განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-783-18
(№012040718007)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11.06.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ნუგზარ მახათაძე
დაცვის მხარე:
ადვოკატები: იასონ ბესელია, ლია ბითაძე
1. ბრალდებული: ა------------------ა
დაბადებული: 22.11.1--- წ.
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ფონიჭალა, ი. ცურტაველის ქ. N48-ში
ფაქტობრივად მცხ.: ქ. თბილისი, რ------------------–--–----------ში.
2. ბრალდებული: მ----------------ა
დაბადებული: 09.08.1--- წ.
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრირებული.: ქ. თბილისი, ფ-------–------–----------–------ში
ფაქტობრივად მცხ.: ქ. თბილისი, რ------------------–--–----------ში.
თარჯიმნები: ორხან რამაზანოვი(აზერბაიჯანული), ეკატერინე ჩუბინიძე(რუსული);
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა და გასაღება.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დადასტურებულად სცნო:
1.1. ბრალდებული ა------------------ას მიმართ:
ა------------------ა მ----------------ასთან ცხოვრობდა ერთ ბინაში; გამოძიებით დაუდგენელ დროს, დაუდგენელი პირისგან, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ერთიანი მიზნით და განზრახვით მათ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 5,168 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ მათ საცხოვრებელში, მდებარე ქ. თბილისი, რ------------------–--–----------------ში.
მ----------------ა 2018 წლის ივლისის ბოლოს, ნარკოტიკული საშუალების შემძენს, მ----------–------–-–---–ს მოელაპარაკა ნარკოტიკული საშუალების გასაღების თაობაზე. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის და ფულის, 500 ლარის მიღების დროსა და ადგილზე. 2018 წლის 31 ივლისს ა------------------ას და მ----------------ას მიერ 10 ცალად დაფასოებული დიდი ოდენობიდან, მ----------------ამ ა------------------ას გადასცა 0,543 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ მ----------–------–-–---–ზე გადაყიდად. ა------------------ამ დათქმულ დროსა და ადგილზე აიღო მ----------–------–-–---–ის მიერ დატოვებული ნარკოტიკული საშუალების შესაძენად დატოვებული 500 ლარი და იმავე ადგილზე დაუტოვა მ----------–------–-–---–ს მ----------------ასგან გადაცემული დიდი ოდენობის, 0,543 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
1.2. ბრალდებულ მ----------------ას მიმართ:
მ----------------ა ა------------------ასთან ცხოვრობდა ერთ ბინაში; გამოძიებით დაუდგენელ დროს, დაუდგენელი პირისგან, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ერთიანი მიზნით და განზრახვით მათ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 5,168 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ მათ საცხოვრებელში, მდებარე ქ. თბილისი, რ------------------–--–----------------ში.
2018 წლის 04 ივლისს მ----------------ამ ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებიდან 7 შეკვრად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება“, 0,322 გრამი ჰეროინი“ 350 ლარად მიჰყიდა (გაასაღა) მ----------–------–-–---–ს; ასევე, 2018 წლის 26 ივლისს ერთ შეკვრად დაფასოებული 0,049 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 50 ლარად მიჰყიდა (გაასაღა) მ----------–------–-–---–ს; 2018 წლის 31 ივლისს მან და ა------------------ამ წინასწარი შეთანხმებით, 10 ცალად დაფასოებული დიდი ოდენობის, 0,543 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 500 ლარად მიჰყიდეს მ----------–------–-–---–ს.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტო-გამომძიებელის ლ-–----------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამომძიებელ გ------------–-ასთან ერთად 2018 წლის 31 ივლისს უნდა განეხორციელებინა მ----------–------–-–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენასთან დაკავშირებით ქ. თბილისში, რუსთვის გზატკ. #2--- კორპუსის სახურავიდან ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება. ევალებოდათ მ----------–------–-–---–ის გადააგილების თვალთვალი და გადაღება, რადგან მას უნდა მოეთავსებინა ფულადი თანხა კონკრეტულ ადგილას და შემდეგ მისთვის, იმავე ადგილას უნდა დაედოთ ნარკოტიკული საშუალება. მითითებულ დღეს, დაახლოებით 13:30 წთ-ზე სამსახურის ვიდეოკამერით დააფიქსირეს, დაახლოებით 30-35 წლის სახეშეფუთული ქალბატონმა, რომელსაც ცხვირზე დაკრული ჰქონდა იზოლენტი, თვალებთან სილურჯეებით, გოგონასთან ერთად რკინიგზის ლიანდაგებზე მოძრაობისას პირიდან გამოიღო მცირე ზომის ნივთი და მოათავსა სავარაუდოდ, ასანთის კოლოფში. კოლოფი გადასცა თანმხლებ გოგონას. ამ უკანასკნელმა ეს კოლოფი დააგდო იქვე ბეტონის ნამსხვრევებთან და ორივემ გზა განაგრძეს. რამდენიმე წთ-ის შემდეგ ჩანაწერში ფიქსირდება, რომ მ----------–------–-–---–მა აიღო ეს კოლოფი, სიგარეტის კოლოფში ჩადო ფული და წავიდა. მოგვიანებით, ფულიანი სიგარეტის კოლოფი აიღო გოგონამ და გადასცა მასთან მყოფ ქალბატონს, რომელმაც ფული ლიფში დამალა. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის დ----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 31 ივლისს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე რუსთვის გზატკ. #2--- კორპუსის სახურავიდან ფარული ვიდეო-აუდიო გადაღებაში მიიღო მონაწილეობა. ევალებოდათ მ----------–------–-–---–ის გადააგილების გადაღება, რადგან წინასწარი ინფორმაციით, მას უნდა მოეთავსებინა ფულადი თანხა კონკრეტულ ადგილას და შემდეგ მისთვის, იმავე ადგილას უნდა დაედოთ ნარკოტიკული საშუალება. მითითებულ დღეს, 13:30 წთ-ზე სამსახურის ვიდეოკამერით გადაიღეს, დაახლოებით 30-35 წლის სახეშეფუთული ქალი გოგონასთან ერთად რკინიგზის ლიანდაგებზე მოძრაობისას პირიდან რომ იღებდა მცირე ზომის ნივთს, სდებდა ასანთის კოლოფში და აძლევდა მასთან მყოფ გოგონას. გოგონას მიერ კოლოფის ბეტონის ნამსხვრევებთან დაგდების შემდეგ ორივემ გზა განაგრძეს. ცოტა ხანში მ----------–------–-–---–მა აიღო ეს კოლოფი, სიგარეტის კოლოფში ჩადო ფული და წავიდა. რამდენიმე წთ-ში ფულიანი სიგარეტის კოლოფი აიღო იგივე გოგონამ და გადასცა მასთან მყოფ იგივე ქალს, რომელმაც ფული ლიფში დამალა. მისი განმარტებით, მისმა კონტაქტმა ამოიცნო ქალბატონთან მყოფი ბავშვი, რომელიც ამ ქალის დისშვილი აღმოჩნდა. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის სახით დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის გ------------–-ას ჩვენებით დადასტურებულია, რომაღნიშნულ საქმეზე ოპერაციის ჩატარებამდე დაახლოებით დაახლოებით 2 თვის წინ დიწყო გამოძიება და ინფორმაციის დამუშავება. ინფორმაციის საფუძველზე, 2018 წლის 31 ივლისს უნდა განეხორციელებინათ მ----------–------–-–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენასთან დაკავშირებით ქ. თბილისში, რუსთვის გზატკ. #2--- კორპუსის სახურავიდან ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება. მ----------–------–-–---–ს უნდა მოეთავსებინა ფულადი თანხა კონკრეტულ ადგილას და შემდეგ ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისთვის, იმავე ადგილას უნდა დაედო ნარკოტიკული საშუალება. 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 13:30 წთ-ზე სახურავზე განთავსებული სამსახურის ვიდეოკამერით დააფიქსირეს, დაახლოებით 30-35 წლის სახეშეფუთული ქალბატონმა, ცხვირზე ე.წ. "ლეიკო" ჰქონდა დაკრული, ლიანდაგზე მოძრაობისას პირიდან გამოიღო რაღაც ნივთი, მოათავსა ასანთის კოლოფში და გადასცა თანმხლებ გოგონას, რომელმაც კოლოფი დააგდო იქვე ბეტონთან და ორივემ გზა განაგრძეს. რამდენიმე წთ-ის შემდეგ მ----------–------–-–---–მა აიღო ეს კოლოფი, სიგარეტის კოლოფში ჩადო ფული და წავიდა. მოგვიანებით, ფულიანი სიგარეტის კოლოფი აიღო გოგონამ და გადასცა მასთან მყოფ ქალბატონს, რომელმაც ფული ლიფში დამალა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მ----------–------–-–---–მა განმარტა, რომ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. პერიოდულად, უცნობი პირისგან ფონიჭალაში ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას ისე, რომ საერთოდ არ ხვდებოდა რეალიზატორს. მისწერდა მესიჯს, დადებდა ფულს იქ, სადაც ის ეტყოდა და იღებდა ნარკოტიკს. ა------------------ას არ იცნობს. მ----------------ასგან ნარკოტიკული საშუალება არასდროს უყიდია. 2018 წლის 4 ივლისს პოლიციამ ჩაუტარა ჩხრეკა, არ აღმოაჩნდა ნარკოტიკი, დაემუქრნენ, მოსთხოვეს რეალიზატორის დაჭერაში დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერინით დაემუქრნენ. მან პოლიციელებს აუხსნა, რა ფორმით ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებებს. პოლიციის შეთავაზებით იგივე ფორმით მისწერა მესიჯი რეალიზატორს, რომლისგანაც პასუხად მიიღო, რომ ბაქოში იმყოფებოდა. დაახლოებით 10 დღის შემდეგ პოლიციელებმა კვლავ შესთავაზეს შეხვედროდა რეალიზატორს. იგი შეხვდა მის მეგობარს მ----------------ას პოლიციის მხრიდან აღჭურვილი, რა დროსაც სთხოვა დამხმარებოდა ნარკოტიკის ყიდვაში. მ----------------ას ეწყინა და მის მერე აღარ უნახავს. მისივე განმარტებით, მ----------------ასგან არასდროს უყიდია ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ვიდეოფირის პოლიციაზე გადაცემის შემდეგ, მოგვიანებით ფონიჭალაში იყიდა ნარკოტიკი, რა დროსაც დააკავეს. არ დაადასტურა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი გამოძიებისას მიცემული ჩვენება(ტ.1.ს.ფ.11-14) და ამოცნობის ოქმი (ტ.3, ს.ფ.170)(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებლის ხ-------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 17 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მ----------–------–-–---–ის მიერ ბრალდებული მ----------------ას ამოცნობის მიზნით გამოცხადებისას, მ----------–------–-–---–მა უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე იმ მოტივით, რომ მინა არ იყო დაბურული და არ სურდა ამოსაცნობ პირს გაეგო, რომ ამოიცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ოქმი, რომელზედაც ხელი მოაწერა მ----------–------–-–---–მაც. აღნიშნულის შემდეგ შემდეგ ჩაატარა ფოტოსურათებით პირის ამოცნობა, რა დროსაც მ----------–------–-–---–მა ამოიცნო მ----------------ა. ასევე ნებაყოფლობით მოაწერა ხელი ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმს. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის N004833518 დასკვნის თანახმად ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „ერთ ცალ ასანთის კოლოფში მოთავსებულ შვიდ შეკვრად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილოვანი მასა ,,საერთო წონით 0.569 გ (ობ.N1-7) წარმოადგენს „კუსტარულ ჰეროინს“. დიაცეტილმორფინის (ჰეროინი) ჯამური შემცველობა წარმოდგენილ ობიექტში შეადგენს 0.322 გ-ს; ფხვნილები ასევე შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს - 6 მონოაცეტილმორფინსა და აცეტილკოდეინს, არანარკოტიკულ და არაფსიქოტროპულ საშუალება აცეტამინოფენს, არანარკოტიკულ ნივთიერებებს (მინარევები) - ჰიდროკოტარნინს და პაპავერინს(ტ.1, ს.ფ. 51-57).
2.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის N005589618 დასკვნის თანახმად ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „ერთ ცალ ასანთის კოლოფში მოთავსებული მოყვითალო ფერის პარკში დაფასოებული მოყავისფრო ფერის გრანულებიანი მასა“, წონით 0.103 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ჰეროინს (დიაცეტილმორფინი) 0.049 გრამის ოდენობით. ფხვნილი ასევე შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს - 6 მონოაცეტილმორფინსა და აცეტილკოდეინს, არანარკოტიკულ ნოვთიერებებს (მინარევები) - ჰიდროკოტარნინს, პაპავერინსა და ნოსკაპინს(ტ.1. ს.ფ. 228-231).
2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის N005589818 დასკვნის თანახმად ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „ ორ ცალ ასანთის კოლოფში მოთავსებული მოყვითალო ფერის პარკებში დაფასოებული მოყავისფრო ფერის გრანულებიანი მასა“ 10 შეკვრად, საერთო წონით 1.276გ (ობ. N1-10) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს (დიაცეტილმორფინი), ჰეროინის (დიაცენტილმორფინი) ჯამური შემცველობა წარმოდგენილ N1-10 ობიექტებში შეადგენს 0.543გ-ს.
ფხვნილი ასევე შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს -6 მონოაცეტილმორფინსა და აცეტილკოდეინს, არანარკოტიკულ ნივთიერებებს (მინარევები) - ჰიდროკოტარნინს, პაპავერინსა და ნოსკაპინს(ტ.1. ს.ფ. 286-294).
2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის N006795218 დასკვნის თანახმად საკვლევად წარდგენილ 45 ცალი მომცრო ზომის პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტში არსებული მოყავისფრო ფერის შიგთავის, 05 ცალი მოზრდილი ზომის გამჭვირვალე პაკეტში არსებული მუქი ფხვილოვანი მასა „სულ 51 შეკვრად, (ობ.N1-51) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს (დიაცენტილმორფინი), ჰეროინის (დიაცეტილმორფინი) ჯამური შემცველობა წარმოდგენილ N46-50 ობიექტში, საერთო მასით- 3.327 გ- შეადგენს 1.293 გ-ს. ჰეროინის (დიაცეტილმორფინი) ჯამური შემცველობა წარმოდგენილ N1-51 ობიექტში, საერთო მასით - 10.411გ- შეადგენს 4.254გ-ს. ფხვნილები ასევე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს მონოაცეტილმორფინსა და აცეტილკოდეინს, არანარკოტიკულ ნივთიერებებს (მინარევები)-მიკონინს, ჰიდროკოტარნინს, პაპავერინსა და ნისკაპინს. საკვლევად წარმოდგენილ ერთ ცალ შავი ფერის, ორ ცალ ყვითელი ფერის პოლიეთლენის პაკეტზე“ (ობ.N52-54) აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი კვლევის სახით.
საკვლევად წარმოდგენილი ერთ ცალ 01 ლტ. ტევადობის მინის ქილა“-ში ( ობ.N0.55) არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები: ოპიატები, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი,მეტამფეტამინი, კოკაინი; ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები,ბაბიტულის მჟავასა და ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ნივთიერებები; FUB-AMB,AB-CHMINACA, AM-2201,XLR-11,ADB-FUBINACA,5F-APINACA(ტ. 2, ს.ფ. 160-173).
აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა მაია კუთხაშვილმა.
2.10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 03 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის N005398818 დასკვნის თანახმად ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილ ტელეფონის მეხსიერების სკანირების შედეგად დადგინდა, რომ როგორც არსებულ ინფორმაციაში, ასევე აღდგენილში - მოკლე ტექსტური შეტყობინებ(ებ)ი არ ფიქსირდება. (ტ.1. ს.ფ. 170-174).
2.11. საქართველოს შსს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N N298/ფ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ფონოგრამაში მონაწილე დიქტორი ქალის ხმა და მეტყველება და ,,-----------------ას ხმის ნიმუშის“ ფონოგრამიდან მ----------------ას ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია. (ტ.2. ს.ფ. 187-200).
2.12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N007274218 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილი “LEXAR”- ის წარმოების მეხსიერების ბარათის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მეხსიერების ბარათი არის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში, რის გამოც ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამების გამოყენებით წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიან შესაძლო არსებული ინფორმაციის ამოღება ვერ განხორციელდა.
ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილი “CHUSEI”-ის წარმოების მეხსიერების ბარათის ადაპტერი წაროადგენს მოწყობილობას, რომელიც უზრუნველყოფს „MicroSD” ტიპის მეხსიერების ბარათ(ებ)ის ადაპტირებას “USB” ტიპის საკონტაქტო არეალზე. მითითებულ მოწყობილობას ინფორმაციის მატარებელი მეხსიერება არ გააჩნია.
2.13. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ოქტომბრის ბიოლოგიური(გენეტიკური) ექსპერტიზის N007216918 დასკვნის თანახმად :
- პაკეტში წარწერით: "საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ასანთის კოლოფი, მასში მოთავსებული ფხვნილოვანი მასით" მოთავსებულ ასანთის კოლოფზე არსებული ბიომასალის(ობ.#1) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და განსხვავდება ა------------------ას(ობ.#21 პაკეტი წარწერით: ...1 ცალ ბიოლოგიური ჩხირით ა------------------ას ნერწყვის ნიმუშით, დაბადებული 1---წ...)და მ----------------ას (ობ.#22, პაკეტი წარწერით"...1 ცალ ბიოლოგიური ჩხირი მ----------------ას ნერწყვის ნიმუშით დაბადებული 1--- წ...") გენეტიკური პროფილებისგან. ასანთის კოლოფში მოთავსებულ ქაღალდის ხელსახოცზე, პოლიეთილინის ფრაგმენტსა და 7 ცალ პოლიეთილენის შენაფუთზე არსებული ბიომასალის (ობ.#2,3) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.#3-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი იდენტურია მ----------------ას(ობ. #22) გენეტიკური პროფილის, მინორული წილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატორულია. ობ.#2-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ა------------------ას (ობ#21) და მ----------------ას(ობ.#22) გენეტიკური თანამონაწილეობა.
- პაკეტში წარწერით: "ასანთის კოლოფი და მასში მოთავსებული მოყვითალო ფერის პარკში დაფასოებული მოყავისფრო გარნულებიანი მასა - ამოღებული მ----------–------–-–---–ისგან 26.07.2018 წ...", მოთავსებულ ასანთის კოლოფსა და პოლიეთილენის შენაფუთზე არსებული ბიომასალა(ობ.#4,5) ეკუთვნის მ----------------ას(ობ.#22).
- პაკეტში წარწერით: "...31/07/18წ მ----------–------–-–---–ისგან ამოღებული მოლურჯო ასანთის კოლოფი და 03 პაკეტი ნივთიერება", მოთავსებულ ასანთის კოლოფზე, ასანთის ღერებსა და სამ ცალ შენაფუთზე არსებული ბიომასალის(ობ 6,7) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.#7-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი იდენტურია ა------------------ას(ობ.#21) გენეტიკური პროფილის. ობ.#7-ის გენეტიკური პროფილის მონორული წილი და ობ.#6-ის გენეტიკური პროფილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
- პაკეტში წარწერით: "...31/07/18წ მ----------–------–-–---–ისგან ამოღებული მოყვითალო კოლოფი და 07 პაკეტი ნივთიერება" მოთავსებულ ცალ შენაფუთზე არსებული ბიომასალის (ობ.9) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა------------------ას (ობ.#21). ასანთის კოლოფზე არსებული ბიომასალის(ობ.#8) გენეტიკური პროფილი შერეულია.ობ.10,11-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი იდენტურია მ----------------ას(ობ.#22) გენეტიკური პროფილის. ობ.10,11-ის გენეტიკურ პროფილში ა------------------ას(ობ.#21) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
ამავე პაკეტში მოთავსებულ გამჭვირვალე მთლიანობადარღვეულ პარკზე, პოლიეთილენის ფრაგმენტებზე, 45 ცალ მომცრო ზომის და 5 ცალ შედარებით დიდი ზომის შენაფუთზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის მ----------------ას(ობ.#22).
- პაკეტში წარწერით: "012040718007 15.09.18" მოთავსებულ მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული ბიომასალის(ობ.#20) გენეტიკური პროფილი შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის უვარგისია(ტ.2. ს.ფ.150-159).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ია ედიბერიძემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------------ას მეუღლემ ა---------------მა გამოიყენა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და მეუღლის საწინააღმდეგოდ არ მისცა ჩვენება.
ბრალდებულებმა სასამართლოს ჩვენება არ მისცეს. გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა, გ---------------ემ, რ----------------ემ, მ------------–---–მა, ი-----–----------ამ, მ-------–-------–--ემ, გ---------------–--მა, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები; გამოკვლეული იქნა ვიდეო-აუდიო დისკი, ასევე გამოქვეყნებული იქნა წერილობითი მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისათვის.
უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოპოვებას სხვადასხვა გზით.
უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში.
უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისთვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ასევე საზღაურის გარეშე.
უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ჰეროინი”, ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება; ამავე მუხლის ,,წ“ ქ/პუნქტის თანახმად გასაღება არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა;
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ჰეროინი 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 1 გრამიდან - განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას:
5.1. ა------------------ას მიმართ:
5.1.1. დადასტურებულია და დაცვის მხარეც სადავოდ არ ხდის, რომ 2018 წლის 31 ივლისს ა------------------ამ მ----------–------–-–---–იზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" რეალიზაცია. ადვოკატის განმარტება, რომ ბრალდებულმა მხოლოდ 2018 წლის 31 ივლისს მოახდინა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია, სხვა დროს ნარკოტიკულ საშუალებასთან შეხება არ ჰქონია, სასამართლო ვერ გაიზიარებს. საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ოქტომბრის ბიოლოგიური(გენეტიკური) ექსპერტიზის N007216918 დასკვნით, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს, დადასტურებულია, რომ "საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ასანთის კოლოფი, მასში მოთავსებული ფხვნილოვანი მასით" მოთავსებულ ასანთის კოლოფზე გენეტიკური პროფილები შერეულია. მაჟორული წილი მ----------------ას გენეტიკური პროფილის იდენტურია;
5.1.2. ამავე დასკვნის თანახმად, 2018 წლის 05.07.18 წ. (ობ. #2-ის) გენეტიკურ პროფილში ვლინდება ა------------------ას და მ----------------ას გენეტიკური თანამონაწილეობა, რაც მიუთითებს მ----------------ასთან ერთად ა------------------ას მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა - რეალიზაციას.
5.2. მ----------------ას მიმართ:
5.2.1. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მ----------------ას ადვოკატის განმარტებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია არ მოუხდენია. მისი არგუმენტი, რომ მ----------------ს მიმართ ბრალდება აგებულია მ----------–------–-–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც აღნიშნული არ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, საფუძველს მოკლებულია. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლის ხ-------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 17.10.2018 წ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მ----------------ას ამოსაცნობად მიყვანილმა მ----------–------–-–---–მა უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან მინა არ იყო დაბურული და არ სურდა ამოსაცნობ პირს დაენახა. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ოქმი (ტ.3.ს.ფ.148), რომელზედაც ხელი მოაწერა მ----------–------–-–---–მაც. აღსანიშნავია, რომ მ----------–------–-–---–მა, რომელმაც გამოძიებისას განმარტა, რომ სატელეფონო კომინიკაცია ჰქონდა მ----------------ასთან ნარკოტიკული საშუალების შეძენის თაობაზე, ფოტოსურათებით მოახდინა მ----------------ას ამოცნობა. მანამდე, ასევე ნებაყოფლობით აღიჭურვა და ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, სწორედ იგივე მოტივით, რადგან მ----------------ას შეეძლო მისი დანახვა და მოსმენა, არ მისცა ამ უკანასკნელის მამხილებელი ჩვენება.
5.2.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ოქტომბრის ბიოლოგიური(გენეტიკური) ექსპერტიზის N007216918 დასკვნით, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს დადასტურებულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ასანთის კოლოფში მოთავსებულ ქაღალდის ხელსახოცზე, პოლიეთილინის ფრაგმენტსა და 7 ცალ პოლიეთილენის შენაფუთზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი იდენტურია მ----------------ას გენეტიკური პროფილის. გენეტიკურ პროფილში ვლინდება ა------------------ას და მ----------------ას გენეტიკური თანამონაწილეობა. ასანთის კოლოფი და მასში მოთავსებული მოყვითალო ფერის პარკში დაფასოებული მოყავისფრო გარნულებიანი მასა ამოღებული მ----------–------–-–---–ისგან 26.07.2018 წ, ასანთის კოლოფსა და პოლიეთილენის შენაფუთზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის მ----------------ას. 31.07.18 წ. მ----------–------–-–---–ისგან ამოღებული მოყვითალო კოლოფსა და 7 პაკეტი ნივთიერებაზე, ასანთის კოლოფზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი იდენტურია მ----------------ას გენეტიკური პროფილის. ამავე პაკეტში მოთავსებულ გამჭვირვალე მთლიანობადარღვეულ პარკზე, პოლიეთილენის ფრაგმენტებზე, 45 ცალ მომცრო ზომის და 5 ცალ შედარებით დიდი ზომის შენაფუთზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის მ----------------ას(ობ.#22).
5.2.3. ის ფაქტი, რომ მ----------------ა ახდენდა მ----------–------–-–---–თან მოლაპარაკებას ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციასთან დაკავშირებით, დადასტურებულია ასევე საქართველოს შსს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის NN298/ფ დასკვნით, რომლის თანახმადაც ფონოგრამაში მონაწილე დიქტორი ქალის ხმა და მეტყველება და ,,მირვარი ფირიევას ხმის ნიმუშის“ ფონოგრამიდან მ----------------ას ხმა და მეტყველება - ერთმანეთის იდენტურია.
6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებულები ა-------------------ა და მ----------------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ა-------------------ას და მ----------------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთ-ერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, ა------------------ას და მ----------------ას სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც პროპორციული იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
9.1. მ----------------ას და ა------------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს;
9.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე:
- სს საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შსს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში), 7 ცალი სიმბარათი, ორი ცალი მეხსიერების ბარათი, ერთი ცალი სასწორი თავისივე მუყაოს ყუთით და ერთი ცალი ბანკა (ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოში) უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ერთი ცალი ქალის ფეხსაცმელი, 6 ცალი მობილური ტელეფონი და ტელეფონის 5 ყუთი უნდა დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოში).
- სისხლის სამართლის საქმეზე დართული ვიდეომასალა და დისკები - შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-------------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
2. ა-------------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.
4. ა-------------------ას "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად:
05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
5. მ-----------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
6. მ----------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.
7. მ----------------ას "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად:
05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
8. მსჯავრდებულებს ა------------------ას და მ----------------ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოთ განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
9. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე:
- სს საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შსს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში), 7 ცალი სიმბარათი, ორი ცალი მეხსიერების ბარათი, ერთი ცალი სასწორი თავისივე მუყაოს ყუთით და ერთი ცალი ბანკა (ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოში) - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ერთი ცალი ქალის ფეხსაცმელი, 6 ცალი მობილური ტელეფონი და ტელეფონის 5 ყუთი - დაუბრუნდეთ მფლობელებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოში).
- სისხლის სამართლის საქმეზე დართული ვიდეომასალა და დისკები - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი