გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/20464-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აპრილი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინა---ნ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - სს „ფუ--------ი“
წარმომადგენელი - მა----მ ძი-------ი, ნა---ა დო-–-------------ა
მოპასუხე- ეთ--- ოდ----ე
წარმომადგენელი - გი-----ი ია--–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ეთ--- ოდ----ეს, სს „ფუ--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 4 997.19 ლარი.
სარჩელის მიხედვით, 2015 წლის 11 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ინდი--დუალური შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე დასაქმდა სს „ფუ--------ის“ N1-- მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.
2017 წლის 18 მაისის ბრძანების საფუძველზე მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ხელშეკრულების და შრომის განაწესის კორპორატიული ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძვლით. ამავე დღეს საოპერაციო დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე სს ფუ--------ის სავაჭრო ობიექტ #1---ში 2017 წლის 19 მაისიდან დაიწყო მატერიალური სასაქონლო მარაგების აღწერისა და საქონლის გადაბარების პროცესი, რის თაობაზეც ეცნობა მოპასუხეს, თუმცა არ გამოცხადდა ობიექტზე, მასზე შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად.
კომპანიის მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული აღწერის/ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ იქნა სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისი, რომელიც წარმოიშვა მოპასუხის მხრიდან დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად, გულგრილად და უპასუხისმგებლოდ შესრულების გამო.
მიუხედავად კომპანიის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილებისა, მოპასუხე არ გამოცხადდა სამუშაო ადგილზე და არ მიიღო მონაწილეობა მატერიალური მარაგების და ახალი მენეჯერისთვის გადაბარების პროცესში.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად, დასაქმებული იღებს სოლიდარულ პასუხისმგებლობას დამსაქმებლის მიერ მასზე სამსახურებრი-- მოვალეობის შესრულების მიზნით გადაცემულ ქონებასა და სასაქონლო მატერიალური მაგარების კონტროლსა და რაოდენობრივ სიზუსტეზე. დამსაქმებელი სოლიდარულად აგებს პასუხს სასაქონლო მატერიალური მაგარების დანაკლისით /ზედმეტობით გამოწვეულ ზიანზე იმ ობიექტის ფარგლებში, საიდანაც იღებს ანაზღაურებას. ზიანში დასაქმებულის წვლილი განისაზღვრება გამომუშავებული ანაზღაურების პროპორციით მთლიან სახელფასო ფონდთან, თუ სხვაგვარად არ დგინდება რომელიმე დასაქმებულის მეტი/ნაკლები ბრალეულობის საკითხი. სს ფუ--------ის მონიტორინგის და საოპერაციო სამსახურის მიერ 2017 წლის 25 მაისის აღწერის/ინვენტარიზაციის აქტის საფუძველზე საბოლოო დანაკლისმა (ზედმეტობის, დაშვებული ლიმიტის, სოლიდარულად აღებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით) შეადგინა 4997.19 ლარი.
შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მატერიალური დანაკლისის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სოლიდარულად, ასევე პერსონალურად. სოლიდარული პასუხისმგებლობის ფარგლებში მოპასუხეს, მისი კუთვნილი ხელფასიდან დაექვითა ასანაზღაურებელი წილის პროპორციული ოდენობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ეთ--- ოდ----ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და გამორიცხა მისი ბრალეულობის საკითხი ზიანთან მიმართებაში. მოპასუხე სადაოდ მიიჩნევს ინვენტარიზაციის აქტს და აღნიშნავს, რომ იგი შედგენილია მხოლოდ მოსარჩელის მიერ და ვინაიდან არ დასწრებია ამ პროცესს არ ეთანხმება მის შედეგსაც. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი არის სრულად დაუსაბუთებელი, ვინაიდან რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. მოპასუხის განმარტებით, სასაქონლო-მატერიალური დანაკლისი არის ხელოვნურად გაზრდილი, ვინაიდან მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც ფიქსირდებოდა დანაკლისი, რომელიც არ სცილდებოდა 4000 ლარს.
3. ფაქტობრი-- გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრი-- გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 11 ნოემბერს სს „ფუ--------ს“ და ეთ--- ოდ----ეს შორის დაიდო ინდი--დუალური შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე დასაქმდა სს „ფუ--------ის“ #1-- მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე. დასაქმებული იღებს უპირობო და გამოუხმობ ვალდებულებას შეასრულოს შინაგანაწესით დადგენილი ვალდებულებები და/ან დამსაქმებლის მენეჯმენტისგან მიღებული სამუშაოსთან დაკავშირებული მითითებები.
3.1.2. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის შესაბამისად, დასაქმებული იღებს სოლიდარულ პასუხისმგებლობას დამსაქმებლის მიერ მასზე სამსახურებრი-- მოვალეობის შესრულების მიზნით გადაცემულ ქონებას და სასაქონლო მატერიალური მარაგების, კონტროლისა და რაოდენობრივ სიზუსტეზე.
3.1.3. 8.2.1. პუნქტის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია სოლიდარულად აგოს პასუხი სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით/ ზედმეტობით გამოწვეულ ზიანზე იმ ობიექტის ფარგლებში, საიდანაც იღებს ანაზღაურებას. ზიანში დასაქმებულის წვლილი განისაზღვრება გამომუშავებული ანაზღაურების პროპორციით მთლიან სახელფასო ფონდთან, თუ სხვაგვარად არ დგინდება რომელიმე დასაქმებულის მეტი/ნაკლები ბრალეულობის საკითხი.
დამსაქმებელი უფლებამოსილია: წინასწარ დადგენილი წესისა და ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ნებისმიერ დროს, საეჭვოობის არსებობისა და არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულის წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს ქონება, ასევე სასაქონლო მატერიალური მარაგები ინვენტარიზაციის ჩატარების წესით.
შემოწმების შედეგად დანაკლისის/უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზარალი დაუკავოს დასაქმებულს ნებისმიერი მისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან წინასწარი გაფრთხილების გარეშე. (8.3.1.-8.3.2 პუნქტები)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინდი--დუალური შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ 15-23)
3.1.4. 2017 წლის 18 მაისის ბრძანების საფუძველზე ეთ--- ოდ----ე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან დასაქმებულის მიერ ინდი--დუალური შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეში დარღვევის (ხელშეკრულების 8.2.1. პუნქტი) და კომპანიის შრომის შინაგანაწესისა და კორპორატიული ქცევის კოდექსის დარღვევის გამო. (შიანგანაწესი - ზოგადი პოლიტიკა, პუნქტი 3. პატიოსნება და სამართლიანობა. პუნქტი 3.5 სამსახურებრი-- მდგომარეობის პირადი მიზნებისათვის გამოყენება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება კომპანიაში მომუშავე თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ (ს.ფ 24)
3.1.5. სს "ფუ--------ის" საოპერაციო დირექტორის მიერ 2017 წლის 18 მაისს გამოცემული იქნა მატერიალური სასაქონლო-მარაგების აღწერის და საქონლის გადაბარების შესახებ ბრძანება, რომლის მიხედვით, ფუ--------ის ოპერირების ქვეშ არსებულ სავაჭრო ობიექტში #1-- 2017 წლის 19 მაისიდან დაიწყო სასაქონლო მატერიალური მარაგების სრული აღწერა ინვენტარიზაცია ძველი მენეჯერიდან ახალ მენეჯერზე გადაბარების მიზნით. ბრძანების შესრულება დაევალა სს "ფუ--------ის" მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს და რეგიონალურ სუპერვაიზერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება მატერიალური სასაქონლო-მარაგების აღწერის და საქონლის გადაბარების შესახებ (ს.ფ 25)
3.1.6. 2017 წლის 25 მაისის აღწერის/ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით, ჩატარებული აღწერის/ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისმა საერთო ჯამში შეადგინა 12 723.94 ლარი, ზედმეტობამ 4 253.69 ლარი, სავაჭრო ობიექტზე არსებული დასაშვები ლიმიტის ოდენობამ 1 438.51 ლარი, სოლიდარულად ანაზღაურებულმა თანხამ 2 034.55 ლარი. ჯამურად გამოვლენილმა დანაკლისმა გადაბარების/აღწერის/ინვენტარიზაციის შედეგად შეადგინა 4 997.19 ლარი, რაც დასტურდება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დეტალური ამონაწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღწერის/ინვენტარიზაციის აქტი (ს.ფ 26)
- სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დეტალური ამონაწერი (ს.ფ 27-29
3.1.7. 2017 წლის 25 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, 2017 წლის 25 მაისს მონიტორინგის ჯგუფის მიერ მაღაზია #1---ში დასრულდა 2017 წლის 18 მაისის საოპერაციო დირექტორის ბრძანების საფუძველზე სასაქონლო მარაგების აღწერა/გადაბარების პროცესი. ჩამბარებელი მენეჯერი ეთ--- ოდ----ე მიუხედავად სათანადო წესით შეტყობინებისა არ დაესწრო გადაბარების პროცესს. სასაქონლო მატერიალური მარაგების 100%-იანი აღწერის პროცესს ესწრებოდა გადამბარებელი ახალი მენეჯერი მა----ა ბუ------–---–ი. ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად მა----ა ბუ------–---–მა გადაიბარა სასაქონლო მატერიალური მარაგი, დანაკლისით 8 470.25 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 30)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრი-- გარემოებები
3.2.1. წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისის შედეგად მოსარჩელისთვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
მოპასუხემ სრულად გამორიცხა მისი ბრალეულობის საკითხი ზიანთან მიმართებაში. სადაოდ მიიჩნია ინვენტარიზაციის აქტი და აღნიშნა, რომ იგი შედგენილია მხოლოდ მოსარჩელის მიერ და ვინაიდან არ დასწრებია ამ პროცესს არ ეთანხმება მის შედეგსაც.
მოპასუხის მტკიცებით, სასაქონლო-მატერიალური დანაკლისი არის ხელოვნურად გაზრდილი, ვინაიდან მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც ფიქსირდებოდა დანაკლისი, რომელიც არ აღემატებოდა 4000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლომ უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ.
მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მა--- ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრი-- წონადობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, ფაქტობრი-- გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრი-- კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორს ) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრი--ა, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ მაღაზიის მენეჯერი მა----ა ბუ------–---–ი და სს ფუ--------ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გი-- ბე----–---–ი.
მოწმე მა----ა ბუ------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 19 მაისიდან მონოტორინგის ჯგუფმა დაიწყო სასაქონლო მატერიალური მარაგების სრული აღწერა ინვენტარიზაცია ძველი მენეჯერიდან ახალ მენეჯერზე გადაბარების მიზნით. ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა ობიექტურად. ასევე აღიწერა ვადაგასული პროდუქცია, რომელიც მიმწოდებელ კომპანიას უკან დაუბრუნა თავად.
მოწმის განმარტებით, ვადაგასული პროდუქციით დამდგარი ზიანის ოდენობა არ გაზრდილა. ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გადაიბარა სასაქონლო მატერიალური მარაგი. პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა აღწერის პროცესს ესწრებოდა. კომპანიამ განახორციელა ობიექტის 100%-იანი აღწერა, რა დროსაც გამოვლინდა პროდუქციის დანაკლისი.
მოწმე გი-- ბე----–---–ის ჩვენებით, მაღაზიის რამოდენიმე თანამშრომლის ახსნა-განმარტებით ირკვეოდა, რომ სავაჭრო ობიექტზე იყო საეჭვო მდგომარეობა. ინკასაციის დროს იკარგებოდა თანხები, სალაროში იყო დანაკლისი. ასევე იყო პროდუქციის დაკარგვის ფაქტებიც. აღნიშნულის საფუძველზე უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაიწყო გარკვეული მასალების მოკვლევა კომპეტენციის ფარგლებში. ერთი თვის განმავლობაში პირდაპირ რეჟიმში ობიექტზე მიმდინარეობდა კამერებიდან დაკვირვება. ამ პერიოდში რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოწმის ჩვენებით, წინა პერიოდში არსებული მდგომარეობა კამარების მეშვეობით არ გადამოწმებულა. უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასალების მოკვლევის შემდგომ, საოპერაციო დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაიწყო სასაქონლო მარაგების აღწერა/გადაბარების პროცესი, სადაც დადგინდა სასაქონლო მარაგების დანაკლისი.
სასამართლო საქმის განხილვისას მხარეთა ახსნა-განმარტებების და დაკითხული მოწმეების ჩვენებების ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ მოსარჩელის მიმართ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისის შედეგად დამდგარი ზიანი გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რაც გააბა---ლებდა ასეთი ფაქტის არ არსებობას. სასამართლოს მიიჩნია, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრი-- გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღწერის/ინვენტარიზაციის აქტი (ს.ფ 26)
- მოწმეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები; (25.03.2019წ, სხდომის ოქმი)
- მხარეთა ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა სს ფუ--------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრი-- გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრი-- შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ 2015 წლის 11 ნოემბერს სს „ფუ--------ს“ და ეთ--- ოდ----ეს შორის დაიდო ინდი--დუალური შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე დასაქმდა სს „ფუ--------ის“ #1-- მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე. დასაქმებული იღებს უპირობო და გამოუხმობ ვალდებულებას შეასრულოს შინაგანაწესით დადგენილი ვალდებულებები და/ან დამსაქმებლის მენეჯმენტისგან მიღებული სამუშაოსთან დაკავშირებული მითითებები.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად, დასაქმებული იღებს სოლიდარულ პასუხისმგებლობას დამსაქმებლის მიერ მასზე სამსახურებრი-- მოვალეობის შესრულების მიზნით გადაცემულ ქონებას და სასაქონლო მატერიალური მარაგების, კონტროლისა და რაოდენობრივ სიზუსტეზე. 8.2.1. პუნქტის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია სოლიდარულად აგოს პასუხი სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით/ ზედმეტობით გამოწვეულ ზიანზე იმ ობიექტის ფარგლებში, საიდანაც იღებს ანაზღაურებას. ზიანში დასაქმებულის წვლილი განისაზღვრება გამომუშავებული ანაზღაურების პროპორციით მთლიან სახელფასო ფონდთან, თუ სხვაგვარად არ დგინდება რომელიმე დასაქმებულის მეტი/ნაკლები ბრალეულობის საკითხი.
2017 წლის 18 მაისის ბრძანების საფუძველზე ეთ--- ოდ----ე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან დასაქმებულის მიერ ინდი--დუალური შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო.
ასევე დადგენილია, რომ სს ფუ--------ის საოპერაციო დირექტორის მიერ 2017 წლის 18 მაისს გამოცემული იქნა მატერიალური სასაქონლო-მარაგების აღწერის და საქონლის გადაბარების შესახებ ბრძანება, რომლის მიხედვით, ფუ--------ის ოპერირების ქვეშ არსებულ სავაჭრო ობიექტში #1-- 2017 წლის 19 მაისიდან დაიწყო სასაქონლო მატერიალური მარაგების სრული აღწერა ინვენტარიზაცია. 2017 წლის 25 მაისის აღწერის/ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით, ჯამურად გამოვლენილმა დანაკლისმა გადაბარების/აღწერის/ინვენტარიზაციის შედეგად შეადგინა 4 997.19 ლარი, რაც დასტურდება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დეტალური ამონაწერით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს, იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, ვალდებულის ბრალეული ქმედება და მიზეზობრი-- კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრი-- გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული ნორმის დეფინიციაში ჩამოყალიბებულ კონსტრუქციას. ასევე საგულისხმოა, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი არ გულისხმობს და არ არის მოწოდებული დასაჯოს ზიანის მიმყენებელი, მისი დანიშნულებაა იმ დანაკლისის შევსება-აღდგენა, რომელიც განიცადა კრედიტორმა. როგორც აღინიშნა, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა და შედეგს შორის მიზეზობრი-- კავშირის არსებობა.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრი-- გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დგინდება მოპასუხე მხარის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც ზიანის სახით თანხის დაკისრების ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს მოპასუხის მტკიცების ხარისობრივ ნაკლზე და ამავდროულად სადავო გარემოების დადასტურების მაღალ სტანდარტზე, რაც გამოხატული უნდა იქნეს შესაგებელით შედავებული გარემოებების სათანადო ხასია---ს მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაში. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ ფაქტობრი-- გარემოების საპირწონე მტკიცებულება გარდა ახსნა-განმარტებისა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისის შედეგად მოსარჩელისთვის დამდგარი ზიანის ანაზღაურება გამოწვეული არ არის უშუალოდ მისი ბრალეული ქმედებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მი--და დასკვნამდე, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4997.19 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სს ფუ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 149.91 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „ფუ--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ეთ--- ოდ----ეს, სს „ფუ--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება - 4 997.19 ლარი;
3. ეთ--- ოდ----ეს, სს „ფუ--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 149.91 ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა---ნ ეცადაშვილი