განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
330100118002639059
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

03 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

ბრალდების მხარე

პროკურორი - ვაჟა თოდუა

 

დაცვის მხარე

დამცველები - ზ----------–----, ვ----------------–---–-- ლ------------–----- მ------------–----–---–-

 

ბრალდებული - დ--------------------------, დაბადებული - 1--- წლის 1-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ-------------, გ------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------–----------------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილი („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ე.ი ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას).

- საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილი („კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით).

- საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ( „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების, თავისთვის და სხვისთვის მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით).

ბრალდებული - თ-------- მ-----–-- ძე ბ-------–---–-, დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ----------------------------–-- კორპუსი N-------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილი („კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით);

- საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ უკანონო შეძენა და შენახვა).

ბრალდებული - კ------- თ------- ძე ბ-------–---–-, დაბადებული - 1--- წლის 0--------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თავისუფლების ქუჩა N------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილი („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ე.ი. ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას).

ბრალდებული - თ------ ვ--------- ძე ხ---------- დაბადებული - 1--- წლის 0----------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.---------- ვ-----------------------------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილი (,,კანონიერი ქურდობა“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

დ-------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

დ--------------- სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვს ,,კანონიერ ქურდთან“ თ------ ხ---------სთან და ქურდული სამყაროს წევრებთან. დ--------------- 2018 წლის მაისის თვეში მიმართა ,,კანონიერ ქურდს“ თ------ ხ---------ს, რათა ამ უკანასკნელს დ---------------ა და თ-------- ბ-------–---–- შორის არსებული დავა ,,ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა ბრალდებულისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ-------- ბ-------–---–--- გავლენის მოხდენის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ, „კანონიერმა ქურდმა“ თ------ ხ---------მ თ-------- ბ-------–---–-ა და დ--------------- შორის არსებული დავა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, „ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რის შესახებაც ეცნობა როგორც დ---------------, ისე თ-------- ბ-------–---–-.

მანვე, 2018 წლის მაისის თვეში, მიმართა ,,კანონიერ ქურდს“ თ------ ხ---------ს, რათა ამ უკანასკნელს ლ---- და გ------------–---–---–--სა და ზ----- კ-----–-–---–ს შორის არსებული დავა ,,ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა, როგორც თავისთვის, ასევე ზ------------–-–---–--ათვის მატერიალური სარგებლის მიღების და ლ---- და გ------------–---–---–--ზე გავლენის მოხდენის მიზნით.

აღნიშნულის შემდეგ, „კანონიერმა ქურდმა“ თ------ ხ---------მ ლ---- და გ------------–---–---–--სა და ზ----- კ-----–-–---–ს შორის არსებული დავა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, „ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა, რის თაობაზეც ეცნობა როგორც ზ----- კ-----–-–---–ს, ისე ლ---- და გ------------–---–---–--ს.

ასევე, დ---------------, რომლისთვისაც ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობისა და ,,კანონიერი ქურდის“ თ------ ხ---------ს მიერ „ქურდული გარჩევის“ გზით განხილული ლ---- და გ------------–---–---–--სა და ზ----- კ-----–-–---–ს შორის არსებული დავის შესახებ, აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას. კერძოდ, ლ---- და გ------------–---–---–--ისგან მოითხოვდა უშუალოდ გაჰყოლოდნენ მას თ---------- რესპუბლიკაში ,,კანონიერ ქურდთან“ თ------ ხ---------სთან შესახვედრად, რომელიც მათი მონაწილეობით - ,,ქურდული გარჩევის“ გზით, საბოლოოდ გადაწყვეტდა ზ----- კ-----–-–---–თან არსებულ დავას.

 

თ-------- ბ-------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

დ--------------- სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვს ,,კანონიერ ქურდთან“ თ------ ხ---------სთან და ქურდული სამყაროს წევრებთან. დ--------------- 2018 წლის მაისის თვეში მიმართა თ--------ში მყოფ ,,კანონიერ ქურდს“ თ------ ხ---------ს, რათა ამ უკანასკნელს დ---------------ა და თ-------- ბ-------–---–- შორის არსებული დავა ,,ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა, თავისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ-------- ბ-------–---–--- გავლენის მოხდენის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ, „კანონიერმა ქურდმა“ თ------ ხ---------მ თ-------- ბ-------–---–-ა და დ--------------- შორის არსებული დავა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, ,,ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და დ-------------ის სასარგებლოდ და მატერიალური უპირატესობის მისაღებად გადაწყვიტა.

თ-------- ბ-------–---–მა, მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა „კანონიერი ქურდის“ თ------ ხ---------ს მიერ დ-------------ის მიმართვის საფუძველზე ქურდული გარჩევის შესახებ, არათუ აცნობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის შესახებ, არამედ, თავის მხრივ ქურდული გარჩევის გზით დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის, თავისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და დ-------------ეზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიმართა ასევე თ--------ში მყოფ „კანონიერ ქურდს“ დ------------–---–ს. იგი ასევე აქტიურად მოქმედებდა, რათა ქურდული სამყაროს სხვა წევრების მეშვეობით გამოენახა კავშირები „კანონიერ ქურდ“ თ------ ხ---------სთან ქურდული გარჩევის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, მაშინ როდესაც თ-------- ბ-------–---–-სთვის ცნობილი იყო ქურდული გარჩევის მიზნით ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

ასევე, თ-------- ბ-------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა - წონით 67,54 გრამი, რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 6 აგვისტოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თ-------- ბ-------–---–-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

კ------- ბ-------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

დ--------------- სისტემატიური და აქტიური კავშირი აქვს „კანონიერ ქურდთან“ თ------ ხ---------სთან და ქურდული სამყაროს წევრებთან. დ--------------- 2018 წლის მაისის თვეში მიმართა თ--------ში მყოფ ,,კანონიერ ქურდს“ თ------ ხ---------ს, რათა ამ უკანასკნელს დ---------------ა და თ-------- ბ-------–---–- შორის არსებული დავა „ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა თავისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ-------- ბ-------–---–--- გავლენის მოხდენის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ, „კანონიერმა ქურდმა“ თ------ ხ---------მ თ-------- ბ-------–---–-ა და დ--------------- შორის არსებული დავა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით, „ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და დ-------------ის სასარგებლოდ და მატერიალური უპირატესობის მისაღებად გადაწყვიტა.

თ-------- ბ-------–---–მა, მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა „კანონიერი ქურდის“ თ------ ხ---------ს მიერ დ-------------ის მიმართვის საფუძველზე ქურდული გარჩევის შესახებ, არათუ აცნობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის შესახებ, არამედ, თავის მხრივ ქურდული გარჩევის გზით დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის, თავისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და დ-------------ეზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიმართა ასევე თ--------ში მყოფ „კანონიერ ქურდს“ დ------------–---–ს. იგი ასევე აქტიურად მოქმედებდა რათა ქურდული სამყაროს სხვა წევრების მეშვეობით გამოენახა კავშირები „კანონიერ ქურდ“ თ------ ხ---------სთან ქურდული გარჩევის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით.

„კანონიერი ქურდის“ თ------ ხ---------ს მიერ ,,ქურდული გარჩევით“ გადაწყვეტილი დავის შესახებ დ--------------- თ-------- ბ-------–---–- შეატყობინა კ------- ბ-------–---–-ს მეშვეობით, რომელიც დ. გ------ემ უშუალოდ დააკავშირა „კანონიერ ქურდ“ თ------ ხ---------სთან, რა დროსაც თ------ ხ---------მ კ. ბ-------–---–- დაავალა თ-------- ბ-------–---–-ს მასთან თ--------ში ჩაყვანა. აღნიშნული დავალების შესასრულებლად კ-------ი ბ-------–---–- დაუკავშირდა თ-------- ბ-------–---–- და შეატყობინა „კანონიერი ქურდის“ დავალების შესახებ.

კ------- ბ-------–---–- დ. გ------ესთან ერთად აქტიურად ინტერესდებოდა „ქურდული გარჩევის“ მიმდინარეობით და „კანონიერი ქურდის“ თ------ ხ---------ს დავალებების შეს---მისად, ქურდული გარჩევის პერიოდში კანონიერი ქურდის თ. ხ---------ს გადაწყვეტილებებს და პოზიციას აცნობდა თ-------- ბ-------–---–-. ასევე, თ-------- ბ-------–---–-ს პოზიციის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა „კანონიერ ქურდ“ თ------ ხ---------ს.

თავისი ქმედებებით კ------- ბ-------–---–- აქტიურად უჭერდა მხარს თ------ ხ---------ს მიერ ,,ქურდული გარჩევის“ განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავდა დ-------------ისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ-------- ბ-------–---–--- გავლენის მოხდენას, მაშინ როდესაც კ-------ი ბ-------–---–-სთვის ცნობილი იყო, რომ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული გარჩევის მიზნით კანონიერი ქურდისთვის მიმართვისათვის დაწესებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

 

თ------ ხ---------ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თ------ ხ---------- რომელიც არის „კანონიერი ქურდი“, აქტიურად მონაწილეობს „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებაში და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების - „ქურდული გარჩევის“, დაშინების, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით, რომლის მიზანია როგორც თავისთვის, ასევე სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება, მართავს და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფებს - როგორც „ქურდული სამყაროს წევრებს“, ასევე „ქურდულ სამყაროსთან“ აქტიურად დაკავშირებულ სხვა პირებს.

დ---------------, რომელიც არის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის აქტიური მხარდამჭერი, 2018 წლის მაისის თვეში მიმართა თ------ ხ---------ს, რათა ამ უკანასკნელს დ. გ------ესა და თ-------- ბ-------–---–- შორის არსებული ფინანსური დავა ,,ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა თავისთვის მატერიალური უპირატესობის მიღების და თ. ბ-------–---–--- გავლენის მოხდენის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ, „კანონიერმა ქურდმა“ თ. ხ---------მ არსებული დავა 2018 წლის მაისი - ივნისის პერიოდში, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ,,ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და როგორც თავისთვის, ასევე დ. გ------ისათვის სარგებლის მიღებისა და საკუთარი კრიმინალური გავლენისა და ძალაუფლების დამკვიდრებისა და გავრცელების მიზნით, დავა დ. გ------ის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

2018 წლის მაისის თვეში, დ--------------- კვლავ მიმართა „კანონიერ ქურდს“ თ------ ხ---------ს, რათა ამჯერად „ქურდული გარჩევის“ გზით განეხილა და გადაეწყვიტა მისი და ზ------------–-–---–-- მატერიალური დავა ლ---- და გ------------–---–---–--თან, მათთვის მატერიალური სარგებლის მიღებისა და უპირატესობის მინიჭების, აგრეთვე ლ---- და გ------------–---–---–--ზე გავლენის მოხდენის მიზნით. არსებული დავა ,,კანონიერმა ქურდმა“ თ. ხ---------მ თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და ,,ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და როგორც თავისთვის, ასევე დ. გ------ისა და ზ. კ-----–-–---–ისათვის სარგებლის მიღების და მათთვის უპირატესობის მინიჭების, აგრეთვე საკუთარი კრიმინალური გავლენისა და ძალაუფლების დამკვიდრებისა და გავრცელების მიზნით, დავა დ.გ------ის და ზ.კ-----–-–---–ის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

თ--------ში მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ თ. ხ---------სთან სისტემატიური და აქტიური კავშირი აქ---------- მ------–-–---–საც, რომელიც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში და შეს---მისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

კერძოდ, დ. მ------–-–---–მა არასრულწლოვან ლ---- ს---–-------ესა და ს--- ჯ--------ეს შორის არსებული მატერიალური დავის ,,ქურდული გარჩევით“ გადასაწყვეტად, ს--- ჯ--------ე 2018 წლის 18 ივნისს დააკავშირა თ--------ში მყოფ ,,კანონიერ ქურდ“ თ------ ხ---------ს, რომელმაც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით შეაფასა ს. ჯ--------ის ქმედება და მიიღო შეს---მისი გადაწყვეტილება ლ---- ს---–-------ის სასარგებლოდ, საკუთარი კრიმინალური გავლენისა და ძალაუფლების დამკვიდრებისა და გავრცელების მიზნით. აგრეთვე, დაშინებითა და თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მოსთხოვა ს. ჯ--------ეს მისი გადაწყვეტილების დროულად შესრულება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ-------------ის,თ-------- ბ-------–---–-ს, კ------- ბ-------–---–-ს და თ------ ხ---------ს

მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას

 

დაზარალებულ გ------- დ--–---–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მისმა ძმამ - ლ---- დ--–---–---–მა ზ----- კ-----–-–---–ზე გაასხვისა მისი კუთვნილი ავტომობილი 4500 აშშ დოლარად, რომლის ნაწილი 1000 აშშ დოლარი გადაუხადეს, ხოლო 3500 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ავტომობილის წაყვანის შემდეგ თანხა სრულად არ გადაუხადეს, რაც შემდგომში გადაიზარდა დავაში. კერძოდ, მისმა ძმამ მოითხოვა თანხა, რა დროსაც მიაყენეს შეურაცხყოფა. ლ---- დ--–---–---–ი, როგორც ზ----- კ-----–-–---–ს, ისე დ---------------, მეტსახელად „---------- სთხოვდა ავტომობილის თანხის გადახდას ან ავტომობილის დაბრუნებას, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა გამწვავდა. დ--------------- დაუწყო „ქუჩური“, „ქურდული“ საუბარი, რაზეც პასუხობდნენ, რომ „ძველ ბიჭური“ და „ქუჩური“ საუბრები არ იყო საჭირო და გადაეხადათ ავტომობილის თანხა. მოგვიანებით, დარჩენილი თანხის გადაუხდელობის გამო, მისმა ძმამ ზ------------–-–---–-- მძღოლისგან წამოიყვანა ავტომობილი, რომელსაც აუხსნა, რომ ავტომობილი იყო მისი საკუთრება, წარუდგინა შეს---მისი დოკუმენტები და ზ------------–-–---–-- მძღოლმაც ნებაყოფლობით გაატანა ავტომობილი. აღნიშნულის შემდეგ, დ-------------ე სთხოვდა ავტომობილის დაბრუნებას, „ძაბავდა“ ურთიერთობას, ითხოვდა საქმის გარჩევას და როგორც მას, ისე მის ძმას - ლ---- დ--–---–---–ს ეუბნებოდა, რომ საქმე უნდა გარჩეულიყო ,,ქურდულად“ ,,ქურდებთან“. მანვე განაცხადა, რომ დ-------------ის თქმით საქმე უნდა გაერჩია „კანონიერ ქურდ“ თ------ ხ---------ს თ--------ში, რაზეც პასუხობდნენ რომ არ სურდათ აღნიშნული საქმის „ქურდულად გარჩევა“, არსად წამსვლელები არ იყვნენ, გადაეხადათ ავტომობილის ღირებულების სრული თანხა და მანქანა წაეყვანათ. გ------- დ--–---–---–ის განმარტებითვე, დ-------------ე საქმის ,,ქურდულად გარჩევას“ და თ--------ში გადასვლას ორივე ძმას ავალდებულებდა და ეუბნებოდა, რომ თ--------ში ,,ქურდთან“ საუბრის დროს გადაწყდებოდა ავტომობილის ბედი.

ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ლ---- დ--–---–---–ის 2018 წლის 07 აგვისტოს და 2018 წლის 5 სექტემბრის გამოკითხვის ოქმები, ვინაიდან მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია სასამართლოში მისი წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა, რომელთა მიხედვითაც: არის ინდ. მეწარმე და აწარმოებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს საგზაო და სამშენებლო დანიშნულებისთვის. ამჟამად მუშაობს ო------------ მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატანების ტერიტორიაზე, სადაც აქვს გახსნილი ობიექტი, აწარმოებს ზემოთაღნიშნულ რკინაბეტონის კონსტრუქციებს და ჰყავს სპეც ტექნიკა. კერძოდ, ბეტონ მზიდი „მერსედესის“და ,,დაფის“ მარკის მანქანა, რომელსაც აქვს ტვირთის დასადები ე.წ. ,,კუზაო“, რომელზეც დაყენებულია ამწეკრანი, რომლითაც ხდება ტვირთის დადება. ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა და გადავწყვიტა გაეყიდა აღნიშნული ,,დაფის“ მარკის მანქანა. მანქანა 2017 წლის დეკემბრის თვეში გაჩერებული ჰყავდა საგარეჯოში. მანქანის სურათები განათავსა ინტერნეტში გაყიდვის მიზნით, რომლის ღირებულებად მიუთითა 5000 აშშ დოლარი. 2017 წლის დეკემბერში მის მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ მოეწონა მანქანა და უნდოდა ყიდვა. დარეკვიდან დაახლოებით ოთხ დღეში დაუკავშირდა აღნიშნული პიროვნება, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. უპასუხა, რომ იმყოფებოდა მცხეთის რაიონის სოფელ მ-------–- და თუ ჩავიდოდა შეხვდებოდა, რაზეც დათანხმდა. რამდენიმე საათში ჩავიდა და გაეცნო როგორც ზ----- კ-----–-–---–ი. უთხრა, რომ მანქანის საფასურიდან ჯერ გადაუხდიდა ნახევარს 2500 აშშ დოლარს და ნახევარს გარკვეული პერიოდის შემდგომ. მას არ მოეწონა ზ-----ის მიერ შეთავაზებული წინადადება და უარი უთხრა, რადგან უნდოდა მთლიანად თანხა. 2018 წლის იანვრის თვეში ზ----- კ-----–-–---–ი კვლავ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე, რომელმაც კვლავ შესთავაზა მანქანა მისთვის მიეყიდა იმავე პირობით, რაზეც დათანხმდა. ზ-----ი ჩავიდა საგარეჯოში და მანქანა თბილისში წაიყვანა მისი ნებართვით. შემდეგ, დაუკავშირდა ტელეფონზე და უთხრა, რომ მანქანის საგარეჯოდან წაყვანა დაუჯდა ძვირი, ვერ აძლევდა 2500 აშშ დოლარს, ჩაურიცხა 700 ლარი და დარჩენილ თანხას - 2500 აშშ დოლარს 700 ლარის გამოკლებით მისცემდა სამ დღეში. ზ-----იმ სიტყვა არ შეასრულა და სამი თვის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადაუხადა მხოლოდ 1000 აშშ დოლარი, რის გამოც ძალიან უკმაყოფილო იყო. 2018 წლის მარტის თვეში დაუკავშირდა ზ-----ს და ზაჰესის დასახლებაში შეხვდა. იქ იმყოფებოდა რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის იყო დ-------------ეც. დანჩენილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტომანქანის დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ, ზ-----იმ დაუწყო აგრესიული ლაპარაკი და სახის არეში დაარტყა ხელი. საუბარს ზ-----ისთან აზრი აღარ ჰქონდა და წამოვიდა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში მიხვდა, რომ ზ-----ი ფულის გადახდას არ აპირებდა და შეეშინდა მანქანა არ დაეშალა და ნაწილ-ნაწილ არ გაეყიდა, რის გამოც ნახა თავისი მანქანა, მძღოლს აჩვენა ყველა დოკუმენტაცია, რომ მანქანა იყო მის სახელზე, რომელმაც გადასცა გასაღები და მანქანა წაიყვანა ქობულეთში. ქობულეთში მანქანის წაყვანის შემდგომ, დაუკავშირდა დ-------------ე, რომელსაც უთხრა, რომ შენ და ზ-----ის მოგივიდათ უთანხმოება, შევხვდეთ და მოვრიგდეთო. შეხვედრაზე დათანხმდა და თავის ძმასთან - ო----- დ--–---–---–თან ერთად მივიდა ლოტკინის დასახლებაში, სადაც დახვდნენ დ-------------ე, ზ----- კ-----–-–---–ი და ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გააცნო დ---------------, როგორც დავით მ------–-–---–ი. ასევე, იყო რამოდენიმე მისთვის უცნობი მამაკაცი. დ--------------- შესთავაზა მორიგება და სთხოვა მიეცა დრო თვის ბოლომდე ფულადი თანხის სრულად დასაფარად, რაზეც დათანხმდა. შეთანხმდნენ, რომ მანქანა უნდა გაჩერებულიყო ო------------ რაიონის სოფელ ნ-------–-- დათქმულ დროს მანქანის საფასური სრულად მაინც არ გადაუხადეს და დ-------------ე სატელეფონო საუბრებში სთხოვდა ჯერ მანქანის წაყვანას, შემდეგ კი შეცვლილი ნაწილების უკან დაბრუნებას. უარის მიღების შემდეგ, დ--------------- დაურეკა მობილურზე და უთხრა, რომ ეპატიჟებოდა თ---------- რესპუბლიკაში „კანონიერ ქურდებთან“ სასაუბროდ და დავის მოსაგვარებლად. აღნიშნულ საუბარს ესწრებოდა მისი ძმა - გ-------ც. მათ დ------ უარი განუცხადეს თ---------- რესპუბლიკაში გაყოლაზე, ვინაიდან „ქურდები და კაი ბიჭები“ მან ჩარია საქმეში და დ--–---–---–ებს ქურდებთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ. დ-------------ე ისევ დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და ხმამაღალი, აგრესიული ტონით უთხრა, რომ „კანონიერმა ქურდმა“ თ------ ხ---------მ მიიღო გადაწყვეტილება და მანქანაც და მანქანის ღირებულებაც - 5000 აშშ დოლარი, უნდა მისულიყო „კანონიერ ქურდ“ თ------ ხ---------სთან. დ-------------ე სთხოვდა აღნიშნული „კანონიერი ქურდის“ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულებას და აიძულებდა პირისპირ შეხვედრას, რაზეც კვლავ უარი უთხრა, რადგან „კანონიერ ქურდ“ თ------ ხ---------ს სახელით სთხოვდნენ მანქანის უსასყიდლოდ დათმობას და ფულადი თანხის გადახდას „კანონიერი ქურდისთვის“, რაც მისთვის სრულიად მიუღებელი იყო და ეუბნებოდა კიდეც, რომ ,,ქურდების“ გადაწყვეტილებას არ სცნობდა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ------------–-–---–-- ჩვენებით დადასტურდა მასსა და ლ---- დ--–---–---–ს შორის ავტომანქანის გამო დაწყებული კონფლიქტი და მოწმემ დამატებით განმარტა ისიც, რომ მას პირადად არ დაურეკია ლ---- დ--–---–---–ისათვის და არც მისი ძმისათვის. მათთან ურთიერთობა ჰქონდა დ--------------- და მათ შორის არსებული კონფლიქტი დღემდე ამოწურული არ არის, რადგან ლ---- დ--–---–---–ს არც ფული და არც მანქანა არ დაუბრუნებია. ამასთან, 2018 წლის მაისის თვეში დ-------------ე წავიდა თ---------- რესპუბლიკაში, თუმცა რა საქმეზე და რა პერიოდში არ იცის, მაგრამ დ------ მასთან აქვს ნათქვამი, რომ თ------ ხ---------ს ბავშვობიდან იცნობს.

მოწმე ი-----–- დ---–--ის ჩვენების მიხედვით, რამდენიმე წელია იცნობს თ-------- ბ-------–---–-. იგი არის მისი გარდაცვლილი მეგობრის მიხეილ ბ-------–---–-ს შვილი. თ-------- მას დაუკავშირდა ივნისის თვეში და უთხრა, რომ სურდა მისი ნახვა. შეთანხმდნენ პ----- დ---–-–---–თან შეხვედრაზე. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას სახლში დახვდნენ თ-------- ბ-------–---–-, პ----- დ---–-–---–ი და მოგვიანებით მივიდა დაახლოებით პ-----ს ასაკის ქალბატონი, სავარაუდოდ მისი მეუღლე. თ--------მ სთხოვა მამამისის - გ------ დ---–--ის ნომერი. გ------ი არის რუსეთის მოქალაქე, აქვს ავტორიტეტი და ნაცნობობა კრიმინალურ წრეებში. ამჟამად იგი არის 85 წლის და ცხოვრობს რუსეთში. თ--------ს მისცა მამამისის ნომერი. როგორც თ--------მ უთხრა, დედამისს - ნ---- მ-----–-–---–ს ჰქონდა თანხა ჩადებული საერთო ბიზნესში, მისთვის უცნობ პიროვნებასთან, რომელსაც თ-------- მოიხსენიებდა ზედმეტსახელით „ს------“. როგორც თ--------სგან გაიგო „ს------“ ნ----ს არ უხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხას და აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაყენებული ჰყავდა კანონიერი ქურდი, რის გამოც მას უნდოდა თავის მხრივ საქმის გარჩევაში ჩაერთო სხვა „კანონიერი ქურდი“ - დ------------–---–ი, რომელთანაც იგი ვერ გადიოდა ე.წ. „სვიაზზე“. თ--------მ როგორც ჩანს იცოდა რომ მამამისი იცნობდა დ------------–---–ს და სურდა მამამისის დახმარებით დაკავშირებოდა დ------. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ტელეფონით საუბრისას, მამამისმა უთხრა, რომ თ--------ს საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა დ------------–---–ს, რომელმაც გ------ს უთხრა რომ დაერეკა თ--------ს მასთან და ჩაეყენებინა საქმის კურსში, თუმცა საქართველოში კანონმდებლობა გამკაცრდა და შესაძლოა „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის გამო თ--------ს და თავად დ------------–---–საც შექმნოდა პრობლემები. ამიტომ, თ-------- უნდა დაკავშირებოდა დ------ უსაფრთხო წყაროთი. გ------ის ნათქვამი ტელეფონის საშუალებით გადასცა თ--------ს და უთხრა დ------------–---–ის დანაბარები. კერძოდ, ის რომ თ--------ს უნდა დაერეკა მასთან და მოეყოლა ყველაფერი, მაგრამ დარეკვისას უნდა ყოფილიყო ფრთხილად, რაზეც თ--------მ უპასუხა, რომ დ------------–---–ს დაურეკავდა „ვოთსაპით“ ისევე როგორც მანამდე. აღნიშნულის შემდეგ, როგორც თ--------მ უთხრა, იგი ესაუბრა დ------------–---–ს, თუმცა დეტალებით აღარ დაინტერესებულა და ამის მერე თ--------სთან ამ თემაზე აღარ უსაუბრია.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---- მ-----–-–---–მა განაცხადა შემდეგი: დ---------------თან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და თანხა - 5000 აშშ დოლარი ჩადებული ჰქონდა საერთო სამშენებლო მასალის ბიზნესში. დ---------------თან იყო შეთანხმებული, რომ დ------ მისთვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა თანხა 250 აშშ დოლარის ოდენობით. შეთანხმების შეს---მისად, დ-------------ე ყოველთვიურად აძლევდა მითითებულ თანხას, თუმცა 2018 წლის მარტის თვიდან შეწყვიტა თანხის გადახდა, რის გამოც უნდოდა მთლიანი თანხის 5000 აშშ დოლარის ამოღება. დ--------------- დათქმულ დროს ვერ შეძლო მთლიანი თანხის გადაცემა, დღემდე არ არის დაბრუნებული და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო მისი შვილი - თ-------- ბ-------–---–-. მისივე განმარტებით, მესამე პირად აღნიშნულ დავაში ჩარეული იყო კ------- ბ-------–---–-. თავად დ-------------ე უშუალოდ რატომ არ ეხმიანებოდა თ-------- ბ-------–---–- და რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნულ საქმეში კ---ბარ ბ-------–---–-ს ჩართვა, არ იცის.

ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ს--- ჯ--------ის 2018 წლის 06 აგვისტოს, 09 აგვისტოს და 2018 წლის 5 სექტემბრის გამოკითხვის ოქმები, ვინაიდან მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელთა მიხედვითაც: მას ჰყავს მეგობარი ლ---- ს---–-------ე, რომელთანაც თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა აქვს. 2018 წლის ივნისის თვეში მას, დ---------------ეს, მეტსახელად „---------- და ლ---- ს---–-------ეს დასჭირდათ თანხა, რის გამოც გადაწყვიტეს დაელომბარდებინათ ლ---- ს---–-------ის კუთვნილი „სამსუნგ გალაქსი S8“ ფირმის მობილური ტელეფონი. ლ---- ს---–-------ემ გადასცა თავისი ტელეფონი და მის მეგობართან გ------- ც-------ესთან ერთად წავიდა ქ. თბილისში, ყ-------------------ში მდებარე ლომბარდ „მ---–-------------–-“, სადაც მისი მეგობრის ი-----–- მ–---------ის პირადობით დაალომბარდა ლ---- ს---–-------ის მობილური ტელეფონი 550 ლარად. ი-----–- მ–---------ის პირადობის მოწმობა ჰქონდა მას, თუმცა ი-----–- მ–---------ე არ ახლდა თან. აღებული თანხიდან რაღაც ნაწილი, ზუსტი თანხა არ ახსოვს მისცა ლ----ს, ხოლო დარჩენილი თანხა თავად და დ---------------ემ დადეს ერთად ტოტალიზატორში და წააგეს. თავად, დ---------------ე და ლ---- შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად უნდა გამოეტანათ ტელეფონი, მაგრამ ვერ იშოვეს ფული, გავიდა ერთი თვე და გადაიხადა პროცენტი. ივლისის თვეში მის მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერია 5----------- დაუკავშირდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც გაეცნო როგორც ლ---- ს---–-------ის ბიძის მეგობარი - „-------- და უთხრა, რომ უნდოდა მისი ნახვა და ჰკითხა სად იყო ტერიტორიულად, რაზეც მან უპასუხა რომ იყო უბანში და სთხოვა შეხვედრა პარკთან. ასევე, უთხრა, რომ დაკავშირებოდა „---------- - დ---------------ეს, რადგანაც ორივეს ნახვა უნდოდა. მან საუბრისას უთხრა, რომ „უფროს ძმებს“ უნდოდათ მასთან და „კ--------თან“ ორი სიტყვის თქმა. მას გაუგია, რომ „უფროს ძმებად“ მოიხსენიებენ „კანონიერ ქურდებს“ და მიხვდა, რომ ქურდთან უნდა დაველაპარაკებინა დ------. ვერ დაუკავშირდა „---------- და მარტო წავიდა შეხვედრაზე. ცოტა ხანში აღნიშნული საუბრიდან მასთან უბანში მივიდა ოთხი პირი: ს--- ჯ--------ე, ბიძამისი - ა-–---------- მ------–---–ი, დავით მ------–-–---–ი, ხოლო მეოთხე პიროვნება საერთოდ არ გაცნობია და არ იცის ვინ არის. დავით მ------–-–---–მა უთხრა, რომ იყო „ქურდების ძმა, კაი ბიჭი“ და სწორედ ქურდს უნდოდა მასთან დალაპარაკება. გაიყვანა გვერდით, ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან და „ვაიბერით“ დაალაპარაკა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, რომ იყო „თ-----, ქურდი კაცი“ და ჰკითხა თუ რატომ დაულომბარდა ლ----ს ტელეფონი და რატომ არ გამოიტანა ამდენ ხანს, რაზეც უპასუხა, რომ ლ----სთან ერთად დაალომბარდა ტელეფონი და უახლოეს დღეებში გამოიტანდა. თ-----მ მისცა ვადა ტელეფონის გამოსატანად 22 რიცხვი, ანუ 2018 წლის 22 ივნისს უნდა გამოეტანა ტელეფონი ლომბარდიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე სხვაგვარად დაელაპარაკებოდა. აღნიშნული საუბრის შემდეგ, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და დაიწყო ფულის შეგროვება, რაშიც ეხმარებოდა „კ--------. „კ--------აც“ მოუყვა მისი „ქურდთან“ საუბრის დეტალები. მოვიდა 22 ივნისი, შეიტანა თანხის ნაწილი და გადასახდელი დარჩა 165 ლარი. შეს---მისად, ლომბარდიდან ვერ გამოჰქონდა ტელეფონი, რის თაობაზეც მოუყვა კ--- ბ----------ის მეგობარს - გ---- ნ-----–---–ს. კ--- არის დიდუბელი, უფროსი კაცი, რომელსაც ე---- ქუჩა. გ----ს კ---სთან დააბარა, რომ იქნებ 26 რიცხვამდე მიეცათ ვადა ტელეფონის გამოსატანად. 22 რიცხვში დაუკავშირდა დავით მ------–-–---–ს და უთხრა, რომ ვერ ახერებდა ტელეფონის გამოტანას და ამის შესახებ უთხრა კ--- ბ----------ს, რაზედაც დ-----მ ტელეფონში ჰკითხა, რომ კ--- ბ----------ისთვის ჰქონდა სიტყვა ნათქვამი თუ ქურდებისთვის, რაზედაც უთხრა, რომ ქურდს მისცა სიტყვა, რომ გამოიტანდა ტელეფონს. დავით მ------–-–---–ი ეუბნებოდა, რომ ეს უკვე მისი პრობლემა იყო და არა ქურდების. მან უთხრა, რომ დაურეკავდა ქურდებს და ეტყოდა, რომ ვერ გამოჰქონდა ტელეფონი. შემდეგ, ისევ დაუკავშირდა დავით მ------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ „ესაუბრა უფროს ძმებს, ქურდებს“, რომლებმაც ვადა მისცეს 26 ივნისამდე. შეძლო 26 ივნისისათვის ფულის შეგროვება, რომელიც მიაწოდა ლ----ს, რომელმაც გამოიტანა ტელეფონი ლომბარდიდან. ლ---- ს---–-------ისგან იცის, რომ „კანონიერი ქურდი“ არის თ----- ხ---------. დარწმუნებულია, რომ დავით მ------–-–---–მა სწორედ თ----- ხ--------- დაალაპარაკა „ვაიბერით“. სწორედ თ-----მ მოსთხოვა მას 22 რიცხვში გამოეტანა ტელეფონი აუცილებლად ლომბარდიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაელაპარაკებოდნენ სხვაგვარად. „სხვაგვარად დალაპარაკება“ აღიქვა მუქარად და სწორედ ამიტომ უნდოდა კ--- ბ----------ის დახმარება. მოგვიანებით ლ----ს ჰკითხა თუ რატომ დაურეკა „ქურდებს“ და „კაი ბიჭებს“ და რაში დასჭირდა მათი ჩარევა, რაზეც ლ----მ უპასუხა, რომ დედამისმა უთხრა თ-----ს და თავად არაფერ შუაში იყო. მოწმის ჩვენებითვე, ის ,,კანონიერ ქურდ“ თ-----ს ესაუბრებოდა კამერით და ხედავდა მის ვიზუალს, რომელიც არის დაახლოებით 50 წლამდე, გამხდარი პირისახის, შავგრემანი, აქვს დანაოჭებული სახე, არის შემელოტებული შუბლის არეში, დაბალზე შეჭრილი ჭაღარა ნარევი თმით, ოდნავ მოგრძო დეფორმირებული ცხვირით, თვალის ქვედა ბალიშები ორივე მხარეს აქვს დასიებული, აქვს წვრილი თვალის ჭრილი და წვრილი ტუჩები, რომლის ამოცნობა შეუძლია და მზადაა მონაწილეობა მიიღოს ამოცნობაში.

მოწმე დ---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას და ს--- ჯ--------ეს რამდენიმე თვის წინ დასჭირდათ გარკვეული ოდენობის თანხა, რის გამოც ლ---- ს---–-------ესთან შეთანხმებით დაალომბარდეს ლ----ს კუთვნილი ტელეფონი. მან ტელეფონის ლომბარდში დატოვების შედეგად მიღებული თანხაიდან აიღო 200 ლარი, ლ---- ს---–-------ემ დაახლოებით 100 ლარი, ხოლო ს--- ჯ--------ემ რა რაოდენობის თანხა აიღო არ იცის. სამივე შეთანხმდნენ, რომ ტელეფონს ერთობლივად გამოიტანდნენ ლომბარდიდან. დაახლოებით სამ კვირაში მან ჩარიცხა თავისი წილი 200 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც აცნობა ს--- ჯ--------ეს, რომელმაც უთხრა რომ ტელეფონის დროულად გამოტანით დაინტერესებული იყო ერთი ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა დავით მ------–-–---–ი და ვინაიდან მას თავისი წილი გადახდილი ჰქონდა, დ------ აღარ შეხვედრია.

შპს „მ---–--------------ს“ მენეჯერის ც---–- ა------ის ჩვენებიის თანახმად, 2018 წლის მაისის თვეში ი-----–- მ–---------ის მონაცემებით მათთან დალომბარდებული იყო „სამსუნგი გალაქსის“ ფირმის მობილური ტელეფონი. მისი გატანა როდის მოხდა არ ახსოვს. აღნიშნულის თაობაზე არსებობს შეს---მისი ხელშეკრულება და მასში არის მითითებული თანხის ოდენობა.

მოწმე ა-–---------- მ------–---–ის ჩვენების მიხედვით, მისი და - ე---------- მ------–---–ი არარეგისტიტებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ,,კანონიერ ქურდ“ თ------ ხ---------სთან, რომელიც ამჟამად ცხოვრობს თ--------ში. ლ----სგან გაიგო, რომ მისმა მეგობრებმა გამოართვეს და დაულომბარდეს მობილური ტელეფონი, რომელიც არ გამოუტანეს. აღნიშნულის თაობაზე უთხრა ე---------- მ------–---–ს, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა თ---------- რესპულიკაში თ------ ხ---------სთან. სავარაუდოდ მისი დის - ე---------- მ------–---–ის მეშვეობით მას დაუკავშირდა მანამდე მისთვის უცნობი პირი - დავით მ------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა მასთან შეხვედრა მისი დისშვილის ლ---- ს---–-------ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დალომბარდებასთან დაკავშირებით. არ ახსოვს დავით მ------–-–---–მა უთხრა თუ არა რომ დაუკავშირდა თ------ ხ---------- რომელმაც დაავალა ტელეფონის საკითხის „მოგვარება“. მას და ლ----ს სთხოვა შეხვედრა, რადგან აინტერესებდა საქმის დეტალები. შეხვდნენ წერეთელზე, რომელსაც ლ----მ მოუყვა, რომ ტელეფონი დაალომბარდეს ერთად მან, ს--- ჯ--------ემ და „კ-------მ“. შემდეგ, სამივე ერთად წავიდა ს--- ჯ--------ის სანახავად, რომელსაც შეხვდნენ წ---–-------- ქუჩაზე. ს---ს დავით მ------–-–---–მა უთხრა, რომ „უფროს ძმებს“ უნდოდათ მასთან დალაპარაკება, გულისხმობდა თ------ ხ---------ს, გაიყვანა გვერდით, თუმცა ვის ესაუბრა არ გაუგია. საუბარს არ შესწრებია, მაგრამ გაიგო, რომ ტელეფონი უნდა გამოეტანა ს--- ჯ--------ეს ერთ კვირაში, როგორც ეს გადაწყვიტა თ------ ხ---------მ. 22 ივნისს რამდენჯერმე დაუკავშირდა დავით მ------–-–---–ი და ჰკითხა გამოუტანეს თუ არა მობილური ტელეფონი, რადგან ტელეფონის გამოტანაზე ყურადღების მიქცევა მას დავალა თ------ ხ---------მ. პასუხობდა, რომ ჯერ არ ჰქონდათ გამოტანილი, მაგრამ ალბათ გამოიტანდა მალე. მოგვიანებით ისევ დაუკავშირდა დავით მ------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მას დაუკავშირდნენ ბავშვები და უთხრეს, რომ ვერ ახერხებდნენ ტელეფონის გამოტანას და ითხოვეს დრო 26 ივნისამდე, რის თაობაზეც დაუკავშირდებოდა თ------ ხ---------ს და ჩააყენებდა საქმის კურსში. შემდეგ, ისევ დაუკავშირდა და უთხრა, რომ თ------ ხ---------ს თანხმობით, ტელეფონის გამოტანის ვადა 26 ივნისამდე გადაიწია.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ე---------- მ------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ თ------ ხ--------- იყო მისი მეუღლე და მასთან ერთად ცხოვრობდა თ---------- რესპუბლიკაში. მის შვილს ლ---- ს---–-------ეს დაულომბარდეს ტელეფონი, რაც მოუყვა მის მეუღლეს - თ------ ხ---------ს, რომელმაც უთხრა არ ენერვიულა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამის შემდეგ, მისი მეუღლე სავარაუდოდ დაუკავშირდა დავით მ------–-–---–ის, რომლის დახმარებით დაბრუნებული იქნა აღნიშნული ტელეფონი. მისივე ჩვენებით, იცის რომ თ------ ხ--------- არის ,,კანონიერი ქურდი“.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ლ---- ს---–-------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მან და მისმა მეგობარებმა ს--- ჯ--------ემ და დ------- დ-------ემ დაალომბარდეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, დაახლოებით 550 ლარად, საიდანაც მან აიღო 100 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა აიღო ს--- ჯ--------ემ. ტელეფონის გამოტანა დათქმულ დროს, დალომბარდებიდან ერთ კვირაში ვერ შეძლეს, რაც გაიგეს მისი ოჯახის წევრებმა. შემდეგ, ბიძამ - ა-–---------- მ------–---–მა დიდუბის რაიონში შეახვედრა დავით მ------–-–---–ს, რომელმაც მას და ს--- ჯ--------ეს ჰკითხა ლომბარდიდან რატომ ვერ გამოჰქონდათ ტელეფონი. ამასთან, დავით მ------–-–---–მა ს--- ჯ--------ე რამოდენიმე წუთის განმავლობაში გაიყვანა მათგან მოშორებით და მათი საუბრის შინაარსი არ იცის. აღნიშნული საუბრიდან რამოდენიმე დღეში ტელეფონი დაუბრუნდა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: ვ-–----–--ემ, კო----------მ, გ------- ც--–---–-–---–მა, ბ---------------ემ, მ-----–--------ამ, პ----- პატარაშვილმა და გ------- შ-------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა და კანონიერება.

2018 წლის 08 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა რუსული ვებ საიტის „http://www.p------------“. აღნიშნულ საიტზე რუსულ ენაზე მიითებულია კანონიერი ქურდები, თავისივე ქურდული ზედმეტსახელებით, ქურდულად მონათვლის წლით და სასჯელის მოხდის წლების მითითებით. აღნიშნულ ვებსაიტზე კრიმინალური ავტორიტეტების ჩამონათვალში 3---------------------ე არის მამაკაცის სურათი, სადაც რუსული ასოებითი მითითებულია სახელი, გვარი და მამის სახელი „X-------------------------“, ზედმეტი სახელით „(Ч----)“. ეროვნება "г------ დაბადების წელი 1---, თვე: „4 янвapя“. მისი პროფილის გახსნისას ჩანს მისი პირადი მონაცემები, დაბადების თარიღი, მისამართი, ფოტოები, ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია და კომენტარები.

2018 წლის 31 მაისის მობილური აპლიკაციის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ „მობილური ტელეფონის ნომრების ბაზა“, რომელშიც საძიებო ველში: „შემავალ და გამავალ ზარებზე მფლობელის ჩვენება“ მიეთითა ნომერი: 5-----------. შედეგად, აპლიკაციამ უჩვენა თუ რა სახელი და გვარით ჰყავთ ნომრის მფლობელი ჩაწერილი ტელეფონებში - „--------------------------------------------.

2018 წლის 06 აგვისტოს ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისში, ზ------ თავისუფლების ქუჩა N------------ში მდებარე კ------- ბ-------–---–-ს საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ამოღებული იქნა კ------- ბ-------–---–-ს მობილური ტელეფონი „HUAWEI“-ს ფირმის, მასში მოთავებული სიმბარათით 5-----------.

2018 წლის 06 აგვისტოს ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისი, დ----------------------------–-- კორპუსი N-------------ში მდებარე თ-------- ბ-------–---–-ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მის საძინებელ ოთახში მდებარე კომპიუტერის მაგიდის უჯრიდან ამოღებული იქნა „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ორ სიმ ბარათთან ერთად; 2 „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, სიმ ბარათთან ერთად. საძინებელ ოთახში არსებული სკამიდან ამოღებულ იქნა წითელი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე ბალახის მაგვარი ნივთიერება. ტუმბოს უჯრიდან ამოღებული იქნა ორი ცალი გახსნილი პაკეტი წარწერით „ЛиmoHHa kиcЛoTa“, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება. უჯრიდან ამოღებული იქნა ასევე ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება.

2018 წლის 06 აგვისტოს ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისი, ზ------ ა----–-------------------–- მდებარე დ-------------ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მისაღებში არსებული მაგიდიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავებული მაგთის ერთი ცალი სიმ ბარათით, სიმ ბარათის ნომერი - 5------------ საძინებელ ოთახში მდგარი ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „DELL“-ის ფირმის ლეპტოპი, ხოლო საძინებელ ოთახში მდებარე კომოდის ზედაპირიდან - შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის ლეპტოპი.

2018 წლის 07 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის N----------------- დასკვნით დადგენილია, რომ თ-------- ბ-------–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული თეთრ ქაღალდის ფურცელში გადახვეული მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,0241 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 0,00047 გრამის ოდენობით, ხოლო წითელი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე მომწვანო ფერის მცენარეული მასა (მშრალ მდგომარეობაში), წონით - 67,54 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას.

2018 წლის 09 აგვისტოს ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ს--- ჯ--------ემ ამოიცნო №- ფოტოსურათზე გამოსახული პირი - თ------ ხ--------- და განმარტა, რომ იგი არის ის პირი, რომელსაც 2018 წლის ივნისის თვეში დ. მ------–-–---–ის ტელეფონიდან ვიდეო ზარით ესაუბრა. იგი გაეცნო როგორც „კანონიერი ქურდი“ სახელად „თ-----“.

2018 წლის 17 აგვისტოს დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიეერებულ იქნა რუსული ვებსაიტის „www.p------------“. აღნიშნულ საიტზე რუსულ ენაზე მითითებულია კანონიერი ქურდები, თავისივე ქურდული ზედმეტსახელებით, ქურდულად მონათვლის წლით და სასჯელის მოხდის წლების მითითებით. აღნიშნულ ვებსაიტზე კრიმინალური ავტორიტეტების ჩამონათვალში 3---------------------ე არის მამაკაცის სურათი, სადაც რუსული ასოებით მითითებულია სახელი გვარი და მამის სახელი „ч-------------------------------- ზედმეტი სახელი „------------------, ეროვნება „гpy3ин“, დაბადების წელი 1----------------------- პროფილის გახსნისას მის პირად გვერდზე დაწერილია კომენტარები.

2018 წლის 24 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შპს „მ---–--------------“ მენეჯერის ც---–- ა------ისგან ამოღებული იქნა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება N----- სამ ფურცლად, სადაც მოგირავნე მხარედ მითითებულია შპს-ს წარმომადგენელი, დამგირავებლად ი-----–- მ–---------ე პ/ნ 0----------. ხელშეკრულებაში მითითებულია ი-----–- მ–---------ის მობილური ტელეფონის ნომერები: 5-----------, 5-----------, 5-----------. ხელშეკრულების თანახმად უზრუნვეყოფის საგანს წარმოადგენს მობილური ტელეფონი „-----------------------------------

2018 წლის 05 სექტემბრის ფოტოსურათის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ს--- ჯ--------ემ ამოიცნო №- ფოტოსურათზე გამოსახული პირი - დავით მ------–-–---–ი და განმარტა, რომ იგი არის ის პირი, რომელიც შეხვდა 2018 წლის ივნისის თვეში, გაეცნო დავით მ------–-–---–ის სახელით და მოსთხოვა ლ---- ს---–-------ის ტელეფონის გამოტანა. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: შავგრემანი შეფერილობით, სწორი ცხვირით, მუქი ფერის მოკლედ შეკრეჭილი თმით, საშუალო ზომის ტუჩებით და 30 წლამდე ასაკით.

2018 წლის 06 ივნისს, დ--------------- და კ------- ბ-------–---–- შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - დ-------------ე: „ბიჭო, ეგ ბ-------–---–- აღარ შეგეხმიანა?“. კ------- ბ-------–---–-: „მაგასთან დაკავშირებით მინდოდა შენთან საუბარი, რაღაცეები მინდა გელაპარაკო“. დ-------------ე: „ჰო, მარა სახელიანი ვინმე ჰყავს, თუ?“ კ---: „ჰო, აბა ვიღაც ისე ხო არ, საქმის კურსში ხო...“. დ------: „ვინა, პროსტა მაინტერესებს“. კ---: „ნუ მალაპარაკებ ტელეფონით“. დ------: „ერთი სიტყვით მითხარი კაცო“. კ---: „გ-------–-- რა ერთი, გეტყვი რა რო მოხვალ“. დ------: „თ--------შია?“ კ---: „ჰო“. დ------: „მ---------–--?“. კ---: „არა, არა, გ-------–--“. დ------: „მერე მთლად უკეთესი თუ გ-------–--“. კ---: „ვიცი ჰო, მოდი და გეტყვი“. დ------: „ბაზარი არაა, რა თქვა ჩემზე, რას იძახის?“ კ---: „გეტყვი დავით, ტელეფონში აღარ გვინდა“. დ------: „კაი მოვალ“. კ---: „რატო არ მინდა ტელეფონში ვთქვა მაგასაც გეტყვი მერე“. დ------: „მოვალ რა პრობლემაა“. კ---: „კაი“. დ------: „რავი ქურდი ბიჭი ვარო და“. კ---: „მარტო მოდი რა, მე და ჩემი ძმაკაცი ვართ და დავილაპარაკოთ“.

2018 წლის 18 ივნისს, დ--------------- და კ------- ბ-------–---–- შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - კ---: „ჩ-----–---–- დ-----“. დ------: „ჩ-----–---–-?“ კ---: „ჩ-----–---–-, ჰო, დ-----, გურული რა“. ს------: „ეგვზროსლი არის კაცო, იმის ძმაკაცი არის მაგისი“. კ---: „ვიცი, ვიცი“.

2018 წლის 13 ივნისს, დ--------------- და კ------- ბ-------–---–- შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - დ-------------ე კ------- ბ-------–---–- კონფერენცია ზარით ალაპარაკებს „კანონიერ ქურდს“ თ------ ხ---------ს. დ-------------ე: „აი მირეკავს, ხო ვახტანგოვიჩ“. თ------ ხ---------: „ალო ს------ რას შობი?“ დ-------------ე: „რავი, შენ რავახარ ძმა?...“. თ------ ხ---------: „ახალია რამე?“ დ-------------ე: „იმ ბიჭმა დამირეკა, მე რომ გითხარი, იმ ბ-------–---–-ს თაობაზე, ჩ-----–---–ს დაურეკა მეთქი, რო ერთად დაურეკოთ თ-----სო, ჩემი ძმაკაცი გამომიგზავნა და მე უთხარი თვითონ დაურეკოს თ-----ს მეთქი“. თ------ ხ---------: „მომისმინე მე არსად წასასვლელი არა ვარო და არც შენთან მოსვლას ვაპირებ, როცა დამიძახებს თ-----, მე ჩავალო და შენი ნახვა უნდა თ-----ს და შემოგითვალა მნახეო“. დ-------------ე: „ამ ბიჭმა უთხრა ძმაო რატო დავურეკავ თ-----სო და ამ ბიჭმა ძმაო ითხოვაო კაროჩე, დრო მჭირდებაო, რო ეგ ფული მოგცეთო და შენ რო იძახდი რო დროს არ აძლევდი ძმაო და წივილ კივილი, დაურეკა და შეეკითხოსო კაროჩე, ეს ფულის გადახდა მეკუთვნის, თუ არა და კაროჩე შეუძლია თუ არა დრო რო მომცენ და თ-----მ ასე უთხრა კაროჩე მაგ ფულის თაობაზე დამირეკონ მე, თან ტელეფონის ნომერი მივეცი ძმაო, რა ვიცი ძველი ბიჭი ვარო იძახის ძმაო, კაროჩე დრო და მანძილი მაშორებს მაგასთანო, თორე ისა ვარო კაროჩე, რაც ისინი არიანო და დარეკოს ძმაო, ქურდების ეშინია? მე არავისი არ მეშინია“. თ------ ხ---------: „არ გინდა ამ ტელეფონში, ვსიო, გინდოდა რამე? წევიდეთ, იქით ვილაპარაკოთ, „ვსიო““. შემდეგ საუბარში ერთვება კ---ბარ ბ-------–---–-. კ------- ბ-------–---–-: „მოიკითხე, მოიკითხე ჩემგან“. დ-------------ე: „ჩემმა ძმაკაცმა მოგიკითხა ძმაო“. კ---: „----“ ძმაკაციათქო უთხარი, „----“ ძმაკაციათქო“. დ-------------ე: „----“ ძმაკაცია აგერ ძმაო“. თ------ ხ---------: „მომიკითხე“. დ-------------ე: „მომიკითხეო /მიმართავს კ---ს/ კ------- ბ-------–---–-: „გაიხარე, გაიხარე“. დ-------------ე: „----“ ძმაკაცია, ერთად იყვნენ ,,მალალეტკებიდან“ „კაროჩე“ და ეს ძმაკაცობს იმასთან და ამას ეუბნება ხოლმე თუ რამე უნდა კაროჩე ჩემთან, მე კი არ მირეკავს პირადად ს-----, ე---- შენი ლაპარაკი ძმაო“. თ------ ხ---------: „მომისმინე, მაგი თუ ძმაკაცობს რა უთხარი იცი? მეტი ჭკუა არა აქვს თავში, ჰა?“. დ-------------ე: „რა ვიცი კაროჩე ალბათ არა აქ“. კ------- ბ-------–---–-: „არა ბიჭო, ვძმაკაცობ რა, ნორმალურად აუხსენი, ჩერეზ შენიდან გავიცანი“. თ------ ხ---------: „გეიგე, მეპროცენტეს დედა, პროცენტებს რო ითხოვს, არ რცხვენია, მე მაგისი“. დ-------------ე: „პროცენტს არა თვლის კაროჩე, მეო იმ ხვიჩამ რომ გამომართვაო, წილი მაქვსო ,,კაროჩე“ მაგ სესხზეო“. კ------- ბ-------–---–-: „არა, ჰო, პროცენტით არ არისო, იძახის, საქმეში არის ჩადებული ეს ფულიო“. თ------ ხ---------: „წადი მაგის დედა, ჩამეეთრიოს აგერ“. თ------ ხ---------: „გაიგონა მაგ ბიჭმა, რა ვუთხარი?“. დ-------------ე: „კი, კი, გაიგო კაცო“. კ------- ბ-------–---–-: „ახლა დაურეკავ და ვეტყვი, რომ დაგიკავშირდეს პირდაპირ (მიმართვას თ------ ხ---------ს)“. დ-------------ე: „თ-----ს დაურეკოს პირდაპირ?“ კ------- ბ-------–---–-: „ჰო“. დ-------------ე: „დაურეკოს, ელოდება ეს კაცი, ერთი თვის უკან...“. კ------- ბ-------–---–-: „თუ არ დაურეკავს და ჩავიდეს კაცო, ჩავიდეს, ვეტყვი ჩადი თქო რა, გელოდებათქო. ეგრე ვუთხრა?, აი ჰკითხე თ-----ს, ეგრე ვუთხრა, რომ მანდ ჩამოვიდეს?“. დ-------------ე: „თ-----, უთხრას კაროჩე ამან, რომ ჩამოვიდეს შენთან, თუ დაგირეკოს?“. თ------ ხ---------: „ბიჭო მაგას ვეუბნები ერთი თვეა და უყურადღებოდ იქცევა ს----- და მაგას მოუწევს პასუხის გაცემა, გეიგე? ასე უყურადღებოდ, რომ იქცევა, მაგი ნათქვამი გვაქვს ჩვენ, შეთვლილი გვაქვს“. დ-------------ე: „შეუთვალე შენ? ხო არ დაგირეკა შენ?“. თ------ ხ---------: „შენ არ უთხარი ჩადიო?“ დ-------------ე: „კი ძმაო, ვუთხარი მე კაცო“. თ------ ხ---------: „ილაპარაკოს, არ უთხარი?“ დ-------------ე: „კი ძმაო“. თ------ ხ---------: „ეგ თქმა არაა?“. დ-------------ე: „ვუთხარი ძმაო, ნათქვამია და გაგებულიცაა აქ და მერე ეძება, ეძება ერთი თვე და მერე დაურეკა ისევ ძმაკაცს, ძმაო“. თ------ ხ---------: „ეგ პასუხს აგებს მაგაზე ძმაო“. დ-------------ე: „ბაზარი არ არის“. თ------ ხ---------: „არ გვინდა ამ ტელეფონში“.

2018 წლის 13 ივნისს, დ--------------- და კ------- ბ-------–---–- შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - კ------- ბ-------–---–-: „ხო“. დ-------------ე: „ჭკვიანად იყოსო კაროჩე ასე თქვა მაგანა ს-----, ეგაო“. კ------- ბ-------–---–-: „ხო“. დ-------------ე: „რაც მიტანილი გაქვას ფულიო, კაროჩე უკან არ მოვითხოვოთო“. კ------- ბ-------–---–-: „ხოდა ბაზარი არ არისთქო“. დ-------------ე: „ხოდა თუ რამე აინტერესებსო კაროჩე ტელეფონზე დამირეკოსო, მაგას ველოდები 1 თვეაო ძმაო“. კ------- ბ-------–---–-: „უყურადღებოდ იქცევაო, ეგეც გავიგე“. დ-------------ე: „მე ვუთხარი კაროჩე ძმაო თუ ასეა მეთქი ძმაო, სალაპარაკო და საკოპწიალო იქნება მეთქი ძმა, არ მინდა მეთქი კაროჩე, რა უსიამოვნება, კაროჩე მაგ ფულს თავი დაანებეო“. კ------- ბ-------–---–-: „ხარაშო“.

2018 წლის 13 ივნისს კ------- ბ-------–---–-ა და თ-------- ბ-------–---–- შორის საუბრით დგინდება შემდეგი - კ------- ბ-------–---–-: „ველაპარაკე მე ძმა თ-----ს“. თ-------- ბ-------–---–-: „თ-----ს ტო? რაო მერე?“ კ------- ბ-------–---–-: „კი ძმაო, რაო და დამირეკოსო, ამდენი ხანი რომ არ მირეკავსო, ესე უყურადღებოდ რატომ დამტოვაო“. თ-------- ბ-------–---–-: „ჯერ ერთი დ------ს ველოდებოდი თქო ვეტყვი ს-----, „კაკ მინიმუმ“. თ-------- ბ-------–---–-: „რა თქვა ს-----, რა მაინტერესებს, არ ეკუთვნისო ვინმესო რამეო თუ რა თქვა, რა მინდაო?“. კ------- ბ-------–---–-: „ბიჭო არაფარი არ მალაპარაკა ძმაო, უთხარიო ს----- დამირეკოსო, ველოდებიო და ამდენი ხანი უყურადღებოდ რატომ დამტოვაო, გაიგე? ანუ რატომ არ დარეკაო და რავი მე უთხარი ესე ესე თქო და კაროჩე დარეკოსო, ბევრი ტელეფონში ლაპარაკი არ მინდაო“. კ------- ბ-------–---–-: „დ------ს ეუბნებოდა რა, ეს პროცენტიო და რაღაცაო რა არიო ვერ გავიგეო, მითუმეტესო ცხოვრებითო ესე ესე რაღაცეებს ეუბნებოდა გაიგე? და ანუ დ------მ უთხრა, რომ აგერო ეს ბიჭიო ძველბიჭობა უნდაო და ხო აზრზე ხარ რა. თ-------- ბ-------–---–-: „ჩემზე იძახის?“. კ------- ბ-------–---–-: „შენზე უთხრა რა და შენი მომავალი ოჯახის წევრია და რამეო და მერეო პროცენტიო და მე უთხარი მაგ ბიჭმა ეგ არ იცის, რო პროცენტიანი, ეგრე არ არის მე უთხარი, მაგან ეგ იცის როგორც საქმეში ჩანადები ფული, თორე პროცენტს არ მოითხოვს მეთქი“. თ-------- ბ-------–---–-: „მერე რაო მაგაზე ძმა?“. კ------- ბ-------–---–-: „და კაიო, ბევრი აღარ მინდაო ეხლა ლაპარაკიო, ესე უთხარიო, რო დამირეკოსო, ველოდებიო და კაი მე უთხარი“. კ------- ბ-------–---–-: „ბიჭო აი ეგ არი, „ვაბშე“ დაურეკე არ გინდა ეხლა თ-----ს?“. თ-------- ბ-------–---–-: „ვის ძმა? არა ჩემი ძმა, ხვალ დაურეკავ ს----- ერთად“. კ------- ბ-------–---–-: „ის თ-----, უეჭველი დაგიძახებს რა“. თ-------- ბ-------–---–-: „სად დამიძახებს ბრატ?“. კ------- ბ-------–---–-: „თ--------ში ჩამოდიო“. კ------- ბ-------–---–-: „მე რომ ველაპარაკე, მეთქი მე ვართქო კ---, ესე-ესე მეთქი, ჭიას ძმაკაცი, ვაა შენ შმოგევლეო ძმაოდა და რაღაცეები“. კ------- ბ-------–---–-: „ეს ბიჭი, ეს ეუბნებოდა ჩემს თვალწინ, მე თ----- შენთან იმიტომ დავრეკე, რომ მონდოდა დრო პერიოდი გაიგე“. აღნიშნული საუბარი გრძელდება თ--------ს და დ------ს პოზიციების, პრეტენზიების ირგვლივ.

2018 წლის 1-------ს, დ--------------- და კ------- ბ-------–---–- შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - კ------- ბ-------–---–-: „ეხლა ველაპარაკე ბ-------ს, გე----?“. დ-------------ე: „გისმენ, ეხლა მითხარი“. კ------- ბ-------–---–-: „ჰოდა, ბიჭო ისაო, რა ქვიაო, ჩვენო ს-----ო ხო აზრზე ხარ არც გვეხმიანებაო, მაგ კაცმაო რაც გვითხრაო, ის ყავსო, საქმის კურსში თუ ეს ყავსო ჩერეზ შენით ვიცით ყველაფერიო ბრატ და იქა ვზივართო და გელოდებითო, რო მოდიო რო დავრეკოთ თ-----სთანო, გაიგე და ჩემი მისვლა ბიჭო რა კონკრეტულად, დაურეკე ძმაო და უთხარი რა ბ-------ს რომ აი ესე, ესე არის ბრატ მე ჩავაყენე საქმის კურსში აი ამიტომ, ამიტომ, ამიტომ და ეხლა გელოდება თ-----, ვაფშე აგერ ვარ მეც თქო უთხარი, ძმა თ----- თუ საჭიროდ ჩათვლის რომ მე უნდა დავესწრო მაგ თემასთქო. გამოვალთ ერთად თქო გამიგე, ესე ს----- დარეკვას რა უდგას წინ, ბიჭო დაურეკეთქო ვეუბნები ს----- და გინდა თუ არაო. მოდიო რადა აი რაღაცეები ბიჭო და მე ბიჭო მინდა რა იცი, ძმა რო შენგანაც იცოდეს, ის თემა, რაც მე ვუთხარი, რის გამოც შენ ჩააყენე ის კაცი საქმის კურსში, ძმაო და რას იძახის გაიგე?“. დ-------------ე: „მაგას კუდის ქიცინი ხომ არ დავუწყო, ძმაო თვითონ უნდოდა, იძახის კაროჩე ჩემნაირი ჭკუის არისო ძმაო და ერთი ჭკუსია ვართო“. კ------- ბ-------–---–-: „მე სხვა რამეს გეუბნები ძმა, მომისმინე, შენთან ხომ აქვს უშუალოდ ეგ თემა“. დ-------------ე: „მერე?“. კ------- ბ-------–---–-: „გაიგე რას მეუბნება, მეო რატომ მაგან არ მითხრაო, ს-----ო, რომ თ----- მყავს საქმის კურსშიო, გაიგე, შენ რო მეუბნებიო“. დ-------------ე: „მე ვუთხარი, ძმაო თ-----ს ვურეკავ მეთქი, რა მაგან არ მითხრაო, ბიჭო მაგას დავურეკავ ძმაო მაშინ და გავარკვევ მეთქი ბრატ და თვითონ მითხრა დაჟე დაურეკეო ბრატ“. კ------- ბ-------–---–-: „აი ეხლა დავით მისმინე ძმა, ეხლა ზიან უნდა დარეკონ, თ-----სთან მარა სანამ თ-----სთან დაირეკება გადაურეკე ძმაო ორი სიტყვით უთხარი, აი ამის გამოთქო, ს-----, მე ჩავაყენე თ----- საქმის კურსში და ერთი თვეა გელოდებათქო, რა“. დ-------------ე: „თვითონ დაურეკოს თ-----სა ბრატ, თვითონ ეტყვის თ----- მაგას, ეგრე დაურეკოს ძმაო, მე ეხლა ვურეკავდი მაგრამ ხაზზე არ არის, კაროჩე რომ იცოდე რა, მაგრამ მალე გამოვა ხაზზე, კაროჩე ეგა და დაურეკოს ძმაო და გასცემს პასუხს“. კ------- ბ-------–---–-: „კაროჩე ვეტყვი რო შენ შენ დაგირეკოს, და შენ უთხარი რა“. დ-------------ე: „მე არაფერი არ დამირეკოს, კაცო, მე კაროჩე არ მცალია, ს-----, რაღაც საქმეზე ვარ გამოსული“. კ------- ბ-------–---–-: „ბიჭო იმის თქმას რა უნდა ძმა შენი თემა არის და შენ არ უნდა უთხრა რო საქმის კურსში გყავს?“. დ-------------ე: „ბიჭო, იცის ძმაო, შენ მიხვედი მაგასთან და უთხარი ჩემი თემა როა, ახლა მაგას რა უნდა რისი მოსმენა უნდა ძმაო?!“. კ------- ბ-------–---–-: „მე რავი, რა უნდა ტო, ვერ გავაგებინე, რომ დარეკოს რა და გეტყვის დანარჩენს ის კაცითქო, რაც იცის და როგორც იცის“. დ-------------ე: „დღეს ახლა არ მცალია დღეს თუ არ დარეკავს ხვალა მე გავაგებინებ“.

აღნიშნული საუბრის დასრულების შემდეგ, კ------- ბ-------–---–- უკავშირდება თ-------- ბ-------–---–- და ახსენებს დ---------------თან გამართული საუბრის დეტალებს. თ-------- კ---ს ეუბნება, რომ როდესაც თ-----ს დაელაპარაკებიან, დ-------------ე უნდა იყოს მათთან ერთად, რაზეც კ------- ბ-------–---–- პასუხობს, რომ ეტყვის აღნიშნულის თაობაზე დ---------------. შემდეგ, ურეკავს დ--------------- და აცნობს თ-------- ბ-------–---–-ს პოზიციას, ასევე დეტალურად იხილავენ ორივე მხარის მოთხოვნებს და პრეტენზიებს.

2018 წლის 1-------ს, დავით მ------–-–---–სა და კ------- ბ-------–---–- შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - საუბრობენ კ--- ბ-------–---–- და აბონენტი N------------, საუბარში ერთვება დავით მ------–-–---–ი. 5---------: „გუშინ გაუგია მაგ ბ-------–---–-, შენს ბიძაშვილს, რო თურმე თ----- ყოფილა საქმის კურსში და მანამდე არ იცოდა?“. კ------- ბ-------–---–-: „ეგრე გითხრა?“ 5---------: „კი, ძმაო“. კ------- ბ-------–---–-: „და დაიცადე, აბა მაშინ დ----- რატო ჩააყენა საქმის კურსში მაშინ თუ ეგრე გეუბნება“. 5---------: „ჰოდა ახლა მაგდენს აღარ მიყვა და მოყვა, აგერ დ-----ა ჩემ გვერდზე“. საუბარში ერთვება დ-----. კ---: „გაუმარჯოს ჩემო ძმაო“. დ-----: „გაუმარჯოს ჩემო ძმაო, გაუმარჯოს, მე ვესაუბრე მაგ ბიჭს და მითხრა კაროჩე, მე ვაბშე გუშინ გავიგეო რო თ----- იყოო საქმის კურსშიო ჩაყენებულიო და აგერო ყველანი შეკრებილები ვიყავითო დღესო, თ-----ს ვურეკავდით და ვერ დავრეკეთო. მეთქი ბიჭო სვიაზზეა და დაურეკე თუ გაქ ხოდი მეთქი და ხვალე დავურეკავთო, შევიკრიბებითო გაიგე და ვნახოთო ერთმანეთი და მეთქი აგერ ჩვენმა ძმამაც გვაცოდინა კაცო, იქიდან არაა შეკრება საჭირო მეთქი თუ რამე გინდა“. კ------- ბ-------–---–-: „ჰო, დიდი ბოდიში, შენი სახელი ჩემო ძმაო?“. დ-----: „მე დ----- ვარ მ------–-–---–ი“. კ---: „დ-----, დ------ ვენაცვალე, ჩემო ძმაო, თვითონ აგერ დ------ მე წეღან რო ვკითხე, დ-----მ თვითონვე მითხრა, რო მე ნათქვამი მქონდაო, რო თ-----სთან ვრეკავო, გაიგე და როგორ გაიგო დღეს მაგ ბიჭმა ტო? თვითონ აგერ დ-----მ მითხრა წეღან მე ს----- რო მაგ ბიჭთან ნათქვამი მქონდაო. რო თ-----სთან ვრეკავდიო“. დ-----: „არ ვიცი ჩემო ძმაო, მე ასე მითხრა და როგორ გაიგო რანაირად გაიგო“. კ---: „აი დ------ კითხე ძმაო, წეღან მე მითხრა დ-----მ, რო მე ნათქვამი მქონდა, მაგაზეო, დ------ რო დავურეკე, დავით მეთქი ძმურად გადაურეკე ამ ბიჭს და უთხარი ძმაო რო თ----- გვყავს საქმის კურსში და ამიტომ, ამიტომ და ამიტომ გელოდება ის კაცი ს-----, დაურეკე, დაუკავშირდით. მე დ------მ მითხრა ძმაო რო მე მაგ ბიჭზე ნათქვამი მქონდაო რო თ----- მყავს საქმის კურსშო, დარეკილი მაქო“. დ-----: „ჰოდა აბა საიდან იძახის რო გუშინ გავიგეო?“. დ-----: „გაირკვევა, არ არის პრობლემა. მე ამ ბიჭს ვკითხე უბრალოდ, შენ ხოდი გაქ მეთქი ჩემო ძმაო, საზღვარი დატოვო მეთქი და კიო, ფიზიკურად მაქვს მაგის ხოდიო და რო იცოდე მეთქი ჩვენმა ძმამ თქვა იქიდან ჩამოვიდეს ჩემთან მეთქი ბრატ და ხვალო დავურეკავო, ჩვენ დ------სთან გვაქ დანარეკი, ჩ-----–---–თანო, დ------ მე ვუთხარი თ-----ს ძმაკაცია და რო ჩაეთვალა მაგ ბიჭს დაურეკავდა იქედან და არ დაურეკია მეთქი დ------ს და ხარაშოო, ჩვენო დავურეკავთ იქით ძმაოო და მაგ ბიჭი როგორც ვიცი პერიოდის სათხოვნელად იყო იქით მისული და ჯერ ჩემთან მოსულიყო ჩემთან ეთქვაო. მეთქი არ ვიცი მეთქი მე რა პერიოდებზე მელაპარაკები ჩემო ძმაო. ხვალ დავურეკოთ, გელოდებათ და კაიო, ხვალ დავურეკავთო. გადაურეკონ და პა ბალშომუ რამე სიტყვა იქნება კაცო სათქმელი მაგ კი ვიცით როგორ უნდა ვუთხრათ და რანაირად“. კ---: „კაი ჩემო ძმაო“. დ-----: „კაი“.

აღნიშნული საუბრის დასრულების შემდეგ, კ------- ბ-------–---–- უკავშირდება თ-------- ბ-------–---–-, უყვება დავით მ------–-–---–თან გამართული საუბრის დეტალებს, კვლავ მეორდებიან, რომ თ-------- ბ-------–---–- დ---------------თან არსებული უთანხმოების გამო დარეკილი და საქმის კურსში ჩაყენებული ყავს დ------------–---–ი.

2018 წლის 15 ივნისს, დ--------------- და კ------- ბ-------–---–- შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - დ-------------ე: „რაო?“. კ---: „რაო და დ------ დაურეკავდა დღეს უკვეო, რა. მეო ფეხიც რო მომტყდეს და ისო მაინც დავურეკავო ძმაო, დღესო ყველა ვარიანტშიო თ-----სო“. კ---: „ამაზე ძმაო ახლა მე ის იტყვის როგორ იცი, ცალი მხრიდან ხო აზრზე ხარ, მოისმინაო, რატო ჩემი არ მოისმინაო, რატო გამოაქო ეგრევე ვივოდებიო“. დ-------------ე: „დარეკა ძმაო, ერთი თვეა ელოდება, კაროჩე“. კ---: „ჰოდა მაგას ვეუბნები, გაგიე ბიჭო, კაროჩე ძმა, როგორი თემაა იცი ტო, სულ თავისუფლად შეიძლება დარეკოს და დაელაპარაკოს ძმაო“.

2018 წლის 15 ივნისს, თ-------- ბ-------–---–-ა და კ------- ბ-------–---–- შორის გამართული სატელეფონო საუბარით დგინდება შემდეგი - კ------- ბ-------–---–- ესაუბრება თ-------- ბ-------–---–- და ეუბნება, რომ კვლავ ელაპარაკა თ-----ს, რომელმაც უსაყვედურა, თუ რატო არ ჩადის მასთან თ--------. ასევე საუბრობენ, რომ დ------თან აქვს დარეკილი და ელოდება პასუხს. კ---: „ბიჭო, აი ახლა ველაპარაკე ამ წამს გავთიშე თ-----სთან ტელეფონი რა, უშუალოდ მე ველაპარაკე, რო კაროჩე“. თ--------: „ჰო კ---: არ დავინახო ტელეფონზე დამირეკოს, ეგრევე ჩამოვიდეს ჩემთანო, რა“. თ--------: „რაო?“ კ---: „აი ეგრევე დაადოს თავი და ჩამოვიდეს ჩემთანო. ველოდებიო რა“. თ--------: „რატოო?“. კ---: „არავინ არ მაინტერესებსო, ველოდებიო უშუალოდ მაგასო, ჩამოვიდეს აქაო, და შენო რო გითხარიო, რატო არ გადაეციო გუშინო და რა ის, მე ვუთხარი საქმის კურსში ჰყავდა ორი კვირის უკან დ-----, მე ვუთხარი რა და დ------ ელოდებოდა, მე ვუთხარი რო დ-----მ უთხრა თქო რო დარეკავს“. თ--------: „ჩვენ ამ ს------ს სიტყვა არ გვჯეროდა“. კ---: „ბიჭო არა, ანუ სხვა რამეს გეუბნები რა, ის რო თ----- მეუბნება რო მე შენ რო გითხარიო, რო გადაეცი ბიჭო მაგ ბიჭს, რო დარეკოსო ს----- რატო არ გადაეციო, მეთქი თ-----, ტო“. თ--------: „ეგ როდის გითხრა?“. კ---: „ახლა ამ წამს ველაპარაკე რა იმიტო რო შენ გუშინ...“. თ--------: „აა ეგ როცა ეგ რო გითხრა, შენ გუშინ როცა გითხრა კი გადმომეცი ჩემი ძმა“ კ---: „არა, არა, სხვა რამეს გეუბნები ტო. მე მანამდე ნომერი რო მოგე...“. თ--------: „მანამდე აბა შენ თ-----სთან როდის გქონდა ნალაპარაკები?!“. კ---: „თ-----სთან მე არ მქონდა ნალაპარაკები კაცო, პროსტა მე რო გითხარი დ------მ ილაპარაკა, მე ვუთხარი და ნომერი რო მომაწოდა, რო მოგეცი მერე დ------ს ხო...“. თ--------: „ხოდა დ------ს სიტყვებით, გეუბნები აგერ, დ------ს სიტყვები ბევრი უთქვია, და არ ყოფილა სიმართლე. გაიგე?“. კ---: „ჰო, ანუ სხვა რამეს გეუბნები, რა. იმან მე მისაყვედურა, არ გადაეციო, რა და როგორ არ გადავეცი, მე ვუთხარი კაროჩე და დანარჩენი მე ვუთხარი დ------ს დაურეკა, დ------სთან შინაურობს, და დ------სგან ელოდებოდა რო დ------ უნდა დაერეკა“. თ--------: „და მაგიტომ იძახის ახლა ჩამოვიდესო?“ კ---: „ჩამოვიდესო“.

სასამართლო აღნიშნავს, რომ თ-------- ბ-------–---–-ს სატელეფონო საუბრის ჩანაწერებში მთლიანად ასახულია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სხვადასხვა პირებს უყვება დ---------------თან არსებული უთანხმოების შესახებ, მისი პრეტენზიების, თავისი საწინააღმდეგო პოზიციის შესახებ, ასევე, რომ დ--------------- „საქმის კურსში“ ყავს ჩაყენებული თ------ ხ---------- ხოლო თავად დ------------–---–ი. აღნიშნული საუბრები არის საკმაოდ ვრცელი, ყოვლისმომცველი. თ-------- ბ-------–---–მა, მას შემდეგ რაც დ--------------- ჩააყანა საქმის კურსში თ------ ხ---------- გადაწყვიტა თავადაც მიემართა „კანონიერი ქურდისათვის“ დ------------–---–ისათვის, რომელსაც როგორც აღნიშნული სატელეფონო საუბრის შინაარსიდან ჩანს ყველაზე ახლო კავშირი აქვს თ------ ხ---------სთან, რის გამოც სწორედ იგი აირჩიეს მათი პოზიციის წარმომდგენად. თ-------- ბ-------–---–- ესაუბრება გ------ დ---–--ეს, რომელსაც კავშირი აქვს დ------------–---–თან, რასაც არა მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერები, არამედ გ------ დ---–--ის შვილი ი-----–- დ---–--ეც ადასტურებს სასამართლოში დაკითხვით და მისი სატელეფონო ჩანაწერებით.

გ------ დ---–--ესთან გამართული საუბრის შინაარსით ირკვევა შემდეგი - თ--------: „ჰო დაგვაწყდა ნერვები, ამდენი კაცი, პ-----ც გეცოდინებათ, დ---–-–---–ი ბებერი, ჩვენი ძმა, აგერ საბურთალოელი, ახლა იმასთან ვიყავით, იქიდან ვსაუბრობდით. ველოდებით, დ------სთან ვიყავით ერთი-ორჯერ ჩვენ „სვიაზზე“, ერთხელ პ-----სთან ერთად ვიყავი, ერთხელ მე თვითონ ვიყავი მანამდე“. გ------ი: „თ--------ში?“ თ--------: „თ--------ში...“. გ------ი: „თ--------ში იყავი?“ თ--------: „არა, არა, „სვიაზზე“ ვიყავით რა, თ--------ში, ჰო. თ--------ში ვესაუბრეთ აქედან, ინტერნეტიდან რა...“. გ------ი: „ჰო“. თ--------: „ვესაუბრეთ, მოვუყევი ახლა, რა ფული არის, როგორი ფულით არის, ქალის ფული როა ხელშეუხებელი, აი საერთოდ სალაპარაკო რო არ არის, სასაუბრო რო არ არის, აქამდე ს----- ტიპი ისე იხდიდა, არანაირი პრეტენზია არ გასჩენია და თ-----სთან მივედიო მეო „პროსტა“ იმ „პრიდლოგითო“, იძახის თან, რო ს----- პერიოდი მოეცათო. ჩემთან საერთოდ ტიპი არ მოსულა, ისე გაიქცა. ვინმემ რამე სიმართლე დაუკარგა, არ დაუკარგა, ყველაფერს თავი დავანებოთ, რო აწუხებს და რო გარბის, აგერ დავით „სვიაზზე“ არ არის ამდენი ხანია და საქმე გვაქ და „პროსტა“ არ ვაწუხებთ, რო ეტყობა ს----- არ სცალია კაცს და ჩვენთან ვაბშე“ იქნება მაგ პერიოდის მე ვაძლევდი, რო მოხია ს----- და გაიქცა და დარეკა ს----- და ილაპარაკა „პახოდუ“, პროცენტის ფულიაო ნალაპარაკები აქ. აი, ტვინში სისხლი მექცევა ს-----, გამართულად ლაპარაკი მიჭირს, იმ დონეზე ს----- ვკრიფავ. ერთხელ წამოსცდა თავის ცოლს, ანუ არის, ნ----ს უდევს თავის საქმეში ფული, რა. ანუ რა ფული არის, ახლა რო გითხრათ რა მოკლედ, რა. ნ----ს უდევს საქმეში ფული და ამ საქმიდან უბრალოდ მოდის მოჭრილი თანხა რა, ხელფასივით“. გ------ი: „აჰა!“. თ--------: „არც მოგების წილშია, არც წაგების წილში არის, რა. აი მაგიტომ არის ს----- ისეთი, რო მოჭრილი თანხა რო არის, მაგიტომ არის. ამის სიტყვები ცოტა დასაჯერებელი მაინც, თორე ისე ს----- ისე მაგრად ლოგიკასთან ახლოს არ არის, ყველა უნდა მიხვდეს. ჯერ მარტო ,,ს------ს“ სიტყვა და აქეთ, იციან ჩვენ ვინებიც ვართ და რა ცხოვრებით ვცხოვრობთ, ჩვენი სიტყვა ს----- ერთია, ცალი მხარე რო აქ მოსმენილი და უკვე, როგორც ესენი იძახიან, იმას ,რეშენია“ აქო გამოტანილი ს-----, პროცენტის ფულზე რა ,,პონტში“ რეკავსო თუ ესე და ესე, ჩვენი მომავალი ოჯახის წევრი თუ არისო, რანაირად რეკავსო პროცენტის ფულზეო. მე კი არ ვარ მარტო ჩარეული ს-----, დ------ც ჩარეული არის მაგ თემაში ს----- და ყველანი, აგერ ვინც ვართ ს-----, ერთი ოთხი სული ს-----, მომავალი და პ----- და ს----- ამდენი კაცი ვართ ჩარეული და იგონებს ეს ,,ნა ხოდუ“, აი ყველაფერი აქ უკვე, ისა აქ რა, ოლინი აქ რა გაკეთებული, ბოლო კონი აქ შესული, აი ყველაფერზე მზად არის რა. ჩემთვის ,,ვაბშე“ არც უთქვია ს-----, ისე წავიდა და ახლა იძახის, რო მეო მაგას ვუთხარიო ს-----, რო მოვდიოდი თ-----სთან დასარეკადო. ყველაფერს თხზავს ,,ნა ხოდუ“ ს-----, იმდენი აქვს მარტო ჩვენთან ნატყუები, აგერ ჩემთან ტოტოლასთან, ბ------- არის, ვინც „პასრედნიკობს“, თორე ჩემთან „ვაბშე“ ოთხი თვე ტიპს ნალაპარაკები არ აქვს, ამ ბიჭისგან მომდის მარტო ამბები რა, ეს ბ------- არის ვინც მირეკავს და ამის სიტყვებს მეუბნება მთელი ამდენი ხანია. დამირეკა ტიპმა თ-----სთან ს----- და „ვაბშე“ ნალაპარაკები, რაზე დამირეკა კაცმა, მეთქი მოეთრეს დღეს, ,,იმენნა“ ვეძახოდი, მთელი დღეა ვეძანი, რო მოვიდეს მეთქი და ს-----, თ-----სთან დარეკოს მეთქი „პროსტა“ რა პრეტენზია აქ, რა აინტერესებს მეთქი, ამოღერღოს მეთქი ჩემთან ერთად, თუ გაბედავს მაგ სიტყვების თქმას, მარა როგორ გაბედავს, ისა გ------ი ბიძია, „პროსტა“ ფიზიკურად ვერ ამოიღებს მაგ სიტყვებს ჩემს გვერდზე ს-----, თვალებში რო შევხედავ, წინ რო ვეჯდები. ერთხელ იყო თავისმა ცოლმა, ნ----ს ეს ფული რო მოუტანეს, ისეთი ჩმორია, რო ნ----საც ვერ ნახულობდა ხოლმე რა და თავის ცოლს გამოატანა და თავისმა ცოლმა ერთხელ ცაიბურტყუნა, რო კაიო რა, პროცენტივით გიხდითო რა ამ ფულს და დავურეკე და ცოლს დედა ვაგინე და მაგას ამოვგლიჯავ მეთქი ენას. მეთქი ს----- დავკიდებ შენი ცოლის ენას გულზე, მეთქი ეს რამ ათქმევინა ბიჭო, შენგან ხომ არ მოდის მეთქი ს----- ეგრე, შენგან ხო არ იცის ინფორმაცია ეგრე, გაიგე და ძლივს აი თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებში მყავს მოყვანილი ზოგჯერ მე რო ვჭირდებოდი აქედან დასახმარებლად, ჩემთან რო მოეთრეოდა, ჩემს სახელს ისე ახსენებდა და ამის მოსარგებლე შუბა გავხდი, ჩემს სახელს ისე იყენებდა ეს ბ------- პირველად როცა გავიცანი, ამ ბ-------ს ნათქვამი ჰქონდა, რო ანუ ჩემი მოგვარე არის რა, ბ-------–---–- არის ეს ბიჭიც რა და ნათქვამი ჰქონდა, რო, ჩემზე ჰქონდა ნათქვამი ამისთვის, რო შენ რო რაღაც ვალი გაქო, ამ ბეძენას ამისთვის რაღაც ვალი ჰქონია, ჩემი სახელით ჰქონდა ნათქვამი, რო ბ-------მო იცის ეგ თემაო და დედას მოგიტყნავსო, ამოიღებსო ჩემ მაგივრადო. ჩემს სახელს ესე იყენებდა, სულ არ ვიცოდი, ამ ბიჭმა ესე გაიგო ჯერ ჩემი სახელი, სამას კაცთან იყო ამ თემაზე ნამყოფი, არცერთი არ გამოჰყვა. 90-მა პროცენტმა იცოდა ვინც ვიყავი და დანარჩენი 10% თემას რო მოისმენს, რანაირად უნდა დაუდგეს გვერდზე, არაფერი აქ სალაპარაკო არ არის. ეს ბიჭები ჩემთან რომ გამოუშვა პირველად სალაპარაკოდ, ახლა თუ იძახის ჯერ, რო პროცენტის ფულაიო ის, განაბთან ს-----, ეს ბიჭები რომ ჩემთან გამოუშვა, ამ ბიჭებს რატო არ აუხსნა, რო პროცენტის ფული იყო? ბიჭები ჩემთან მოვიდნენ, ორი ქუჩის ბიჭი როცა მოვიდნენ მაგის მხრიდან, პირველად როცა ითხოვა, პერიოდი ითხოვა ორ თვეში მეორეჯერ უკვე, რა. სანამ თ-----სთან წავიდოდა, მანამდე ეს ბ------- და ერთი ვაშლიჯვრელი ქუჩის ბიჭი არის, ვიცნობ ს-----, მოვიდნენ, ბიჭები მოვიდნენ, ამ თემაშიო ძმაო რა უნდა გითხრათო მეუბნებიან, შენი გადასაწყვეტია ყველაფერიო, დღეს რო ამ მისცეო მივალთო და რახან ჩავერიეთო საქმეშიო ს----- და ჩვენ დაგვაბარაო „რიშენიის“ გამოტანაო ს-----, ხვალვე მოიტანოსო რო თქვასო, ხვალვე მოვატანინებთო, ხო აზრზე ხარ, ბიჭები იძახიან. მეთქი ხვალვე მომტანი ისედაც არ არის მეთქი „ბრატ“ და ესე უთხარით მეთქი, თქვენც რო ჩაგეთვალოთ რაღაცაში, რახან გირეკავთ მეთქი, რაღაცა ,,სვიაზი“ აქვს, რავი მეთქი, იქნებ ფულს ხეირობენ, რა ვიცი, ეს ბიჭები ხო აზრზე ხარ, გოიმია რა, აბა ვინ არის. მე ვიცი, რო ჩემი ოჯახის წევრს ველაპარაკები, თორე ისე მე სახელებს არ ვარქმევ, „პროსტა“ „პა ფაქტუ“ მოვყევი მაგიც, ტყვილებს მოვყევი და მაგის დაუფიქრებელ საქციელებს მოვყევი, ს-----. „პროსტა“ მეთქი როგორ უშვებ ადამიანი ამდენ შეცდომას მეთქი, მიკვირდა. ჰოდა ეს ბიჭები ამას მეუბნებიან, ამ ბიჭებს არ უნდა სცოდნოდათ, რო პროცენტიან ფულზე იყვნენ მოსულები, პროცენტიან ფულში ჩარეულ ქუჩის ბიჭს ს----- ესე ეხვეწებიან აქით, ხო აზრზე ხარ, როგოც შენ გინდა ისე გა...ანუ ამათტვის ეგრე არ ჰქონდა და ვერსად ვერ ახსნიდა ეგრე იმის გარდა, სადაც ახსნა ახლა. ახლა ვურეკავდი ს-----, ბიჭები მეუბნებიან დაურეკე შენო. მეთქი რამდენი ვურეკავ მეთქი, სამი დღე ტელეფონს თიშავს ეგრევე, დავურეკე თუ არა, იმ წამსვე ტელეფონი გათიშა ტიპმა. ესე მყავს მე და ვერ გამოდის ჩემთან ,,სვიაზზე“. გ------ი: „ეგ ვისა?“ თ--------: „თვითონ ეგ ს------, ჰო“. გ------ი: „ჰა?“ თ--------: „ს------ ქვია“. გ------ი: „დ-----?“ თ--------: „ბატონო!“ გ------ი: „ვინ გათიშა ტელეფონი?“. თ--------: „ეს, ამ ს------მ, ვინც გაიქცა ქურდებთან, ამ თ-----სთან ვინც არის მისული, ვინც არის მეორე მხარე რა, დედაჩემის ის, დედაჩემის მოწილე ვინც არის. ჰოდა რო იყო...“. გ------ი: „მაიცა, შენ მითხარი ახლა თ--------, მე დ------, დ------ რა ვთხოვო მე დ------, რა ვუთხრა, მითხარი?“. თ--------: „აი გ------ი ბიძია, მოვისმინე-თქო საუბარი-თქო ამ ბიჭებისო ყველაფერი, აი ნ----ს საუბარი რო მოისმინოთ, აი საერთოდ, აი მე ტვინში სისხლი მექცევა ხოლმე ნ---- რო ყვება, გავდივარ ხოლმე, „დაჟე“ იმ დონეზე ამას „პაბლაჟკები“. გრძელდება საუბარი და გ------ დ---–--ე ეუბნება, რომ დ------ (ჩ-----–---–-) მის ხელში გაზრდილია და ყველაფერს გააკეთებს.

აღნიშნულ საუბარში ნათლად ჩანს, რომ თ-------- ბ-------–---–- უკვე საქმის კურსში ჰყავდა ჩაყენებული დ------------–---–ი. მან პირდაპირ უთხრა გ------ დ---–--ეს ამის თაობაზე - დ------სთან ვიყავით ერთი-ორჯერ ჩვენ „სვიაზზე“, თ--------ში, ინტერნეტიდან. ასევე, ესაუბრება კ------- ბ-------–---–-ს შესახებ, რომ სწორედ მისი მეშვეობით აქვს ურთიერთობა დ---------------თან, რომელსაც საქმის კურსში ჰყავს ჩაყენებული თ------ ხ---------. თ-------- ბ-------–---–-ს სატელეფონო საუბრებით ნათლად ჩანს როგორ უკავშირდება იგი სხვადასხვა პირებს და ახსენებს დ---------------თან არსებული უთანხმოების, დ-------------ის მხრიდან თ------ ხ---------ს ჩარევის, მასთან ცალმხრივი პოზიციის დაფიქსირების, თ-----ს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, ასევე მისი მხრიდან დ------------–---–ის საქმის კურსში ჩარევის შესახებ და ასე შემდეგ. სატელეფონო ჩანაწერებით ჩანს, რომ მან დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის მიმართა ,,კანონიერ ქურდ“ დ------------–---–ის, თავის პოზიციებს დ--------------- აცნობდა კ------- ბ-------–---–-ს მეშვეობით, რომელიც ინფორმირებული იყო დავაში ,,კანონიერი ქურდების“ მონაწილეობის შესახებ და მათი მხარდაჭერის მიზნით, ერთმანეთის პოზიციებს აცნობდა მოდავე მხარეებს, ასევე ცდილობდა შეესრულებინა თ------ ხ---------ს დავალება და თ-------- ბ-------–---–- ჩაეყვანა თ---------- რესპუბლიკაში თ------ ხ---------სთან შემდგომი ,,ქურდული გარჩევის“ მოწყობისათვის.

თ-------- ბ-------–---–-ა და დ--------------- შორის არსებული დავის თაობაზე, ასევე წარმოდგენილია არაერთი სატელეფონო ჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ დ-------------ე თ------ ხ---------სთან იმყოფება აქტიურ კავშირში, სხვადასხვა პირებს ახსენებს აღნიშნულის თობზე და ამბობს, რომ თ-----, „--------------“, ხ---------- „ქურდი კაცი“ არის საქმის კურსში, რომელსაც მიმართა და თ-------- ბ-------–---–თან მისი დავა გადაუწყვიტა და ა.შ.

საქმეში წარმოდგენილია კ------- ბ-------–---–-ს სატელეფონო ჩანაწერები, საიდანაც ნათლად იკვეთება ის გარემოება, რომ იგი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ თ-------- ბ-------–---–-ა და დ--------------- შორის არსებობს ქონებრივი დავა და რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით დ--------------- მიმართა „კანონიერ ქურდს“ თ------ ხ---------ს, ხოლო თ-------- ბ-------–---–მა თავის მხრივ დ------------–---–ს. ჩანს, რომ სურს შეასრულოს თ------ ხ---------ს დავალაბა, რათა თ-------- ბ-------–---–- ჩავიდეს თ--------ში თ------ ხ---------სთან, სადაც მას უნდა მოუწყოს „ქურდული გარჩევა“. წარმოდგენილია ასევე თ-------- ბ-------–---–-ს არაერთი სატელეფონო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ის დაუკავშირდა დ------------–---–ს, ჩააყენა ,,საქმის კურსში“, გავიდა მასთან ინტერნეტით „სვიაზზე“, ასევე წარმოდგენილია პ----- დ---–-–---–ის, მ--–---- ტ-------–-–---–ის სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც თ-------- ბ-----------–---- საუბრობენ ამ უკანასკნელის დ---------------თან არსებული დავის შესახებ. აღნიშნული ჩანაწერები ერთობლიობაში ადასტურებენ საქმის ძირითად ფაქტობრივ გარემოებებს - „კანონიერ ქურდებთან“ მიმართვას და „ქურდული სამყაროს მხარდაჭერას“ . ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია არაერთი სატელეფონო ჩანაწერი, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ „კანონიერმა ქურდმა“ თ------ ხ---------მ ასევე განახილა და გადაწყვიტა ს--- ჯ--------ის მიერ ლომბარდში დატოვებული ტელეფონის დროულად გადმოატნის საკითხიც. აღნიშნულს ადასტურებს მრავალი სატელეფონო ჩანაწერი, მათ შორის:

ს--- ჯ--------ის და დავით მ------–-–---–ს შორის გამართული სატელეფონო საუბარი: ს. ჯ. - დ----- დ. მ. - ხო, ს.ჯ. - დ-----, შენ ხარ ძმა? დ.მ. - ხო მე ვარ ს.ჯ. - როგორ ხარ? ს--- ვარ ძმა მე დ.მ. - რა ვქნა, ღვთის წყალობით, ძამი შენ როგორ ხარ? ს.ჯ. - ხომ ხარ კარგად ცუდ დროს ხომ არ დაგირეკე? დ.მ. - არა ძამი, კარგ დროს მირეკავ ს-----, ხომ ხართ ჯანზე, კარგად ჯანმრთელად? ს.ჯ - კი, კი, კ--- ისა დ----- ახლა ველაპარაკე მე კ---ს ბ----------ს ანუ ვერ შევძელი შენთან შეხმიანება და კ---ს დაურეკე რა და ველაპარაკე, დ.მ. - მერე? ს.ჯ - და დაგირეკავს რავი კ--- ან შენ დაურეკე და .. ან შენ გეტყვი რავი კ---საც დ.მ. - მოდი შენ მე მითხარი ტო და კ--- ბ----------ს მე რას ვეტყვი მაგი მე ვიცი მერე მითხარი. ს.ჯ - კაი დ----- მისმინე კაროჩე 200 ლარი შევიტანე ეხლა დ.მ. - ხო მერე? ს.ჯ - და დამრჩა შესატანი კაროჩე 165 ლარი დ.მ.- აა 165 ლარი? ს.ჯ - კი ძმა და კაროჩე ანუ ამ 4 დღეში უეჭველი გადავფარავ მაგასაც რა 26-მდე დ.მ.- ს--- შენ მომისმინე შემოგევლე ს----- მაგი სიტყვები შენ რომ 22-ში მაგ ტელეფონს გამოუტანდი მაგ ბიჭს ს-----, კ---სთან გქონდა ნათქვამი თუ ქურდებთან? ს.ჯ - რავი კ---ზე ვუთხარი რავი, ძმაო, დ.მ. - არა მოიცა მოიცა კაცო, ქურდებს შენ არ ელაპარაკე ტო? ს.ჯ - კი კი დ.მ. - შენ არ უთხარი 22-ში გამოვუტანო მაგ ტელეფონსო? ს.ჯ - კი კი დ.მ. - ხოდა მერე მაგას გეუბნები ქურდებთან გქონდა მაგ ფული გადასახდელი შენ და სიტყვა ნათქვამი გქონდა ქურდებთან თუ კ---სთან ბ----------თან? ს.ჯ - არა ვუთხარი სიტყვა მაგათ დ.მ.- ქურდებს უთხარი სიტყვა ხო? ს.ჯ - კი კი დ.მ. - ხოდა ახლა კ--- ბ----------ი რა შუაში არის რომ ამიხსნა ძმა ს.ჯ - რავი ვერ შეგეხმიანე შენ და მაგიტომ დაურეკე კ---ს დ.მ. - აჰა კაი ახლა შენ მომისმინე ჩემო ძმაო რას გეტყვი იცი მე ს.ჯ - ხო დ.მ. - ახალგაზრდა ბიჭი ხარ 18 წლის ბიჭი ხარ შემოგევლე კი ნახე როგორ მოგიდექი მაქსიმალურად ხო ს.ჯ - ხო კი — დ.მ. - გენაცვალე გულში მოდი შენ ესე გააკეთე ჩემო ძმაო მე დღესაც კი არა და 2 დღის წინაც დამირეკეს ქურდებმა მთხოვეს ხომ აზრზე ხარ. ს.ჯ - ხო, დ.მ. - მთხოვეს ხომ აზრზე ხარ, რომ მაგ თემაო 22 რიცხვიო უყურადღებოდო არ დატოვოო, ს.ჯ - ხო დ.მ.- მე მაშინაც გითხარი ს----- კაცის სიტყვა თავანი არის კაცის, გამიგე, ს.ჯ - კი კი მახსოვს დ.მ.- ხო კაცის სიტყვა თავანი არის ძამი კაცის და შენ მაგ სიტყვა გაქვს ნათქვამი ქურდებთან ბრატ და არა ხომ აზრზე ხარ ბ----------თან, ახლა ბ----------ი ჩვენი არის, შინაური არის ვენაცვალე გულში, მაგრამ შენ აკანცოვკა სიტყვა ვისზეც გაქვს ნათქვამი გამიგე, მე იმას უნდა მივცე პასუხი და იმას უნდა ვუთხრა რომ ეს ესე იყო და ამას არ მოუხერხდა და იქიდან გამომდინარე რომ შენ ახლა 18 წლის ბიჭი ხარ გამიგე და წინ გაქვს მთელი ცხოვრება. ს.ჯ - ხო, მოდი ასე მოვიქცეთ ჩემი ძმაო, რომ არ იყოს დ.მ.- პადრობნად სალაპარაკო ეს ყველაფერი ძმაო და ხვალ ეგ ტელეფონი რო ჰქონდეს მაგ ბიჭს მე ვეტყვი ქურდებს და რომ ამ ბიჭს დღეს არ მოუხერხდა ს----- და ხვალ მოუხერხდა აი ასე შეიძლება, ს.ჯ - აუ გთხოვ არ შეგიძლია იმენა 26-მდე რომ იმასქნა? გთხოვ რა 26-მდე რომ უთხრა და იმენა ამ ოთხ დ.მ.- მომისმინე ახლა შენ მე მაგას მთხოვ ძმა 26-ს ს.ჯ - ხო დ.მ.- შენ გაქვს ნათქვამი იქით 22, ძმა ს.ჯ - არა დ.მ.- ახლა იქიდან რო დარეკავენ სხვა პრადალჟენიები ეძლევა ბრატ და რა ვიცი ძმა მითხარი ახლა შენ ს.ჯ - არა არა დ----- იმენა 26-ს იმენა არ გადავაცილებ აი მე გეუბმები იმანა დ.მ.- მაგი მე კიარა ბიჭო ქურდებს უთხარი 22-ს არ გადავაცილებო და დღეს მოვიდა 22 და ვერ მიიტანე მაგ ტელეფონი. მომისმინე ჩემო ძმაო რაღაცას იზამ კი არა ნი ტო შტო რაღაცას იზავ მაგაზე კი გაქვს ტავი დაქნეული რომ 22-ში მაგ ტელეფონი მაგ ბიჭს უნდა მისულიყო და ბ----------თან კი არა ქურდებთან დაიჩინე თავი ძმა გამიგე? ს.ჯ - კი, დ.მ.- ახლა მე მეუბნები და მთხოვ მე რა გავაკეთო ს-----? ს.ჯ - კაი კაი მაშინ ხვალამდე მოვაგვარებ, დ.მ.- მომისმინე, ახლა მე უნდა დაურეკო ქურდებს, ს.ჯ - ხო დ.მ.-მე უნდა ვთხოვო, გამიგე, ს.ჯ - კი, დ.მ.- მე რა გავაკეთო მითხარი ძმა ახლა ამ სიტუაციაში როცა შენ თავი ქურდებთან დაიძვრინე, ჩემთან და ბ----------თან კი არა ქურდებთან დაიჩინე თავი, ს.ჯ - ხოდა ვერ მოვახერხე ძმა და იმიტომ დაგირეკე და იმიტომ ჩაგაყენე საქმის კურსში, დ.მ.- მომისმინე ახლა შენ ვერ მოახერხე ჩემი პრობლემა არის? ან ქურდების პრობლემა არის? ს.ჯ - ხოდა რა გავაკეთოთქო მაგიტომ დაგირეკე და მაგიტომ გითხარი ძმა ცუდად არ, დ.მ.- ხოდა ნოგას გეუბნები რომ შენ უნდა მოგეხერხებინა მაგრამ ვერ მოახერხე და ახლა მე უნდა დავურეკო ქურდებს და რა ვუთხრა? ს.ჯ - ხოდა იმიტომ მოვედი თხოვნით ბრატ, დ.მ.- თხოვნით მოხვედი. კაი მომისმინე ამ ნომერზე ხარ ხო, ს.ჯ -კი დ.მ.-მე ქურდებს დაურეკავ და გადმოგირეკავ.

ასევე, საქმეში წარმოდგენილია დავით მ------–-–---–ის არაერთი სატელეფონო ჩანაწერი, თუ როგორ უკავშირდება ა-–---------- მ------–---–ს თ------ ხ---------ს მითითებით, როგორ ახსენებს სხვადასხვა პირებს ს--- ჯ--------ესთან საუბრის დეტალებს, როგორ ალაპარაკა იგი „კანონიერ ქურდს“ და როგორ ითხოვდა „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სატელეფონო საუბრების დეტალური შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ დავით მ------–-–---–ი მოქმედებდა სწორედ „კანონიერი ქურდის“ თ------ ხ---------ს მითითებით, რომელმაც ს--- ჯ--------ეს გადაუწყვიტა დროულად გამოეტენა ტელეფონი, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაგვარად დაელაპარაკებოდა. სწორედ აღნიშნული საუბრიდან გამომდინარე ითხოვდა დავით მ------–-–---–ი ს--- ჯ--------ისგან „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ახსენებდა, რომ მან „ქურდებს“ მისცა სიტყვა, რომ „ქურდებს“ ელაპარაკა, რომ 22 ში ვალდებული იყო ტელეფონი გამოეტანა, როგორც ეს „ქურდმა“ გადაწყვიტა.

წარმოდგენილი ფონოგრამებით ასევე დასტურდება გ------- დ--–---–---–ის და ლ---- დ--–---–---–ის მიერ სასამართლოსა და გამოძიებისათვის მოწოდებული ინფორმაცია, რომ დ-------------ე ეპატიჟებოდა „კანონიერ ქურდთან“ თ------ ხ---------სთან მათ შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით. აღნიშნულ ფონოგრამებში არაერთხელ უთითებს დ-------------ე, რომ მიმართა თ------ ხ---------ს აღნიშნული დავის გადასაწყვეტად, რომ ლ---- და გ------------–---–---–--მა უნდა დააბრუნონ ავტომობილი, რომ ისინი უნდა „წაიყვანოს“ თ---------- რესპუბლიკაში თ------ ხ---------სთან, რომელიც მოუწყობს „საქმის გარჩევას“. აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერები საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი საქმეში, საიდანაც ასევე ნათლად ჩანს, რომ დ---------------, რომლისთვისაც ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობისა და „კანონიერი ქურდის“ თ------ ხ---------ს მიერ „ქურდული გარჩევის“ გზით განხილული ლ---- და გ------------–---–---–--სა და ზ----- კ-----–-–---–ს შორის არსებული დავის შესახებ, აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, ლ---- და გ------------–---–---–--ისგან მოითხოვდა უშუალოდ გაჰყოლოდნენ მას თ---------- რესპუბლიკაში „კანონიერ ქურდთან“ თ------ ხ---------სთან შესახვედრად, რომელიც მათი მონაწილეობით „ქურდული გარჩევის“ გზით საბოლოოდ გადაწყვიტავდა ზ----- კ-----–-–---–თან არსებულ დავას.

აღნიშნულს სხვა სატელეფონო საუბრებთან ერთად ასევე ადასტურებს დ-------------ის სატელეფონო საუბარი ლ---- და გ------------–---–---–--თან. კერძოდ, დ-------------ე: „ლ----, გაუმარჯოს“. ლ---- დ--–---–---–ი: „გაუმარჯოს“. დ-------------ე: „რავი, თქვენ ზარს ველოდებოდი, კაროჩე კ---მ მითხრა დაგირეკავენ და არ დამირეკეთ კაროჩე და მე ვთვლი კაროჩე ძმაო ასეთ რაღაცას რო ეტყობა თქვენ ვალდებულად არ თვლით კაროჩე მაგ ზარის გაკეთებას და მე დღეს მივდივარ ძმაო კაროჩე თ--------ში“. ლ---- დ--–---–---–ი: „ხო“. დ-------------ე: „და შენ პირადად ლ---- გიასთან არა კაროჩე ოთოს იმენა მე გეპატიჟებით პირადად იქ ძმაო რა. დღეს გამოგივლი ძმაო ქობულეთში. კაროჩე მოემზადეთ ძმაო და ერთად გადავიდეთ. ხო გინდოდათ თქვენ ძმაო, მითხარით მე რო ნაცხოვრები .. “. ლ---- დ--–---–---–ი:“ (აწყვეტინებს) რა მინდა ძმაო, მე არც ქურდების ჩარევა მინდოდა არც იმეების ჩარევა არ მინდოდა. შენ ჩარიე ეგ ქურდებიც“. დ-------------ე: „(აწყვეტინებს) მე მომისმინე ერთი წამით ლ---- დ--–---–---–ი: მომისმინე ძმაო შენ ჩარიე ქურდები“. დ-------------ე: „და მე ვიცი რო კაროჩე მასტი იყავი ესეთი, და იმიტომ ჩავრიე ძმაო. ჩვენ ვერ შევთანხმდით ძმაო ვერაფერზე“. ლ---- დ--–---–---–ი: „რაში ვერ შევთანხმდთ, შენ მოხვედი რამე მითხარი ან ესე“. დ-------------ე: „რაზე მოვედით, ფულზე დაგირეკეთ ძმაო. ფული იყოო მე ვიყავი ჩასული“. ლ---- დ--–---–---–ი: „რა ფული იყო, ვალზე გინდოდათ ისევ, ვალზე უნდოდა იმ კაცს ძმაო ისევ და ვალზე მივეცი და გახდა ეს საპრობლემო“. დ-------------ე: „არა როცა ფული იყო, როცა ფული . ხო ეს სალაპარაკო ხო გრძელდება ძმაო. არ მინდა ტელეფონზე რა“. ლ---- დ--–---–---–ი: „მომისმინე არც ქურდებთან არ წამოვალ ძმაო, მომისმინე რა კარგად რა“. დ-------------ე: „ხო გისმენ მითხარი. მერე მე გეტყვი კაროჩე რა იქნება, რომ არ წამოხვალ“. ლ---- დ--–---–---–ი: „მე არც ქურდებთან არ წამოვალ ძმაო და ეგ ქურდებიც შენ ჩარიე ძმაო ეგ ქურდებიც და კაი ბიჭებიც ძმაო და მაშინ როგორც გადაწყვიტეს ძმაო მაგ ხალხმა და ..“. დ-------------ე: (აწყვეტინებს) „კაი ბიჭები ძმაო შენ შეყარე კაროჩე მთელი ა----–-, მთელი მ--------“. ლ---- დ--–---–---–ი: „არა ხო გადაწყვიტეს მომისმინე ხო გადაწყვიტეს არა მაგ ბიჭებმა რო ესე გავაკეთოთ რო..“. დ.გ. (აწყვეტინებს) „გადაწყვეტილი იყო ძმაო რა მანქანა არ უნდა გაგენძრია და შ----- იძახის მანქანა მომპარაო. ბიჭო მე კაროჩე ძმაო გეპატიჟებით. თქვენ მოდიხართ თუ არ მოდიხართ“.

საუბარში ერთვება ლ---- დ--–---–---–ის ძმა გ------- დ--–---–---–ი. გ------- დ--–---–---–ი: „გ-------- ჩემი ძმა“. დ-------------ე: „მე გეპატიჟებით ხო ქურდული მასტები ხართ ძმაო. მოვდივართ დღეს 6 საათზე გამოგივლით ვისაც კაროჩე ხოში გაქვთ გამომყევით. მე ვერ ვრიგდები ბრატ ჰო. შენ ძმა იძახდა ძმაო რო მეო კაროჩე ჩემ ახლობლებსაო ქურდებმა წამოიყვანესო ოპერაცია გაუკეთეს ღვიძლისა და ქურდული მასტები ვართო. ქურდებთან გეპატიჟები ძმაო“. გ------- დ--–---–---–ი: „სადაც გინდა იქ გასულხარ დ-----. მე შენ გეუბნები რო თუ გინდა ნორმალურად მოდი თუ არა ძმა აგერ ხო გითხარი არა არ გინდა ესეთი რაღაც ცუდად წავა მეთქი“. საუბარში ერთვება ლ---- დ--–---–---–ი. „ასჯერ კი არა ათასჯერ გავიმეორებ შენ შუაში არ იყავი ძმაო არ დარეკე და ეხლა ქურდები და ესენი და ისენი ძმაო არა არი საჭირო აქა და არც იყო საჭირო. იმიტომ რომ მაშინ მოსულიყო თავიდანვე გეთქვათ რო მე ამას ვერ ვიხდი ძმაო. ქურდები, ქურდები, ქურდები, რა ქურდები. ქურდებმა ჩემ მანქანაზე როგორ უნდა გადამიწყვიტონ ძმაო, მოეტანა ფული წაეღო, ვინ შეუსალა ხელი ძმაო..“.

2019 წლის 29 მარტის N----- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერები ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაცისათვის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1---------; 1----------- 1---------- 14-------------------------------------------9; 1----------------------------------- 1---------------------------------------------; 1---------------------------------------------- “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე პ----- დ---–-–---–ისა და ხმის ნიმუშში მოსაუბრე თ-------- ბ-------–---–-ს ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „------------------------------------------------------------ 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------------------------------------------------------------------------------- 1----------------------------------------------------------------------------------- 1---------- 1---------; 1---------- “მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშებში მოსაუბრე თ-------- ბ-------–---–-სა და კ------- ბ-------–---–-ს ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1---------; 1---------; 1---------------------------------------------------------------------------------- 1----------------------------------------------------------------------------------- 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------; “ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე თ-------- ბ-------–---–-ს ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „14--------------------------------------------------------; 1----------------------------------------------------------------------------------- 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------; “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ-------------ისა და კ------- ბ-------–---–-ს ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1---------; 1---------; “ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე კ------- ბ-------–---–-ს ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1----------,“ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე დავით მ------–-–---–ის, ხმის ნიმუშში მოსაუბრე კ------- ბ-------–---–-სა და დ-------------ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1---------, “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე დავით მ------–-–---–ის და ხმის ნიმუშში მოსაუბრე კ------- ბ-------–---–-ს ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „ 1---------------------------------------------------------; 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------; “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ-------------ისა და ზ------------–-–---–-- ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1---------------------------------------------8; 1---------------------------------------------------------------------------------; 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------; 1---------; 1---------; მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ-------------ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1----------------------------------------------------------; 1---------------------; “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე კ--- ბ----------ისა და ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ-------------ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში „1--------------------------------------------------------5; “ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ-------------ისა და ლ---- დ--–---–---–ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „----------------------------------------------------------------------------------- 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------------------------------------------------------------------------------- 1---------; 1---------;“ მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე დ-------------ისა და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე დავით მ------–-–---–ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1--------------------------------------------------------7; 1---------------------------------------------------------------------------------; 1---------------------------------------------------------------------;“ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე დავით მ------–-–---–ის ხმის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერებში, კერძოდ: „1---------; მოსაუბრე მამაკაცების ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ს--- ჯ--------ისა და სასამართლო სხდომის ელექტრონულ ვერსიაში მოსაუბრე დავით მ------–-–---–ის ხმის.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ე----- კ-----–-–---–მა.

აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულებმა: დ---------------, თ-------- ბ-------–---–მა და კ------- ბ-------–---–მა (თ------ ხ--------- ძებნილია) თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და ითხოვეს მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. კერძოდ, დაზარალებულთა და მოწმეთა სასამართლოსა და გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნას და ბრალდებულთა შორის გამართულ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს.

შეს---მისად, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის და ბრალდებულები სატელეფონო საუბრებში უბრალოდ თავს აწონებდნენ ერთმანეთს, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ დ---------------თან, თ-------- ბ-------–---–თან, კ------- ბ-------–---–თან და თ------ ხ---------სთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------------- ჩაიდინა: 1. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ე.ი. ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას; 2. „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით და 3. „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების, თავისთვის და სხვისთვის მატერიალური სარგებლის და მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით. ბრალდებულმა თ-------- ბ-------–---–მა ჩაიდინა: 1. „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით და 2. ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ უკანონო შეძენა და შენახვა. ბრალდებულმა კ------- ბ-------–---–მა ჩაიდინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ე.ი. ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას. ბრალდებულმა თ------ ხ---------მ ჩაიდინა ,,კანონიერი ქურდობა“.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან თ------ ხ---------- დ-------------ე, თ-------- ბ-------–---–- და კ------- ბ-------–---–- თავს არ სცნობდნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და დ-------------ის, თ-------- ბ-------–---–-ს, კ------- ბ-------–---–-ს და თ------ ხ---------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლით კრიმინალიზებულია ,,კანონიერი ქურდობა“, სსკ-ის 2233-ე მუხლით - ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ხოლო სსკ-ის 2234-ე მუხლით - ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა. სისხლის სამართლის კოდექსში აღნიშნული მუხლები სრულიად ახალი ნორმებია და კანონმდებლის მიზანია ქვეყნად აღმოფხვრას ე.წ. „ქურდული სამყაროს“ და „კანონიერ ქურდთა“ თვითნებობა. მართალია, არსებული კანონმდებლობა უკვე შეიცავს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის იურიდიულ მექანიზმებს, თუმცა ეს მექანიზმები არ არის საკმარისი კრიმინალური გაერთიანებების, ე. წ. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ქვეყანაში დღესაც არსებობენ სხვადასხვა კარგად ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სპეციალურად მათთვის შექმნილი წესების მიხედვით მოქმედებენ. ამ ტიპის ჯგუფების მიზნებისა და ფუნქციონირების მეთოდების შესწავლის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ჯგუფები თავიანთ თავს აიგივებენ „ქურდულ სამყაროსთან“, რაც წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ ინტერესებთან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობს „კანონერი ქურდებისა“ და „ქურდული სამყაროს“ სოციო-იურიდიული კვლევები, რომელთა მიხედვითაც ე. წ. „ქურდული სამყარო“ (ქართულად) და “воровской мир” (რუსულ ენაზე) განიხილება როგორც თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტური ხერხემალი მთელს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საქართველოს ჩათვლით. მოცემულ პროფესიონალურ კრიმინალურ სამყაროს ჰყავს თავისი აღიარებული ლიდერები, გააჩნია ინიცირების დახვეწილი რიტუალები და ქცევის კოდექსი. იგი გამოირჩევა განსაკუთრებით კარგად ორგანიზებული ძალაუფლების გადანაწილების სტრუქტურით, სუბორდინაციისა და მის (კრიმინალ) წევრებზე, ხანდახან კი საზოგადოების სხვადასხვა სექტორებზე კონტროლის მკაცრი სისტემით. საბჭოთა ეპოქის „ქურდული სამყაროს“ ინსტიტუტი იმპერიულ რუსეთში ჩაისახა. საბჭოთა კრიმინალური გაერთიანებების ტრადიციული სტრუქტურის შექმნა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო და ეფუძნებოდა იერარქიასა და „ქურდული კანონისადმი“ („ქურდული კანონი“ ქართულად) და “Воровской Закон”- (რუსულ ენაზე) - სპეციალური წესების წყებას, რომელიც არეგულირებს ქურდული სამყაროს წევრების ქცევას და მკაცრი მორჩილების პრინციპებს. თუმცა, საბჭოთა ეპოქის პროგრესთან ერთად დაიწყო ახალი ტიპის კრიმინალებისა და კრიმინალური სტრუქტურების შექმნა, რომლებიც რეალობაში ძირითადად დაინტერესებულნი იყვნენ მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებითა და ძალაუფლების შექმნით. ეს ინდივიდები არღვევდნენ „ქურდული სამყაროს“ ტრადიციულ მიდგომას და ქმნიდნენ ახალ დაჯგუფებებს, რომლებიც წმინდად მატერიალისტურ ინტერესებს ემყარებოდა. არსებობს ასევე თვალსაზრისი, რომ საბჭოთა კავშირმა/ სახელმწიფომ თავისი წვლილი შეიტანა კრიმინალური სამყაროს ტრადიციული სტრუქტურების ნგრევაში, რამაც თავის მხრივ, შედეგად მოგვცა „კაონერი ქურდების“ მიერ მითიური სტატუსის მიღება (ბიბლიოგრაფია: ლ.დ. ნიუმენი, რიკო და რუსული მაფია: ახალი უნივერსალური პრინციპებისკენ მიმავალი გზა საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში, 9 Ind. Int’l & Comp. L. Rev. 225, 1998-199, გვ. 231, დამატებით შეს---მისი ბიბლიოგრაფია მოწოდებულია ქვემოთ; ი. გლაზოვი (Y. Glazov), “ქურდები” საბჭოთა კავშირში - სოციალური ფენომენი. კვლევა, მ გალეოტი (M. Galeotti), რუსული და პოსტ-საბჭოთა ორგანიზებული დანაშაული (2002); ფ. ვარესი (F. Varese), კანონიერი ქურდების საზოგადოება, 1930-იანი - 1950 -იანი წლები, Cahiers du monde russe, მ. გელიოტი (M. Galeotti), რუსული და პოსტ-საბჭოთა ორგანიზებული დანაშაული (2002) (2002), გვ. 515).

ამასთან, “კანონიერი ქურდები” (“კანონიერი ქურდები” ქართულად და “воры в законе” რუსულ ენაზე) არიან ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე კრიმინალები, რომელთაც ემორჩილებიან სხვა მიმდევარი კრიმინალები. ისინი სარგებლობენ უსაზღვრო (კამათის გარეშე) ავტორიტეტით და მაღალი რანგის სტატუსით ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგებლობაში შემავალი ქვეყნების ქურდულ სამყაროში, მათ შორის საქრთველოში. ისინი წარმოადგენენ ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს ელიტას, მათი რანგი შეეს---მება იტალიურ მაფიაში „ნათლიმამის“ („Godfather”) რანგს. დამნაშავისათვის „კანონიერი ქურდის“ წოდების მინიჭებას ჩვეულებრივ ახდენს უფრო მაღალი დონის „კანონიერი ქურდი“ კრიმინალური რიტუალის გზით, რომელსაც „ნათლობა“ ეწოდება. ამ წოდების მფლობელები განიხილებიან როგორც „ქურდული კანონების“ დამცველები. „კანონიერი ქურდი“ ჩვეულებრივ თავად იშვიათად ჩადის დანაშაულს. „კანონიერ ქურდის“ მიერ განხორციელებული კონტროლის ერთ-ერთ გამორჩეულ თავისებურებას წარმოადგენს კრიმინალურ წრეებში მისი რეპუტაციაზე დამყარებული ავტორიტეტი. ამდენად, ფიზიკური არსებობა არ წარმოადგენს ამ კრიმინალი ხელმძვანელების ძალაუფლებისა და ავტორიტეტის განმსაზღვრელ ფაქტორს. ამის სანაცვლოდ, კომუნიკაციების კარგად განვითარებული ქსელი და კრიმინალი ბოსების დადებითი ხასიათის აღქმა საზოგადოებაში უზრუნველყოფს მათ გავლენას კრიმინალურ სამყაროზე. ზოგადად, „კანონიერმა ქურდებმა“ კრიმინალურ სამყაროში ეფექტურო ლიდერობის მისაღწევად უნდა განახორციელონ ოთხი ძირითადი ფუნქცია: (1) საინფორმცაიო ფუნქცია (ფართო სპექტრის საკითხებთან, კონკრეტული პირებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შეფასება); (2) ორგანიზაციული ფუნქცია (რაც გულისხმობს, სხვადასხვა კონკრეტული საქმიანობების დაგეგმვასა და კრიმინალური სამყაროს სხვა წევრებზე პასუხისმგებლობების გადანაწილებას); (3) ნორმატიულ - მარეგულირებელი ფუნქცია (რაც გულისხმობს, კრიმინალური იდეოლოგიის გავრცელებას, კრიმინალური ცხოვრებისთვის რომანტიკული ელ-ფერის მინიჭებას, ახალგაზრდების მოზიდვას, კრიმინალური საზოგადოების ფარგლებში ქურდული კანონების დაცვას) და (4) გადაწყვეტილებების მიღების ფუნქცია (სხვა ისეთი აფილირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობების წარმართვა და კოორდინაცია, როგორიცაა სახლის გამტეხავები, რეკეტიორები, ადამიანთა გამტაცებლები და ა.შ.).

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონით ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ მე-3 მუხლის თანახმად, ,,ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შეს---მისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ამდენად, ქურდული სამყაროსათვის დამახასიათებელია რამდენიმე ნიშანი: 1. ესაა პირთა ერთობა; 2. მათი მოქმედება (საქმიანობა) შეეს---მება მათ მიერვე დადგენილ ან აღიარებულ (თუმცა სხვის მიერ დადგენილ) სპეციალურ წესებს ანუ ქურდულ კანონებს; 3. ამ სამყაროს მიზანია მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება საამისოდ სხვადასხვა ხერხის (დაშინება, მუქარა და ა.შ.) გამოყენებით. ამდენად, სახეზეა ორგანიზებული დაჯგუფება თანაამსრულებლობის ფორმით.

ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, - ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობაა – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება;

- ქურდული გარჩევაა“ – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით;

- კანონიერი ქურდია“ – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს.

ამდენად, ,,კანონიერი ქურდობის“ ობიექტური მხარე გამოიხატება ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეული ჯგუფის მართვაში ან/და ორგანიზებაში ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შეს---მისად. როგორც კანონიერი ქურდის ცნებიდან ჩანს, აუცილებელია, მისი საქმიანობა შეეს---მებოდეს ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს (და არა მის მიერ ეთპიროვნულად დადგენილ წესებს).

რაც შეეხება ქურდული სამყაროს მიერ დადგენილ/აღიარებულ სპეციალურ წესებს, მათში უნდა ვიგულისხმოთ დანაშაულებრივი ქმედებების აღსრულების ხერხები და მეთოდები, ვინაიდან ქურდული სამყაროს წევრობა სწორედ იმიტომ იკრძალება, რომ იგი დანაშაულებრივი ცხოვრების წესს გამოხატავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქურდული სამყაროს წესები დოგმატური და ერთმნიშვნელოვანი ხასიათის არ არის, ისინი იცვლება სახელმწიფოს მხრიდან შეს---მისი ანტიკრიმინალური კანომდებლობის მიღების კვალდაკვალ და ამიტომაც კანონმდებელი წინასწარ, ზუსტად და კონკრეტულად ვერ განსაზღვრავს ქურდული სამყაროს ცალკეულ წესებს. აღნიშნული საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ სასამართლოს შეფასების საგანია, რომელიც განიხილავს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს.

აღნიშნულ საკითხთან საკავშირებით თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, რომლის მიხედვითაც საქართველოს კანონმდებლობამ მხოლოდ დანაშაულებრივ (ქურუდულ) სუბკულტურასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია მოახდინა, რომელთა ზუსტი მნიშვნელობა უკვე ისედაც კარგად ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის. საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობამ გადაწყვიტა სასაუბრო ენის შენარჩუნება ამ დანაშაულების სამართლებრივ აღწერაში. სასამართლოს აზრით, ეს მიზნად ისახავდა იმის უზრუნველყოფას, რომ ახლად კრიმინალიზირებული დანაშაულების არსი უფრო ადვილად ყოფილიყო გაგებული საზოგადოების მიერ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. „ქურდული სამყარო“ საქართველოში მიიჩნევა თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემლად. ამ პროფესიონალურ კრიმინალურ სამყაროს ჰყავს თავისი ცნობადი ლიდერები და აქვს ქცევის წესები. „კანონიერი ქურდები“ არიან ყველაზე პოპულარული კრიმინალები, რომლებსაც ემორჩიელებიან სხვა სამართალდამრღვევები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულები იყვნენ „ქურდული სამყაროს“ მენტალიტეტის მატარებლი პირები, მათ მიერ დაზარალებულების მისამართით განხორციელებული მუქარა იყო რეალური და აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა კონვეენციის მე-7 მუხლის დარღვევა.

შეს---მისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 2231, 2233 და 2234 მუხლები ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 ნაწილში წარმოდგენილ იურიდიული განმარტებებთან ერთად წაკითხვის შემთხვევაში (შედარებისთვის იხილე კასიმახუნოვი და საიბატალოვი რუსეთის წინააღმდეგ (Kasymakhunov and Saybatalov v. Russia), საქმე N. 26261/05 და 26377/06, § 82, 2013 წლის 14 მარტი), ჩვეულებრივი პირის საყურადღებოდ ახდენს სისხლის სამართლის ე.წ. ,,ქურდული“ დანაშაულის ყველა იმ შემადგენელი ელემენტის კომუნიკაციას, რომლებიც უკავშირდება „ქურდული სამყაროს“ ფუნქციონირებას.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.

დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა - მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში - მაგალითად, გამომშრალი ,,მარიხუანა“.

აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს: სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ამ ცნების იურიდიული ასპექტები. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შეს---მისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.

ამდენად, თუკი შეს---მისი ექსპერტიზით დადგინდება ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურა, ასევე დადგინდება, რომ მოცემულ ნივთიერებას აქვს თვისება, ნარკოტიკული საშუალების ანალოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე, სახეზეა ნარკოტიკის ანალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არაა დანაშაულის საგანი, რადგან ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. ამის შემდეგ, სათანადო ორგანოების მიერ ამ ნივთიერებას მიენიჭება შეს---მისი სახელწოდება და იგი შეტანილი იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ამ დღიდან იგი უკვე ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ცნობილია მისი მოლეკულური სტრუქტურა და ისიც, რომ მას ორგანიზმზე აქვს ნარკოტიკული საშუალების შეს---მისი ზემოქმედების უნარი - განსახილველ შემთხვევაში ეს გახლავთ გამომშრალი ,,მარიხუანა“.

განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: უკანონო შეძენასა და შენახვაში. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. მაგალითად, მისი შენახვა ბინაში, მანქანის ს---რგულში იმის მიუხედავად, მანქანას ატარებს ეს პირი, თუ იგი უძრავ მდგომარეობაში იმყოფება.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეეს---მება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თ---------- წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

შეს---მისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ემსახურება მხოლოდ ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდების მცდელობას. კერძოდ, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, უტყუარად დადასტურდა: 1. დ-------------ის მიერ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა (ორი ეპიზოდი); 2. თ-------- ბ-------–---–-ს მიერ ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა; 3. კ------- ბ-------–---–-ს მიერ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და 4. თ------ ხ---------ს მიერ ,,კანონიერი ქურდობა“.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელ----ტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა ბრალდებულთა მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

თ-------- ბ-------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

კ------- ბ-------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

თ------ ხ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეეს---მება მსჯავრდებულების პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას და მათ ნასამართლობას.

ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ შეს---მისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

- 41 ცალი დისკი, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- კ--- ბ-------–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათი; დ. გ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათები, დ. გ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ ბარათი და ორი ცალი ლეპტოპი; თ-------- ბ-------–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათები და პ. დ---–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათი, უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- დ-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე და მასში მოთავსებული ნივთები, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- თ-------- ბ-------–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება ც--------–---------------–-------------------------------------------------------------–-------------------–------------------------–--–ი, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.დ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ--–---–---–ების ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ბ-------–---–-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შეს---მისად, საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა (დ--–---–---–ების ეპიზოდი) შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ--------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. დ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 აგვისტოდან.

4. თ-------- ბ-------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შეს---მისად, საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, თ-------- ბ-------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. თ-------- ბ-------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 აგვისტოდან.

7. თ-------- ბ-------–---–- ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება. აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

8. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

9. კ------- ბ-------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

10. კ------- ბ-------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 აგვისტოდან.

11. თ------ ხ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

12. თ------ ხ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მსჯავრდებულის სახით დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.

13. ნივთმტკიცება:

- 41 ცალი დისკი, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- კ--- ბ-------–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათი; დ. გ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათები, დ. გ------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, სიმ ბარათი და ორი ცალი ლეპტოპი; თ-------- ბ-------–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამი ცალი მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათები და პ. დ---–-–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათი, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- დ-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე და მასში მოთავსებული ნივთები, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- თ-------- ბ-------–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება ც--------–---------------–-------------------------------------------------------------–-------------------–------------------------–--–ი, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

14. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

15. განაჩენი დ-------------ის, თ-------- ბ-------–---–-ს და კ------- ბ-------–---–-ს ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

16. მსჯავრდებულ თ------ ხ---------ს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი