გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210118002562873 (2-463/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მაისი. 2019 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე: დ----- დ------ძე
მოსარჩელის წარმომადგენელი: ომ---------–---–ი
მოპასუხეები: გო----- ბო-–----ე, თე--------- ბო-–----ე, ლე--–- ბო-–----ე, მი------ ბო-–----ე, ნ---- ბო-–----ე, თე--------- ბო-–----ე.
წარმომადგენელი: დ----- გრ-----–--ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს გო----- ბო-–----ეს, თე--------- ბო-–----ეს, ლე--–- ბო-–----ეს, მი------ ბო-–----ეს, ნ---- ბო-–----ეს, თე--------- ბო-–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 06 მაისს გაცემული სესხის ძირი თანხა 8000 აშშ დოლარი მოსარჩელე დ----- დ------ძის სასარგებლოდ.
1.2. მოპასუხეებს გო----- ბო-–----ეს, თე--------- ბო-–----ეს, ლე--–- ბო-–----ეს, მი------ ბო-–----ეს, ნ---- ბო-–----ეს, თე--------- ბო-–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ დ----- დ------ძის სასარგებლოდ 2016 წლის 06 მაისს გაცემული სესხის ძირი თანხის, 8000 აშშ დოლარის ყოველთვიური სამ პროცენტიანი სარგებელი თვეში 240 აშშ დოლარი 2016 წლის 6 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.3. მოპასუხეებს გო----- ბო-–----ეს, თე--------- ბო-–----ეს, ლე--–- ბო-–----ეს, მი------ ბო-–----ეს, ნ---- ბო-–----ეს, თე--------- ბო-–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ დ----- დ------ძის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯები: სახელმწიფო ბაჟი 1097 ლარი და იურიდიული მომსახურების საფასური 1396 ლარი.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 06 მაისს მოსარჩელე დ----- დ------ძესა და მოპასუხეებს: გიორგი ბო-–----ეს, თე--------- ბო-–----ეს, ლე--–- ბო-–----ეს, მი------ ბო-–----ეს შორის დაიდო საკუთრების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოყიდვის უფლებით უძრავ ნივთზე ს/კ 22.26.0--1-- მდებარე მისამართზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზ-------ები, მე-11 ქუჩა, მე-2 ჩიხი, 1-ლი. ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 651.00 კვ.მ. მეტრი, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 270.51კვ.მ. ხელშეკრულების 2.2 მუხლით ნაყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 8000 (რვაათასი) აშშ დოლარს, ხოლო ხელშეკრულების 3.1. მუხლის შესაბამისად მხარეებმა გამოსყიდვის ვადად დათქვეს 2016 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, ხოლო ხელშეკრულების 3.6 მუხლის საფუძველზე მოპასუხეებმა მიიღეს ნაღდი ანგარიშსწორებით 8000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულება ფაქტიურად იყო მხარეებს შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 8000 აშშ დოლარზე, ყოვეთვიური ხუთპროცენტიანი სარგებლით გაცემული 2016 წლის 06 აგვიტომდე. მოპასუხეებმა სესხის მიღების შემდეგ დაარღვიეს მოსარჩელესთან დადებული შეთანხმება სესხისა და მისი საპროცენტო სარგებლის თაობაზე და არ გადაუხდიათ არც ძირი თანნხა და არც ერთი თვის საპროცენტო სარგებელი, თუმცა პირდებოდნენ, რომ ყველა თვის საპროცენტო სარგებელს ერთდროულად გადაუხდიდნენ. ასეთი დაპირებებით გავიდა სახელშეკრულებო და შემდგომში ზეპირსიტყვიერად შეთანხმებული ვადები, თუმცა მოპასუხეებმა პირობა არ შეaსარულეს, რაზეც 2018 წლის დასაწყისში მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის შედგა უsიამოვნო საუბარი სესხისა და მისი საპროცენტო სარგებლის სრულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში საგარანტიო ქონების მოსარჩელის დ----- დ------ძის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე. 2018 წლის 06 თებერვალს გო----- ბო-–----ემ, თე--------- ბო-–----ემ, ლე--–- ბო-–----ემ, მი------ ბო-–----ემ, ნ---- ბო-–----ემ და თე--------- ბო-–----ემ სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 06 მაისს გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.
2018 წლის 04 მაისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 06 მაისს დადებული ხელშეკრულება ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით უძრავ ქონებაზე მდებარე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზ-------ები, მე-11 ქუჩა, მე-2 ჩიხი, 1-ლი. ს/კ 22.26.0--1-- და სადაო ქონებაზე აღდგა გო----- ბო-–-----ს, თე--------- ბო-–-----ს , ლე--–- ბო-–-----ს, მი------ ბო-–-----ს, ნ---- ბო-–-----სა და თე--------- ბო-–-----ს საკუთრების უფლება. ამ გადაწყვეტილებით სასამართლოს დადგენილად უნდა ეცნო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, 5%-იანი საპროცენტო სარგებლით უძრავ ქონებაზე ს/კ 22.26.0--1-- ხელშეკრულების გაფორმების 2016 წლის 06 მაისიდან, თუმცა ქონება იპოთეკით არ დაიტვირთა. მოპასუხეთა ამჟამინდელი დავალიანება შეედგენს 8000 აშშ დოლარ ძირ თანხას და ამ თანხის ყოველთვიურ საროცენტო სარგებელს 5 % -ის ოდენობით. მოსარჩელე თავისი კეთილი ნებიდან გამომდინარე ამცირებს სარგებელს 3%-მდე და ყოველთვიურად გაცემული სასეხო კაპიტალზე ნაცვლად 400 აშშ დოლარისა, ითხოვს 240 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც სარჩელის შემოტანამდე შედგენს 6240 აშშ დოლარს და სასამართლო გადაწყვეტილების აღრულებამდე ყოველთვიურად გაიზრდება 240 აშშ დოლარით. ამჟამინდელი მდგომარეობით კი დავალიანება შეადგენს (8000+6240)=14240 აშშ დოლარს, რომლის გადახდაც უნდა დაეკიროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
2. მოპასუხის პოზიცია
წარმოდენილი შესაგებლით მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელის მოთხოვნა. ისინი ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის ნამდვილად მოხდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება, კრედიტორმა თავის დროზე სესხის სახით მათ ნამდვილად გადასცა 8000 აშშ დოლარი, თუმცა მათ მიერ ხელშეკრულების დადების მომენტშივე მოხდა წინასწარ პროცენტის გადახდაც. ასევე ყოველთვიურად იხდიდნენ სესხის ძირ თანხასაც და დღეის მდგომარეობით მოსარჩელეზე დარჩენილი აქვთ გადასხდელი 4000 აშშ დოლარი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მის მარწმუნებლებს გადახდილი აქვთ სესხის ნახევარი, მაგრამ არ აქვთ სათანადო მტკიცებულებები, ამიტომ ეთანხმება სარჩელის ძირი თანხის მოთხოვნას, ხოლო პროცენტი არ ყოფილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 06 მაისს მოსარჩელე დ----- დ------ძესა და მოპასუხეებს: გიორგი ბო-–----ეს, თე--------- ბო-–----ეს, ლე--–- ბო-–----ეს, მი------ ბო-–----ეს შორის დაიდო საკუთრების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, უძრავ ნივთზე ს/კ 22.26.0--1-- მდებარე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზ-------ები, მე-11 ქუჩა, მე-2 ჩიხი, 1-ლი. ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 651.00 კვ.მ. მეტრი, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 270.51კვ.მ. ნაყიდობის საგნის ღირებულება შეადგენდა 8000 (რვაათასი) აშშ დოლარს, გამოსყიდვის ვადა შედაგენდა სამ თვეს- 2016 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, მოპასუხეებმა მიიღეს ნაღდი ანგარიშსწორებით 8000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 06 მაისის საკუთრების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, მხარეთა ახსნა განმარტებები.
3.1.2. 2018 წლის 06 თებერვალს გო----- ბო-–----ემ, თე--------- ბო-–----ემ, ლე--–- ბო-–----ემ, მი------ ბო-–----ემ, ნ---- ბო-–----ემ და თე--------- ბო-–----ემ სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 06 მაისს გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.
2018 წლის 04 მაისს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 06 მაისს დადებული ხელშეკრულება ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით უძრავ ქონებაზე მდებარე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზ-------ები, მე-11 ქუჩა, მე-2 ჩიხი, 1-ლი. ს/კ 22.26.0--1-- და სადაო ქონებაზე აღდგა გო----- ბო-–-----ს , თე--------- ბო-–-----ს , ლე--–- ბო-–-----ს , მი------ ბო-–-----ს , ნ---- ბო-–-----სა და თე--------- ბო-–-----ს საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 06 მაისის საკუთრების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, იყო არა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც გაიცა სესხი 800 აშშ დოლარის ოდენობით, სამი თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი და სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველთვიური 5% -ით. ასევე დადგენილია, რომ მსესხებლებმა დაარღვიეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარეს სესხის თანხა შეთანხმებულ ვადაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-სასამართლოს გადაწყვეტილება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა მოთხოვნილი საპროცენტო სარგებელი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირი თანხის სულ 8000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული 3 თვის სარგებლის სახით 1200 აშშ დოლარის, ჯამში 8200 აშშ დოლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 403-ე, 404-ე, 463-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, 2016 წლის 06 მაისს მოპასუხეებმა გო----- ბო-–----ემ, თე--------- ბო-–----ემ, ლე--–- ბო-–----ემ, მი------ ბო-–----ემ, ნ---- ბო-–----ემ და თე--------- ბო-–----ემ დ----- დ------ძისაგან სესხად აიღეს 8000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, 2016 წლის 6 აგვისტომდე. დადგენილია, რომ მსესხებელებმა დაარღვიეს შეტანხმებული პირობები და სესხი არ არის დაბრუნებული.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლით მოპასხუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარცელი ძირი ტანხის ნაწილში, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ძირი თანხის- 8000 აშშ დოლარის ნაწილში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები სესხის ძირი თანხის მოპასუხეებზე გადახდის დაკისრების ნაწილში .
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სესხი იყო სარგებლიანი. აღნიშნული დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სასესხო ურთიერთობისთვის გათვალისწინებული იყო პროცენტიც, რომელიც წინასწარ გადაუხადეს დ----- დ------ძეს." მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა საპროცენტო სარგებლის წინასწარ გადახდის ფაქტი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საპროცენტო სარგებლის გადახდა მხარეთა შორის განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მოქმედების - სამი თვის ვადით, ანუ მხარეები შეთანხმებული იყვნენ სამი თვის საპროცენტო სარგებლის 5% -ის გადახდაზე, შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებისათვის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 8000 აშშ დოლარის 3 %-ის, 240 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებით გათავლისწინებული სესხის ძირი თანხის 8000 აშშ დოლარის სამი თვის საპროცენტო სარგებელი ყოველთვიური 5 %-ის ოდენობით, რაც მთლიანობაში შეადგენს 1200 აშშ დოლარს.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულება დ----- დ------ძის წინაშე წარმოშობილია მხარეთა შორის დადებული გარიგების საფუძველზე.
6.6. რაც შეეხება მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც შუამდგომლობა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1047 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა 50 ლარი.
მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო 4000 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო მთავარ სხდომაზე 8000 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაბრუნდეს 6000 აშშ დოლარის 3%, იმ დროს გადახდილი კურსით (2.45), რაც შეადგენს 441 ლარს.
მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 3200 აშშ. 3% 235.20 ლარის და ადვოკატის მოსახურებისთვის გაწეული ხარჯებიდან დაკისრებული თანხის 4% ამჟამინდელი კურსით ანაზღაურება რაც შეადგენს 1008.32 თეთრს.
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1.დ----- დ------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხებს: გო----- ბო-–----ეს, თე--------- ბო-–----ეს, ლე--–- ბო-–----ეს, მი------ ბო-–----ეს, ნ---- ბო-–----ესა და თე--------- ბო-–----ეს, დ----- დ------ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 8000 (რავა ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და სამი თვის საპროცენტო სარგებელის 1200 (ათას ორასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სულ 9200 (ცხრაათას ორასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
3. გო----- ბო-–----ეს, თე--------- ბო-–----ეს, ლე--–- ბო-–----ეს, მი------ ბო-–----ეს, ნ---- ბო-–----ესა და თე--------- ბო-–----ეს დ----- დ------ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 3200 აშშ. 3% - 235.20 ლარის და ადვოკატის მოსახურებისთვის გაწეული ხარჯებიდან დაკისრებული თანხის 4% ამჟამინდელი კურსით ანაზღაურება, რაც შეადგენს 1008.32 ლარს.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელე დ----- დ------ძეს გადახდილი ბაჟის ნაწილი, რა ნაწილშიც მოსარჩელემ ცნო სარჩელი (6000 აშშ დოლარის 3%) 441 ლარი, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300733150. (სს,,ლიბერთი ბანკი“, საგადასახადო დავალება N17090982. 6.0--2018.)
5. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
7. მოსარჩელის სხვა მოთხოვნები, მათ შორის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდეს.
8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე