განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2019
საქმის ნომერი
010100119002899840
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002899840

1-206/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ზ------ კ---–--–---

 

ბრალდებული - პ----- გ---–-------ვა

ადვოკატი - გ------ ნ---–-ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N1-----------

 

ბრალდებული: პ----- გ---–-------ვა

მამის სახელი: ვ-–-

დაბადებული: 07.11.1-----------–----------------------------------------------------------------–----------–------------–----------------–------------------–--------------–------------------–---------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1 ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

პ----- გ---–-------ვამ დასაბუთებული ვარაუდით ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2019 წლის 17 თებერვალს საღამოს საათებში ქ. ბათუმში ი---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში პ----- გ---–-------ვამ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის მშობელს ლ---- ბ------ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პ----- გ---–-------ვამ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2019 წლის 17 თებერვალს საღამოს საათებში ქ. ბათუმში ი---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში პ----- გ---–-------ვამ სცემა ლ---- ბ------.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

წინა სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

გარდა უდაო მტკიცებულებებისა პ----- გ---–-------ვას მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია შემდეგი მტკიცებულებებით.

 

დაზარალებულ ლ---- ბ------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ყავს შვილი ა--------ა მ-------ე. ა--------ა მ-------ე ცოლად გაყვა პ----- გ---–-------ვას, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილები. დღეის მდგომარეობით პ----- გ---–-------ვა და ა--------ა მ-------ე დაშორდნენ ერთმანეთს ისინი ცოლ-ქმარნი აღარ არიან და შესაბამისად ერთად აღარც ცხოვრობენ. ა--------ა მ-------ე და მისი შვილები ცხოვრობენ ლ---- ბ------სთან ქ. ბათუმში ი---------–---–-------------ში, ხოლო პ----- გ---–-------ვა ცხოვრობს უკრაინაში. შექმნილი სიტუაციის გამო პ----- გ---–-------ვასთან ლ---- ბ------ს არ აქვს კარგი დამოკიდებულება. 2019 წლის 17 თებერვალს ქ. ბათუმში ი---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ---- ბ------ მარტო იმყოფებოდა რა დროსაც მასთან სახლში მივიდა პ----- გ---–-------ვა, რომელიც მისი პროტესტის მიუხედავად შევიდა ლ---- ბ------ს ბინაში მიაყენა სიტყვიერი ფიზიკური შეურაცყოფა და სცემა იგი. ამ ფაქტს შეუსწრო ლ---- ბ------ს შვილმა ა--------ა მ-------ემ. ბინაში ასევე მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც ასევე ნახეს თუ, როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა პ----- გ---–-------ვამ ლ---- ბ------ს.

 

მოწმე ზ------ ა----–---ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ქ. ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 17 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ქ---------–------------–---–------------- ადგილი ქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. მიღებული შეტყობინების გამო თავის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ---- ბ------სთან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე. ბინაში შესვლისას ნახეს პ----- გ---–-------ვა იდგა შესასვლელი კარებისკენ. გ---–-------ვას პოლიციელების შესვლა არ დაუნახავს ეს უკანასკნელი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ცემდა ლ---- ბ------ს. პ----- გ---–-------ვა დააკავეს შემთხვევის ადგილზე.

 

მოწმე გ---- ბ------ს ვენების ანალიზით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ქ. ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 17 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ქ---------–------------–---–------------- ადგილი ქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. მიღებული შეტყობინების გამო თავის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ------ ა----–------ან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე. ბინაში შესვლისას ნახეს პ----- გ---–-------ვა იდგა შესასვლელი კარებისკენ. გ---–-------ვას პოლიციელების შესვლა არ დაუნახავს ეს უკანასკნელი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ცემდა ლ---- ბ------ს. პ----- გ---–-------ვა დააკავეს შემთხვევის ადგილზე.

 

2019 წლის 17 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ პ----- გ---–-------ვა დაკავებული იქნა 17 თებერვალს 19 სთ 40 წთ ქ. ბათუმში გოგებაშვილის ქუჩა N 44-ში ლ---- ბ------ს საცხოვრებელ ბინაში. დაკავებისას პ----- გ---–-------ვას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების ოქმი შედგენილი იქნა ქ. ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის ზ----- მ------–--ის მიერ. დაკავებაში მონაწილეობდნენ უბნის ინსპექტორ - გამომძიებლები გ---- ბ------, ზ------ აბულაძე, დ-------------, ზ------------------ძე.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ქ. ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლებმა დ-------------მ, ზ-------------–---მ დაადასტურეს დაკავების ოქმის ნამდვილობა, მისი შინაარსი და შედეგები.

 

მოწმის სახით დაკითხულ ზ----- მ------–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ იგი აწარმოებდა გამოძიებას ლ---- ბ------ს მიმართ განხორცილებულ ძალადობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული დოკუმენტები სრულად ასახავს მასში აღწერილი მოვლენების შინაარს, მიმდინარეობასა და შედეგებს. დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის მათ ვისი გვარებიცაა აღნიშნულზე მათზე.

 

სასამართლო სამედიცინო N 0-------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ---- ბ------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯამრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

გამოძიების მიმდინარეობისას დადგენილი იყო, რომ დაზარალებულის ლ---- ბ------ს შვილი ა--------ა მ-------ე და პ----- გ---–-------ვას რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვამდე მოწმე ა--------ა მ-------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

ბრალდებულმა პ----- გ---–-------ვამ და დაზარალებულმა ლ---- ბ------მ განმარტეს, რომ ცოლ-ქმარნი ა--------ა მ-------ე და პ----- გ---–-------ვა გაშორდნენ ერთმანეთს და 2019 წლის 17 თებერვალს (დანაშაულის ჩადენის დღეს) ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

 

სხვა რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 17 თებერვალს (დანაშაულის ჩადენის დღეს) ა--------ა მ-------ე და პ----- გ---–-------ვა ცოლ-ქმარნი არიან არ წარმოდგენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 111 პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის მუხლის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ლ---- ბ------ პ----- გ---–-------ვას ყოფილ მეუღლის ა--------ა მ-------ის მშობელია და ამგვარი კავშირი არ ითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ოჯახის წევრად, რის გამოც პ----- გ---–-------ვას ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პ----- გ---–-------ვას მიერ დაზარალებულ ლ---- ბ------ს ცემასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ურთიერთ თავსებადია, მოწმეთა ჩვენებები დამაჯერებელია და ერთმანეთთან მიმართებაში შესაბამისობაშია. ხოლო დაცვის მხარეს ამ მტკიცებულებათა უარსაყოფად ან თუნდაც მათ ეჭვქვეშ დასაყენებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთ-შეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ პ----- გ---–-------ვამ ცემა ლ---- ბ------, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- გ---–-------ვამ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაულები - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 - ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

პ----- გ---–-------ვას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ან უამისოდ.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პ----- გ---–-------ვას სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და ძირიტადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს პ----- გ---–-------ვას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

პ----- გ---–-------ვას ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილზე.

 

პ----- გ---–-------ვა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღრულებო ბიუროს

 

პ----- გ---–-------ვას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს კახაბერი გ---–-------ვას დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 21 თებერვალს - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა და გირაოს შემტანს პ----- გ---–-------ვას დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 27 თებერვალს - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი