გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №231210019002983311-2/096-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. ბორჯომი
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ლანა ლონდარიძე
მოსარჩელე - ავ--------–----–-–---–ი
წარმომადგენელი - ნი-------–-–---–ი
მოპასუხე - ირ--------–-----ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ირ--------–-----ეს დაეკისროს ავ--------–----–-–---–ისა და ნ--------–-–---–-- სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური (ქონებრივი) ზიანის 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ავ--------– და ნი-------–-–---–ები ცხოვრობენ ქალაქ ბო-------–ი, ჭ----------------ში (ძვ. მა------–---------ა), მათ მეზობლად მე-3 სართულზე, მათი ბინის თავზე ცხოვრობს მოპასუხე ირ--------–-----ე, რომელსაც ნ--------–-–---–-- საძილე ოთახის თავზე მოწყობილი აქვს სველი წერტილი-სამზარეულო ფართით.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და მითითებებისა, სხვადასხვა სამსახურის მხრიდან, მოპასუხის მხრიდან მაინც არ მოხდა სველი წერტილის გადატანა, რომელიც პერიოდულად საფრთხეს ქმნის, წყლის გაჟონვისა და ჩამოსვლის შედეგად, მოსარჩელეებს ადგებათ ზიანი. ისინი ითმენდნენ მოპასუხის გულგრილობისა და უმოქმედობის გამო წყლის ჩამოსვლას, სახლის სხვადასხვა წერტილების დაზიანებას და არემონტებდნენ საკუთარი სახსრებით. მოპასუხემ კვლავ თავისი უმოქმედობის გამო, დროულად, რომ არ შეაკეთა დაზიანებული მილები, 2017 წელს ასეთი ფაქტის დადგომისას, მოსარჩელეები იძულებული გახდნენ ჩამოერთვათ მოპასუხისთვის ხელწერილი, რათა ირ--------–-----ეს უკვე ეკისრა წერილობითი პასუხისმგებლობა მისგან წყლის ჩამოსვლის გამო ზიანის ანაზღაურებისა. მიუხედავად ამისა, მან მაინც არ შეაკეთა თავისი წყლის სისტემა, რამაც 2018 წლის 1-------------ს, ღამის 2 საათზე, მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან, კვლავ მისი უმოქმედობისა და გაუმართავი წყალგაყვანილობის გამო, მთლიანად ჩამორეცხა მათი ბინა, კერძოდ ნ--------–-–---–-- საძინებელი ოთახი გახდა საცხოვრებლად გამოუსადეგარი, რითაც მათ მიადგათ როგორც მორალური და ასევე მატერიალური (ქონებრივი და არაქონებრივი) ზიანი.
თავდაპირველად მოპასუხეც შეწუხებული იყო და განიცდიდა აღნიშნულ ფაქტს, პირდებოდა მოსარჩელეებს ზარალის სრულ ანაზღაურებას და/ან ბინის გარემონტებას, თუმცა პირობა არ შეასრულა და ხელოვნურად გაჰყავდა დრო. მოსარჩელეები იძულებული გახდნენ ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები საკუთარი სახსრებით. სამუშაოების მიმდინარეობისას, მოპასუხემ განაცხადა, რომ აანაზღაურებდა მიყენებული ზიანის მხოლოდ ნაწილს, კერძოდ 500 ლარი, თუმცა ეს თანხაც არ მოუცია მათთვის. მიუტანა თაბაშირ-მუყაოს ფილა, რომელიც იყო უხარისხო და გამოუსადეგარი.
მიუხადავად იმისა, რომ მოპასუხე ოთახს პირვანდელ მდგომარეობას ვერ აღადგენდა, რადგან მეტად იშვიათი და ძვირი მოხატულობის რემონტი ჰქონდათ მოსარჩელეებს, ისინი მაინც თანახმა იყვნენ, მოპასუხეს გაეკეთებინა ჩვეულებრივი სუფთა, ოღონდ ნორმალური ხარისხის მასალის რემონტი, რაზედაც მან უარი განაცხადა და უთხრა, რომ მიემართა სასამართლოსთვის. რა თანხასაც დააკისრება სასამართლო, იმას გადაიხდიდა, ამის გამო მოსარჩელეები იძულებული გახდნენ თავდაპირველად მიემართათ სპეციალისტისათვის, რათა განესაზღვრა ჩასატარებელ სამუშაოთა ღირებულება, რომლის მეშვეობითაც საძინებელი ოთახი გახდებოდა ცხოვრებისათვის ვარგისი. ღირებულებამ შეადგინა 2300 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ირ--------–-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი სამზარეულო ფართი არ არის განთავსებული ნ--------–-–---–-- საძინებელი ოთახის თავზე, გე-–-–---–---ს საძიენებლი ოთახის თავზე, გათავსებულია მისი და მისი შვილის მომცრო ზომის საძიენებლი ოთახი, რომელსაც ესაზღვრება სამზარეულო, რომლის იატაკი ოთხიოდე კვადრატული მეტრის ფართით გადადის გე-–-–---–---ს იმ საძიენებლი ოთახის თავზე, რომლის ჭერიც 2018 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით ღამის ოთხი საათისათვის, მისი საცხოვრებელი ბინიდან წყლის ჩასვლით დაუზიანდა.
მისი განმარტებით, არცერთი შესაბამის სამსახურის წარმომადგენელს არ მიუმართავს მისთვის და არანაირი მითითება და გაფრთხილება არ მიუცია იმის თაობაზე, რომ მოეხდინა სველი წერტილის, კერძოდ სამზარეულოს გადატანა, ბინის სხვა ნაწილში. ირ--------–-----ის განმარტებით, აღნიშნული ბინის მესაკუთრე იგი გახდა 2015 წელს და მოსარჩელეების წყალი არასოდეს ჩასვლიათ წყალი, გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა. 1--------- წელს მის მიერ შედგენილი იქნა ხელწერილი იმის გამო, რომ თუ ბინაში (კერძოდ, ირ--------–-----ემ მის საკუთრებაში არსებული აივნის ნაწილის ფართში მოაწყო სანიტარული კვანძი, სწორედ ამ ფაქტის გამო გაღიზიანდნენ მოსარჩელეები და მას მოსთხოვეს წერილობითი გარანტია, რათა თუ მომავალში აღნიშნული წეტილიდან წყლის ჩასვლით დაუზიანებდა მათ საკუთრებას, აუნაზღაურებდა ზიანს პირადი სახსრებით. აღნიშნული წერტილიდან არასოდეს მომხდარა წყლის ჩადინება მოსარჩელე მხარესთან.
2018 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით ღამის ოთხ საათზე, მოპასუხისგან გე-–-–---–-----ნ წყლის ჩასვლის ფაქტს რაც შეეხება, აღნიშნული გამოიწვია ღამის საათებში სავარაუდოდ წყლის მომატებულმა წნევამ, რამაც გახეთქა (გაგლიჯა) სამზარეულოს ნიჟარაში შემავალი ცხელი და ცივი წყლის ორი ცალი ვერცხლისფერი მილიდან ერთ-ერთი და რის გამოც მოხდა წყლის ჩასვლა, მოპასუხისგან დამოუკიდებელი და წინასწარ ყოვლად გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო. აღნიშნულ ფაქტამდე, მის საცხოვრებელ ბინაში წყალგაყვანილობის სისტემის მილები აღნიშნულ ფაქტამდე ნამდვილად არ ყოფილა დაზიანებული და შესაკეთებელი, ის ნამდვილად მწყობრში იყო და ყოველივე ზემოაღნიშნულის წინასწარ განჭვრეტას ვერანაირად შეძლებდა. მისი თქმით, ნ--------–-–---–-- ძმას გი-----–-–---–ს მოპასუხესთან საუბრისას ხშირად აღუნიშნავს, რომ წარსულში ბინის სხვა მესაკუთრეებს არაერთხელ ჩაუშვიათ წყალი მათთან, რის გამოც ისინი ზიანდებოდნენ.
მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ იგი ცხოვრობს 8 წლის შვილთან სა--------------–თან ერთად. იგი წლებია აღარ ცხოვრობს შვილის მამასთან ერთად. მომხდარის შემდეგ, იგი დაუკავშირდა თავისი შვილის მამას გე-–-------------–ს, ვინაიდან იგი წლებია, რაც მშენებლობის სფეროშია და სთხოვა დახმარება. მან მოახდინა მასალის დაანგარიშება, რაც საჭირო იქნებოდა წყლის ჩადინებით დაზარალებული გე-–-–---–---ს საძიენებლი ოთახის, დაახლოებით 15 კვადრატული მეტრი ფართის მქონე ჭერის აღსადგენად. 2018 წლის 22 სექტემბერს, ნ--------–-–---–-- ძმასთან - გი-----–-–---–თან შემდგარი შეთანხმებისამებრ, თავისივე სახსრებით, ქალაქ ბო-------–ი მდებარე სამშენებლო მაღაზიაში, ჭერის შესაკეთებლად ნაყიდი მასალა უკვე გი-----–-–---–ის ავტოფარეხში იყო შეტანილი. მაგრამ აღნიშნული მასალა ნი-------–-–---–მა უკანვე მოუბრუნა (მასალის მიტანიდან საახლოებით სამი-ოთხი კვირის შემდეგ). მასალა, კერძოდ თაბაშირმუყაოს ფილები, ლითონის პროფილები, ჭანჭიკები და სხვა საჭირო ნაწილები (სამაგრები), ნამდვილად არ ყოფილა უხარისხო და გამოუსადეგარი. მობრუნებული ორი ცალი თაბაშირმუყაოს ფილა, ნამდვილად იყო მათ მიერ დაზიანებული და გაფუჭებული. მობრუნებული მასალა ისევ მოპასუხის ბინაშია განთავსებული. მოსარჩელე მხარემ ასევე უარი განუცხადა მოპასუხეს მისი მხრიდან ხელოსნების მიყვანაზე, მათ ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები და ამით მაინც გაეწიათ შეღავათი, როგორც მეზობლისთვის. მოსარჩელე მხარეს ასევე ეცოტავა ჭერის მასალის გარდა მის მიერ შეთავაზებული თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. აქედან გამომდინარე, მათ მიერ ვერ მოხდა შეთანხმება, მოსარჩელე მხარე ყოველდღიურ რეჟიმში ზრდიდა მოთხოვნილი თანხის ოდენობას, აქედან გამომდიანარე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება იშვიათ რემონტს, მოპასუხე განმარტავს, რომ ლიცენზირებული სპეციალისტის აზრია გასათვალისწინებელი, თორემ დილეტანტის თვალით აღნიშნული რემონტი სავარაუდოდ სულ მცირე სამ ათეულ წელს ითვლიდა და თანამედროვე კრიტერიუმებით ალბათ აღარც კი წარმოადგენდა რაიმე ღირებულს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე სარჩელისთვის უნდა დაერთო შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ექსპერტის მიერ იქნებოდა ნამსჯელი, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, ასევე ექსპერტის მიერ განისაზღვრებოდა ზიანის ოდენობა, საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ამის გამო იგი არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას, რომელიც შედგენილია ი/მ დო--------------ის მიერ და ითვალისწინებს ქალაქ ბო-------–ი, ჭ----------------ში მცხოვრები ავ--------–----–-–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ორი ოთახის რეაბილიტაციას. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელეს თავიდანვე უნდა ჩაეყენებინა იგი საქმის კურსში, რაც მას არ გაუკეთებია. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში ხარჯები გაბერილია, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება. 2018 წლის 20 სექტემბერს, მისგან ჩასულმა წყალმა დააზიანა საძინებელი ოთახის ჭერი და ამავე ოთახში დაასველა კედელი დაახლოებით ორ-სამ კვადრატულ ფართზე, სამზარეულო ოთახი ნამდვილად არ დაზიანებულა, არადა ხარჯთაღრიცხვა გაწერილია ორ ოთახზე და შეადგენს 2300 ლარს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მოპასუხე. ირ--------–-----ე აცხადებს, რომ იგი პირველივე წუთებიდანვე აპირებდა მოსარჩელე მხარისათვის მატერიალური ზიანის ანაზღურებას, ლოგიკურ ფარგლებში რეალური ფასების გათვალისწინებით, რისი საშუალებაც მოსარჩელე მხარემ არ მისცა. მისი განმარტებით, ოთახების განლაგება ისეთია, რომ სამზარეულოში წყალი ვერ ჩავიდოდა და თუ როდისმე ჩასვლიათ, ეს ხდებოდა წვიმის დროს, შენობის გარე ფასადიდან (ხის მასალაზე გასავალს ნახულობდა წყალი), უნესტიანდებოდათ და უსველდებოდათ სამზარეულო ოთახი (აღნიშნული ოთახი მათ მხოლოდ შელესილი ჰქონდათ, რემონტი არ ჰქონიათ გაკეთებული). აღნიშნული პრობლემა გე-–-–---–---ს ოჯახმა იმით აღმოფხვრა, რომ ხის ფიცარზე, რომელზეც წვიმის წყალი გასავალს ნახულობდა ხელოსანს გადააკვრევინა თუნუქის ვერცხლისფერი ფირფიტა, რაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან გადაცემით იცის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2019 წლის 26 მარტის ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქალაქ ბო-------–ი, ჭ----------------ში მდებარე ბინის პირველი სართული ეკუთვნის ავ--------– ია-----ს ძე გე-–-–---–ს. ამავე სახლში, საკადასტრო კოდი - 6------------------, მესამე სართულზე ცხოვრობს ირ--------–-----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება (იხ. სფ.24-25);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხ. ოქმი).
3.1.2. მოპასუხე ირ--------–-----ემ 2017 წლის 10 ივნისს, დადო ხელწერილი მის მეზობელს ავ--------–----–-–---–ს წინაშე, რომ თუ იგი მომავალში თავისი მიზეზითა და ბრალეულობით დააზიანებდა (წყალს ჩაუშვებდა) თავისი ბინის ქვემოთ, პირველ სართულზე მცხოვრები მეზობლის ნ--------–-–---–-- საცხოვრებელ ბინას, პასუხისმგებლობას ღებულობდა, რომ საკუთარი სახსრებით აღუდგენდა დაზიანებულ რემონტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელზე დართული ხელწერილი(იხ. ს.ფ. 22).
3.1.3. 2018 წლის სექტემბრის თვეში, ირ--------–-----ემ ავ--------– და ნი-------–-–---–ების საცხოვრებელ ბინაში ჩაუშვა წყალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ფოტომასალა (იხ. ს.ფ.29-38, 81-100);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ირ--------–-----ის ბინიდან ავ--------– და ნი-------–-–---–ების საცხოვრებელ ბინაში ჩაშვებული წყლის შედეგად, დაზიანდა მათი საძინებელი ოთახის ჭერი და კედელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხ. ოქმი);
- ფოტომასალა (იხ. ს.ფ.29-38, 81-100);
- მოწმეთა ბო------------–---სა და გო------------- ჩვენებები (იხ. სხ. ოქმი)..
3.2.2. სპეციალისტ დო--------------ის მიერ შედგენილი ლოკალური ხარჯთაღრიცხვით, რომელიც შეეხება ქალაქ ბო-------–ი, ჭა----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ზედა სართულიდან წყლის ჩასვლის შედეგად საძინებელი ოთახის და სამზარეულოს რეაბილიტაციის ხარჯებს, დაზიანებული სარემონტო სამუშაოების აღდგენის საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 2018 წლის III კვარტლის დონეზე განისაზღვრა 2300.81 ლარით, აქედან დაზიანებული საძინებელი ოთახის რეაბილიტაციის ხარჯი იატაკის შეკეთების ხარჯის გარეშე, შეადგენს 1925.47 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქმეში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ.18-21).
3.2.3. მოწმის სახით დაკითხული ხელოსნის გო------------- ჩვენების თანახმად, მან გაარემონტა გე-–-–---–---ს დაზიანებული საძინებელი ოთახი. იგი განმარტავს, რომ ჭერი იყო გაჯით გალესილი, ამის გამო ვერ მოხდებოდა მისი შეკეთება, რის გამოც გიფსო კარდონით მოხდა მისი გაკეთება, ასევე კედელი იყო 2 მეტრამდე დაზიანებული, რომელიც გაშპაკლა და შპალერი გააკრა. მან ჯამში ჭერის გიფსოკარდონით გაკეთებაში, კედლის გაშპაკვლასა და შპალერის გაკვრაში აიღო 600 ლარი, ასევე 2 მ2 -ის მოცულობის კედელი იყო დაზიანებული, რომლის შეკეთებაშიც 100 ლარი აიღო, ანუ მის მიერ ხელობაში აღებული თანხა შეადგენს 700 ლარს. მისი განმარტებით, ჭერი ვერ გაკეთდებოდა გიფსოკარდონის გაკვრის გარეშე და ასევე კედელის დაშპაკვლის გარეშე, ვერც შპალერი გაიკვრებოდა. მან ასევე განმარტა, რომ იატაკისთვის ხელი არ უხლია მას და რელურად მხოლოდ საძინებელი ოთახის ჭერი და კედლები შეაკეთა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმე გო------------- ჩვენება (იხ. სხ. ოქმი).
3.2.4. მოწმე ბო------------–---ს ჩვენებით და მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, ირ--------–-----ე მოსარჩელეებს ნი--- და ავ--------–----–-–---–ებს სთავაზობდა 500 ლარის გადახდას და ასევე მასალის მიტანას. მაგრამ ვერ შედგა მათ შორის შეთანხმება. იგი ასევე განმარტავს, რომ რელურად დაზიანებული იყო ჭერი და კედელი, რაც შეეხება იატაკს და სამზარეულოს, ის დაზიანებული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმე ბო------------–---ს ჩვენება (იხ. სხ. ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ავ--------– და ნი-------–-–---–ების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 317-ე, 408-409-ე, 412-ე, 992-ე, მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 53-ე, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში, კერძოდ - პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სსკ-ს 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგი---ს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავდროულად, 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. განსახილველი ნორმა, ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელ წინაპირობად აწესებს მიზეზობრივი კავშირის არსებობას დამდგარ ზიანსა და პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორს) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის და 992-ე მუხლის განმარტებით დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს ეკისრება კუმულატიურად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: ა) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ბ) სახეზე უნდა იყოს ზიანი, გ) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, დ) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. ამასთან, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, სახელდობრ სახეზეა: ზიანი, რომელიც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და სახეზეა ზიანის მიმყენებლის ბრალი. სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის. ზიანში, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე - პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან დაზიანებით, დაზარალებულის მიერ გამომუშავების დაკარგვის ან შემცირებით და ა.შ. დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია არა ზიანის მიმყენებლის დასჯისაკენ, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაკენ, რომელიც არსებობდა უფლების ხელყოფამდე.
დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ''ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს''; ''არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდი---ს ზიანის მინიმალიზაცია''. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს. განსახილველი დავის ფარგლებში დადგინდა მოპასუხე ირ--------–-----ის ავ--------– და ნ--------–-–---–--ათვის ზიანის მიყენების ფაქტი. თუმცა მოპასუხე შეედავა მოთხოვილ ოდენობას და აღნიშნა, რომ დაზიანებული ოთახის სარეაბილიტაციო ხარჯი არ იყო 2300 ლარის ოდენობის, ასევე მისი ბინიდან ჩასული წყლით მხოლოდ ერთი საძინებელი დაზიანდა. მან განაცხადა, რომ მოსარჩელეებს გადაუხდიდა 1200 ლარს მორიგების შემთხვევაში.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ახასიათებს დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას მოახდი---ს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს დო--------------ას მიერ შედგენილი ლოკალური ხარჯთაღრიცხვა. ამავდროულად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, იძლევა ბინის გარემონტების შედეგად დახარჯული თანხის კონკრეტულ ოდენობას, რაც ამ მხრივაც გამართულს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას, თუმცა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულია ისეთი ხარჯები, რომლებიც მოპასუხის ბინიდან ჩასული წყლის მიერ მიყენებული დაზიანების შედეგად არ არის მიყენებული.
საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105-ე მუხლი).
სასამართლო სადავო შემთხვევაში დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ერთ საძინებელ ოთახში წყლის ჩადინებისა და აღნიშნული საფუძვლით ბინის დაზიანების ფაქტს, რაც დასტურდება საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით. მიყენებული ზიანის შედეგად ბინის სარემონტო ხარჯების მოცულობისა და მისი წარმოშობის საფუძვლების კვლევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და ხელოსან გო------------- განმარტება, რომელმაც მოსარჩელეებს გაურემონტა საძინებელი ოთახი.
ხელოსანმა გო------------ა, რომელიც დაიკითხა სასამართლო სხდომაზე, გაარემონტა გე-–-–---–---ს დაზიანებული საძინებელი ოთახი. მისი განმარტებით, დადგენილია, რომ ჭერი იყო გაჯით გალესილი, ამის გამო ვერ მოხდებოდა მისი შეკეთება, რის გამოც გიფსო კარდონით მოხდა მისი გაკეთება, ასევე კედელი იყო 2 მეტრამდე დაზიანებული, რომელიც გაშპაკლა და შპალერი გააკრა. მას ჯამში ჭერზე გიფსოკარდონით გაკეთებაში, კედლის გაშპაკვლასა და შპალერის გაკვრაში აიღო 600 ლარი, ასევე 2 მ2 -ის მოცულობის კედელი იყო დაზიანებული, რომლის შეკეთებაშიც 100 ლარი აიღო, ანუ მის მიერ ხელობაში აღებული თანხა შეადგენს 700 ლარს. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ჭერი ვერ გაკეთდებოდა გიფსოკარდონის გაკვრის გარეშე და ასევე კედლების გაშპაკვლის გარეშე, ვერც შპალერი გაიკვრებოდა. მან ასევე განმარტა, რომ იატაკისთვის ხელი არ უხლია მას და რელურად მხოლოდ საძინებელი ოთახის ჭერი და კედლები შეაკეთა.
დო--------------ის მიერ შედგენილი ლოკალური ხარჯთაღრიცხვა, ეხება საძინებელი ოთახის და სამზარეულოს რეაბილიტაციის ხარჯებს, რომლის თანახმადაც ქალაქ ბო-------–ი, ჭა----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ზედა სართულიდან წყლის ჩასვლის შედეგად, დაზიანებული სარემონტო სამუშაოების აღდგენის საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 2018 წლის III კვარტლის დონეზე განისაზღვრა 2300.81 ლარით, აქედან საძინებელი ოთახის სარეაბილიტაციო ხარჯმა იატაკის შეკეთებისა და სამზარეულოს შეკეთების გარეშე, შეადგინა 1925.47 ლარი, ხოლო სამზარეულო ოთახის სარეაბილიტაციო ხარჯის და იატაკის შეკეთების ხარჯი შეადგენს 374.53 ლარს.
წყლის ჩადინება და მოსარჩელეების - ავ--------– და ნ--------–-–---–-- საძინებელი ოთახის დაზიანება სისველის საფუძველზე დასტურდება ასევე საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებითაც. კერძოდ, მოპასუხემ განაცხადა, რომ მისი ბინიდან ნამდვილად ჩაუვიდა წყალი მათ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოშიც დაიწყო საქმის წარმოება, სადაც ნი-------–-–---–მა განახორციელა სატელეფონო ზარი. სასამართლო სხდომა მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ბო------------–---ს განმარტებით, ასევე დადგენილია, რომ რელურად დაზიანებული იყო ჭერი და კედელი, რაც შეეხება იატაკს და სამზარეულოს, ის დაზიანებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დგინდება მოპასუხე ირ--------–-----ის მიერ თავისი ბინიდან წყლის ჩადინებით, გე-–-–---–---ს საცხოვრებელ ბინაში მხოლოდ ერთი საძინებელი ოთახის ჭერისა და კედლების დაზიანების ფაქტი.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მათ ჰქონდათ იშვიათი რემონტი და მათ ბინაში არაერთხელ ჩამოუშვა ირ--------–-----ემ წყალი, ასევე ის გარემოება, რომ უშუალოდ მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული სხვადასხვა უწყების მიერ, აღნიშნულ სადავო ფაქტთან დაკავშირებით ფაქტობრივად მოსარჩელე მხარე მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა.
სასამრთლო მოპასუხის სხვადასხვა უწყების მიერ გაფრთხილების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიღებს ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2005 წლის 0-----–---ს ბორჯომის რაიონის ქალაქმშენებლობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და საბინაო კომუნალური მეურნეობის სამსახურის წერილს ნა----–----–----ს მისამართით, რომელსაც აფრთხილებდნენ, რომ გე-–-–---–ის ბინის საძინებელი ოთახის ზემოთ არ მოეწყო სამზარეულო, ხოლო სამზარეულოს ზემოთ კი სანიტარული კვანძი. აღნიშნული წერილით, 2005 წელს გაფრთხილებულია ნა----–----–---ე და არა ირ--------–-----ე. სხვა რაიმე ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოება წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ავ--------–----–-–---–ის საკუთრებაში არსებულ ბინაში საძინებლის ჭერი და კედელი დაზიანდა უშუალოდ მოპასუხე ირ--------–-----ის საკუთრებაში არსებული ბინიდან ჩასული წყლის საფუძველზე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოშობს დელიქტით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების კუმულატიურ წინაპირობებს. თავად მოპასუხეს არ გაუხდია სადაოდ ის ფაქტი, რომ მისი ბინიდან ჩავიდა მეზობლის ბინაში წყალი, რაც უნდა შეფასდეს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებად. სადავო შემთხვევაში, ანაზღაურებაზე ვალდებული პირის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოება, რომ წყლის ჩადინება მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში მოხდა მოპასუხის ბინიდან, რაც ასევე დასტურდება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ახსნა-განმარტებით, წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის ორი ოთახის რეაბილიტაციის ლოკალური ხარჯთაღრიცხვით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით.
სასამართლო მიერ გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ 2018 წლის სექტემბრის თვეში, ირ--------–-----ის საკუთრებაში არსებული ბინიდან ჩასული წყლით დაზიანდა ავ--------– და ნი-------–-–---–ების საცხოვრებელ ბინაში საძინებელი ოთახი, კერძოდ ჭერი და კედელი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით კი, სარეაბილიტაციო ხარჯი დაანგარიშებულია ორ ოთახზე, მათ შორის საძინებლის ოთახის იატაკზე, რაც რეალობას არ შეესაბამება, რადგან დადგენილია, რომ დაზიანდა მხოლოდ საძინებლის ოთახის ჭერი და კედელი, ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს თანხა სამზარეულოსა და იატაკის რეაბილიტაციის თანხის გამოკლებით, რაც ჯამში შეადგენს 1925 ლარსა და 47 თეთრს. ყოველივე ერთობლიობაში წარმოშობს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების წინაპირობას.
ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილება სხვა სარწმუნო და სათანადო მტკიცებულებით, კერძოდ მის ვალდებულებას შეადგენდა ხარჯთაღრიცხვა არგუმენტირებულად, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებების მოშველიებით გაექარწყლებინა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეების მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 50 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში ავ--------–----–-–---–ი და ნი-------–-–---–ი სარჩელის ფარგლებში ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას. სადავო საკითხი ღირებულებიდან და დავის საგნიდან გამომდინარე ექცევა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობაში, რის გამოც დავის საგნის ღირებულება ფულად მოთხოვნასთან დაკავშირებით განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით, რისი ანაზღაურებაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ავ--------–----–-–---–ისა და ნ--------–-–---–-- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ირ--------–-----ეს, მოსარჩელეების - ავ--------–----–-–---–ისა და ნ--------–-–---–-- სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს 1925.47 (ათას ცხრაას ოცდახუთი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა.
3. ავ--------–----–-–---–სა და ნი-------–-–---–ს უარი ეთქვას მოპასუხე ირ--------–-----ისათვის 374.53 ლარის დაკისრებაზე.
4. მოპასუხე ირ--------–-----ეს მოსარჩელეების - ავ--------–----–-–---–ისა და ნ--------–-–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია