გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150210019002920012
№2/76-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მაისი 2019 წელი ქ.ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - არარატ ესოიან
სხდომის მდივანი - არმენ ქოსიან
მოსარჩელე - შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანია“;
წარმომადგენელი - მ------ ჩ----–---–ი;
მოპასუხე - ა----------–---–---- სამუსიკო სკოლა;
წარმომადგენელი - ს-----–--- კ--------;
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა----------–---–---- სამუსიკო სკოლას დაეკისროს მოხმარებული წყლის და წყალარინების საფასურის გადახდა 2782.33 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „----–---–---------------------–--, შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტად დარეგისტრირებულია 2010 წლის იანვრის თვიდან, მას 2010 წლის ოქტომბრამდე წყლის და წყალარინების მომსახურების საფასური ერიცხებოდა ფისქირებული გადასახადი 12 ლარის ოდენობით, შემდგომ როდესაც მოხდა აღრიცხვის კვანძის დამონაჟება და გადალუქვა, 2014 წლის ნოემბრის თვიდან დღემდე ერიცხება მრიცხველით მოხმარებული წყლის და წყალარინების ქსელით სარგებლობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად დღეის მდგომარეობით მას დაკორექტირებული აქვს ხანდაზმული დავალიანება 889.09 ლარი. მოპასუხე მხარეს შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ ერიცხება წყალმომარაგების და წყალარინების ქსელით სარგებლობის დავალიანება 2016 წლის თებერვლის თვიდან 2019 წლის 01 მარტის თვემდე 2782.33 ლარის ოდენობით. კომპანიამ ზემოხსენებულ მომხმარებელს არაერთხელ მიმართა შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანიამ“ არსებული დავალიანების, როგორც სრულად ასევე განწილვადების პრინციპის დაფარვის თაობაზე, მაგრამ წინადადება მომხმარებლის მხრიდან დღემდე უპასუხოდ იქნა დატოვებული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ 2014 წლის ნოემბრის თვიდან მოხდა ა----------–---–---- სამუსიკო სკოლის აღრიცხვის კვანძის დამონტაჟება და დალუქვა, მისამართზე ქ. ახალქალაქი ჭ---------------, რის თაობაზეც შედგენილია აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი N------, რასაც როგორც აბონენტმა ხელი მოაწერა ა----------–---–---- სამუსიკო სკოლის ბუღალტერმა მ.კ---------მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი N------ (ს.ფ. 17);
- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- მ.კ---------ის ჩვენება.
3.1.2. 2018 წლის 3 მაისს ტექნიკური გაუმართაობის გამო აღრიცხვის კვანძიდან მოიხსნა ძველი მრიცხველი და დამონტაჟებულია ახალი მრიცხველი, მისამართზე ქ. ახალქალაქი ჭ---------------, რის თაობაზეც შედგენილია აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი N------, რასაც როგორც აბონენტმა ხელი მოაწერა ა----------–---–---- სამუსიკო სკოლის დირექტორმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი N------ (ს.ფ. 20);
- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 21);
- მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.3. შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანიის“ 2018 წლის 30 ივლისის მოპასუხისადმი N------- წერილის თანახმად მოპასუხე შეტყობინებულია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელით სარგებლობის დავალიანების შესახებ, კერძოდ, აღნიშნული დროისათვის დავალიანება შეადგენდა 1996 ლარს. მოპასუხე გაფრთხილებული იყო, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებულია სამართლებრივი ღონისძიებები. წერილს ერთვოდა ქვითარი N--------- (26.07.2018წ.), სადაც აბონენტად მითითებულია ა----------–---–---- სამუსიკო სკოლა, აბონენტის ნომერია 3------. აღნიშნული წერილი და ქვითარი ჩაიბარა ა----------–---–---- სამუსიკო სკოლის ბუღალტერმა მ.კ---------მა, რაც დასტურდება ფოსტის უკუგზავნილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღნიშნული წერილი (ს.ფ. 24);
- აღნიშნული ქვითარი (ს.ფ. 23);
- ფოსტის უკუგზავნილი (ს.ფ. 25);
- მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ა----------–---–---- სამუსიკო სკოლა რეგისტრირებულია იურიდიულ პირად 2008 წლის 18 მარტიდან ს/კ 2--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 15);
- მხარეთა ახსნა განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის განმარტებით შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანიასა“ და ა----------–---–---- სამუსიკო სკოლას შორის არ არის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე ა----------–---–---- სამუსიკო სკოლას ყოველთვიურად არ აბარებდნენ ქვითრებს, შესაბამისად იგი არ შეიძლება ჩაითვალოს აბონენტად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 26 ნოემბრის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N32 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. მეხუთე პუნქტის თანახმად კი, პირს, მის მიერ უძრავ ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად.
აღნიშნულიდან გამომდინარე და 3.1.1. – 3.1.3. გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----------–---–---- სამუსიკო სკოლა არის ახალქალაქის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის აბონენტი, 3------ ნომრით, მისამართზე ქ. ახალქალაქი ჭ---------------. რაც ასევე დასტურდება N3------ აბონენტის ბარათით და მოწმის სახით დაკითხული ჟ---- მ--------ის ჩვენებით, რომელიც არის კომპანიის შემოსავლების განყოფილების უფროსი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად მის მიერ აღნიშნული მოსაზრებები და გარემოებები არანაირად არ მტკიცდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 3.1.1. – 3.1.3. გარემოებები;
- N3------ აბონენტის ბარათი (ს.ფ. 27-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმის ჩვენება.
3.2.2. მოსარჩელის განმარტებით დღეის მდგომარეობით ა----------–---–---- სამუსიკო სკოლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება შეადგენს 2782,33 ლარს, რომლის დამადასტურებლად წარმოადგინა N3------ აბონენტის ბარათი და 05.03.2019 წლის ქვითარი. მოსარჩელის განმარტებით ეს ბოლო სამი წლის მონაცემებია, რაზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობა.
აღნიშნულს არ ეთანხმება მოპასუხე მხარე, იმ მოტივით, რომ:
ა) ქვითარში აღნიშნული ოდენობით წყალი არ შეიძლება მოხმარებულიყო მოპასუხის მიერ;
ბ) აბონენტის ბარათი არ არის დამოწმებული ბეჭდით და არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს;
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად მის მიერ აღნიშნული მოსაზრებები და გარემოებები არანაირად არ მტკიცდება, კერძოდ, არ მტკიცდება შეიძლება თუ არა მოპასუხის მიერ მოხმარებულიყო აღნიშნული ოდენობით წყალი.
რაც შეეხება მოპასუხის მოსაზრებას, რომ აბონენტის ბარათი არ არის დამოწმებული ბეჭდით და არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, რომელიც არის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი დადგენილია, რომ აბონენტის ბარათი ამობეჭდილია კომპიუტერული ბაზიდან და წარმოადგენს სწორედ N3------ აბონენტის მონაცემებს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ჟ---- მ--------მა, რომელიც არის კომპანიის შემოსავლების განყოფილების უფროსი.
შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის წინაშე ახალქალაქის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელით სარგებლობისათვის. ამასთან სწორედ N3------ აბონენტის ბარათი წარმოადგენს დავალიანების ოდენობის დადგენის საფუძველს, ვინაიდან აბონენტის ბარათის მონაცემების შესაბამისად გამოიწერება ქვითარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N3------ აბონენტის ბარათი (ს.ფ. 27-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.3. დავალიანების დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეების მიერ მითითებული ხანდაზმულობის ფაქტორს, კერძოდ, ორივე მხარე ეთანხმება, რომ მოცემულ შემთხვევაში ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
მოსარჩელე მხარის აზრით 2782,33 ლარის ოდენობით დავალიანება გამოთვლილია სწორედ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალიწინებით, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია 2019 წლის 29 მარტს, შესაბამისად ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გამოითვლება 2016 წლის მარტიდან. აქედან გამომდინარე N3------ აბონენტის ბარათის 2016 წლის მარტამდე აღნიშნული მონაცემები სცდება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, შესაბამისად მოსარჩელის მიერ ზედმეტად არის გამოთვლილი დავალიანება 01.02.2016-01.03.2019წწ. პერიოდისათვის 21,54 ლარის ოდენობით.
საბოლოოდ N3------ აბონენტის ბარათის მიხედვით და ხანდაზმულობის ვადის გათვალიწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის წინაშე 2760.79 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N3------ აბონენტის ბარათი (იხ. ს.ფ. 27-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანიის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლებით, ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 26 ნოემბრის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N32 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები. დასახელებული დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. 2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
აღნიშნული დადგენილების მესამე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, კი წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სასმელი წყლის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა ან/და მოხმარების დროს. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს წყალმომარაგების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). მე-4 მუხლის პირველი პუნქტით კი, მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. მე-5 პუნქტის თანახმად, კი პირს, მის მიერ უძრავ ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად.
6.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა----------–---–---- სამუსიკო სკოლა არის შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტი 3------ ნომრით, მისამართზე ქ. ახალქალაქი ჭ---------------.
6.3. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელე შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანია“ როგორც მინიმუმ 2014 წლიდან ახორციელებდა მოპასუხისათვის სასმელი წყლის მიწოდებას მისამართზე ქ. ახალქალაქი ჭ---------------, ხოლო ა----------–---–---- სამუსიკო სკოლა მოიხმარდა სასმელ წყალს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული 477-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული წყალმომარაგების ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს წარმოეშობათ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების მოთხოვნის უფლება: გამყიდველს მყიდველისათვის სასმელი წყლის მიწოდების ვალდებულება, ხოლო მყიდველს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულება.
დადგენილია, რომ ა----------–---–---- სამუსიკო სკოლის მიერ მოხმარებული წყლის დავალიანება შეადგენს 2760.79 ლარს (იხ. 3.2.2).
შესაბამისად, ვალდებულების ძალით ა----------–---–---- სამუსიკო სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2760.79 ლარის ოდენობით მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა.
6.5. მოპასუხემ განმარტა, რომ დავალიანების გადახდის შესაძლებლობა არა აქვს, არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაცია და კომუნალური ხარჯების გადახდა უნდა მოახდინოს მერიამ. თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოადგინა. უფრო მეტიც მოწმის სახით დაკითხულმა ბუღალტერმა აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მუხლი წყალმომარაგების ხარჯის თაობაზე, რა დროსაც დანარჩენი კომუნალური ხარჯების, მაგალითად დენის შესახებ მუხლი არის და ამ ხარჯების დაფარვა მერიის დაფინანსებით ხდება.
თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ა----------–---–---- სამუსიკო სკოლა რეგისტრირებულია იურიდიულ პირად 2008 წლის 18 მარტიდან ს/კ 2--------. შესაბამისად, როგორც იურიდიული პირი თვითონ იღებს პასუხისმგებლობას სხვა პირებთან სამოქალაქო ურთიერთობებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
ამასთან აბონენტი - მომხმარებელი არის არა თუ მერია, არამედ სწორედ მოპასუხე.
შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ მოპასუხე არ ატარებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, მოხმარებული წყლის დავალიანების დაფარვაზე, ვინაიდან ხარჯების გადახდა უნდა მოახდინოს მერიამ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხესა და მერიას შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდება მოპასუხის წესდებით და შესაბამისი კანონმდებლობით, მოპასუხეს, თავისი ურთიერთობა მერიასთან შეუძლია მოაგვაროს ადმინისტრაციული და სამოქალაქო წესით, მათ შორის რეგრესის წესით (თუ ამის საფუძველი არსებობს).
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს, თუმცა მოსარჩელეს გადახდილი აქვს 100 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი.
ამასთან ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ (2760.79 ლარის ოდენობით), მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანიის“ (ს/კ 4--------) სარჩელი ა----------–---–---- სამუსიკო სკოლის (ს/კ 2--------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ა----------–---–---- სამუსიკო სკოლას შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანიის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2760.79 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 (ორმოცდა ათი) ლარი (გადამხდელის დასახელება შპს „-----------–-------------------–- წყალმომარაგების კომპანია“, საგადახდო დავალება 25139659, გადახდის თარიღი 22.03.2019წ., სახაზინო კოდი 300603150). მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 (ორმოცდა ათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან