განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002742249
N1/257-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ-- გ----------;
ბრალდებული - რ----- ს-----–---, დაბადებული------–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი სოფელი ფ-----; ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 111.19.108-ე მუხლი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა - 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ----- ს-----–---, ასევე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ შვილთან - მ--–---- ს-----–---სთან ერთად, იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, მათ საცხოვრებელ სახლში. რ----- ს-----–---სა და მ--–---- ს-----–---ს შორის, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც რ----- ს-----–--- ავიდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე და დაწვა საწოლზე. რამდენიმე ხანში, მასთან ავიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ--–---- ს-----–---, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა მასთან დალაპარაკებას და ძირს ჩასვლას. აივანზე ყოფნის დროს, რ----- ს-----–---მ ბალიშის ქვემოდან გამოიღო მის მიერ შენახული დანა, რომელიც განზრახ მოკვლის მიზნით ჩაარტყა მ--–---- ს-----–---ს გულ-მკერდის არეში და ისე, რომ დანა არ ამოუღია, ადგილზე მოძრაობით ჩაარტყა რამდენჯერმე. ასევე, დანა ჩაარტყა მარცხენა მხრის არეში. რ----- ს-----–---მ, მ--–---- ს-----–---ს გულმკერდის არეში, გულმკერდის წინა კედელზე, მარცხენა ნახევარში, გულმკერდის ღრუში შემავალი და მარცხენა მხრის არეში ნაკვეთი ჭრილობის სახით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. მ--–---- ს-----–--- დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ხ------–---მ განაცხადა, რომ რ----- ს-----–--- არის მისი მეუღლის - მ--–---- ს-----–---ს მამა.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა რ----- ს-----–---მ განაცხადა, რომ მ--–---- ს-----–--- არის მისი შვილი.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით დაკითხულმა გ--- ქ-----–---–მა, მ------ ჭ-------მ, ი-----–- ქ---–---მ, ნ-------- კ--------–---–მა განაცხადეს, რომ მათ მეზობლად ცხოვრობს რ----- ს-----–---, რომელსაც ჰყავს შვილი - მ--–---- ს-----–---.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ----- ს-----–--- და დაზარალებული მ--–---- ს-----–--- არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - განზრახ მკვლელობის მცდელობა:
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ხ------–---მ განაცხადა, რომ 2018 წლის 7 სექტემბერს, მეუღლესთან მ--–---- ს-----–---სთან ერთად ჩამოვიდა თურქეთიდან და 12 სექტემბრამდე იმყოფებოდნენ ზესტაფონის რაონის სოფელ ფ----ში, მამამთილთან რ----- ს-----–---სთან. 7 სექტემბრიდან, 12 სექტემბრამდე, ოჯახში ჰქონდათ სტუმრიანობა და რ----- და მ--–----- სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. 2018 წლის 13 სექტემბერს, მ--–----თან ერთად უნდა წასულიყო თბილისში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 12 სექტემბერს დაიწყო სახლის დალაგება და მთელი დღის მანძილზე ალაგებდა, რაშიც ეხმარებოდა მ--–-----, მიჰქონდა წყლები. სახლის მეორე სართულზე, რ-----ს საწოლის დალაგებისას, რომელიც იდგა აივანზე, თეთრეულის გამოცვლისას, ნახა დანა. თეთრეულის გამოცვლის შემდეგ, დანა დადო ბალიშის ქვემოთ. როდესაც სახლის იატაკს წმენდდა, გაუტყდა იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც მ--–------ გაიტანა და დადო აივანზე, რ-----ს საწოლის გვერდით. საღამოს, დაახლოებით 21:00 საათისათვის, სტუმრად ჰყავდათ მეზობელი, რომელთან ერთადაც მ--–------ და რ-----მ დალიეს სასმელი. სტუმრის წასვლის შემდეგ, მ--–----- და რ----- დარჩნენ სუფრასთან. მ--–------ უთხრა რ-----ს წაყოლოდა საავადმყოფოში, გადასხმა გაეკეთებინა. რ-----მ უპასუხა, რომ მეუღლე - მ----- გამოუგზავნიდა ფულს და წავიდოდა თვითონ. მ--–------ უპასუხა „მ----- 12 წელია წასულია და 12 თეთრი არ გამოუგზავნიაო“. აღნიშნულზე, რ----- და მ--–----- აყვნენ ერთმანეთს და შეკამათდნენ, რა დროსაც მ--–----- ადგა და ხელი დაარტყა კარებს, რომელიც დააზიანა. კამათისას, რ----- ავიდა მეორე სართულზე, აივანზე და დაწვა. მ--–----- ეძახდა რ-----ს, ჩასულიყო ქვემოთ და დალაპარაკებოდა. აღნიშნული მოთხოვნით, მ--–----- წავიდა მეორე სართულზე, აივანზე. სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან იყვნენ ნასვამები, თავადაც აყვა მ--–----ს. როდესაც აივანზე იდგნენ, მ--–----- რ-----ს სთხოვდა ქვევით ჩასვლას და დალაპარაკებას, ხოლო რ----- უარით პასუხობდა. საუბრისას, რ----- წამოჯდა საწოლზე. მ--–----- თხოვდა რ-----ს ძირს ჩასვლას. აღნიშნულზე, მიუტრიალდა რ-----ს და უთხრა წაყოლოდა ქვევით. ამ დროს, დაინახა, რომ რ-----მ ბალიშის ქვემოდან დანა აიღო. შეეცადა რ-----სთვის დანის გამორთმევას, თუმცა ვერ შეძლო და რ-----მ, დანა გაუცურა ხელს შუა, რა დროსაც დანა მასაც მიედო ხელზე. მიუბრუნდა მ--–----ს და უთხრა თავი დაენებებინა რ-----სთვის. ამ დროს, მ--–------, ის, ხელით გასწია და გულმკერდით რ-----სკენ წავიდა, რა დროსაც, რ----- ს-----–---მ, დანა ჩაარტყა მ--–----ს გულის არეში. ისე, რომ დანა არ ამოუღია, ადგილზე ჩაჩეხა რამდენჯერმე. როდესაც მ--–----- გადაიწია იატაკის ჯოხის ასაღებად, რ-----მ მკლავის არეში დაარტყა დანა მ--–----ს, რა დროსაც გაუვარდა დანა ხელიდან. მ--–-----მ აიღო იატაკის ჯოხი და ჩაარტყა რ-----ს თავის არეში ორჯერ, მესამედ როდესაც უნდა ჩაერტყა, წაართვა იატაკის ჯოხი მ--–----ს და გადააგდო ეზოში. მოწმის განმარტებით, რ----- და მ--–----- ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, მათ შუაში კი თვითონ იდგა. მიუხედავად იმისა, რომ ბნელოდა, ქვემოდან ამოსული შუქის ფონზე, კარგად დაინახა თუ როგორ ჩაარტყა რ----- ს-----–---მ მ--–----ს დანა გულის არეში, მიმართულებით ზემოდან ქვემოთ და აღნიშნულის შემდეგ, მ--–------, რ-----ს, იატაკის საწმენდი ჯოხი ჩაარტყა თავში. დაჭრილ მ--–----ს, ძალა გამოელია, უთხრა, რომ დაჭრილი იყო და ეზოში ჩასული გაითიშა. ნ.ხ------–--- ყვიროდა და ითხოვდა დახმარებას. დარეკა 112-ში და უთხრა მომხდარის შესახებ. ვინაიდან ვერ ეუბნებოდა ზუსტ მისამართს, გავიდა გარეთ, გააჩერა მანქანა და იქ მყოფ კაცს სთხოვა დახმარება, რომელმაც უთხრა 112-ის ოპერატორს მისამართი. მოწმის განმარტებით, მ--–----სა და რ-----ს შორის მოხდა შელაპარაკება მ-----ს მიერ თანხის გამოგზავნასთან დაკავშირებით. მ--–----- დაჟინებით მოითხოვდა მამამისისგან ძირს ჩასვლას და დალაპარაკებას, ეუბნებოდა „ჩამოდი, დამელაპარაკე, ჭკუიდან არ გადამიყვანოო“. თავდაპირველად რ-----მ ჩაარტყა დანა მ--–----ს გულის არეში და აღნიშნულის შემდეგ ჩაარტყა იატაკის საწმენდი ჯოხი თავის არეში მ--–------ რ-----ს.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ქ-----–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში რ----- ს-----–---ს მეზობლად. 2018 წლის 12 სექტემბერს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც, დაახლოებით 21:30 საათზე შემოესმა სასწრაფოს ხმა. როდესაც გარეთ გავიდა, რ.ს-----–---ს სახლთან დაინახა სასწრაფოს და პოლიციის მანქანები. ადგილზე მისულს დახვდა ბევრი ხალხი, მეზობლები. მ--–----- სასწრაფოს წაყვანილი ჰყავდა, ხოლო რ----- პოლიციამ გაიყვანა, ჩასვა მანქანაში და წავიდნენ. ადგილზე, მეზობლებისგან გაიგო, რომ რ----- ს-----–---მ დაჭრა შვილი, მ--–---- ს-----–---. მეორე დღეს, ისევ მეზობლებისგან გაიგო, რომ მ--–----- დაჭრილი იყო გულმკერდის არეში. დეტალებით არ დაინტერესებულა და სხვა რაიმე გარემოება თუ რისთვის მოხდა ჩხუბი, მისთვის უცნობია.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჭ-------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, რ----- ს-----–---ს მეზობლად. 2018 წლის 12 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც, დაახლოებით 21:30 საათზე გაიგო ხმაური. როდესაც ადგილზე მივიდა, მ--–----- წაყვანილი იყო, ხოლო პოლიციელებს მიჰყავდათ რ-----. მეორე დღეს მეზობლებისგან გაიგო, რომ რ----- ს-----–---მ, გულმკერდის არეში დაჭრა შვილი - მ--–---- ს-----–---. სხვა რაიმე დეტალი, რა იყო ჩხუბის მიზეზი, მისთვის უცნობია.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ქ---–---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, რ----- ს-----–---ს მეზობლად. 2018 წლის 12 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც, დაახლოებით 21:00 საათის შემდეგ გაიგო ხმაური და როდესაც გავიდა გარეთ, დაინახა, რომ რ-----ს ეზოდან გამოდიოდა სასწრაფოს მანქანა და პოლიციამ რ----- გამოიყვანა. ადგილზე მისულმა, მეზობლებისგან შეიტყო, რომ რ----- ს-----–---მ, გულმკერდის არეში დაჭრა შვილი - მ--–---- ს-----–---. თუ რა იყო ამის მიზეზი, დეტალები, მისთვის უცნობია.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------- კ--------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, რ.ს-----–---ს მეზობლად. 2018 წლის 12 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში და იჯდა აივანზე, რა დროსაც შემოესმა ქალის კივილი, შემდეგ მამაკაცის ხმა, შემდეგ ისევ ქალის კივილი. მანქანით გაეშურა ადგილისკენ და როდესაც მივიდა, ქალი გამოვიდა გარეთ, მიაწოდა ტელეფონი და უთხრა მისამართი უთხარიო. აღნიშნულზე მიხვდა, რომ სასწრაფო იყო. სასწრაფოს უთხრა მისამართი. როდესაც სასწრაფომ ჰკითხა რა ხდებოდა, ქალმა მას უპასუხა, რომ დაჭრილი იყო პიროვნება, მამაკაცი. აღნიშნულის შემდეგ, წავიდა სახლში. შემდეგ გაიგო, რომ მ--–-----ს, მამასთან მოსვლია ჩხუბი და დაუჭრია მამას. დეტალები მისთვის უცნობია.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ ა-–-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის შპს „---------------–---“ საავადმყოფოში. 2018 წლის 12 სექტემბერს, იმყოფებოდა მორიგე ქირურგად, რა დროსაც მიყვანილი იქნა დაჭრილი მ--–---- ს-----–---, რომელიც ითხოვდა შველას. დათვალიერების შედეგად, დადგენილი იქნა, რომ ჭრილობა ჰქონდა გულის არეში. ჩაუტარდა ოპერაცია, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა თბილისში. მ--–---- ს-----–---ს აღენიშნებოდა ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევრის არეში, ირიბი მიმართულებით, შემავალი პერიკარდში, რომელიც აზიანებდა გულს გამჭოლად. დაზიანებული იყო დიაფრაგმა. დაზიანება ჩადიოდა მუცლის ღრუში, აზიანებდა ღვიძლს გამჭოლად და კუჭის კედელს. დაზიანება მიყენებული იყო ერთი დარტყმით. ოპერაციის შედეგად მოხდა გულის ჭრილობების გაკერვა და შემდეგ ლაპარატომია, გაიკერა ღვიძლი და კუჭი. დაზიანებები სიცოცხლისთვის ძალიან საშიში იყო. საავადმყოფოში მიყვანის დროს, დაზარალებული გონზე იყო, ითხოვდა შველას, იმოფებოდა შოკში. ასევე, მ.ს-----–---ს დაზიანება ჰქონდა მხარზე, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა სიცოცხლისათვის საშიშს.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც-–---- ს-–------მ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „---------------–-–-“, რეანიმაციული განყოფილების მედდად. 2018 წლის 12 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში, იყო მორიგე, რა დროსაც მიყვანილი იქნა დაჭრილი მ--–---- ს-----–---, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო. მათ მიერ გაეწია პირველადი დახმარება მ.ს-----–---ს და მოამზადეს საოპერაციოდ. ტანსაცმელი გახადეს და დაუდგეს გადასხმა. იმავე დღეს, მასთან მივიდა გამომძიებელი და ამოიღო მ--–---- ს-----–---ს ტანსაცმელი - შორტი და საცვალი. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა ოქმი. მოწმის განმარტებით მ.ს-----–---ს აღენიშნებოდა გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა, ასევე, დაზიანება მხრის არეში.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- კ-------მ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „-----------–-“, მიმღებში, მორიგე მედდად. 2018 წლის 12 სექტემბერს, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, მიყვანილი იქნა რ----- ს-----–---, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანება თავის არეში. მას გაეწია შესაბამისი დახმარება. მის მიერ მოხდა სისხლის ნიმუშის აღება რ.ს-----–---სგან, 5 მილიგრამიანი შპრიცით. ასევე, აუღო მარჯვენა და მაცხენა ხელის ნიმუშები. აღებული ნიმუშები მოთავსდა პაკეტში, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ოქმი, რაც ასევე, დაადასტურა ხელის მოწერით.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- ჭ--------მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს „---------------–-–-“, რეანიმაციის მორიგე მედდად. 2018 წლის 13 სექტემბერს, როდესაც მივიდა სამსახურში და ჩაიბარა სმენა, დახვდა პაციენტი, მ--–---- ს-----–---, რომელიც იყო დაჭრილი, ჩაუტარდა ოპერაცია და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მის მიერ მოხდა დაზარალებულ მ--–---- ს-----–---ს სისხლის ნიმუშის აღება 5 მილიგრამიანი შპრიცით. აღებული ნიმუში გადასცა გამომძიებელს, რაც დაილუქა და მოაწერა ხელი. ასევე, ხელი მოაწერა გამომძიებლის მიერ შედგენილ ოქმსაც.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ------ ს---------მ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „-----------–-“, მორიგე მედდად. 2018 წლის 12 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 22:00 სათიდან, 23:00 საათამდე პერიოდში, მათთან მიყვანილი იქნა პაციენტი - რ----- ს-----–---, თავზე მრავლობითი დაზიანებით. ექიმის მითითებით, პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება. მან გახადა ტანსაცმელი რ.ს-----–---ს, რომელიც მოგვიანებით ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ. ამოღებული ტრუსი და შავი შორტი მოთავსდა პარკში და დაილუქა ადილზე. აღნიშნული დაადასტურა ხელის მოწერით.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ჩ-----მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის მერის წარმომადგენლად ფ-----ს ადმინისტრაციულ ერთეულში. 2018 წლის 12 სექტემბერს, ღამის საათებში, გაიგო, რომ რ----- ს-----–---მ დაჭრა შვილი, მ--–---- ს-----–---. როდესაც ადგილზე მივიდა, იქ დახვდა გამომძიებელი კ.ბ--------–---–- და ექსპერტ-კრიმინალისტი. მათთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ნივთები. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და ლუქებს მოაწერა ხელი, ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა ოქმი.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ კ-------–- ბ--------–---–თან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება და ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, კერძოდ: პირსახოცი და მაისური, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. მაისურს, ასევე, აღენიშნებოდა დაზიანება, გაჭრის სახით. მოწითალო ფერის ლაქები, ზეწარი, მოწითალო ფერის ლაქებით, დანა, იატაკის საწმენდი ჯოხი, ჭიქები და სიგარეტის ნამწვები. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ოქმი. 2019 წლის 13 სექტემბერს, ფ----------ს საავადმყოფოში, ბრალდებულ რ----- ს-----–---სგან აიღო ხელის ფრჩხილის ნიმუშები, რაც დალუქა ადგილზე და დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ხელი მოაწერა ნიმუშის აღების ოქმს.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ--–--- ა----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ, დეტექტივების განყოფილების უფროსად. 2018 წლის 12 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 21:30 საათზე, 112-დან მიღებული იქნა შეტყობინება, რომ სოფელ ფ-----ს გადასახვევთან, გულკმერდის არეში დაჭრილი იყო მ.ს-----–---. აღნიშნულზე გავიდა ადგილზე. სოფლის გადასახვევთან, გაიგო ქალის კივილის ხმა. როდესაც ეზოში შევიდა, დაინახა, მიწაზე, გულაღმა მწოლიარე დაჭრილი მ--–---- ს-----–---. იქვე, ახლოს, იყო მისი მეუღლე - ნ--- ხ------–---. მან განუმარტა, რომ დაზიანება, დაჭრილს, მიაყენა მამამ - რ----- ს-----–---მ. საუბრის დროს, რ----- ს-----–--- გამოვიდა სახლის პირველი სართულიდან. მას სისხლიანი ჰქონდა ტანსაცმელი და სახე. განუმარტა, რომ დაჭრა შვილი და აღნიშნულის შემდეგ, მ--–---- ს-----–---მ მას ჩაარტყა თავში. მოხდა რ.ს-----–---ს ადგილზე დაკავება და დაზიანებების გამო, საავადმყოფოში გადაყვანა.
20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ც-------მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 12 სექტემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ფ.ა----–---–თან და გ.ჭ-----------სთან ერთად გავიდა სოფელ ფ----ში. ადგილზე მისულებს, შემოესმათ ქალის კივილის ხმა, რმელიც ითხოვდა დახმარებას. როდესაც შევიდნენ სახლის ეზოში, ნახეს დაჭრილი მამაკაცი - მ--–---- ს-----–---, მისი მეუღლე - ნ--- ხ------–---. ამ უკანასკნელმა განუმარტათ, რომ მ.ს-----–--- დაჭრა მამამ - რ----- ს-----–---მ, რომელიც იმყოფებოდა სახლში. როდესაც წავიდნენ სახლის მიმართლებით, გამოვიდა რ.ს-----–---, რომელმაც აღიარა შვილის დაჭრის ფაქტი. რ.ს-----–---ს თავის არეში ეტყობოდა დაზიანება, მოსდიოდა სისხლი. თქვა, რომ როდესაც დანა დაარტყა, მ--–------ რკინა ჩაარტყა მას თავში. აღნიშნულის საფუძველზე, მოახდინეს რ----- ს-----–---ს დაკავება და დაზიანებების გამო, გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, რ.ს-----–--- ცუდად იყო, კანკალებდა, იძახდა „მოვკალი შვილი, მოვკალი შვილი“.
21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ჭ-----------მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 12 სექტემბერს, იმყოფებოდა სამსახურში. 21:30 საათზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომ სოფელ ფ----ში იყო დაჭრა, ფ.ა----–---–თან და ზ.ც-------სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. როდესაც მივიდნენ სოფელ ფ----ში, ერთერთი ოჯახიდან გაიგეს ქალის კივილისა და შველის ხმა. როდესაც ეზოში შევიდნენ, ნახეს დაჭრილი მამაკაცი და ქალბანოტი ნ---. ამ უკანასკნელმა განუმარტათ, რომ მამამ დაჭრა შვილი. ადგილზე, სახლიდან გამოვიდა რ.ს-----–---, რომელმაც აღიარა დანაშაული. აღნიშნულის საფუძველზე, მოახდინეს რ.ს-----–---ს დაკავება. მოწმის განმარტებით, ადგილზე, გამოკითხვისას, რ----- ს-----–---მ მათ განუმარტა, რომ მას შემდეგ რაც შვილს ჩაარტყა დანა, მან თავში ჩაარტყა.
22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად. რ.ს-----–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა შემდეგი საპროცესო მოქმედებები, მედდა ნ----- კ-------ს მონაწილეობით რ.ს-----–---სგან აიღო სისხლის და მარჯვენა ხელის ანაწმენდის ნიმუშები. ასევე, დაკითხა მოწმე ფ------ ს--------- და მისგან ამოიღო რ.ს-----–---ს ტრუსი და შარვალი.
23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–---მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. რ.ს-----–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა ნ--- ხ------–---.
24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო რ----- ს-----–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ამოიღო სხვადასხვა ნივთები (სისხლის ნიმუშები, სისხლიანი ტანსაცმელი, დანა, ზეწარი, იატაკის ჯოხი, სიგარეტის ნამწვი, დაზიანებული ხის კარების ფრაგმენტები), გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, დანიშნა ექსპერტიზები, დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო რ.ს-----–---ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია როგორც რ.ს-----–---ს, ასევე მ.ს-----–---ს მიმართ. ასევე, დაზარალებულის მეუღლისგან აიღო ნერწყვის ნიმუში.
25. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა მ--–---- ს-----–---მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ კ-------–---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, რ.ს-----–---ს მეზობლად. 2018 წლის 12 სექტემბერს, დილის საათებში იყო სტუმრად რ.ს-----–---სთან, სადაც ასევე, სტუმრად იმყოფებოდა ჯ------- ქ--------. რ-----, მ--–----- და ჯ-------ი სვამდნენ. თვითონ დალია დაახლოებით 3-4 ჭიქა, შემდეგ კი წავიდა, ვინაიდან საქმეები ჰქონდა. დაახლოებით 21:00-21:30 საათზე გაიგო ყვირილის ხმა და როდესაც მივიდა ადგილზე, ნახა, რომ პოლიცია და სასწრაფო იყო მისული. ლენტებით შემოსაზღვრული იყო ადგილები. გაიგო, რომ მამამ დაჭრა შვილი. თუმცა რა ვითარებაში მოხდა, მისთვის უცნობია.
27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ----------–- გ------–---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, რ----- ს-----–---ს მეზობლად. 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, როდესაც დასაწოლად შედიოდა სახლში, გაიგო რ-----ს რძლის ყვირილის ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. როდესაც ადგილზე მივიდა, რ----- დასისხლიანებული იყო, ხოლო მ--–----- ეზოში იყო, ხესთან, მიყუდებული. მეზობლებისგან, ჭორის დონეზე გაიგო მომხდარის თაობაზე. მას პირადად რ-----სთვის, მ--–-----სთვის ან ნ---სთვის არ უკითხავს არაფერი და არც უსაუბრია მათთან. მოწმის განმარტებით, რ----- ს-----–--- არის კარგი, დადებითი პიროვნება, მეზობლების დამხმარე ადამიანი.
28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- კ-----–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, რ----- ს-----–---ს მეზობლად. ინციდენტის დღეს (თარიღს ვერ უთითებს), მთელი დღე იყო პანაშვიდზე. როდესაც სახლში დაბრუნდა, გვიან, გაიგო ხმაური. როდესაც ადგილზე მივიდა, ყველაფერი მომხდარი იყო. ნახა მ--–---- ს-----–---, რომელსაც სისხლი მოსდიოდა გულის არეში. ასევე, ნახა რ----- ს-----–---, რომელსაც სისხლიანი ჰქონდა თავი. გაიგო, რომ ნასვამობის გამო, შელაპარაკება მოხდა მამაშვილს შორის, რა დროსაც მ--–-----მ სცემა რ-----ს და რ----- თავს იცავდა. მოწმის განმარტებით, ვინაიდან რ-----ს ემჩნეოდა დაზიანება, ჩათვალა, რომ ის თავს იცავდა. როდესაც ადგილზე მივიდა, რ-----ს, მ--–-----ს ან ნ---ს, პირადად, არ გასაუბრებია. მოწმის განმარტებით რ----- ს-----–--- არის დადებითი და არაკონფლიქტური პიროვნება. მეზობლებში სარგებლობს კარგი რეპუტაციით.
29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც------ კ--------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, რ----- ს-----–---ს მეზობლად. მომხდარის თაობაზე იცის მეზობლებისგან, რომ მამა შვილს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დოსაც მ--–-----მ სცემა რ-----ს. აღნიშნულის გამო, რ----- თავს იცავდა. კონკრეტულად რომელი მეზობლისგან იცის, არ ახსოვს, ვერ იხსენებს. მ--–-----, როდესაც დალევდა ხდებოდა კონფლიქტური. წარსულშიც ბევრჯერ ჰქონია მამა შვილს კონფლიქტი, რა დროსაც მ--–------ სცემა რ-----. მოწმის განმარტებით, დაჭრის ფაქტის შემსწრე არც თვითონ ყოფილა და არც მეზობლები. უშუალოდ რ-----ს, მ--–----ს ან ნ---ს, თავად არ გასაუბრებია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. რ----- ს-----–--- არის დადებითი პიროვნება, მეზობლებში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- ქ--------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, რ----- ს-----–---ს მეზობლად. 2018 წლის 12 სექტემბერს, საღამოს საათებში, გაიგო ქალის კივილის ხმა. გაიქცა, როდესაც ადგილზე მივიდა, უკვე ყველაფერი მომხდარი იყო. მ--–----- მსხლის ძირში იყო, რ----- კი სახლში. შევიდა სახლში და რ-----ს კითხა მომხდარის თაობაზე, რაზეც რ-----მ უთხრა, რომ ვერ მოერია, ვერ მოიგერია და დაარტყა დანა. რ-----ს თავის არეში ემჩნეოდა დაზიანება, სისხლი მოსდიოდა. როდესაც სახლში რ-----ს ესაუბრებოდა, მათთან მივიდა პოლიცია და იკითხა მომხდარის თაობაზე. მოწმის განმარტებით, მას, ნ---სთან და მ--–----თან არ უსაუბრია. რ-----მ უთხრა, რომ მძინარს, რკინის ჯოხით ცემა მ--–------. რ----- ს-----–--- მეზობლებში სარგებლობს კარგი რეპუტაციით, არაკონფლიქტური პიროვნებაა.
31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ბ------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, რ----- ს-----–---ს მეზობლად. შემთხვევის დღეს, როდესაც ადგილზე მივიდა, დაჭრილი ეზოში იყო, მეუღლესთან ერთად, ხოლო რ-----, სახლის შესასვლელში იდგა პირველ სართულზე. დაინახა, რომ რ-----სთან, რომელიც მარტო იდგა სახლის შესასვლელში, მივიდა პოლიცია, გამოდო „პადრუჩკი“ და წაიყვანეს რ-----. ადგილზე დ-------- ქ-------- იყო თუ არა, არ ახსოვს, ღამე იყო, გვიანი. მეორე დღეს, მეზობელი კაცებისგან გაიგო მოსაცდელზე, რომ ჩხუბი მოუვიდა მამა შვილს, წყობილებიდან გამოიყვანა მ--–------ რ----- და დაჭრა. მოწმის განმარტებით, რ----- ს-----–--- არის კარგი, დადებითი და არაკონფლიქტური პიროვნება.
32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- კ--------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, რ----- ს-----–---ს მეზობლად. მოხმდარის შესახებ, პირადად, 2018 წლის 12 სექტემბერს არაფერი გაუგ--, მხოლოდ მეორე დღეს გაიგო მაღაზიაში, რომ მ--–------ დაჭრა რ-----. მიზეზი რა მოხდა, რა გარემოებებში, მისთვის უცნობია.
33. 2018 წლის 12 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ფ----ში, რ----- ს-----–---ს საცხოვრებელ სახლში…. ეზოს შუა ნაწილში დგას მსხლის ჯიშის ხე, რომლის ძირში დევს ხის ფიცრის სკამი და მასზე დევს ლურჯი ფერის პირსახოცი და წითელი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური. მაისურის წინა მხარეს, მარცხნივ და მარცხენა მკლავზე აღენიშნება გაჭრის კვალი და დაზიანების მიმდებარედ აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა პირსახოცი და მაისური, რომლებიც დაილუქა ერთ ფუთად F--------- პაკეტში. სკამის წინ, მსხლის ძირში, მიწაზე დევს ორი ცალი კაუჩუკის ჩუსტი, ზედა მხრიდან წითელი და თეთრი ზოლებით, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ორი ცალი ჩუსტი, რომლებიც დაილუქა ერთ ფუთად F-------- პაკეტში. საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორია მოპირკეთებულია ბეტონის საფარით, რომელზეც შეინიშნება წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული ლაქების ნიმუში, რომელიც დაილუქა F--------- პაკეტში…. კიბის სიახლოვეს არის წყლის ონკანი, რომლის მიმდებარედ მიწაზე აგდია იატაკის საწმენდი ლითონის ჯოხი, რომელსაც ქვედა ნაწილში, ხის მასალა აქვს დაზიანებულ მდგომარეობაში. ლითონის ტარზე შეინიშნება წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც დაილუქა ორ შებრუნებულ პაკეტში F------------------------. მეორე სართულის აივანზე, ასასვლელი კიბეების მესამე საფეხურზე, მრავლად შეინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ლაქების ნიმუში, რომელიც დაილუქა F--------- პაკეტში. მეორე სართულის აივანზე, კედელთან დგას საწოლი, რომელიც არის ანგრეულ მდგომარეობაში. საწოლის წინ, ბეტონის იატაკზე, მრავლად შეინიშნება წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ლაქების ნიმუში, რომელიც დაილუქა F--------- პაკეტში. საწოლის ქვეშ, ბეტონის ზედაპირზე, დაგდებული არის დიდი ზომის ხისტარიანი დანა, რომელზედაც შეინიშნება წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა დანა, რომელიც მოთავსდა მუყაოს ყუთში და შემდეგ დაილუქა F--------- პაკეტში. საწოლზე გადაფარებული არის ლურჯი ფერის ზეწარი, რომელზედაც შეინიშნება წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ზეწარი, რომელიც დაილუქა F--------- პაკეტში. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სახლის შესასვლელი კარის მარჯვენა ფრთა ჩამოხსნილია ანჯამებიდან და მიბჯენილია კედელზე ოთახის მხრიდან. კარის მარცხენა ფრთას, ზედა ნაწილში, აღენიშნება დაზიანების კვალი და ხის ნატეხები დაყრილია იატაკზე, ოთახში. შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს, ოთახში დგას მაგიდა, რომელზეც გაშლილია სუფრა, მაგიდაზე დევს ორი მინის ჭიქა. ერთში ასხია მოყვითალო ფერის სითხე, ხოლო მეორე არის ცარიელ მდგომარეობაში. მოყვითალო ფერის სითხე გადატანილი იქნა სპეციალურ კონტეინერში, რაც ჭიქასთან ერთად ექსპერტის მიერ დაილუქა F--------- პაკეტში. მაგიდაზე, ასევე, დევს საფერფლე, რომელშიც ფერფლთან ერთად მოთავსებულია სიგარეტის ორი ნამწვი. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა აღნიშნული ორი ნამწვი, რომლებიც დაილუქა F--------- პაკეტში. მაგიდაზე არსებული ცარიელი ჭიქა ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა და დაილუქა პაკეტში F---------. იატაკზე დაყრილი, დაზიანებული კარის ხის ფრაგმენტები ამოღებული იქნა ექსპერტის მიერ და დაილუქა პაკეტში F---------.
34. 2018 წლის 12 სექტემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ შპს „ფ----------ს“ მორიგე ექთნის - ნ----- კ-------ს მიერ, ბრალდებულ რ----- ს-----–---სგან ნებაყოფლობით, მარცხენა და მარჯვენა ხელიდან, სტერილური მარილის გამოყენებით, აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუშები, რომლებიც დაილუქა „02“ პაკეტად, თეთრი ფერის კონვერტებში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით. შპს „ფ----------ს“ მორიგე ექთნის - ნ----- კ-------ს მიერ, ბრალდებულ რ----- ს-----–---სგან ნებაყოფლობით აღებული იქნა სისხლი, ერთჯერადი ინექციის შპრიცით, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში N----- ლუქის ბეჭდით „01“ პაკეტად.
35. 2018 წლის 13 სექტემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ თ------ შ------–---ს მიერ, მედდა ფ------ ს----------გან ამოღებული იქნა რ----- ს-----–---ს შავი ფერის შორტი, სამარკო ნიშნით “TCM”, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ლაქები და ჭრელი ტრუსი, სისხლისმაგვარი ლაქებით, რომლებიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N----- ლუქის ბეჭდით „01“ პაკეტად.
36. 2018 წლის 13 სექტემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ კ-------–- ბ--------–---–-ს მიერ, მედდა ც-–---- ს-–------სგან ამოღებული იქნა მ--–---- ს-----–---ს ერთი ცალი შავი ფერის შორტი, გვერდებზე წარწერით PHILIPP PLEIN, ასევე, ამოღებული იქნა ერთი ცალი ქვედა საცვალი ვარსკვლავების გამოსახულებით.
37. 2018 წლის 13 სექტემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტ ზ------ გ--–-–---–ის მიერ, მაკრატლის გამოყენებით, აღებული იქნა ბრალდებულ რ----- ს-----–---ს ორივე ხელის ათივე თითის ფრჩხილის ნიმუში. მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები მოთავსდა ცალ-ცალკე კონვერტში და ორივე ერთად დაილუქა ერთ ფ----ად პაკეტში F---------.
38. 2018 წლის 13 სექტემბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ შპს „---------------–---“ ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციული განყოფილების მორიგე მედდის, ნ----- ჭ--------ის მიერ, ხუთ გრამიანი ერთჯერადი ინექციის შპრიცით, პაციენტ მ--–---- ს-----–---ს მარჯვენა ხელის ვენიდან აღებული იქნა სისხლის ნიმუში.
39. შპს „---------------–---“ მიერ გაცემული მ--–---- ს-----–---ს სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, მ--–---- ს-----–--- მოთავსებული იქნა შპს „---------------–-–-“, დიაგნოზით: გულმკერდის ღია ჭირილობა, მხრის ღია ჭრილობა. ოპერაციის წინა დიაგნოზი: მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა. ოპერაციის დასახელება: გულის ტრავმა, ჰემოპერიკარდიუმი. გამოვლენილი პათოლოგიური ცვლილებების აღწერის შესაბამისად, გულმკერდის მარცხენა წინა კედელზე, ძუძუს დვრილის ზემოთ და მედიალურად, დაახლოებით 3-4 სმ-ში აღინიშნება ნაკვეთკიდეებიანი ჭრილობა, ირიბი მიმართულების 4-1,5 სმ-ზე ზომის, საიდანაც, პერიოდულად ინტენსიურად გამოიყოფა მუქი სისხლი. ჭრილობის არხი მიემართება ზემოდან ქვემოთ, გარედან შიგნით, პარასტერნალურად კვეთს მე-5-6 ნეკნების ხრტილოვან ნაწილებს, რეტროსტერნალურად აზიანებს პერიკადს, გულმკერდის მარცხენა შიგნითა არტერიას, პერიკარდის შიგნით 150-200 მლ-მდე სისხლი და კოლტებია. გულის მარჯვენა პარკუჭზე გამჭოლი ჭრილობაა. პირველ პარკუჭში შემავალი 1,8 სმ სიგრძის გულის მარჯვენა კიდის პერპენდიკულარულად, და მეორე - პარკუჭიდან გამავალი გულის დიაფრაგმულ ზედაპირზე იგივე ზომის. ორივე ჭრილობა ერთ ხაზზე მდებარეობს, მათ შორის დარჩენილია გულის მარჯვენა კიდის მცირე უბანი 0,5 სმ ზომის. ჭრილობებში სისხლის კოლტებია, რომლებიც ტამპონადის მოხსნის შემდეგ მალევე ამოვარდა და დაიწყო ინტენსიური სისხლდენა მარჯვენა პარკუჭის ღრუდან. სისხლდენა აღინიშნება გულის კუნთის მკვებავი არტერიიდანაც, გულის პირველი ჭრილობის ზედაპირთან ახლოს, აღნიშნული არის მარჯვენა კორონალური არტერიის მარჯვენა კიდის ტოტი. გულის დიაფრაგმული ზედაპირის მიმდებარედ აღინიშნება პერიკარდის ჭრილობა, ირიბი მიმართლების, რომლის ქვეშ დაზიანებულია დიაფრაგმაც 2 სმ. სიგრძეზე, ჭრილობა შემავალია მუცლის ღრუში. მუცლის ღრუში სისხლი და კოლტები 300 მლ-მდე. დიაფრაგმის ჭრილობის შესაბამისად, დაზიანებულია პერიტონეუმი და მის პროექციაზე ღვიძლის მარცხენა წილზე, დიაფრაგმის ზედაპირზე აღინიშნება ნაკვეთი ჭრილობა 1,5 სიგრძის, სისხლმდენი. ჭრილობა გამჭოლია. ღვიძლზე, მოპირდაპირე მხარეს აღინიშნება 0,5 სმ ზომის ჭრილობა, საიდანაც სისხლდენა არ არის. კუჭი ძალზედ გადაბერილია საკვებითა და თხიერი შიგთავსით. მცირე სიმრუდესთან ახლოს, ღვიძლის ქვ. კიდის ჭრილობის მოპირდაპირედ, აღინიშნება კუჭზე სერომუსკულარული ჭრილობა 0,5-1,0 სმ ზომის, კუჭის მცირე სიმრუდესთან ახლოს. აღნიშნული ჭრილობა კუჭის სანათურში შემავალი არ არის. მუცლის ღრუში და გულმკერდის ღრუში სხვა დაზიანება არ არის. მარცხენა მხრის ზედა მესამედის არეში აღინიშნება ნაკვეთი ჭრილობა ირიბად, 3-1,5 სმ ზომის. ჭრილობის არხი მიემართება ზემოდან ქვემოთ, აზიანებს დელტისებურ და სამთავა კუნთს, სიგრძით 7-8სმ. ოპერაციის შედეგად მოხდა: გულის მარჯვენა პარკუჭის პოსტტრავმული გაკერვა; პერიკარდიუმის და დიაფრაგმის გაკერვა; პერიკარდიოპლევროსტომია; პლევრის ღრუს დრენირება სხვა მეთოდით; გულმკერდის კედლის გაკერვა; ლაპარატომია და პერიტონიუმის ღრუს გამორეცხვა; ღვიძლის გაკერვა; კუჭის გაკერვა.
40. 2018 წლის 1 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტების მიერ, მაკრატლის გამოყენებით, აღებული იქნა მ--–---- ს-----–---ს ორივე ხელის ფრჩხილების ნიმუში, რაც ცალ-ცალკე (ხელის ფრჩხილები) მოთავსდა კონტეინერში და ორივე კონვერტი ერთად დაილუქა პაკეტში F---------.
41. ლევან სამსახარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შ.პ.ს. „----------------–---“ ზესტაფონის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 13.09.18წ.)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. მ--–---- ს-----–---მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 12.09.18წ-ს 21:58სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 13.09.18წ-ს 11:00სთ-ზე დიაგნოზით: გულმკერდის ღია ჭრილობა, მხრის ღია ჭრილობა, ჰიპოველემიური შოკი, გულის ტრავმა, ჰემოპერიკარდიუმი, მუცლის ღრუს მრავლობითი ტრავმა. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „-----------------------–---------------–----------------–--“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 24.09.18წ.)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. მ--–---- ს-----–---მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 19.09.18წ-ს 13:55სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 22.09.18წ-ს 22:00 სთ-ზე დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ტრავმა ჰემოპერიკარდიუმით. მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
დაზიანება გულმკერდის მიდამოში არსებული ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო მარცხენა მხარის მიდამოში არსებული ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, გულმკერდის მარცხენა წინა კედელზე, ძუძუს დვრილის ზემოთ და მედიალურად არსებული ჭრილობის არხის მიმართულებაა ზემოდან-ქვემოთ, გარედან შიგნით, ხოლო მარცხენა მხრის ზედა მესამედში არსებული ჭრილობის არხის მიმართულებაა ზემოდან-ქვემოთ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------მ.
42. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ფ----------ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N-------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 15.09.18წ.)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. რ----- ს-----–---მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 12.09.18წ-ს 22:30სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 15.09.18წ-ს 11:30 სთ-ზე დიაგნოზით: სკალპის ღია ჭრილობა, თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობები შუბლისა და თხემის მიდამოებში.
თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (N2 პენიტენციური დაწესებულების ამბოლატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----------- ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. რ----- ს-----–---მ აღნიშნულ დაწესებულებას მიმართა 15.09.18 წ-ს. დიაგნოზი - არ არის მითითებული. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე, აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობები კვანძოვანი ნაკერებით შუბლისა და თხემის მიდამოებში. სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის მიდამოში, მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში. ექსკორიაციები მარცხენა წვივის შუა მესამედში და დაუდგინდა: თავის ტვინის შერყევა.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად.
დაზიანებები მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთების სახით და მარცხენა წვივის შუა მესამედში არსებული ექსკორიაციების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------მ.
43. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტებში, წარწერებით: „...სახლის პირველ სართულზე შესასვლელი კარის წინმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქა...“, „...მეორე სართულზე ასასვლელი კიბის მესამე საფეხურიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქა...“ და „...მეორე სართულის აივანზე მდებარე საწოლის წინ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქა...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2,3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ს-----–---ს (ობ. N32; პაკეტი, წარწერით: სისხლის სამართლის N------------ საქმეზე რ----- ს-----–---სგან 5 გრამიანი ერთჯერადი ინექციის შპრიცით აღებული სისხლი.“)
- პაკეტში, წარწერით: „...პირველ სართულზე შესასვლელ ოთახში მდებარე მაგიდაზე არსებული საფერფლიდან ამოღებული სიგარეტის ორი ნამწვი...“, მოთავსებულ „PALL MALL BLUE“ -ს ფირმის სიგარეტის ერთ-ერთ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. N5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---- ს-----–---ს (ობ. N31; პაკეტი, წარწერით: „ დაზარალებულ მ--–---- ს-----–---სგან აღებული სისხლის ნიმუში სს N------------ საქმე“), ხოლო მეორე ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N4 -ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მ--–---- ს-----–---ს (ობ. N31), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ნ--- ხ------–---ს (ობ. N33; პაკეტი, წარწერით: „...მოწმე ნ--- ხ------–---ს ნერწყვის ნიმუში...“)
- პაკეტში, წარწერით: „...მეორე სართულის აივანზე მდებარე საწოლიდან ამოღებული ლურჯი ფერის ზეწარი მასზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით...“, მოთავსებულ მოლურჯო ფერის ზეწარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N6,7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ს-----–---ს (ობ. N32);
- პაკეტში, წარწერით: „...სახლის ეზოში მდებარე მსხლის ხის ძირში არსებული ხის სკამიდან ამოღებული მოლურჯო ფერის პირსახოცი და წითელი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური...“, მოთავსებულ მაისურსა და პირსახოცზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N8-11) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---- ს-----–---ს (ობ. N31);
- პაკეტში, წარწერით: „...სახლის ეზოში მდებარე მსხლის ხის ძირში დაწყობილი კაუჩუკის ჩუსტები ზედა მხარეს წითელი და თეთრი ზოლებით....“, მოთავსებულ წყვილ, მოლურჯო ფერის, პოლიმერული მასალის ღია ფეხსაცმელზე (ე.წ. ჩუსტებზე) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N12,13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---- ს-----–---ს (ობ. N31);
- პაკეტში, წარწერით: „...სახლის ახლოს არსებული წყლის ონკანის მიმდებარედ მიწის ზედაპირიდან ამოღებული ლითონის იატაკის საწმენდი ჯოხი მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქით...“, მოთავსებულ მეტალის ჯოხზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ს-----–---ს (ობ. N32). ჯოხზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან თავისუფალ ზედაპირზე (ობ. N14ა), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...ფ------ ს----------გან ამოღებული რ----- ს-----–---ს შორტი და ტრუსი.“, მოთავსებულ ქვედა საცვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N15,16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ს-----–---ს (ობ. N32). ამავე პაკეტში მოთავსებული მოკლე შარვალი (ე.წ. შორტი) ბიოლოგიური კვლევისათვის უვარგისია;
- პაკეტში, წარწერით: „ც-–---- ს---------სგან ამოღებული მ--–---- ს-----–---ს ტანსაცმელი სს N------------ საქმე“, მოთავსებულ ქვედა საცვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N17,18) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---- ს-----–---ს (ობ. N31). ამავე პაკეტში მოთავსებული მოკლე შარვალი (ე.წ. შორტი) ბიოლოგიური კვლევისათვის უვარგისია;
- პაკეტში, წარწერით: „...ბრალდებული რ----- ს-----–---ს მარჯვენა და მარცხენა ხელის თითის ფრჩხილები...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N19,20) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ს-----–---ს (ობ. N32);
- პაკეტებში, წარწერებით: „...სისხლის სამართლის N------------ საქმეზე რ----- ს-----–---ს მარჯვენა ხელიდან აღებული ანაწმენდი.“ და „სისხლის სამართლის N------------ საქმეზე რ----- ს-----–---ს მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდი“. , მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული ღია მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N21,22) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ს-----–---ს (ობ. N32);
- პაკეტში, წარწერით: „...ფრჩხილების ნიმუშები აღებული მოწმე მ--–---- რ-----ს ძე ს-----–---სგან (დ--------------) მარჯვენა და მარცხენა ხელებიდან...“, მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N23,24) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---- ს-----–---ს (ობ. N31);
- პაკეტში, წარწერით: „...პირველ სართულზე შესასვლელ ოთახში მაგიდიდან ამოღებული მინის ჭიქა და ჭიქაში არსებული მოყვითალო ფერის სითხე...“, მოთავსებულ გამჭვირვალე მინის ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. N25) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ--–---- ს-----–---ს (ობ. N31). ჭიქაზე არსებული მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N25) სისხლი არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „... პირველ სართულზე შესასვლელ ოთახში მდებარე მაგიდიდან ამოღებული მინის ჭიქა...“, მოთავსებულ გამჭვირვალე მინის დაზიანებულ ჭიქაზე და მის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N26) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის რ----- ს-----–---ს (ობ. N32), ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ჭიქაზე არსებული მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N26) სისხლი არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...საწოლის ქვეშ ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული ხის ტარიანი დანა მასზე არსებული წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით...“, მოთავსებული დანის პირსა და ტარზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N27,28) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N27,28-ის და დანის ტარზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან შედარებით თავისუფალ ზედაპირზე, არსებული ბიომასალის (ობ. N29) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ----- ს-----–---ს (ობ. N32). დანის პირზე, მოწითალო-მოყავისფრო ლაქებისგან შედარებით თავისუფალ ზედაპირზე, არსებული ბიომასალის (ობ. N30) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის მ--–---- ს-----–---ს (ობ. N31), ხოლო მეორე წილი ეკუთვნის რ----- ს-----–---ს (ობ. N32). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ქ--------–-–---–მა.
44. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ფუთებზე არსებული წარწერებისა და დადგენილების მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: „შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული“ დანა (F---------) წარმოადგენს სამონადირეო დანიშნულების დანას და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ, ცალმხრივლესილი პირის მქონე, ცივ იარაღთა კატეგორიას.
„შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ“ წითელი ფერის მაისურზე (F---------), წინა ზედაპირზე მარცხნივ გულ-მკერდის მიდამოში (2.5 სმ. სიგრძის გამჭოლი) და მარცხენა სახელოს უკანა ზედაპირზე მხარის არეში (1.2 სმ. სიგრძის) არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. დამაზიანებელი ობიექტის კონსტრუქციული მონაცემები გარკვეულად შეესაბამება გამოსაკვლევი დანის პირის მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს წარმოდგენილი დანის პირით, მათ განვითარების შესაძლებლობას. საკითხის კატეგორიული განსაზღვრა შეუძლებელია, დაზიანებებში დამაზიანებელი ობიექტის კერძო (ინდივიდუალური) ნიშანთა არ არსებობის გამო. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- შ--–----–---–მა.
45. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა რ----- ს-----–---მ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს იმყოფებოდა სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა მისი შვილი მ--–---- ს-----–---, მისი მეუღლე ნ--- ხ------–--- და ორი მეზობელი. მ--–----- და სტუმრები სვამდნენ. თვითონ 3-4 ჭიქა დალია. სტუმრების წასვლის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- ს-----–---მ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა შვილების, ცოლის, სიდედრის და სიძის მისამართით, ასევე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შეძლო და გაექცა მ--–----ს. დაახლოებით ნახევარი საათი სახლის უკან იმალებოდა, ხოლო შემდეგ ჩუმად ავიდა მეორე სართულზე, აივანზე და დაწვა საწოლში. ესმოდა მ--–-----ს ხმა, რომელიც აგინებდა მას და სთხოვდა დალაპარაკებას. უთხრა, დაწყნარებულიყო და მეორე დღეს ესაუბრათ. როდესაც მ--–----- გაჩუმდა, თვითონ ჩაიძინა. გააღვიძა თავში ჩარტყმამ. აღნიშნულის გამო, მან დაიწყო დანის ქნევა გაურკვეველი მიმართულებით და მის მერე არაფერი ახსოვს. რ.ს-----–---ს განმარტებით, თავდაპირველად მ--–---- ს-----–---მ ჩაარტყა მას თავში ჯოხი და შემდეგ, თავდაცვის მიზნით დაიწყო დანის ქნევა გაურკვეველი მიმართულებით. ის თავს იცავდა და შვილის მოკვლის მიზანი არ ჰქონია. როდესაც მ--–-----მ მას თავში ჩაარტყა, წამოჯდა საწოლზე და დაინახა, რომ მ--–-----ს ხელში ეჭირა ჯოხი, ეგონა რომ კლავდა და გონი დაკარგა, შეწუხდა. როდესაც მ--–------ თავში ჩაარტყა ჯოხი, ნ---მ გააჩერა „ნუღარ ურტყამ, მოკვდა“. აღნიშნულის შემდეგ, არაფერი ახსოვს. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.
46. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - მკვლელობის მცდელობა, მითუმეტეს ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია აფიქრებინოს მოწმის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს მოწმე ნ--- ხ------–---ს ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა, როგორც პირდაპირი, ასევე, ირიბი მტკიცებულებებით, კერძოდ სამედიცინო დოკუმენტაციითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ--–---- ს-----–---ს მიმართ. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს მოწმე ნ--- ხ------–---ს ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ის თანმიმდევრულად აღწერს რ----- ს-----–---სა და მ--–---- ს-----–---ს შორის მომხდარი ინციდენტების დროს განვითარებულ მოვლენებს. მოწმე ნ--- ხ------–---მ განაცხადა, რომ რ----- და მ--–----- თავდაპირველად სახლის პირველ სართულზე იყოფებოდნენ და სვამდნენ, რა დროსაც მამა-შვილს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. შემდეგ რ----- წავიდა მეორე სართულზე, აივანზე და დაწვა მის კუთვნილ საწოლზე. რამდენიმე ხანში, მ--–----- ავიდა აივანზე და რ-----ს სთხოვდა ჩასვლას და დალაპარაკებას. ვინაიდან ისინი იყვნენ ნასვამები, გართულების თავიდან აცილების მიზნით აჰყვა მ--–----ს. მ--–----სა და რ-----ს საუბრის დროს, ჩადგა შუაში, თავდაპირველად სახით მ--–-----სკენ, შემდეგ რ-----სკენ, ბოლოს კი ისევ მ--–-----სკენ. როდესაც რ-----სკენ შებრუნდა და სთხოვა „წამოდი მამა, ჩამოდი, ცოტა ხანი დაელაპარაკე“, რ-----მ ხელი შეაცურა ბალიშის ქვეშ და აიღო დანა. ნ--- ხ------–--- შეეცადა დანის რ----- ს-----–---სათვის წართმევას, თუმცა რ-----მ ხელი გააშვებინა და ნ---ს, დანა ხელს შუა გაუცურა, რა დროსაც, ნ--- ხ------–---ს ხელი მოუხვდა დანაზე. მიბრუნდა მ--–-----სკენ, რა დროსაც მ--–------ ის გაწია გვერდზე და გულმკერდით შეეშვირა რ----- ს-----–---ს, რა დროსაც, ამ უკანასკნემლა დანა მ--–----ს დაარტყა გულის არეში, მიმართულებით ზემოდან ქვემოთ. ისე, რომ არ ამოუღია, ჩაჩეხა ადგილზე რამდენიმე მოძრაობით. როდესაც მ--–----- გადაიხარა იატაკის ჯოხის ასაღებად, ამ დროს, რ-----მ დანა მ--–----ს დაარტყა მკლავის არეში და გაუვარდა დანა ხელიდან. აღნიშნულის შემდეგ, მ--–------ მას თავში ჩაარტყა ორჯერ რკინის, იატაკის ჯოხი, ხოლო მესამედ ჩარტყმის საშუალება აღარ მისცა, ვინაიდან გამოართვა და გადააგდო ეზოში, კრანის მხარეს. დაჭრის შემდეგ, მ--–----ს ღონე ეცლებოდა, ხოლო როდესაც ეზოში ჩავიდა, გაითიშა. მოწმის მიერ მითითებული გარემოებები, სრულ თანხვედრაში მოდის სამედიცინო დოკუმენტაციისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან მ--–---- ს-----–---ს მიმართ, სადაც ნათლადაა მითითებული, რომ გულმკერდის არეში არსებული დაზიანება მიემართება ზემოდან ქვემოთ, აზიანებს პერიკადს, გულს, დიაფრაგმას, ღვიძლსა და კუჭს. მოწმე გ------ ა-–-----–---–მა კი სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ნათელი იყო, ერთი დარტყმით მიყენებული იყო რამდენიმე დაზიანება, გულზე, ღვიძლზე და კუჭზე. მოწმე ნ--- ხ------–---ს მითითება დანის დარტყმის შემდეგ დანის ამოუღებლად ადგილზე ჩაჩეხვის შესახებ, სრულ თანხვედრაშია ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან, ვინაიდან, ნათელია, რომ მ--–---- ს-----–---ს ჰქონდა ერთი შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში პერიკარდის, გულის და დიაფრაგმის დაზიანებით, რომელიც დიაფრაგმის დაზიანების შემდეგ აზიანებდა როგორც ღვიძლს, ასევე, კუჭს. ასევე, აღსანიშნავია, რომ მკლავზე არსებული დაზიანება მიმართულია ზემოდან ქვემოთ. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ხ------–---ს მიერ დემონსტირებული მოძრაობები, თუ როგორ ეჭირა დანა რ----- ს-----–---ს და როგორ ჩაარტყა გულის არეში და მკლავზე მ--–---- ს-----–---ს, სრულ თანხვედრაში მოდის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და სამედიცინო დოკუმენტაციასთან. მოწმემ განაცხადა, რომ რ----- ს-----–---ს დანა ეჭირა ტარით ხელში, პირით ქვემოთ და ზემოდან ქვემოთ მოძრაობით ჩაარტყა მ--–----ს. შესაბამისად, მოწმე ნ--- ხ------–---ს ჩვენება და წერილობითი მტკიცებულებები (სამედიცინო დოკუმენტაცია და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მ--–---- ს-----–---ს მიმართ) სრულ წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულ რ----- ს-----–---ს ჩვენებასთან, რომ ის თავს იცავდა და დანას იქნევდა, თუმცა ვისი მიმართულებით არ იცოდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დანის მოქნევა და მოქნეული დანის მოხვედრა, ვერ მიაყენებს დაზიანებას ადამიანს მიმართულებით ზემოდან ქვემოთ და თანაც ისეთი სიღრმით, რომ დააზინოს პერიკარდი, გული, ღვიძლი და კუჭი. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაცია კი სხდომაზე ჩვენების ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა.
47. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული თავდამსხმელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, შესაბამისად სახეზე გვაქვს დანაშაულის მცდელობა. ე.ი. დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობებია: ა) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების (დანაშაულის ჩადენის) გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ექმნება; გ) მოსალოდნელი შედეგის არარსებობა. საქმეში არსებული მტკიცებულებების, ასევე სხდომაზე მოწმეების მიერ გაცხადებული ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო ხაზს უსვამს ბრალდებულ რ----- ს-----–---ს ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულის დამთავრებამდე. კერძოდ, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა დანით და მსხვერპლს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის სიცოცხლისათვის სახიფათო. საგულისხმოა, უშუალოდ ჭრილობების მიყენების პროცესი, როგორც ამას აღწერს მოწმე ნ--- ხ------–---, კერძოდ ბრალდებულმა მსხვერპლს მიაყენა მრავალი დაზიანება, ისე რომ დანა არ ამოუღია ჭრილობიდან, ჩაჩეხა ადგილზე. ბრალდებული განზრახვას ბოლომდე მიიყვანდა, რომ არა თავად დაზარალებულის მოქმედება, გადაიხარა იატაკის ჯოხის ასაღებად, რა დროსაც მხრის/მკლავის არეში დანის ჩარტყმის შემდეგ, რ.ს-----–---ს დანა უვარდება ხელიდან. ასევე, დაზარალებულისათვის აღმოჩენილი დროული სამედიცინო დახმარება, რის შედეგადაც მსხვერპლი გადაურჩა სიკვდილს. რაც შეეხება მიზეზობრივი კავშირის არსებობას, დადგენილია, რომ სწორედ ბრალდებულის მიერ დანით მრავლობითი ჭრილობების მიყენება გახდა მსხვერპლის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის საფუძველი, მითუმეტეს, რომ პირდაპირი განზრახვის არსებობის გარეშე შეუძლებელია პირმა მსხვერპლს მიაყენოს მრავლობითი ხასიათის ჭრილობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილებში.
48. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ----- ს-----–---მ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა მ--–---- ს-----–---ს განზრახ მკვლელობის მცდელობა.
სამართლებრივი შეფასება:
49. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
50. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
51. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
52. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებით, რ----- ს-----–---მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.19.108-ე მუხლით - 2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ----- ს-----–---ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ რ----- ს-----–---ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
54. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ რ----- ს-----–--- იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მას დანა უნდა გამოეყენებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებული მას მოკლავდა, ვინაიდან აივანზე ასვლისთანავე, მ--–---- ს-----–---მ, ჩაარტყა თავში რკინის ჯოხი რ----- ს-----–---ს და მხოლოდ ამის შემდეგ, თავის დაცვის მიზნით, რ----- ს-----–---მ დაიწყო დანის ქნევა გაურკვეველი მიმართლებით, რომელიც მოხვდა მ--–---- ს-----–---ს. შესაბამისად, რ----- ს-----–---ს მ--–---- ს-----–---ს განზრახ მკვლელობის მცდელობა არ ჩაუდენია, თუ რ----- ს-----–---მ დაარღვია კანონი, მას შესაძლოა მსჯავრი დაედოს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მკვლელობის მცდელობისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები არ დადასტურებულა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, არც თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ც------ კ--------–---–ის, ზ----- კ--------–---–ის, ნ----------–- გ------–---ს, ნ--- კ-----–---–ის, მ---- ბ-------, დ-------- ქ--------- და ზ------ კ-------–---ს ჩვენებებით. თავად დაცვის მხარის მტკიცებულებები, ეწინააღმდეგება ერთმანეთს და არ გამომდინარეობენ საქმის მასალებიდან. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- ქ--------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, როდესაც გადავიდა რ----- ს-----–---ს საცხოვრებელ სახლში, მ--–----- და ნ--- იმყოფებოდნენ ეზოში. მივიდა რ-----სთან, კითხა რა მოხდა, რაზეც რ-----მ უთხრა, რომ როდესაც ეძინა, მძინარეს, მ--–------ თავში ჩაარტყა რკინის ჯოხი, არ დააყენა სანამ ამ ზომამდე არ მიიყვანა. როდესაც რ-----ს ესაუბრებოდა, ამ დროს მათთან მივიდა პოლიცია, რ-----ს გამოდო ე.წ. „პადრუჩკი“ და წაიყვანეს. მოწმე მ---- ბ------მ კი განაცხადა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, როდესაც გადავიდა რ.ს-----–---ს ეზოში, დაინახა სახლის პირველ სართულზე მყოფი რ.ს-----–---, რომელიც იმყოფებოდა მარტო. მასთან მივიდა პოლიცია და რ----- წაიყვანეს. ადგილზე ბევრი ხალხი იყო, თუმცა იმყოფებოდა თუ არა დ-------- ქ--------, არ ახსოვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დ-------- ქ--------- და მ---- ბ------- ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები (რომელიც ეხება პოლიციელების მიერ რ----- ს-----–---ს წაყვანის ფაქტს, რა დროსაც დ.ქ--------- განმარტებით ის ესაუბრებოდა რ-----ს, ხოლო მ.ბ------- განმარტებით კი რ----- მარტო იდგა და პოლიციელებმა წაიყვანეს) არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. მოწმეები მათ მიერ მითითებულ ფაქტებზე საუბრობენ დარწმუნებით და არ უთითებენ, რომ შეიძლება ესა თუ ის გარემოება კარგად არ ახსოვდეთ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, რითაც შეიძლებოდა ახსნილიყო ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა. დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა, შესაძლოა, არ აკნინებს ამ ჩვენებების სანდოობას, თუმცა ეს წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მათ ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს მათ. მოწმეებმა - ც------ კ--------–---–მა, ზ----- კ--------–---–მა, ნ----------–- გ------–---მ, ნ--- კ-----–---–მა და ზ------ კ-------–---მ კი სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, მამა-შვილს შორის მომხდარი ჩხუბის და მ--–---- ს-----–---ს მიერ რ----- ს-----–---ს ცემის ფაქტზე, თუმცა პირდაპირი წყარო, თუ ვისგან გაიგეს აღნიშნული ინფორმაცია, ვერ მიუთითეს. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არიან ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება სხვა პირების მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული, პირდაპირი მოწმის ნ--- ხ------–---ს ჩვენება სასამართლოს მიერ ვერ იქნება უგულებელყოფილი, ვინაიდან არ არსებობს მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. მართალია, დაცვის მხარის მიერ, დასკვნითი სიტყვების წარდგენისას, მითითებული იქნა მოწმის მიკერძოებასთან დაკავშირებით, იმ გარემოებით, რომ ის წარმოადგენს დაზარალებულის მეუღლეს და სხვა ჩვენების მიღება შეუძლებელიც იყო, თუმცა სასამართო აღნიშნავს, რომ ნათესაური კავშირი, არ შეიძლება გახდეს მოწმის მიკერძოების საზომი კრიტერიუმი. მხარის მიერ გაკეთებული განმარტება, მოწმის მიკორძოების შესახებ, უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტიულ გარემოებებს და არ შეიძლება ზედაპირული და აბსტრაქული იყოს. მოცემულ შემთხვევაში, არც მოწმე ნ--- ხ------–---ს და არც თავად რ----- ს-----–---ს დაკითხვისას, სასამართლო სხდომაზე, არ დადგენილა რაიმე ისეთ საეჭვო გარემოება, რასაც შესაძლოა სასამართლო მიეყვანა დასკვნამდე ნ--- ხ------–---ს მიკერძოებასთან დაკავშირებით რ----- ს-----–---ს მიმართ. თავად ნ--- ხ------–---მ განაცხადა, რომ რ----- ს-----–---სთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და მათ შორის, რაიმე კონფლიქტი არ ყოფილა. სხდომაზე დაკითხულ რ----- ს-----–---საც, არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომ მას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ნ--- ხ------–---სთან. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ნ--- ხ------–--- წარმოადგენს დაზარალებული პირის მეუღლეს, არ შეიძლება განმარტებული იქნეს იმდაგვარად, რომ მოწმე არაობიექტური, დაინტერესებული შედეგით და მიკერძოებული პირია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
55. რ----- ს-----–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიებელი გარემოებაა, რომ დანაშაულის ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დასაბუთება:
56. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
57. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრების მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ამავე კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ----- ს-----–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
58. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
59. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და ხასიათდება დადებითად. ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ----- ს-----–---ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 108-ე მუხლით გათვალისწინებული საშუალო ვადასთან მიახლოებული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“.
ნივთიერი მტკიცებულებები:
60. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ----- ს-----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 111.19.108-ე მუხლით (2018 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
რ----- ს-----–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
რ----- ს-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 სექტემბრიდან;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული - პირსახოცი და მაისური; ორი ცალი კაუჩუკის ჩუსტი; სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, ბეტონის საფარით მოპირკეთებული ტერიტორიიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუში; იატაკის საწმენდი ჯოხი; კიბის საფეხურიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუში; სახლის მეორე სართულის აივანზე მდგარი საწოლის წინ ბეტონის იატაკიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუში; სახლის მეორე სართულის აივანზე მდგარი საწოლის ქვემოდან ამოღებული დანა; სახლის მეორე სართულის აივანზე მდგარი საწოლის ზედაპირიდან ამოღებული ლურჯი ფერის ზეწარი; სახლის პირველ სართულზე არსებული ოთახიდან ამოღებული მოყვითალო ფერის სითხე, ჭიქა და სიგარეტის ორი ნამწვი - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სახლის პირველ სართულზე არსებული ოთახის იატაკიდან ამოღებული დაზიანებული კარების ხის ფრაგმენტები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
რ----- ს-----–---ს მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდი, რ----- ს-----–---სგან აღებული სისხლი, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ამოღების შედეგად ამოღებული, რ----- ს-----–---ს შავი ფერის შორტი და ჭრელი ტრუსი, დაუბრუნდეს რ----- ს-----–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ამოღების შედეგად ამოღებული, მ--–---- ს-----–---ს შავი ფერის შორტი და ქვედა საცვალი, დაუბრუნდეს მ--–---- ს-----–---ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
რ----- ს-----–---ს ორივე ხელის, ათივე თითის ფრჩხილის ნიმუში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
მ--–---- ს-----–---ს სისხლის ნიმუში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
მ--–---- ს-----–---ს ორივე ხელის ფრჩხილების ნიმუში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ნ--- ხ------–---ს ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
სსიპ 112-ის დეპარტამენტიდან მიღებული ჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე