გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
330210019002883645
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/4723-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელეები: ლ--–--------–---ი, პ/ნ 5----------, თ-----------------ე, პ/ნ 5----------

მოპასუხე: ა---------–---------–---–ი, პ/ნ 6----------

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ა---------–---------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ლ--–--------–---ისა და თ-----------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, რ---------–--ის ქუჩის გ------–--–----, ა----------------, საკადასტრო კოდი N------------------------

 

მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ თ-----------------ე ლ--–--------–---ის ვაჟია და მოსარჩელეებს 2--- წლიდან საკუთრებაში აქვთ სადავო ავტოფარეხი, რომელიც მოპასუხის მფლობელობაშია. მოპასუხე უარს ამბობს მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების გათავისუფლებასა და მისი მოსარჩელეებისთვის გადაცემაზე, რის გამოც, მოსარჩელეები იძულებულები არიან, მიმართონ სასამართლოს და დააყენონ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვის მოთხოვნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მოსარჩელეთა საკუთრებად სადავო ავტოფარეხი 2--- წელს უკანონოდ აღირიცხა. ამასთან, მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო ავტოფარეხი მის მფლობელობაში არ არის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

ლ--–--------–---ისა (იგივე ლ--–----------ე) და თ-----------------ის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხულია უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, რ---------–--ის ქუჩის გ------–--–----, ა----------------, საკადასტრო კოდი N------------------------ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 2--- წლის 2 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (საჯარო რეესტრის ამონაწერი, ს.ფ. 13-14, გვარის შეცვლის მოწმობა, ს.ფ. 15).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ მოპასუხე სადავო ავტოფარეხს ფლობს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. აღნიშნულის მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნეს სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს სარჩელზე არ წარუდგენია კვლიფიციური შესაგებელი (სსსკ-ის 201.4 მუხლი) სადავო ავტოფარეხის მფლობელობასთან დაკავშირებით. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი მოსარჩელითა კუთვნილი უძრავი ნივთით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით, ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს სარჩელში მითითებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ფორმალურად შედგენილ შესაგებელთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მხარის მიერ ისეთი შესაგებელის წარმოდგენა, რომელშიც მხარე ზოგადად გამოთქვამს მოსაზრებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, საკმარისი არის (იხ. სუსგ საქმეზე Nას-1792-2018).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლი ადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტის - შესაგებლის - ინსტიტუტს და ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ გაუკეთებია.

 

ამასთან, მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო ავტოფარეხის საკეტი მას, მოპასუხეს, აქვს, თუმცა, მოპასუხე ამ საკეტით ვეღარ სარგებლობს, რადგან მოსარჩელეებმა სადავო ავტოფარეხს დამატებითი საკეტი გაუკეთეს. მოპასუხემ ასევე მიიჩნია, რომ მოთხოვნას ავტოფარეხის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე იმ მიზეზის გამოც, რომ სადავო ავტოფარეხში ღირებული ნივთები ინახება, რომლებიც არ უნდა გაფუჭდეს, რაც, სასამართლოს შეფასებით, ადასტურებს მოსარჩელეთა მიერ დამატებითი საკეტის გაკეთებამდე, მოპასუხის მიერ სადავო ავტოფარეხით სარგებლობის ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ სადავო ავტოფარეხში მოპასუხის ნივთებია განთავსებული, მოპასუხეს აქვს სადავო ავტოფარეხის ერთი საკეტის გასაღები და, შესაბამისად, სადავო ნივთი მოპასუხის მფლობელობაშია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ვინაიდან მოსარჩელეები სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან, ხოლო მოპასუხე ამ უძრავ ქონებას ნივთის ფლობის უფლების გარეშე ფლობს, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

როგორც ზემოთ განიმარტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე და დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო ავტოფარეხს ფლობს. ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი უძრავ ქონებას კანონიერად ფლობს. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილნი არიან, სრულყოფილად განახორციელონ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ითხოვს სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან გათავისუფლებას და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. მოსარჩელის მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--–--------–---ისა და თ-----------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ითვალიწინებს მოსარჩლე მხარის ახსნა-განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები, როგორც სადავო ავტოფარეხის რეგისტრირებული მესაკუთრეები, 2--- წლისდან ვერ სარგებლობენ თავიანთ საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 60 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით (ს.ფ. 42-43). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით, ხოლო 60 ლარი უნდა დაუბრუნდეთ მოსარჩელეებს, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ--–--------–---ისა და თ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ა---------–---------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ლ--–--------–---ისა და თ-----------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, რ---------–--ის ქუჩის გ------–--–----, ა----------------, საკადასტრო კოდი N------------------------

 

3. ა---------–---------–---–ს ლ--–--------–---ისა და თ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით.

 

4. ლ--–--------–---სა და თ-----------------ეს დაუბრუნდეთ 60 ლარი ნ------–--–--–---–ის მიერ სს ,,თიბისი ბანკში'' 01/05/2018 წელს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარიდან. გადახდის რეკვიზიტებია: სახაზინო კოდი 30--73150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

5. გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განჩინების მოპასუხისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. განემარტოს მოპასუხეს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე