განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4----18
(გამოძიების #0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- ქ-----–---–ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - რ----- ნ-–-----ე და ი-–----–-----;
ბრალდებული გ------- ნ-------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯაახებული, რეგისტრირებული გ-----------------------------–------------ში, მცხოვრები ქ------–------------------------------------------------–-----------–-----------------------------ში;
წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლი (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
სხდომის სახე: ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: 2018 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ------–--–-------------–------------–-----------------------------------------------------ში, გ------- ნ-------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლის - ა--------–---–ის მამას გ---- ხ----–---–ს დანის საშუალებით მარცხენა ბეჭის არეში განზრახ მიაყენა ორი ნაკვეთი ჭრილობა, რამაც გ---- ხ----–---–ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;
ასევე, გ------- ნ-------–---–მა მეუღლეს - ა--------–---–ს დანის საშუალებით განზრახ მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ნეკნქვეშა სივრცეში, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;
ასევე, გ------- ნ-------–---–მა მეუღლის დედას - ე---------ე ა---–-–---–ს დანა განზრახ დაარტყა ზედა ყბის მარცხენა მხარეს, რის გამო ე---------ე ა---–-–---–მა მიიღო მარცხნივ ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა, რამაც ე---------ე ა---–-–---–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ა--------–---–ის ჩვენებით, ექვსი წლია რაც არარეგისტრირებულ ქორწინებაშია გ------- ნ-------–---–თან და ჰყავთ ერთი საერთო შვილი გ---- ნ-------–---–ი. მომხდარ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე, მეუღლეებს შორის არსებული ოჯახური კონფლიქტის გამო, რომელიც უკავშირდებოდა საერთო ქონებაზე დავას, ისინი დაშორდენენ და ცალკ-ცალკე ცხოვრობდნენ.
2018 წლის 1 აგვისტოს, გ------- ნ-------–---–მა დაურეკა ა--------–---–ს და უთხრა, რომ მას სალაპარაკოდ კორპუსთან შეხვდებოდა. ა--------–---–მა ბრალდებულს უარი განუცხადა და უთხრა, რომ მის სანახავად სახლში მისულიყო. გ------- ნ-------–---–მა ბინაში შესვლისთანავე ა--------–---–ს ხმამაღალი ტონითა და აგრესიით დაუწყო ლაპარაკი, რაზეც გ---- ხ----–---–მა სიძეს შენიშვნა მისცა „ხმადაბლა ილაპარაკეო“. ზემოთქმულზე ბრალდებულმა სიმამრს შეაგინა და სიძე-სიმამრს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.
მოწმის განმარტებით, გ------- ნ-------–---–მა და გ---- ხ----–---–მა „დაიწყეს ერთმანეთში ჭიდაობა“. მანვე შვილი კონფლიქტს რომ არ შესწრებოდა აივანზე გაიყვანა. როცა ოთახში შემობრუნდა გ-------მ ა--------–---–ს ხელი სახის არეში დაარტყა. გ------- ნ-------–---–ის ხელში მას დანა არ დაუნახავს. ასევე უცნობია თუ რა ვითარებაში მიიღო სხეულზე დაზიანებები როგორც თავად, ისე, მისმა დედ- მამამ.
ე---------ე ა---–-–---–ის ჩვენებით ა--------–---–ი არის მისი შვილი. 2018 წლის 1 აგვისტოს გ------- ნ-------–---–მა დაურეკა ა---- რომ ჰქონდა სალაპარაკო და უნდა ენახა. მისმა შვილმა გ------- სახლში დაიბარა. ბრალდებული იყო აგრესიული და ხმამაღალი ტონით მიმართავდა ა--------–---–ს. მისმა მეუღლემ, გ---- ხ----–---–მა გ------- ნ-------–---–ს მისცა შენიშვნა რასაც მოჰყვა მამაკაცებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ე---------ე ა---–-–---–ის განმარტებით გაშველების მიზნით ის შუაში ჩაუდგა სიძესა და მეუღლეს. ამავე ჩვენებით, სწორედ იმ დროს მას გ-------ს ხელი მოხვდა სახის არეში, წაიქცა და ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა. მისი მეუღლეც წაიქცა და მკლავზე მასაც სისხლი მოსდიოდა. მოწმის განმარტებით როგორც მას, ისე მის მეუღლესა და შვილს დანა ან სხვა რაიმე ბასრი საგანი ხელში არ ჭერიათ. კონფლიქტის დასრულების შემდეგ ა--------–---–მა უთხრა, რომ მასაც მოსდიოდა სისხლი მუცლიდან და ფეხიდან. მოწმემ განმარტა, მას რომ არ დაუნახავს ა--------–---–ზე გ------- ნ-------–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტი.
გ---- ხ----–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 1 აგვისტოს, მის საცხოვრებელ ბინაში, გ------- ნ-------–---–ს, იმის გამო, რომ ა--------–---–ს ხმამაღლა მიმართავდა, მისცა შენიშვნა. ბრალდებული მისმა ნათქვამმა გააღიზიანა და შეაგინა, რასაც თავადაც გინებით უპასუხა. მათ შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურში და ორივე ერთმანეთს ხელებს ურტყამდნენ.
ამავე ჩვენებით, დაზარალებულმა დაინახა, რომ გ-------მ ხელი უკან წაიღო და როცა მოუქნია ბრალდებულს ეჭირა დანისმაგავარი საგანი, რომლის მეშვეობით მას ბეჭის არეში მიაყენა ორი ჭრილობა. როცა გაშველების მიზნით მათ ე---------ე ა---–-–---–ი შუაში ჩაუდგათ, გ-------მ მასაც დაარტყა სახეში იგივე დანისმაგვარი საგანი. დარტყმის შედეგად ის იატაკზე წაიქცა მეუღლესთან ერთად. გ-------ს წასვლის შემდეგ ნახეს, რომ ანასაც ჰქონდა ჭრილობა.
112-ში შესული შეტყობინებით ირკვევა, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ, ვ---------–--------------------–----------------------------------------------------------------------–-----–-“ გადაყვანილია ა---–-–---–ი ე---------ე 48 წლის, ტუჩის არეში ჭრილობით, ხ----–---–ი გ---- 50 წლის, მხრის არეში ჭრილობით და ხ----–---–----- 23 წლის, გულმკერდის არეში ჭრილობით.
ს-------- გ--------ის ჩვენებით, მუშაობს კლინიკა ,,ო-------–-----ში“ ზოგად ქირურგიაში და ხელმძღვანელობს ამავე განყოფილებას. 2018 წლის 1 აგვისტოს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებით შეიყვანა ერთი ოჯახიდან სამი პაციენტი - გ---- ხ----–---–ი, ა--------–---–ი და ე---------ე ა---–-–---–ი. ახალგაზრდა გოგონას მუცლის წინა ზედაპირზე ჰქონდა ჭრილობა, მამაკაცს მხრის არეში ჰქონდა ორი ჭრილობა, ქალბატონს კი ტუჩის არეში ჰქონდა ჭრილობა ყბის დაზიანებით. მამაკაცის განმარტებით დაზიანებები მაიყენა სიძემ.
კლინიკა ,,ო-------–-------“ მენეჯერმა ს------- კ------ემ განმარტა, რომ გამომძიებლს გადასცა ა--- გ---- ხ----–---–ებისა და ე---------ე ა---–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია.
2018 წლის 1 აგვისტოს გადაუდებელი დახმარების სამსახურის სამედიცინო ბარათის თანახმად, საცხოვრებელ სახლში, გ---- ხ----–---–ს სისხლმდენი ჭრილობა მარცხენა მხრის არეში დანის გამოყენებით მიაყენა სიძემ, რის გამოც საჭირო გახდა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია.
2018 წლის 1 აგვისტოს, შპს ,,ო-------–-------“ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა #-----ს მოკლე ანამნეზის თანახმად, გ---- ხ----–---–ი მიყვანილია კლინიკაში 112-ის ბრიგადის მიერ რომელიც უჩივის ჭრილობას მარცხენა მხრის არეში. პაციენტის გადმოცემით, სიძემ დანით საცხოვრებელ სახლში მიაყენა ჭრილობა რამაც გამოიწვია ზემოაღნიშნული ჩივილები და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, შპს ,,ო-------–-------“ ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #2-------ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გ---- ხ----–---–ი მოთავსებული იქნა კლინიკაში 01.08.18წ-ს, 13:12 სთ-ზე (გაეწერა იმავე დღეს, 16:00 სთ-ზე. ქირურგის ჩანაწერის თანახმად, პაციენტს აღენიშნებოდა ორი ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბეჭის (მხრის) მიდამოში (ზოგიერთ ჩანაწერში აღნიშნულია ერთი ჭრილობა - ჭრილობა მარცხენა მხრის არეში/ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში).
დაზიანებები (ჭრილობები) განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში ისინი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს 01.08.18წ.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- ჯ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
2018 წლის 1 აგვისტოს გადაუდებელი დახმარების სამსახურის სამედიცინო ბარათის თანახმად, ა--------–---–მა ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა მარცხენა ნეკნქვეშა მიდამოში, მისი გადმოცემით, მიიღო მეორე პიროვნებასთან კონფლიქტის საფუძველზე.
2018 წლის 1 აგვისტოს შპს ,,ო-------–-------“ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა #-----ს მოკლე ანამნეზის თანახმად, ა--------–---–ი მიყვანილია კლინიკაში 112-ის ბრიგადის მიერ. პაციენტი უჩივის ჭრილობის არსებობას მარცხენა ნეკნთაშუა არეში. მისივე გადმოცემით, ჭრილობა საცხოვრებელ სახლში დანით მიაყენა მეუღლემ, რამაც გამოიწვია ზემოაღნიშნული ჩივილები და საჭირო გახდა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, შპს „ო-------–-------“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #2-------ის და ამავე დაწესებულების ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #4-------- (#2------)-ის ჩანაწერების მიხედვით, ა--------–---–ი კლინიკაში მოთავსდა (01,08,2018წ-ს 13:12 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, ა--------–---–ს აღენიშნება ,,ნაკვეთი სისხლმდენი ჭრილობა მარცხენა ნეკნქვეშა სივრცეში“.
დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 01.08.2018 წ-ის თარიღს.
2018 წლის 1 აგვისტოს გადაუდებელი დახმარების სამსახურის სამედიცინო ბარათის თანახმად, ე---------ე ა---–-–---–მა დიდი ზომის ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა ზედა ტუჩზე მიიღო ოჯახური კონფლიქტის დროს.
2018 წლის 2 აგვისტოს, შპს ,,ო-------–-------“ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა #-----ს ანამნეზის თანახმად, პაციენტი ე---------ე ა---–-–---–ი უჩივის სისხლმდენი ჭრილობების არსებობას, ტკივილს ზედა ტუჩზე და ტკივილს ზედა ყბის არეში. მისი გადმოცემით, ოჯახური კონფლიქტის დროს მას სახის არეში მიაყენეს ტრავმა რის გამოც პაციენტი გადაყვანილი იქნა კლინიკაში.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, შპს „ო-------–-------“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #--------ის და ამავე დაწესებულების ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #4-------- (6-------- ცნობის გაცემის თარიღი – 02.08.18წ)-ის ჩანაწერების მიხედვით, ე---------ე ა---–-–---–ი კლინიკაში მოთავსდა 01.08.2018წ-ს 13:12სთ-ზე, საიდანაც გაეწერა – 02.08.2018წ-ს 14:00სთ-ზე. დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა ზედა ყბის მოტეხილობა. ზედა ტუჩის ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა(სამედიცინო დოკუმენტაციების ჩანაწერების თანახმად, მარცხენა ნესტოს ძგიდის და გვერდითი ფრთის დაზიანებით).
ზედა ტუჩის ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანება მარცხნივ ზედა ყბის ძვლის მოტეხილობის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 01.08.2018წ-ის თარიღს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ორივე დასკვნა და განმარტა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერები, რაც წარდგენილი იყო მასთან საკმარისი იყო დადგენილებაში მითითებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამასთან, გამოითხოვა ე---------ე ა---–-–---–ის სახის ძვლების რენტგენოგრამები, რომელსაც ზედა ტუჩზე აღენიშნებოდა დიდი ნაკვეთ-ნაფლეთოვანი ჭრილობა, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, რაც შეეხება ზედა ყბის ძვლის მოტეხილობას, იგი განვითარებული იყო რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვ---------–--------------------–----------------------------------–-----------------–-------------ში შესასვლელში პარკეტიან იატაკზე აღინიშნება რამდენიმე მოწითალო ფერის ლაქა. შესასვლელიდან ხელმარცხნივ არის სააბაზანო ოთახი, სადაც შესასვლელში იატაკზე აღინიშნება მოწითალო ლაქები, ასევე, მოწითალო ლაქებია სააბაზანო მეტლახის ზედაპირზე, ნიჟარაზე აღნიშნება მოწითალო ლაქები. სააბაზანო ოთახში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან, ასევე მოწითალო ლაქებია ბინაში შესასვლელიდან საძინებელი ოთახის იატაკის პარკეტის ზედაპირზე და შესავლელიდან ხელმარჯვნივ მისაღები ოთახის შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მისაღები ოთახის შესავლელში. ასევე, მოწითალო ლაქებია მისაღებ ოთახში, დივანის მარცხენა მხარეს იატაკის პარკეტის ზედაპირზე. საგამოძიებო მოქმედებას ერთვის გადაღებული ფოტოსურათები რაც ასევე გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ობ.#1 - მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე, ამოღებული იქნა შემოსასვლელ კართან იატაკის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; ობ.#2 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიური ჩხირით, ამოღებული იქნა ბინაში შესასვლელ კართან იატაკის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; ობ.#3 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე ამოღებულ იქნა ბინაში მეტლახის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; ობ.#4 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ამოღებული აბაზანაში მდებარე ხელსაბანი ნიჟარის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; ობ.#5 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ამოღებული აბაზანაში შესასვლელი კარის სახელურიდან, საკონტროლო ნიმუშებთან ერთად. ობ.#6 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ამოღებული საძინებელი ოთახის იატაკის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად. ობ.#7 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე ამოღებული მისაღები ოთახის შესასვლელში იატაკის ზედაპირიდან საკონტროლო ნიმუშებთან ერთად. ობ.#8 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე ამოღებული მისაღები ოთახში დივანის მარცხენა მხარეს იატაკის ზედაპირიდან.
ექსპეტ-კრიმინალისტ გ------- ნ--------ის ჩვენებით, 2018 წლის 1 აგვისტოს შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე მ----- გ------–--ესთან ერთად დაათვალიერა ვ---------–------------–----------------------------------------ში მდებარე ერთოთახიანი ბინა (შემთხვევის ადგილი). სახლში სისხლის კვალი იყო ბინის შესასვლელში, აბაზანასა და მისაღებ ოთახში საიდაც ამოიღეს მოწითალო ფერის ანაწმენდები შესასვლელიდან, სააბაზანო და მისაღები ოთახიდან, სულ რვა ნიმუში. ანაწმენდები აღებული იქნა სპეციალური სტერილური ბიოლოგიური ჩხირით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იხსნება და მასთან არავის არ აქვს შეხება. მოწმის განმარტებით აღებული ანაწმენდები მოთავსდა მუყაოს კონტეინერში, დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს.
გ------- ი-------–---–მა დაადასტურა ჩატრებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტიკურობა და დამატებით განმარტა, რომ გამოკითხა დაზარალებულები, ასევე ამოიღო ა--------–---–ის კაბა. დაკითხულ პირებს გამოკითხვის ოქმზე შენიშვნა არ გამოუთქვამთ და არც შემდგომ მიუმართავთ მათ დამატებით გამოკითხვის თხოვნით. საგამოძიებო ორგანოში ბრალდებულის დასაცავად ორდერი არ ყოფილა წარდგენილი.
ამოღების ოქმით, 2018 წლის 1 აგვისტოს ვ---------–--------------------–-------------------------------------------–-----------------–-------------ში ა--------–---–ისგან ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის კაბა, რომელსაც მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანება, არის გახეული, ხოლო დაზიანების ირგვლივ აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.
ნიმუშის აღების ოქმებით, 2----–-–--------------- გ---- ხ----–---–ისგან ე---------ე ა---–-–---–ისგან და ა--------–---–ისგან აღებული იქნა სისხლის ნიმუშები.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, პაკეტში, წარწერით: „...8 (რვა) ც.მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი...” მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1-8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N1-6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე---------ე ა---–-–---–ს (ობ.N10; პაკეტი, წარწერით: „...ნიმუში სისხლის ერთი პაკეტი ე---------ე ა---–-–---–ის...”). ობ.N8-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---- ხ----–---–ს (ობ.N9; პაკეტი, წარწერით: „...გ---- ხ----–---–ის სისხლის ნიმუში...”). ობ.N7-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ე---------ე ა---–-–---–ს (ობ.N10), ხოლო მინორული წილი გ---- ხ----–---–ს (ობ. N9).
მოწმის სახით დაკითხულმა ვ-------------ამ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ არის კატეგორიული ვინაიდან გენეტიკური პროფილი ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური და განუმეორებელი.
გ------- ბ-----–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 1 აგვისტოს მეწყვილესთან ერთად სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისას დაახლოებით 12:40 საათზე, 112-ით მიიღო შეტყობინება, რომ ვ---------–------------–------------------------------------------ში ოჯახური კონფლიქტის დროს მოხდა დაჭრის ფაქტი და სავარაუდო დამნაშავე გადაადგილდებოდა ავტომანქანა B------ით. ზ--------------------–-------------------------–-----------–------ე კორპუსთან მათ მიერ შეჩერებული იქნა ზემოთდასახელებული ავტომანქანა, რომელიც თავიდან არ დაემორჩილა მოწოდებას, რის გამოც დაედევნენ. მძღოლი აღმოჩნდა 1----–--–- დაბადებული გ------- ნ-------–---–ი. ახალგაზრდა მამაკაცს თან ახლდა მცირეწლოვანი ბავშვი. არსებული გარემოება აცნობეს ი-------------------------–----------–-–-------–- განყოფილების სამორიგეო ნაწილს და ბრალდებული შეჩერებული ჰყავდათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე, რომელთაც მოახდინეს გ------- ნ-------–---–ის დაკავება.
ისანი-სა------------–------------–------------------------------------–-------–-- ზ------ ხ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, პატრულ-ინსპექტორებს თბილისში, ზ---------------------------------–----------––- შეჩერებული ჰყავდათ 1----–--–- დაბადებული გ------- ნ-------–---–ი. მანვე მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელს.
ნ---- ღ-----–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ პატაკში გადმოცემული ინფორმაციის ირგვლივ გამოკითხა თანამშრომელი ზ------ ხ----–--ე.
მ------ ჯ--------ის ჩვენებით, 2018 წლის 1 აგვისტოს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორებს ზ---------------------------------–----------––-, 2------------სის მიმდებარედ შეჩერებული ჰყავდათ გ------- ნ-------–---–ი. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულს ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, მასვე განემარტა უფლებები და მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლებაც. გ------- ნ-------–---–ს სურვილი ადვოკატის მოწვევაზე არ დაუფიქსირებია.
თ------ ბ-----–---–მა და ზ------ ე-–--------–---–მა დაადასტურეს საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 1 აგვისტოს გ------- ნ-------–---–ის B---ს ფირმის სახ.#W-------დან ამოღებული იქნა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით და ავტომანქანის უკანა სავარძლის მარცხენა სათავსოდან ამოღებული იქნა შავი ფერის ლითონისგან დამზადებული ე.წ. კასტეტი.
თ------ ბ-----–---–ის ჩვენებით, თბილისში, ზ---------------------------------–----------––-, 2------------სის მიმდებარედ ჩაატარა გ------- ნ-------–---–ის ავტომანქანის ჩხრეკა რა დროსაც მოწმემ ამოიღო მობილური ტელეფონი და ე.წ. კასტეტი.
ი----------------------------–-----------–-----------–---- გამომძიებელმა უ-------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ირგვლივ და დაადასტურა როგორც ე---------ე ა---–-–---–ის, ისე ბრალდებულის მცირეწლოვანი შვილის გამოკითხვა სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის და გარეშე პირის თანდასწრებით. ე---------ე ა---–-–---–ი გამოკითხა სახლში რომელმაც ნებაყოფლობით მისცა ჩვენება. მასვე არ უთქვამს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო სრულყოფილი ჩვენების მიცემა, სრულად აანალიზებდა ყველაფერს და არც საუბარი უჭირდა.
გ------- მ-----ემ განმარტა, რომ ბრალდებულ გ------- ნ-------–---–ს ადვოკატის თანდასწრებით პენიტენციურ დაწესებულებაში გააცნო ახალი ბრალი.
ამოღების ოქმის თანახმად: - 2018 წლის 2 აგვისტოს, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი გ------- ნ-------–---–ის ამოღებული იქნა მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური და ჯინსის მუქი ფერის შარვალი, რომელთაც რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება.
გ------- ნ-------–---–მა ბრალად წარდგენილ პიზოდებთან დაკავშირებით უარი განაცხადა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე, ასევე არ ისარგებლა მისი უფლებით წარედგინა როგორც დასკვნითი, ისე, საბოლოო სიტყვა.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგია. ეს უფლება უკავშირდება ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს არავინ არის ვალდებული გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის წინააღმდეგ. დაუშვებელია ბრალდებულის იძულება, რათა მან სისხლისსამართლებრივი დევნისას აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიების ორგანოებთან საკუთარი თავის საზიანოდ.
სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, გ------- ნ-------–---–ის მიმართ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები გ---- ხ----–---–ისა და ე---------ე ა---–-–---–ის ეპიზოდებში მიიჩნია დადგენილად; ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გახდა საკმარისი გ------- ნ-------–---–ის მეუღლის - ა--------–---–ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადგენად.
სასამართლო დადგენილ ფაქტად, რასაც თავად მხარეებიც არ უარყოფენ, მიიჩნევს: - ა--------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------- ნ-------–---–თან რომლისგანაც ჰყავს ერთი საერთო შვილი - არასრულწლოვანი გ---- ნ-------–---–ი. 2018 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ------–--–-------------–------------–-----------------------------------------------------ში გ------- ნ-------–---–ი მივიდა ა--------–---–თან სადაც იმავე ბინაში იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის მშობლები, ე---------ე ა---–-–---–ი, გ---- ხ----–---–ი და შვილი- გ---- ნ-------–---–ი.
ა--------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ როცა გ---- ხ----–---–სა და გ------- ნ-------–---–ს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავიდა, მან შვილი არსებულ სიტუაციას განარიდა და სახლის აივანზე გაიყვანა, ხოლო როცა ოთახში დაბრუნდა ბრალდებულმა სახის არეში გაარტყა ხელი. ამასთან, გ------- ნ-------–---–ის ხელში მას დანა არ დაუნახავს. ციტირება სხდომის ოქმიდან: „ გ-------ს ხელში დანა არ ეჭირა და ჭრილობა არ მოუყენებია.“
იმავე ეპიზოდთან დაკავშირებით - ა--------–---–ზე დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს როგორც ე---------ე ა---–-–---–ს, ასევე გ---- ხ----–---–საც.
ზემოთმოყვანილ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოს შესაფასებლად რჩება, 112-ში შესული შეტყობინება, მოწმისაგან ამოღებული ტანსაცმელი, სამედიცინო დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნები, რომელთაგან არცერთია პირდაპირი მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ა--------–---–ს მარცხენა ნეკნქვეშა სივრცეში ჭრილობა მიაყენა გ------- ნ-------–---–მა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ.
მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განაცხადი №10590/83; 06/12/1988, რომელშიც განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- ნ-------–---–ის დანაშაულს საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით (ა--------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და ის უნდა იქნეს გამართლებული.
ამასთან, გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გ------- ნ-------–---–ის ბრალეულობას ე---------ე ა---–-–---–ისა და გ---- ხ----–---–ის ეპიზოდებში.
მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გ------- ნ-------–---–ის მხრიდან ა--------–---–ის მიმართ ხმამაღალი ტონით ლაპარაკს მოჰყვა გ---- ხ----–---–ის მიერ ბრალდებულის მიმართ მიცემული შენიშვნა, „ნუ ყვირი დაბალ ხმაზე ილაპარაკეო“. მას შემდეგ რაც გ------- ნ-------–---–მა შეაგინა გ---- ხ----–---–ს, მათ შორის რასებული სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.
ე-------- ა---–-–---–ის ჩვენებიდან „ჩემი მეუღლე განერვიულდა გ-------მ რომ შეაგინა... დივანზე იჯდა, ადგა და ერთმანეთს ხელებს ურტყამდნენ.“ იგივეს ადასტურებს ა--------–---–იც „ გ-------ს მამამ მისცა შენიშვნა, რომ ხმადაბლა ესაუბრა, ის მამაჩემის მიმართ იყო აგრესიული და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა... მამაჩემმა გაიწია გ-------სკენ“. ა--------–---–ი იქვე განმარტავს, რომ მას არ დაუნახავს გ---- ხ----–---–ისა და ე---------ე ა---–-–---–ის მიმართ დანის დარტყმის მომენტი რადგან ბავშვთან იყო გასული აივანზე.
ციტირება სხდომის ოქმიდან „მუშტის დარტყმა არ დამინახავს ... ბავშვი ამ დროს აივანზე იყო ... მე ბავშვთან გავედი, სახლში რომ არ შემოსულიყო.“
გ---- ხ----–---–მა როგორც გამოძიების ეტაპზე ასევე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ ფიზიკურ დაპირისპირების დროს გ------- ნ-------–---–მა მას დანისმაგვარი საგნის მეშვეობით მიაყენა ორი ნაკვეთი ჭრილობა. იმავე საგნით ხელი მოუქნია ბრალდებულმა ე---------ე ა---–-–---–საც, რომელიც გასაშველებლად ჩაუდგა მამაკაცებს და მის მეუღლესაც მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
იგივე განმარტა ე---------ე ა---–-–---–მაც და დაადსტურა ის ფაქტი, რომ გ------- ნ-------–---–ის მოქნეული ხელიდან მიღებული დაზიანების შედეგად წამოუვიდა ტუჩიდან სისხლი. ამასთან, მართალია მოწმემ განმარტა, რომ მას არ დაუნახავს ბრალდებულის ხელში დანა, თუმცა კატეგორიულად გამორიცხა ის ფაქტი, რომ როგორც მას, ისე მის მეუღლეს - გ---- ხ----–---–სა და შვილს - ა--------–---–ს ხელში ეჭირათ რაიმე მჭრელი დანისმაგვარი საგანი.
სასამართლო ზემოთმოყვანილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში აფასებს ს-------- გ--------ის ჩვენებას, რომელმაც დაკითხვისას განაცხადა, რომ სტაციონარში მიყვანისას გ---- ხ----–---–მა მას განუმარტა, რომ ჭრილობები დანის გამოყენებით მიაყენა სიძემ. იგეივე განმარტება იკითხება სამედიცინო დოკუმენტაციაშიც ანამნეზის გრაფაში, რომ დაზიანება მიაყენა სიძემ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებულ სურათებში, რაც გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, ნათლად ჩანს ე.წ. „ვენტილატორი“, რომელსაც ფორმათა სიმკვეთრე და ბასრი წახნაგები არ უფიქსირდება. ამასთან, გამაგრილებელი მოწყობილობა, ე.წ. ფრთები დამცავი ბადით არის დაუზიანებელ მდგომარეობაში.
გ---- ხ----–---–ისა და ე---------ე ა---–-–---–ის მიმართ სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი გარემოებაა, რომ დაზარალებულთა სხეულზე მიყენებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით.
ზემოთმოყვანილი მტკიცებულებების დაზარალებულთა ჩვენებებთან ურთიერთშეპირისპირებით, რომ მათ დაზიანება მიიღეს დაცემამდე გ------- ნ-------–---–ის ქმედებების შედეგად, გამორიცხავს დაცვის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს განვითარებულ ვერსიას, რომ გ---- ხ----–---–მა და ე---------ე ა---–-–---–მა დაზიანებები მიიღეს არა ბრალდებულის მოქმედებით, არამედ გამაგრილებელ საშუალებაზე დაცემის შედეგად.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, გ---- ხ----–---–ისა და ე---------ე ა---–-–---–ის მიმართ მიყენებულ დაზიანებებთან; ბრალდებულის ქმედებები განხორციელებულია განზრახი ბრალით, რომელსაც წინ უსწრებდა ოჯახის წევრთა შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება და არ მოიპოვება საქმეში როგორც მართლწინააღმდეგობის, ასევე ბრალის გამომრიცხველი გარემოებები.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ სტანდარტს, რომ გ------- ნ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლითა (გ---- ხ----–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ე---------ე ა---–-–---–ის ეპიზოდი.)
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- ნ-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ არის დადგენილი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილისა და დარღვეული უფლებების კომპენსირება.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება ადეკვატური.
სასამართლო მხედველობაში იღებს რა ზემოთდასახელებულ გარემოებას და ითვალისწინებს სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებს, მიიჩნევს, რომ გ------- ნ-------–---–ს ჩადენილი თითოეული დანაშაულისთვის კანონით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. კერძოდ, ა--------–---–ის კაბა, გ------- ნ-------–---–ის ტანსაცმელი და სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მისი/მათი ნდობით აღჭურვილ პირს/პირებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 8 ცალი სისხლის ლაქის ანაწმენდი, ა--------–---–ის, გ---- ხ----–---–ისა და ე---------ე ა---–-–---–ის სისხლის ნიმუშები და ე.წ. კასტეტი უნდა განადგურდეს; ერთი ცალი ლაზერული დისკი, მასზე განთავსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული სურათებით შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; რაც შეეხება B---ს მარკის ავტომობილს სახ.#W--------- აღნიშნული დაუშვებლად იქნა ცნობილი წინასასამართლო სხდომაზე, რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საძამოძიებო კოლეგიის მოსამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით და შესაბამისად, სასამართლო მასზე მსჯელობას არ იქონიებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 273-ე 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ------- ნ-------–---–ი ცნობილ გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით (ა--------–---–ის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში;
გ------- ნ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლითა და სსკ-ის 111, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, სასჯელის სახედ დაენიშნოს :
საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ------- ნ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
გ------- ნ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს - 2018 წლის 1 აგვისტოდან;
გ------- ნ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
ნივთიერი მტკიცებულებები - კაბა დაუბრუნდეს დაზარალებულ ა--------–---–ს, გ------- ნ-------–---–ის ტანსაცმელი და სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 8 ცალი სისხლის ლაქის ანაწმენდი, ა--------–---–ის, გ---- ხ----–---–ის, ე---------ე ა---–-–---–ის სისხლის ნიმუშები და ე.წ. კასტეტი განადგურდეს, ხოლო ერთი ცალი ლაზერული დისკი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული სურათებით, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე :
/ლელა ნოზაძე/