გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310019002799016
№3-4/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - მა----- ყა-–-----
წარმომადგენელი - რუ------- ბა---------, თე---- ჭუ---------
მოპასუხე - სსიპ ქალაქ ბათუმის №1- საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - ნ---- მო------ე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - პლ------ ფე-----შვილი
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მა----- ყა-–-----მ (წარმომადგენელი - რუ------- ბა---------, თე---- ჭუ---------) სარჩელი აღძრა სასამართლოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1- ოქტომბრის N6------/გ, 2018 წლის 16 ნოემბრის N6------/გ და 2018 წლის 28 დეკემბრის N0--------/გ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავალდებულება, მა----- ყა-–-----ს სახელზე ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.
1.2. 2019 წლის 29 მარტს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე მხარემ დაზუსტებული სარჩელით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოპასუხე მხარედ მიუთითა სსიპ საჯარო ქალაქ ბათუმის N1- საჯარო სკოლა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგი სახით: აღიარებული იქნას მა----- ყა-–-----ს მიერ 20-- წელში ქალაქ ბათუმის N2--ე საშუალო სკოლის საღამოს სექტორის (ამჟამად - სსიპ სსიპ ქალაქ ბათუმის N1--ე საჯარო სკოლა) დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის მიღების ფაქტი;
1.3.2019 წლის 29 მაისს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, არასათანადო მოპასუხე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქმეში ჩაერთო მესამე პირად, საქართველოს ასკ-ის მე-16-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
1.3. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
მა----- ყა-–----- მე-9 და მე-10 კლასებში სწავლობდა ქალაქ ბათუმის N2- საშუალო სკოლის საღამოს სექტორში (ამჟამად სსიპ ქალაქ ბათუმის N1- საჯარო სკოლა), 20-- წელს დაასრულა ზოგადი განათლების სრული კურსი, აიღო ატესტატი და რამოდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საშუალო განათლების ატესტატი დაკარგული ჰქონდა.
მოსარჩელემ 2018 წლის 28 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალის ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა. მან განცხადებას თან დაურთო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1- ოქტომბრის N6------/გ გადაწყვეტილებით მა----- ყა-–-----ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ ხერხდებოდა მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ, ინფორმაციის მოპოვება.
მა----- ყა-–-----მ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის, ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით მიმართა ბათუმის რესურსცენტრსაც, თუმცა მას უარი ეთქვა მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემაზე.
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 1-ლი ნოემბრის N14----- საარქივო ცნობის საფუძველზე, 2018 წლის 8 ნოემბერს მა----- ყა-–-----მ კვლავ მიმართა სერვისების სააგენტოს, რომლის 2018 წლის 16 ნოემბრის N6------/გ გადაწყვეტილებით, მოთხოვნა ისევ არ დაკმაყოფილდა. N6------/გ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოპოვებული იქნა მხოლოდ მოსარჩელის გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, ხოლო, 20-- წლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები სამინისტროს არქივში არ ინახება, რაც გახდა უარის თქმის საფუძველი.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებები უკანონოა, მოქალაქე არ აგებს პასუხს და არ უნდა დაისაჯოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების შეუსრულებლობის გამო, მხარე არ უნდა დაისაჯოს იმ ქმედების გამო, რაც არ შედიოდა მის უფლებამოსილებაში.
უდავოა, რომ პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმების საფუძველზეა გაცემული 20-- წელს მა----- ყა-–-----ს საშუალო განათლების ატესტატი N0------, რეგისტრაციის ნომერი 1-.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მა----- ყა-–-----ს გააჩნია იურიდიული ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენისა, რამდენადაც, აღიარებას ექვემდებარება უფლების არსებობა-არარსებობის ფაქტი.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი). ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს.
ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სრული ზოგადი განათლების მიღებას უზრუნველყოფს და აფინანსებს სახელმწიფო. ხოლო აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ კანონმდებლობა ითვალისწინებს სრული ზოგადი განათლების ატესტატის (დაკარგვის შემთხვევაში - დუბლიკატის) გაცემას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებას მასზედ, რომ მა----- ყა-–-----მ 20-- წელს დაამთავრა ქალაქ ბათუმის N2- ღამის სწავლების საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქალაქ ბათუმის N1- საჯარო სკოლა) სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა, რაზეც გაცემულია ზოგადი საბაზო განათლების ატესტატი N0------.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1.სსიპ ქალაქ ბათუმის N1- საჯარო სკოლამ სარჩელი არ ცნო, შემდეგი საფუძვლით:
ბათუმის რესურსცენტრის 2018 წლის 02 ოქტომბერს MES5---------- წერილით, სსიპ ქალაქ ბათუმის N1- საჯარო სკოლას გადაეგზავნა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 10 ოქტომბრის MES4---------- კორესპოდენცია. წერილში აღნიშნული იყო, რომ ქალაქ ბათუმის იუსტიციის სახლს განცხადებით მიმართა მოქალაქე მა----- ყა-–-----მ (პ/ნ61---------) და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა. მა----- ყა-–-----ს განცხადებით, მან 20-- წელს დაასრულა ქ. ბათუმის საღამოს საშუალო სკოლის სრული კურსი. მა----- ყა-–-----მ განცხადებას თან დაურთო აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა. აღნიშნული წერილით ასევე მოთხოვნილი იქნა მა----- ყა-–-----ს მიერ სრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, პედაგოგიური საბჭოსა და სხვა გადაწყვეტილებები, ასევე, ოქმების დამოწმებული ასლები. 2018 წლის 04 ოქტომბერს MES9 კორესპოდენციით ბათუმის რესურსცენტრისათვის სკოლის მიერ მიწოდებული იქნა ინფორმაცია მასზედ, რომ მა----- ყა-–-----ს თაობაზე სკოლაში ინფორმაცია არ მოიპოვება, ვინაიდან, ბათუმის N1- საჯარო სკოლაში 2008 წლამდე ნაწარმოები დოკუმენტები გადაგზავნილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არქივში შესანახად.
ბათუმის N1- საჯარო სკოლის მიერ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, მოქალაქე მა----- ყა-–-----ს ბათუმის საღამოს საშუალო სკოლის სრული კურსის დასრულების შესახებ, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, პედაგოგიური საბჭოსა და სხვათა გადაწყვეტილებების მიწოდების თაობაზე. სამინისტროს 2019 წლის 16 მაისის N58---- წერილის თანახმად, სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების საფუძველზე დასტურდება, რომ მა----- ყა-–----- სკოლის დირექტორის 20-- წლის 7 ივნისის N2- ბრძანებით დაშვებული იქნა საშუალო განათლების ატესტატზე ჩასაბარებელ გამოცდებზე, ხოლო 20-- წელს მიიღო საშუალო განათლების ატესტატი N0------, რეგისტრაციის ნომერი 1-.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მა----- ყა-–-----ს ბათუმის 2--ე საშუალო სკოლის საღამოს სექტორზე სწავლისა და მასზე ატესტატის გაცემის ფაქტი დასტურდება, თუმცა ვერ მოხერხდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებისა და სკოლის დირექტორის შესაბამისი ბრძანების მოძიება, რის გამოც სკოლის მიერ მა----- ყა-–-----ს უარი ეთქვა თავის მოთხოვნაზე.
3.მესამე პირის პოზიცია:
2.2.სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 1- ნოემბრის N147082- კორესპოდენციის საფუძველზე, საინფორმაციო სისტემაში ბათუმის რესურსცენტრის 2018 წლის 1- ნოემბრის წერილით გადაგზავნილ იქნა მხოლოდ მა----- ყა-–-----ს გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. ამავე წერილის თანახმად, 20-- წლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები სამინისტროს არქივში არ ინახება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ვერ მოხერხდა მა----- ყა-–-----ს შესახებ ინფორმაციის მოპოვება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რის შესახებაც N1------ წერილით ეცნობა სახელმწიფი სერვისების განვითარების ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საარქივო ფონდის 2018 წლის 27 სექტემბრისა და 01 ნოემბრის საარქივო ცნობების შესაბამისად, არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე დასტურდება, რომ მა----- სოსოს ასული ყა-–----- სწავლობდა ბათუმის 2--ე საშუალო სკოლის საღამოს სექტორში და 2000 წლის 25 მაისის კოლეგიური საბჭოს სხდომის N4 ოქმის საფუძველზე მე-10-ე კლასიდან გადაყვანილ იქნა, მე-11-ე კლასში. ამავე ცნობის თანახმად, 20-- წელს მა----- ყა-–-----მ მიიღო საშუალო განათლების ატესტატი N0------ (რეგისტრაციის ნომერი N1-). მა----- ყა-–-----ს სწავლის შესახებ, სხვა საარქივო დოკუმენტი სამინისტროს არქივში არ ინახება.
2000-20-- წლებში, ბათუმის N2--ე საშუალო სკოლის პირადი შემადგენლობისა და მოსწავლეთა შესახებ ბრძანების წიგნის ჩანაწერის თანახმად, სარეგისტრაციო ნომრით „1-“ რეგისტრირებული მა----- სოსოს ასული ყა-–----- წარმოადგენს - საშუალო სკოლადამთავრებულს, ატესტატის ნომერი - 0------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 27 სექტემბრის სარქივო ცნობა №MES3----------
-2018 წლის 01 ნოემბრის სარქივო ცნობა №MES918014-----.
-N2--ე საშუალო სკოლის პირადი შემადგენლობისა და მოსწავლეთა შესახებ ბრძანების წიგნის ჩანაწერი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2.მა----- ყა-–-----მ 2018 წლის 28 სექტემბერს N5--------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სრული საშუალო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა.
N5--------- საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის NMES3--------- წერილით, ბათუმის რესურსცენტრს ეცნობა, რომ სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების თანახმად: მა----- ყა-–----- სწავლობდა ბათუმის საღამოს სკოლაში, სადაც 2000 წლის 25 მაისის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმის N4 საფუძველზე მე-10 კლასიდან გადაყვანილ იქნა მე-11 კლასში. მა----- ყა-–-----ს სწავლის შესახებ სხვა საარქივო დოკუმენტი სამინისტროს არქივში არ ინახება.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 12 ოქტომბრის NMES3--------- წერილით, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ საინფორმაციო სისტემაში ქალაქ ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის N1-1-680 წერილით გადაგზავნილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის კორესპოდენციით წარდგენილ იქნა მხოლოდ მოქალაქის, მა----- ყა-–-----ს X კლასში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია. ამავე წერილის თანახმად, მა----- ყა-–-----ს სწავლის შესახებ სხვა საარქივო დოკუმენტი სამინისტროს არქივში არ ინახება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1- ოქტომბრის №6------/გ გადაწყვეტილებით მა----- ყა-–-----ს უარი ეთქვა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე, იმ საფუძვლით რომ ვერ ხერხდება მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 11.10 წერილი
-სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 12.10 წერილი
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1-.10. გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3.მა----- ყა-–-----მ, 2018 წლის 1-ელ ნოემბერს N5--------- განცხადებით განმეორებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სრული საშუალო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით და დამატებით, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა.
N5--------- საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ბათუმის რესურსცენტრის 2018 წლის 1- ნოემბრის NMES7---------- წერილით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ეცნობა, რომ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ მა----- ყა-–----- სწავლობდა ბათუმის 2--ე საშუალო სკოლის საღამოს სექტორში, სადაც სკოლის დირექტორის 20-- წლის 7 ივნისის N2- ბრძანებით დაშვებულ იქნა საშუალო განათლების ატესტატზე ჩასაბარებელ გამოცდაზე, ხოლო 20-- წელს მიიღო საშუალო განათლების ატესტატი N0------, რეგისტრაციის ნომერი N1-. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის N2--ე საშუალოს სკოლის საღამოს სექტორის 20-- წლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები სამინისტროს არქივში არ ინახება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის №6------/გ გადაწყვეტილებით მა----- ყა-–-----ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით რომ ვერ ხერხდება მა----- ყა-–-----ს მიერ კანონმდებლბით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბათუმის რესურსცენტრის 2018 წლის 1- ნოემბრის NMES7---------- წერილი;
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16.11. გადაწყვეტილება;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.4.2019 წლის 10 იანვარს, მა----- ყა-–-----მ (წარმომადგენლები - რუ------- ბა---------, თე---- ჭუ---------) სარჩელი აღძრა სასამართლოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1- ოქტომბრის N6------/გ, 2018 წლის 16 ნოემბრის N6------/გ და 2018 წლის 28 დეკემბრის N0--------/გ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დავალდებულება მა----- ყა-–-----ს სახელზე ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემის შესახებ.
2019 წლის 29 მარტს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მოსარჩელე მხარემ დაზუსტებული სარჩელით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოპასუხე მხარედ მიუთითა სსიპ საჯარო ქალაქ ბათუმის N1- საჯარო სკოლა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგი სახით: აღიარებული იქნას მა----- ყა-–-----ს მიერ 20-- წელში ქალაქ ბათუმის N2--ე საშუალო სკოლის საღამოს სექტორში (ამჟამად - სსიპ სსიპ ქალაქ ბათუმის N1--ე საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის მიღების ფაქტი
2019 წლის 29 მაისს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, არასათანადო მოპასუხე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა შეიცვალა სათანადო მხარით და იგი საქმეში ჩაერთო მესამე პირად, საქართველოს ასკ-ის მე-16-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მა----- ყა-–-----ს სასარჩელო განცხადება;
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ მა----- ყა-–----- სწავლობდა ბათუმის N2--ე საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ბათუმის N1- საჯარო სკოლა) საღამოს სექტორზე და 20-- წელს დაამთავრა სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა, რის შედეგადაც მას მიეცა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ატესტატი (N0------, რეგისტრაციის ნომერი 1-).
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 27 სექტემბრის №MES3---------- და 01 ნოემბრის№MES918014----- საარქივო ცნობებით, N2--ე საშუალო სკოლის პირადი შემადგენლობისა და მოსწავლეთა შესახებ ბრძანების წიგნის ჩანაწერით; N2--ე საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერით; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 11.10 წერილით, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 12.10 წერილით, ბათუმის რესურსცენტრის 2018 წლის 1- ნოემბრის NMES7---------- წერილით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ მა----- ყა-–-----მ დაკარგა სრული საშუალო განათლების ატესტატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 27 სექტემბრის №MES3---------- საარქივო ცნობა;
-აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 01 ნოემბრის №MES918014----- საარქივო ცნობა;
-N2--ე საშუალო სკოლის პირადი შემადგენლობისა და მოსწავლეთა შესახებ ბრძანების წიგნის ჩანაწერი;
-N2--ე საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერი;
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 11.10 წერილი;
-სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 12.10 წერილი;
-ბათუმის რესურსცენტრის 2018 წლის 1- ნოემბრის NMES7---------- წერილით.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მა----- ყა-–-----ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, 19---20-- სასწავლო წლებში ბათუმის საღამოს საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ბათუმის N1- საჯარო სკოლა) დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო (ზოგადი) განათლების ატესტატის მიღების ფაქტის აღიარების შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს აღიარებითი სარჩელის წინაპირობები, კერძოდ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი; უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის საკითხი; ასევე უნდა დადგინდეს სარჩელის დასაშვებობა, ანუ მიკუთვნებითი/ვალდებულებითი სარჩელის შესაძლებლობა.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების საფეხურები განმარტებულია შემდეგნაირად - საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი); ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/ სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს.
ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს: ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა, კერძოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.
ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სრული ზოგადი განათლების მიღებას უზრუნველყოფს და აფინანსებს სახელმწიფო. ხოლო აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ კანონმდებლობა ითვალისწინებს სრული ზოგადი განათლების ატესტატის (დაკარგვის შემთხვევაში - დუბლიკატის) გაცემას.
ატესტატი გაიცემა აგრეთვე საბაზო განათლების მიღების შემდეგაც.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საბაზო განათლების მიღების ფაქტის აღიარებით დგინდება, მხარის უფლების არსებობა-არარსებობის საკითხი.
კერძოდ, საშუალო განათლების მიღების ფაქტის დადგენა მა----- ყა-–-----ს აძლევს შესაბამისი ატესტატის დუბლიკატის მიღების უფლებას და მოსარჩელე გახდება საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღიარებას ექვემდებარება უფლების არსებობა-არარსებობის ფაქტი, ამასთან სახეზეა მოსარჩელის იურიდიული (კანონიერი) ინტერესი.
6.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №11-/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება:
ა)საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი;
ამავე წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე. ხოლო ამავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია - შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი. ამასთან, ამავე წესის 7.16 მუხლის თანახმად პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არა უგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა----- ყა-–-----სათვის ბათუმის საღამოს საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ბათუმის N1- საჯარო სკოლა) მიერ გაცემული ატესტატი დაკარგულია და საჭიროა მისი დუბლიკატის გაცემა.
მოსარჩელემ ბათუმის საღამოს საშუალო სკოლა (ამჟამად სსიპ ბათუმის N1- საჯარო სკოლა) დაამთავრა 20-- წელს, როდესაც ატესტატი გაიცემოდა ჯერ კიდევ სკოლის მიერ. ამჟამად ატესტატის (დუბლიკატი) გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №11-/ნ ბრძანების შესაბამისად. ამასთან, ატესტატის დუბლიკატის გაცემისას იმპერატიულად არის გათვალისწინებული შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არსებობა, დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შესახებ.
6.4.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებებში მითითებულია, რომ მა----- ყა-–-----მ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა.
მა----- ყა-–-----ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უარი ეთქვა მოთხოვნაზე, ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, იმ საფუძვლით რომ N5--------- და N5--------- განცხადებების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის NMES3--------- წერილით, ბათუმის რესურსცენტრს ეცნობა, რომ სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების თანახმად, მა----- ყა-–----- სწავლობდა ბათუმის საღამოს სკოლაში, სადაც 2000 წლის 25 მაისის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმის N4 საფუძველზე მე-10 კლასიდან გადაყვანილ იქნა მე-11 კლასში. სკოლის დირექტორის 20-- წლის 7 ივნისის N2- ბრძანებით იგი დაშვებულ იქნა საშუალო განათლების ატესტატზე ჩასაბარებელ გამოცდაზე, ხოლო 20-- წელს მიიღო საშუალო განათლების ატესტატი N0------, რეგისტრაციის ნომერი N1-. წერილის მიხედვით, ბათუმის N2- საშუალოს კოლის საღამოს სექტორის 20-- წლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები სამინისტროს არქივში არ ინახება, რის გამოც ვერ ხერხდება მა----- ყა-–-----ს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
ატესტატის დუბლიკატის გაცემისათვის საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სკოლის დირექტორის ბრძანებები ვერ იქნა მოძიებული.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სკოლის მოქმედ ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ძველი თარიღით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები მა----- ყა-–-----ს სკოლაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შესახებ. შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნული აქტების არსებობის აღიარება, ასევე შეუძლებელია სკოლას დაევალოს ძველი თარიღით აღნიშნული აქტების გამოცემა (აღდგენა). აღნიშნული აქტების არარსებობა ზღუდავს მოსარჩელის უფლებებს, კერძოდ ატესტატის დუბლიკატის მიღებაზე. ამავდროულად სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №11-/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“ არ არეგულირებს ადმინისტრირებას, მსგავს შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა----- ყა-–-----ს მიერ საშუალო განათლების მიღების ფაქტის აღიარება, გარდა აღიარებითი სარჩელით სასამართლოში მომართვისა, შეუძლებელია.
6.6. სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მა----- ყა-–----- სწავლობდა ბათუმის საღამოს საშუალო სკოლში (ამჟამად სსიპ ბათუმის N1- საჯარო სკოლა) და აღნიშნულ სკოლაში 20-- წელს დაამთავრა სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა, რის შედეგადაც მას მიეცა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ატესტატი (N0------, რეგისტრაციის ნომერი 1-).
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 27 სექტემბრის №MES3---------- და 01 ნოემბრის №MES918014----- სარქივო ცნობებით, N2--ე საშუალო სკოლის პირადი შემადგენლობისა და მოსწავლეთა შესახებ ბრძანების წიგნის ჩანაწერით; N2--ე საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერით; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 11.10 წერილით, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 12.10 წერილით, ბათუმის რესურსცენტრის 2018 წლის 1- ნოემბრის NMES7---------- წერილით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ მა----- ყა-–-----მ დაკარგა სრული საშუალო განათლების ატესტატი, რასაც ადასტურებს მოპასუხეც.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მა----- ყა-–----- ნამდვილად სწავლობდა ბათუმის საღამოს საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ბათუმის N1- საჯარო სკოლა) და 20-- წელს მიიღო საშუალო განათლების ატესტატი N0------.
შესაბამისად, აღიარებული უნდა იქნეს, მა----- ყა-–-----ს მიერ 20-- სასწავლო წელს ბათუმის საღამოს საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ბათუმის N1- საჯარო სკოლა) დამთავრების და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის მიღების ფაქტი;
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, საქმეში არსებული მასალების და მხარეთა განმარტების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 25-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 2-3-2-4-ე, 2-7-2-9-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მა----- ყა-–-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:
-აღიარებული იქნას მა----- ყა-–-----ს მიერ 20-- სასწავლო წელს, ბათუმის საღამოს საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ბათუმის N1- საჯარო სკოლა) სრული კურსის დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის (N0------, რეგისტრაციის ნომერი 1-) მიღების ფაქტი;
2.მოპასუხე მხარეს, სს იპ ბათუმის N1- საჯარო სკოლას დაეკისროს მა----- ყა-–-----ს სასარგებლოდ, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დრის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში/ მისამართი; ქ. ქუთაისი, ნიპორტის ქ. №32, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე