განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1------17
N0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----------------–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნი---------------–-------------- (დასწრების გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, დაბადებული 1----–-–------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, გ-–--------------------------------------------ში.
ადვოკატი - გ----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები;
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ნ----------------ემ, რომელიც 2----–-–ის 1 იანვრიდან 2----–-–ის 30 ივნისამდე ასრულებდა შპს „ჩ--------------“-ის (ე------------) ტ--------–--------------ოლის განყოფილების ოპერატორის მოვალეობას, ხოლო 2----–-–ის 1 ივლისიდან 2----–-–ის 25 აპრილამდე მუშაობდა ამავე კომპანიაში თ----–--------------------–ის განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე, ჰქონდა წვდომა კომპანიის კუთვნილ ბაზებთან და კომპიუტერულ პროგრამებთან, გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა, 2----–-–ის 12 თებერვლიდან 2----–-–ის 29 მარტამდე პერიოდში შედიოდა მისი ახლობლების (მათ შორის ოჯახის წევრების) და მის მიერ შექმნილ ინტერნეტ ტოტალიზატორ „ე------------ს“ მომხმარებლების ანგარიშებზე, აღნიშნავდა იმ თანხას, რომლის შეტანაც თითქოსდა სურდა, ამის შემდეგ ის მისამართდებოდა ბანკის ვებ-გვერდზე, სადაც ტრანზაქციის დასრულებისათვის უნდა შეეყვანა იმ კონკრეტული ბარათის მონაცემი, რომელი ბარათიდანაც რეალურად თანხა უნდა ჩამოჭრილიყო და ასახულიყო „ე------------ს“ ანგარიშზე, თუმცა ახდენდა თანხის ჩარიცხვაზე მოთხოვნის ინიცირებას ბანკის გვერდის ავლით და ვინაიდან მას ჰქონდა კომპიუტერულ სისტემაზე წვდომა, ინიცირებულ ტრანზაქციას სტატუსს უცვლიდა და ხელით (მანულაურად) ახდენდა ტრანზაქციის დასრულებას, შედეგად თანხა ისახებოდა მომხმარებლის ანგარიშზე, მაგრამ ბარათიდან თანხის ჩამოჭრა არ ხდებოდა, რადგან ბარათის მონაცემი არ იყო შევსებული. აღნიშნულის შემდეგ ნ----------------ე მომხმარებლების ანგარიშებზე დაფიქსირებულ თანხას რიცხავდა მის კუთვნილ სს „ვ-----------ის“ სახელფასო ანგარშზე, საიდანაც გაჰქონდა ეტაპობრივად. აღნიშნული სქემით ეს უკანასკნელი 2----–-–ის 12 თებერვლიდან 2----–-–ის 29 მარტამდე პერიოდში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „ჩ--------------“-ის კუთვნილ 132 144 ლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის მ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–იდან მუშაობს შპს „ჩ------------“-ში იურისტის პოზიციაზე. ნ----------------ე მუშაობდა სხვა დეპარტამენტში, თ----–--------------------–ის მენეჯერის და ტ--------–--------------ოლის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც 2015 წელს პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა სამსახურიდან. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მომგებიანი და აზარტული თამაშების მოწყობა, როგორც სისტემური ელექტრონული ფორმით, ასევე მიწის ობიექტები. სისტემურ-ობიექტური ფორმით მოწყობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია თანხის ჩარიცხვა და გადატანა ანგარიშიდან, რომელსაც ეწოდება ტრანზაქცია. თანხა მომხმარებელს შეუძლია ჩარიცხოს თავისი კუთვნილი ბარათიდან, აპარატიდან და სხვადასხვა საშუალებით. როდესაც მომხმარებელი თანხას რიცხავს თავისი ბარათიდან, თანხა ჯდება მათ ანგარიშზე. თავად ბანკთან არკვევენ აღნიშნულ საკითხს და თუკი ანგარიშის მფლობელი არ რის პრობლემური კლიენტი, ანგარიშსწორებას აწარმოებენ ბანკთან. 2015 წელს შეიქმნა სპეციალური უწყება ფინანსურ განყოფილებაში, დაინიშნა თანამშრომელი - ნ---------------–---–ი, რომლის ვალდებულებაში შედიოდა ანგარიშსწორების შედარება და დარღვევების აღმოჩენა. შედარების შედეგად 2----–-–ის ოქტომბერში ნ---------------–---–მა აღმოაჩინა ფულადი თანხების დანაკლისი, რაც ჰქონდა კომპანიას სს „ლ-------------თან“. შიდა მოკვლევით დადგინდა შემდეგი: ვინაიდან ნ----------------ე მუშაობდა თ----–--------------------–ის დეპარტამენტში, მას ჰქონდა წვდომა კომპანიის ბაზებთან და შეეძლო ხელით კომპანიაში არსებულ ბაზებში ცვლილებების შეტანა და მონაცამების ჩასწორება. სქემა მდგომარეობდა შემდეგში: როდესაც კლიენტს სურს თავისი კუთვნილი ბარათიდან ჩარიცხვა მათ ანგარიშზე თამაშის მიზნით, შედის მათ ვებ გვერდზე, აჭერს თანხის ჩარიცხვის ღილაკს და უთითებს თანხის ოდენობას, თანხის გადამისამართება ხდება ბანკის გვერდზე, სადაც კლიენტი ავსებს ბანკის ბარათის მონაცემებს, რადგან ბარათიდან მოხდეს თანხის ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მომხმარებელი სანამ გადავა ბანკის გვერდზე, მათ პროგრამაში უკვე ფიქსირდება, რომ ამ კონკრეტულ მომხმარებელს სურს თანხის ჩარიცხვა, შემდგომ ის როდესაც შეიყვანს ბარათის მონაცემებს, პროცესი დამთავრდება და თანხა აისახება მათ ანგარიშზე, შემდგომ მათსა და ბანკს შორის მიდის ანგარიშსწორება აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდებოდა ამ ტრანზაქციის ინიცირება, მაგალითად მომხმარებელი ნიშნავდა, რომ 10 ლარის ჩარიცხვა სურდა, მათ ბაზაში აჩვენებდა, რომ მიმდინარე პროცესია, მაგრამ რეალურად ბანკის მხარეს ბარათის მონაცემების შევსება არ ხდება. ნ----------------ე შედიოდა, ხელით სტატუსს უცვლიდა და უთითებდა, რომ სტატუსი არის დასრულებული. შესაბამისად, მათ უფიქსირდებოდათ, რომ პიროვნებამ ჩარიცხა მაგალითად სს „ლ-------------ის“ ბარათის მეშვეობით, მაგრამ რეალურად არცერთი ბარათიდან ეს 10 ლარი არ იჭრებოდა. შემდგომ ხდებოდა ამ თანხის გადატანა მის კუთვნილ სახელფასო ბარათზე, საიდანაც გაჰქონდა მოგვიანებით. ნ----------------ე 2015 წელს წავიდა სამსახურიდან. წასვლამდე ისარგებლა კუთვნილი შვებულებით. ნ----------------ის შვებულებაში ან მივლინებებში ყოფნისას და წასვლის შემდგომ მსგავსი სახის ტრანზაქციები არ დაფიქსირებულა. ნ---------------–---–მა მიაწოდა პრობლემატური ტრანზაქციების სია, ვინაიდან თითოეულ ტრანზაქციას აქვს განსაზღვრული ნომერი, შესაბამისად უკვე იცოდნენ რომელ ტრანზაქციებში ჰქონდათ პრობლემა. მიმართეს თ----–--------------------–ის ხელმძღვანელს და სთხოვეს თითოეული ტრანზაქციის გაშიფვრა. შესაბამისი დეპარტამენტისგან მიიღეს პასუხი, რომ ხელით იქნა ჩასწორებული თანხის ჩარიცხვა და თანხის ჩარიცხვა რეალურად არ მომხდარა. ყველა ტრანზაქცია ერთიდაიგივე სქემით ხდებოდა და ყველა ტრანზაქციის დროს თანხები იყო ნ----------------ის კუთვნილ სახელფასო ბარათზე ჩარიცხული. შიდა გამოკვლევით დაადგინეს, რომ ნ----------------ის მიერ იყო სხვადასხვა ოპერაციებია ჩატარებული, რომელმაც მიიყვანა კომპანია ფინანსურ ზარალამდე, რომელმაც შეადგინა 132 144 ლარი. როდესაც დაასრულეს შიდა მოკვლევა და არსებობდა ფულადი თანხის დანაკლისი, მიმართეს განცხადებით საგამოძიებო ორგანოს. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იყო შპს „ჩ------------“-ის ტ--------–--------------ოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო ნ----------------ე იყო ტ--------–--------------ოლის მენეჯერი. მათ კომპანიაში დარეგისტრირებისათვის საჭიროა პიროვნების სახელი-გვარის, პირადი ნომერის, დაბადების თარიღის და მისამართის დაფიქსირება. მომხმარებელი თვითონ ირჩევს მომხმარებლის სახელს ე.წ. „იუზერ ნეიმს“, შეყავს პაროლი, რომელიც ცნობილია მხოლოდ მისთვის. დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია ითამაშოს პოკერი, სლოტის თამაშები, კაზინოს თამაშები. ბალანსის შევსება შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ბარათის გამოყენებით, მათი სალაროებიდან, „უნიფეის“ სერვის ცენტრებიდან და ელექტრონული საფულეებიდან. თანხის ჩარიცხვისას ანგარიშის მფლობელი შედის თავის ანგარიშზე, ირჩევს ბალანსის შევსების გზას, შეყავს თანხა, თანხის ჩაწერის შემდეგ მისამართდება უკვე საბანკო გვერდზე, სადაც უნდა შეივსოს ბარათის მონაცემები 16 ნიშნა კოდი, ბარათის მფლობელის სახელი-გვარი, ბარათის ვადა, ბარათის უკანა მხარეს მითითებული ბოლო სამი ციფრი. ინფორმაციის სრულყოფილად ჩაწერის დროს ტრანზაქცია მოწმდება და გადამისამართდება ბანკში, რათა ბარათიდან ჩამოიჭრას თანხა. მათ სამსახურს ჰქონდა საშულება შეემოწმებინათ გადაირიცხა თუ არა თანხა, ხოლო ნ----------------ეს ჰქონდა წვდომა, რომ ტრანზაქციები დაედასტურებინა. ტრანზაქციის შემთხვევაში, როდესაც სწორი მონაცემებია შეყვანილი, ბანკის მიერ ხდება დამუშავება, რეალურია თუ არა ბარათი და მფლობელი. თუკი მონაცემები ემთხვევა, ხდება თანხის ჩამოჭრა ანგარიშიდან. ამ შემთხვევაში კლიენტი თუკი მოითხოვს გადარიცხვის შეჩერებას, თანხა იყინება, მაგრამ სისტემაში ეს მოთხოვნა უკვე ჩანს როგორც დეპოზიტის მცდელობის საშუალება. ნ----------------ეს მანუალურად ანუ ხელის ჩარევით, პროგრამული საშუალება ჰქონდა პოზიციიდან გამომდინარე, შეეცვალა სტატუსი და ტრანზაქცია გაეხადა წარმატებული, თუმცა რეალურად ბარათიდან ეს თანხა არ იჭრებოდა. ვინაიდან ბარათის მონაცემები საერთოდ შეყვანილი არ იყო, ან იყო არასწორი მონაცემი შეყვანილი, ინიცირებას აკეთებდა და შემდეგ უკვე თანხა მანუალურად დადასტურებით ისახებოდა ბალანსზე. აღნიშნულის თაობაზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მათთან მუშაობა დაიწყო ნ---------------–---–მა, რომელსაც დაევალა 2----–-–ის სექტემბერ-ოქტომბერის თვის მონაცემების შედარება. ნ---------------–---–მა გაუგზავნა გარკვეული ტრანზაქციების სია, რომლის მონაცემებიც არ ემთხვეოდა სს „ლ-------------ის“ მონაცემებს. ნ---------------–---–ის განმარტებით, იყო დეპოზიტები, რომლებიც მათ უფიქსირდებოდათ, თუმცა საერთოდ არ იძებნებოდა სს „ლ-------------ში“. გახსნა ტრანზაქციები და ნახა, რომ ფიქსირდებოდა ნ----------------ის სამუშაო ე.წ. „უზერ ნეიმი“, რომელიც ყველას ჰქონდა ინდივიდუალურად, ისევე როგორც პაროლი. შესაბამისად, ნ----- ნაცვლად ტრანზაქციებს სხვა ვერავინ შეასრულებდა. მის მიერ ნაპოვნი იქნა მომხმარებლები, ვისზეც ნ----------------ე ახდენდა ტრანზაქციებს, მათ შორის იყო მისი შვილი და მისი და. ყველა თანხის გადარიცხვა ფიქსირდებოდა ერთი და იგივე ბარათზე. ამოიღეს ნ----------------ის შვებულებაში ყოფნის და სამსახურიდან წასვლის პერიოდის შესახებ მონაცამები და აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდებში ტრანზაქციები არ იყო განხორციელებული. ამ დროს ნ----------------ე უკვე ესპანეთში იყო, რომელსაც სოციალურ ქსელ „Facebook “-ის მეშვეობით მისწერა, რომ პრობლემები იყო თანხასთან დაკავშირებით და აეხსნა რა მოხდა, რაზეც მან უპასუხა, რომ არ ეცალა და დაუკავშირდებოდა მოგვიანებით, ხოლო რამდენიმე დღეში მისწერა, რომ შეიძლება შეეშალა და არავინაა დაზღვეული. ნ----------------ეს სს „ვ-----------ში“ ერიცხებოდა ხელფასი. მისი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში გამომძიებელს აჩვენა, როგორ შეიძლებოდა თანხის ისე ჩამოჭრა, რომ არ ასახულიყო პროგრამულად. მოწმის განმარტებით, ნ----------------ის მიერ ჯამში გადარიცხული იყო 132 144 ლარი, რომელიც მისი ინფორმაციით არ არის ანაზღაურებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–ის აპრილიდან დღემდე მუშაობს შპს „ჩ------------“-ში ბუღალტრის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა სისტემაში ჩართული ყველა მომხმარებლის მონაცემების შედარება. შესადარებელი პერიოდი მოიცავდა 2----–-–ის თებერვლიდან - 2----–-–ის მარტის ჩათვლით პერიოდს. გამოითხოვა სს „ლ-------------ის“ ინფორმაცია, რომელიც შეადარა შპს „ჩ---------------“ პროგრამული უზრუნველყოფიდან გამოთხოვილ ინფორმაციას. აღნიშნული მონაცემები ეხებოდა მომხმარებლების მიერ სს „ლ-------------ის“ ვიზა ბარათის საშუალებით თანხის შპს „ჩ---------------“-ის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანას. ყველა კლიენტს თავისი უნიკალური კოდი აქვს, რომელზეც რიცხავს თანხას. მის მიერ ამოღებული იქნა ე.წ. „იუზერები“ და დადგინდა, რომ შპს „ჩ--------------“-ის და სს „ლ-------------ის“ მონაცემებში იყო სხვაობები. მის მიერ გამოვლენილი იქნა, რომ იყო ტრანზაქციები, რომლებიც ფიქსირდებოდა შპს „ჩ--------------“-ის მხარეს, ბალანსში შევსებული იყო და თანხები გატანილი, მაგრამ სს „ლ-------------ის“ მხარეს საერთოდ არ იძებნებოდა. ოპერატორი, ვინც ტრანზაქციას ახორციელებდა, იყო ნ----------------ე. საბოლოოდ დადგინდა, რომ თანხა რეალურად არ იყო შეტანილი და გახარჯული იყო შპს „ჩ---------------“-ის კუთვნილი თანხები. ყველა ტრანზაქციას აქვს უნიკალური კოდი, რომელთა შედარების შედეგად აღმოაჩინა სხვაობები, რომლებიც გადასცა ტ--------–--------------ოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ნ-----------ეს. აღნიშნულ პერიოდში ბევრი ტრანზაქცია იყო განხორციელებული, რომელთა შედეგად გადარიცხული თანხის ოდენობამ შეადგინა დაახლოებით 132 144 ლარი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ „ე------------ს“ ანგარიშზე დარეგისტრირდა მომხმარებლის სახელით „t-----”, პაროლი არ ახსოვს. დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც უთხრა, რომ მისი „ე------------ს“ ანგარიშიდან ვიღაც ქალბატონს გადარიცხული ჰქონდა თანხები, რომელიც მას შემდეგ თავის ანგარიშზე ჰქონდა გადარიცხული. მისი მომხმარებლის სახელით, პაროლით და ექაუნთით სარგებლობის უფლება მას ნ----------------ისთვის არ მიუცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ-–-------------–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ „ე------------ს“ ანგარიშზე დარეგისტრირებული იყო მომხმარებლის სახელით „v------“, პაროლი იყო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერი და სარგებლობდა „ვიპ“ სტატუსით. აღნიშნული ანგარიში დაარეგისტრირა და თამაში დაიწყო ოთხი წლის წინ ჩემპიონატის დროს, ერთი წელი ითამაშა და შემდეგ შეწყვიტა თამაში. ანგარიშზე რიცხავდა 1-2 ლარს. მომხმარებლის სახელი და პაროლი არავისთვის არ გადაუცია, სახლიდან თამაშობდა პირადი კომპიუტერით. გამომძიებელმა აჩვენა გადარიცხვები, რომელთაგან მის მიერ არცერთი არ იყო განხორციელებული. მას ანგარიშზე ტელეფონის ნომერი არ ჰქონდა მიბმული და შესაბამისად მოკლე ტექსტური შეტყობინება არ მისდიოდა თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით. მაქსიმალური თანხა მოიგო 250 ლარამდე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იყო „ე------------ს“ მომხმარებელი, დარეგისტრირებული იყო „g-------“-ს სახელით. მისი ყოფილი მეუღლეა დ----------------–-–---–ი, რომელსაც ჰქონდა ორი ე.წ. „ექაუნთი“: „p-----------“ და „v-------“. ვინაიდან საშუალება არ ჰქონდა, ხშირად ვერ სარგებლობდა მისი „ექაუნთით“, თუმცა გამოუყენებია მისი დის, მეუღლის და დედის ე.წ. „ექაუნთები“, რადგან პაროლები იცოდა. მისი დისთვის ცნობილი იყო მისი და მისი მეუღლის მომხმარებლის სახელი და პაროლი და აძლევდა ნებართვას, რომ შესულიყო. თავად ძირითადად პატარა თანხებით თამაშობდა, მაქსიმალური თანხა, რომლითაც უთამაშია, არის 100 ლარი. მის ანგარიშზე თანხასრიცხავდა მისი და, როდესაც თამაშობდა. ნ--------------ე არის მისი ქმრის გარდაცვლილი ბებია, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით შექმნეს მომხმარებელი სახელად „m-------“, რომლითაც მას არასოდეს უსარგებლია. მისმა დამ იცოდა აღნიშნული ექაუნთი და შესაძლოა ესარგებლა. მისი დის მეგობარი იყო ეკ------------ე, მომხმარებლის სახელით „e------“, ხოლო „n-------“ იყო მისი დის ექაუნთი. მას მისი ანგარიშიდან ნ----------------ის ანგარიშზე გადარიცხვა არ განუხორციელებია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი---------–---ას ჩვენებით დადგენილია, რომ ნ----------------ესთან ერთად მუშაობდა „ე------------ს“ მთავარ ოფისში, 2011 წლიდან 2014-მდე პერიოდში. თავად მუშაობდა ოპერატორის პოზიციაზე და ის და ნ----------------ე ყურადღებას აქცევდნენ თამაშის მიმდინარეობას. რადგან „ე-----------ში“ მუშაობდა, სავალდებულო იყო სატესტო მომხმარებლის შექმნა. მას ჰქონდა მისი „ექაუნთი“ და დარეგისტრირებული იყო მომხმარებლის სახელით „m---“. აღნიშნულ ანგარიშზე პერიოდულად რიცხავდა 5 ლარს, მაქსიმალური თანხა ჩარიცხული აქვს 100 ლარის ოდენობით. მისი „ექაუნთის“ მისამართი და პაროლი ნ----------------ისთვის არ გადაუცია, თუმცა შესაძლოა მას ესარგებლა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ----------------ე არის მისი დედა, რომელიც მუშაობდა „ე------------ს“ ცენტრალურ ოფისში, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მენეჯერის პოზიციაზე. თავად „ე-----------ზე“ იყო დარეგისტრირებული, მომხმარებლის სახელით „i-------“. აღნიშნული „ექაუნთი“ აქვს დაახლოებით ორი წელია და სარგებლობს. ძირითადად 20 ლარს რიცხავდა, თუმცა იყო შემთხვევა, რომ 300 ლარიც ჩაურიცხავს. დედამისი სარგებლობდა აღნიშნული მომხმარებლით ხშირად, რადგან თამაში უყვარდა და ხშირად თამაშობდა. მან ზუსტად არ იცის დედამისი რა ოდენობის თანხებს რიცხავდა. მისი მომხმარებლის ანგარიშიდან დედამისის სახელფასო ანგარიშზე ჩაურიცხავს თანხა იმის გამო, რომ წასვლა და მოხსნა არ დასჭირვებოდა. ძირითადად რიცხავდა 100 ლარს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოთხოვნა გაეკეთებინოს მის ანგარიშზე თითქოს რიცხავდა თანხას, თუმცა რეალურად არ გადარიცხულიყო თანხა. მისთვის ცნობილია, რომ ნ----------------ე მის და სხვა ანგარიშებს იყენებდა სათამაშოდ. ნ----------------ე 3 წლის წინ წავიდა საზღვარგარეთ. წასვლამდე ცხოვრობდნენ ქ.თბილისში, ყ---–------------------------ში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ი-----–---------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ----------------ე მუშაობდა „ე-----------ში“. თავადაც იყო დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელწოდებით „i-------“, რომელიც შეუქმნა ნ-----, თავად ერთი-ორჯერ გამოიყენა ეს ანგარიში, ხოლო დანარჩენი პერიოდი სარგებლობდა ნ----------------ე. მას ხუთჯერ აქვს ჩარიცხული 5-5 ლარი აღნიშნულ ანგარიშზე. მას ტელეფონის ნომერი ჰქონდა თუ არა აღნიშნულ ანგარიშზე მიბმული, არ ახსოვს. მას თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღია. მას მისი ანგარიშიდან ნ----------------ის საბანკო ანგარიშზე თანხა არ გადაურიცხავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გამომძიებელი დაუკავშირდა, რომელმაც სთხოვა განყოფილებაში მისვლა. ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდა „ე-----------ში“, სადაც აუცილებელი იყო დარეგისტრირება და დაარეგისტრირეს მომხმარებლის სახლით „c-------“. ნ----------------ე იყო მისი თანამშრომელი. ნ----------------ე მასთან იყო სახლში, რომელმაც სთხოვა, რომ მისი „ექაუნთით“ ითამაშებდა, რაზეც იგი დათანხმდა და მისცა უფლება ეთამაშა. ამ პერიოდში ცხოვრობდა ვ------------------------ზე. მას ნ----------------ის ანგარიშზე თანხა არ გადაურიცხავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თითქმის ყველა ინტერნეტ ტოტალიზატორში და კაზინოშია დარეგისტრირებული, მათ შორის „ე-----------ზე“. მისი მომხმარებლის სახელია „r---------“. 8 წელია ამ სახელით სარგებლობს. ანგარიშზე ჰქონდა ტელეფონის ნომერი მითითებული, თუმცა თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებები არ მიუღია. ანგარიშზე რიცხავდა 5-10 ლარის ოდენობით თანხებს, მაქსიმუმ 50 ლარი ჩაურიცხავს. ნ----------------ეს არ იცნობს. მისი ანგარიშიდან ნ----------------ის ანგარიშზე თანხა არ გადაურიცხავს და არ ფლობს ინფორმაციას, საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა ნ----------------ეს მისი ანგარიშის მონაცემები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ „ე------------ს“ გვერდზე იყო დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელით „p----------“, „v-------“ და მესამე სახელი არ ახსოვს. ორი მისამართი მის სახელზე იყო დარეგისტრირებული, მესამე ბებიის - ნ--------------ის სახელზე. აღნიშნული მონაცემები ნ----------------ისთვის იყო ცნობილი, რადგან ერთად ცხოვრობდნენ ყ---–----------------------ში. მისი მომხმარებლის გვერდით ნ----- უსარგებლია. გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდში თავად არ სარგებლობდა აღნიშნული ანგარიშებით, თანხებს ალბათ ნ--------ცხავდა. მის ანგარიშზე თანხა ძალიან იშვიათად ჩაურიცხავს, 10-50 ლარი მაქსიმუმ. მას ნ----------------ის ანგარიშზე თანხა არ გადაურიცხავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ გ----------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.თბილისი, ყ---–--------------ში. სარგებლობს „კ-------------–---ის“ ოპტიკური „Wi-Fi“. 2014-2----–-–ების პერიოდში ჰქონდა შავი ფერის როუტერი, რომელიც კარგავდა პაროლებს და რამდენჯერმე თავიდან დაადო პაროლი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ლ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თბილისში, ყ---–--------------ში. 2014-2----–-–ებში მის სადარბაზოში ბრალდებულის დამ იქირავა ბინა, ხოლო მოგვიანებით ნ----------------ეც გადავიდა საცხოვრებლად. დაახლოებით 2----–-–იდან სარგებლობს შპს „მ---------ის“ ინტერნეტით, ადრე ჰქონდა ჩვეულებრივი სადენიანი ინტერნეტი, ამჟამად სარგებლობს „Wi-Fi“, ????? ???????? ???????????? ?? ?????? ?????? ??????????, ??????????? ??????????? ??? ???? ???????? ?????????? ???? ??????????. ????????????? ??????? ???????, ?????? ??? ?????? ??????? ??????.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ო-----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–ლის 24 მარტს დაიწყო გამოძიება „ე------------ს“ კომპიუტერულ ბაზაში უნებართვოდ შესვლისა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე. მის მიერ დაიკითხნენ მოწმეები, „ე------------დან“ და სს „ვ-----------იდან“ გამოითხოვა ინფორმაცია.
2----–-–ის 31 დეკემბრის N0-------- შრომითი ხელშეკრულებით დადგენილია, რომ შპს „ჩ--------------“ დირექტორს გ-----------------–-ილსა და ნ----------------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ნ----------------ე დაინიშნა შპს „ჩ--------------“-ში თ----–--------------------–ის მენეჯერის თანამდებობაზე.
2013 წლის 31 დეკემბერს შპს „ჩ--------------“ დირექტორს გ-----------------–-ილის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც გაეცნო ნ----------------ეს, დადგენილია, რომ ნ----------------ის მოვალეობაში შედიოდა მომხმარებლის მიერ სალაროდან თანხის გატანისას აღნიშნული თანხის წარმომავლობის გადამოწმება. ტრანზაქციების დეტალური ანალიზი თანხის ჩარიცხვიდან მის გატანამდე, რაც დამატებით გულისხმობს მათ ონლაინ ვებ გვერდზე განთავსებული ყველა თამაშის ადმინისტრაციული სისტემის ცოდნას. ინტერნეტ-მოლარეებთან მჭიდრო კავშირი, რაც გულისხმობს სალაროდან გაცემული თანხის სრულ კონტროლს. ყოველდღიურად თითოეული სალაროდან გაცემული თანხის ექსელის ცხრილში წამოებას, ანგარიშის ნომრის მოხმარებლის სახელის და გაცემული თანხის ოდენობის მითითებას. ვერიფიკაცია-მომხმარებლის მიერ გადაგზავნილი დოკუმენტის დამუშავება „mikrosoft Office“-ში და კონკრეტული მომხმარებლის ანგარიშზე პროგრამულად ატვირთვა. ასევე მომხმარებლის რეგისტრაციისას შეცდომით მითითებული პირადი ნომრის ჩასწორება, ტელეფონის ნომრის ცვლილება, ანგარიშის აქტივაცია, იმეილის ჩასწორება პაროლის აღდგენისათვის. მომხმარებელთა წერილობითი განცხადების საფუძველზე მათი ანგარიშის გაუქმება, რომელიც ხორციელდება ორგვარად: ანგარიში უქმდება სამუდამოდ ან ხელახალი რეგისტრაციისათვის. „შეარის“ პროგრამაში დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება. ეს შესაძლოა იყოს „pencding“, შეცდომით დარიცხული თანხა და ა.შ. ასევე, შესაბამისი განყოფილების წერილობითი მიმართვის საფუძველზე თანხის დარიცხვა კონკრეტული მომხმარებელზე მიზეზის მითითებით. მომხმარებელთა კონტროლი საიტის არამიზნობრივი გამოყენებისაგან. მათი ჩარიცხული და გატანილი თანხების მიხედვით (deposit). პირველ შემთხვევაში მათი გაფრთხილება და შესაბამისი კომენტარის დაფიქსირება მომხმარებლის ანგარიშზე. მეორე შემთხვევაში, მათი დაბლოკვა და 48 საათის გასვლის შემდეგ მითითებულ მომხმარებელზე ბლოკის მოხსნა. დაბლოკვის შემდეგ, განმეორებით ჩარიცხული და არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში თანხის 10%-ის ჩამოჭრა. ასევე მომხმარებელთა კონტროლი საიტის არამიზნობრივი გამოყენებისაგან ბარათებით თანხის ჩარიცხვა-გატანაზე და შესაბამის გრაფაში აღნიშვნა. ოფიციალური მიმართვის საფუძველზე იურიდიული განყოფილებისგან კონკრეტულ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება თანხის ჩარიცხვის და გატანის, მისი ვერიფიკაციის და სხვა საჭირო ინფორმაციის დამუშავება, შესაბამის ფორმატში გადაცემა.
2----–-–ის 19 მარტით დათარიღებული ნ----------------ის განცხადებით დადგენილია, რომ იგი 2----–-–ის 31 მარტიდან - 2----–-–ის 25 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში.
2----–-–ის 24 აპრილის N01/0102/2----–-–ის ბრძანებით დადგენილია, რომ 2----–-–ის 26 აპრილიდან შპს „ჩ--------------“-ის თ----–--------------------–ის მენეჯერი ნ----------------ე პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
2----–ლის 6 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–------–----–------------–--------------–---ლთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის ო----------------–-ილის მიერ მ----------ის თანხმობით და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შპს „ჩ--------------“-ის 2----–ლის 25 მარტს განცხადებით წარდგენილი ერთი ცალი CD დისკი. მ-----------ის განმარტებით, დისკზე ასახულია ნ----------------ის მიერ ხელით დასრულებული ტრანზაქციები, რის შედეგადაც მოხდა ანგარიშებზე თანხის ასახვა. ასევე დათვალიერებული იქნა ექსელის ფაილი დასახელებით „L------------------ 2013 2014“, რომელშიც ასახულია შპს „ჩ-------------“-ის მომხმარებლების დასახელება და ციფრები, მ-----------ის განმარტებით აღნიშნულ ექსელის ფაილში მითითებულია შპს „ჩ-------------“-ის მომხმარებლები და მათ ანგარიშზე გადარიცხული თანხების ოდენობა.
2----–ლის 24 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–------–----–------------–--------------–---ლთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის ო----------------–-ილის მიერ მ----------ის თანხმობით და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა 2----–ლის 24 მარტს სს „ვ-----------ის“ იურისტის ნ-----–---------------–--ისგან გამოთხოვილი ერთი ცალი კომპაქტ დისკი, სადაც ჩაწერილია ნ----------------ის (პ/ნ 0----------) სს „ვ-------------ში“ არსებული ანგარიშების შესახებ ინფორმაცია.
2----–ლის 4 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა შპს „ჩ--------------“-ის ვებ გვერდზე (ე------------ e------------). ტ--------–--------------ოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნ-----------ის, აიტი დეპარტამენტის სპეციალისტის ნ--------------------ის მონაწილეობით, რომელმაც შპს „ჩ--------------“-ის კუთვნილი პერსონალური კომპიუტერზე სპეციალური პროგრამის დასახელებით „f----------------e“-ის ჩაწერით შევიდა გვერდზე, რის შემდეგ ნ-----------ის მიერ მოხდა e-------------ის მთავარ ვებ გვერდზე შესვლა. სატესტო იუზერის „ა-------“-ის ნებაყოფლობით ჩაწერის და პაროლის ჩაწერის შემდეგ შევიდა e------------ მომხმარებელ „ა------“-ის გვერდზე, სადაც გამოჩნდა ანგარიშზე არსებული თანხა 554, 73 ლარი, რის შემდეგ ნ-----------ე გადავიდა შევსების გვერდზე, სადაც გამოჩნდა ბალანსის შევსების მეთოდები. ნ-----------ის მიერ არჩეული იქნა სს „ლ-------------ის“ ვიზა მასთერქარდის მეთოდით გადახდა და მოახდინა მითითებულ ველში ჩაწერილ შეტანაზე გადასვლა, სადაც გამოჩნდა სს „ლ-------------ის“ ლოგო, ასევე ქართული ასოებით აღნიშნულია „თანხის შეტანა“ და სპეციალური ველი, სადაც ნ-----------ის მიერ მოხდა ციფრი 10 მითითება და შეტანაზე გადასვლა, რა დროსაც ეკრანზე გამოისახა e-------------ის გამოსახულებით ფანჯარა, სადაც სპეციალურ გრაფებში მითითებულია ობიექტის დასახელება e------------, შეკვეთის ნომერი 1-------“, დანიშნულება „e------------“ და თანხა 10 ლარი, ხოლო დანარჩენი გრაფები შევსებული არ არის. ნ-----------ის განმარტებით, აღნიშნულ გრაფებში უნდა ჩაიწეროს ბარათის მონაცემები. ნ-----------ის განმარტებით, საბანკო გრაფები არ იქნა შევსებული და მოხდა (დარიფრეშება) გვერდის განახლება, რის შემდეგად გადავიდა მომხმარებლის „a------“-ის მთავარ გვერდზე. ნ-----------ე შევიდა შპს „ჩ--------------“-ის ვებ გვერდზე „e------------“-ის კონტროლ პანელზე შესვლა (გადასვლა), სადაც გამოსახულია სპეცილური გრაფები. ნ-----------ის მიერ გრაფაში დასახელებით „userneime“ ჩაწერილი იქნა მომხმარებელი „a------“ და შემდეგ შევიდა „e------------“-ის მომხმარებლის „a------“-ის პროფილზე, რის შემდეგ შევიდა მის ტრანზაქციებში და გადახდის განყოფილებაში დასახელებით „p------“, რის შემდეგაც შევიდა ტრანზაქციაში, რომელიც განხორციელდა ბოლოს, სადაც მითითებულია მონაცემები, კერძოდ: „2------------------“, რა დროსაც განხორციელდა თანხის გადარიცხვის მოთხოვნა ზემოთაღნიშნულ ანგარიშზე. ნ-----------ის მიერ მოხდა ამ კონკრეტულ ტრანზაქციაზე შესვლა დასახელებით „update status“-ის ჩამონათვალში, „captured“-ში შესვლისას გამოისახა ველი, სადაც ხელით ჩაწერა „test“ ვინაიდან არის ეს სატესტო და ხელით მოახდინა ტრანზაქციის დასრულება, რის შემდეგაც მოადინა პროგრამის განახლება (დარეფრეშება). აღნიშნულის შემდეგ ნ-----------ე გადავიდა „a------“-ის გვერდზე, სადაც ასახულია თანხის ოდენობა 564,73 ლარი. ნ-----------ის მიერ მოხდა თანხის 10 ლარის გადარიცხვა ისე, რომ საბანკო მონაცემები არ შევსებულა. ნ-----------ის განმარტებით, ამ მეთოდით ახორციელებდა თანხის გადარიცხვას ნ----------------ე.
2----–ლის 18 მაისის შპს „ჩ--------------“-ის დირექტორის მ------------ის გამომძიებლისადმი მიმართვით დადგენილია, რომ ნ----------------ე მათთან მუშაობდა 2013 წლის 10 ოქტომბრიდან 2----–-–ის 25 აპრილამდე, კერძოდ: 1---------------.2013 წლამდე თ---–----------------–იორის თანამდებობაზე; 0---------------.2014 ტ--------–--------------ოლის განყოფილების ოპერატორის თანამდებობაზე, 0---------------.2015 თ----–--------------------–ის მენეჯერის თანამდებობაზე. 1----------------.2015 პერიოდში, შპს „ჩ--------------“-სთვის ნ----------------ის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედების შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 132.144 ლარი.
2----–ლის 13 ივნისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–------–----–------------–--------------–---ლთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის ო----------------–-ილის მიერ მ----------ის თანხმობით და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ვებ საიტი , რომლის მეშვეობით საძიებო ველში სათანადო IP მისამართების დაფიქსირებისას შესაძლებელია ინტერნეტ პროვაიდერების დადგენა. აღნიშნულ ვებ საიტზე საძიებო ველში ინტერნეტ პროტოკოლის IP მისამართების 9------------ ; 8------------- ; 8-------------; 9------------- ; 9------------- ; 8------------- ; 8------------- ; 8------------- ; 8------------- ; 8------------- ; 9------------- ; 8----------- ; 9-------------; 8------------- ; 9------------- ; 2------------- ; 9------------- დაფიქსირებისას დადგინდა, რომ IP მისამართები ეკუთვნის შპს „კ-------------–---ს“. ასევე საძიებო ველში ინტერნეტ პროტოკოლის IP მისამართის 1-------------; 1--------------; 3-------------------------- დაფიქსირებისას დადგინდა, რომ IP მისამართი ეკუთვნის სს „ს--–-----ს“. ასევე საძიებო ველში ინტერნეტ პროტოკოლის IP მისამართის 9------------ დაფიქსირებისას დადგინდა, რომ IP მისამართი ეკუთვნის შპს „ჯ------–ს“. ასევე საძიებო ველში ინტერნეტ პროტოკოლის IP მისამართის 2-------------- დაფიქსირებისას დადგინდა, რომ IP მისამართი ეკუთვნის ს------------------–------------ . ასევე საძიებო ველში ინტერნეტ პროტოკოლის IP მისამართის 8------------ დაფიქსირებისას დადგინდა, რომ IP მისამართი ეკუთვნის „T-----------------------“. ასევე საძიებო ველში ინტერნეტ პროტოკოლის IP მისამართის 9------------ დაფიქსირებისას დადგინდა, რომ IP მისამართი ეკუთვნის M-----------–---ში. ასევე საძიებო ველში ინტერნეტ პროტოკოლის IP მისამართის 1------------; 1-------------; 1------------- ; 1------------ ; 1-------------; 1-------------; 1------------- ; 1------------; 1------------; 1------------ დაფიქსირებისას დადგინდა, რომ IP მისამართები არის დაჯავშნული მისამართები B----.
2----–ლის 22 ივნისის სს „ს--–-----ის“ შ----------------–-----------------------ის დეპარტამენტის უფროსის გამომძიებლისადმი მიმართვით დადგენილია, რომ IP მისამართის 1---------------ის მფლობელი 2----–-–ის 1 იანვრიდან 2----–-–ის 4 აპრილამდე პერიოდში იყო ქ.თბილისი, ვა--------–---------------------------ში მცხოვრები - დ----------------–-–---–ი.
2----–ლის 20 ივნისის შპს „მ---------ის“ იურისტის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის გამომძიებლისადმი მიმართვით დადგენილია, რომ IP მისამართი 9--------------ის მფლობელი 2----–-–ის 24 ნოემბრიდან 2----–-–ის 3 აპრილამდე პერიოდში იყო ქ.თბილისი, ყ---–-------------------------------------------------–------------5-ში მცხოვრები - გ----------–ი.
2----–ლის 28 ივნისის შპს „კ-------------–---ის დირექტორის გამომძიებლისადმი მიმართვით დადგენილია, რომ IP მისამართი 9-------------ის მფლობელი 2----–-–ის 24 ნოემბრიდან 2----–-–ის 4 აპრილამდე პერიოდში იყო ქ.თბილისი, ყ---–-------------------------------------------------–---------------ში მცხოვრები - ნ----------------ე; IP მისამართი 9--------------ის მფლობელი 2----–-–ის 9 მარტიდან 2----–-–ის 24 ნოემბრამდე პერიოდში იყო ქ.თბილისი, ყ---–-------------------------------------------------–---------------ში მცხოვრები - ნ----------------ე. IP მისამართი 9--------------ის მფლობელი 2----–-–ის 22 აგვისტოდან 2----–-–ის 3 სექტემბრამდე პერიოდში იყო ქ.თბილისი, ყ---–-------------------------------------------------–---------------ში მცხოვრები - ნ----------------ე. IP მისამართი 9--------------ის მფლობელი 2----–-–ის 24 ნოემბრიდან 2----–-–ის 4 აპრილამდე პერიოდში იყო ქ.თბილისი, ყ---–-------------------------------------------------–------------5-ში მცხოვრები - გ----------–ი. IP მისამართი 9--------------ის მფლობელი 2----–-–ის 27 მარტიდან 2----–-–ის 5 აპრილამდე პერიოდში იყო ქ.თბილისი, ყ---–-------------------------------------------------–---------------ში მცხოვრები - ნ----------------ე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:
დაზარალებულის წარმომადგენლის მ-----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ნ----------------ე მუშაობდა შპს „ჩ--------------“-ის თ----–--------------------–ის და ტ--------–--------------ოლის მენეჯერის პოზიციაზე. 2015 წელს თანამშრომელს ნ---------------–---–ს დაევალა შეედარებინა ფინანსური ანგარიშსწორებები სს „ლ-------------სა“ და მათ ორგანიზაციას შორის. 2----–-–ის ოქტომბერში ნ---------------–---–მა მიაწოდა პრობლემური ტრანზაქციების სია. ვინაიდან ყველა ტრანზაქციას აქვს უნიკალური ნომერი, იცოდნენ რომელ ტრანზაქციაში იყო პრობლემა, მიმართეს თ----–--------------------–ის ხელმძღვანელს და სთხოვეს თითოეული ტრანზაქციის გაშიფრვა. მოპოვებული ინფორმაცია გადაეცა თ----–--------------------–ის დეპარტამენტს გადასამოწმებლად. დეპარტამენტში ცნობილი გახდა, რომ თანხების ჩარიცხვა ხელით იქნა ჩასწორებული და რეალურად თანხის ჩარიცხვა არ მომხდარა. ყველა ტრანზაქცია ჩასწორებული იყო ერთი და იგივე სქემით ნ----------------ის მიერ, რომელმაც კომპანიას მიაყენა 132 144 ლარის ოდენობით ზიანი.
მოწმის სახით დაკითხული ნ---------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს შპს „ჩ------------“-ის ბუღალტერის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის სისტემაში ჩართული ანგარიშების შედარება. მის მიერ შედარებული იქნა 2----–-–ის თებერვლიდან - 2----–-–ის მარტის ჩათვლით პერიოდი, ტრანზაქციაზე მინიჭებული უნიკალური კოდის მეშვეობით და დაადგინა, რომ ტრანზაქციები ფიქსირდებოდა შპს „ჩ------------“-ში, მაგრამ არ ფიქსირდებოდა სს „ლ-------------ში“. მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გადასცა ტრანზაქციის კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს - ნ-----------ეს. კომპანიას ამ ქმედების შედეგად მიადგა 132 144 ლარის ზიანი.
მოწმის სახით დაკითხული ნ-----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ შპს „ჩ------------“-ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისას მომხმარებელს შეჰყავს მონაცემები და უთითებს თანხას, რომელიც მოწმდება და გადამისამართება ხდება ბანკში. აღნიშნულის შემოწმებაზე წვდომა ჰქონდა ნ----------------ეს. მას მანუალურად შეეძლო ტრანზაქციისთვის სტატუსის შეცვლა, რომელსაც აჩვენებდა ისე, თითქოს ბარათიდან თანხა ჩამოიჭრა, თუმცა რეალურად თანხა არ იყო მოხსილი და ისახებოდა ბალანსზე. ნ---------------–---–ის მიერ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ტრანზაქციებში ფიქსირდებოდა ნ----------------ის ე.წ. „იუზერ ნეიმი“, რომელიც ყველა თანამშრომელს ჰქონდა ინდივიალური, ისევე როგორც პაროლი. შესაბამისად, ნ----- ნაცვლად აღნიშნულ ტრანზაქციას სხვა ვერავინ გააკეთებდა. ნ----------------ე მისი ახლობლების, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და მის მიერ შექმნილ ინტერნეტ ტოტალიზატორ „ე------------ს“ მომხმარებლების ანგარიშებზე შედიოდა და ახორციელებდა სხვადასხვა ტრანზაქციებს. აღნიშნულის შემდეგ ნ----------------ე მომხმარებლების ანგარიშებზე დაფიქსირებულ თანხას რიცხავდა მის კუთვნილ სს „ვ-----------ის“ სახელფასო ანგარშზე. ნ----------------ის მიერ მის ანგარიშზე ჯამში გადარიცული იქნა 132 144 ლარი.
2----–ლის 4 მაისის საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით (რომელშიც მონაწილებდა ტ--------–--------------ოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნ-----------ე) დადასტურდა ის სქემა, რომელის საშუალებით ნ----------------ემ განახორციელა ბრალად შერაცხული ტრანზაქციები და რომლის საშუალებითაც ახდენდა დაზარალებულის კუთვნილი თანხების გადარიცხვას საკუთარ სახელფასო ანგარიშზე.
მოწმეების: თ--------------ის, ი-----–-------------ის, დ----------------–-–---–ის, ი--------------ის და გ------------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ნ----------------ისთვის ცნობილი იყო მათი მომხმარებლის მისამართი და პაროლი, რომლითაც სარგებლობდა ნ----------------ე.
მოწმეების: მ-----------------ის, რ---------------------ის და ვ-–-------------–-ას ჩვენებით დადგინდა, რომ ისინი დარეგისტირებული იყვნენ „ე------------ს“ ანგარიშზე, თუმცა ნ----------------ეს არ იცნობდნენ და შესაბამისად, მათ მიერ დარეგისტრირებული მომხმარებლის არც მისამართი და არც პაროლი გადაუციათ მისთვის.
მოწმე: ი---------–---ას ჩვენებით ირკვევა, რომ მას ჰქონდა დარეგისტირებული ე.წ. „ექაუნთი“ შპს „ჩ------------“. შესაძლოა ნ----------------ეს ესარგებლა ამ ექაუნთით, თუმცა მას არ მიუცია ნ----------------ისათვის ამ ანგარიშით სარგებლობის უფლება.
მოწმეების: ლ----------------ის და გ----------–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ცხოვრობენ ქ.თბილისში, ყ---–------------- და N--–-. 2014-1015 წლებში მათ ე.წ. „Wi-Fi“-ს არ ჰქონდა პაროლი და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი. აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა ინტერნეტ პროვაიდერებიდან გამოთხოვილი ინფორმაციებით. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სწორედ ქ.თბილისში, ყ---–--------------ში ცხოვრობდა იმ ეტაპისათვის ნ----------------ე.
ნ----------------ის მიერ თანხის მის სახელფასო ანგარიშზე გადარიცხვისა და შემდგომ გატანის ფაქტი დადასტურდა სს „ვ-----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით.
მოწმე ნ---------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ ყველა თანამშრომელს ჰქონდა ინდივიალური იუზერი, რომლითაც ხდებოდა სისტემაში შესვლა და პაროლი. ტრანზაქციებში ფიქსირდებოდა ნ----------------ის ე.წ. „იუზერ ნეიმი“. შესაბამისად, ნ----------------ის ნაცვლად აღნიშნულ ტრანზაქციას სხვა ვერავინ გააკეთებდა. საქმეზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნ----------------ე დანაშაულის ჩასადენად იყენებდა მისი დის თ--------------ის კუთვნილ ანგარიშს ,k-----”, მისი შვილის ი-----–-------------ის კუთვნილ ანგარიშს „i-------“, მისი შვილის მამის ი-----–---------–-–---–ის სახელზე მის მიერვე რეგისტირებულ ანგარიშს „k-----“, რ---------------------ის ანგარიშს „r---------’’, ნ----------------ის დის თ--------------ის ყოფილი მეუღლის დ----------------–-–---–ის ანგარიშებს „V-------” და „p----------“ და ამ უკანასკნელის გარდაცვლილი ბებიის ნ--------------ის სახელზე რეგისტრირებულ ანგარიშს „m-------”, ვ-–-------------–-ას ანგარიშს „v------”, მისი მეგობრის ი--------------ის ანგარიშს „c-------”, მისი ნაცნობის და თანამშრომლის ი---------–---ას ანგარიშს „m---”, მ-----------------ის ანგარიშს „t-----”, მისი ახლობლის გ------------------ის ანგარიშს „----”, აგრეთვე მის მიერ რეგისტრირებულ სხვა მომხმარებლების ანგარიშებს. ნ----------------ე დაზარალებულის კუთვნილ ფულად თანხებს რიცხავდა მის კუთვნილ სს „ვ-----------ის“ სახელფასო ანგარშზე, საიდანაც თანხები გაჰქონდა ეტაპობრივად. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებული იქნა სს „ვ-----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ნ----------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი. ნ----------------ეს, შპს „ჩ--------------“-ში (ე------------) დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, ჰქონდა წვდომა კომპანიის კუთვნილ ბაზებთან და კომპიუტერულ პროგრამებთან. ნ----------------ე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2----–-–ის 12 თებერვლიდან 2----–-–ის 29 მარტამდე პერიოდში შედიოდა მისი ახლობლების, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და მის მიერ შექმნილ ინტერნეტ ტოტალიზატორ „ე------------ს“ მომხმარებლების ანგარიშებზე, აღნიშნავდა იმ თანხას, რომლის შეტანაც თითქოსდა სურდა, ამის შემდეგ ის მისამართდებოდა ბანკის ვებ-გვერდზე, სადაც ტრანზაქციის დასრულებისათვის უნდა შეეყვანა იმ კონკრეტული ბარათის მონაცემი, რომელიდანაც რეალურად თანხა უნდა ჩამოჭრილიყო და ასახულიყო „ე------------ს“ ანგარიშზე, თუმცა ახდენდა თანხის ჩარიცხვაზე მოთხოვნის ინიცირებას ბანკის გვერდის ავლით. ვინაიდან მას ჰქონდა კომპიუტერულ სისტემაზე წვდომა, ინიცირებულ ტრანზაქციას სტატუსს უცვლიდა და ხელით (მანულაურად) ახდენდა ტრანზაქციის დასრულებას. ამის შედეგად თანხა ისახებოდა მომხმარებლის ანგარიშზე, მაგრამ ბარათიდან თანხის ჩამოჭრა არ ხდებოდა, რადგან ბარათის მონაცემი არ იყო შევსებული. აღნიშნულის შემდეგ ნ----------------ე მომხმარებლების ანგარიშებზე დაფიქსირებულ თანხას რიცხავდა მის კუთვნილ სს „ვ-----------ის“ სახელფასო ანგარშზე, საიდანაც თანხები გაჰქონდა ეტაპობრივად. ნ----------------ე აღნიშნული სქემით 2----–-–ის 12 თებერვლიდან 2----–-–ის 29 მარტამდე პერიოდში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „ჩ--------------“-ის კუთვნილ 132 144 ლარს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ----------------ეს თანხა ერთიანად არ მოუხსნია და ევროპაში არ წასულა, ის იყო თამაშდამოკიდებული, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამამრთლებელი განაჩენი. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს სასამართლომ მსჯავრი დასდო 2----–-–ის 12 თებერვლიდან 2----–-–ის 29 მარტამდე პერიოდში ეტაპობრივად შპს „ჩ--------------“-ის კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლებაში, რა დროსაც იგი ეტაპობრივად რიცხავდა მის კუთვნილ ანგარიშზე შპს „ჩ--------------“-ის კუთვნილ თანხებს, ხოლო რაც შეეხება ბრალდებულის თამაშდამოკიდებულებას, აღნიშნული არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და შესაბამისად, დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაცია გაზიარებული ვერ იქნება.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ----------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის ახალ რედაქციაში ტრანსფორმირებულია კიბერდამნაშავეობასთან ბრძოლის შესახებ ევროკონვენციის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეკომენდაციები. კერძოდ, მე-4 მუხლით რეკომენდებულია ისეთი ქმედებების კრიმინალიზაცია როგორიცაა კომპიუტერულ მონაცემთა შეცვლა. კონვენციის მე-4 მუხლი არა მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციას ანიჭებს კომპიუტერული მონაცემების დაზიანებას და წაშლას, მაგალითად ვირუსის საშუალებით, არამედ კონვენციის შემქმნელებმა დაამატეს ისეთი ქმედებაც, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მსგავსი დაზიანება. ერთ-ერთი ასეთი ქმედება არის კომპიუტერულ მონაცემებში ცვლილებების შეტანა. ამასთანავე, ქმედება ჩადენილი უნდა იყოს წინასწარი განზრახვითა და სანქციონირების გარეშე. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა კომპიუტერული მონაცემის შეცვლა. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული პირდაპირ განზრახვას გულისხმობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.
იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა თაღლითობის ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს არა მარტო სახელმწოფო მოხელე, არამედ კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელიც, რომელიც სხვის ნივთს მოტყუებით დაეუფლა. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება შეიძლება ამა თუ იმ საწარმო-დაწესებულების მუშაკის მიერაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 132 144 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ნ----------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ----------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით; მანვე, ჩაიდინა კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ----------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებზე, ასევე ქმედების ჩადენის ანგარებით მოტივზე, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე (ბრალდებულის მტკიცე სურვილზე, მისწრაფებაზე მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათზე (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიისა და ნაკლებად მძიმე კატეგორიის კიბერდანაშაული, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე. სასამართლოს შეფასებით, ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული და მიიჩნევს, რომ ბრალდებულის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ----------------ის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტოთ და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელები თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო საბოლოო სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის შესაბამისად.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ელ. დისკები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. ნ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
6. ნ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ელ. დისკები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი პროკურორის ან ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
10. მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1(ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი