გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-2330-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ივნისი 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე- ვე----------–--–--ე
მოსარჩელის წარმომადგენელი- დი---------------ე
მოპასუხე - შპ---------ი"
მოპასუხის წარმომადგენელი- ბე-–--------ე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ბა----ს’’ ვე----------–--–--ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4600 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე შპს ,,ბა----ს’’ ვე----------–--–--ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 188 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ ვე----------–--–--ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, მარკა- TOYOTA, სახელმწიფო ნომერი- VV----S, 2018 წლის 28 აპრილს მოძრაობდა გი-------------–---–ი, რომელიც გაჩერებული იყო ფანჯიკიძის და პეკინის ქუჩების კვეთაზე შუქნიშნის ამკრძალავ ფერზე, როდესაც აინთო მწვანე ფერი და დაიწყო მოძრაობა პეკინის ქუჩის მიმართულებით, მას მარცხენა მხრიდან შეეჯახა შპს ,,ბა----ის'' საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომობილი, სერიული ნომრით: CC262MM, რომელიც მოძრაობდა საგზაო წესების დარღვევით და ავტოსაგზაო შემთხვევაც სწორედ შპს ,,ბა----ის'' თანამშრომლის, მძღოლის - ხვ-------------ის ბრალეული ქმედებით იქნა გამოწვეული, სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი ასევე დასტურდება საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული საჯარიმო ქვითრით. ავარიის შედეგად ავტომანქანას დაუზიანდა მარცხენა მხარე მთლიანად, რის შედეგადაც მას მიადგა ზიანი 4600 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვე----------–--–--ის მოთხოვნას წარმოადგენს:
1.მოპასუხე შპს ,,ბა----ს’’ ვე----------–--–--ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4600 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე შპს ,,ბა----ს’’ ვე----------–--–--ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 188 ლარის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ”ბა----ის’’ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,ბა----ი’’ არასათანადო მოპასუხეა, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხვ-------------ეს შპს ,,ბა----ისაგან’’ დაქირავებული ჰყავდა ავტომანქანა და იგი არ ემსახურებოდა შპს ,,ბა----ს’’, აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართალდარვევაში ბრალეული პირი ხვ-------------ეა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ვე----------–--–--ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, მარკა- toyota, სახელმწიფო ნომერი- VV----S, 2018 წლის 28 აპრილს დაახლოებით 10:00 საათზე მოძრაობდა გი-------------–---–ი, რომელიც გაჩერებული იყო ფანჯიკიძის და პეკინის ქუჩების კვეთაზე შუქნიშნის ამკრძალავ ფერზე, როდესაც აინთო მწვანე ფერი და დაიწყო მოძრაობა მა----ვნივ პეკინის ქუჩის მიმართულებით, მას შეეჯახა მარცხენა მხრიდან შპს ,,ბა----ის’’ საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომობილი სერიული ნომრით: CC262MM, რომელსაც მართავდა ხვ-------------ე.
მტკიცებულება:
- 2018 წლის 28 აპრილის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ემ093354
- გი-------------–---–ის და ხვ-------------ის ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ვე----------–--–--ის კუთვნილი ავტომობილის- მარკა- toyota, სახელმწიფო ნომერი- VV----S დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ შეადგინა 4600 ლარი.
მტკიცებულება: შპს ,,ავტოექსპერტიზის’’ მიერ 2018 წლის 03 მაისს გაცემული დასკვნა.
3.1.3. ავტომანქანების სახელმწიფო ნომერი- VV----S და CC262MM დაზიანება გამოწვეული იქნა ავტომობილის სახელმწიფო ნომრით: CC262MM მძღოლის ხვ-------------ის ბრალეული ქმედებით. ავტომობილი HOWO, სახელმწიფი ნომრით CC262MM საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,სა---------–-------–-----------------ის’’ სახელზე, რომელიც ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს შპს ,,ბა----ს’’.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, ლიზინგის ხელშეკრულება
3.1.4. 2018 წლის 05 თებერვალს შპს ,,სა---------–-------–-----------------ას'' და შპს ,,ბა----ს'' შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად, შპს ,,ბა----ს'' შესყიდვის უფლებით გადაეცა ავტომობილი HOWO, სახელმწიფი ნომრით CC262MM, ამავე ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის განკარგვა, მათ შორის სარგებლობაში გადაცემა დაუშვებელია ლიზინგის საგნის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მტკიცებულება: ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით # GLC--------75
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვე----------–--–--ის სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახა----ები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არის ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის დაკისრებისათვის. კერძოდ, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ შპს ,,ბა----ის’’ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მოპასუხე მხარის კომპანიაში დასაქმებული პირის - ხვ-------------ის მიერ მოხდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რამაც გამოიწვია მოსარჩელე მხარისათვის ზიანის მიყენება, კერძოდ, მისი ავტომობილის დაზიანება.
განსახილველ შემთხვევაში, შპს ”ბა----ის’’ მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორის დავით ხარებაშვილის მიერ შედგენილი 2018 წლის 28 აპრილის ელექტრონული საჯარიმო ქვითრით და მძღოლების გი-------------–---–ის და ხვ-------------ის ახსნა-განმარტებებით, ხოლო ზიანის ოდენობა დადგენილია შპს ,,ავტოექსპერტიზის’’ მიერ გაცემული დასკვნით, რომლის თანახმად ვე----------–--–--ეს მიადგა 4600 ლარის ოდენობის ზიანი. ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას არასათანადო მოპასუხედ შპს ,,ბა----ის’’ მიჩნევის თაობაზე, იმ მოტივით რომ ხვ-------------ე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მართავდა ავტომანქანას,რის გამოც შპს ,,ბა----ს'' არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებულ სალიზინგო ხელშეკრულებაზე, რომელიც მოქმედებდა ავტოსაგზაო შემთხვევისას, კერძოდ, 2018 წლის 05 თებერვლის ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის განკარგვა, მათ შორის სარგებლობაში გადაცემა დაუშვებელია ლიზინგის საგნის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხეს ეკრძალებოდა ლიზინგის საგნის სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა (გაქირავება), რის გამოც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხვ-------------ე ავტომანქანას მართავდა როგორც შპს ,,ბა----ის'' თანამშრომელი, გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ნივთის მფლობელს ან/და მესაკუთრეს, რომელიც არ წარმოადგენს უშუალო ზიანის მიმყენებელს და პირდაპირ არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში, შესაბამისად, ვინაიდან ხვ-------------ე არის შპს ,,ბა----ის’’ თანამშრომელი, რომელსაც ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან, შპს ,,ბა----ი’’ მიჩნეული უნდა იქნეს ზიანის მიმყენებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ბა----ს'' ვე----------–--–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4600 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას შუამდგომლობს იმ მოტივით, რომ ვე----------–--–--ე დაზიანებულ ავტომანქანას იყენებდა კომერციული მიზნებისათვის, კერძოდ იგი დასაქმებულია შპს ,,ია------------–ი’’, თუმცა ვინაიდან მას არ გააჩნია შემოსავალი რომ შეაკეთოს ავტომანქანა, ვერ ახორციელებს თავის საქმიანობას, რის გამოც მას ადგება გამოუსწორებელი ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხა----ები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხა----ების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც
იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხა----ების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აღნიშნული დავა მაგისტრი მოსამართლის განსჯადია, ამასთან მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შპს ,,ბა----ს’’ ვე----------–--–--ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 69 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უკან უნდა დაუბრუნდეს 19 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვე----------–--–--ის სარჩელი მოპასუხე შპს“ბა----ი“-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს“ბა----ს“ ვე----------–--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4600 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე შპს“ბა----ს“ ვე----------–--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 69 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
4. მოსარჩელე ვე----------–--–--ეს უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 09 აგვისტოს საგადახდო დავალება #1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 188 ლარიდან 19 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;
5. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი