გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2019
საქმის ნომერი
611210018002758095
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210018002758095

#2/557-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.05.2019 წ. ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

მ--------–-- მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - ა----- ჰ-------ი

წარმომადგენელი - ო---- მ-----------–---ი

მოპასუხე - ა------ ო--------

არასრულწლოვნის წარმომადგენელი - ს-------–---–-------------------------------------------–-- რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მ------ ს--------–--ე

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ა----- ჰ-------მა სარჩელი აღძრა მ--------–-- მაგისტრატ სასამართლოში ა------ ო--------ს მიმართ და მოითხოვა შვილიშვილთან - 2----–-–----------------- დაბადებულ რ----- ჰ-------ასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

ა----- ჰ-------ის შვილმა რ---- ჰ-------მა 2016 წლის მარტის თვეში ცოლად შეირთო მოპასუხე ა------ ო--------. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2----–-–----------------- მათ შეეძინათ შვილი - რ----- ჰ-------ა. მეუღლეებს თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მოგვიანებით, 2018 წლის ივლისში მათ შორის მომხდარი უთანხმოების გამო დაშორდნენ. ა------ ო-------- შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. დაახლოებით ექვსი თვეა, რ---- ჰ-------ი და ა------ ო-------- ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე შვილთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან, ხოლო რ---- ჰ-------ი სამსახურთან დაკავშირებით იმყოფება ქალაქ ბაქოში. მათი დაშორების მიუხედავად, ბავშვის ბებიას და პაპას 2018 წლის დეკემბრამდე ურთიერთობა ჰქონდათ შვილიშვილთან და კვირაში ორი, ხან სამი დღე მიჰყავდათ სახლში, შემდეგ კი აბრუნებდნენ დედასთან. ბოლო პერიოდია ა. ო-------- მათ ბავშვს აღარ აჩვენებს, ხან გაციების, ხან კი სხვა მიზეზით, თუმცა სინამდვილეში ბავშვი ჯანმრთელია. მათ სცადეს მოპასუხესთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ა. ო--------მ არ მისცა ბავშვთან ურთიერთობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ერთი წლისაა, ის გაიზარდა ბებიის და პაპის ხელში, კარგად იცნობს მათ და აქვს თბილი ურთიერთობა. მოსარჩელის სურვილია, ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და არ მოხდეს გაუცხოება ხანგრძლივად ურთიერთობის არქონის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შვილიშვილთან ურთიერთობის უფლების მინიჭება ბავშვის სამი წლის ასაკამდე კვირაში ორი დღე - შაბათი და კვირა, დღის 11:00 საათიდან 17:00 საათამდე სახლში წაყვანის უფლებით, ხოლო სამის წლის ასაკის მიღწევის შემდეგ - ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე სახლში წაყვანისა და დარჩენის უფლებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმოამდგენელმა ო---- მ-----------–---მა განმარტა, რომ ის პირობები, რაც ბავშვისთვის არის საჭირო, უზრუნველყოფილი აქვს მოსარჩელე მხარეს. ოთახი, სათამაშოები, ბავშვისთვის ცალკე საწოლი, ყველაფერი როგორც ბავშვისთვის არის საჭირო, ისე არის მოწყობილი. მას არაფერი დააკლდება პაპის ოჯახის მხრიდან.

მოსარჩელე ა----- ჰ-------ი სრულად დაეთანხმა წარმომადგენელს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ბავშვის მოსარჩელესთან ყოფნა და მასთან ურთიერთობის დამყარება უკიდურესად, მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ბავშვის ნორმალურ აღზრდასა და ცუდ გავლენას მოახდენს მასზე, ვინაიდან მოსარჩელე არის ფსიქიკურად დაავადებული და აყვანილია ფსიქიატრიულ დისპანსერში შესაბამის აღრიცხვაზე. ის ყოველდღიურად იღებს ფსიქოტროპულ წამლებს.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ უარყო შესაგებელში მითითებული გარემოებები მოსარჩელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ეს გააკეთა სარჩელში მის შესახებ მითითებული გარემოებების გამო. მან ასევე მიუთითა, რომ ის და მისი მეუღლე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ოთხი თვე და საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდნენ 2018 წლის იანვრის თვიდან.

 

მოპასუხემ რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში. საბოლოოდ, არსებითი განხილვის დროს მან განმარტა, რომ თანახმაა მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან, მაგრამ მხოლოდ მისი თანდასწრებით, დაურეკონ წინასწარ, როცა ნახვის სურვილი ექნება პაპას, ბებიას ან მამას და ნახონ, მაგრამ სხვა პირების დასწრების გარეშე.

 

2.1. არასრულწლოვნის წარმომადგენელმა - ს-------–---–-------------------------------------------–-- რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა მ------ ს--------–--ემ განმარტა, მოსარჩელე ა----- ჰ-------ის სახლი, სადაც ის ცხოვრობს ოჯახთან ერთად, არის უსაფრთხო, დაცულია სანიტარული ჰიგიენური ნორმები, ჰ-------ების საცხოვრებელი არის კარგ მდგო----ეობაში, ოთახები აჭურვილია შესაბამისი თანამედროვე ავეჯით. ოჯახში აქვთ ბავშვისათვის განკუთვნილი საჭირო ნივთი და ინვენტარი. ჰ-------ების ოჯახის წევრებს შესწევთ უნარი შესაბამისი მზრუნველობა განახორციელონ ბავშვის მიმართ. ა----- ჰ-------ს უნდა მიეცეს უფლება ჰქონდეს ურთიერთობა თავის არასრულწლოვან შვილიშვილთან კვირაში რამდენიმე დღის განმავლობაში. თუმცა გასათვალისწინებეილა, რომ ბავშვი ძალიან პატარაა, დედის გარეშე არავისთან არ მიდის და თუ წაიყვანენ, მიიღებს ტრავმას. სამი წლის შემდეგ კი წაყვანა არ იქნება პრობლემა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ა----- ჰ-------ს და ა------ ო--------ს 2----–-–----------------- შეეძინათ შვილი - რ----- ჰ-------ა.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 24-25);

- დაბადების მოწმობა (ს. ფ. 18).

 

3.1.2. 2018 წელს ისინი დაშორდნენ. ა------ ო-------- შვილთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან მ--------–-- მუნიციპალიტეტის სოფელ ა-–----ში.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 24-25).

 

3.1.3. ა----- ჰ-------ი არის რ---- ჰ-------ის მამა.

მტკიცებულება:

- დაბადების მოწმობა (ს. ფ.18).

 

3.1.4. როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. სახლი, სადაც ამჟამად ა----- ჰ-------ი ცხოვრობს, არის უსაფრთხო, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. სახლი კარგ მდგო----ეობაშია, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი თანამედროვე ავეჯით. ოჯახში აქვთ ბავშვისთვის განკუთვნილი ყველა საჭირო ნივთი და ინვენტარი. ჰ-------ების ოჯახის წევრებს შესწევთ უნარი შესაბამისი მზრუნველობა განახორციელონ ბავშვის მიმართ.

მტკიცებულება:

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს. ფ. 73-83).

 

3.1.5. მოსარჩელეს და მის ოჯახს ჰქონდა ურთერთობა შვილიშვილთან, რაც რამდენიმე თვის წინ შეწყდა. ა------ ო-------- ამ ეტაპზე თანახმაა მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან, მაგრამ მხოლოდ მისი თანდასწრებით, დაურეკონ წინასწარ, როცა ნახვის სურვილი ექნება პაპას, ბებიას ან მამას და ნახონ, მაგრამ სხვა პირების გარეშე.

მტკიცებულებები:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 28 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:57:10-17:58:00 სთ.).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----- ჰ-------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციით“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის მიხედვით, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე. მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან ან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას, როგორც არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თავისი განვითარების, მათ შორის ფიზიკური განვითარების, მდგო----ეობიდან გამომდინარე არ შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილად რეალიზაცია.

„ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.

კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

კონვენცია ძირითადად აქცენტს აკეთებს ბავშვისა და მშობლების ურთიერთობაზე, თუმცა ასევე ყურადღებას მიაქცევს ოჯახის სხვა წევრთა უფლება-მოვალეობებსაც, კერძოდ, მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობისათვის ბებიის და პაპის უფლებას, მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ იღებენ მონაწილეობას შვილიშვილების აღზრდაში აღნიშნული საკითხის მშობლებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში. ამიტომ, ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ ხდება ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა. ბავშვის უპირატესი ინტერესია ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, ნათესავებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ. მშობელთან, ასევე, ოჯახის სხვა წევრებთან ბავშვების ურთიერთობის საშუალება შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შეიზღუდოს ან საერთოდ არ დაიშვას, თუ ეს პირები სასტიკად ექცევიან შვილს, არ ზრუნავენ მასზე, თავიანთი საქციელით მავნე ზეგავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე, რის გამოც ვერ უზრუნველყოფენ შვილის საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას.

 

სასამართლო იზიარებს არასრულწლოვანი ბავშვის, რ----- ჰ-------ას წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მშობლების გარდა, ბავშვის სწორად აღზრდისათვის, მნიშვნელოვანია, რომ მას ბებიასთან და პაპასთან ჰქონდეს ურთერთიერთობა. არასრულწლოვანის უფლებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან, ორივე ოჯახი ზრუნავდეს და უქმნიდეს მას განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ბავშვმა არ უნდა იგრძნოს თავი უგულებელყოფილად რომელიმე მშოლის ოჯახის მხრიდან. რაც მეტი მოსიყვარულე ადამიანით იქნება ის გარშემორტყმული, მით უფრო შემცირდება უარყოფითი გავლენა, რომელსაც ბავშვები განიცდიან იმის გამო, რომ ორივე მშობელი მასთან არ ცხოვრობს.

რაიმე არგუმენტზე ან გარემოებაზე, რაც მიუთითებდა პაპასთან ურთიერთობა არასასურველია ბავშვისთვის, საქმის მასალებით არ დასტურდება და ამაზე არც მხარეები მიუთითებენ. შესაგებელში აღნიშნული ფაქტები, თითქოს მოსარჩელე არის ფსიქიკურად დაავადებული, აყვანილია ფსიქიატრიულ დისპანსერში შესაბამის აღრიცხვაზე და ყოველდღიურად იღებს ფსიქოტროპულ წამლებს, მოპასუხემ თავად უარყო. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, მათ შორის, სოციალური მუშაკის დასკვნიდან, ამაზე არაფერი მიუთითებს. ამასთან, მოსარჩელე პირადად მონაწილეობდა სასამართლო სხდომებში და მისი ქმედებები ეჭვის საფუძველს არ იძლეოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გახდებოდა სასამართლოს კვლევისა და მსჯელობის საგანი.

ფაქტორები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, ეს არის ბავშვის ასაკი და მისი დამოკიდებულება მოსარჩელის მიმართ. მისი საკმაოდ მცირე ასაკიდან, ასევე იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ბავშვი ამ ეტაპზე ვერ მეტყველებს გამართულად, მისი მოსაზრების მოსმენა შეუძლებელია. თუმცა იმ პირობებში, როდესაც ის იზრდება დედასთან, ხოლო მოსარჩელესთან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში (თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს) ურთიერთობა არ ჰქონია, ცხადი ხდება, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის კავშირის აღდგენა უნდა მოხდეს ფრთხილად და ეტაპობრივად. ამაზე მიუთითებს დროებითი განკარგულების ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრაც, რომელიც შედგა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში ბავშვის წარმომადგენლის დასწრებით.

ყველა შემთხვევისა და ბავშვის ინდივიდუალობიდან გამომდინარე, შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სწრაფად ჩამოყალიბდება მოსარჩელესა და მის შვილიშვილს შორის მჭიდრო ემოციური კავშირი და ნდობა, ისე, რომ ბავშვი გაჰყვეს ა. ჰ-------ს დედის გარეშე, საკუთარი სურვილით. მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დედასთან დაშორების იძულება კი აუცილებლად ტრავმას მიაყენებს ბავშვს.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ურთიერთობა უნდა განისაზღვროს შეზღუდულად, თუმცა ურთიერთობის განვითარების კვალდაკვალ, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით, ისევ და ისევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობას შესძლოა უფრო ინტენსიური სახე მიეცეს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პაპასა და შვილიშვილს შორის ურთიერთობის აღდგენა და ჩამოყალიბება შეესაბამება არა მხოლოდ ა. ჰ-------ის, არამედ ასევე ბავშვის ინტერესებს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის ასაკს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ა----- ჰ-------ს შვილიშვილთან 2----–-–----------------- დაბადებული რ----- ჰ-------ასთან მიეცეს ურთიერთობის უფლება ბავშვის 3 წლის ასაკამდე - ყოველი კვირის შაბათს და კვირას 11:00 საათიდან 17:00 საათამდე დედის მოპასუხე ა------ ო--------ს თანდასწრებით, 3 წლიდან 6 წლამდე - შაბათ და კვირას 11:00 საათიდან 17:00 საათამდე სახლში წაყვანის უფლებით, ხოლო 6 წლიდან - პარასკევს 17:00 საათიდან კვირას 12:00 საათამდე სახლში წაყვანისა და დარჩენის უფლებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, მოპასუხემ მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა----- ჰ-------ის სარჩელი ა------ ო--------ს მიმართ შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ა----- ჰ-------ის ურთიერთობა შვილიშვილთან - 2----–-–----------------- დაბადებულ რ----- ჰ-------ასთან მოწესრიგდეს შემდეგნაირად: ა----- ჰ-------ს შვილიშვილთან - 2----–-–----------------- დაბადებულ რ----- ჰ-------ასთან ბავშვის 3 წლის ასაკამდე მიეცეს ურთიერთობის უფლება ყოველი კვირის შაბათს და კვირას 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, დედის მოპასუხე ა------ ო--------ს თანდასწრებით; 3 წლიდან 6 წლამდე - შაბათს და კვირას 11:00 საათიდან 17:00 საათამდე სახლში წაყვანის უფლებით, ხოლო 6 წლიდან - პარასკევს 17:00 საათიდან კვირას 12:00 საათამდე სახლში წაყვანისა და დარჩენის უფლებით.

 

3. მოპასუხე ა------ ო--------ს ა----- ჰ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 12,5 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში მ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი