განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001960556
საქმე N 1-487/17წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11.06.2019 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - და-----------ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ია---------–-–-ილი (დასწრების გარეშე)
მამის სახელი: ივ---
დაბადებული: 3--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: ოზ--------ის მუნიციპალიტეტი სოფელი ოზ--------ი.
ბრალდებულის ადვოკატი: ჯე---–-------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) (სხვისი ნივთის (ფულადი თანხის და ქონების) მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, როცა ის იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N092280317005
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. ია---------–-–-ილი, 2014 წლის 24 თებერვლიდან მუშაობდა შპს ,,სა-----------–--------------ას’’ ავტო-გასამართი სადგურ ად-–--სა და ავტო-გასამართი სადგურ გ------ს მენეჯერის თანამდებობაზე, წარმოადგენდა კომპანიის მატერიალურად პასუხისმგებელ პირს და მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა საზოგადოების ფულადი სახსრები, საწვავი და სხვა ფასეულობები. 2017 წლის 27 მარტს, ია---------–-–-ილმა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ავტოგასამართ სადგურზე საწვავის რეალიზაციიდან მიღებული 13 149.32 ლარი, მანვე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისას მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა გზადსარგებლობის ბარათების რეალიზაციიდან მიღებული, საზოგადოების კუთვნილი 22 400 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგა 191 395.35 ლარის თვითღირებულების საწვავი, რითაც შპს ,,სა-----------–---------------ას’’ მიადგა 241 502.88 ლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და
გაფლანგვა, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით
2.1. საქმის არსებითი გამხილვის სხდომებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს ( არსებითი განხილვის სხდომის ოქმები).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით (შპს ,,სა-----------–--------------ას’’ ავტო-გასამართი სადგურ ად-–--სა და ავტო-გასამართი სადგურ გ------ში ჩატარებული შემოწმების აქტები და თანმხლები დოკუმენტები, მოწმეების ვა-–-------------ის, მა------------–-------------------–----------------------------------------------------------------–----------------–---------------------------–---–ის, ვაჟ-------------------------–--------------------–--ის გამოკითხვის ოქმები, შპს ,,სა-----------–--------------ას’’ რეგიონალური მენეჯერის წერილები და საქმეში არსებული სხვა დოკუმენტები) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ია---------–-–-ილმა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით - დამტკიცებულად მიიჩნია, ია---------–-–-ილის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული, მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებებით სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ია---------–-–-ილმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მიერ განხორციელებული ქმედებით მის მართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული შპს ,,სა-----------–--------------ას’’ კუთვნილი ფულადი თანხის და ქონების მითვისება გაფლანგვით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და ის ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ბრალდებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებულს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, ის არ გამოცხადდა სხდომაზე ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო იმყოფება სასაქართველოს ფარგლებს გარეთ;
ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ია---------–-–-ილს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, შედეგს, მიყენებულ ზიანს; ბრალდებულის ქცევას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ პერიოდში; ასევე მხედვლეობში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ზიანი ანაზღაურებული არ აქვს;
ამდენად, ია---------–-–-ილის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა; რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
მასვე, დამატებითი სასჯელის სახით უნდა ჩამოერთვას კერძო საწარმოებში თანამდებობის დაკავების უფლება განსაზღვრული ვადით;
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა
მოცემულ საქმეზე ნივთიერმტკიცებულებას - შპს ,,სა-----------–--------------ას ’’ 2017 წლის 11 მაისის მომართვის წერილი თანდართულ მასალებთან ერთად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
შპს ,,სა-----------–--------------ას ’’ 2017 წლის 20 აპრილის მომართვის წერილი თანდართულ მასალებთან ერთად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
შპს ,,სა-----------–--------------ას’’ აჭარის რეგიონალური მენეჯერის გია ტალახაძის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვ---ლა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ია---------–-–-ილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას კერძო საწარმოებში თანამდებობის დაკავების უფლება.
მსჯავრდებულ ია---------–-–-ილის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ - ია---------–-–-ილის (პ/ნ 3----------), ან------–-–---–ის (პ/ნ 3----------), მა--------–-–---–ის (პ/ნ 3----------), თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ოზ--------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზ--------ი, (ზონა - ოზ--------ი- 26, სექტორი - ს. ოზ--------ი -12, კვარტალი - 17, ნაკვეთი - 0--, საკადასტრო კოდი - N2--12.---0--- - 15 000 ( თხუთმეტი ათასი) ლარის, ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მსჯავრდებულ ია---------–-–-ილს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
ნივთიერი მტკიცებულება: შპს ,,სა-----------–--------------ას ’’ 2017 წლის 11 მაისის მომართვის წერილი თანდართულ მასალებთან ერთად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება: შპს ,,სა-----------–--------------ას ’’ 2017 წლის 20 აპრილის მომართვის წერილი თანდართულ მასალებთან ერთად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება: შპს ,,სა-----------–--------------ას’’ აჭარის რეგიონალური მენეჯერის გია ტალახაძის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ძებნის სამსახურს; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულ გიორგი კილაძის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთასაის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე