ შეუტანა დაწესებულების დირექტორსს, სხვა ხელმოსაწერ დოკუმენტებთან ერთად. ამის შემდეგ, დირექტორს მოკლედ მოახსენა რომელი პატიმარი თავისუფლდებოდა შეწყალების და რომელი გირაოს საფუძველზე და დირექტორისგან ხელმოწერილი დოკუმენტები შემდეგი რეაგირებისათვის გადასცა ბ---- ს------ეს. ამასთან, რადგან მისი მორიგეობა იყო დასრულებული, დასასვენებლად წავიდა სახლში. მოგვიანებით, მას დაუკავშირდა ბ---- ს------ე და აცნობა პატიმრის შეცდომით გათავისუფლების შესახებ. მისივე განმარტებით, დაახლოებით ნახევარ საათში სამსახურში დაბრუნების შემდეგ, დაუყოვნებლივ რეაგირების შედეგად, შეცდომით გათავისუფლებული პატიმარი დაბრუნდა დაწესებულებაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ს--–---–------------–--ის გ---------–--------------ი ი-----------ის - ბ---- ს------ის 2016 წლის 10 მარტის ახსნა-განმარტების თანახმად, ვინაიდან ფ-------- ხ-------ე სარგებლობდა შვებულებით, ის და ბ---- ს------ე მორიგეობდნენ ორ დღეში ერთხელ. 2016 წლის 10 მარტს მორიგე იყო თავად. როდესაც გ---------–--------------მა - ს------ ნ----–---–მა მასთან შეიტანა პატიმრის გათავისუფლების შესახებ პროკურატურის წერილი, ის დაკავებული იყო სხვა საქმით და როგორც მოგვიანებით მისთვის გახდა ცნობილი, ხ------- ლ-----ამ დაიწყო მისი შესრულება. მანვე აღნიშნა, რომ უცნობია ვინ დაავალა ხ------- ლ-----ას დოკუმენტის მომზადება ან ვის სახელზე იყო წერილი მოსული. დაახლოებით 13.00 სთ-დან 14:00 სთ-მდე ს------ ნ----–---–მა სხვა საქმეებთან ერთად გადასცა შევსებული ფორმა „ა“, რომლის საფუძველზეც გაათავისუფლა ბრალდებული. ბრალდებულის გათავისუფლებიდან დაახლოებით 15-20 წთ-ში, კანცელარიიდან შესული ფოსტის გადარჩევისას და შესაბამისი ინფორმაციის მოძიების შედეგად მან აღმოაჩინა, რომ თ------ ბ-------ის ნაცვლად გაათავისუფლეს ბ--- ბ--------ე. ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა დაწესებულების დირექტორს - გ--- გ-----ეს, უ-------------ის გ---------–--------------ს - პ----- პ----ას და ს--–---–------------–--ის გ---------–--------------ს - ს------ ნ----–---–ს. ბ---- ს------ემ განმარტა, რომ სათანადო რეაგირების შემდეგ, ბ--- ბ--------ე დაბრუნებული იქნა დაწესებულებაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ 2016 წლის 21 მარტს დამტკიცებული MOC 6------------ დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამავე სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-------- განყოფილების ი-----------------------–------, იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი - ხ------- თ----------ის ასული ლ-----ა, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად - დათხოვნილი ყოფილიყო სამსახურიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში.
ამავე დასკვნის თანახმად, გ--- გ-----ემ უგულებელყო ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ", ,,დ" და ,,ვ" ქვეპუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები, სპეციალური მითითების გარეძე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება, დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, სპეციალური მითითებების გარეშე უნდა დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცბული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტების თანახმად, დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია: დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა, ასევე დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უ-------------ისა და ს--–---–------------–--ის განყოფილებები უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობაზე.
,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თნახმად, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომაა: სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება. მე-2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩდენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.
ამავე დასკვნის შესაბამისად ს------ ნ----–---–მა ჩადენილი ქმედებით უგულებელყო: ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ", ,,დ" და ,,ვ" ქვეპუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები. სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, სპეციალური მითითებების გარეშე უნდა დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.
სასჯელაღსრულების მინისტრის 2015 წლის №119 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №- პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ს--–---–------------–--ის განყოფილების ფუნქციას წარმოადგენს მსჯავრდებულთა შეწყალების, განთავისუფლების დოკუმენტანციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული ს--–---–------------–--ის განყოფილების ფუნქცია-მოვალეობათა პირველის პუნქტის თანახმად, გ---------–--------------ი - ს------ ნ----–---–ი ახორციელებდა ,,ეფლოუს" სისტემაში შესული ფოსტა-კორესპონდენციის განხილვას და განაწილებას ფუნქციების მიხედვით. ორგანიზებას უწევდა განყოფილების მუშაობას, მიმართულებას აძლევდა განყოფილების თანამშრომლებს სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად, აკონტროლებდა მათ საქმიანობას, სისტემატიურად აკონტროლებდა განყოფილების თნამშრომელთა მიერ შესრულებულ სამუშაოს, აკონტროლებდა და პესონალურად პასუხიმგებელი იყო განყოფილების მიერ კანონიერების დაცვაზე. უზრუნველყოფდა სასამართლოდან შესული ნებისმიერი დოკუმენტის შემოწმებას და შესწავლას, რომელიც დაკავშირებულია პატიმრის განთავისუფლებასთან, ფორმა ,,ა"-ს და ფორმა ,,ბ"-ს მომზადებასთან გასანთავისუფლებელ პატიმრებზე. პროკურატურიდან გირაოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მის რეგისტრაციაზე და პატიმრის განთავისუფლებაზე.
,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თნახმად, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომაა: სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება. მე-2 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩდენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.
2016 წლის 15 მარტს, გ--- გ-----ემ, ხოლო 16 მარტს ს------ ნ----–---–მა პატაკით მიმართეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და ითხოვეს დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება. შესაბამისად, 2016 წლის 16 მარტის MOC 9------------ ბრძანებით იუსტიციის პოლკოვნიკი - გ--- გ-----ე დათხოვნილი იქნა სამსახურიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში, ხოლო 2016 წლის 17 მარტის MOC 8------------ ბრძანებით, იუსტიციის პოლკოვნიკი - ს------ ნ----–---–ი ასევე დათხოვნილი იქნა სამსახურიდან სამხედრო ძალების თადარიგში.
დასკვნის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებით დამტკიცებული ,,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების" 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,თუ სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, დასკვნის მიღებამდე ან მოსამსახურის დანიშვნის უფლების მქონე პირის მიერ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი ბრძანების გამოცემამდე გათავისუფლდა/ დათხოვნილი იქნა თანამდებობიდან, გენერალური ინსპექცია ამ დებულებით დადგენილი წესით, შესაბამისი დასკვნით შეწყვეტს სამსახურებრივ შემოწმებას". აღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალური ინსპექცია მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა გ--- გ-----ისა და ს------ ნ----–---–ის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური სახდელის დაკისრების თობაზე, რის გამოც მათ მიმართ უნდა შეწყვეტილიყო სამსახურებრივი შემოწმება.
3.1.9. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 23 მარტის MOC 7------------ ბრძანებით, ამავე სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-------- განყოფილების ი-----------------------–-----ს, იუსტიციის უმცროს ლეიტენანტ - ხ------- თ----------ის ასულ ლ-----ას (პ/ნ: 6----------) დაეკისრა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გენერალური ინსპექციის 2016 წლის 21 მარტის №2----- დასკვნის საფუძველზე და 2016 წლის 24 მარტიდან დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.
3.1.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს (საქმე №3--------) გადაწყვეტილებით, ხ------- ლ-----ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 23 მარტის MOC 0---------- ბრძანება ხ------- ლ-----ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.
საქალაქო სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ ხ------- ლ-----ამ დაწესებულებაში შესული პროკურატურის საფუძველზე შეცდომით მოამზადა/შეავსო ბრალდებულის გათავისუფლების ცნობა, რომელიც გ---------–--------------ის მიერ დაწესებულების დირექტორთან შესაბამისი საფუძვლის გარეშე წარდგენისა და ამ უკანასკნელის მიერ ხელმოწერის შემდეგ გახდა საფუძველი შეცდომით სხვა ბრლდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლებისა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხ------- ლ-----ას მიერ ნაკისრი მოვალეობა არაჯეროვნად იქნა შესრულებული, რომელიც ხელმძღვანელი პირების მიერ მაშინვე არ იქნა გამოვლენილი და ეს ფაქტი მხოლოდ სხვა ბრალდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გახდა ცნობილი. იმის მიუხედავად, რომ ზემოაღნიშნული ქმედებით სხვა პირი გათავისუფლდა დაწესებულებიდან, სათანდო რეაგირების საფუძველზე ეს უკანასკნელი იმ დღესვე დაბრუნდა დაწესებულებაში, ხოლო მის ნაცვლად გათავისუფლდა შესაბამისი პირი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია ხ------- ლ-----ამ არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და სადავო არ იყო რომ უშუალოდ მან შეავსო ბრალდებულის გათავისუფლების ცნობა, თუმცა მის მიერ შევსებული ცნობა უნდა გადაემოწმებინა როგორც გ---------–--------------ს, ასევე დაწესებულების დირექტორს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოეწერა ცნობაზე ხელი ამ უკანასკნელს. შესაბამისად, საკმარისი არ იყო ხ------- ლ-----ას მიერ ბრალდებულის გათავისუფლების ცნობის შევსება და იგი არ წარმოადგენდა ბრალდებულის გასათავისუფლებლად საბოლოო რგოლს. სასამართლომ საქმეში წარდგენილი მასალებით დაადგინა, რომ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური გადაცდომის გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით ახსნა-განმარტებები ჩამოართვა ყველა იმ პირს, ვისაც შეიძლებოდა ინფორმაცია ჰქონოდა სადავო საკითხთან დაკავშირებით და მოძიებული ინფორმაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია ხ------- ლ-----ას შეფარდებოდა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
სასამართლომ განმარტა, რომ არც შესაბამის დასკვნაში და არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ იყო მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევების სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, შესაბამისად არ იყო დასაბუთებული მოცემულ შემთხვევაში, რატომ იყო მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქცევა გამოუსწორებელი იმ პირობებში, როდესაც შეცდომით გათავისუფლებული ბრალდებული იმავე დღეს იქნა დაბრუნებული დაწესებულებაში და რატომ დაიცავდა პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსს, ხოლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მოსარჩელე - ხ------- ლ-----ას მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეესაბამებოდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილ პირობებს.
ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი არ იყო შეზღუდული მითითებული ქცევის გამო, მოსარჩელე - ხ------- ლ-----ას მიმართ გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროპორციული, თანაზომიერი ზომა და ამ გზით უზრუნველეყო ერთი მხრივ საჯარო ინტერესის დაცვა, მოსამსახურეზე ადეკვატური ზემოქმედება ქცევის გაუმჯობესების და გამოსწორების მიზნით, ხოლო მეორე მხრივ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციის დაცვა და ამ გზით მისი კერძო ინტერესის - საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების დაცვა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს (საქმე №3--------) გადაწყვეტილება (ს.ფ. 145-163).
- პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 4 იანვარს დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების ს--–---–------------–--ის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობანი (ს.ფ. 82-89);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 21 მარტის MOC 6------------ დასკვნა (ს.ფ. 131-141;
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 23 მარტის MOC 7------------ ბრძანება (ს.ფ. 235).
3.1.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის (საქმე №3---------) განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრუოლებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის (საქმე №3---------) განჩინება (ს.ფ. 165-205).
3.1.12. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2017 წლის 17 ოქტომბერს გამოცემული იქნა MOC 8------------ დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-------- განყოფილების ი-----------------------–----- - ხ------- ლ-----ას მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით.
გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხ------- ლ-----ას მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას, რაც გამოიხატა მის მიერ ბრალდებულის განთავისუფლების ცნობის უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ შედგენაში, რამაც №- პენიტენციური დაწესებულება და მთლიანად სამინისტროს სისტემა დააყენა სერიოზული საფრთხის წინაშე, რადგან მის უხეშ დაუდევრობას შეეძლო გამოეწვია არასწორად გაშვებული ბრალდებულის მიმალვა, გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში ხელის შეშლა და სხვა. მეტიც, აღნიშნული უხეში გადაცდომის გამო სხვა მსჯავრდებულის - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წერილში მითითებული - თ------ ბ-------ის უფლება შეილახა, რომლის გათავისუფლება, აღწერილი მოვლენების გამო რამდენიმე საათის დაგვიანებით (16:30-ზე) მოხდა. ამასთან, ყოველივე ზემოაღნიშნულის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ერთის მხრივ ხ------- ლ-----ას პროკურატურის წერილი მეტი ყურადღებით რომ წაეკითხა, რადგან აბსოლუტურად არადამაჯერებელია, რომ ამ წერილში მან მხოლოდ გადახდილი გირაოს ოდენობა და პროკურატურის დასახელება წაიკითხა და დანარჩენ (5 სტროფიანი) ტექსტს კი პრინციპულად არ შეხედა, ვინაიდან, როგორც იგი ამტკიცებს ენდო ს------ ნ----–---–ს, მეორეს მხრივ კი, ს------ ნ----–---–ს და გ--- გ-----ეს ჯეროვნად რომ წაეკითხათ გასათავისუფლებელ პირზე ხ------- ლ-----ას მიერ არასწორად შევსებული დოკუმენტები.
ინსპექციამ მიუთითა, რომ არ არსებობდა ხ------- ლ-----ას განმარტების გაზიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, თითქოს მას არ ევალებოდა ბრალდებულის გათავისუფლების ცნობის შედგენა და არ ჰქონდა მსგავსი დოკუმენტის შედგენის გამოცდილება, ვინაიდან იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით მიმაგრებული იყო №- პენიტენციური დაწესებულების ს--–---–------------–--ის განყოფილებაზე, რომლის ფუნქციებშიც შედიოდა აღნიშნული ცნობების შედგენა. ამ შემთხვევაში კი, თუ მას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნდა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უარი უნდა განეცხადებინა დავალების შესრულებაზე, რაც მას არ გაუკეთებია. მეტიც, მას ორჯერ - 2014 წლის 7 მაისსა და 2016 წლის 15 იანვარს წერილობითი თანხმობა ჰქონდა მიცემული ს--–---–------------–--ის განყოფილებაში სამუშაოდ მიმაგრებაზე. ინსპექციამ 10 მარტის შემთხვევასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ დაწესებულების თანამშრომელთა განმარტებებისა და თავად ხ------- ლ-----ას განმარტებითაც უტყუარად დასტურდებოდა, რომ ს------ ნ----–---–ის შეთავაზებას - მას შეევსო ბრალდებულის გათავისუფლების დოკუმენტი, იგი თვითონ დათანხმდა.
ხ------- ლ-----ას მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური ზემოქმედების ზომის პროპორციულობასთან დაკავშირებით ჩადენილ არამართლზომიერ ქმედებასთან და მის შედეგთან დაკავშირებით, გენერალურმა ინსპექციამ განმარტა, რომ: ხ------- ლ-----ას ქმედებით უხეშად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი, აგრეთვე საფრთხე შეექმნა მართლმსაჯულების განხორციელებას, რადგან პენიტენციური დაწესებულებიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იქნა გათავისუფლებული მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის (საქ. სსკ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უ-------------ის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირი. გენერალურმა ინსპექციამ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბ--- ბ--------ისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით სასამართლომ ერთადერთ შესაძლო და აუცილებელ ზომად, რაც უზრუნველყოფდა საქარველოს სსსკ 198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიზნის მიღწევას (198.1 აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულდება) მიიჩნია სწორედ პატიმრობის შეფარდება. დაწესებულებიდან ბ--- ბ--------ის უხეში დაუდევრობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო შეცდომით, კანონიერი საფუძვლის გარეშე გაშვებით კი, შეიქმნა რეალური საფრთხე - ამ უკანასკნელს გაენადგურებინა მტკიცებულებები, დაეშინებინა მის საქმესთან დაკავშირებით მოწმეები, დამალვოდა მართლმსაჯულებას, ხელი შეეშალა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის და მეტიც ჩაედინა ახალი დანაშაული, რადგან ეს საფრთხეები უკანონოდ გაშვებულ ბრალდებულ - ბ--- ბ--------ის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე თავიდან იქნა აცილებული და იმის გამო, რომ ის საკუთარი ნებით დაბრუნდა დაწესებულებაში, ხ------- ლ-----ას მიერ ჩადენილი უხეში დისციპლინური გადაცდომის მძიმე შედეგს არანაირად არ ამცირებს. მით უფრო, რომ აღნიშნულმა დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია არა მხოლოდ სამინისტროს სისტემის იმიჯისთვის ზიანის მიყენება, არამედ ბრალდებულ - თ------ ბ-------ის განთავისუფლების შეფერხებაც. აქვე აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, ბ--- ბ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) წლის ვადით. მასვე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ინსპექციის დასკვნაში მითითებული იქნა, რომ: თუ მოხელე არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას გამოუცდელობის, უცოდინრობის ან არასათანადო კვალიფიკაციის მიზეზით და არა სამსახურებრივი საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, მისი ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სამსახურებრივ გულგრილობად. სათანადო პირობების არსებობისას მის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, თვით სამუშაოდან დათხოვნაც კი.
განსახილველ შემთხვევაში კი, ს--–---–------------–--ის განყოფილებაში ბრძანებით მიმაგრებულ ოფიცერ - ხ------- ლ-----ას უფლება-მოვალეობები განსაზღვრული იყო მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებებით, მან კი იცოდა თუ როგორ უნდა ემოქმედა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხ------- ლ-----ამ „არ იცოდა“ როგორ უნდა შეევსო განთავისუფლების დოკუმენტი, როგორც ეს უკანასკნელი ცდილობს ამტკიცოს, ამ შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება და აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, თვით სამუშაოდან დათხოვნაც, რაც პირდაპირ პასუხობს სამართლის თეორიაში ცნობილ პრინციპს, რომ კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან.
დასკვნაში მითითებული იქნა, რომ პენიტენციური დაწესებულების ყოფილ ოფიცერ - ხ------- ლ-----ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება დიდ და გაუმართლებელ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან დაკავებულ პოზიციაზე მსგავსი გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სამინისტროს და ზოგადად საჯარო ინტერესები არ შეიძლება ემყარებოდეს რომელიმე თანამშრომლის მიერ შეცდომით (თუნდაც დაკისრებული მოვალეობებისადმი გულგრილი დამოკიდებულების ან სხვა უფრო მეტად აბსურდული მოტივის, მათ შორის ვითომდა უცოდინრობის ან არასათანადო კვალიფიკაციის გამო) გაშვებული სხვა ბრალდებულ/მსჯავრდებულის კეთილ ნებას, რომ არ გაანადგურებს მტკიცებულებებს, ზეწოლას არ მოახდენს პროცესის მონაწილეებზე, არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ბოლოს საკუთარი ნებით დაბრუნდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. საკითხისადმი ასეთი მიდგომა შესაძლებელია სხვა ოფიცრებისთვისაც გარკვეული წახალისებაც კი იყოს, რათა ჩაიდინონ რაიმე სახის უკანონობა ისეთ რთულ და სპეციფიკურ სამსახურში როგორიც პენიტენციური სისტემაა. ასეთის თუნდაც მინიმალური რისკის დაშვებაც კი, ზიანის მიმყენებელი იქნება არა მხოლოდ სახელმწიფოს და სამინისტროს ინტერესებისთვის, არამედ საზოგადოებრივი ინტერესებისთვისაც.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების არასრულწოვანთა განყოფილების ი-----------------------–------, იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი - ხ------- ლ-----ა (პ/ნ: 6----------), „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად - დათხოვნილი ყოფილიყო სამსახურიდან 2016 წლის 24 მარტიდან.
რაც შეეხება გ--- გ-----ისა და ს------ ნ----–---–ის საკითხს, დასკვნაში მითითბული იქნა ისევ, რომ საქართველოს სასჯელაღსსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებით დამტკიცებული ,,სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების" 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,თუ სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, დასკვნის მიღებამდე ან მოსამსახურის დანიშვნის უფლების მქონე პირის მიერ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე შესაბამისი ბრძანების გამოცემამდე გათავისუფლდა/ დათხოვნილი იქნა თანამდებობიდან, გენერალური ინსპექცია ამ დებულებით დადგენილი წესით, შესაბამისი დასკვნით შეწყვეტს სამსახურებრივ შემოწმებას". აღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალური ინსპექცია მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა გ--- გ-----ისა და ს------ ნ----–---–ის რაიმე სახის დისციპლინური სახდელის დაკისრების თობაზე, რის გამოც მათ მიმართ უნდა შეწყვეტილიყო სამსახურებრივი შემოწმება, რადგან ამ უკანასკნელებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მიმართეს მიმდინარე შემოწმების დასრულებამდე, რაც დაკმაყოფილებული იქნა და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან პირადი პატაკის საფუძველზე. შესაბამისად იმ მომენტისათვის პირველ რიგში არ არსებობდა მათ მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი და მეორეც, არ არსებობდა სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მათი პატაკების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
დასკვნაში მითითებული იქნა, რომ შემოწმების პროცესში გ--- გ-----ისა და ს------ ნ----–---–ის მიმართ სამინისტრომ გამოიყენა ყველა მის ხელთ არსებული რესურსი და შესაძლებლობა და უტყუარად დაადგინა მათ მიერ უხეში სამართლებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტი, მათ ქმედებას მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, თუმცა ზემოთაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით გენერალური ინსპექცია ვერ იმსჯელებდა მათ მიმართ დისციპლინური სახდელის რომელიმე ზომის შეფარდების თაობაზე. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მათ პირად საქმეებს დაერთო სამსახურებრივი შემოწმების საფუძველძე შედგენილი №2----- დასკვნა, რომელიც მუდმივად იქნება მათი პირადი საქმის განუყოფელი ნაწილი.
გარდა ამისა მითითებული იქნა, რომ სამსახურებრივი შემოწმების დასრულებამდე, გ--- გ-----ეც, ს------ ნ----–---–იც და ხ------- ლ-----აც განაგრძობდნენ მუშაობას მათ სამუშაო ადგილებზე და თუ გარკვეულ მომენტში დაწესებულების დირექტორმა და ს--–---–------------–--ის გ---------–--------------მა იგრძნეს თავიანთი პასუხიმგებლობა ჩადენილი უხეში დისციპლინური დარღვევისთვის და პირადი პატაკის საფუძველზე, საკუთარი ნება-სურვილით მოითხოვეს სამსახურიდან განთავისუფლება, ხ------- ლ-----ა, ასევე თავისი ნება-სურვილით დაელოდა სამსახურებრივი შემოწმების დასრულებას, რაც მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის შეფარდების თანაზომიერების პრინციპს არანაირად არ არღვევს, მით უფრო, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნა - დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე ერთვის მათ პირად საქმეებს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფორისის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გამოცემული MOC 8------------ დასკვნა (ს.ფ. 95-120).
3.1.13. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანებით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-----------–-------–-----------------------–--------------–--ის ი-----------------------–-----ს, იუსტიციის უმცროს ლეიტენანტ - ხ------- ლ-----ას (პ/ნ: 6----------) დაეკისრა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გენერალური ინსპექციის 2017 წლის 17 ოქტომბრის №8----- დასკვნის საფუძველზე და დათხოვნილი იქნა სამსახურიდან 2016 წლის 24 მარტიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანება (ს.ფ. 91).
3.1.14. საქმეში წარმოდგენილია დაწესებულებიდან განთავისუფლებულ ბრალდებულზე გასაცემი ცნობა ფორმა „ა“, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს მოქალაქის მონაცემებს (გვარი, სახელი, მამის სახელი).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დაწესებულებიდან განთავისუფლებულ ბრალდებულზე გასაცემი ცნობა ფორმა „ა“ (ს.ფ. 206-207).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხ------- ლ-----ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების დებულება; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ხოლო 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით გათავისუფლებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ასევე, განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე.
6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, მათ შორის, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
სასამართლო მიუთითებს ასევე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ - სამსახური) ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, მისი უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას, სამართლებრივი, უ-------------ისა და სოციალური დაცვის გარანტიებს.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახური აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს - პენიტენციურ დეპარტამენტს (შემდგომ - დეპარტამენტი) და ანალიტიკურ დეპარტამენტს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, დეპარტამენტი ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციას, სამართლებრივი რეჟიმის დაცვას, შიდა უ-------------ისა და გარე დაცვის უზრუნველყოფას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და ექსტრადიციას, პენიტენციური დაწესებულებების საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალო აღსრულებას. პენიტენციური დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტს ექვემდებარება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ვ) ა---------––-–-----------–-------–-----------------------–--------------–--ა.
განსახილველ შემთვევაში, ხ------- ლ-----ას გათავისუფლებამდე ეკავა - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-----------–-------–-----------------------–--------------–--ის ი-----------------------–------ს, იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6.3. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და სხვა პირის კანონიერი უფლებები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება; ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; თ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები.
სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-11 მუხლზე, რომლითაც გაწერილია ს--–---–------------–--ის განყოფილების ფუნქციები. აღნიშნული მუხლის „დ“ პუნქტით კი განყოფილების ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს - მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების დირექტორის მიერ 2016 წლის 4 იანვარს დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების ს--–---–------------–--ის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობანის (ს.ფ. 82-89) მიხედვით, ხ------- ლ-----ას უფლებამოსილებანი განისაზღვრა შემდეგნაირად: დაწესებულებაში შესულ ბრალდებულთა პირადი საქმეების შედგენა; განთავისუფლებულ ბრალდებულთა და მსჯავდებულთა პირადი საქმეების დაარქივება; დაწესებულებაში მიღებულ ბრალდებულთა ფორმა №1 შევსება, პატიმრის ანკეტის შედგენა; ფოსტა კორესპოდენციის, სხვადასხვა ბრძანებების, განკარგულებების პირად საქმეზე მიკუთვნება. პირად საქმეში არსებული ფურცლების დანომვრა. წერილების დაბეჭდვა და ამოღება კომპიუტერიდან. საგამოძიებო, სასამართლო და მისჯილ მსჯავრდებულთა პირადი საქმეების დალაგება კატეგორიების მიხედვით; დაარქივებული პირადი საქმეების მოძიება და სათანადო ცნობების, განაჩენებისა და სხვა მასალების ქსეროასლების მომზადება და მიწოდება საჭიროებისამებრ; სასამართლო განაჩენებისა და განჩინებების პირად საქმეში მოთავსება ბ---- ს------ესთან ერთად; კონტროლის გაწევა სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხულ მსჯავრდებულთა პირადი საქმეების განკუთვნილ ადგილზე მოთავსებასა და მასში ბრძანებების მიკუთვნებაზე; შეწყალების ანკეტების მომზადება; ხანმოკლე პაემნებზე ცნობების გადამოწმება.
6.4. სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება (შემდგომში - წესდება) განსაზღვრავს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრებისა და რიგითების (შემდგომში - მოსამსახურეთა) დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელების სახეებს, მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის წესს.
აღნიშნული წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს ამ წესდების, სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ადგენს შესაბამის დასკვნას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი სავარაუდო დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეს წარმოადგენს - სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს ასევე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-12 მუხლის „ა“ პუნქტი, ხოლო წესდების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ზ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; თ) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით კი, მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/ გათავისუფლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
დისციპლინურ გადაცდომასა და პასუხისმგებლობის ზომებს ითვალისწინებს ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-79 მუხლები. კერძოდ, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ხოლო იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
6.5. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 23 მარტის MOC 7------------ ბრძანებით, ამავე სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-------- განყოფილების ი-----------------------–-----, იუსტიციის უმცროს ლეიტენანტ - ხ------- თ----------ის ასულ ლ-----ას (პ/ნ: 6----------) დაეკისრა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გენერალური ინსპექციის 2016 წლის 21 მარტის №2----- დასკვნის საფუძველზე და 2016 წლის 24 მარტიდან დათხოვნილი იქნა სამსახურიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 აგვისტოს (საქმე №3--------) გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლომ განმარტა, რომ არც შესაბამის დასკვნაში და არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ იყო მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევების სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, შესაბამისად არ იყო დასაბუთებული მოცემულ შემთხვევაში, რატომ იყო მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქცევა გამოუსწორებელი იმ პირობებში, როდესაც შეცდომით გათავისუფლებული ბრალდებული იმავე დღეს იქნა დაბრუნებული დაწესებულებაში და რატომ დაიცავდა პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსს.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფორისის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გამოცემულ იქნა MOC 8------------ დასკვნა. გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხ------- ლ-----ას მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას, რაც გამოიხატა მის მიერ ბრალდებულის განთავისუფლების ცნობის უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ შედგენაში, რამაც №- პენიტენციური დაწესებულება და მთლიანად სამინისტროს სისტემა დააყენა სერიოზული საფრთხის წინაშე, რადგან მის უხეშ დაუდევრობას შეეძლო გამოეწვია არასწორად გაშვებული ბრალდებულის მიმალვა, გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში ხელის შეშლა და სხვა. მეტიც, აღნიშნული უხეში გადაცდომის გამო სხვა მსჯავრდებულის - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის წერილში მითითებული - თ------ ბ-------ის უფლება შეილახა, რომლის გათავისუფლება, აღწერილი მოვლენების გამო, რამდენიმე საათის დაგვიანებით (16:30-ზე) მოხდა.
გენერალურმა ინსპექციამ განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულების ყოფილ ოფიცერ - ხ------- ლ-----ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება დიდ და გაუმართლებელ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან დაკავებულ პოზიციაზე მსგავსი გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სამინისტროს და ზოგადად საჯარო ინტერესები არ შეიძლება ემყარებოდეს რომელიმე თანამშრომლის მიერ შეცდომით (თუნდაც დაკისრებული მოვალეობებისადმი გულგრილი დამოკიდებულების ან სხვა უფრო მეტად აბსურდული მოტივის, მათ შორის ვითომდა უცოდინრობის ან არასათანადო კვალიფიკაციის გამო) გაშვებული სხვა ბრალდებულ/მსჯავრდებულის კეთილ ნებას, რომ არ გაანადგურებს მტკიცებულებებს, ზეწოლას არ მოახდენს პროცესის მონაწილეებზე, არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ბოლოს საკუთარი ნებით დაბრუნდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. საკითხისადმი ასეთი მიდგომა შესაძლებელია სხვა ოფიცრებისთვისაც გარკვეული წახალისებაც კი იყოს, რათა ჩაიდინონ რაიმე სახის უკანონობა ისეთ რთულ და სპეციფიკურ სამსახურში როგორიც პენიტენციური სისტემაა. ასეთის თუნდაც მინიმალური რისკის დაშვებაც კი, ზიანის მიმყენებელი იქნება არა მხოლოდ სახელმწიფოს და სამინისტროს ინტერესებისთვის არამედ საზოგადოებრივი ინტერესებისთვისაც.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანებით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №- პენიტენციური დაწესებულების ა---------––-–-----------–-------–-----------------------–--------------–--ის ი-----------------------–-----ს, იუსტიციის უმცროს ლეიტენანტ - ხ------- ლ-----ას (პ/ნ: 6----------) დაეკისრა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გენერალური ინსპექციის 2017 წლის 17 ოქტომბრის №8----- დასკვნის საფუძველზე და დათხოვნილი იქნა სამსახურიდან 2016 წლის 24 მარტიდან.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ის დაწესებულება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული, მოითხოვს მომეტებულ სიფრთხილესა და ყურადღებას მასში მომუშავე მოსამსახურეთა მხრიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არასწორად იქნა შევსებული დაწესებულებიდან განთავისუფლებულ ბრალდებულზე გასაცემი ცნობა - ფორმა „ა“, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს მოქალაქის მონაცემებს (გვარი, სახელი, მამის სახელი) (ს.ფ. 206-207). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გასათავისუფლებელი პირის - თ------ ბ-------ის ნაცვლად მითითებული იქნა ბრალდებული - ბ--- ბ--------ე, რითაც მხარის მიერ დაშვებული იქნა არა მექანიკური, არამედ არსებითი ხასიათის შეცდომა. აღნიშნული კი მიუთითებს მის მიერ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დასაქმებული პირის პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობაზე, რითაც გამოწვეული იქნა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ხ------- ლ-----ა არ იყო ის ბოლო მოხელე, რომლის უშუალო მოქმედების შედეგად შეიძლება მომხდარიყო ვინმეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლება, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის შეცდომით განთავისუფლების პროცესში მონაწილე ყველა მოხელის მიმართ უნდა დამდგარიყო რათქმა უნდა შესაბამისი პასუხიმგებლობის საკითხი, მაგრამ საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებით დგინდება, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა და დაამტკიცა დასკვნა, მოსარჩელე - ხ------- ლ-----ას გარდა, პროცესში მონაწილე სხვა არც ერთი მოხელე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღარ მუშაობდა.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, სადაც ის მიუთითებს, რომ მის ფუნქციებში არ შედიოდა მსგავსი ფორმების შევსება, რადგან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ შეცდომა, რამაც გამოიწვია სხვის მაგივრად სხვა ბრალდებულის განთავისუფლება მდგომარეობდა არა თვით დოკუმენტის შევსების ნიუანსებში, არამედ თავშივე, დოკუმენტის სხვის სახელზე შევსებაში, რასაც სჭირდებოდა არა ფორმის შევსების ცოდნა, არამედ პროკურატურიდან გადმოგზავნილ დოკუმენტში იმ ბრალდებულის მონაცემების ნახვა, ვისი განთავისუფლებაც იყო მოთხოვნილი.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად და თვლის, რომ ხ------- ლ-----ას მიმართ მართებულად იქნა გამოყენებული დისციპლინური ღონისძიების სახით - სამსახურიდან დათხოვნა, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი მოხელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენას, რაც გამორიცხავდა მის მიმართ ნდობას, რომ მომავალშიც არ მოხდებოდა მისი მხრიდან მსგავსი შეცდომის დაშვება, რასაც შესაძლოა მოყოლოდა მოცემული შემთხვევისგან არსებითად განსხვავებული შედეგი.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანება კანონიერია, რადგან განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე - ხ------- ლ-----ას სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
6.8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით კი, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 18 ოქტომბრის №MOC 6------------ ბრძანება და სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურს დაევალოს მოსარჩელე - ხ------- ლ-----ას სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხ------- ლ-----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი