განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100118002645534
1-860/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ი-----–- დ--------–---
ბრალდებული - ზ----- უ-----ა
ადვოკატი - ჯ----– კ------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N1-----------
ბრალდებული: ზ----- უ-----ა
მამის სახელი: რ------
დაბადებული: 01.01.1---
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: უ-----–---
პირადი ნომერი: 6----------
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
რეგისტრირებული: ქ------–--------------------–-----–---–--------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ზ----- უ-----ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.
ზ----- უ-----ამ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 4,4 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი), რაც 2018 წლის 29 აგვისტოს ქ.ბათუმი, ლერმონტოვის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ჩატარებული მისივე პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვა.
საქმის არსებით სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე შეთანხმდა მათზე, როგორც უდაო მტკიცებულებებზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
გარდა ზემოაღნიშნულისა ზ----- უ-----ას მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილი და დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით.
2018 წლის 29 აგვისტოს ზ----- უ-----ას პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ზ----- უ-----ას პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქ. ბათუმში, ლერმონტოვის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა 18 ცალი ქარხნულად დალუქული ფირფიტა. ამოღებული ნივთმტკიცება დაილუქა ადგილზე. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღეს დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლებმა დ----- ხ-------------მ და გ-- შ----–-–---–მა. ოქმი შედგენილია შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ უჩა კახიძის მიერ.
საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელ ზ------ შ---–---–ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ზ----- უ-----ას მიერ ნარკოტიკულ საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. საქმეში არსებული დოკუმენტები რომელზედაც მისი ხელმოწერაა შედგენილია მის მიერ, ოქმები სრულად ასახავენ ჩატარებული მოქმედებების შინაარს და შედეგებს. დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვისი გვარიცაა აღნიშნული.
საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელ გ-- ბ------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ზ----- უ-----ას მიერ ნარკოტიკულ საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. საქმეში არსებული დოკუმენტები რომელზედაც მისი ხელმოწერაა შედგენილია მის მიერ, ოქმები სრულად ასახავენ ჩატარებული მოქმედებების შინაარს და შედეგებს. დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვისი გვარიცაა აღნიშნული.
საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელ გ-- შ----–-–---–ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მან 2018 წლის 29 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ზ----- უ-----ას ჩხრეკაში, რომელიც ჩატარდა ქ. ბათუმში ლერმონტოვის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღო ასევე გამომძიებელმა უჩა კახიძემ და დეტექტივ გამომძიებელმა დ----- ხ-------------მ. გამომძიებლის წინადადებაზე წარედგინა, რაიმე ნივთი რომელიც უკანონოდ ინახებოდა ზ----- უ-----ამ წარადგინა თან ნაქონი ჩანთა და განმარტა, რომ მასში არსებულ დახვეულ წითელ სვიტერში ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება. ჩხრეკის შედეგად მართლაც აღმოჩნდა 180 ცალი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, რომელიც შეიფუთა და დაილუქა.
საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელ დ----- ხ------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მან 2018 წლის 29 აგვისტოს მონაწილეობა მიიღო ზ----- უ-----ას ჩხრეკაში, რომელიც ჩატარდა ქ. ბათუმში ლერმონტოვის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღო ასევე გამომძიებელმა უჩა კახიძემ და დეტექტივ გამომძიებელმა გ-- შ----–-–---–მა. გამომძიებლის წინადადებაზე წარედგინა, რაიმე ნივთი რომელიც უკანონოდ ინახებოდა ზ----- უ-----ამ წარადგინა თან ნაქონი ჩანთა და განმარტა, რომ მასში არსებულ დახვეულ წითელ სამოსში ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება. ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა 180 ცალი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, რომელიც შეიფუთა და დაილუქა.
2018 წლის 30 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის №ქ/540 დასკვნის თანახმად, ზ----- უ-----ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 16 ცალ კონვალუტის ფირფიტაზე, განლაგებული 160 ცალი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) 4 გრამის ოდენობით. 2 ცალ კონვალუტის ფირფიტაზე განლაგებული 20 ცალი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) 0,4 გრამის ოდენობით.ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) საერთო წონა შეადგენს 4,4 გრამს.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია 2-ში №40 რეგისტრაციით.
ზ----- უ-----ას არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკულ საშუალება ”ბუპრენორფინის” შეძენის და შენახვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----- უ-----ამ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკული საშუალება ”მეთადონს” , რითაც ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობა:
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია 2, №40 რეგისტრაციით.
უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა დანართი 2-ში გრაფა N 94-ის მიხედვით "მეთადონი”- ს განსაკუთრებით დიდ ოდენობა ითვლება 1 გრამიდან.
როგორც აღინიშნა, 2018 წლის 30 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის №ქ/540 დასკვნის თანახმად ზ----- უ-----ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 16 ცალ კონვალუტის ფირფიტაზე, განლაგებული 160 ცალი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) 4 გრამის ოდენობით. 2 ცალ კონვალუტის ფირფიტაზე განლაგებული 20 ცალი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი) 0,4 გრამის ოდენობით. ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) საერთო წონა შეადგენს 4,4 გრამს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----- უ-----ამ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4,4 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული ამანათი მიიღო საზღვარგარეთიდან და შიგ იყო თუ არა მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება არ იცოდა. მოწმეთა დაკითხვით დადგენილია, რომ სანამ ჩხრეკას დაიწყებდნენ პოლიციელები წინადადებაზე ინახავდა თუ არა ნარკოტიკულ საშუალებას ზ----- უ-----ამ ანახა ფუთა და ასევე უთხრა რომ მასში ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება. სასამართლო თვლის რომ ბრალდებული ამგვარი ჩვენება მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. სხვა რაიმე ბრალდებულის ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილი, რომელიც შეუპირისპირდებოდა ბრალდების მტკიცებულებას, გააბათილებდა ან თუნდაც ეჭვ ქვეშ დააყენებდა მათ დამაჯერებლობას.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----- უ-----ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ” ა ” ქ/პუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ----- უ-----ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზ----- უ-----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, დანაშაულის აღიარებით სასამართლო თვლის, რომ ზ----- უ-----ას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ----- უ-----ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული ზ----- უ-----ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ----- უ-----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან- 2018 წლის 29 აგვისტოდან.
ზ----- უ-----ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე ზ----- უ-----ას 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ნივთმტკიცება ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს, წითელი ფერის მაისური და სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრე ზ----- უ-----ას და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი