განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: გ------- გ-----–---
ადვოკატები: კ---- ბ--------, ლ--- ფ--–---–---
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ლ---- ჯ-----–---–ი
მამის სახელი: ლ----ი
დაბადებული: 0---------–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ----–---------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2----------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 23.01. 2019 წ. 1841 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ლ------------–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ ლ------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური იძულება, საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 22 იანვარს დაახლოებით 2200 საათზე ა----------ე თბილისში, ე-------------–---–---–-------–----------------- ქუჩების კვეთიდან ე-------------–---–---–--------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლამდე მგზავრობდა ლ------------–---–ის კუთვნილი ,,ოპელის“ ფირმის კერძო ტაქსით, ავტომანქანა - სახ. ნომრით D--------. მას შემდეგ, რაც მიუახლოვდნენ ა----------ის საცხოვრებელ სახლს, ლ------------–---–მა არ გააჩერა ავტომანქანა და მოძრაობა გააგრძელა თბილისის ზღვაზე არსებული სასაფლაოების მიმართულებით. მიუხედავად ა----------ის არაერთი თხოვნისა, გაეჩერებინა ავტომანქანა, ლ------------–---–ი აგრძელებდა გზას, რითიც ა----------ეს აიძულებდა მისივე ნების საწინააღმდეგოდ მჯდარიყო ავტომანქანაში. მას შემდეგ, რაც ა----------ე შეეცადა ავტომანქანიდან გადასვლას და შეაღო კარი, ლ------------–---–მა მას მარცხენა ხელზე ძლიერად მოკიდა მარჯვენა ხელი და არ აძლევდა ავტომანქანის დატოვების ნებას, რითაც ა----------ეს კვლავ აიძულებდა ავტომანქანაში ჯდომას. მიუხედავად ლ------------–---–ის მცდელობისა, ა----------ემ შეძლო ავტომანქანიდან გადასვლა, თუმცა ლ------------–---–ის აღნიშნული ქმედებით ა----------ეს მიადგა მორალური სახის ზიანი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ------–----–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის იანვრის შუა რიცხვებში საღამოს საათებში დაურეკა ნათესავმა ა----------ემ, საუბრისას აზრებს ვერ ალაგებდა, იყო შეშინებული და ტიროდა. პირველ ეტაპზე ვერ გაარკვია სად იყო, შემდეგ კი მიხვდა, რომ დაზარალებული მათი საცხოვრებელი სახლების ზედა მხრიდან ჩამოდიოდა. შესაბამისად, მოწმე წავიდა აღნიშნული მიმართულებით და დაახლოებით 50 მეტრში, საუბრიდან 3-4 წუთში, შეხვდა სასაფლაოების მხრიდან ჩქარი ნაბიჯით მომავალ ა----------ე. ის კვლავ ტიროდა და მოუყვა, რომ სამსახურიდან გამოსული ჩაჯდა კერძო ტაქსში და ბრუნდებოდა სახლში, თუმცა, როდესაც სახლს მიუახლოვდნენ, ტაქსის მძღოლმა არ გაუჩერა ავტომანქანა და წავიდა სასაფლაოების მიმართულებით. მისი არაერთი მოწოდებისა, გაეჩერებინა ავტომანქანა, არ უჩერებდა. ა----------ემ მხოლოდ მაშინ შეძლო ავტომანქანიდან გადასვლა, როდესაც მძღოლმა მოძრაობა შეანელა. დაზარალებული გაიქცა სახლისკენ და პარალელურად დაურეკა მას. მოწმემ განმარტა, რომ ა----------ის სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში არის მოსატრიალებელი წრე, საიდანაც დაახლოებით 100-150 მეტრში არის სასაფლაო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---------------ემ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქე ა----------ის განცხადების საფუძველზე. მის მიერ ჩატარებული იქნა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის გამოკითხა მოწმეები, ჩაატარა პირის ამოცნობა, რა დროსაც ა----------ემ ამოიცნო ბრალდებული ლ------------–---–ი, როგორც მასზე იძულების განმხორციელებელი პირი, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ადგილი - სადაც ჩაჯდა ტაქსში და ადგილი - სადაც გადმოხტა ტაქსიდან, კერძოდ მისი სახლის ზემოთ, ბ-–---–---–-- ქუჩის ბოლოდან დაახლოებით 150-200 მეტრში, სასაფლაოებთან. გარდა ამისა, დააკავა ბრალდებული და ლ------------–---–ს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს--–-----–------მა განმარტა, რომ განსახილველ საქმის ფარგლებში გამოკითხა დაზარალებული ა----------ე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ----–------------ემ განმარტა, რომ მუშაობს ტაქსის მძღოლად და ბ-–---–---–-- ქუჩიდან კლიენტები მიყავს ზევით - ქუჩის ბოლოსკენ და პირიქით. ბრალდებულ ლ------------–---–ს, რომელიც ასევე ბ-–---–---–-- ქუჩაზე მუშაობდა ტაქსის მძღოლად, იცნობს დაახლოებით 5-6 წელია და აქვს მეგობრული ურთიერთობა. მოწმემ განმარტა, რომ სხვა ტაქსის მძღოლებთან ერთად დგანან ბ-–---–---–-- ქუჩაზე, კ------- ბაღთან. ბრალდებულს ყავდა ,,ოპელ ომეგას“ ტიპის ავტომობილი. მხოლოდ ჭორის დონეზე იცის ა----------ესა და ლ------------–---–ს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ. მისთვის უცნობია, რას საქმიანობს ა----------ე. მოწმემ განმარტა, რომ საღამოს საათებში ბ-–---–---–-- ქუჩა არის გადატვირთული, ორი ავტომანქანა ვერ უვლის გვერდს ერთმანეთს, რის გამოც ხშირად ავტომანქანის მოსაბრუნებლად უწევთ ქუჩის ბოლოში - სასაფლაომდე ასვლა. ა----------ე, რომელსაც შორიდან იცნობს, ცხოვრობდა ბ-–---–---–-- ქუჩის ზედა ნაწილში - მაღლა გორაზე.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და დაადასტურა ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებზე, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, ამოცნობის ოქმზე, ა----------ის მიერ წარდგენილ ე.წ. ,,სქრინშოტზე“, როგორც უდავო მტკიცებულებებზე, რამაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე პრეიუდიციული შინაარსი შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, უპირობოდ ვერ გახდება პირის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი, არამედ თითოეული მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ჯერ ფაქტის დადგენა და შემდგომ მისი სამართლებრივი შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
დაზარალებულის ჩვენებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, რომელიც უდავოდ იქნა ცნობილი დაცვის მხარის მიერ, დგინდება, რომ 2019 წლის 22 იანვარს დაახლოებით 2200 საათზე ა----------ე თბილისში, ე-------------–---–---–-------–----------------- ქუჩების კვეთაზე ჩაჯდა ლ------------–---–ის კერძო ტაქსის წინა სავარძელზე, ე. ბ-–---–---–-- ქ-------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში მისასვლელად. თუმცა სახლთან მისვლისას მძღოლმა არ გაუჩერა ავტომანქანა და განაგრძო გზა თბილისის ზღვის მიმართულებით მდებარე სასაფლაოებისაკენ. დაახლოებით 100 მეტრში გადაუხვია გრუნტიან გზაზე და მისი თხოვნის მიუხედავად - მობრუნებულიყო და მიეყვანა სახლში, აგრძელებდა მოძრაობას. ა----------ე ჩანთაში ეძებდა მობილურ ტელეფონს, რა დროსაც ბრალდებულმა შეანელა სვლა, სწორედ ამ დროს ა----------ემ გააღო კარი, თუმცა ლ------------–---–მა მარცხენა ხელზე მოკიდა მარჯვენა ხელი და არ აძლევდა გადასვლის საშუალებას. აღნიშნული ქმედებით დაზარალებული განიცდიდა ტკივილს. საბოლოოდ, დაზარალებულმა მაინც მოახერხა ავტომანქანიდან გადასვლა. ა----------ე გაიქცა იმ მიმართულებით, საიდანაც მიიყვანა ლ------------–---–მა, თან დაურეკა ნათესავ - ბ------–----–---–ს. აღნიშნულის დანახვაზე ლ------------–---–ი წავიდა, ა----------ემ კი მობილური ტელეფონით ბ------–----–---–ს მოუყვა მომხდარის შესახებ, თან თხოვა არ გაეთიშა ტელეფონი, რადგან იმყოფებოდა სასაფლაოს ტერიტორიაზე და იყო შეშინებული. დაზარალებული ჩვენებაში ასევე განმარტავს, რომ სასაფლაოების მიმართულებით მოძრაობისას ბრალდებული არაადექვატური სახით უმეორებდა, რომ მოიტაცა.
ასევე, უდავოდ ცნობილი პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა----------ემ ამოიცნო ბრალდებული ლ------------–---–ი და განმარტა, რომ 2019 წლის 22 იანვარს მგზავრობდა ლ----ის კერძო ტაქსით, რა დროსაც ის არ აძლევდა ავტომანქანიდან გადასვლის საშუალებას და იჭერდა ხელით, როდესაც ცდილობდა ავტომანქანიდან გადასვლას.
მოწმე ბ------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ 2019 წლის იანვარში მას დაურეკა ა----------ემ და უთხრა, რომ მათი საცხოვრებელი სახლების ზედა მხრიდან მიდიოდა სახლის მიმართულებით, საუბრისას დაზარალებული ტიროდა და იყო აღელვებული. საუბრიდან დაახლოებით 3-4 წუთში შეხვდა სასაფლაოების მხრიდან ჩქარი ნაბიჯით მომავალ ა----------ე, ის კვლავ ტიროდა და იყო შეშინებული. ა-----------ა, რომ სამსახურიდან გამოსული ჩაჯდა კერძო ტაქსში და ბრუნდებოდა სახლში, თუმცა, როდესაც სახლს მიუახლოვდა ტაქსის მძღოლმა არ გაუჩერა ავტომანქანა და წავიდა ზემოთ სასაფლაოების მიმართულებით. მისი არაერთი მოწოდების მიუხედავად - გაეჩერებინა ავტომანქანა, არ უჩერებდა, ა----------ემ მხოლოდ მაშინ შეძლო ავტომანქანიდან გადასვლა, როდესაც მძღოლმა მოძრაობა შეანელა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე აღიარა დანაშაული და განმარტა, რომ ის სრულად ეთანხმება ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია იძულება, ამ დანაშაულისაგან დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულების შესაბამისად. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ პირის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარი თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა, როდესაც პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელებაც ან რომლისგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, ანუ მისი გადასაწყვეტია. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია იმის მიუხედავად მიღწეული იქნება თუ არა შედეგი, ანუ შეასრულებს თუ არა პოტენციური დაზარალებული დამნაშავისათვის სასურველ ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა არ გაუჩერა ავტომანქანა ა----------ეს საკუთარ სახლთან და გზა გააგრძელა სასაფლაოების მიმართულებით, არ გაითვალისწინა დაზარალებულის თხოვნა და აიძულებდა მისი ნების საწინააღმდეგოდ მჯდარიყო ავტომანქანაში, ხოლო მას შემდეგ, რაც ა----------ე შეეცადა მოძრავი ავტომანქანიდან გადასვლას და შეაღო კარი, ლ------------–---–მა მარცხენა ხელზე ძლიერად მოკიდა მარჯვენა ხელი და კვლავ არ აძლევდა ავტომანქანის დატოვების საშუალებას.
შესაბამისად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ლ------------–---–მა ჩაიდინა იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური იძულება, საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს 01 წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით 01 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ბრალდებულ ლ------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა და დანაშაულის პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩადენა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ის თავად გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში, სასამართლო სხდომაზე კი აღიარა დანაშაული.
სასამართლოLOგანმარტავს, რომ ადამიანის თავისუფლების უფლება მისი ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, ლ------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით განაჩენთა ერთობლიობით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-ე, 269-ე და 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ---- ჯ-----–---–ი (პN0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს ლ------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით დადგენილი პირობით მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ განაჩენით ლ------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 03(სამი) წელი თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილობრივ დაემატოს 06(ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ლ------------–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 23 იანვრის, 1841 საათიდან.
ლ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა - 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყევტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე