გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2019
საქმის ნომერი
050210018002724374
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210018002724374

N2/1268-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.05.2019 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე- შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა",მოსარჩელის წარმომადგენელი -კო---------------–----ძე,მოპასუხე -შპს პრ-------------------–----,წარმომადგენელი-არ---–---–-----ე

დავის საგანი:მართსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი:

1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

1.1.მოპასუხე შპს ,,პ---------------------–---ს", მოსარჩელე შპს ''ს----------–-----------------------------------------ა“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება- 299 026.87 ლარის ოდენობით;

1.2.მოპასუხე შპს პ---------------------–---ს, მოსარჩელე შპს ''ს----------–-----------------------------------------ა“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის-9276.58 ლარის ოდენობით გადახდა;

მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე:

მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენლის მითითებით, 2----–-–------------------ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ასა“ და შპს პ---------------------–---ს შორის, გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N---- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა“ ახორციელებდა შპს პრ-------------------–----ს ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურებას. შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა" არ იყო პასუხისმგებელი გგს-ის დაცვასა და უსაფრთხოებაზე. გგს-ის ტერიტორიის დაცვა უნდა უზრუნველყოს შპს პ---------------------–---მა.

მოსარჩელე ორგანიზაციის განმარტებით, 2----–-–------------------, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის" თანამშრომლების მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ-----–--------–ი ჩატარებული შემოწმების დროს შპს პრ-------------------–----ს მფლობელობაში არსებულ გაზგამანაწილებელ სადგურზე არსებულ ბუნებრივი გაზის მრიცხველზე დაფიქსირდა მექანიკური დაზიანება. კერძოდ, მრიცხველის გამათანაბრებელი ონკანის შუა ვენტილი იყო ღია მდგომარეობაში. მრიცხველის გამათანაბრებლის ონკანზე მანიპულაციის საშუალებით ხდებოდა ბუნებრივი გაზის უფრო მეტი რაოდენობით გატარება, ვიდრე ამას აღიქვამდა მრიცხველი. აღრიცხვის გარეშე მიღებული ბუნებრივი გაზი წარმოადგენს დანაკარგს მაგისტრალური გაზსადენის სისტემაში, რომლის შევსებაც საკუთარი სახსრებით უწევს ბუნებრივი გა-------------------------- ლიცენზიატს. აღნიშნული მართსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის ოდენობამ ექსპერტიზის ეროვბნული ბიუროს 2----–-–--------------------------- დასკვნიდან გამომდინარე შეადგინა-299 026.87 ლარი. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს. გაზის დატაცების შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა გამოანგარიშებული იქნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2----–-–----------------- N--------------- დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“’ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესების მიხედვით. მოსარჩელის თანამშრომლის მიერ მოპასუხის წარმომაგენლების თნდასწრებით, შედგენილ იქნა შესაბამისი აქტი და მოპასუხეს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება.

დარღვევის აღმოჩენამდე, მოსარჩელის თანამშრომლის მიერ შპს პრ-------------------–----ს მრიცხველის ბოლო შემოწმება განხორცილელდა 2017 ლის 3 აგვისტოს. ამავე მრიცხველის მიერ დარღვევამდე გატარებული დღეღამური მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებელი შეადგენდა 9,2903 ათას კუბურ მეტრს. შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების მიხედვით მოსარჩელის მიერ მრიცხველის უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (2017 წლის 3 აგვისტო) დარღვევის აღმოჩენის და ბუნებრივი გაზის დღეღამური მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებლის (9,2903 ათასი კუბური მეტრი) გათვალისწინებით გაანგარიშებულმა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობამ შეადგინა 492.3874 ათასი კუბური მეტრი.

მოსარჩელე ორგანიზაციამ 2017 წლის 4 ოქტომბერს და 6 ოქტომბერს წერილებით მიმართა მოპასუხეს და აცნობა ზიანის ოდენობა და განუსაზღვრა ვადა 20 დღე ზიანის ასანაზღაურებლად, რასაც რეაგირება არ მოყოლია. მოსარჩელე მხარის განმარტებით საქართველოს შ----------------------------–--------------–--–--------------------------- სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დასტურდება შპს პრ-------------------–----ს მფლობელობაში არსებულ გაზგამანწილებელ სადგურზე არსებულ ბუნებრივი გაზის მრიცხველზე მექანიკური დაზიანების ფაქტი, რაც იძლეოდა ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების საშუალებას. ხელშეკრულებით დაცვაზე პასუხისმგებელი იყო მოპასუხე, რაც ვერ უზრუნველყო.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ასევე ითხოვს მიუღებელი შემოსავალის სახით-9276.58 ლარის დაკისრებას მოპასუხე ორგანიზაციისადმი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა-არ---–---–-----ემ განმარტა, რომ მოსარჩელე ორგანიზაციისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, უშუალოდ მოპასუხე ორგანიზაცის მიერ არ დასტურდება. გაზის უკანონოდ მომხმარელი არ არის დადგენილი და თვლის, რომ მისი მარწმუნებელი ორგანიზაციია პირიქით დაზარალებული. მიიჩნევს, რომ სამართლებრივი მოტივაცია არ არის დასაბუთებული. მრიცხველს აქვს უნიკალური კოდი და სხვას არ შეუძლია მასზედ შეხება და მანიპულირება. შს სამინისტროს ო-----------------------–--------------–------ გადმოგზავნილი მასალებიდანაც არ დგინდება მათი ბრალეულობა.

 

მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სოფ. ლ--------–- გგს-ის შემოწმება მოხდა 2017 წლის 25 სექტემბერს, რა დროსაც დაზიანება არ აღინიშნებოდა და ზიანის ოდენობა ერთ დღეში-2017 წლის 26 სექტემბრისათვის (შემთვევის დღეს) არ შეიძლება ყოფილიყო იმ ოდენობით, რაც მოსარჩელე მხარის მიერ იქნა დაფიქსირებული. მიიჩნევს, რომ საქმეში არ მიპოვება მტკიცებულება მისი მარწმუნებელი ორგანიზაციის ბრალეულობასთან დაკავშირებით და თვლის, რომ სარჩელი არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2----–-–------------------ შპს,,ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,პ---------------------–---ს“-ს შორის გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N---- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა“ ახორციელებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ--------–- არსებული, შპს ,,პ--------------------–---ის“ ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურებას, რაც მოიცავდა შემდეგს:

 

გაზსადენის პერიოდულ შემოვლა-დათვალიერება გაჟონვებისა და უწესრიგობების აღმოჩენის მიზნით (1.1.1. პუნქტი); დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში, ავარიებისა და ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციას, მიმდინარე რემონტს, სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებზე დოკუმენტაციის გაფორმებას დადგენილი წესით (1.1.2.); ამავე ხელშეკრულებით შემსრულებელი უზრუნველყოფს დამკვეთის ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის სათანადო ექსპლუატაციას. შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი გაზის გამანაწილებელი სადგურის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გაზის გამანაწილებელი სადგურის ტერიტორიის დაცა უნდა უზრუნველყოს დამკვეთმა (1.2).

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს მაგისტრალური გაზსადენის განშტოების და გაზის გამანაწილებელი სადგურების მომსახურების ხარჯები თვეში 500 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით.

 

4.3. პუნქტის მიხედვით დამკვეთის მიერ მომსახურების ღირებულების საფასურის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია დააკისროს მას პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება ძალაშია 2----–-–----------------------–-–---------–------- (6.1. პუნქტი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება

15.12.2----–-–------––-------–--ა (ს.ფ.19-20).

 

3.2.2. 20---–-–-------------------------–-------------–----–------------ აქტით ირკვევა, რომ 2----–-–------------------, გამანაწილებელი სადგურის ერთ-ერთი გეგმიური მომსახურების დროს, დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის მოხმარება აღრიცხვის კვანძის გვერდის ავლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

26.09.2----–-–--------- აქტი (ს.ფ.17).

 

3.2.3. საქმეშია 2017 წლის 3 აგვისტოს აღრიცხვის კვანძის შემოწმების N------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

3.08.2----–-–--------- აქტი (ს.ფ.23).

 

3.2.4. საქმეშია შპს პრ-------------------–----სათვის დარღვევის პერიოდში დარიცხული ბუნებრივი გაზის მოცულობის დაანგარიშება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

დაანგარიშება (ს.ფ. 24-33).

 

3.2.5. საქმეშია ე------------------------------- რომლის მიხედვით ბუნებრივი გაზის საბითუმო სარეალიზაციო საბაზრო ღირებულება 2017 წლის მდგომარეობით 1000 მ3-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 250 აშშ დოლარს დღგ-ს და სეწმეკის მიერ დადეგნილი გადახდის გარეშე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ე------------------------------ (ს.ფ. 34-36)

 

3.2.6. საქმეშია ს----------–-----------------------------------------ის გენერალური დირექტორის 2017 წლის 4 ოქტომბრის წერილი შპს პრ-------------------–----ს აღმასრულებელი დირექტორისადმი, საიდანაც ირკვევა, რომ 2----–-–------------------ შპს პრ-------------------–----ს გაზგამანაწილებელი სადგურის დაზიანების შემდგომ კომპანიისათვის მიყენებულმა ზარალმა, რომელიც დაანგარიშდა 2017 წლის 3 აგვისტოდან, ვინაიდან ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების დაწყების თარიღი იყო უცნობი, ხოლო ბოლო შემოწმება მოხდა 2017 წლის 3 აგვისტოს, კომპანიისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ შეადგინა 299026.87 ლარი, რაც უნდა გადაეხადა წერილის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, რაც მოპასუხეს არ დაუფარავს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

წერილი (ს.ფ. 39-40).

 

მოწმე ზ-----------–----- განმარტებით 1977 წლიდან დღემდე მუშაობს გაზის ინდუსტრიის სფეროში. აქვს დაახლოებით 45 წლიანი მუშაობის სტაჟი. მოწმის განმარტებით გაზსგასამართი სადგურები, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში თითქმის ყველა მისი აშენებულია, მათ შორის შპს კვაჭალათი, რომლის გასხვისებაც მოხდა შემდგომ. იგი არის შპს კ-----–----- კონსულტანტი. მოწმის განმარტებით გგს-ი არის ყოველთვის იმ კომპანიის, რომლემაც ააშენა და რომელიც ფლობს გაზგასამართ სადგურებს, მისი განმარტებით იმ შემთხვევაში გგს-ი იყო იმ კომპანიის საკუთრებაში, რომელსაც ედავებიან, თუმცა გაზის კორპორაცია არის ვალდებული უზრუნველოყოს სხვა პირთა შესვლაზე კონტროლი, რადგან თვითონ კორპორაცია გასცემს გაზს მრიცხველით, რომელიც უნდა იყოს აღრიცხვის ქვეშ. ამიტომ კორპორაციას აყვანილი ყავს ოპერატორი, რომელიც ყოველდღე დღის 11:00 საათზე აკეთებს აღრიცხავს. გაზის ტრანპორტირების კორპორაციას გადაეცემა პრომეთეგაზის საკუთრებაში არსებული გგსი. შესაბამისად მოპასუხე ორგანიზაციას ამის შემდეგ არ აქვს უფლება იქ შესვლის და მასზე ზემოქმედების. კორპორაციას ყავს მისი წარმომადგენელი, რომელიც ყოველ დღე აღირცხავს მრიცხველს, რომელიც არის მკაცრი დაცვის ქვეშე და უყენია როგორც ბოქლომი, ასევე ლუქი. ლუქი არის წითელი ფერის, რომლის დაზიანება შესამჩნევია და თუ ის გაწყვეტილია, ოპერატორი ვალდებულია ამცნოს გაზის კოპორაციას და მეპატრონეს. მოწმის განმარტებით შემთხვევის დროს ერთდროულად უნდა მოხდეს როგორც გაზის კორპორაციის, ასევე პრ-------------------–----ს წარმომადგენლის მისვლა ადგილზე. მოწმის განმარტებით როგორც ბოქლომის, ასევე პლომბის დზიანება ადვილად შესამჩნევია, თუმცა ამის გარდა გაზის კორპორაციას გააჩნია აპარტურა, საიდანაც შეიძლება მრიცხველის გაკონტროლება. თუმცა ოპერატორი მაინც გადასცემს მონაცემებს და ხდება შედარება. მოწმის განმარტებით ბოქლომისა და ლუქის დაუზიანებლად შეუძლებელია ცენტრალურ მრიცხველზე შეღწევა. მისი განმარტებით ლუქი არის უნიკალური, რომელიც მხოლოდ კორპორაციას გააჩნია. მოწმის განმარტებით შეუძლებელია ერთი დღეში მოხდეს 300000 ლარამდე გაზის გაფრქვევა. აღნიშნული ზიანი წარმოადგენს დაახლოებით სამი თვის შედეგს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მოწმე ზ-----------–----- ჩვენება (იხ, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

მოწმე- გი-----------–---–-ს განმარტებით 2017 წლის 26 სექტემებრს მუშაობდა სოფ. ლ---------- გაზის გამანაწინელი ქვესადგურის ოპერატორად. მისი დამსაქმებელი იყო სა---------–----------------------------------------ა. მის კომპენტეციაში შედიოდა ყოველ დილით 11 საათზე გაზის გამანაწილებლ სადგურში გამავალი და შემავალი წნევის აღწერა და გადაცემა გა-------------------------- კომპანიისათვის. ლუქის, პლომბის ან ბოქლომის დაზიანების შემთხვევაში ვალდებული იყო ეცნობებინა მათი ზემდგომებისათვის. მოწმის განმარტებით 2017 წლის 25 სექტებერს ყველაფერი იყო ნორმაში, არ იყო დაზიანებული არც პლომბი და არც ბოქლომი, ხოლო 26 სექტემბერს დაურეკა უშუალოდ მისმა უფროსმა დილის 11:00 საათამდე და აღმოჩნდა რომ ლუქი იყო მოხსნილი და მრიცხევლი დაზიანებული. მოწმის განმარტებით მრიცხველი მოთავსებული იყო რკინის ყუთში, რასაც ვერ ხედავს, მაგრამ შესაძლებელია მხოლოდ ფანჯრის დანახვა, სადაც წერია რიცხვები. მრიცხველის შინგით არსებული პლომბის დაზიანებას, მისი სამასახურეობრვი მოვალეობის შესრულების დროს ვერანაირად ვერ დაინახავდა. მოწმის განმარტებით აღნიშნულ დღეს ლუქი იყო გახსნილი, ხოლო 25 სექტემბერს ლუქი და ბოქლომი დაზიანებული არ იყო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მოწმე გი-----------–---–-ს ჩვენება (იხ, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 317-316-ე, 361-ე, 629-ე, 992-ე, 411-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილა უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცით.

 

როგორც დადგენილია შპს ს----------–-----------------------------------------ამ თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2----–-–-----------------

 

საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ..

 

317-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება...

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილა მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება...

 

361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებათა რიცხვს, კერძოდ, ერთი მხარის ვალდებულებაა შეასრულოს სამუშაო, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია - გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ემუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ ან ვერ შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

 

როგორც დადგენილია მოსარჩელის მოთხოვნაა დაეკისროს- შპს ,,პ---------------------–---ს" შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის" სასარგებლოდ -299 026.87 ლარის გადახდა, როგორც მიყენებული ზიანის თანხა.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უწინარესად გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. თუმცა, ზიანის ოდენობა ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული.

 

ამავდროულად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

სსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლომ უნდა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით უნდა გადაწყვიტოს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ გაზის დატაცების შედეგად შპს ,,პ---------------------–---“-ის მიერ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა -299 026.87 ლარი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2----–-–----------------- N--------------- დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“’ 1-ლი მუხლი ადგენს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის საიმედოობის სტანდარტებსა და ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს. წესები სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით ახორციელებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას, ტრანსპორტირებას, მიწოდებას, განაწილებას ან/და მოხმარებას. მე-2 მუხლით წესებში მოცემული ნორმები აწესრიგებს ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს, ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიატებსა და პირდაპირ მომხმარებელს შორის ურთიერთობებს.

 

მე-10.1 მუხლის დადგენილი წესების მიხედვით ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება ბუნებრივი გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთება, მრიცხველის ბრჯენების დაზიანება (მრიცხველის სიზუსტის დარღვევით), მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება და მრიცხველის გვერდის ავლით ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებისა). ამავე მუხლის მე-2 პუნქტით ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში ბუნებრივი გა-------------------------- ლიცენზიატი უფლებამოსილია წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზის მომარაგება პირდაპირ მომხმარებელს ან განაწილების ლიცენზიატი.

 

მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ გატარებული ან მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შემდეგი წესით:

 

რაოდენობა დაანგარიშდება ბუნებრივი გა-------------------------- ლიცენზიატის მიერ ბოლო შემოწმების თარიღიდან. შემოწმებად ჩაითვლება ტრანსპორტირების ქსელის ან მრიცხველის ვიზუალური შემოწმებაც (რომელიც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით ან სხვა სახის შესაბამისი წესით შედგენილი დოკუმენტით).

 

დადგენილია, რომ 2----–-–------------------ შპს,,ს----------–-----------------------------------------ას“ და შპს ,,პ---------------------–---ს“-ს შორის გაფორმდა მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N---- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა“ ახორციელებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ--------–- არსებული, შპს ,,პ--------------------–---ის“ ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურებას (იხ. პუნქტი 3.2.1).

 

აღრიცხვის კვანძის შ----–-------------------- ირკვევა, რომ 2----–-–------------------, სოფ. ლ--------–- გამანაწილებელი სადგურის ერთ-ერთი გეგმიური მომსახურების დროს, დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის მოხმარება აღრიცხვის კვანძის გვერდის ავლით (იხ. პუნქტი 3.2.2).

 

საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ მიერ მრიცხველის ბოლო შემოწმება განხორციელდა 2017 წლის 3 აგვისტოს (იხ.ს.ფ. 23). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,პ---------------------–---“-ის ბუნებრივი გაზის მრიცხველიდან ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ მიერ მრიცხველის ბოლო შემოწმებიდან (2017 წლის 3 აგცისტოდან) ბუნებრივი გაზის შეწყვეტის თარიღამდე (-----–-–---------------------- გატარებული ბუნებრივი გაზის დღეღამური მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებლის გათვალისწინებით გაანგარიშებულმა ოდენობამ შეადგინა 9.2903 ათასი კუბ/მეტრი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N---------------------------------- მიხედვით, 1000 კუბ/მეტრი ბუნებრივი გაზის ღირებულება შეადგენს 250 აშშ დოლარს (იხ. ს.ფ. 34), ხოლო საქართველოს ეროვნული ვალუტის საშუალო კურსი აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენდას 2.4292. შესაბამისად, შპს ,,პ---------------------–---“-ის მიერ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა- 299 026.87 ლარი. აღნიშნულის საპირისპირო, გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხის სასამართლოსათვის არ წარუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებით. ასევე დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ ვინაიდან 2017 წლის 25 სექტემბრის დღის 11 საათზე სოფ. ლ--------–- მოხდა გაზგამანაწილებლის მრიცხველის შემოწმება და დაზიანების კვალი არ ჩანდა, შესაბამისად ერთ დღეში ვერ მოხდებოდა - 299 026.87 ლარის ოდენობის ზიანის მიყენება, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან როგორც საქმის მასალებიდან და მხრის ახსნა-განმარტებიდან ჩანს, ზიანის გაანგარიშება მოხდა მრიცხველის ბოლო შემოწმებიდან 2017 წლის 3 აგვისტოდან 2017 წლის 2----------------- პერიოდში.

 

6.2. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავათან დაკავშირებით გაზრდილ მოთხოვნას არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემობათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსი იცნობს სხვადასხვა სახის ზიანის ინსტიტუტს, მათ შორის რეალურ ზიანსა და მიუღებელ შემოსავალს. ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი წარმოადგენს დადებით, ანუ მატერიალიზებულ ზიანს, რაც ხელყოფის, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სსკ-ის 411-ე მუხლის ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans) (შდრ: საქმე №ას-929-869-2017, 27 დეკემბერი, 2017 წელი). სხვა სამოქალაქო საქმეში (შდრ: სუსგ №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015წ.) აღნიშნაულია, რომ დასახელებული ნორმა მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო (იხ., სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუს-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011წ.).

 

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელემ იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.

 

როგორც უკვე განიმარტა იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა.

 

დადგენილი პრაქტიკით მიუღებელი შემოსავალი ეს არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ., სუსგ, №ას-218-210-2013, 10 მარტი, 2014წ.). ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბუნდოვანია მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშება, მხარის მარტოოდენ განმარტება ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის" სარჩელი ნაწილობრივ.

1.1. დაეკისროს შპს ,,პ---------------------–---ს" შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის" სასარგებლოდ- 299 026.87 ლარის გადახდა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

2. სახ. ბაჟის თანხა -5000 ლარის პოდენობით დაეკისროს შპს ,,პ---------------------–---ს" შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის" სასარგებლოდ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე