გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.05.2019
საქმის ნომერი
330310019002862351
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1287-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

01 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ----------------

 

მოპასუხე - ზ----------

წარმომადგენელი - მ-----------------

 

დავის საგანი - სახელმწიფოს ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის თანხის დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზ---------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე, ჯამში 987 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე ქ.------–--–--------------–-------------------------------------- (ს.კ. 0---------------- წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ამ უძრავი ქონების ნაწილით (შენობა N--ის 37.61 კვ.მ ფართით) არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა ზ---------, რაც დასტურდება ფოტომასალით. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------------------- დასკვნის თანახმად, ქ-------–--–--------------–-----------------------------–----–------------------------------------- არსებული ს.კ. N 0----------------ით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N--ის (საერთო ფართობი 37,61 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 31 იანვრიდან საორიენტაციოდ შეადგენს 94 ლარს. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოპასუხე ზ---------- ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე, 987 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ზ---------- წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ ზ---- ი---- არის არასათანადო მოპასუხე, მოცემულ დავაში მოპასუხეა შპს ,,ტ-----------’’. ამასთან, 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე ზ--------- იყო შრომისუუნარო, რაც გამორიცხავს მისთვის თანხის დაკისრებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ფიზიკურ პირს - ზ---------- (პ/ნ 0----------) მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი 2011 წლის 2 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიკრო ბიზნესის სტატუსის სერთიფიკატი N0-------- (ს.ფ. 17)

 

3.1.2. 2015 წლის 1 მარტს შპს ,----------------- (მეიჯარე) და ზ---------- (მოიჯარე) შორის გაფრომდა იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარე გადასცემს ქვეიჯარით დროებით სარგებლობაში მოიჯარეს 30 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობის ნაწილს, მდებარე ქ-------–----------------–-----------------------------–----------------------------------, ავტომობილების გაზით გასამართ საკომპრესორო სადგურთან. 2.1. პუნქტის თანახმად, საიჯარო ფართით სარგებლობისთვის ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს 200 (ორასი) ლარს. მე-4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის 2015 წლის 1 მარტიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 დეკემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 1 მარტის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 57-58)

 

3.1.3. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თ---–----------------–-----------------------------–----–-------------------------------------, დაზუსტებული ფართობი: 784 კვ.მ,(ს.კ. 0---------------- საკუთრების უფლებით 2017 წლის 31 იანვრიდან აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N-/1---- ბრძანება, დამოწმების თარიღი 3--------- წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 31/01/2017 წ. (ს.ფ. 14-15);

 

3.1.4. სს ,,კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–--------’’ მიერ 2017 წლის 1 ივნისს გაცემული ცნობის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) თანახმად, პაციენტი ზ--------- სტაციონარში მოთავსებულ იქნა 2017 წლის 7 მაისს. გაეწერა 2017 წლის 30 მაისს. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - D----------–----------–-------–---–------------------–-----------–----------------–----------–-------–---–--------------------------------------–----------------------------–----------------–-------------------------------------------–-------------------------------------------–-----------------------------------------------------–-------------------------------------------------------–---–---------------–----------–------------–-------------------------------–-----------–-------------------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------–--–-–----------------------------------–---------------------------------------------------------------------------------–--------------------------- მოკლე ანამნეზი - გადატანილი აქვს ი–---------------–---- მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას - პაციენტი საჭიროებს მუდმივ მოვლა-მეთვალყურეობას. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - მკურნალობის გაგრძელება ოჯახის ექიმის, კარდიოლოგიის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო მასაჟი.

 

2017 წლის 23 ივნისს სს ,,კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–--------’’ მიერ გაცემული ცნობის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) თანახმად, ზ--------- სტაციონარში მოთავსებულ იქნა 2017 წლის 19 ივნისს და გაეწერა 2017 წლის 23 ივნისს. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - თ-----------------------–----------------------------–----------------–--------------------------------------------------------–------------------------------–--------------–---------------------------–---------------------------------- სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - დაენიშნა მკურნალობა მედიკამენტებით, საჭიროებს რეაბილიტაციურ ღონისძიებებს.

 

ექიმი-რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორის თ------–-------- 2018 წლის 13 მარტის დასკვნის თანახმად, ჩატარებული მრ-კვლევით გამოვლენილია მ---–----------–-------------–----------–- დაზიანება. პ------------------–----------–---- კერა მარცხნივ ქერქქვეშა ბირთვებში. სახეზეა ორივე ჰაიმორის წიაღის კედლების ლორწოვანის შეშუპება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,კ. ე----------------–----------------------–--------–---------------------------------–--–--------’’ მიერ 2017 წლის 1 ივნისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 83-86)

- 2017 წლის 23 ივნისის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 87-88);

- ექიმი-რადიოლოგის დასკვნა. (ს.ფ. 89);

 

3.1.5. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თ---–----------------–-----------------------------–----–-------------------------------------, დაზუსტებული ფართობი: 784 კვ.მ,(ს.კ. 0---------------- საკუთრების უფლებით 2017 წლის 15 ნოემბრიდან აღირიცხა ა---–----------–--- სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება N------------- უ.უ. დამოწმების თარიღი: 1--------- წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 15.11.2017 (ს.ფ. 16);

 

3.1.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-----------------ს №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ-------–--–--------------–-----------------------------–----–------------------------------------- არსებული ს.კ. 0----------------ით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N--ის (საერთო ფართი 37,61 კვმ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 31 იანვრიდან დღემდე მთლიან 37,61 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 94 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-----------------ს №0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 21-26);

- ფოტოილუსტრაცია (ს.ფ. 27-29);

 

3.1.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20---–-–---------------ს №------- წერილით ზ---------- ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–----------------–-----------------------------–----–------------------------------------- (ს.კ. 0---------------- წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. ზ---------- ეთხოვა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 31 იანვრიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20---–-–------------------ №------- წერილით ზ---------- კვლავ ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–----------------–-----------------------------–----–------------------------------------- (ს.კ. 0---------------- წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც (შენობა N--ის 37,61 კვ.მ ფართით) ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. ზ---------- ეთხოვა სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 31 იანვრიდან თვეში 94 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------ს №------- წერილით ზ---------- კიდევ ერთხელ ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–----------------–-----------------------------–----–------------------------------------- (ს.კ. 0---------------- წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლის ნაწილითაც (შენობა 37,61 კვ.მ ფართით) ის სარგებლობდა არამართლზომიერად და იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის. ზ---------- ეთხოვა წინამდებარე შეტყობინების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე, თვეში 94 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20---–-–---------------ს №------- წერილი (ს.ფ. 30);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20---–-–------------------ №------- წერილი (ს.ფ. 31-32);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------ს №------- წერილი (ს.ფ. 33-34);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს - ზ---------- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის საფასურის გადახდა 2017 წლის 17 აგვისტოდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, ჯამში 275 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხე ზ----------თვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისთვის საფასურის გადახდას 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე, ჯამში 987 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ--------- წარმოადგენს მეწარმეს, მას 2011 წლის 2 ნოემბრიდან მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი. ასევე დადგენილია, რომ ქ-------–--–--------------–-----------------------------–----–------------------------------------- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 784 კვ. მ (ს.კ. 0---------------- 2017 წლის 31 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-----------------ს №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ-------–--–--------------–-----------------------------–----–------------------------------------- არსებული ს.კ. 0----------------ით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N--ის (საერთო ფართი 37,61 კვმ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 31 იანვრიდან დღემდე მთლიან 37,61 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 94 ლარს. ამასთან, ზემოაღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ მოსარჩელე მხარემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის მოსამზადებლად მიმართა 2017 წლის 31 აგვისტოს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებას ერთვის სწორედ ამ პერიოდში - 2017 წლის 17 აგვისტოს შესრულებული ფოტომასალა, რასაც თავად მოსარჩელე მხარეც ადასტურებს. ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ზ----------თვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისთვის საფასურის გადახდა, 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდისთვის. თუმცა, საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ 2017 წლის 17 იანვრიდან 31 აგვისტომდე პერიოდში ზ--------- ნამდვილად სარგებლობდა სახელწმიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.

 

ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, რომელთა თანახმად, ზ--------- სტაციონარში მოთავსებულ იქნა 2017 წლის მაისს და გაეწერა 30 მაისს. პაციენტი საჭიროებს მუდმივ მოვლა-მეთვალყურეობას. რეკომენდაციად მიეცა - მკურნალობის გაგრძელება ოჯახის ექიმის, კარდიოლოგიის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო მასაჟი. ასევე წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ ზ--------- სტაციონარში კვლავ მოთავსდა 2017 წლის 19 ივნისს, გაეწერა 2017 წლის 23 ივნისს. გაწერისას დაენიშნა მკურნალობა მედიკამენტებით, საჭიროებს რეაბილიტაციურ ღონისძიებებს.

 

სწორედ აღნიშნული მტკიცებულებებისა და ასევე მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის მაისისა და ივნისის თვეში ზ--------- იყო შრომისუუნარო, რაც შეუძლებელს ხდიდა მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას (მანქანების შეკეთებას) ქ-------–--–--------------–-----------------------------–----–------------------------------------- (ს.კ. 0---------------- არსებულ უძრავ ქონებაზე.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა ნაწილში, კერძოდ - მოპასუხე ზ---------- სსიპ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 17 აგვისტომდე თვეში 94 ლარის ოდენობით, არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ზ---------- მხრიდან 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტი, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში (2017 წლის 17 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდისთვის), სასამართლო ითვალისწინებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად მიმართა 2017 წლის 31 აგვისტოს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებას ერთვის სწორედ ამ პერიოდში - 2017 წლის 17 აგვისტოს შესრულებული ფოტომასალა, რასაც თავად მოსარჩელე მხარეც ადასტურებს. აღნიშნული კი წარმოადგენს იმ ფაქტის დამადასტურებელ გარემოებას, რომ 2017 წლის 31 აგვისტოდან ზ--------- სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა ქ-------–--–--------------–-----------------------------–----–------------------------------------- (ს.კ. 0---------------- არსებულ უძრავ ქონებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ზ---------- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის გადახდა, 2017 წლის 17 აგვისტოდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდისთვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–-----------------ს №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ-------–--–--------------–-----------------------------–----–------------------------------------- არსებული ს.კ. 0----------------ით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N--ის (საერთო ფართი 37,61 კვმ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 31 იანვრიდან დღემდე მთლიან 37,61 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 94 ლარს. რაც ნიშნავს დღიურად 3.13 ლარს. შესაბამისად, ზ---------- უნდა დაეკისროს 2017 წლის 17 აგვისტოდან 5 ნოემბრამდე პერიოდისთვის თანხის გადახდა ჯამში 275 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რის გამოც სახეზეა მოპასუხე ზ----------ათვის სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ზ---------- მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის საფასურის გადახდა 2017 წლის 17 აგვისტოდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე, ჯამში 275 (ორას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე ზ---------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №-ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი